არჩევანი(თავი I)
ჩამოფრინდა რეისი N11 ესპანეთი-საქართველო... – -ნანუკაა,ნუკა დეე..ჩემო საყვარელო,როგორც იქნა ჩამოხვედი-გაისმა მონატრებული დედის სიტყვები და რაც ძალა და ღონე ჰქონდა ჩაეხუტა დიდი ხნის უნახავ ქალიშვილს. – -კარგი რა დეე,გარშემო ხალხია , პატარა ხომ არ ვარ ასე რომ მომიჭმუჭნო სახე ამდენი ხალხის წინაშე – -მერე რა მოხდა დედი?! 2 წელია არ მინახავხარ და სულ არ მაინტერესებს სხვა რას იტყვის და რაც შეეხება შენს ასაკს ჩემო კარგო ,მართალია 18-ის გახდი მაგრამ ჩემთვის მაინც ისეთივე ბავშვი ხარ. სულ წარმომიდგება თვალწინ ჩემი კიკინებიანი გოგონა,რომელიც დამსდევდა და ხელს არ მიშვებდა.... – -მეც ძაან მომენატრე დეე...არ გეწყინოს კაი ? გამოუძინებელი ვარ თანაც უკვე მენატრება მადრიდი... მაგრამ შენ, მამა, გიო და ნუცა უფრო უფრო მომენატრეთ – -ჩემო პატარავ წავიდეთ სახლში და მერე მოგვიყევი..მთელი ოჯახი მოუთმენლად გელის .. სანამ აეროპორტიდან მანქანის სადგომამდე მივიდოდნენ,ნუკას რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა,ალბათ მიწის ყივილმა მაინც იჩინა თავი და სიხარულით აევსო გული, როდესაც თავისი მშობლიური კუთხის მიწაზე პირველი ნაბიჯი დადგა... აეროპორტიდან მათ სახლამდე საკმაოდ დიდი მანძილი იყო,ყველაფერთან ერთად კი– დაუსრულებელი საცობიც გადაეღობათ წინ.გამოუძინებელ ნუკას თვალები ეხუჭებოდა და ცოტახნით მანქანის კარს მიყუდებულს ჩაეძინა,დედასაც აღარ შეუწუხებია იგი.ცოტა ხანში გამოეღვიძა და ისევ ისეთი სიტუაცია დახვდა.ხმა არც გაუღია, ამიტომ ეჭვიც არ შეპარვია დედას,რომ გამოეღვიძა .სხვა საქმე არ ჰქონდა,ამიტომ აქეთ-იქით იყურებოდა და უცებ მზერა შეაჩერა ერთ ახალგაზრდაზე,რომელსაც ,როგორც ჩანს,მასავით მობეზრებული ჰქონდა ეს სიტუაცია და მანქანებს აკვირდებოდა.ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს ,თავიდან ნუკას შერცხვა და მომენტალურად გაიხედა. არ გასულა 2 წამიც ,რომ ვერ შეიკავა თავი და გაიხედა,ბიჭი ისევ ისე იყურებოდა.ორივეს ჩაეცინათ.ნუკა ბოლო 2 წელი მადრიდში ცხოვრობდა ,სადაც არაა ის უაზრო,სუივერული შეხედულებები გოგოსა და ბიჭის ურთიერთობებზე,რომლებშიც სავალდებულოა ბიჭმა ინიციატივა გამოიჩინოს,გოგომ კი უკარებას როლი მოირგოს მანამ, სანამ ბიჭი არ დაუჩოქებს მას და ხელს არ სთხოვს,რაც პატიოსნებას არ შეეხება, რა თქმა უნდა.დრო არ დაუკარგავს და ახალი ნაცნობის გაჩენა გადაწყვიტა.ამიტომაც ,იმ ბიჭის ყურადღება მიიქცია და ხელის ჟესტებით თავისი ნომერი უკარნახა...მან აშკარად ვერ დამალა გაკვირვება,მაგრამ მიწერა არ დააყოვნა. ცოტა ხანში ნუკას მიუვიდა წერილი: – -სწორად ჩავიწერე ხომ ? :დ – -კი ,ნამდვილად – -მე დაჩი მქვია ,შენ? – -ნუკა <3 – -ასე პირველად ვეცნობი გოგოს – -განა ორიგინალურობა ცუდია?? – -არა პირიქით... – -მომიყევი რამე შენზე... – -რა უნდა მოგიყვე, 1 საათის წინ ჩამოვფრინდი საქართველოში,აქამდე 2 წელი მადრიდში ვცხოვრობდი. ახლა კი ეს საცობი მაბრკოლებს,რომ სახლში მივიდე და ადამიანურად დავისვენო... -_- შენზე რას მეტყვი ? – -კი მოგიყვებოდი,მაგრამ მირჩევნია პირისპირ გაგაცნო თავი..დღეს საღამოს შეგეხმიანები და სადმე გავისეირნოთ,დამიჯერე არ ინანებ.თანაც,შენი პერსონალური გიდი ვიქნები და სახეშეცვლილ ქალაქს დაგათვალიერებინებ... – -კი ,რატომაც არა ,ჩემი მეგობრები მილანში დავტოვე ,აქ კი არამგონია ვინმეს ვახსოვდე ,ასე რომ ახალი სანაცნობო არ მაწყენდა..თუ გვეღირსა აქედან გასვლა და მივაღწიე სახლამდე.. ასე მიმოწერაში გაიყვანეს დრო.ეკრანებს ჩასცქეროდნენ და ეღიმებოდათ.პერიოდულად გახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს და იმ წამსვე გაიხედავდნენ ცნობისმოყვარეობის დამალვის მიზნით,თითქოს აშკარა არ ყოფილიყოს.... *** – -გაიღვიძე დე?? – -არა დე მძინავს და რო გამომეღვიძება განიშნებ-თქვა ნუკამ და საკუთარ ნათქვამზე გაეცინა.. – -მორჩი მაიმუნობას...ცოტაც მოითმინე და სახლში მივალთ... – -როგორც იქნა რა..მუსიკას მოვუსმენ მაინც ხომ არ გეწყინება ?? – -არა რატომ უნდა მეწყინოს 730 დღის 4 საათისა და 45 წუთის უანხავი ქალიშილის სურვილი ყურსასმენები გაიკეთოს და მონატრებულ დედას არ დაელაპარაკოს?-ნაღვლიანად უთხრა და გამჭვირვალედ მიანიშნა რომ გვერძე გადაეგო ყურსასმენები. – -კარგი ხო არ მოვუსმენ..-ისე გისწავლია ნამუსზე აგდებები დე ხო იცი შენ!-სიცილით უთხრა ნუკამ – -შენი და-ძმის ხელში ეგეთებს კი არა ,უარესებს აითვისებ ეს ონავრები რომ დააწყნარო და მოარჯულო – -საყავრლები,ჩემი პატარები როგორ მომენატრნენ,ეს საცობი რა ჩემდა ჭირადაა რა უბედურ.. – წუწუნის დამთავრება არ აცალა დედამ: – -გვეღირსა გამოღწევა ნუკა! 10 წუთიც მოითმინე და სახლში ვართ გახარებული გოგონა აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს,მაგრამ დაჩი ვერ შეათვალიერა,მიწერა როგორც კი დააპირა მაშინვე შეტყობინების ხმამ შეაჩერა: – -სად წახვედი? :დ <3 – -შენ თვითონ სად წახვედი დაჩი ? :დ – -მე უკან დავრჩი,ზოგიერთებივით კი არ გამიმართლა.. – -საყვარელი.. :დ სახლში მივალ რამდენიმე წუთში და როცა გამოაღწევ მაგ საგიჟეთიდან,მომწერე... – -კი აუცილებლად... <3 მერე შენი მისამართი მომწერე და გამოგივლი.. – -კაი ვნახოთ დღეს თუ გამოვედი... – -კაი რა ვიცი რო დაღლილი ხარ მაგრამ 1-2 საათი გეყოფა დასასვენებლად მერე კიდე განტვირთვა დაგჭირდება დამიჯერე,ასე რომ გაემზადე დღეს 7-ზე გამოგივლი.. – -ოოჰ..როგორი მიზანდასახულები ვყოფილვართ – -ჯერ სად ხარ ... ;) <3 ასე დამთავრდა მათი მიმოწერა. სახლში როგორც კი შეაბიჯა თავისი და-ძმა დიდი პლაკატით შეეგება,რომელზეც ეწერა :“ნუკა,ძალიან მოგვენატრე“.გახარებული ჩაეხუტა მათ. -აბა ჩემო პატარებო ,რომ იცოდეთ რაები ჩამოგიტანეთ.. ერთ რამედ ღირდა გახარებული ბავშების სახის დანახვა .მეგი დიდი სიხარულით უყურებდა ამ სანახაობას. – -დედა, მამა სადაა ? – -წასულია დე, არ ვიცი სად, მეც არ მითხრა ,მაგრამ მალე მოვა. ნუკამ ამოალაგა ნივთები საჩუქრებიც დაურიგა ოჯახის წევრებს.მამისთვის კი ცალკე გადადო.ცოტახანში კარზე ზარის ხმა გაისმა.კარი ნუკამ გააღო. – -მამას სიცოცხლე ჩამოსულა...როგორც მომენარე ნეტა იცოდე...-უთხრა და სიხარულით აღსავსე ზურა ჩაეხუტა. – -რომ იცოდე რა ჩამოგიტანე...-თავისი ჭკუით დააინტრიგა მამა – -და შენ რომ იცოდე რა ჩამოგიყვანე..-მამამაც არ დააკლო.მაგრამ ამ სიურპრიზს ხვალ მოგართმევენ. მონატრებულ ნუკას დიდი ზარ–ზეიმით შეხვდნენ.იგი აივანზე გავიდა და გასცქეროდა შეცვლილ გარემოს.ის მოედანი ,რომელზეც თავის დროზე ათენებდა და აღამებდა ,აუღიათ და მის მაგივრად სავარჯიშო დარბაზე აუშენებიათ, ხეები დაურგავთ,ერთი სიტყვით ნუკა სასიამოვნოდ გაოცებული იყო,თუცმც გული სწყდებოდა რომ აღარ იყო ის რაც მის ბავშობას უკავშირდებოდა და გულს უხარებდა...ნოსტალგიამ შეიპყრო,მოგონებებმა ღრმა ბავშვობში გადააგდო იგი.იდილია დაურღვია sms-მა. – -რას შვები აბა ? მზად ხარ ?სად გამოგიარო? ამ sms-მა გააღიმა იგი,მოუხედავად ყველაფრისა ასე მოულოდნელად და განსხვავებულად არ გაუცნია არავინ.მისამართი მისწერა და გამზადებას შეუდგა.ჩაიცვა მაღალწელიანი თეთრი ჯინსის შორტი ,შავი თავისუფალი ტოპი,პიკაჯი და თავისი საყვარელი შავი ბათინკები.მაკიაჟი მსუბუქად ,მაგრამ ლამაზად გაიკეთა..მას მხოლოდ ერთი და მთავარი აკლდა და მანაც მიწერა: – -ჩამოდი გელოდები.. – -გამოვდივარ . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.