ჩაკეტილი (სრულიად)
ეს პატარა ისტორია ჩემზე და ჩემს შეყვარებულზეა.. ჩვენ დიდი სიყვარული გვაკავშირებდა.. ყოველშემთხვევაში მე ვფიქრობდი ასე.. 2 წლის მანძილძე განუწყვეტლივ ვწერდით ერთმანეთს,ვნახულობდით და ა.შ.. ხოლო მერე შეყვარებულები გავხდით 3 წლის შემდეგ კი მან მიმატოვა და მიზეზი არც კი დაუსახელებია.. პრინციპში რა დასახელება არც კი უთქვამს იცი რა ელენე მე გშორდები.. არა! უბრალოდ გაქრა.. დეპრესია.. ეს იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი იმ პერიოდში.. ვფიქრობდი ელენე რა დააშავე, რომ ასეთი სასჯელი დაიმსახურე და საქმეც ის იყო, რომ ვერანაირ პასუხამდე ვერ მივდიოდი.. იშვიათად ვჩხუბობდით და ხო ქალიშვილიც ვარ.. რავიცი ეგ იყო მიზეზი? არამგონია რადგან ფიზიკური სიახლოვე არც კი უხსენებია ჩემთან.. ამ ყველაფერს თავიდან ვფიქრობდი ასე, მაგრამ 2016 წლის ივლისში როცა ეს ყველაფერი ნელნელა მივლიდა იმ შემთხვევიდან თითქმის 1 წლის მერე მირეკავენ.. - გისმენთ.. - ელენე მინდოდა.. (ისმის უცხო ბიჭის ხმა, რომელიც როგორც მივხვდი ტიროდა და სლუკუნებდა) - მე ვარ ელენე.. რით შემიძლია დაგეხმაროთ? - გამარჯობა ერთი რაღაც უნდა გითხრა/.. - გისმენ.. - უფროსწორედ უნდა წაგიკითხო.. - ხოდა მიდი.. :/ ( გამიკვირდა ) - "ელე, ჩემო ძვირფასო ჩემო ბედნიერებავ, ჩემო სიცოცხლის ერთადერთო აზრო, ჩემო სიამაყევ, ულამაზესო, უსაყვარლესო ადამიანო ძალიან მიყვარხარ და ეს შენთვის ცნობილია, მინდა რაღაც შეგატყობინო აზრზე ხარ ? იმის გამბედაობაც კი არ მეყო, რომ ეს პირადად მეთქვა ... უბრალოდ მინდა რომ გითხრა, რადგან ვფიქრობ ეს შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ... ტვინის სიმსივნე მაქვს დიდი ხანი არ დამრჩენია ვერ გითხარი და ერთადერთი რაც მოვიფიქრე უბრალოდ გაქრობა იყო ვერც იმას მოგატყუებდი, რომ სხვა გოგო მყავს და რაღაც სისულელეები.. აუ ახლა იცი რა გამახსენდა? ბუბას ბოლო წერილი, რაღაც მაგის მსგავსია, თუმცა ეს რეალობაა ის კი სიმღერა გახსოვდეს თუ როგორ ძალიან მიყვარხარ .. ამას თუ კითხულობ ან ვინმე გიკითხავს მოკლედ მინდა იცოდე, რომ უკვე ცოცხალი აღარ ვარ და ბედნიერი მინდა იყო... მიყვარხარ და მინდა ისიც იცოდე, რომ შენთვის არასდროს მიღალატია ეს მაინც ეჭვიანი ხარ და <3 .. წავედი ჩემო ცხოვრებავ.. მიყვარხარ" - არა... ( ერთადერთი ეს ვთქვი ამოვისლუკუნე და ტელეფონთან ერთად მეც გავექანე დაბლისაკენ, თუმცა ტელეფონი იატაკზე დავარდა მე კიდე ისეთ უფსკლურში ჩავვარდი საიდანაც ადამიანის ამოთრევა შეუძლებელი იყო და თუ მაინც ამოათრევდი მხოლოდ მკვდარს.. ეს მე დამემართა მე ჩავიკეტე.. სხვათაშორის მარტო არ ვყოფილვარ იმ ადგილას ბევრი გოგო თუ ბიჭი იჯდა და უბრალოდ იცდიდნენ თუმცა არვიცი რას უბრალოდ იჯდნენ და მორჩა.. არც ერთი არ მეცნო თუმცა ერთ გოგონასთან გამოლაპარაკება ვცადე ვთქვი "ჰეი" და ხმა ვერ ამოვიღე მე ვლაპარაკობდი თუმცა ჩემი ხმა არ ისმოდა "ჰეი, ჰეი" განუწყვეტლივ ვიძახდი თუმცა უიმედოდ.. მესმის ხმები.. "ელენე შენ დაკარგე შენი სიყვარული, ელენე შენ მოკვდი.." ეს ხმა კი მეორე ხმამ გადაფარა რომელიც ამბობდა.. " ძვირფასო რა დაგემართა? ელენე? აქ ხარ? მარიამ სასწრაფოს დაურეკე დროზე შენი და ცუდად არის" "ცუდად არის" და მეორდებოდა ასე.. მესმოდა თუმცა მნიშვნელობა არ მესმოდა.. ეს რა შეგრძნება იყო/? არვიცი და არც მინდა ვიცოდე ამას რა ჰქვია ეს არ იყო ჩემი მეგობარი დეპრესია ეს იყო ტკივილი გულის, სულის, სხეულის, თავის ტვინის, ზურგის ტვინის.. ეს იყო ტკივილის ძაფი ჩემს სხეულსა და ჩემს სულს შორის.. მინდოდა მეკივლა და ამომეშვა ეს გრძნობა თუმცა ვერ ვკიოდი, რადგან მე ვიყავი "ჩაკეტილი" მე ჩავიკეტე ორ სამყაროს შორის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გავჭედე და ვეღარ ამოვდიოდი.. ეს ჩემი ბრალი იყო მისი სიკვდილი.. ვუმეორებდი ჩემს თავს თუმცა რაღაც ხმა მკარნახობდა რომ ეს ასე იყო.. ჩემი ბრალია მე მასზე რა არ ვიფიქრე, ვფიქრობდი რომ დამტოვა, მიმატოვა, ცხოვრება გააგრძელა უჩემოდ, მაგრამ ის კვდებოდა.. დიახ, კვდებოდა და მე მის გვერდით არ ვიყავი .. ამან უფრო განაძაფრა ჩემი გრძნობები მიდრეკილებები და მე მომინდა სიკვდილი მომინდა იმ ქვეყნად, რადგან შევხვედროდი მას დამებრუნებინა უკან და ამენაზღაურებინა ის დრო, რომელიც მასთან ვერ გავატარე და მერე, როგორც უილიამ შექსპირის ნაწარმოებ "რომეო და ჯულიეტაში" გვხვდება ისე წავსულიყავით ორივე დიდი სიყვარულით იმ ქვეყნად.. მე არ მომეცა ამის საშუალება.. მე არ მომეცა საშუალება მომავლის მასთან გატარების, არ მომეცა საშუალება შემქმნა მასთან ოჯახი, შვილები, მერე ბებია და ბაბუა რო ვიქნებოდით და შვილიშვილები მოგვაკითხავდნენ ჩვენ კარგად ვაჭმევდით როგორც ბებიამ და ბაბუამ იციან ხოლმე ფულსაც კი მივცემდით და გავუშვებდით.. მერე ჩვენი შვილები მოვიდოდნენ შუბლზე გვაკოცებდნენ მოხუც დედ-მამას და მოგვუყვებოდნენ თავიანთ ცხოვრებაზე.. მე ეს არ მეღირსება მე მისგან მხოლოდ ერთი უეცარი კოცნა მეღირსა და ისეთი უეცარი, რომ ვერც კი დავიმახსოვრე მისი ტუჩების სიტკბოება მისი ლამაზად გამოყვანილი ტუჩების გემო.. მე არც კი მახსოვს მე დამნაშავე ვარ .. მე აუცილებლად დამნაშავე ვარ.. მასთან მინდა ყოფნა.. მასთან.. 1 2 3 4 5.... 1 2 3 4 5.... - რა სჭირს ამ ბავშვს ? (მესმის ხმები) 1 2 3 4 5.... - უეცრად დაეცა და მორჩა არაფერი ვიცი ვიღაცას ესაუბრებოდა.. - ის შოკშია .. ის კვდება.. 1 2 3 4 5.... - არაა!!! (წაიკივლა დედაჩემმა) 1 2 3 4 5.... - კიდევ სცადეთ... 1 2 3 4 5.... - როგორი ბავშვია? - გულჩაკეტილია ძალიან.. - ჩაკეტილი... რათქმაუნდა.. - ვერ ვხვდები.. - ფსიქოლოგიურად მოზარედები როცა რაიმე შოკურ ამბავს გებულობენ ან უბრალოდ ხედავენ მას იმდენად ვარდებიან ასე ვთქვათ დეპრესიაში, რომ ჰქმნიან რაღაც გარკვეულ მათთვის გარკვეულ სამყაროს და იკეტებიან მასში.. როგორც არის განწყობილი მოზარდის ბუნება ის სამყაროც ისეთივეა.. თუ ძალიან კომუნიკაბელურია მის სამყაროში მყოფი ადამიანებიც ასეთები არიან, მაგრამ თუ არაკომუნიკაბელურია მაშინ მის სამყაროშიც ასეთებივე არიან.. ეს მას გააგიჟებს შეშლის.. შოკის მიღების მერე აუცილებელია საუბარი რათა ის გამოყვანო არარსებული სამყაროდან და აქედან დასაკავშირებელი ძაფი მხოლოდ იქ არსებული ხალხია.. ის გვისმენს ჩვენ ანუ .. - ანუ მის მიერ შექმნილ ადამიანებს ხომ? - დიახ ფსიქოლოგიის მხრივ თუ ვიმსჯელებთ დიახ ასეა.. ის ჩაკეტილია და ვერ გამოდის რაც უფრო ეცდება გამოსვლას კლიტე მით უფრო ჩაიკეტება.. და თუ საბოლოოდ დალუქა გამოსაღწევი კარები... - მაშინ? - 2 ვარაუდია.. პირველი კომაში ჩავარდება იმ შემთხვევაში თუ მისმა გულმა მისივე შექმნილ შიშებს გაუძლო და მეორე ის ... ის მოკვდება თუ გული ვერ გაუძლებს ის გასკდება და ელენეც გარდაიცვლება... - ასეთი რაც ყოფლა თქვენს პრაქტიკაში? - შოკისგან გარდაცვლილი პაციენტები? - დიახ.. - როგორც მთავარი ექიმი არა მაგრამ როგორც ფსიქოლოგი დიახ 3 ჯერ.. - ისინი გადარჩნენ? - ვწუხვარ... - არაა........... (ტირილი ატეხა) ნეტავ ვიცოდე როგორ გამოვიდე აქედან მე ვცდილობ მე ვცდილობ მაგრამ უფროდაუფრო მიჭირს !! სად ვარ გაჭედილი.. სად ჩავიკეტე? ეს ხომ შეუძლებელია.. ტირილი მინდა ვერ ვტირი სიცილი არც მინდება მაგრამ ვერც ვიცინი ვერც ძალით! და ალექსი ჩემი შეყვარებული ალექსი მე მეძახის.. ის ალექსი მე რომ მოვკალი... - ელენე შეწყვიტე ! - რა? - მისმინე, მე ხომ გითხარი მიყვარხართქო ნუთუ ეს შენთვის საკმარისი არ არის? - საკმარისი რისთვის? - სიცოცხლისთვის.. - არა! არ არის.. - უნდა იყოს, რადგან მე ასე მინდა მე ასე მსურს შენ გყავს ოჯახი შენ გყავს მეგობრები შენ უნდა დაოჯახდე შვილები გააჩინო უნდა მოესწრო იმ დღეს, როცა შენი შვილი პირველად დედას დაგიძახებს უნდა მოესწრო მის პირველ ნაბიჯებს.. პირველად როდის წავა ბაღში პირველი სიყვარული მერე სკოლა .. შვილიშვილები... უნდა ნახო ეს ყველაფერი ჩემთან ერთად თუ არა ჩემს გარეშე ჩვენი ოცნება აისრულე გთხოვ.. გამოფხიზლდი.. - შენ ახლა სტიმულს მაძლევ რომ წამოხვტე და ვიყვირო "მე ვიცოცხლებ"? - მე უბრალოდ გთხოვ, რომ ამისრულო ჩემი ოცნება აასრულო ის ოცნება 5 წლის მანძილზე რომ ვიცნებობდით! - 5? - მე ხო და შენ 2 :დ (გაეცინა) - არარის სასაცილო.. - კარგი ... დიახ, მე მიყვარდი და მხლოდ დამეგობრება გავბედე შენთანმეშინოდა არ წასულიყავი სამუდამოდ ჩემგან და ამიტომაც ვერ გითხარი თუ როგორ ვოცნებობდი შენზე.. - მიყვარხარ! - ადექი! იბრძოლე! იყვირე! - მაკოცე.. - ეს შეუძლებელია.. - მაკოცე თორემ მოვკვდები! (ცრემლები ნიკაპს კვეთდა და ყველა წამს ერთმანეთის მიყოლებით ასვლებდნენ შავ ბნელ მიწას..) - ელენე.. (მისკენ დავიძარი .. მივუახლოვდი .. სახეზე ხელები შევავლე და ვუთხარი) - მითხარი, მითხარი, რომ გიყვარვარ.. - მიყვარხარ! - მეც მიყვარხარ!! (ტუჩებში ვეტაკე ველური მხეცივით, რომელიც ასე ფიქრობდა მის ნადავლზე და ერთი სული ჰქონდა როდის გასინჯავდა მას და მე გავსინჯე თუმცა დიდი ხნით ვერა.. სინათლე ჩემსკენ მოდიოდა ..) 1 2 3 4 5.... - ა ლ ე ქ.... - ის გონს მოვიდა..... - ელენე ყველაფერი კარგადაა ნუღელავ ჩემო ძვირფასო... მე გამოვაღწიე მე გავაღე კარები და ამას ვერ ვიზამდი, რომ არა ალექსი და მისი მონდომება მისი ოცნება.. არა ეს ჩვენი ოცნება იყო!!!! გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი კომენტარებში.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.