შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...და მე, შემიყვარდი შენ. (1)


11-02-2017, 12:21
ავტორი Elizabeth Winchester
ნანახია 1 785

- მარიამ, აი, კიდევ ეს დაგიტოვა. სულ ცოტა ხნის წინ მომცა და ასე მითხრა, მაშინ გადაეცი როცა... როცა... მე აღარ ვიქნებიო...-მოხუცმა ოთხად დაკეცილი ქაღალდი გამომიწოდა და განაგრძო..
-ხელი არ მიხლია. მგონი ძალიან პირადული უნდა იყოს.
ნაღვლიანად გამიღიმა, შემდეგ გულში ჩამიხუტა, ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოიწმინდა და კარისკენ გაემართა. სანამ გავიდოდა მობრუნდა და მითხრა,
-ბებო, რამე თუ დაგჭირდა ხომ იცი, შეგიძლია ყოველთვის მოხვიდე ჩემთან.
ღიმილით დავუქნიე თავი და სახლიდან გავიდა.
ეს ქალი ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანი არის ჩემს ცხოვრებაში. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, მიუხედავად იმისა რომ არანაირი ნათესაობა არ გვაკავშირებს. მანანა ბებოს დედაჩემი ღვიძლი შვილივით უყვარდა. ალბათ იმიტომ რომ საკუთარი არასდროს ყოლია, დედაჩემი კი ამ დანაკლისს როგორღაც უვსებდა. კარგი ქალი იყო მანანა ბებია, ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე.
დაცარიელდა სახლი.
მხოლოდ მე დავრჩი და როგორ მინდოდა, მეც გავმქრალიყავი, მათ შევერთებოდი, ერთხელ მაინც მომეკრა თვალი.
გაუსაძლისი სიჩუმე იდგა და ყველაფერი, ყოველი დეტალი, სახლის ყოველი კუთხე მათ მახსენებდა. საკუთარი თავიც კი, წარმოგიდგენიათ? საკუთარი თავიც მათ მახსენებდა. მამასავით ჯიუტი და მებრძოლი ხასიათი, დედასავით ლამაზი მწვანე თვალები და გრძელი, შავი თმები.
სარკეში ჩახედვისას ასე მგონია იქიდან დედაჩემი მიმზერს და მიღიმის. ამ დროს ყველაფერი საშინელი კოშმარი მგონია და თავს ვირწმუნებ რომ სინამდვილეში არ მომხდარა, მაგრამ მალევე ვბრუნდები მწარე რეალობაში და ყველა იმედი ისევ იმსხვრევა. მამაჩემი თხუთმეტი წლის რომ ვიყავი მაშინ გარდაიცვალა, დედაჩემი - სამი წლის შემდეგ.
იცი, როცა პატარა ხარ, ვერ აცნობიერებ რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს სამყარო. ყველაფერს ვარდისფერი სათვალიდან უყურებ და გგონია რომ მამა, რომელიც შენი გმირია, ყოველთვის სიყვარულით სავსე თვალებით შემოგხედავს და დედა, რომელიც ყველაზე ძვირფასი და სანუკვარია მუდამ გვერდით გეყოლება.
ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა. ჰო, რას ვიზამთ, ყველას არ უმართლებს. მე არ გამიმართლა.
შხაპის მიღების შემდეგ ოდნავ დავწყნარდი. ცოტა ხნით ყველაფერი დამავიწყდა. მაგიდაზე დადებული ფურცელი ავიღე. საწოლზე კომფორტულად მოვთავსდი და შევათვალიერე. ზევითა მარჯვენა კუთხესთან დედაჩემის სახელი იყო მიწერილი. "ქეთა"
რამდენიმე წამი ღიმილით ვუყურებდი შემდეგ გავშალე და კითხვას შევუდექი.

"ჩემო ლამაზო, თუ ამას კითხულობ, ესე იგი ცოცხალი აღარ ვარ.
ვწუხვარ, რომ შენს პაწია და სიყვარულით სავსე გულს ამხელა ტკივილი მივაყენე. ძალიან ვწუხვარ.
ალბათ გაინტერესებს თუ რატომ დაგიტოვე ეს წერილი, არა?
შენს ყველა კითხვას პასუხი ძალიან მალე გაეცემა.
პირველ რიგში მინდა დარწმუნდე, რომ შეგწევს ძალა, ეს წერილი ბოლომდე ჩაიკითხო და ჩემი უკანასკნელი თხოვნა შეასრულო.
იმედი მაქვს ეს ყველაფერი შენთვის ძალიან ადრე არ არის. იმედი მაქვს მზად ხარ სიმართლის გასაგებად. უბრალოდ აღარ მინდა ტყუილში იცხოვრო.
და იმედი მაქვს არ შემიძულებ, რადგან თავის დროზე მოგატყუე და სიმართლე დაგიმალე. ასე იყო საჭირო.
მინდა იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ. ყველაფერზე მეტად ამ სამყაროში.
ახლა კი, ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები."
პანიკაში ვვარდები. ვგრძნობ ყოველი წინადადების ამოკითხვის შემდეგ როგორ მძიმდება ჰაერი და სუნთქვა თითქმის გაუსაძლისი ხდება.
რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს? რას ნიშნავს არ უნდა, რომ ტყუილში ვიცხოვრო? რას მიმალავდა? ღმერთო!
ყოველთვის მქონდა ეჭვები, რომ რაღაცას მალავდა. ყოველთვის ისეთი საიდუმლოებით მოცული იყო. განსაკუთრებით მამას გარდაცვალების შემდეგ. მართალია ეჭვები მქონდა, მაგრამ ამას მხოლოდ ბავშვურ ფანტაზიას მივაწერდი ხოლმე. ახლა კი ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
აღარ მინდა კითხვის გაგრძელება. არ მინდა ისეთი რამ ამოვიკითხო, რაც ყველაფერზე წარმოდგენას შემიცვლის. მაგრამ სხვა გზა არ არის. რადგან დავიწყე, უნდა დავამთავრო.
რამდენჯერმე ღრმად ვისუნთქავ და ვცდილობ ნერვებს არ ავყვე.
მალე ვწყნარდები და კითხვას ვაგრძელებ.

"ცხოვრებაში ყველა ქმედებას თავისი შედეგი მოაქვს. ამ შედეგს კი თავის მხრიც სხვა შედეგი. იმის თქმას ვცდილობ რომ ცხოვრება ჯაჭვივითაა და თუ ამ ჯაჭვს ერთი რგოლი ამოუვარდა მეორეც მიყვება, მეორეს მესამე და ასე გრძელდება უსასრულოდ სანამ ჯაჭვი ბოლომდე არ გაწყდება. შენ კი ამ რგოლების შეერთებას ცდილობ რაც რღვევის პროცესს უფრო აჩქარებს და ხვდები, ის რაც ცხოვრებასთან გაკავშირებს თანდათან ქრება.
ვიცი, ახლა ვერ ხვდები რას ვგულისხმობ, მაგრამ მოვა დრო და ყველაფერში გაერკვევი.
ალბათ გახსოვს პირველად რომ მკითხე, მე და მამაშენი როგორ შევხვდით.
14 წლის იყავი.
პირველად შეგიყვარდა მაშინ.
გახსოვს გაბრწყინებული თვალებით რომ მოდიოდი ხოლმე სკოლიდან?
რომ ვიხსენებ ახლაც მეღიმება.
ეს რომ მკითხე, მაშინ ჩვენი ისტორია მოგიყევი. გიორგიმ კი ამ კითხვას თავი აარიდა.
თუ ეს ისტორია არ გახსოვს, თავიდან მოგიყვები:
მაშინ გითხარი, რომ მე და მამაშენი საერთო მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით. ერთმანეთი ძალიან მოგვწონა. შემდეგ შეგვიყვარდა. 2 წლის შემდეგ კი დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჩემი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, ამიტომ გავიპარეთ.
ამის შემდეგ დიდი ხანი ისე გავიდა, მათგან სიტყვაც არ გამიგონია.
რომ, შევატყობინეთ, რომ მალე სამყაროს მოევლინებოდი, შემოგვირიგდნენ, მაგრამ შენს დაბადებამდე გარდაიცვალნენ.
ყველაფერი ასე მარტივად არ მომხდარა. აი სინამდვილეში რა მოხდა:
შენ იცი რომ ძალიან შეძლებული ოჯახი მყავდა. შეძლებული კი, მაგრამ სითბო აკლდა. სახლი სიყვარულის გარეშე კი სრულყოფილი არ არის. ჩემს მშობლებს ერთმანეთი არ უყვარდათ. შვილები ყველაფრის გამოსწორებას ვეცადეთ, თუმცა რა გამოგვივიდოდა? მართალია ჩვენ ვუყვარით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მამაჩემს საკუთარი ბიზნესის გამო არ გავეყიდე.
იმ ადამიანზე დამიპირა გათხოვება, რომელიც თვალითაც არასოდეს მენახა. არც მამაჩემს. უბრალოდ იცოდა, რომ გავლენიანი ადამიანის შვილი იყო, ეს კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქალიშვილი მისთვის მიეთხოვებინა.
მე რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვიყავი. მაგრამ არც ხვეწნა-მუდარამ გაჭრა და არც მუქარამ.
დეპრესიაში ჩავვარდები. კვირები გადიოდა, მაგრამ ჩემი ოთახიდან არ გამოვდიოდი. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა.
ამიტომაც სახლიდან გამოვიქეცი.
ბათუმისკენ რომ მივდიოდი, გზაში მამაშენი გავიცანი. მაშინ სულ რაღაც 19 წლის ვიყავი, ის კი 21-ის.
არ ვიცოდი რას ვაპირებდი. ან ამ გაქცევი რის მიღწევას ვცდილობდი. ვიცოდი რომ მამაჩემი ქვეყანას გადაატრიალებდა მაგრამ მაინც მიპოვიდა. თუმცა ასე არ მოხდა. 3 თვე გავიდა, მაგრამ მისგან არაფერი გამიგონია.
ამასობაში კი გიორგის და მის ოჯახს ისე დავუახლოვდი, საკუთარ ოჯახად მიმაჩნდა. მისი მშობლები საკუთარი ქალიშვილივით მექცეოდნენ. გიორგის ძმა, ანდრია ძმასავით მყავდა.
აი, გიორგი ჩემთვის რას წარმოადგენდა, ჯერაც ვერ გამერკვია.
მალევე სიყვარულში გამომიტყდა.
ბათუმში დავქორწინდით.
მისი ოჯახი, რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი იყო. მაგრამ ერთმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა. ისე ახლოს აღარ ვიყავით, როგორც ადრე.
მალევე შენც დაიბადე. 2 წელი იქ დავრჩით. შემდეგ კი თბილისში გადმოვედით.
გიორგის ოჯახთან ცოტახანი კავშირი გვქონდა, მაგრამ მალევე ისიც გაწყდა.
იცი როგორ მწყდება გული მათ რომ არ იცნობდი?
ყოველდღე ვნანობ ამას.
მათ შესახებ არასოდეს არაფერი გაგიგონია. მაგრამ მათ შენს შესახებ ყველაფერი იცოდნენ და სიგიჟემდე უყვარდით.
თუ მათი მოძებნა გინდა, გვიანი არაა.
ამას ახლა იმიტომ გეუბნები, რომ ვიცი, თავს მარტოდ გრძნობ. მაგრამ ასე არ არის. შენს გვერდით უამრავი ადამიანი და დარწმუნებული ვარ მათ დღესაც ისე უყვარხარ, როგორც უამრავი წლის წინ.
არ ვარ დარწმუნებული, მათი ნახვა მოგინდება თუ არა.
მათ მისამართს გიტოვებ, იმ შემთხევისთვის, თუ ოდესმე მათი ნახვა მოგინდება.
ძალიან გთხოვ, ნუ გაბრაზდები რომ შენი ცხოვრების ამდენი დეტალი დღემდე არ იცოდი.
მინდა იცოდე, რომ მამაშენს ბოლო ამოსუნთქვამდე უზომოდ უყვარდი. რათქმაუნდა მეც.
პირველად გულში რომ ჩაგიკარი, მაშინ მივხვდი თუ რა ძლიერ მიყვარდი. სიცოცხლეზე მეტადაც კი.
ატირებული ჩემს გულზე დაგაწვინეს, შენ კი მაშინვე შეწყვიტე ტირილი. იმ წამს ისეთი სითბო ჩამეღვარა გულში. თუმცა ეს ყოველ წამს ხდება, როცა შენ გიყურებ.
მეღიმება, როცა მახსენდება პირველად როგორ აგიყვანა ხელში მამაშენმა. ეშინოდა. ისეთი პაწია და დაუცველი იყავი, ეშინოდა რამე არ ეტკინა. როცა მიხვდა რომ ყველაფერი რიგზე იყო, ამხელა სიხარულისგან მისი თვალებიდან ღაპა-ღუპით დაიწყეს ცრემლებმა ცვენა. იმ წამიდან შენ მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი გახდი, მთელი დედამიწის ზურგზე.
მინდა იცოდე, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარები. და რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.
რადგან ეს ბოლოა, რასაც ოდესმე გეტყვი, მინდა ერთი რჩევაც მოგცე.
ყოველთვის იყავი ძლიერი. არ არსებობს ისეთი დაბრკოლება, რასაც ვერ გადალახავ. და არ არსებობს ისეთი მწვერვალი, რომლის დაპყრობაც არ შეგიძლია.
მე შენი მჯერა.
ძალიან მიყვარხარ, და ყოველთვის მეყვარები...
- ქეთა"

ცრემლებმა თავისით იწყეს ცვენა.
ამდენი გრძნობა გულში აღარ ეტევა და მეც ცრემლების სახით ვანთავისუფლებ მათ.
თურმე როგორ მომნატრებია დედა, მამა.
მათი მონატრება სულს მიტკიებს.
სუნთქვა შეუძლებელი ხდება.
არ ვიცი თავს რა მოვუხერხო.
რამდენიმე წუთი გადის, მაგრამ მე ისევ იმ ადგილას ვზივარ და გაუჩერებლივ ვქვითინებ.
არა, ცოტახანი დრო მჭირდება რომ ყველაფერი გავაანალიზო, დავწყნარდე და საბოლოო დასკვნამდე მივიდე.
იმდენი აზრი ერევა ერთმანეთს რომ მგონია ვერ გავუძლებ.
რამდენიმე წუთი მჭირდება, რომ დავწყნარდე. შემდეგ თავს ვიწესრიგებ. ვიცვამ და ყურსასმენებს ვიმარჯვებ.
უნდა გავისეირნო. სადმე უნდა წავიდე აქ ვეღარ გავღერდები.
წვიმს, მაგრამ ეს ზუსტად ისაა რაც ახლა მჭირდება.
სახლიდან გავდივარ და იმ ადგილისკენ ვიღებ გეზს, რომელიც ყოველთვის მეხმარება ჩემს აზრებს თავი ერთად მოვუყარო.

-------------------------------------------
მართლა არ ვიცი როგორი გამომივიდა. იმედი მაქვს ძალიან ცუდი არა. თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან.
ველი შეფასებებსა და რჩევებს.
ასეთი სათაური რატომ აქვს, მაგაშიც მალე გაერკვევით.
მადლობა ❤️



№1  offline წევრი LSD

Me momwona pitevli tavistvis didi ikoo da saintereso❤️Imedimakvs arafris gamo ar shewkvitavv❤️❤️Ardaagvianoo xolmee raa❤️❤️ Veli shemdeg tavs aba warmatebebi ❤️❤️

 


№2  offline წევრი Elizabeth Winchester

LSD
Me momwona pitevli tavistvis didi ikoo da saintereso❤️Imedimakvs arafris gamo ar shewkvitavv❤️❤️Ardaagvianoo xolmee raa❤️❤️ Veli shemdeg tavs aba warmatebebi ❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️ შევეცდები არ დავაგვიანო და მალე დავდო ახალი თავები ❤️

 


№3 სტუმარი skira

dzaan momecona ceras tu ganagrdzob arc ert tavs ar gamovtoveb gpirdebi ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Elizabeth Winchester

skira
dzaan momecona ceras tu ganagrdzob arc ert tavs ar gamovtoveb gpirdebi ❤️❤️❤️

აუცილებლად განვაგრძობ წერას. ძალიან დიდი მადლობა! ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent