დრამინა თავი 2
ბავშვების ხორხოცზე გეგასაც გაეღვიძა და ჩამომხედა,ჩემი საწყალი მზერა რომ დაინახა,გაიცინა და თავი უკან გადააგდო -აუ გეგა გავიჭიპე და გამიშვი რაა -ო დიდი ამბავი ჩემი ხათრით აიტანე!დაიბუზღუნა და ჩამომხედა -ჰო ბოლოს და ბოლოს ამდენ წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს ხომ?!ირონიული ღიმილი ავიკარი სახეზე,მისი ურეაქციო სახის დანახვის მერე კი თავი მის მკლავებში ჩავმალე...უცებ აპარატის ხმა გავიგე,სურათი გადაგვიღეს, -ოხ მელანო მელანოო!გავიბუტე მე მაგრამ მისი მკლავებიდან თავს არ ვწევდი,მრცხვენოდა ის კი ხელს მაინც არ მიშვებდა, -აუ როდის ვნახავ განათებულ სვანეთს ერთი სული მაქვს!წამოიძახა ერთ-ერთმა შპაკლმა კლასელმა,რომელსაც არავინ ელაპარაკებოდა... ჩემს მობილურზე ზარი შემოვიდა,ძლივს ამოვიღე მობილური ჯიბიდან,გეგა მაინც არ მათავისუფლებდა მისი მკლავებიდან.. -ჰო დეე...კი კი...არა ყველა კარგად იქცევა ნუ დარდობ არავინ არ მაწუხებს და არც მე ვაწუხებ ვინმეს...კარგი...გკოცნი.მობილური სიცილით გავუთიშე,რამდენიმე სმს მომსვლია,ჩემო ყოფილი შეყვარებულისგან,რომელ საც ფსიქიკასთან პრობლემები ქონდა და რამე თუ არ მოეწონებოდა მცემდა,მერე შემეშვა ეღი პერიოდი ახლა კი ჩემთან შერიგება უნდა მაგრამ მაინც ცუდად იქცევა. პირველი სმს იყო "ლილე სად ხარ" უკმაყოფილოდ ავიბზუე ტუჩები და მეორე წერილი გავხსენი "გოგო მიპასუხე თორემ გიპოვი დაგთხრი თვალებს რომ კითხულობ და არ მპასუხობ" მესამე წერილში "შენი დედა შე***ი სადაც გნახავ იქვე მოგკლავ" -ახლა რა დავაშავე,ღმერთო შენ მიშველე,თვალცრემლიანმა გადავისახე პირჯვარი... -ლილე ვინ გწერს ამ წერილებს!ისე მოულოდნელი იყო მისი ხმა ოდნავ წამოვხტი მაგრამ მისმა მოხვეულმა მკლავებმა დამაკავა, -უჰ შემეშინდა!ამოვიბუზღუნე და თავი მხარზე ჩამოვადე. -ვინ ის საზიზღარი წერილი!მკაცრი მეჩვენა მისი ხმა. -აუ გეე..გა გეყოს რა არ მიყვარს მაგ თემაზე საუბარი!ან რაში გაინტერესებს... -რომ გეუბნები მითხარი ვინ ახვარი იყო! -გეგა რა ეჭვიანი ქმარივით მელაპარაკები ნერვიულად გავიცინე და ვნატრობდი აღარ დაესვა ეს კითხვა -ლილე!ნიკაპზე თითი ამომდო და თავი ამაწევინა, -მითხარი ვინ იყო ის ბიჭი?! -ჩემი ყოფილი შეყვარებული!სუსტი ხმით გავეცი პასუხი და ცრემლები წამომივიდა როცა გავიხსენე რასაც მიკეთებდა ჩემი ყოფილი,მის გამო ლავიწთან შრამი მაქვს,ჩემი გაუპატიურება სცადა როცა უარი ვუთხარი... -კაი დამშვიდდი არ იტირო ლიიი საყვარლად წარმოთქვა ჩემი სახელის შემოკლებული ფორმა და გულშუ ჩამიკრა,მეც მოვხვიე ჩემი სუსტი მკლავები და მის გულის ცემას დავუგდე ყური,ჩქარა ფეთქავდა როგორც ჩემი,სასიამოვნოდ ჩამეღიმა და უფრო მაგრად მოვეხვიე,მერე კი ავიზიდე და ლოყაზე კოცნას ვაპირებდი რომ,შემობრუნდა დატუჩის კუთხეში ვაკოცე,სახეზე იმ წამსვე ვიგრძენი სიმხურვლე, და თავი დავხარე... -აუ რა საყვარელი ხარ რომ წითლდები,ლოყები გამიწელა და შუბლზე მაკოცა... რა უცნაური ამბავია?საათებში გაცნობილ ბიჭს ვეხუტები...მაგრამ ისეთი კარგია მასთან რომ,სახლშიც წავიყვანდი სიამოვნებით,ოხ ლილე შეგრცხვეს!რეებზე ვფიქრობ... -მოვედით!დაიგვირგვინა მძღოლის ხმამ ავტობუსში და ყველა ფეხზე წამოიყარა, -ლილე მოიცა ესენი ჩავიდნენ ჯერ და მერე ჩავიდეთ!დამაბრუნა სავარძელზე გეგამ და ხელი გადამხვია.... უკვე ბნელოდა ამიტომ სასტუმროში დავიკავეთ ოთახები გოგონებმა,ცალკე ბიჭებმა ცალკე და მასწალებლებმა ცალკე...გოგონებმა ოთახში დაიწყეს გართობა სიმღერები ჩართეს მე კი გათიშულს მეძინა. ღამე გვიან გამეღვიძა,თუ გამეღვიძება ვეღარ ვიძინებ ამიტომ ჩავიცვი და გავიპარე ოთახიდან და სასტუმროს თვალიერებას შევუდექი,დერეფნები დავიარე,თან ვღიღინებდი და ნომრებს ვითლიდი მერე პირველ სართულზე ჩავედი კიბეების დათვლით,და გარეთ გასასვლელიც დავინახე მაგრამ არ გავსულვარ მერე რო არ შემომიშვან და მასწის გაღვიძება მოუწიოთ და მერე მასწმა რომ დამსაჯოსთქო? მოკლედ თავი დავიზღვიე,მერე ისევ ნომერში დავბრუნდი და კარი ჩავკეტე...მობილური ინტერნეტი ჩავრთე და ფბ-ზე დავიწყე ძრომიალი,მეგობრობის თხოვნა,"გეგა აბესლამიძე" ოჰ ჩემი სკამის მეზობელიიი,ფოტოების თვალიერება დაიწყე ,ობ რა გოგოებთან აქვს სურათები,გემოვნება ქონია,რა სიმპატიური ხარ ბიჭიიი!გავიფიქრე გულში და ხმამაღლა გამეცინა.. აქ ძრომიალი რომ მომბეზრდა,ავდექი და ყოველდღიური ვარჯიშის შესრულება დავიწყე,წყალი გადავივლე გამოვიცვალე თავიდან მერე სხვებიც ადგნენ ვიმხიარულეთ და ბოლოს მასწავლებელმა მოგვიკაკუნდა დროზე შეიკრიბეთ და ჩამოდით საჭმელადო...გავედი თუ არა გეგა დავლანდე მობილურზე ვიღაცას წარბ შეკრული ესაუბრებოდა,მისკენ წავედი და რომ დამინახა გამიღიმა მერე კი რაღაც ჩასძახა მობილურში და გათიშა, -აბა რაპუნცელ როგორ ხარ?ჩემს გაშლილ თმას შეზედა რომელიც გუშინ შეკრული მქონდა... -ჰაჰა მადლობა კარგად შენ როგორ ხარ? -მეც კარგად!ხელი გადამხვია და სასადილოსკენ წავედით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.