სიმპათიური სტუმარი ( 23 თავი)
- სესილი ნუ სულელობ! - მე ვსულელობ?!- ხელი გავაშვებინე და წინ დავუდექი- მითხარი გაბრო, უბრალოდ მითხარი რატომ შეგეპარა ჩემში ეჭვი?! - სხვა რა უნდა მეფიქრა?! - არ ვიცი რა, მაგრამ ეს არა ყოველ შემთხვევაში.- ვუთხარი და გავუღიმე. მივხვდი რომ ზედმეტი მომდიოდა. მეტკინა რომ ეჭვი შეეპარა, მაგრამ ის ხომ შეეწინააღმდეგა ილიას, ეს კი იმაზე მიანიშნებს რომ მაინც სჯეროდა ჩემი. - მოდი ჩემთან!- ხელები წელზე მომხვია და მაგრად ჩამიკრა, თითქოსდა ვიღაცა აგლეჯდა ჩემს თავს. თავზე მაკოცა და თმებზე მომეფერა, როცა წვიმა დაიწყო. მარტის დასაწყისი იყო და საშინლად წვიმდა. - სახლში წავიდეთ- ხელი ჩამჭიდა და სახლისკენ წამოვედით. ორ წუთში უკვე თავიდან ბოლომდე სველები ვიყავით. ორივე თხელი ჯემპრებით. „ჯანდაბა ქუდი მაინც არ დამრჩენოდა მარიასთან.“ - აუ ეხლა გაცივდები- შეწუხებული ხმით მითხრა და მიმიხუტა. - კაი არ გავცივდევი. აქ რომ ვცხოვრობდი წვიმაში ვსეირნობდი ხოლმე, ამიტომ მიჩვეულია ჩემი სხეული მაგას. - ვუთხარი და გავუღიმე. - რატომ წვიმაში? - არ ვიცი. უბრალოდ წვიმაში უკეთ ვფიქრობდი ყველაფერზე, მომწონდა ამ დროს რომ გარეთ არავინ იყო და მარტოდ-მარტო დავსეირნობდი. - გიჟი ხარ!- გაიცინა და უფრო მიმიხუტა. - ხო გიჟი ვარ. - და მეც მაგიჟებ- ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, და ვერც ერთმა ვერ დამალა სურვილები. ერთმანეთის ტუჩებს დავეწაფეთ. აი ასე, ვკოცნიდით ერთმანეთს წვიმაში, ყველა ჩვენი მოგონება ცოცხლდებოდა და ყველაფერი სხვა „მოერეხარისხოვანი“ ქრებოდა. მანამდე ვკოცნიდით სანამ ჟანგბადი გამოგველია. შუბლები გვქონდა შეერთებული, და ირგვლივ მხოლოდ წვიმის წვეთებისა და ჩვენი ღრმა სუნთქვის ხმა ისმოდა. - დავბრუნდეთ. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. უბრალოდ ყველაფერი ზედმეტი იქნებოდა.მარიასთან მისულებს ყველა ბუხართან შემომჯდარი დაგვხვდა. მარიას ბიძა გიორგი და ბაბუაც აქ იყვნენ. ჩვენც მივუერთდით. - უკვე გავიგეთ თქვენი ამბავი,ამიტომ შეგიძლიათ ერთად დაჯდეთ- გამოაცხადა გიორგიმ როცა დაგვინახა რომ ცალცალკე ვჯდებოდით. ცოტა გავწითლდი სახეზე, მეუხერხულებოდა მათთან მაგრამ გაბრო უხმოდ გამოემართა ჩემსკენ, გვერდით დამიჯდა და მიმიხუტა. ყველა ჩვენ გვიყურებდა, გავიღიმე და მხარზე ჩამოვადე თავი. - რამე მოვყვეთ რა (რეზი) - საშინელებათა ისტორიები! (ანი) - ორ წუთში რომ წიკვინს დაიწყებ შიშისგან?!(ლევანი) - არ დავიწყებ- ლევანს დაჭყანა და მოგვიბრუნდა- მე დავიწყებ. ოღონდ პირველ პირში მოვყვები რა?- ყველა დავეთანხმეთ- ჩემთვის ვიყავი და ტელევიზორს ვუყურებდი. ჩემს საყვარელ ფილმს. საერთოდ, ფილმებზე ვგიჟდები და ყველამ იცის ამის შესახებ. უეცრად რაღაც ხმა გავიგე. გავედი და საფოსტო ყუთში დისკი დავინახე წერილით. „ ეს სპეციალურად შენთვის“. ვიფიქრე რომ მეგობრებმა გამომიგზავნეს საჩუქრად. ჩემს ორ ძმაკაცს დავურეკე, მაგრამ მათ მითხრეს რომ არაფერი გამოუგზავნიათ. ვუთხარი რომ ჩემთან მოსულიყვნენ და ერთად გვეყურებინა. მალევე მოვიდნენ, ყველაფერი მოვამზადე და ეკრანთან დავჯექით მისაღებში. უეცრად ფოტოზე ოთახში მოცეკვავე კლოუნი გამოჩდდა, რომელიც საზიზღრად იცინოდა და დახტოდა. ჩემმა ძმაკაცებმა სიცილი დაიწყეს, მხოლოდ მე ვიჯექი ენაჩაგდებული და გაშტერებული. - ე რა გჭირს? რა მოხდა?- მკითხეს ჩემმა მეგობრებმა.- ვიდეოში... ჩემი ოთახია გამოსახული... - აუ აღარ გვინდა საშინელებები!- მარიამ ამოიკივლა, რაზეც ყველა გაგვეცინა. ყველას გაგვიკვირდა ანის ესეთი თხრობა, რატომღაც ყველა ვფიქრობდით რომ ეშინოდა ესეთების, მან კი აქეთ შეგვაშინა. დიდად არ მეშინია მეც მაგრამ მაინც ჩაბღაუჯებული ვიყავი გაბროს ზედაზე. ეს მხოლოდ მაშინ შევამჩნიე როცა დამთავრდა და უცბად ვუშვი ხელი, გაბრომ ზემოდან გადმომხედა და ჩაიცინა. მეც გამეღიმა. - კარგი ცოტა გადაიღო და მეც წავალ.- ვთქვი და წამოდგომა ვცადე, როცა ისეთი დამაცემინა რომ ინერციით ისევ დავჯექი - აუუ აი ნახე გაცივდი ეხლა- ამოიბუზღუნა გაბრომ, - კაი არაფერია, უბრალოდ დამაცემინა. სველი ვარ და წავალ სახლში.ერთი ჭიქა მალინიანი ჩაი და ვსიო- ჩავიცინე და ისევ წამოვდექი. - მოიცა გაგაცილებ- წამოდგა გაბროც. - კაი რა გაცილება მინდა გაბრო. - არა გაგაცილებ. - გაბრო... არ მინდა მართლა. - ლოყაზე ვაკოცე. სხვები გაღიმებულები მიყურებდნენ, თვალი ჩავუკარი მათ და სახლიდან გამოვედი. ისევ წვიმდა მაგრამ ისე აღარ. სახლში შევედი, მაშინვე გამოვიცვალე და ლოგინში ჩავწექი ერთი ჭიქა ცხელი ჩაის და კომპიტერის თანხლებით. ---------------- ვიცი რომ პატარაა, მაგრამ საერთოდ არ დადებას ამის დადება ვამჯობინე. რამოდენიმე დღე შეიძლება ვერ დავდო. ბიდიშით რა, ეც ძალიან მინდა რომ არ ვაგვიანებდე მაგრამ ვერ ვახერხებ. არ არის ადვილი ამის წერა, ბევრი შესწორება უნდა რასაც დროც სჭირდება. იმდენი საქმე მაქვს მგონი მალე საერთოდ ვერ მოვახერხებ დაძინებას. ორ დღეში დავდებ პირობას გაძლევთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.