ნოემბრის 13 (თავი 27 და 28)
მთელი გზა უკან მივყვებოდი პოლიციის მანქანას. სულ ცუდის მოლოდინში ვიყავი. ყველაფრის ცუდად დამთავრების შემეშინდა. თანაც ეს ყველაფერი ცუდად ჩემს გამო თუ დამთავრდებოდა... მალევე მივედით განყოფილებაში. -თვითონ შევალ რა! -დაიწუწუნა დემეტრემ როცა მანქანიდან გადმოიყვანეს ბორკილებით და ხელები ჩაავლეს. რამოდენიმე საათს გაგრძელდა მთელი დაკთხვის პროცესი. ჯერ დემე დაკითხეს შემდეგ მე. -შეგიძლიათ მოგვიყვეთ... -მთხოვეს -რა მოვყვე?! -ცივად ვთხოვე გამეორება -რაც იქ მოხდა, ქალბატონო ქეთევან! -გამარკვია -ქეთი! -წარბები შევკარი -უკაცრავად? -ჩემი ნათქვამი გაუკვირდა -ქეთი მქვია, და არა ქეთევანი! -მოკლედ და კონკრეტულად ვპასუხობდი. ჩემთვის ასე იყო საჭირო -გასაგებია! გთხოვთ, დაიწყოთ... -თავაზიანად მომმართავდა -ვის დებთ ბრალს და რაში... მაინტერესებს. -მკაცრი გამომეტყველება სახიდან მოვიშორე, რადგან ჩემთვის პასუხი გაეცა -რა აუცილებელია საქმის ვითარება გაგაცნოთ? -ირონიულად ჩაეღიმა -მეც იქ ვიყავი! -ისევ შევუბღვირე. გაღიზიანება მეტყობოდა -დემეტრე მაჩაბელი გიორგი ჩიქოვანს ფიზიკური დაპირისპირებით გაუსწორდა! ხომ ხვდებით რა სისასტიკეც იყო... მის ჩვენებას ველოდებით. სასწრაფომ წაიყვანა და ახლა საავადმყოფოშია. სიკვდილამდე მიიყვანეს. ხვდებით ალბათ ვის წინააღმდეგ წარიმართება ეს საქმე! თქვენი მოსაზრებაც გვაინტერესებს! -გორგოლაჭებიანი სკამის საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო და წყალი მოსვა -უმიზეზოდ ხომ არ სცემდა?! -ხმას ავუწიე -ტონი აკონტროლეთ, თუშეიძლება! - მშვიდად მომმართა -გასაგებია! შემდეგ? -თავადაც მივხვდი სულელურ კიტხვებს რომ ვსვამდი -ქალბატონო ქეთევან... ქეთი, აქ ჩვენ ვართ ისინი ,ვინც ამ საქმეს იძიებენ და არა თქვენ! ყველანაირ წესს და კანონს არღვევს წვრილმანების თქვენთან განხილვა. უნდა განვიხილოთ თქვენი, როგორც მოწმის, დამნაშავისა და დაზარალებულის ნათქვამი. ამიტომ გთხოვთ, ნუ გვავალდებულებთ გაგცეთ პასუხები კითხვებზე, რომელიც არგეხებათ თქვენ! -მტკიცედ ჩამომიყალიბა -ბოდიშით... -თავი დავხარე და უხეშობა გადავიფიქრე -ნუ იხდით ბოდიშს, უბრალოდ მოყევით ის, რასაც შეესწარით და რაც იქ მოხდა. როგორც ჩვენთვის ნაცნობია დემეტრე მაჩაბელი თქვენი შეყვარებულია. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? -ისევ მიეყრდნო საზურგეს -მოკლედ, ტყუილად არ უცემია... -გისმენთ! -გიორგის შევხვდი ერთ ადგილას, ჩემი ძველი შეყვარებული იყო, სახლამდე მომაცილა, შემდეგ... -სათქმელის დასრულება არ დამცალდა კარზე რომ დააკაკუნეს. -შეიძლება? -ერთერთი შემოვიდა, ვინც ამ საქმეს თვალყურს ადევნებდა. როგორც ერთი-ორჯერ მოვკარი ყური მის სახელს, ნიკა ერქვა. 30 წელს იქნებოდა გადაცილებული. მკაცრი გამომეტყველებით, წარბშეკრული დადიოდა. ეტყობოდა რომ ძალიან სერიოზული პიროვნებაა. ან უბრალოდ სამსახურშია ასეთი -გისმენ ნიკა! -ორი გავუშვით საავადმყოფოში, იმ ბიჭთან, ვისზეც ფიზიკური დაპირისპირება განხორციელდა. -თვალები გადაატრიალა -მერე? -გაგრძელება მოთხოვა. ისედაც გააგრძელებდა, მას რომ არ ეთქვა მაგრამ ესეთი შეკითხვები მეც მაქვს ჩვევად. ამიტომ არ მიკვირს -არ იჩივლა -მხრები აიჩეჩა. თვალები გამიფართოვდა და მაშინვე მისკენ შევტრიალდი -ეგ როგორ? -გაუკვირდა, ისევე როგორც მე -არ აპირებს საჩივრის შეტანას. ძმაკაცები ვართო... უბრალოდ პატარა უთანხმოება მოგვივიდა და მეტი არაფერიო. -ადასტურებთ? -მე შემომიბრუნდა ის უფროსი -დიახ! -დაბნეულმა, რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ვუპასუხე -არაფრის თქმას არაპირებთ? -გიორგის ამ ქმედებით იმდენად ვიყავი გაოცებული და გაკვირვებული რომ ამკითხვაზე პასუხის გაცემა არ შემეძლო -არა... -თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი. ყველაფრის გამწვავებას გაჩუმება ვამჯობინე -ანუ ზუსტად ასე იყო ყველაფერი? -ჩამაცივდა -დიახ! -მოკლედ ვუპასუხე -მუქარა შეინიშნებოდა თურმე მაჩაბელის მხრიდან, ამაზე რაღას იტყვით? -გული ამიჩქარდა რადგან ვიფიქრე უარესობისკენ მიდიოდა ყველაფერი -ორივეს მოვწონვარ, დემეტრესაც და გიორგისაც, კარგად იცნობენ ერთმანეთს, უბრალოდ შელაპარაკება იყო. მაჩაბელი გაბრაზდა და რამოდენიმეჯერ დაარტყა. -რამოდენიმეჯერ? საავადმყოფოში წაიყვანეს -გაკვირვებულმა ჩაიცინა -არაფერი მომხდარა! -ოდნავ მაღალი ხმა გამოვიყენე -არც გიორგი ჩივის, არც დემეტრე და არც მე! აქ დამთავრდა ყველაფერი. -კარგით. თავისუფალი ბრძანდებით, შეგიძლიათ წახვიდეთ, ჩვენების მიცემა დასრულდა. ფეხზე ავდექი და ნიკას გვერდი ავუარე. -ნახვამდის! -თავი შევატრიალე და ორივეს დავემშვიდობე -კარგად ბრძანდებოდეთ! -მოვისმინე და კაბინეტიდან გამოვედი -გაუშვით მაჩაბელი. -უფროსის ხმა გავიგონე გამოსვლის დროს. იმ ბიჭსმიმართავდა როგორც ჩანს დერეფანში დაველოდე დემეს და როცა გამოვიდა შევეგებე. ჩახუტება დავაპირე, ჩემდაუნებურად მაგრამ მაინცდამაინც დიდი სითბო ვერ ვიგრძენი მისგან, ამიტომ მალევე გადავიფიქრე. არადა ხელების გაშლას ვაპირებდი. წავიწიე კიდეც მისკენნ. მისალმებას უფრო გავდა ვიდრე თბილად შეხვედრას. გასასვლელისკენ წამოვედით. ხმას ვერ ვიღებდი. ხელი მხარზე დამადო, ოღონდ მსუბუქად. მეგონა მიმიხუტებდა. -როგორ ხარ? -ფრთხილად მივმართე. იმედიანადაც. -ნორმალურად. -წამით გამომხედა. ალბათ სითბოს ვერ გამოხატავდა და ამიტომაც გაიხედა მალევე. უხეშობა რომ არ გამოსვლოდა. -საკანში იყავი? -ნახევრად შეტრიალებული ვიყავი მისკენ -სად ვიქნებოდი აბა... -ისევ გამომხედა, ოღონდ ამჯერად უფრო ცოტა ხნით. მხარზე მსუბუქად დადებული ხელიც მომაშორა და მზერაც. გაყინული იყო. თვალებიც გაყინული ჰქონდა და თვითონაც გაყინული იყო -გასაგებია! -ვუთხარი და მანქანაში ჩავსხედით -სახლამდე მიგიყვან და მერე წავალ მე. -მანქანის დაძვრის შემდეგ თქვა -არშეწუხდე. -თავი დავხარე -ჩემით მივალ თუ არ გცალია -მიგიყვან და წავალ! -წარბები აზიდა -კარგი ჰო... -შენ რა ქენი? რატომ გამომიშვეს, ვერ მივხვდი. -მხრები აიჩეჩა -თურმე გიორგის არ შეუტანია საჩივარი. არ გიჩივის.. -სახით მისკენ შევტრიალდი. მონდომებით დავიწყე ლაპარაკი -მოიცა, რატო? -წინა საქარე მინის მიღმა გახედა ცისფერ ცაზე მდებარე ქათქათა ღრუბლებს -რავიცი... ასე უთქვამს მეგობრები ვართ მე და მაჩაბელი და უბრალოდ შელაპარაკება იყოო... -თმა გავისწორე -მერე შენ? უჩივლე ხო? -თავი დაიქნია -... -ხმას არ ვიღებდი. მივხვდი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ რომ მოვიქეცი -ქეთი! -დაჟინებით მომაცქერდა შუქნიშანზე გაჩერების დროს. -არ მიჩივლია -მორცხვად ვთქვი. თვალებში ვერ ჩახედე -რა ქენი? -წარბები შეკრა და განცვიფრებულმა შემომხედა -რა ვქენი... -დავიბენი და ავღელდი -არ ვუჩივლე დემე. -აუ რაა! -საჭეს ხელი დაარტყა. სიბრაზე ემჩნეოდა. უფროსწორად... სიბრაზისგან აივსო. ისე მძიმედ დაარტყა ხელი რომშემეშინდა -კაი ბოდიში... -არც შეომხედა ისეგამისწორა თმა ყურთან -რა იყო ვერ ვხვდები -მხრები ავიჩეჩე -რას ქვია რა იყო ქეთი? ვერ ხვდები? -გამწარებულმა შემომხედა -ვერა! რა დაშავდა ამით? არ ვუჩივლე იმიტომ რომ არც მან გიჩივლა. არ იცი რომ ეს საქმე უფრო უარესობისკენ წავიდოდა? -ტონს ავუწიე. -რაღაც აქვს ჩაფიქრებული ალბათ და იმიტომაც არ შეიტანა საჩივარი. მე უნდა გეუბნებოდე ამას? -ისიც ამყვა ხმამაღლა საუბარში -რა სისულელა! -აუ შენ მართლა სულელი ხარ რა.. რა ბავშვივით იქცევი გოგო! -მანქანა დაძრა -გააჩერე სადმე მანქანა და გადავალ რა. ჩემით წავალ სახლში და წადი იქ სადაც საქმე გაქვს! -მანქანის კარისკენ წავიღე ხელი. -არ გადახვალ! საქმე არ მაქვს. ამიტომ იჯექი მშვიდად... -ხმა დაარბილა -აბა რა უნდა გამეკეთებინა? -ისევ იმ თემას მივუბრუნდი -რა და უნდა გეჩივლა ქეთი! -მანაც არ აიცილა თავიდან ეს საუბარი -რატომ? -ცალი წარბის აწევით მივმართე -ძალას იყენებდა შენზე, რას ქვია რატომ?! -ძარღვები დაეჭიმა სიბრაზისგან -ამ შემთხვევაში შენც გიჩივლებდა და დაგიჭერდნენ დემეტრე! -დავეჭირე მერე დიდი ამბავი... ამის გამო უნდა მიგეცა სწორედ საშუალება რომ შენი შეურაცხყოფა შერჩენოდა? -კიდევ ერთხელ დაარტყა საჭეს ხელი -დამშვიდდი რა ძალიან გთხოვ! -მეც მაღიზიანებდა მისი ასეთი ლაპარაკი. ამიტომ კი არ ვთხოვე, მოვთხოვე რომ გაჩერებულიყო. -დავმშვიდდე და ეხლა შეიძლება ნებისმიერ დროს დაგადგეს თავზე არა? არ მიჩივლა მართალია, იმიტომ რომ იცოდა შენც უჩივლებდი. ჰოდა მერე? მეც დამიჭერდნენ, იმასაც და იჯდებოდი მშვენივრად სახლში! -დაასკვნა მან -რა მშვიდად, ნორმალური ხარ? -ჰოო, ნორმალური ვარ. სხვათაშორის შეიძლება არც დავეჭირე. გასამართლებელი მტკიცებულება მქონდა. ვიტყოდი როგორ დავინახე რომ ჩემს შეყვარებულზე ცდილობდა ძალის გამოყენებას და შენს დასაცავად მივედი და მთელი ძალით ვურტყი! პრობლემაა რამე? -კამათს კი არა ჩხუბს გავდა შვენი ლაპარაკი -მერე შენს შეყვარებულს ასე უნდა უყვირო? -წავიბუზღუნე. მეც დავუყვირე ამწამს -საერთოდ იცი რაა? მე კი არა შენ არ ხარ ნორმალური. -თქვა და მანქანა ჩემი სახლის ეზოში გააჩერა. ჯერ თვითონ გადავიდა მერე მე. -რატომ?! -დაჟინებით მივაცქერდი როცა ერთმანეთის პირისპირ დავდექით -საერთოდ რა გააკეთე ხვდები? რა სისულელე გააკეთე იცი? -თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი -რა გავაკეთე, გამარკვიე აბა! -ისტერიულად ჩამეცინა -ეხლა მე რო წავიდე ჩემს ყოფილ ცოლთან, ლანასთან და ბარში ერთად დავთვრეთ მოგეწონება? კმაყოფილი იქნები? -რატო... სადაც ერთხელ დალიეთ და ერთად დაწექით, იქაც მეორედ! -მთელი ბრაზი ამოვუშვი. ღიმილიც დავაყოლე. ირონიული თან. ხელებით ველაპარაკებოდი. ასეთი ჩვევა მაქვს ვინმესთან კამათის დროს -ძველ თემას უბრუნდები გოგო?! -სადაცაა შუბლის ძარღვი გაუსკდებოდა -რა შუაშია ეგ! უბრალოდ განვიხილავ მსგავს თემას... -ვუპასუხე -თურმე ეს სათქმელი დიდხანს გქონია. არმეგონა ისევ თუ იყო ჩვენს ურთიერთობაში ეს საკითხი განსახილველად. რატომღაც მეგონა ყველაფერი ახლიდან დავიწყეთ. -არის კიდეც ასე. უბრალოდ უნდა ითქვას ის, რაც რაც ამ დროს სათქმელია! -მტკიცედ ვუთხარი -მაინც არ მესმის, იმ არაკაცს როგორ გამოყევი გოგო. როგორ დალიე მასთან. რა ვისკი და არაყი აგიტყდა. რა საქციელია ეს... -ეხლა იცი რას გეტყვი? ტონს დაუწიე რა! მთელმა ქუჩამ გაიგო აქ რაზეც ვლაპარაკობთ. -ფეხებზე ! -თავი გააქნია -წესიერად ილაპარაკე დემეტრე! -მისი ხმა სიმშვიდით გადავფარე -როგორ მიეცი იმ ნაძირალას საშუალება ამის სურვილი გასჩენოდა? როგორ დალიე მასთან ერთად, როგორ დათანხმდი რომ გაეცილებინე და საერთოდ როგორ დაუშვი რომ შეურაცხყოფა მოეყენებინა -მოუსვენრად იყო. ვერ ჩერდებოდა ერთადგილას -იცი რამიკვირს? იმას კი არ მეკითხები როგორ ვარ და რამე ხომ არ მიჭირს. პირდაპირ იერიშითა და ჩხუბით გადმოდიხარ ჩემკენ. -წყენით ჩამეღიმა. -მადლობა ღმერთს დროზე მოგისწარი.. -მართლაც რომ ასეა... -დავეთანხმე. თუმცა ეს კამათს არ ასრულებდა -წავიდე და შევიტანო საჩივარი? -მისი სურვილის გათვალისწინება ვცადე -ახლა რაღადროსია. შედი სახლში და ფრთხილად იყავი. -დემეტრე მისმინე -მშვიდად მივმართე. ვეცადე ჩემი მოთმინების ფიალა არ დაცლილიყო. -ხომ იცი არაფერი მომხდარა ჩემსა და გიორგის შორის. უბრალოდ დავლიეთ. გამომაცილა და მერე ზედმეტი მოუვიდა. -დარწმუნებას ვცდილობდი -ზედმეტი? რა იოლად ლაპარაკობ. ესეთი უმნიშვნელოა შენთვის? მეტი რაღა უნდა მომხდარიყო. ხედავ რომ ახლაც არ ხარ ფხიზელი? იქნებ კიდევ ორი ჭიქაც დაგელია მასთან ერთად და მერე მომხდარიყო შენი სურვილით ის რაც მას ძალის გამოყენებით სურდა! -სიმწრის ღიმილი სახეზე მიიხატა. კბილებში გამოსცრა ამდროს მთლიანად გავშრი. ჩემი მარჯვენა ხელი მის ლოყაზე დაეტყო. სილა გავარტყი და რატომღაც არც ვნანობ ამას. -დიდი მადლობა დემეტრე... ძალიან დიდი მადლობა! -ვუთხარი და სახლისკენ სწრაფად წავედი. -ქეთი კარგი რა... -მეძახდა მაგან წამითაც კი არ მიფიქრია რომ უნდა შევტრიალებულიყავი -რა ბავშვივით იქცევი! -მანქანისკენ გატრიალდა სახლის კარი შევაღე და მძიმედ მივაჯახუნე. დედაჩემის სიცოცხლეში ნაჩუქარი ვაზა რომელიც მისაღებ ოთახში, დიდი მაგიდის შუაგულში იდგა ხელში ავიღე, მიმართულების განუსაზღვრელად მოვისროლე, რის შედეგადაც ჩემი და დემეტრეს სურათი დაიმსხვრა. თითქოს ჩვენს ურთიერთობასაც ასე დაემართა. უბრალოდ დაიმსხვრა და მორჩა! ფანჯრიდან გავიხედე წამით შეუმჩნევლად და დავინახე როგორი გამწარებული იყო როცა მანქანაში ჩაჯდა. არ მეგონა ოდესმე მას ხელს თუ გავარტყამდი. იმდენად გამაღიზიანა აბა რა იქნება... დედაჩემის ნაჩუქარ ვაზას ასე თუ გავტეხდი რას ვიფიქრებდი. საერთოდ დემეტრეზე ასე თუ გავბრაზდებოდი როგორ წარმოვიდგენდი. მთელი ღამე მეძინა, ოღონდ თვალგახელილს. ერთი რამ მიტრიალებდა გონებაში. ჩემსა და მაჩაბელს შორის ალბათ "ჩვენ" აღარ არსებობს. არც კი ვიცი რა ვიფიქრო. როგორ უნდა დავმშვიდდე ისიც არ ვიცი გამთენიისას ჩამეძინა. მაგრამ 9 საათი ხდებოდა სუსხმა რომ გამაღვიძა. ისე ვიყავი წამოწოლილი არაფერი მეფარა. ფანჯარაც ღია იყო. თან ჩემი საძინებელი ისეთ ადგილასაა მთელი ცუდი ამინდი მე უნდა შევიგრძნო. თვალები მქონდა დახუჭული ცივი ჰაერი სახეზე რომ მომხვდა. ხელებიც გამეყინა. საერთოდ სიცივეს ვერ ვიტან. არ მცივა ხოლმე, მაგრამ მაინც ვერ ვიტან. მზე მირჩევნია. საერთოდ მზე ყველაფერს მირჩევნია. ქარიც არ მიყვარს. არც წვიმა. თოვლი მომწონს... აი ისეთი თან რომ თბილა და თან რომ თოვს. ბავშვობაში მე და მარიამი ვგიჟდებოდით თოვლზე. ჩვენს ბავშვობაში მუხლებამდე იყო. აბა ახლა როგორცაა, ზედაპირებზე ისე კი არა. ატალახებულია და გარეთ გასვლის სურვილიც არ გაქვს. ერთი ორჯერ თუ მოვა ნორმალურად თოვლი და მარილს აყრიან. მეორე დღეს საშინელებაა, ის რასაც ფანჯრიდან გახედვის დროს დაინახავ. სულ თავიდან, მე და მარიამი გვერდი-გვერდ სახლებში ვცხოვრობდით. ჩვენ და მთელი უბნის ბავშვები თოვლის დროს სულ გარეთ ვიყავით. წამაქცევდნენ და გუნდებს მაყრიდნენ, კარგად მახსოვს. რამდენთან ვმეგობრობდი. ახლაც იგივე სამეგობრო რომ გვქონდეს, მშობლებიც რომ ისევ მყავდეს რა ბედნიერი ვიქნებოდი არა? დემეტრესთან ისევ ისეთი ურთიერთობა რომ მქონდეს როგორც სულ თავიდან... ღმერთოჩემო. რაზე ვლაპარაკობ. საიდან სად წავედი არა? უბრალო ამინდიდან წარსულს გავყევი და ყველაფერი გავიხსენე. ნეტავ რაიმის დაბრუნება და შეცვლა მაინც შემეძლოს. -დილამშვიდობისა! -დემეტრეს ზარმა გამომაფხიზლა წარსულის ფიქრებიდან. მაშინვე ვუპასუხე როგორც კი დარეკა. მერე ვინანე კიდეც... ალბათ ჩვევაში მაქვს გადაზრდილი მისი ნომრის დანახვისას გულის აჩქარება. ინსტიქტურად ვუპასუხე. შეიძლება ითქვას გაღვიძებისთანავე იმიტომაც დავაცქერდი ტელეფონის ეკრანს რომ მის ზარს ველოდებოდი. -გამარჯობა -თბილად არ მივსალმებივარ? -ალბათ იმიტომ რომ ასე ჩავთვალე საჭიროდ -როგორ ხარ? -უმნიშვნელოდ მკითხა. შეიძლება არც აინტერესებდა და უბრალოდ ისე მკითხა, როგორც ჩვეულებრივი ორი ადამიანი იქცევა ტელეფონზე საუბრისას. ზუსტად ასეთი არაა ჩვეულებრივი დიალოგი? მისალმება და მოკითხვა. ამდროს ცოტა ინტერესი ხომ მაინც უნდა გამოიხატებოდეს არა? ზრდილობის გამო. -არამიშავს... შენ? -მიკვირდა რომ არ ვუთიშავდი. თითქმის უკვე იმ დასკვნამდე მივედი რომ დავშორდით გუშინდელი დღის გამო -რავიცი... -გაღიმებას ცდილობდა ალბათ. ამ დროს სულ ასეთი ხმა აქვს. ზეპირად ვიცი, როდის როგორ. -ახლა რას აკეთებ? -რა გინდა დემე? -აი გამოვაჩინე ჩემი პირქუშობაც -ისე მისვამ ამ შეკითხვებს თითქოს რამე მნიშვნელობა ჰქონდეს პასუხს. თითქოს მართლა გაინტერესებდეს. თითქოს და არაფერი მომხდარა გუშინ! -ტონს ნელნელა ვუწევდი -ლოგინზე ვზივარ და უბრალოდ შენ გელაპარაკები, მერე? კიდევ რამეზე უნდა გიპასუხო? -რა იყო ქეთი, დაგირეკე და მოგიკითხე. ასე არ ვიქცევი ხოლმე ყოველდღე? რამეს ვაშავებ? -ახლა არაფერს, იცი შენ როდის დააშავე -როდის? -დაჟინებით მკითხა -ნუმასულელებ... და თავსაც ნუ ისულელებ, გთხოვ. შენ ეჭვი შეგეპარა ჩემში. რას წარმოვიდგენდი ამას თუ იფიქრებდი. როგორ შეიძლებოდა საერთოდ ასე გგონებოდა. რა ამბავი ატეხე ბარში უბრალოდ დალევის გამო... -მართლა ვსაყვედურობდი. -როგორი ადვილია შენთვის თურმე ამის თქმა -ჩაეცინა. ტელეფონშიც გავიგე ეს -უბრალო დალევას ეძახი გოგო ამას? -მსუბუქად დაიყვირა -ეს უბრალოდ რამ გგონია? კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრა რომ ოდნავ ზედმეტიც რომ დაგელია ქეთი ახვლედიანო რაღაც აუცილებლად მოხდებოდა. რაღაც ძალიან ცუდი. ის რაც ერთ დროს მე დამემართა. -მტკიცედ გამოთქვამდა თავის აზრს -რატომ გგონია რომ თავს ვერ გავაკონტროლებდი? -ნამდვილად შევეკამათე. ალბათ ჩვენი ჩხუბი ახლიდან დაიწყო. -დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მაშინაც ვერ აკონტროლებდი თავს, გაცილებაზე რომ დათანხმდი. -მაგას როგორ ამბობ?! -გაკვირვებული ვიყავი -თითქოს ტყუილი იყოს... გასაგებია რომ შენც არ გინდოდა მასთან ასეთი რამ მაგრამ იმდენი არ უნდა დაგელია, რომ ამის საშუალება მისცემოდა. არ აქვს მნიშვნელობა ქეთი 1 ჭიქა იყო, 2 თუ საერთოდ 10... იმ არაკაცთან ერთად დალიე, დათვერი და მერე კარგად იცი რაც მოხდა. ან თავი როგორ უნდა გაიმართლო ან გიორგი, არ მესმის. მხოლოდ იმას დავასკვნი, რომ არასწორად მოიქეცი. არ განგსჯი, და არც შენს საქციელს განვკიცხავ. უბრალოდ მინდა გითხრა რომ არ ჰგავდა ეს შენს საქციელს. ესეთი ქეთი ახვლედიანი არ ვიცი მე! მე სულ სხვანაირს გიცნობ. დალიე, რამდენიც გინდა იმდენი დალიე, ოღონდ იმ არაკაც ჩიქოვანთან და კიდევ მისნაირებთან ერთად არა! -დაამთავრე?! -თითქოს მის ნათქვამს ჩემთვის საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა. არადა გულში ღრმად ჩამწვდა. აბლათ პასუხი იმიტომ ვერ გავეცი, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძენი. -დავამთავრე! -წარბი შეეხრა ალბათ -რაღაცის კითხვა მინდა. -დავიწყე და მის პასუხს არც დაველოდე ისე განვაგრძე -ასე უცბად ჩემს სახლთან როგორ გაჩნდი როცა ჩიქოვანი რაღაცას აპირებდა? ესე მხოლოდ ფილმებში ხდება ხოლმე. მეეჭვება ჰოლივუდში ვიყოთ. -ისე ვუთხარი თითქოს ეს თვითონ არ იცოდა. ჩემს სულელურობას საზღვარი არ ჰქონდა. ეს კითხვა აუცილებლად უნდა დამესვა. ჩემი ინტერესი რომ დამეკმაყოფილებინა. -რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას?! -კითხვაშემომიბრუნა. თუმცა ეს კითხვას არ ჰგავდა. -მითხარი, რა! -წავიბუზღუნე. არადა წესით მასთან ეს ტონი არ უნდა გამომეყენებინა. აზრი აღარ ჰქონდა. "ჩვენ" ხომ ისედაც დამთავრების ზღვარზე იყო -კარგი რა... მოგწერე მიყვარხარ მეთქი. მომენატრე თქო... შენც იგივეთი მიპასუხე და გეგონა სახლში გავჩერდებოდი? კარგად მიცნობ შენ მე და როგორ ფიქრობ უმოქმედოდ ვიჯდებოდი? ტყუილად კი არ მიყვარხარ! -ამის მოსმენისას ჩემს გულს მძიმე ლოდი დააწვა. არ მოველოდი ამას და ალბათ იმიტომ. -გასაგებია!-მხოლოდ ამ სიტყვის თქმა შემეძლო -ჰო -უაზროდ დამეთანხმა. რა საჭირო იყო ვერ მივხვდი -გავთიშო? -მოულოდნელად და გაუცნობიერებლად ვკითხე -მე, თვითონ გავთიშავ! -თქვა და ასეც მოიქცა.მაშინვე ამ პასუხმა უფრო გამაკვირვა ვიდრე ჩემმა დაუფიქრებელმა შეკითხვამ -როგორც გინდა... ნახვამდის -ჩემთვის ვთქვი. აბა თვითონ ვეღარ გაიგებდა, ან რა აზრი ჰქონდა, უკვე გათიშული ჰქონდა. მაშინვე სხვა ნომერი ავკრიფე. დიდხანს რომ არ დამირეკავს, სწორედ იქ დავრეკე. ვისაც დიდხანს არ დავლაპარაკებივარ, სწორედ მასთან ლაპარაკი გადავწყვიტე. -ქეთო! -თბილი მომმართვით მომმართა რამაც დიდი ტკივილი სულ ცოტახნით მაინც დამავიწყა -დაჩი! -ასევე თბილად შევეგებე მის პასუხს. -როგორ ხარ?! -მონატრებული იყო, ჩანდა. -არვიცი. შენ? -გაურკვეველ პასუხს ვცემ კითხვაზე და საძინებელი ოთახიდან გავდივარ ქვემოთ, პირვლი სართულის კიბეებზე სირბილით ჩავდივარ. -როგორ თუ არ იცი? -დაიბნა -მე ნორმალურად. -რავიცი... რაღაცეები მოხდა რა -პირდაპირ არ დამიწყია ამ თემაზე საუბარი. არ მეგონა ისეთ რამეზე მელაპარაკა მასთან რაც არ აინტერესებდა. ამიტომ გადავწყვიტე მისი კითხვების შემდეგ მეპასუხა -მაინც? რამე ცუდია? არ დამიმალო... -თხოვნას უფრო გავდა ბოლო ფრაზას -კარგი, რა იყო. ისეთი არაფერია. ნუ ღელავ. -დავარმწუნე და სარკესთან დავდექი. ჩემი გრძელი თმა ნაზად ჩამოვივარცხნე -მომიყევი მაშინ. -მიმითითა -ნუ თუ საჭიროდ არ თვლი რომ რამე მომიყვე მაშინნ კარგი... -მოიღუშა ალბათ. მისი ხმა ასეთი ჩანდა -არა რასამბობ. მოგიყვები! -სწრაფად ვუთხარი -ჰოდა, დღეს გცალია? -დაჟინებით მეკითხება -არ მითხრა რომ უნდა შემხვდე -მოუთმენელმა სიხარულმა შემიპყრო. -აბა რა უნდა ვქნა... დღეს, 12 საათზე კაფე "პიანოსთან" მოხვალ? ტაბიძეზეა. იტალიური სამზარეულო.. თუ გინდა სხვა ადგილი იყოს. -ვიცი ვიცი... არ ვყოფილვარ მანდ. მაგრამ ვიცი რომ ძალიან კარგია ამიტომ თანახმა ვარ. -თვალები გამიბრწყინდა როცა გავიგე მისი ნახვა შემეძლო. -ჰოდა ძალიან კარგი. -მასაც ძალიან გაუხარდა -ისე... ამ ამბის გამო არ იწვალო თუ არ გცალია ან რამე... -კაი რა ქეთო. ისედაც იმის მერე არ მინახიხარ რაც კახეთიდან წამოვედი. მართალია ბევრი საქმეები მაქვს ხოლმე, მაგრამ დღეს რატომღაც მცალია... ჰოდა ნუ დამაკარგვინებ ამ დროს ტყუილად. ვნახოთ ერთმანეთი და ვილაპარაკოთ. თან რა მაგრად მომენატრე შენ ხო არ იცი... -მშვენიერია. 12 ზე "პიანოსთან" ვიქნები. შენ არ დააგვიანო... -დავიწუწუნე -რა სისულელეა. როდის იყო მე ვაგვიანებდი... ხომ იცი რა პუნქტუალური ბიჭი ვარ! -ამაყად თქვა და ჩაიცინა. მეც გამეცინა -რავიცი... ჯერ არ მომცემია საშუალება, ეგ რომ გამეგო. -ჩავიხითხითე -დღეს გაიგებ. -კარგი წავედი.. მივალაგებ სახლს. გუშინ გვიან მოვედი სახლში და ნეტა იცოდე რადღეშია აქაურობა -მისაღები ოთახი შევათვალიერე და გადაღლილმა ვთქვი -კარგი დროებით! -დამემშვიდობა და გათიშა სადილი მოვამზადე, სახლი მივალაგე და მერე გავემზადე კაფეში წასასვლელად. როცა გავაცნობიერე საქმე რრომ არაფერი მქონდა უბრალოდ დივანზე მოხერხებულად ჩამოვჯექი და 12 ის ნახევარს დაველოდე სახლიდან რომ გავსულიყავი. ტელევიზორის წინ ვიჯექი მაგრამ ყურადღება სულ სხვარამისკენ იყო გონებაში. დემეზე ვფიქრობდი, ოღონდ ჩემდაუნებურად. როცა საათს კიდევ ერთხელ გავხედე და მივხვდი რომ წასვლის დრო იყო ფეხზე ავდექი, ფეხსაცმელები ჩავიცვი, ტყავის კურტკა შემოვიცვი და სარკეში კიდევ ერთხელ ავღვიქვი ჩემი გამოსახულება. თმა გაშლილი დავტოვე და რამდენჯერმე გავისწორე, მაგრამ როცა მივხვდი რომ ასეთ ქარში აზრი არ ჰქონდა თმის გაშლას, მაღლა ავწიე და შევკარი. მაგრად მოვუჭირე. საათი მაჯაზე მოვირგე, სახლი შევამოწმე, რამე ხომ არ დამრჩა ჩართული და გასვლა დავაპირე. კარი გავაღე მაგრამ ისეთი სასტიკი სიცივე მომხვდა სახეზე და მოშიშვლებულ ყელზე, რომ შევწუხდი. შიგნით შევბრუნდი და ლურჯი შარფი მოვიხვიე. მე რომ მიყვარს ის შარფი... დემემ მაჩუქა 3 წლის წინ. ჩემი საყვარელი ფერია. ძალიან მუქი ლურჯი. აი ღამის ფერია... დაბლა რომ ლამპიონები ანათებს და ცას რომ ახედავ და მისი განათებული სიმუქე რომ გსიამოვნებს. როგორ ვიცი ხოლმე ამ გარემოებების აღწერა. დაწვრილებით ლაპარაკი არ მიყვარს მაგრამ მაინც ასე გამომდის. ძირითადად იმაზე მეტს ვწერ ვიდრე ვლაპარაკობ. დიდი ხანია არაფერი დამიწერია. არადა როცა თავისუფალი დრო მქონდა სულ კალამი და ფურცელი მეჭირა ხელში. რა... ახლაც ხო ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. მაგრამ სიტყვაც არ დამიწერია. იმიტომ რომ მე კი არა, ჩემი გონებაა გადატვირთული. სხვანაირად ვერც იქნება და... ჩემს გონებას არ სცალია რამე ისეთი მოიფიქროს, რაც დასაწერად ღირს. დაკავებულია და მხოლოდ დემეტრეზეა გადართული. დემეტრეზე და ჩემზე ხომ არ დავწერ არა? ამჯერად სახლიდან მართლა გავედი. კარი ჩავკეტე, შეშინებულმა. სამსაფეხურიანი კიბე რომ დამთავრდა გულზე რაღაც მძიმე დამაწვა. სისხლის ლაქები დავინახე იქვე ახლოს. ჩიქოვანის სისხლი იყო. აი დემეტრემ რომ მაგრად დაარტყა გუშინ და წარბი გაუხეთქა. ნეკნებში რომ ურტყამდა ეგ ყველაზე კარგად დამამახსოვრდა. წამიერად მინდება რომ იგივე სიტუაცია გამეორდეს. ჩიქოვანისთვის იმის უფლება რომ არ მიმეცა, ეფიქრა, რამე შეეძლო. დემეტრეც აღარაფერს იზამდა. არც პოლიცია ჩაერეოდა, არც სასწრაფო და ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა რა. მაგრამ მერე ის უფრო მექნებოდა სადარდებელი ჩიქოვანი ჩემთან ხშირად რომ მოვიდოდა. ეგ ისეთი ბიჭია, ერთხელ რომ გაუღიმებ მეორედაც მოვა. ერთხელ რომ დაელაპარაები მეორედაც მოუნდება. საერთოდაც, ერთხელ რომ გაიცნობ მერე თავს აღარ დაგანებებს. რაღაცნაირი გადაკიდება იცის. ერთ სიტყვით მაგარი უაზრო პიროვნებაა რა... უსაქმურია და უბრალოდ მამის ფულებითაა განებივრებული. ოდნავი სერიოზულობაც კი არ გააჩნია. სისხლს თვალი ავარიდე და მანქანამდე კანკალით მივაღწიე. დავქოქე და ეზოს გავცდი. იმ კაფემდე მალევე მივედი. სამი წუთით გადაცდენოდა 12 საათს ამიტომ დიდი სიხარულითა და სისწრაფით გადავედი გაჩერებული მანქანიდან. ჯერ გარედან შევათვალიერე შიგნით მყოფი გარემოება. არაფერი ჩანდა ამიტომ შიგნით შევედი. ვიცოდი რომ დამხვდებოდა. თვითონ არ თქვა პუნქტუალური ვარო? ასეცაა... იქ დამხვდა. მივირბინე მასთან და ჩავეხუტე. თან ფეხისწვერებზე ავიწიე. დაჩი ხომ ჩემზე მაღალია. როგორც კი დამინახა მაშინვე ფეხზე წამოდგა. ძლიერად ჩამეხუტა. -ვაიმე ქეთი როგორ მომენატრე -ღიმილი ძველებურად უხდებოდა -სულ არ შეცვლილხარ -აღტაცებულმა წარმოვთქვი -თვენახევარში რას შევიცვლებოდი გოგო -გავიცინე და მანაც გაიცინა. -მოიცა მეტი დრო არ გასულა? -დავფიქრდი -მოიცა მარტში არ წამოვედი იქიდან? შენი დაბადების დღიდან მეორე დღეს. -ისიც დაფიქრდა -ჰოო, ზუსტად თვენახევარი გამოდის. ახლა აპრილის შუარიცხვებია, მაშინ მარტის დასაწყისი იყო. აღარ მახსოვდა. -ვუთხარი და კიდევ ერთხელ გადავეხვიე, მონატრებულზე. -რაარის ქეთო საჭმელს საერთოდ არ ჭამ? როგორ ძალიან გამხდარხარ... -შემათვალიერა -ისევ ცეკვავ ხო? -იმედიანად მკითხა -კიი ვცეკვავ. რა ვქნა ხო იცი მაშინაც როგორი გამხდარი ვიყავი. მე რა გამასუქებს... ჭამითაც ცოტას ვჭამ. ისიც მსუბუქად. -გავუღიმე -ჰო მაგრამ ესეც არ შეიძლება. ცუდად არ გახდე. მოდი დავსხდეთ. -მაგიდისკენ წავიდა. -ამ ადგილას აქამდე არ ვყოფილვარ. რა სიმყუდროვეა. -იქაურობას მოვავლე თვალი. მართლაც ძალიან მესიამოვნა. სუნიც ისეთი სასიამოვნო იდგა. ახალგაზრდა წყვილები ისხდნენ და მშვიდად საუბრობდნენ. -რას შეუკვეთავ? -მომმართა და მიმტანს დაუძახა -შოკოლადის ნამცხვარს. და რომელიმე წვენს. მეტი არ მინდა არაფერი -თავაზიანად ვუპასუხე მანაც ნამცხვარი შეუკვეთა და ჩემკენ მოტრიალდა. -აბა მოყევი რა მოხდა -მკითხა როცა შეკვეთა მოიტანეს -შენ ისევ შავებში ხარ გამოწყობილი... -ფაქტი დაღონებულმა აღვნიშნე -აბა გადამივლიდა? ესე უცებ როგორ გაქრებოდა ეს ტკივილი. -ხელები გადააჯვარედინა -მესმის დაჩი. არც გამტყუნებ. ისედაც ასე უნდა იყოს... -თბილად გავუღიმე -კარგი ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, შენ მოყევი რა ხდება -ჩამაცივდა -მოკლედ... დემეტრეს ძმა გარდაეცვალა, ერთი თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ. მერე, დიდხანს არ მქონდა მასთან ურთიერთობა. ვწერდით ხოლმე, ვლაპარაკობდით ტელეფონზე. მაგრამ არ შევხვედრივართ. ბარში ვიჯექი. ისე, უბრალოდ. ვინ მოვიდა იცი? ჩიქოვანი გახსოვს? აი ეგ... ერთად ვიყოთ ისევო, მომენატრეო, შენთან მინდაო. აფერისტულად რა, ხო ხვდები. მაგას არაფერი აინტერესებს ისედაც. მერე დემეზე ვუთხარი. შეყვარებულები ვართ მეთქი. მერე დასალევი შეუკვეთა. ცოტა დავლიოთო რა. ჯერ უარზე ვიყავი მერე ხო იცი როგორც იციან. რო ჩაგაცივდებიან და თავს არ განებებენ. ვისკი მოიტანა რამოდენიმე ჭიქა დავლიეე და ასე თუ ისე დავთვერი. თავს ჩვეულებრივ ვაკონტროლებდი. მაგრამ ის ჩემზე მაგრად დათვრა. გინდა თუარა გაგაცილებ. შენით ვერ წახვალო. საჭესთან ამ მდგომარეობაში ნამდვილად ვერ დავჯდებოდი. ამიტომაც სხვა გზა რომ აღარ მქონდა დავთანხმდი გაცილებაზე. -მერე? -შემაწყვეტინა და გაგრძელება მომტხოვა. კახეთშიც ესე იქცეოდა. თან არც მაღიზიანებს. ალბათ იმის იმპროვიზირებას ახდენს ამ სიტყვით, თუ როგორ მისმენს. -ნუ მერე ბარბაცით მივაღწიეთ ჩემსახლამდე და მერე ზედმეტი მოუვიდა. ახლოს იწეოდა. შენთან მინდაო, ესაო ისაო, ძალას იყენებდა მოკლედ რა. მერე დემე მოვარდა. ძირს დააგდო და ურტყამდა. მთელი ძალით... წარბი გაუხეთქა, ტუჩიც. მერე ნეკნებში ურტყამდა ფეხს. მუცელშიც რამდენჯერმე დაარტყა. გიორგიმაც ერთი ორჯერ იხელთა დრო მაგრამ ისე მაგრად დასუსტდა რო ვერაფერი შეძლო. პოლიცია გამოუძახებია მეზობელს. სასწრაფომ გიორგი წაიყვანა. მე პატრულის მანქანას გავყევი განყოფილებაში. ჯერ დემეტრე დაკითხეს, მერე მე. წამებიღა იყო დარჩენილი, უნდა მეთქვა რაც მოხდა სინამდვილეში და ვინც კითხვებს მისვამდა იმასთან ერთი ბიჭი შემოვიდა. დეტალებს რომ განიხილავენ რა... ხომ იცი. ჰოდა მაგ ბიჭმა თქვა ჩიქოვანი არ ჩივისო. ჩივილს არ აპირებს და ასე უთქვამს მეგობრები ვართ მე და მაჩაბელიო. მეც რაღა უნდა მეთქვა. უარი ვთქვი ჩივილზე. ვუთხარი ორივეს მოვწონვარ და ამის გამო უბრალოდ შეკამათება მოუვიდათ თქო... გამომიშვეს. დემეც გაათავისფულეს. ერთად წამოვედით და ვიჩხუბეთ ბოლოჯამში გზაში. საჩივარი უნდა შეგეტანაო. არასწორად მოიქეციო. დიდი სისულელე ჩაიდინე მაგ არაკაცთან ერთად რომ დალიეო და ბოლოს უკვე ჩემ სახლთან რომ ვიდექით, მითხრა კიდევ უფრო მეტი რომ დაგელია იქნებ შენი სურვილით მომხდარიყო ის რაც ჩიქოვანს ძალის გამოყენებით სურდაო... ავდექი და ხელი გავარტყი. მერე შევედი სახლში და კარი მივაჯახუნე. დღეს დილით დამირეკა და ცივად ვილაპარაკეთ. ეგ იყო ად ეგ-თავი დავხარე და როგორც პატარა ბავშვი ლაპარაკობს მორცხვად, დამნაშავესავით ზუსტად ისე ვლაპარაკობდი. -აუ ქეთო... -ორივე ხელს ჩამოეყრდნო და ჩემკენ წამოიწია. -რა უაზრობა მომხდარა. -მომეცი რა მისამართი, იმ ჩიქოვანის, თუ ვინცაა და შენთავს ვფიცავარ მიწასთან გავასწორებ. როგორ გაბედა. იმ ხელებს დავაჭრი, შენ რომ მოგეკარა! ლაჩარია... მეტი არაფერი. -არა რა მისამართი, გაგიჟდი? დაწყნარდა ყველაფერი. იცის რომ ვეღარ მომეკარება. პოლიციის ადრეც ეშინოდა და ეხლაც. თან არც ვიცი სად ცხოვრობს. არც მაინტერესებს... ვიმედოვნებ რომ ყველაფერი ჩაწყნარდა. ახლა მხოლოდ დემეტრესთან ურთიერთობის გარკვევას ვეცდები. მეტს არაფერს... -ვთქვი და ნამცხვრის ბოლო ლუკმა დავაგემოვნე. წვენიც მოვსვი და მის ლაპარაკს დაველოდე. -არ გეწყინოს მაგრამ მართლა არ უნდა დაგელია იმასთან ერთად. ეს არ უნდა გაებედა -ფრთხილად მითხრა -ვიცი დაჩი. გგონია მე არ ვნანობ ამას? ნეტა იმ დროს იმ ბარში არც შევსულიყავი. რა სისულე დამემართა ახლაც ვერ ვიჯერებ. -კარგი რაც მოხდა, მოხდა. ვეღარ შეცვლი. უბრალოდ უნდა მოაწესრიგო და გამოასწორო. -თავის თავში დარწმუნებით მითხრა. იმ ბოლო ფრაზას, რაც დემემ გითხრა არ ვეთანხმები. მაგრამ მისი მესმის. მაგ მომენტში მეც ეგრე ვიფიქრებდი ალბათ. რაღაცნაირი სიტუაციაა ხო ხვდები. -ისიც სინანულით ლაპარაკობდა. როგორც ჩანს კარგად ამიგო. თავიც არ მომიბეზრებია მგონი -რა ვქნა არ ვიცი დემესთან. ამის გამო როგორ უნდა დავშორდეთ. ისედაც ამდენი რაღაც გამოვიარეთ და ეხლა ისევ უნდა დავშორდეთ? ვინ იცის კიდევ შევრიგდებით თუ არა. -გინდა რაღაც გითხრა? -იკითხა მაგრამ პასუხს არც ელოდებოდა. იმიტომ რომ ისედაც გააგრძელებდა -შენ უნდა გადადგა ამჯერად პირველი ნაბიჯი. შენ უნდა შეიყვარო ახლიდან. თუ გინდა ბოდიში არ მოუხადო, მაგრამ უნდა გამოასწორო რა... უნდა დამშვიდდე, აწონ-დაწონო ყველაფერი და აპატიო. მანაც უნდა გაპატიოს. გახსოვს მე რა გითხარი? ბანალური სიყვარული, სიყვარული არარის თქო. ის რა სიყვარულია არაფერი თუ არხდება. ეს ცხოვრება ისედაც სიგიჟეებისგან არ შედგება? ერთფეროვნება რადგინდა. მე შემხედე... შავები მაცვია უკვე რამდენი ხანია მაგრამ მაინც ყველგან მრავალფეროვნებას ვეძებ. გგონია რამის ხალისი მაქვს? გგონია სულ მხიარული ვარ? უბრალოდ ცხოვრებას ძალიან მნიშვნელოვნად ვუყურებ რა. რეალურზე უნდა იოცნებო, მაგრამ მაგრად. მაგრად უნდა იოცნებო... უნდა მიაწვე და შეძლო კიდეც რა... ამ ცხოვრებას ახლა თუ არ დააფასებ, აბა მერე რაღა აზრი აქვს? მოკლედ უნდა დატკბე რა! წადი და იბრძოლე. გგონია გოგოებს ბრძოლა არ შეუძლიათ? ფიქრობ შენ ვერ მოაგვარებ? დამიჯერე. წადი და შემოირიგე. ადვილი ნამდვილად არაა მაგრამ შენ უნდა გააადვილო. შენი თავი დაარწმუნე რომ ბედნიერი მომავალი გაქვს და ეგაა რა. შენ თუ გიყვარს და მასაც თუ უყვარხარ, ესეიგი ყველაფერი გამოვა რა. მთავარია სწორად მოიქცე და მერე დრო მოიტანს ყველაფერს! დემეტრე ფანჯრიდან გავიხედე წამით შეუმჩნევლად და დავინახე როგორი გამწარებული იყო როცა მანქანაში ჩაჯდა. არ მეგონა ოდესმე მას ხელს თუ გავარტყამდი. იმდენად გამაღიზიანა აბა რა იქნება... დედაჩემის ნაჩუქარ ვაზას ასე თუ გავტეხდი რას ვიფიქრებდი. საერთოდ დემეტრეზე ასე თუ გავბრაზდებოდი როგორ წარმოვიდგენდი. მთელი ღამე მეძინა, ოღონდ თვალგახელილს. ერთი რამ მიტრიალებდა გონებაში. ჩემსა და მაჩაბელს შორის ალბათ "ჩვენ" აღარ არსებობს. არც კი ვიცი რა ვიფიქრო. როგორ უნდა დავმშვიდდე ისიც არ ვიცი გამთენიისას ჩამეძინა. მაგრამ 9 საათი ხდებოდა სუსხმა რომ გამაღვიძა. ისე ვიყავი წამოწოლილი არაფერი მეფარა. ფანჯარაც ღია იყო. თან ჩემი საძინებელი ისეთ ადგილასაა მთელი ცუდი ამინდი მე უნდა შევიგრძნო. თვალები მქონდა დახუჭული ცივი ჰაერი სახეზე რომ მომხვდა. ხელებიც გამეყინა. საერთოდ სიცივეს ვერ ვიტან. არ მცივა ხოლმე, მაგრამ მაინც ვერ ვიტან. მზე მირჩევნია. საერთოდ მზე ყველაფერს მირჩევნია. ქარიც არ მიყვარს. არც წვიმა. თოვლი მომწონს... აი ისეთი თან რომ თბილა და თან რომ თოვს. ბავშვობაში მე და მარიამი ვგიჟდებოდით თოვლზე. ჩვენს ბავშვობაში მუხლებამდე იყო. აბა ახლა როგორცაა, ზედაპირებზე ისე კი არა. ატალახებულია და გარეთ გასვლის სურვილიც არ გაქვს. ერთი ორჯერ თუ მოვა ნორმალურად თოვლი და მარილს აყრიან. მეორე დღეს საშინელებაა, ის რასაც ფანჯრიდან გახედვის დროს დაინახავ. სულ თავიდან, მე და მარიამი გვერდი-გვერდ სახლებში ვცხოვრობდით. ჩვენ და მთელი უბნის ბავშვები თოვლის დროს სულ გარეთ ვიყავით. წამაქცევდნენ და გუნდებს მაყრიდნენ, კარგად მახსოვს. რამდენთან ვმეგობრობდი. ახლაც იგივე სამეგობრო რომ გვქონდეს, მშობლებიც რომ ისევ მყავდეს რა ბედნიერი ვიქნებოდი არა? დემეტრესთან ისევ ისეთი ურთიერთობა რომ მქონდეს როგორც სულ თავიდან... ღმერთოჩემო. რაზე ვლაპარაკობ. საიდან სად წავედი არა? უბრალო ამინდიდან წარსულს გავყევი და ყველაფერი გავიხსენე. ნეტავ რაიმის დაბრუნება და შეცვლა მაინც შემეძლოს. -დილამშვიდობისა! -დემეტრეს ზარმა გამომაფხიზლა წარსულის ფიქრებიდან. მაშინვე ვუპასუხე როგორც კი დარეკა. მერე ვინანე კიდეც... ალბათ ჩვევაში მაქვს გადაზრდილი მისი ნომრის დანახვისას გულის აჩქარება. ინსტიქტურად ვუპასუხე. შეიძლება ითქვას გაღვიძებისთანავე იმიტომაც დავაცქერდი ტელეფონის ეკრანს რომ მის ზარს ველოდებოდი. -გამარჯობა -თბილად არ მივსალმებივარ? -ალბათ იმიტომ რომ ასე ჩავთვალე საჭიროდ -როგორ ხარ? -უმნიშვნელოდ მკითხა. შეიძლება არც აინტერესებდა და უბრალოდ ისე მკითხა, როგორც ჩვეულებრივი ორი ადამიანი იქცევა ტელეფონზე საუბრისას. ზუსტად ასეთი არაა ჩვეულებრივი დიალოგი? მისალმება და მოკითხვა. ამდროს ცოტა ინტერესი ხომ მაინც უნდა გამოიხატებოდეს არა? ზრდილობის გამო. -არამიშავს... შენ? -მიკვირდა რომ არ ვუთიშავდი. თითქმის უკვე იმ დასკვნამდე მივედი რომ დავშორდით გუშინდელი დღის გამო -რავიცი... -გაღიმებას ცდილობდა ალბათ. ამ დროს სულ ასეთი ხმა აქვს. ზეპირად ვიცი, როდის როგორ. -ახლა რას აკეთებ? -რა გინდა დემე? -აი გამოვაჩინე ჩემი პირქუშობაც -ისე მისვამ ამ შეკითხვებს თითქოს რამე მნიშვნელობა ჰქონდეს პასუხს. თითქოს მართლა გაინტერესებდეს. თითქოს და არაფერი მომხდარა გუშინ! -ტონს ნელნელა ვუწევდი -ლოგინზე ვზივარ და უბრალოდ შენ გელაპარაკები, მერე? კიდევ რამეზე უნდა გიპასუხო? -რა იყო ქეთი, დაგირეკე და მოგიკითხე. ასე არ ვიქცევი ხოლმე ყოველდღე? რამეს ვაშავებ? -ახლა არაფერს, იცი შენ როდის დააშავე -როდის? -დაჟინებით მკითხა -ნუმასულელებ... და თავსაც ნუ ისულელებ, გთხოვ. შენ ეჭვი შეგეპარა ჩემში. რას წარმოვიდგენდი ამას თუ იფიქრებდი. როგორ შეიძლებოდა საერთოდ ასე გგონებოდა. რა ამბავი ატეხე ბარში უბრალოდ დალევის გამო... -მართლა ვსაყვედურობდი. -როგორი ადვილია შენთვის თურმე ამის თქმა -ჩაეცინა. ტელეფონშიც გავიგე ეს -უბრალო დალევას ეძახი გოგო ამას? -მსუბუქად დაიყვირა -ეს უბრალოდ რამ გგონია? კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრა რომ ოდნავ ზედმეტიც რომ დაგელია ქეთი ახვლედიანო რაღაც აუცილებლად მოხდებოდა. რაღაც ძალიან ცუდი. ის რაც ერთ დროს მე დამემართა. -მტკიცედ გამოთქვამდა თავის აზრს -რატომ გგონია რომ თავს ვერ გავაკონტროლებდი? -ნამდვილად შევეკამათე. ალბათ ჩვენი ჩხუბი ახლიდან დაიწყო. -დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მაშინაც ვერ აკონტროლებდი თავს, გაცილებაზე რომ დათანხმდი. -მაგას როგორ ამბობ?! -გაკვირვებული ვიყავი -თითქოს ტყუილი იყოს... გასაგებია რომ შენც არ გინდოდა მასთან ასეთი რამ მაგრამ იმდენი არ უნდა დაგელია, რომ ამის საშუალება მისცემოდა. არ აქვს მნიშვნელობა ქეთი 1 ჭიქა იყო, 2 თუ საერთოდ 10... იმ არაკაცთან ერთად დალიე, დათვერი და მერე კარგად იცი რაც მოხდა. ან თავი როგორ უნდა გაიმართლო ან გიორგი, არ მესმის. მხოლოდ იმას დავასკვნი, რომ არასწორად მოიქეცი. არ განგსჯი, და არც შენს საქციელს განვკიცხავ. უბრალოდ მინდა გითხრა რომ არ ჰგავდა ეს შენს საქციელს. ესეთი ქეთი ახვლედიანი არ ვიცი მე! მე სულ სხვანაირს გიცნობ. დალიე, რამდენიც გინდა იმდენი დალიე, ოღონდ იმ არაკაც ჩიქოვანთან და კიდევ მისნაირებთან ერთად არა! -დაამთავრე?! -თითქოს მის ნათქვამს ჩემთვის საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა. არადა გულში ღრმად ჩამწვდა. აბლათ პასუხი იმიტომ ვერ გავეცი, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძენი. -დავამთავრე! -წარბი შეეხრა ალბათ -რაღაცის კითხვა მინდა. -დავიწყე და მის პასუხს არც დაველოდე ისე განვაგრძე -ასე უცბად ჩემს სახლთან როგორ გაჩნდი როცა ჩიქოვანი რაღაცას აპირებდა? ესე მხოლოდ ფილმებში ხდება ხოლმე. მეეჭვება ჰოლივუდში ვიყოთ. -ისე ვუთხარი თითქოს ეს თვითონ არ იცოდა. ჩემს სულელურობას საზღვარი არ ჰქონდა. ეს კითხვა აუცილებლად უნდა დამესვა. ჩემი ინტერესი რომ დამეკმაყოფილებინა. -რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას?! -კითხვაშემომიბრუნა. თუმცა ეს კითხვას არ ჰგავდა. -მითხარი, რა! -წავიბუზღუნე. არადა წესით მასთან ეს ტონი არ უნდა გამომეყენებინა. აზრი აღარ ჰქონდა. "ჩვენ" ხომ ისედაც დამთავრების ზღვარზე იყო -კარგი რა... მოგწერე მიყვარხარ მეთქი. მომენატრე თქო... შენც იგივეთი მიპასუხე და გეგონა სახლში გავჩერდებოდი? კარგად მიცნობ შენ მე და როგორ ფიქრობ უმოქმედოდ ვიჯდებოდი? ტყუილად კი არ მიყვარხარ! -ამის მოსმენისას ჩემს გულს მძიმე ლოდი დააწვა. არ მოველოდი ამას და ალბათ იმიტომ. -გასაგებია!-მხოლოდ ამ სიტყვის თქმა შემეძლო -ჰო -უაზროდ დამეთანხმა. რა საჭირო იყო ვერ მივხვდი -გავთიშო? -მოულოდნელად და გაუცნობიერებლად ვკითხე -მე, თვითონ გავთიშავ! -თქვა და ასეც მოიქცა.მაშინვე ამ პასუხმა უფრო გამაკვირვა ვიდრე ჩემმა დაუფიქრებელმა შეკითხვამ -როგორც გინდა... ნახვამდის -ჩემთვის ვთქვი. აბა თვითონ ვეღარ გაიგებდა, ან რა აზრი ჰქონდა, უკვე გათიშული ჰქონდა. მაშინვე სხვა ნომერი ავკრიფე. დიდხანს რომ არ დამირეკავს, სწორედ იქ დავრეკე. ვისაც დიდხანს არ დავლაპარაკებივარ, სწორედ მასთან ლაპარაკი გადავწყვიტე. -ქეთო! -თბილი მომმართვით მომმართა რამაც დიდი ტკივილი სულ ცოტახნით მაინც დამავიწყა -დაჩი! -ასევე თბილად შევეგებე მის პასუხს. -როგორ ხარ?! -მონატრებული იყო, ჩანდა. -არვიცი. შენ? -გაურკვეველ პასუხს ვცემ კითხვაზე და საძინებელი ოთახიდან გავდივარ ქვემოთ, პირვლი სართულის კიბეებზე სირბილით ჩავდივარ. -როგორ თუ არ იცი? -დაიბნა -მე ნორმალურად. -რავიცი... რაღაცეები მოხდა რა -პირდაპირ არ დამიწყია ამ თემაზე საუბარი. არ მეგონა ისეთ რამეზე მელაპარაკა მასთან რაც არ აინტერესებდა. ამიტომ გადავწყვიტე მისი კითხვების შემდეგ მეპასუხა -მაინც? რამე ცუდია? არ დამიმალო... -თხოვნას უფრო გავდა ბოლო ფრაზას -კარგი, რა იყო. ისეთი არაფერია. ნუ ღელავ. -დავარმწუნე და სარკესთან დავდექი. ჩემი გრძელი თმა ნაზად ჩამოვივარცხნე -მომიყევი მაშინ. -მიმითითა -ნუ თუ საჭიროდ არ თვლი რომ რამე მომიყვე მაშინნ კარგი... -მოიღუშა ალბათ. მისი ხმა ასეთი ჩანდა -არა რასამბობ. მოგიყვები! -სწრაფად ვუთხარი -ჰოდა, დღეს გცალია? -დაჟინებით მეკითხება -არ მითხრა რომ უნდა შემხვდე -მოუთმენელმა სიხარულმა შემიპყრო. -აბა რა უნდა ვქნა... დღეს, 12 საათზე კაფე "პიანოსთან" მოხვალ? ტაბიძეზეა. იტალიური სამზარეულო.. თუ გინდა სხვა ადგილი იყოს. -ვიცი ვიცი... არ ვყოფილვარ მანდ. მაგრამ ვიცი რომ ძალიან კარგია ამიტომ თანახმა ვარ. -თვალები გამიბრწყინდა როცა გავიგე მისი ნახვა შემეძლო. -ჰოდა ძალიან კარგი. -მასაც ძალიან გაუხარდა -ისე... ამ ამბის გამო არ იწვალო თუ არ გცალია ან რამე... -კაი რა ქეთო. ისედაც იმის მერე არ მინახიხარ რაც კახეთიდან წამოვედი. მართალია ბევრი საქმეები მაქვს ხოლმე, მაგრამ დღეს რატომღაც მცალია... ჰოდა ნუ დამაკარგვინებ ამ დროს ტყუილად. ვნახოთ ერთმანეთი და ვილაპარაკოთ. თან რა მაგრად მომენატრე შენ ხო არ იცი... -მშვენიერია. 12 ზე "პიანოსთან" ვიქნები. შენ არ დააგვიანო... -დავიწუწუნე -რა სისულელეა. როდის იყო მე ვაგვიანებდი... ხომ იცი რა პუნქტუალური ბიჭი ვარ! -ამაყად თქვა და ჩაიცინა. მეც გამეცინა -რავიცი... ჯერ არ მომცემია საშუალება, ეგ რომ გამეგო. -ჩავიხითხითე -დღეს გაიგებ. -კარგი წავედი.. მივალაგებ სახლს. გუშინ გვიან მოვედი სახლში და ნეტა იცოდე რადღეშია აქაურობა -მისაღები ოთახი შევათვალიერე და გადაღლილმა ვთქვი -კარგი დროებით! -დამემშვიდობა და გათიშა სადილი მოვამზადე, სახლი მივალაგე და მერე გავემზადე კაფეში წასასვლელად. როცა გავაცნობიერე საქმე რრომ არაფერი მქონდა უბრალოდ დივანზე მოხერხებულად ჩამოვჯექი და 12 ის ნახევარს დაველოდე სახლიდან რომ გავსულიყავი. ტელევიზორის წინ ვიჯექი მაგრამ ყურადღება სულ სხვარამისკენ იყო გონებაში. დემეზე ვფიქრობდი, ოღონდ ჩემდაუნებურად. როცა საათს კიდევ ერთხელ გავხედე და მივხვდი რომ წასვლის დრო იყო ფეხზე ავდექი, ფეხსაცმელები ჩავიცვი, ტყავის კურტკა შემოვიცვი და სარკეში კიდევ ერთხელ ავღვიქვი ჩემი გამოსახულება. თმა გაშლილი დავტოვე და რამდენჯერმე გავისწორე, მაგრამ როცა მივხვდი რომ ასეთ ქარში აზრი არ ჰქონდა თმის გაშლას, მაღლა ავწიე და შევკარი. მაგრად მოვუჭირე. საათი მაჯაზე მოვირგე, სახლი შევამოწმე, რამე ხომ არ დამრჩა ჩართული და გასვლა დავაპირე. კარი გავაღე მაგრამ ისეთი სასტიკი სიცივე მომხვდა სახეზე და მოშიშვლებულ ყელზე, რომ შევწუხდი. შიგნით შევბრუნდი და ლურჯი შარფი მოვიხვიე. მე რომ მიყვარს ის შარფი... დემემ მაჩუქა 3 წლის წინ. ჩემი საყვარელი ფერია. ძალიან მუქი ლურჯი. აი ღამის ფერია... დაბლა რომ ლამპიონები ანათებს და ცას რომ ახედავ და მისი განათებული სიმუქე რომ გსიამოვნებს. როგორ ვიცი ხოლმე ამ გარემოებების აღწერა. დაწვრილებით ლაპარაკი არ მიყვარს მაგრამ მაინც ასე გამომდის. ძირითადად იმაზე მეტს ვწერ ვიდრე ვლაპარაკობ. დიდი ხანია არაფერი დამიწერია. არადა როცა თავისუფალი დრო მქონდა სულ კალამი და ფურცელი მეჭირა ხელში. რა... ახლაც ხო ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. მაგრამ სიტყვაც არ დამიწერია. იმიტომ რომ მე კი არა, ჩემი გონებაა გადატვირთული. სხვანაირად ვერც იქნება და... ჩემს გონებას არ სცალია რამე ისეთი მოიფიქროს, რაც დასაწერად ღირს. დაკავებულია და მხოლოდ დემეტრეზეა გადართული. დემეტრეზე და ჩემზე ხომ არ დავწერ არა? ამჯერად სახლიდან მართლა გავედი. კარი ჩავკეტე, შეშინებულმა. სამსაფეხურიანი კიბე რომ დამთავრდა გულზე რაღაც მძიმე დამაწვა. სისხლის ლაქები დავინახე იქვე ახლოს. ჩიქოვანის სისხლი იყო. აი დემეტრემ რომ მაგრად დაარტყა გუშინ და წარბი გაუხეთქა. ნეკნებში რომ ურტყამდა ეგ ყველაზე კარგად დამამახსოვრდა. წამიერად მინდება რომ იგივე სიტუაცია გამეორდეს. ჩიქოვანისთვის იმის უფლება რომ არ მიმეცა, ეფიქრა, რამე შეეძლო. დემეტრეც აღარაფერს იზამდა. არც პოლიცია ჩაერეოდა, არც სასწრაფო და ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა რა. მაგრამ მერე ის უფრო მექნებოდა სადარდებელი ჩიქოვანი ჩემთან ხშირად რომ მოვიდოდა. ეგ ისეთი ბიჭია, ერთხელ რომ გაუღიმებ მეორედაც მოვა. ერთხელ რომ დაელაპარაები მეორედაც მოუნდება. საერთოდაც, ერთხელ რომ გაიცნობ მერე თავს აღარ დაგანებებს. რაღაცნაირი გადაკიდება იცის. ერთ სიტყვით მაგარი უაზრო პიროვნებაა რა... უსაქმურია და უბრალოდ მამის ფულებითაა განებივრებული. ოდნავი სერიოზულობაც კი არ გააჩნია. სისხლს თვალი ავარიდე და მანქანამდე კანკალით მივაღწიე. დავქოქე და ეზოს გავცდი. იმ კაფემდე მალევე მივედი. სამი წუთით გადაცდენოდა 12 საათს ამიტომ დიდი სიხარულითა და სისწრაფით გადავედი გაჩერებული მანქანიდან. ჯერ გარედან შევათვალიერე შიგნით მყოფი გარემოება. არაფერი ჩანდა ამიტომ შიგნით შევედი. ვიცოდი რომ დამხვდებოდა. თვითონ არ თქვა პუნქტუალური ვარო? ასეცაა... იქ დამხვდა. მივირბინე მასთან და ჩავეხუტე. თან ფეხისწვერებზე ავიწიე. დაჩი ხომ ჩემზე მაღალია. როგორც კი დამინახა მაშინვე ფეხზე წამოდგა. ძლიერად ჩამეხუტა. -ვაიმე ქეთი როგორ მომენატრე -ღიმილი ძველებურად უხდებოდა -სულ არ შეცვლილხარ -აღტაცებულმა წარმოვთქვი -თვენახევარში რას შევიცვლებოდი გოგო -გავიცინე და მანაც გაიცინა. -მოიცა მეტი დრო არ გასულა? -დავფიქრდი -მოიცა მარტში არ წამოვედი იქიდან? შენი დაბადების დღიდან მეორე დღეს. -ისიც დაფიქრდა -ჰოო, ზუსტად თვენახევარი გამოდის. ახლა აპრილის შუარიცხვებია, მაშინ მარტის დასაწყისი იყო. აღარ მახსოვდა. -ვუთხარი და კიდევ ერთხელ გადავეხვიე, მონატრებულზე. -რაარის ქეთო საჭმელს საერთოდ არ ჭამ? როგორ ძალიან გამხდარხარ... -შემათვალიერა -ისევ ცეკვავ ხო? -იმედიანად მკითხა -კიი ვცეკვავ. რა ვქნა ხო იცი მაშინაც როგორი გამხდარი ვიყავი. მე რა გამასუქებს... ჭამითაც ცოტას ვჭამ. ისიც მსუბუქად. -გავუღიმე -ჰო მაგრამ ესეც არ შეიძლება. ცუდად არ გახდე. მოდი დავსხდეთ. -მაგიდისკენ წავიდა. -ამ ადგილას აქამდე არ ვყოფილვარ. რა სიმყუდროვეა. -იქაურობას მოვავლე თვალი. მართლაც ძალიან მესიამოვნა. სუნიც ისეთი სასიამოვნო იდგა. ახალგაზრდა წყვილები ისხდნენ და მშვიდად საუბრობდნენ. -რას შეუკვეთავ? -მომმართა და მიმტანს დაუძახა -შოკოლადის ნამცხვარს. და რომელიმე წვენს. მეტი არ მინდა არაფერი -თავაზიანად ვუპასუხე მანაც ნამცხვარი შეუკვეთა და ჩემკენ მოტრიალდა. -აბა მოყევი რა მოხდა -მკითხა როცა შეკვეთა მოიტანეს -შენ ისევ შავებში ხარ გამოწყობილი... -ფაქტი დაღონებულმა აღვნიშნე -აბა გადამივლიდა? ესე უცებ როგორ გაქრებოდა ეს ტკივილი. -ხელები გადააჯვარედინა -მესმის დაჩი. არც გამტყუნებ. ისედაც ასე უნდა იყოს... -თბილად გავუღიმე -კარგი ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, შენ მოყევი რა ხდება -ჩამაცივდა -მოკლედ... დემეტრეს ძმა გარდაეცვალა, ერთი თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ. მერე, დიდხანს არ მქონდა მასთან ურთიერთობა. ვწერდით ხოლმე, ვლაპარაკობდით ტელეფონზე. მაგრამ არ შევხვედრივართ. ბარში ვიჯექი. ისე, უბრალოდ. ვინ მოვიდა იცი? ჩიქოვანი გახსოვს? აი ეგ... ერთად ვიყოთ ისევო, მომენატრეო, შენთან მინდაო. აფერისტულად რა, ხო ხვდები. მაგას არაფერი აინტერესებს ისედაც. მერე დემეზე ვუთხარი. შეყვარებულები ვართ მეთქი. მერე დასალევი შეუკვეთა. ცოტა დავლიოთო რა. ჯერ უარზე ვიყავი მერე ხო იცი როგორც იციან. რო ჩაგაცივდებიან და თავს არ განებებენ. ვისკი მოიტანა რამოდენიმე ჭიქა დავლიეე და ასე თუ ისე დავთვერი. თავს ჩვეულებრივ ვაკონტროლებდი. მაგრამ ის ჩემზე მაგრად დათვრა. გინდა თუარა გაგაცილებ. შენით ვერ წახვალო. საჭესთან ამ მდგომარეობაში ნამდვილად ვერ დავჯდებოდი. ამიტომაც სხვა გზა რომ აღარ მქონდა დავთანხმდი გაცილებაზე. -მერე? -შემაწყვეტინა და გაგრძელება მომტხოვა. კახეთშიც ესე იქცეოდა. თან არც მაღიზიანებს. ალბათ იმის იმპროვიზირებას ახდენს ამ სიტყვით, თუ როგორ მისმენს. -ნუ მერე ბარბაცით მივაღწიეთ ჩემსახლამდე და მერე ზედმეტი მოუვიდა. ახლოს იწეოდა. შენთან მინდაო, ესაო ისაო, ძალას იყენებდა მოკლედ რა. მერე დემე მოვარდა. ძირს დააგდო და ურტყამდა. მთელი ძალით... წარბი გაუხეთქა, ტუჩიც. მერე ნეკნებში ურტყამდა ფეხს. მუცელშიც რამდენჯერმე დაარტყა. გიორგიმაც ერთი ორჯერ იხელთა დრო მაგრამ ისე მაგრად დასუსტდა რო ვერაფერი შეძლო. პოლიცია გამოუძახებია მეზობელს. სასწრაფომ გიორგი წაიყვანა. მე პატრულის მანქანას გავყევი განყოფილებაში. ჯერ დემეტრე დაკითხეს, მერე მე. წამებიღა იყო დარჩენილი, უნდა მეთქვა რაც მოხდა სინამდვილეში და ვინც კითხვებს მისვამდა იმასთან ერთი ბიჭი შემოვიდა. დეტალებს რომ განიხილავენ რა... ხომ იცი. ჰოდა მაგ ბიჭმა თქვა ჩიქოვანი არ ჩივისო. ჩივილს არ აპირებს და ასე უთქვამს მეგობრები ვართ მე და მაჩაბელიო. მეც რაღა უნდა მეთქვა. უარი ვთქვი ჩივილზე. ვუთხარი ორივეს მოვწონვარ და ამის გამო უბრალოდ შეკამათება მოუვიდათ თქო... გამომიშვეს. დემეც გაათავისფულეს. ერთად წამოვედით და ვიჩხუბეთ ბოლოჯამში გზაში. საჩივარი უნდა შეგეტანაო. არასწორად მოიქეციო. დიდი სისულელე ჩაიდინე მაგ არაკაცთან ერთად რომ დალიეო და ბოლოს უკვე ჩემ სახლთან რომ ვიდექით, მითხრა კიდევ უფრო მეტი რომ დაგელია იქნებ შენი სურვილით მომხდარიყო ის რაც ჩიქოვანს ძალის გამოყენებით სურდაო... ავდექი და ხელი გავარტყი. მერე შევედი სახლში და კარი მივაჯახუნე. დღეს დილით დამირეკა და ცივად ვილაპარაკეთ. ეგ იყო ად ეგ-თავი დავხარე და როგორც პატარა ბავშვი ლაპარაკობს მორცხვად, დამნაშავესავით ზუსტად ისე ვლაპარაკობდი. -აუ ქეთო... -ორივე ხელს ჩამოეყრდნო და ჩემკენ წამოიწია. -რა უაზრობა მომხდარა. -მომეცი რა მისამართი, იმ ჩიქოვანის, თუ ვინცაა და შენთავს ვფიცავარ მიწასთან გავასწორებ. როგორ გაბედა. იმ ხელებს დავაჭრი, შენ რომ მოგეკარა! ლაჩარია... მეტი არაფერი. -არა რა მისამართი, გაგიჟდი? დაწყნარდა ყველაფერი. იცის რომ ვეღარ მომეკარება. პოლიციის ადრეც ეშინოდა და ეხლაც. თან არც ვიცი სად ცხოვრობს. არც მაინტერესებს... ვიმედოვნებ რომ ყველაფერი ჩაწყნარდა. ახლა მხოლოდ დემეტრესთან ურთიერთობის გარკვევას ვეცდები. მეტს არაფერს... -ვთქვი და ნამცხვრის ბოლო ლუკმა დავაგემოვნე. წვენიც მოვსვი და მის ლაპარაკს დაველოდე. -არ გეწყინოს მაგრამ მართლა არ უნდა დაგელია იმასთან ერთად. ეს არ უნდა გაებედა -ფრთხილად მითხრა -ვიცი დაჩი. გგონია მე არ ვნანობ ამას? ნეტა იმ დროს იმ ბარში არც შევსულიყავი. რა სისულე დამემართა ახლაც ვერ ვიჯერებ. -კარგი რაც მოხდა, მოხდა. ვეღარ შეცვლი. უბრალოდ უნდა მოაწესრიგო და გამოასწორო. -თავის თავში დარწმუნებით მითხრა. იმ ბოლო ფრაზას, რაც დემემ გითხრა არ ვეთანხმები. მაგრამ მისი მესმის. მაგ მომენტში მეც ეგრე ვიფიქრებდი ალბათ. რაღაცნაირი სიტუაციაა ხო ხვდები. -ისიც სინანულით ლაპარაკობდა. როგორც ჩანს კარგად ამიგო. თავიც არ მომიბეზრებია მგონი -რა ვქნა არ ვიცი დემესთან. ამის გამო როგორ უნდა დავშორდეთ. ისედაც ამდენი რაღაც გამოვიარეთ და ეხლა ისევ უნდა დავშორდეთ? ვინ იცის კიდევ შევრიგდებით თუ არა. -გინდა რაღაც გითხრა? -იკითხა მაგრამ პასუხს არც ელოდებოდა. იმიტომ რომ ისედაც გააგრძელებდა -შენ უნდა გადადგა ამჯერად პირველი ნაბიჯი. შენ უნდა შეიყვარო ახლიდან. თუ გინდა ბოდიში არ მოუხადო, მაგრამ უნდა გამოასწორო რა... უნდა დამშვიდდე, აწონ-დაწონო ყველაფერი და აპატიო. მანაც უნდა გაპატიოს. გახსოვს მე რა გითხარი? ბანალური სიყვარული, სიყვარული არარის თქო. ის რა სიყვარულია არაფერი თუ არხდება. ეს ცხოვრება ისედაც სიგიჟეებისგან არ შედგება? ერთფეროვნება რადგინდა. მე შემხედე... შავები მაცვია უკვე რამდენი ხანია მაგრამ მაინც ყველგან მრავალფეროვნებას ვეძებ. გგონია რამის ხალისი მაქვს? გგონია სულ მხიარული ვარ? უბრალოდ ცხოვრებას ძალიან მნიშვნელოვნად ვუყურებ რა. რეალურზე უნდა იოცნებო, მაგრამ მაგრად. მაგრად უნდა იოცნებო... უნდა მიაწვე და შეძლო კიდეც რა... ამ ცხოვრებას ახლა თუ არ დააფასებ, აბა მერე რაღა აზრი აქვს? მოკლედ უნდა დატკბე რა! წადი და იბრძოლე. გგონია გოგოებს ბრძოლა არ შეუძლიათ? ფიქრობ შენ ვერ მოაგვარებ? დამიჯერე. წადი და შემოირიგე. ადვილი ნამდვილად არაა მაგრამ შენ უნდა გააადვილო. შენი თავი დაარწმუნე რომ ბედნიერი მომავალი გაქვს და ეგაა რა. შენ თუ გიყვარს და მასაც თუ უყვარხარ, ესეიგი ყველაფერი გამოვა რა. მთავარია სწორად მოიქცე და მერე დრო მოიტანს ყველაფერს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.