შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(5)


13-02-2017, 16:36
ავტორი lile-eli
ნანახია 3 257

იმ ბიჭმა კი, გიგის ბოლომდე გამწარება მოინდომა:
-ეი ჩემპიონო, დედაშენი მომიკითხე!..
-ედაჩემის საფლავზე უნდა დაგკლა შე “სი*”! და მისკენ გაიქცა გიგი
-აი ახლა მართლა მოკლავს..

5.
ჩაილაპარაკა თემომ, რადგან ამჯერად გიგიმ დაივიწყა, ჩემი იქ ყოფნაც და ყველაფერი ისე გაიქცა, უშვერი სტყვებით ჯერ დაარტყა და მერე ფეხით შესდგა, მარი ბიჭების დსაძახებლად გაიქცა, იმ ბიჭის მეგობარი უშედეგოდ ცდილობდა გიგის გაჩერებას, გიგიმ გააფრთხილა..
-ხელი არ შემიშალო უნდა მოვკლა, ეს “ნაბ*რი”.. გადი აქედან! იცოდე შენც მოგხვდება!
ხელი კრა და ისვ „გინების მეფეს“ მიუბრუნდა, საყელოში წვდა და მუშტით განაგრძო.. თემოზე გავბრაზდი, მეგობარს უნდა უყუროს მეტი არაფერი..
-შენ რას დამდგარხარ გააჩერე, მართლა მოკლავს!
-ახლა მასთან მისვლა შარია, მეც ვერ მიცნობს...
უემოციოდ მითხრა თემომ ბიჭები მოვიდნენ გიგის სთხოვდნენ გაჩერებას მაგრამ ის, მართლაც შეურაცხადი იყო.. არავის საუბარი არ ესმოდა, იმ ბიჭის დასახმარებლადაც მოცვივდნენ და ჩხუბში ჩარევა სცადეს, მაგრამ არცერთს საშუალება არ მისცეს და გიგიმდე არ მიუშვეს, ეგ ხომ ხელის შეწყობაა? ესენი ვინ არიან? შემეშინდა გიგი მართლა მოკლავდა მას.
-თემო მიდი, გთხოვ..
-თუ ასე გინდა შენ თვითონ მიდი!
უტაქტო ხომ არის, მაგრამ მემგონი დებილიც.. მივედი და გიორგის ვუსაყვედურე გაკავების მაგივრად გიგისთვის მიეხედათ, სანამ მე ველაპატრაკებოდი გიორგის დაარტყა ერთმა, და გიგის მივარდა, მაგრამ გიორგიმ, გიგიმდე არ მიუშვა და გადავწყვიტე მე მივსულიყავი გიგისთან, ვთხოვე თავი დაენებებინა, ხელი მკრა, წავბორძიკდი, ძალიან გავმწარდი (როგორც დიტო ამბობს გავსვანდი) ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი არმახსოვს ზუსტად, ხელის კვრის მიუხედავად, მაინც მივედი და მუშტი, რომელიც უნდა დაერტყა დავუჭირე, არ ვიცი მისი ძლიერი ხელი როგორ შევაჩერე, ალბათ უფრო შევაფერხე და გიგის ყურადღება გავფანტე ჩემსკენ შემობრუნდა, ალბათ იმიტომ, რომ დავუყვირე კიდეც..

-გიგი საკმარისია!...
რომ შემომხედა, გავაგრძელე ყვირილი:
-მოკვდება და გიღირს?!
ცოტა ხანი მიყურებდა გაოცებული, თითქოს ვერ მიცნო ან ჩემგან არ ელოდა არ ვიცი, უცნაური გამოხედვა ჰქონდა..
-კრგი, კარგი. ელი ბოდიში..
-წავიდეთ აქედან!
გაბრაზებული სიტყვა დავუგდე და წამოვედი, გიგიმ იმ ბიჭს მიმართა:
-შენ ხვალ შეგხვდები “ნა*ო”! ხვალ, გაიგე?! წავედით ბიჭებო!
თემომ გაოცებული ღიმილით შემომხედა.. რბოლა გადაიდო, მანქანებთან მოვგროვდით ყველა, გიორგიმ რესტორანში გველოდებიანო და შემოგვთავაზა წასვლა, გიგიმ მე შემომხედა, დამნაშავე ბავშვის თვალები ჰქონდა.
-წამოხვალ?
-წამოვა აბა რა.. ელი გთხოვ..
-რესტორნის ხასიათზე ხართ?
-კარგი რა ელი, გიგიმ ცოტა ივარჯიშა და ეგ არი..
ხუმრობა სცადა გიორგიმ, გიგიმ მას რაღაც გადაულაპარაკა და მანქანებში გავნაწილდით.. რუსთავის გზაზე სხვა მიმართულებით გააგრძელა გზა, იქ მივედით სადაც ავტომანქანის მართვას მასწავლიდა, თბილისის ზღვაზე, შემომხედა. ღიმილით მიყურებდა.. ხამა არ ამომიღია, რადგან რასაც იმ წუთში ვფიქრობდი იმის მოსმენა ვიცი გულს ატკენდა და გაჩუმება ვარჩიე..
-ელი თუ გინდა არ წავალთ რე...
-შენ უნდა წახვიდე!
-ბოდიში, ზედმეტი მომივიდა. ჩემთვის ძალიან რთულია თავის შეკავება როცა ჩემსას ეხებიან..
-ყოველთვის ასე სრულდება ეგ სპორტი?..
გაეღიმა.. მისი ღიმილი სიბრაზეს მავიწყებს ნეტა რატომ ვერ ვინარჩუნებ პოზიციას მას როცა ვარ?..
-ყოველთვის არა. მაგრამ ძალიან მაგარია, ერთგვარი თერაპიაა.
-რომელი?
-ვერ გავიგე?
-რომელია თერაპია, რბოლა თუ ჩხუბი?
-რათქმა უნდა რბოლა, აი ნახავ როცა მანქანში იქნები მოგეწონება..
გამიკვირდა ასე რატომ არის დარწმუნებული, მაგრამ ისეთი გრძნობით ამბობდა, მივხვდი მისთვის ეს რაღაც არის მთავარი და უნდა რომ მეც გამიზიაროს ან უფრო შემაყვაროს..
-მე?..
თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.. პატარა ბავშვივით იყო, ისეთი წინააღმდეგობას რომ ვერ გაუწევ და დასჯითაც რომ ვერ დასჯი.. ვაი ლილე გელოვანო, რაზე ფიქრობ? სად არის შენი პრინციპები? სად დაგრჩა კარგად გაიხსენე!..
-მერე ღირს ეს სპორტი ასეთ ჩხუბად?
-გთხოვ.. ასე რატომ ამ...
-კარგი გასაგებია რის თქმასაც ცდილობ, უფრო სწორად შევეცდები გავიგო, დრო მჭირდება, ამ ყველაფრის ძალიან მეშინია და ამის მიზეზი მაქვს..
-რა მიზეზი?
-ავარიაში მოვყევი ადრე.. მერე მოგიყვები..
-არ ვიცოდი. ელი..
უბრალოდ გამიღიმა, დანარჩენი თვალებით მითხრა.. ისეთი თბილი გამოხედვა ჰქონდა, მის თვალებში სამუდამოდ ყურების სურვილი გამიჩდა..
-სისხლი ისევ მოგდის..
-ხო?
ჩემსკენ გადმოიხარა და მანქანის სათავსოდან სველი სალფეთქი ამოიღო, ხელი დავუკავე, გამოვართვი და მე მოვწმინდე სისიხლი, კმაყოფილი მიყურებდა. სახეზე, ღიმილი დასთამაშებდა მის ღაწვებს და ეს უფრო ლამაზს ხდიდა..
-მორჩა, მაგრამ სანტავიკი ვიყიდოთ და სისხლი აღარ წამოგივა.
-იყოს არ მინდა, მადლობა.
ისე მითხრა ტანში ჟრუანტელმა დამიარა.. არ ვიცი როგორ, უცებ ნატკენ წარბზე ვაკოცე, მისმა გაოცებულმა სახემ გამომაფხიზლა, ძალიან შემრცხვა. სახე გამიხურდა ალბათ გავწითლდი კიდეც..
-აი ამად ღირდა!
კმაყოფილმა წარმოსთქვა, სირცხვილმა კიდევ უფრო დამაბნია და ხელის ჩქარი მოძრაობით შევინახე სალფეთქი.. მის ღიმილს ვგრძნობდი, მაგრამ არ ვუყურებდი. ამიტომ თვითონ საცადა უხერულობის გაფანტვა..
-წამოხვალ?
პასუხი არ გამიცია მის სახეს დავაშტერდი, უფრო სწორად დამავიწყდა პასუხის გაცემა. მან კი თანხმობად ჩათვალა.. მასთან ყოფნა მართლა მინდოდა, თუ წავიდოდი ბათუმში, კვირამდე ვეღარ ვნახავდი და ეს ყველაზე მეტად მეძნელებოდა.. რესტორანში მივედით, ყველას გაუხარდა განსაკუთრებით გიორგიმ და მარიმ გამოხატა. მარიმ ყველაფერი გააკეთა რომ არ მომეწყინა, თუმცა თემო თავისი უაზრო კომენტარებით ცდილობდა ჩემი ხასიათის გაფუჭებას, მისი გამოხტომები ძალიან უმნიშვნელო იყო ჩემთვის, არ ვაქცევ ყურადღებას ხოლმე, მაგრამ იმან მიიქცია ყურადღება, რომ გიგი ჩემს მიმართ ყურადღებას მოადუნებდა თუ არა, მაშინ დამიგდებდა ხოლმე სიტყვას.. დასკვნა გავაკეთე, რომ გიგის გაფრთხილებული ყავდა და ჩუმად ცდილობდა ჩემს გამწარებას..
კარგად მოილხინეს, მეც გავერთე ბავშვობა გაიხსენეს ბევრი ვიცინეთ.. თუმცა დღევანდელმა დღემ ბევრ რამეზე დამაფიქრა. თუნდაც ის რომ საყვარელი მამაკაცი სხვანაირი იყო. არ ვიცი რამდენად ნორმალურია ის რომ ძალიან სერიოზული და მამაკაცური ადამიანი უცებ ძალიან ბავშური და ანცი გახდეს?.. ვერ ვიტყვი რომ არ მომეწონა გრძნობებს რომ გზა გაუხსნა, მაგარამ დამაფიქრა იმან: კიდევ რა შეუძლია, ვინ არის სინამდვილეში? საბას ნათქვამი გამახსენდა, აზრები ამერია თავში. ამ ადამიანმა ისევ გამაოცა.. ყოველ დღე ახალს ვიგებ მის შესახებ და ბოლოს ვინ აღმოჩნდება? თუ ის არის ვისაც ეხლა ვხედავ? aნ მე მინდა ასეთად ვხედავდე.. სახში მისულმა ფიქრი დავიწყე და ერთად ყოფნის პერიოდს თვალი გადავავლე. ძალიან ჭკვიანია, გავიფიქრე.. ჯერ ის დამანახა და ისეთი გიგი გამაცნო, რომელმაც ჩემში დიდი სიყვარული დანერგა, ღრმა ფესვებით. ბოლოსთვის შემოინახა ის რაც მე დაფრთხობდა.. ესეიგი კარგად მიცნობს.. ამ ფიქებში ჩამეძინა დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. სამსახურისკენ ავიღე გეზი.. კორპუსთან ველოდი ისევ მაგარამ არ დამხვდა. სამსახურში შესვენებაზე გავედით გოგონები დავგეგმეთ, საღამოს რვა საათზე გასვლა, სალოსაც და საბასაც შევატყობინე.. შესვენებიდან მისულს, მენეჯერმა გამოგვიცხადა რომ არ გვიშვებს და ოთხშაბათს სამსახურში უნდა ვიყოთ! თამომ და ანამ გააპროტესტეს, მაგრამ უშედეგოდ.. მენეჯერმა მე მომართა:
-შენც იყვირე ბარემ..
ხმა არ ამომიღია, რადგან ვიცი მასთან საუბარს აზრი არ აქვს ხასიათი გამიფუჭდა.. დავაპირე დამერეკა სალოსთან და მომდის სმს”
-“ცუღლუტო მაპატიე.. დილით რომ ვერ დაგხვდი. გუშინ ძალიან ბევრი მომივიდა და ახლა გავიღვიძე.”
-“ძილისგუდა! ადექი, ბალიში მაინც შეიცოდე..”
-მიდიხარ?
-არა. ოქრო მენეჯერმა გადაიფიქრა..
-რატომ?
-არ ვიცი. განაწყენებულია.
-შენზე?
-არა. კაცებზე..
-ოხ ელიიი. არ იდარდო გადაუვლის და გაგიშვებთ.
-არ ვდარდობ. ასეა საჭირო ალბათ. წავედი თორემ მომხვდება.
-კარგი, დროებით.
აღარ მიმიწერია გამოვიდა ჩვენი ოქრო და გვათვალიერებდა თუ ვჭორავდით მას. მერე მიზეზი ექნება ჩხუბის, ხალხიც ბევრი იყო და მასზე სალაპარაკოდ არ გვეცალა.. უცებ დირექტორი გამოვიდა მოგვესალმა და გაგვიჩერდა სალაპარაკოდ, როგორც წესი ასე არ იქცევა და ყველას გაუკვირდა, ჩვენი ოქროც დადნა და გაინაზა რაც ძალი ჰქონდა.. დირექტორმა თავისი მკაცრი ხმა შეეცადა მოსიყვარულე გაეხადა და დაიწყო:
-აბა გოგოებო მიდიხართ ბათუმში?
ყველას გაოცებული სახეები მას მიაშტერდა და მენეჯერმა გაკვირვებულმა უთხრა:
-ბატონო პაატა არღარ მიდიან, უკვე ველაპარაკე..
-და რატომ არ მიდიან? მეორე სმენათან მოუგვარე და გაუშვი!
-კარგი ბატონო პაატა..
გოგონები სათითაოდ შეგვათვალიერა, უფრო “ბეიჯები” გადაიკითხა, აშკარად მე დამაკვირდა, უხერულად ვიგრძენი თავი, ანის ეს არ გამორჩენია..
-გოგო შენ გიყურებდა. გიცნობს?
-არა. საიდან მოიტანე?..
-ვინმეს სთხოვეთ გოგონებო?!
დამცინავი ტონით მოგვმართა მენეჯერმა და წასვლილსას ჩაილაპარაკა:
-მომიგვარეს უცებ.. დამაცადეთ!..
-თამო, როგორ გვიყურებდა ნახე?
-ელი მემგონი მოსწონხარ..
თამუნამ გააგრძელა
-რას ბოდავ!.
-კაი გოგო, რატო ბრაზობ? იცი რა მაგარი შვილი ჰყავს? (თამო)
-აბა გოგო, ისეთი ლამაზი და „კაიტიპია“ გოგოები ოცნებობენ მაგის შვილზე..(ანა)
-მერე იოცნებეთ!..
-აუ ელი რა სარძლო “გავაძრეთ”?..
ანამ აიტაცა და მთელი დღე პროგრამაში ვიყავი.. მერე თამომ ისევ ოქრო უფროსის სახე მოირგო და წასვლის დროც დადგა. სახლში მივედი ჩავლაგდი და ჩემი ზურგჩანთით გავეშურეთ ბათუმისკენ, სალომ გოგონებთან საერთო ენა მალე იპოვა, მე გზაში ჩამეძინა კომფორტული იყო ახალი მატარებელი და გზაც მალე დაილია. ბინაც მოგვეწონა, რომ მივედით “ორბი”-ს სამი დიდი კორპუსი დავინახე თავი ევროპაში მეგონა ისე გამიხარდა ასეთი ლამაზი ქალაქი ჩემს ქვეყანასაც აქვსთქო გავიფიქრე.. ბინა ძალიან დიდი იყო, სამი საძინებელი ჰქონდა, მისაღები და სამზარეულო ერთად იყო, სრული კომფორტით. ანას ბიძის ბინა იყო, ორი დღით დაგვითმო, გავნაწილდით ოთახებში მე და სალო ერთად მოვთავსდით აივნის ოთახი დაგვითმეს გოგნებმა, რადგან ისინი ცალ-ცალკე დალაგდნენ. გავედით ბათუმი არ მქონდა ნანახი სულ ორჯერ ვიყავი ნამყოფი და ისიც ადრე. ახლა ძალიან ლამაზი და უფო დიდიც მომეჩვენა. დაღლილებმა აჭარულით გავილაღეთ და სახლისკენ ავიღეთ გეზი. სმს მომივიდა:
-ბათუმი ისე მოგეწონა დაგავიწყდი ხომ?..
-არა. მეგონა არ გეცალა..
გამიკვირდა საიდან გაიგო მე არ მითქვამს. მეორე სმსც გავუგზავნე:
-რა იცი რომ ბათუმში ვარ?
-ვინ გითხრა რომ დაკავებული ვარ?
-“გინების მეფის” შესახვედრად არ წახვედი?.
-ვისი? რას გულისხმობ?
-გუშინდელი ღამის გაგრძელებას..
-ხოო. ახლა უნდა შევხვდე.
-იმედია არ იჩხუბებ. გთხოვ..
-“გინების მეფე” მომეწონა. წავედი ღამე მშვიდობის.
საუბრის თემა შეცვალა, მეც დავემშვიდობე. მარკეტს მივაშურეთ, გემრიელობები ვიყიდეთ და პიცის მასალაც, რადგან სამლომ ჩემს პიცას გოგონებთან საოცარი რეკლამა გაუკეთა.. მე კი ეგ საქმე არ მეზარება, მითუმეტეს შეიძლეა თამოს საქმრო ჩამოვიდეს და რაღაცეები გავამზადოთო
-მეორე დღისთვის.. დავლაგეთ ნობათი ბინაში სალომ გიტარა ნახა და ჩვენც
-მეტი რა გვინდოდა გოგონები კარგად გავერთეთ, ცოტა კონიაკიც დაგვეხმარა, საბამ დაგვირეკა მანაც მოგვისიყვარულა და გაგვაფრთხილა რომ უფროსი ჩადის მასთან და უნდა დარჩეს.. მოკლედ გადაწყდა მატარებლით მივდივართ და ბილეთები უნდა ვიყიდოთ.. ოთხის ნახევარზე საწოლისკენ დავიძარით და სმს მომივიდა:
-“ბოდიში თუ გაგაღვიძე.. თხოვნა შესრულებულია არ მიჩხუბია.. ძილინებისა ცუღლუტო”.
-“ძალიან კარგი. მადლობა, რომ გაითვალისწინე. ძილინებისა ძილისგუდა”.
კიდევ უფრო ბედნიერმა დავიძინე, ვიდრე ვაპირებდი.. დილით ადრე გამეღვიძა, წვიმდა მაგრამ სასიამოვნო სანახაობა იყო ზღვის სივრცეში ყურება.. წვიმიან ამინდშიც კი შეიძლება თურმესაკუთარი აზრებისა და ფიქრების გაფილტვრა, როცა ისეთ ვინმეზე ფიქრით იღვიძებ, როგორიც ჩემი ძილისგუდაა.. წავედი და მატარებლის ბილეთები ვიყიდე, მაგრამ ოთხშაბათის გაყიდული იყო, ამიტომ ხუთშაბათ დილის ბილეთები ავიღე.. სახში მივედი, თამო და ანა ნერვიულობდნენ, სალომ კი იცის ჩემი დილით სეირნობის ამბავი და არ გაკვირვებია. ვისაუზმეთ ცოტა გავიარეთ, ატრაქციონებზეც დახსდნენ, მე არა.. ისევ გაწვიმდა და ცოტახნით კაფეს შევაფარეთ თავი, საღამოც დადაგა, წვიმის მიუხედავად მხიარულად ვიყავით.. თამოს შეყვარებულმა უარი უთხრა ჩამოსვლაზე და ცოტა მოიწყინა მაგრამ ჩვენ რისთვის ვიყავით მანდ.. კონცერტიც დაიწყო... ძალიან გამიცრუვდა იმედი იმაზე მეტს ველოდი ვიდრე წინა კონცერტზე, აკუსტიკა არ ვარგოდა, თან წვიმაც აფუჭებდა ყველაფერს, მოკლედ ჩემი სალოს სიმღერების მოსმენა ნამდვილად მერჩია სახში მყუდროდ.. სიუ სმს-თიმოვიკითხე, მანაც პასუხი არ დააყოვნა:
-მოგწონს კონცერტი?
-არა პირველი ჯობდა, არადა “Maroon 5”– ისგან მეტს ველოდი.
-რატომ?
-დღემდე მეგონა Robbie Williams- სზე უკეთ მღეროდა, მაგრამ აქ არც აკუსტიკა ვარგა.
-ეს იმიტომ, რომ მე არ ვარ მანდ!
მესიამოვნა ეს სიტყვები და რასაც ვგრძნობდი მივწერე..
-ასეა!
აღარაფერი არ მოუწერია, გოგნებმა დამიძახეს და გასეირნება გადუწყვეტიათ, კონცერტის მიმდებარედ ვსეირნობდით ფოტოებსაც ვიღებდით, აქაც მაკლდა ჩემი ფოტო აპარატი, ამიტომ ტელეფონი დავტვირთე.. უკვე ძალიან გვიანი იყო, გოგონებმა მივიდეთ კონცერტთან ახლოს და სახლში წასვლა დავგეგმეთ, მაგრამ დიტომ დამირეკა:
-ელი როგირ ხარ? სად ხარ?
-არამიშავს შენ?
-სად ხარ? მოვალთ.
-არა დიტო მე ბათუმში ვარ, რომ ჩამოვალ მერე გნახავ.
-ბათუმში ვართ და მოვალ. სად ხართ?
ტანში ჟრუანტელმა დამიარა სიუსთან ერთად ჩამოვიდა გავიფიქრე, მაგრამ ის ხვალ მიფრინავს და ჩავთვალე დიტო ხუმრობდა. ხუმრობის გამო მოხვდებოდა დავემუქრე და ვიღაცას გადაულაპარაკა:
-მოიცა ელი!.. ხომ გითხარი შეჩ*მა არ დამიჯერებს და შენ დაელაპარაკე..
-ელი როგორ ხარ?
-კარგად.. შენ?
-ენა დამება..
-ბათუმში ვართ და მოვალთ.. სად ხარ?..
-მე?.. ჩვენ?.. შესასვლელთან ვართ გარეთ..
-რა გჭირს ელი ვის ელაპარაკები?
განერვიულდა სალო, გოგონები დაიძაბნენ, საკმაოდ სწრაფად მოვიდნენ ბიჭები, გრუპა სრული შემადგენლობით საბას გარდა, მარი და დემეც იყვენ.. ახსნაც აღარ დამჭირდა, ყველა გადავკოცნე, სალომ გაცნობის საკითხს მიხედა, რადგან მე ძალიან დავიბენი.. ძალიან თბილი თვალებით მიყურებდა, ჩემსკენ წამოსულს სახეზე ღიმილმა გადაურბინა..
-ელი როგორ ხარ?
-არ ვიცი.
გულუბრყვილოდ ვუპასუხე, ხელები კისერზე შემოვხვიე, მან კი წელზე მომხვია ხელი და ძალიან მაგრად მიმიზიდა, ძალიან დიდი ხანი ვიყავი ალბათ ჩახუტებულები, რადგან სალომ ჩუმად დამიძახა და მანიშნა გოგოებს შეხედეო, რადგან ანა და თამო გაშტერებულები იდგნენე და თამო მეკითხება:
-ელი ეს ბიჭი.. ამ ბიჭს იცნობ?.. ეს ხომ გიგი ლომიძეა?..
-ელი იცი ეს ბიჭი ვინ არის?..
გააგრძელა ანამ
-მემგონი კი..
-რატომ მემგონი?..
ნაწყენმა მკითხა და ხელი გადამხვია..
-ყოველთვის მაოცებ და იმიტომ..
-წამო წავიდეთ გველოდებიან და მერე გავისეირნოთ.
დემემ, მარის დის სახლში დაგვპატიჟა, მარისთან ურთიერთობა ძალიან მარტივია ამიტომ წავედით, დიტომ ეს ყველაფერი უკომენტაროდ დატოვა და ძალიან გამიკვირდა, მოწყენილი მომეჩვენა, ის ასეთი ძალიან იშვიათად არის, მერე ჩავიგდებ ხელში გავიფიქრე და სიუს ნაბიჯებს ავყევი, უკნიდან ხმიები მომაყოლეს გოგონებმა სალოს ეუბნებოდნენ:
-ერთი ამას უყურე, რა ბიჭი “აუგდია”..
თამომ წაისისინა.
-რად უნდა ბატონი პაატას რძლობა ახლა ამას?..
ანაც აჰყვა ქალბატონს.
-გოგოებო მესმის!.. მოგხვდებათ!
-რაზე ლაპარაკობენ?
სიუ დაინტერესდა..
-არაფერზე. საინტერესო არაა. აი შენ რა ცნობადი სახე ყოფილხარ?..
-აბა. მეც ახლა გავიგე. (გიგი)
-ელი ცნობისთვის, არც ის ბიჭი დაიწუნება!... (თამო)
თამო აშკარად გიგის მოთმინებას ცდის, ამიტომ მოყოლა ვარჩიე..
-ხო და შენთვის დამითმია!
დღეს დირექტორი გამოვიდა რეგისტრატურაში, არ ვიცი როგორ გაიგო ჩვენი ამბავი, ჩვენს მენეჯერს უთხრა გოგონები გაუშვიო ამათ დამაბრალეს შენ გიყურებდა და სარძლოდ მოსწონხარო..
დიტომ და გიგიმ გადაიხარხარეს და დიტომ ხმა როგორც იქნა ამოიღო..
-მერე ამაში ცუდი რაა?. (დიტო)
-რაა? დიტო რას ბოდავ?
-იქნებ ასეც არის?..
განაგრძო გიგიმ, ასეთ კითხვას გიგსგან არ ველოდი, გაოცებულმა შევხედე და ხელი გავაშვებინე, ცოტა წინ წავედი და გიორგის, მარის და დემეს შევუერთდი.. იქვე თემო და ნიკაც მოგვყვებონენ დიტომ უთხრა:
-არ უთხრა თორემ გაგიბრაზდება, არ ევასება ეგეთები..
მაგარამ ვერ გავიგე რა იგულისხმა, სიუ დამეწია ხელი გადამხვია ლოყაზე მკოცნიდა და თავი გავწიე..
-ხელი გამიშვი!
-კარგი ბოდიში, გეხუმრე..
-არ მიყვარს ასეთი ხუმრობა, მითუმეტეს..
-ვიცი, არც მე არ მიყვარს!
-ხოდა გავიცნობ იმ ბიჭს!
ხელი გადამხვია ისევ, ამჯერად თავი ვერ დავიძვრინე მსი ძლიერი ხელი ისე მიჭერდა. ნიკაპზე მიჩქმიტა და მითხრა:
-ნუ ცუღლუტობ!..
-თორემ?..
-დაისჯები!
-როგორ?..
ჩამოვრჩით ნაკადს და დიტომ აშკარად ხელის შეშლა სცადა, დაგვიძახა მივედით მანქანებში გავნაწილდით მარის დაც და მეუღლეც ძალიან მხიარულები იყვნენ.. ძალიან დიდი და ლამაზი სახლი ჰქონდათ, ხალხიც ბევრი ირეოდა, როგორც ჩანს გაქირავებული ჰქონდათ ოთახები.. აჭარული სუფრით კარგად ვისიამოვნეთ, დიტო სიგარეტის მოსაწევად გავიდა და გავყევი:
-მოდი ელი. დაბოლდები?
-არა მადლობა. რა გჭირს შენ?
-არაფერი. რა მჭირს?
-რამე მოხდა? საბასთან ხომ არ..
-არა. რას ამბობ.. არაფერი არ მოხდა?.. რალის მერე აიჩემა უნდა წავიდეთო და მეც გამოვყევი. დაღლილი ვარ მეტი არაფერი..
ხელი გადამხვია, დაიწყო თავისებური, ხუმრობები.. ანაზე გადამატანინა ყურადღება..
-ანა როგორი გოგოა?
-არ ვიცი.
-ეგ როგორ?
-მე რაც უნდა ვიცოდე კარგია, მაგრამ დანაჩენი შენ გაიგე..
-აქ რადგან არის ესე იგი კარგი გოგოა!?..
-ხომ იცი ნაადრევად დასკვნებს ვერიდები..
-მაძლევ უფლებას ვაწვალო?
-კარგი მაგრამ, “ერთჯერადი გოგო” არ არის!
-მაგას მივხვდი.
ბიჭები გამოვიდნენ გარეთ, ყველანი სიგარეტს დაეწაფნენ, გიგიმ შემოგვხედა და დიტომ დაუძახა, მასზე კარგად არავინ იცნობს..
-გიგი მოდი რაღაც უნდა გკითხო..
-რა არის?
-მემგონი დიტოს “კუბიდონმა” ისარი ესროლა..
გემრიელად იცინესს ბიჭებმა..
-მორჩი ელი!..
დაიყვირა დიტომ, თურმე ანაც და სალოც გარეთ გამოვიდნენ, მე მეძებდნენ აინტერესებდათ თუ ვიმღერებდი, სახში შესვლისას თემომ კომენტარის დაგდება მოახერხა:
-წადი. კაცებში რა გინდა ნეტა?..
გავიხედე გიგისკენ და აშკარად არ გაუგია, ნიკამ გაიგო და გაიწია..
-რას ბოდავ შეჩ*მა!
ხელი მკლავზე მოვკიდე ნიკას, თვალით ვანიშნე, მე გავცემ პასუხს..
-რა გინდა თემო? სიგარეტი მივირთვი და მივდივარ..
ვიცოდი ამას არ ელოდა და სახე ისეთი მიიღო, შემეცოდა. გიგისკენ გაიხედა და თქვა..
-თემო დღეს მაინც არ გამაბრაზო! გიგიმ გააფრთხილა
-არა ტო, გარეთ ცივა..
თემო ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა, გოგონები ხარხარით შევედით სახში, მაგრამ შემეშინდა არ იჩხუბონ და მარი გავაგზავნე სახში შემოსულიყვნენ, როცა შემოვიდნენ მარიმ მანიშნა ყველაფერი რიგზეაო.. ყველა შემოვიდა თემოს გარდა.. ძალიან კარგად ვერთობოდით, ყველას მოგვეკიდა სასმელი დიტოსაც და ცოტა გამხიარულდა..
-უცებ თემო შემოვიდა და სამი გოგოც შემოჰყვა, ძალიან მხიარულები და “საყვარლები”, აქ არიან სტუმრადო.. მეზობლად ბინა ჰქონდათ, ნაქირავები.. ბიჭების სახეებით მივხვდი არ ესიამოვნათ, მაგრამ მე გიგის რეაქცია უფრო მაინტერესებდა, მაგრამ მაგას ხომ ვერაფერს შეატყობდი, თუ არ უნდა ისე უჭირავს თავივერაფერს მიხვდები..
-გოგოებო გაიცანით ესენი ჩემი მეგობრები არიან, ბიჭებო ესენი კი სტუმრები არიან თბილისიდან: ქეთი, ნუცა და ლელაა.
-ვაიმე გოგოებო ნახეთ აქ ვინ არის?. გიგი ლომიძე და მისი მეგობრები.. თემო კი დაავიწყდა..
ლელამ გოგონებთან თავი მოიწონა..
-მაგას ხომ ყველა იცნობს.. ოხ თემო, თემო..
დასცინა დემემ. თემოს თვალით მიანიშნა ცუდ საქციელზე..
-ეს ნინის შეყვარებულია.. აი ის მაგარი გოგო რომ არის..
ბიჭებმა მაგრად იცინესს გიგის გოგოთი იცნობენ.. მაგრამ მე საერთოდ არ მეცინებოდა, მივიხატე ღიმილი..
-ნინის კარგად ვიცნობ.. 5 წელია ერთად ხართ, ხომ?
მიუბრუნდა კითხვით გიგის.
-ნინის კარგად იცნობ? მაშინ ისიც გეცოდინება რომ ჩემი შეყვარებული არ არის.. თან დიდი ხანია.
-არა ეს არ ვიცოდი.. რა უკვე შეცვალე?
გიგიმ გაიცინა და პასუხი არ გასცა, ვიგრძენი მე მიყურებდა და არ შემიხედავს.. ლელამ თავი არ დაანება მოგვიახლოვდა და ჩემი მისამართით განაგრძო დამცინავი ტონით:
-ამაში გაცვალე ნინი?არ ვიცი რა გემართებათ ბიჭებს..
მომეჩვენა გაფრთხილებულივით ლაპარაკობდა, ან მართლა კარგად იცნობდა ნინის, თუმცა ნინი ამ კატეგორიის გოგოს არ გავდა, როგორებიც ეს სამნი.. საუბარი გიორგიმ გააწყვეტინა მოგვიახლოვდა, ხელი მკლავზე მოკიდა და დაატრიალა, თან საცეკვაოდ დაპატიჟა, მოხერხებულად გააკეთა, იქ მყოფი ყველა გოგოს გული მოიგო.. სანამ ამას გააკეთებდა დამცინავი ტონით დააყოლა:
-ეჰ ლელა, სიყვარულს რა ვუთხარი, თორემ ორივეს შენ ჯობიხარ!.. წამო ვიცეკვოთ..
სიცილი ვეღარ შევიკავე, იმაზე გამეცინა, გიგის მეგობრები რომ იცავენ თავდასხმისაგან და უხერხულობას მუხტავდნენ.. გიგის გამოხედვამ და ცეკვავის დროს ლელას კმაყოფილი სახით ყურებამ გიორგის მიმართ, თავი დამაკარგინა და გადავიხარხარე.. მერე მეორემ (ქეთიმ) გაილაშქრა ჩემი მისამართით:
-რატომ არ ცეკვავთ?
-არ ვიცი ცეკვა.
-ნეტა რას ინაზები?ნუ გეშინია განსაკუთრებულს არავინ მოგთხოვს..
-მე მინდა განსაკუთრებული, ამიტომ ყურება მირჩევნია..
გიორგიზე მივანიშნე, ის მართლა ძალიან კარგად ცეკვავს, ყველა ცეკვას, ყველა მუსიკაზე.. ქეთიმ არ დააყოვნა მოგვიახლოვდა და გიგის მიმართა:
-მოსაწყენ ადამიანთან ჯდომას არ გირჩევნია ვიცეკოთ?
-ვიცეკოთ?
კითხვა დაუბრუნა გიგიმ, თანხმობის შემდეგ ნიკაპზე ხელი მომკიდა, მისკენ შემაბრუნა, მაკოცა და დაყოლა:
-ელი ბოდიში, მაგრამ ესენი უკვე თავს გავიდნენ!.. უნდა ვიცეკვო!..
ყველამ ერთხმად დაიყვირა, ტაში შემოკრეს “პორველი კოცნაც” გამოცხვაო.. სირცხვილისგან ხმა ვეღარ ამოვიღე, ძალიან მალე მობრუნდა ხელი გადამხვია თავზე მაკოცა, სალომ ეს შანსი არ გაუშვა და ფოტო გადაგვიღო, ის გოგონები იქ აღარ იყვნენ, არც თემო. აშკარა იყო რომ გიგიმ გაყარა ოთხივე.. ერთი სადღეგრძელოც დავლიეთ და მკითხა:
-არ ვიცეკვოთ?
-ცეკვა არ გამომდის..
დიტომ გააგრძელა:
-იმდენად არ გამოსდის, რომ ადამ კინაღამ ბავშთა-სახლში ჩააბარა..
-ამ სიმღერაზე გამოგივა, უბრალოდ ჩამეხუტე..
ღიმილით მითხრა.. ჩემი ხელები კისერზე დაილაგა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, როცა წელზე ხელი მომხვია.. ცეკვა დავიწყეთ.. Toni Braxton - Un-Break My Heart სიმღერა იყო ჩართული.. გამიღიმა
-ყველაფერი კარგად გამოგდის!
-მამხნევებ?
-aრა, საკუთარი თავის რწმენას გიბრუნებ!. უხერხულობისთვის ბოდიში..
გავუღიმე და სხვა თემაზე დავუწყე საუბარი.. არა სასიამოვნოა წვრილმანების განხილვა, ეს ურთიერთობას უფრო ართულებს..
-ძალიან სევდიანი სიმღერაა..
-ხო, მაგრამ მოგონებაა სასიამოვნო და მხიარული..
-მოგონებები კარგია..
-ოღონდ კარგი მოგონებები..
-მართალი ხარ!
ორივემ ერთნაირად ამოვიოხრეთ.. თითქოს ერთნაირი ტკივილისგან გამოწვული ოხვრა იყო.. უფრო მეტად მიმიხუტა და თავი მხარზე დამიადო.. მისი სუნთქვა გულში სითბოს მიღვრიდა.. სასიამოვნო წუთები იყო.. მუსიკა დასრულდა და დიტომ დაგიძახა, ისევ “დაგვაშორა”..
-დიტომ და სალომ იმღერეს ისინი ერთმანეთს ძალიან ეწყობიან დიდი ხანი ერთად მღეროდნენ, ძველი ამბები გავიხსენეთ და მოვყევით, დიტოს და საბას სკოლის ისტორიებს რა გამოლევს.. პერიოდულად ანას აწვალებდა.. გამახსენდა დათომ რომ დაგვპატიჟა ქორწილში.
-დიტო, დათო ვნახე ჩვენი კლასელი.
-სად? იქ აღარ ცხოვრობს..
-ცოლი მოჰყავს და ჩვენთან გადმოდის საცხოვრებლად.
-ცოლი მოჰყავს? ვინმე შეუყვარდა მაგას? მაგას როგორ უყვარდი...
-ვის დათოს? ეგ არ ვიცოდი.. როდიდან?
-აეროპორტში რომ დაგხვდით იმ დღიდან..
-კარგი რა.. დიტო!..
-მართლა გეფიცები.. მოკლედ ელის ვეძახდით.. “ილიპუპს” ჩემზე და საბაზე დაბალი იყო და სასაცილო..
- დიტო!.. ჩემზე დაბალი კლასში არავინ გვყავდა ხოო?..
-ყველამ აიტაცა, ჩემი სახელი..
-არა ამას არ ვამბობ, ჩვენთან შედარებით იყავი დაბალი.. სამი მუშკეტერი ერთად რომ დავდიოდით ელი სასაცილო იყო.. მეცხრე კლასის წარმატებით დამთავრების გამო მამიდამიმა ის და საბა ზაფხულში ამერიკაში წაიყვანა.. ორი თვის შემდეგ მე, სერგო ძია და დათო დავხვდით აეროპორტში, დათოს მანქანით. დათომ ბევრი ლაპარაკი იცოდა და არ გაჩუმებულა მთელი დღე, მაგრამ ელის ნახვის შემდეგ ხმა არ ამოუღია.. ელი მაგარი შეცვლილი დაბრუნდა.. საბა მოდის და ხელი უკიდია ელისთვის გავიფიქრე რა მაგარი გოგოა ნეტა ვინ არის მეთქი და ელიიიი..
-დიტო ნუ აჭარბებ რა..
-მართალს ვამბობ.. აი წარმოიდგინეთ მაშინ არავის ეცვა ხოლმე შორტები ქუჩაში და ელი “გაიჩითა” გაზრდილი, “აწოწილი” მაგარი რუჯით, წითელი “ლევისის” კედებით, თეთრი ჯინსის შორტით და წითელი პერანგით.. დათო დაშტერდა და მაგარი ვაწვალე, ელის როგორც შეყვარებულს ისე ვექცეოდი და ხო აზრზე ხარ რა ჭირდა.. იმ დღის მერე “ილიპუპი” შეიცვალა “ლევისა”-თი
-კარგი გეყოფა, თორემ რვა მარტის ამბავს მოვყვები!..
-აუ ელიი! გთხოვ..
მისი სახე რომ დავინახე და ანასკენ თვალი გააპარა გადავიხარხარე..
-მაშინ მორჩი!
-კარგი.. როდის აქვს ქორწილი?
-სექტემბერში.
-სექტემბერში? რომელ რიცხვში?
-მკითხა გიგიმ.
-ელი 25 ხომ?..
დიტომ მიმახვედრა გიგი დაინტერესების მიზეზს.
-ზუსტად არ ვიცი მემგონი 25-ში. რატომ მეკითხები?
დიტოს გავხედე ღიმილით, მან თვალი ჩამიკრა..
-ისეთი არაფერი..
-ელი ძმა ხარ!
დაიყვირა დიტომ და გიგიც მიხვდა..
-ყოჩაღ ელი..
-აუ გიგი იცი, ელიმ რა გაუკეთა მაგას?
-დიტო! არ მოყვე!.
-რა?..
-დაიბარა და “მაგარი ეჩხუბა”..
-რატო? აბა მოყევი..
გიგის ინტერესი უფრო გაუმძაფრდა, ბიჭები აშკარად გავაოცე..
-მოკლედ მე და საბამ უბანში “მოსაწევი” მოვწიეთ, რაღაც ნაგავი იყო.. ადასთან და ლიასთან ვერ მივიდოდით, ავედით ელისთან, ძალიან ცუდად გავხდით ორივე..
-სირცხვილისაგან თავი დავხარე..
-რაღაცას ურევდა, მეტი “კაიფისთვის”.. მერე ვიდეოებს იღებდა, მაგით თავს იწონებდა ხოლმე, “გოიმი” იყო.. ელისთან შეხვედრის მერე თავი დაანება მაგ დებილობას.. მიშამ და ელიმ მოგვხედეს, მაგარი ცუდად ვიყავით.. ცოტა აზრზე, რომ მოვედით გაგვახსენდა მაგას ვიდეოები ექნება გადაღებულითქო ვნერვიულობდით მე და საბა. ე... მანდ ელიმ “გაჭედაა- გასვანდა რა”.. ჩემი ტელეფონიდან დაურეკა. არც მკითხა ისე. დაიბარა სადარბაზოსთან, აზრზე ხარ იმ ბიჭს რა დაემართა? გოგო იბარებს რომელიც უყვარს.. გამოიპრანჭა და “სმოკინგით” მოვიდა.. ბიჭებსაც გააგებინა ელი შეხვედრას მთხოვსო..
ეგ უკვე მიამატა დიტომ..
-აუ ასე არ იყო!. ეზოში იყო ბიჭებთან..
ამოვილუღლუღე..
-“ქალამნები” ამოიცვა და წავიდა.. იქ რა მოხდა ელიმ არ გვითხრა მაგრამ ბიჭებისგან გავიგეთ.. ტიპს ხმა არ ამოაღებინაო, ეგრევე ტელეფონი სთხოვა, გამოართვა და ვიდეობი რაც ჰქონდა ყველა წაშალა. მაშინ ბევრი ბიჭი გადარჩა დაცინვას.. მერე “ჩაიცუცქა” კაცობაზეც ელაპარაკა თურმე.. ბიჭებიც იყვნენ და არ მოერიდა ისე ელაპარაკა.. იმის მერე “პლატონურად” უყვარდი, მიხვდა რომ შენთან შანსი არ ჰქონდა..
-ელი გამაოცე.. ასეთი მშვიდი და..
ნიკამ ვერ დამალა ემოცია, მე კი შემრცხვა.. თემომ კომენტარის გარეშე არ დატოვა ეს ამბავი.. ვერ გავიგე როდის მოვიდა.. ალბათ ყველაფერს მორჩა და მოგვაკითხა...
-ეგ რა მოსაყოლი ამბავია ვერ ვხვდები..
-შენ ბევრ რამეს ვერ ხვდები ჩემო თემოოო..
ზურგზე დაარტყა ხელი ნიკამ და გიორგიმ დაასრულა წინადადება:
-ან არ უნდა, რომ მიხვდეს!..
გიორგიმ თვალი ჩამიკრა,
-თემო, რატომ ბრაზობ? მსგავს საქმიანობას ხომ არ ეწეოდი წინა ცხოვრებაში?
ამ კითხვაზე ისეთი თვალებით შემომხედა მომკლავდა უფლება რომ მიეცათ..
-ელი, მამაშენი არ გაბრაზდა?
მკითხა გიგიმ.
-არა რომ სცოდნოდა ეწეოდნენ, ისიც ამათთან ერთად მოწევდა..
-ხო. ოღონდ პირველი რომ იყო იმიტომ, მეორედ ისიც მაგარს “გაჭედავდა”..
დაასრულა დიტომ.
-ბიჭთან როგორ გაგიშვა მარტო?
მკითხა გაოცებულმა ანამ.
-მიშაზე კარგად არავინ იცნობდა ელის, იცოდა წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. არა შესთავაზა მე წავალო მაგრამ ეს უფრო “ტეხავდა” საბას და ჩემს ღირსებას ეხებოდა საქმე..
-მამა ჯერ მეგობარი იყო და მერე მამა..
თვალებში წყალი დამიგროვდა, ჰაერი აღარ მეყო და გარეთ გავედი.. სასმელი მიეხმარა ჩემს ცრემლებს, რომ თავისით ევლოთ.. გიგი გამომყვა გარეთ, ჩემდა გასაკვირად უკნიდან ხელები მომხვია წელზე, კისერში მაკოცა და მხარზე ნიკაპით დამეყრდნო..
-რას აკეთებ?
-ვიცი ახლა რასაც გრძნობ..
-კარგად ვარ.. გამიშვი, ბიჭები გამოვლენ..
ხელი არ გამიშვა, ისევ მაკოცა
-“ზოგჯერ, როდესაც ვამბობ “მე კარგად ვარ”, მინდა ვინმე მოვიდეს, მაგრად ჩამეხუტოს და მითხრას: “მე ვიცი რომ ტყუი”...”
ვისი ციტატა იყო არ ვიცი, მაგრამ მართლაც ის იყო რაც მჭირდებოდა.. მისი ჩახუტება და თრმე ვისი? მას დავეყრდენი, თავი მივადე მის თავს და ღრმად ამოვისუნთქე..
-ვინმე ხომ?
-ვინმე არა შენ!
-ოჰო, გვრიტები ერთმანეთს ათბოთ?..
დიტომ ისევ მოგვაკითხა.. ბიჭებიც შემოგვიერთნენ, გიგიმ ხელი გამიშვა და მითხრა:
-ელი სახლში შედი! თემოს უნდა დაველაპარაკო..
სახლში შევედი, ბიჭები გარეთ დავტოვე.. მარიმ მთხოვა მისი დიშვილის ფსიქოლოგიური პრობლემის შესახებ კონსულტაცია.. ორი წლის იყო და არ ლაპარაკობდა, თავიდან ცოტა სიტყვებს ამბობდა და მერე იმასაც აღარ ამბობსო..
-მარი მე ფსიქოლოგი არ ვარ, ამიტომ სწორი არ იქნება ჩემი შეფასება..
-ვიცი, უბრალოდ შენი აზრი მინდა მოვისმინო. ხატვა უყვარს და მის ნახატებს გაჩვენებ..
-ახლა დედასთან არიან, ძინავს თორემ გადმოვიყვანდი.. წამო კაბინეტში ვინახავ მის ნახატებს..
მეორე სართულზე ავედით, პატარა და ძალიან ლამაზი ოთახი იყო, ბევრი წიგნებით, თვალი მოვავლე ავტორებს, სანამ ნახატებს ეძებდა მარის და ლიკა, აივნის კარი ღია იყო და ბიჭების საუბარი ისმოდა..
-კარგი რა გიგი ვერ ვხვდები რა გინდა, გოგობი..
-მომისმინე ბიჭო! აქ გოგოების “ასაგდებად” არ ჩამოვსულვართ და ოჯახში, რომ არ უნდა მოიყვანო ამას მე არ უნდა გიხსნიდე!..
-გიგი, ბოლო დროს ვერ გცნობ.. სულ ასე იქცევი..
-როგორ ვიქცევი ბიჭო!?
-მოგება ხომ უნდა აღგვენიშნა, შენ კი ყველაფერზე იგნორს მიკეთებ..
-თემო გაფრთხილებ. ჭკუა დააყოლე შენს ყველა ქმედებას და ნუ გამაბრაზებ!
-მორჩით ეხლა შევიდეთ სახლში სირცხვილია..
დიტომ განმუხტა სიტუაცია.. ლიკაც მოვიდა ჩემთან ხელოვნების ნიმუშებით, მართლაც რომ ძალიან კარგი ნახატები იყო, გაოცებულმა დავუწყე თვალიერება, როგორც თვითონ მითხრა ერთ-ერთ მეზობელს უთქვამს “აუტიზმის” ნიშნები აქვს და ექიმს მიმართეო. ლიკას და მარის, ავუხსენი რომ სანერვიულო არაფერი არ იყო, ოჯახის ახალი წევრის გამო სტრესი აქვს, რომელიც მოგვარებადია, თუ ყურადღებას მიაქცევდა, რამდენიმე მაგალითიც მოუყვანე და “ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუში” გამოკვლევაზე მიყვანა შევთავაზე..
-შეიძლება შემოვიდეთ? რას აკეთებთ?
-რატომ მინერვიულებთ მეგობარს?
გიგი და დემე შემოვიდნენ ოთახში, მეძებდა ჩემი სიუ.. უცებ დაბლიდან ყვირილის ხმა მოგვესმა, დაბლა ჩასულებს ანა იატაკზე წაქცეული დაგვხვდა ის და დიტო გაწუწულები დაგვხვდნენ. გოგონებს სუფრის ალაგება ჰქონდათ დაწყებული. Aნა თავს იმართლებდა ფეხი დამიდოო.. თან ფეხი ჰქონდა ნაღრძობი..
-არ დამიდია გოგო, რამდენჯერ გითხრა..
-ბოდიში ლიკა თეფში და დოქი გავტეხე..
-არაუსავს რას ამბობ..
-საქმე თუ არ იცი კი არ უნდა მოკიდო ხელი!..
-შენ ხომ იცი და შეუდექი!
-მაისური მიყიდე მეტი არ მაქვს!
-ლომიძეების შესაფერის ვერ ვიყიდი..
-აუ გიგი შენი მაისური მომეცი რა.. ეს ყარს ღვინით..
-ისე ხო რას ამბობ.. დააბრალა მაისურს..
-რა გინდა გოგო!? ჯერ გამწუწე და ახლა იგესლები?..
გავიდა გარეთ.. ჩვენც მილაგებას მოვრჩით, რისი საშუალებაც მოგვცა ლიკამ.. ოჯახს რომ გამოვემშვიდობეთ უკვე 5 საათი ხდებოდა, ანას ფეხის დადგმა გაუჭირდა, დაყრდნობა შევთავაზე და დიტო შემობრუნდა, ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა, მაისური მანქანის საბარგულში ჩააგდო ისე დაჯდა მანქანაში.. სახლში მივედით ანას უარის მიუხედავად დიტომ ხელში აყვანილი ატარა ისევ.. ბინაში შესულმა დიტომ დაიძახა, რადგან იცოდა ანას ბიძის ბინა იყო იმიტომ:
-ვა “ბაითი” ნახე.. რამხელაა, რა მაგარია..
-თურმე ლომიძეების გარდა სხვასაც ჰქონია ბინები და ფული არა?..
-ლაპარაკს მორჩი და ჩამოდი დაბლა! რა მძიმე ყოფილხარ..
-ან ვინ გთხოვა ნეტა?..
-მე აქ ვრჩები, შენთან ვწვები ანა!..
-აბა მეტი საქმე არ გაქვს!?..
-მოვლა ხომ გინდა?..
-მოვლა თუ გინდოდა აქ კი არ უნდა დაგეგდო შეიყვანე ოთახში..
დასცინეს ბიჭებმა, ანამაც აიტაცა..
-ეგ როგორ ეკადრება ბატონ დიმიტრის?

სტაცა ხელი და ოთახში შეიყვანა, დავლაგდით ყველანი, იმდენი იხუმრეს დარჩენაზე, რომ მართლაც ასე გადაწყდა, ანას ყინული დავადეთ და მალე ჩაეძინა.. დაძინებაზე ხმა ამოვიღე და დიტომ ისე დამცინა.. თითქოს ძალიან ადრე იყო.. ბიჭებმა კარტის თამაში დაიწყეს, მე სავარძელში მოვკალადი გიგიმ ნებართვა აიღო ჩემგან და გვერდზე მომიჯდა... დიდი სავარძელი იყო, ვუყურებდით თამაშს და მართლაც მალე ჩამეძინა.. ყოველშემთხვევაში აღარფერი არ მახსოვს, ხმები კი მესმოდა, მაგრამ უაზროდ.. დილით უფრო სწორად 12 საათზე გამეღვიძა, საწოლში ვიყავი, სალომაც გაიღვიძა და მომიყვა, რომ ორივეს სავარძელში ჩაგვეძინა:
-ისეთი საყვარლები იყავით ორივე.. სურათი გადაგიღე. პლედი დაგაფარეთ, მაგრამ დიტომ დაიჩემა გაცივდებიანო და გიგი გააღვიძა, მერე შენც გაღვიძებდა და გიგიმ არ დაანება, ხელში აგიყვანა ისე დაგაწვინა ოთახში..
გავედი ოთახიდან სალომ ძილი განაგრძო.. დივანზე იწვა ჩემი “სიუ”.. ისეთი საყვარელი იყო, მაგრამ ალბათ სციოდა ისე იწვა, ოთახში დავბრუნდი, მეორე პლედი მივაშველე და აბაზანისკენ გავეშურე.. სასწრაფოდ მოვწესრიგდი, სველი თმა ზემოთ ავიკარი და გრძელი “კიკინით” “საუზმის” მზადებას შევუდექი. პიცაც მოვამზადე.. ყველიანი ალადების მზადებას შევუდექი და დიტო გამოვიდა საძინებლიდან, თავისი ბოხი ხმით დაიძახა და შემაშინა..
-რას აკეთებ გოგო?
-ჩუ რა გაყვირებს ძინავს ხალხს..
-ვის? ამას სძინავს?.. ეჰ ელი, ელი რა ბოთე ხარ!..
ნიკაპზე ხელი ამიკრა და აბაზანას მიაშურა.. ცოტა ხანი უყურებდი მძინარს, მინდოდა გამეგო მართლა ეძინა თუ არა, მაგრამ უშედეგოდ.. ჩემი საქმე გავაგრძელე და ცოტა ხნის შემდეგ დანა დავაგდე დაბლა და დავიყვირე.. ორივე ჩემს უკან იდგა და მეკითხებოდნენ რა მჭირდა.. სიცილი ვეღარ შევიკავე და დანა ავიღე.. მიმიხვდნენ ეშმაკობას, დიტომ თმა მომქაჩა, როგორც ადრე მიკეთებდა ისე..
-ეშმაკო!. მაინც ბოთე ხარ!...
შევიდა ოთაში, სიუმ კი ურეაქციოდ გაიღიმა და დიტოს გაჰყვა.. გამიკვირდა, მაგრამ სასმელს და ღამისთევას დავაბრალე.. ყველანი წამოიშალნენ, აბაზანა სრული დატვირთვით ამუშავეს.. საუზმის მომზადებას თითქმის მოვრჩი გაშლაში გოგონები მომეხმარნენ და დიტომ ყვირილი დაიწო..
-აუუ. ელი ყველიანი ალადები გააკეთე, აი ამიტომ მიყვარხარ! რა დრო იყო..
-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაკოცა..
-ეჰმ. დიტო, ელიში მეტი ღირსება ვერ დაინახე ხომ?..
ანამ დიტოს კომენტარი "დაუგდო" და კოჭლობით მოვიდა ჩემთან ჭიქები გადმოალაგა წვენისთვის და გაწმენდა დაიწყო..
-გოგო შენ ოჯახის საქმე კარგად ისწავლე და ცოლად მოგიყვან კარგი? (დიტო)
-აუ რა რომნტიკოსია, ცოლობა მთხოვა?.. ანამ კისკისი დაიწყო, დიტომ არაფერი უთხრა და აი ნიშანიც, მემგონი მართლა უყვარდება ჩემს ბავშვობის მეგობარს..
-ისე, ადამ რომ დაგინახოს მაგ თმას ასე აფრიალებ გადაირეოდა.. (დიტო)
-არაფერს არღარ მეუბნება, იცის მამას გამო რომ მაქვს..
-ანი რა მაგრად წმენდ ჭიქებს.. წამო ჩვენთან ბარში, არ გინდა?..
თემის შეცვლა სცადა დიტომ..
-არა მადლობა. მეშინია ფეხი არ დამიდოს ვინმემ..
-არ დამიდია ფეხი გოგო!..
-კარგი რა გაყვირებს ჭამე!..
ვუსაყვედურე, ნიკამ გადაიხარხარა და დააყოლა..
-ეჰ დიტო, ფეხი ისე უნდა დაუდო, რომ ვერ დაგინახონ..
-ეე შენ იყავი ბიჭო? ხომ გითხარი ანა მე არ დამიდია მეთქი!.. პატარა ბავშვივით გუხარდა რომ მისი ბრალი არ იყო..
-ყოჩაღ ნიკა.. იცოდე მიფრთხილდი!.. (ანა)
-ანა ერთად მოვიფიქროთ ამისთვის საჩუქარი.. (დიტო)
-აუ ნიკა შარში ხარ.. ყავა ვის უნდა?
ნაბახუსევზე ყველას ესიამოვნა ცხელი ყავა, ამინდიც არასახარბიელო იყო.. საუზმის შემდეგ ბიჭებმა გასვლა გადაწყვიტეს, ჩვენთვის არ შემოუთავაზებიათ.. გიგის რამდენჯერმე გავეხუმრე, მაგრამ ისევ დისტანცია ეჭირა.. კითხვაზე
-რა მოხდა?
ისევ ურეაქციო ღიმილით გამცა პასუხი.. სალომ შეგვამჩნია და თვალით მანიშნა მერე გეტყვიო.. მივლაგდით გოგონებიდა სალო სავარძელში მოკალათებულს ჩამომიჯდა, სურათები მაჩვენა, როგორ გვეძინა ორივეს და დაიწყო:
-გუშინ შენ, რომ დაგაწვინა გიგიმ, მე მთხოვდა აქ დავწვებიო, ვხუმრობდით, წარმოვიდგინეთ შენი რეაქცია და ვიცინოდით.. შემოვიდა დიტო, გიგი გაიყვანა აივანზე საუბრობდნენ. მესმოდა, რომ არ იქცევი სწორად, საბასთან “ტეხავსო” და მეც ცუდად გამაომდის საბასთან.. სანამ არ დაელაპარაკები, მერე კი ბატონო მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვსო. ოთხივემ უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად!..
-ოთხივემ რატო? რაზე?
-არ ვიცი, მეც უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ მართალი ხარო გიგიმ და ხმა არ ამოუღია. დიტოს უსმენდა, ის კი ბოდავდა რაღაცეებს. ისე დიტომ ხომ იცის და რატო ართულებს?.. საბამაც მშვენივრად იცის და რა უნდათ ნეტა?..ვერ ვხვდები..
-ვერც მე..
-სად არიან ბიჭები ხომ არ იცით? (ანა)
-ვა ანა, დიტო მოგენატრა?.. დავცინე მაგარამ შემეცოდა გაწითლდა
-არაა.
-აბა სულ არა. ელი დაურეკე და კითხე სად არიან?!
განაგრძო თამომ.. მეც დავრეკე, მაგარმ არ მიპასუხა. მეტჯერ აღარ მიცდია.. სმს მივწერე..
-"იმედია კარგად ხართ?"..
ოთახში შევედი, მაგრამ გოგონებმა დამიძახეს მოვიწყინეთო. წვენისთვის მაცივარს მივმართე.. თამო მოწყენილი იჯდა დივანზე, მიზეზი ცნობილი იყო, მაგრამ მაინც ვკითხე..
-თამო რა გჭირს?
-არაფერი.. ყოველთვის ასეა მპირდება და ვერაფერს მისრულებს..
საყვედურობდა თავის შეყვარებულს..
-რომ შესძლებოდა ჩამოვიდოდა. რატომ ბრაზობ?
-შენ ასე მარტივად უყურებ ყველაფერს? (თამო)
-მარტივად რატომ?.. ერთად როცა ხართ, თავს კარგად არ გრძნობთ?
-თან ისე კარგად, რომ ყველაფერი ავიწყდებათ..
მიპასუხა ანამ..
-თამო მთავარი ეგ არის!.
სალომაც გაამყარა ჩემი პოზიცა..
-მოკითხვას და მერე მიტოვებას, ჯობია საერთოდ არ ჩამოვიდეს!..
თამო თვალით რაღაცას მანიშნებდა, მაგრამ ვერ მივხვდი რას, წვენი დავისხი, მაცივარში დავაბრუნე და კარი რომ მივხურე იქ იდგა, დამნაშავე ბავშვივით მიყურებდა, მაგრამ მართლა ნაწყენი ვიყავი არ აქვს მნიშვნელობა ორი საათით გავიდნენ თუ ერთით, სად მიდიხარ თქვი და მორჩა..
-მაპატიე..
-ელი ჩემი ბრალია მე წავიყვანე, ჩემს ქვისლს გავყევით დახმარება დას..
-მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა! მართალია რასაც ამბობს.
დემეს საუბარი შეაწყვეტინა და გაბუტული ბავშვივით დაჯდა სავარძელში, ხმა არ ამომიღია, დიტომ ანაზე გაილაშქრა..
-ანა მოგენატრე ხომ?
-აუ ხო და უნდა მერეკა და მოხვედით კიდეც!..
დიტოს სახე რომ დავინახე გამეღიმა, ასე არ იბნევა ხოლმე და ანას პირდაპირობამ სულ „ფეტვად“ აქცია..
წვენის დალევას მოვრჩი და ოთახში შევედი.. ტელეფონმა დამირეკა და დიტომ მომაწოდა ოთახში, ადა მირეკავდა.. ველაპარაკეთ ორივე, დიტომ ყველიანი ალადები გაახსენა, თან თმაზე რამდენჯერმე მომქაჩა..
-დიტო ისევ არ ეშვები ელის თმას ხომ?
-მიყვარს ეს გოგო და რა ვქნაა..
-კარგი დედი წავედი, საოპერაციოში შევდივარ. სალოს მერე დავურეკავ..
დიტომ მაწვალა ცოტახანს და ძლივს გავაგდე ოთახიდან, წამოწოლილს მალე ჩამეძინა.. წელზე ცხელი ხელი ვიგრძენი და გამეღვიძა,შეშინებული წამოვჯექი.. გიგი მაისურს მისწორებდა, ძილში მაღლა მქონდა აწეული..
-აქ რა გინდა?
-ბოდიში, შეშინება არ მინდოდა..
-არაუშავს.
-წამო გავისეირნოთ სანამ წავალთ..
საწოლიდან ავდექი, ხელი მომკიდა გამაჩერა..
-ელი მაპატიე, ტელეფონი მანქანაში დამრჩა, როცა ვნახე უკვე მოვედით..
-ხდება ხოლმე. უბრალოდ გეთქვათ.
-წავიდეთ?
-კარგი.
კარადისკენ გავემართე, ხელი მომკიდა, თითებზე მომეფერა..
-ელი, სამი დღე და ყველაფერი სხვაგავარად იქნება..
-რას გილისხმობ?
უცებ მისკენ მიმიზიდა, ორივე ხელში მომიქცია, ძალიან მაგრად მომიჭირა და ისე მაკოცა.. საოცარია, ცხვირი მომადო გამიცინა:
-აი ამას.. ჩემი გოგო იქნები, მარტო ჩემი!
-გამიშვი, იცოდე შემოვა “მურმანი”..
გაეცინა, გამიშვა კარადიდან ქურთუკი ავიღე, ვიცვამდი და შემოვარდა გადარეული, თავისი ბოხი ხმით..
-ელი მართლა არ მოდიხართ დღეს?.. რა გაცინებთ?
ორივეს გაგვეცინა, ერთმანეთს შევხედეთ.. დიტოს გაუკვირდა..
-სად უნდა წამოვიდეთ?
-თბილისში.
-არა რატომ?
-დილით მგზავრობას არ ჯობია, ჩვენ წაგიყვანოთ?თან Aნას..
-ჩემი მზრუნველი ბიჭი..
-ერთი ვიცოდე სად უნდა დამსვა?
-მუხლებზე..
-აბა, იოცნებე..
-უკვე ვოცნებობ ანაა..
შევთანხმდით რომ ბიჭებს გავყვებოდით თბილისში, ჩავლაგდით, ყველაფერი მივალაგეთ. თან სალო და დიტო მუსიკას არჩევდნენ, უფრო კამათობდნენ, დიტოს რა უნდა დაეკრა ბარში, გიორგიც ჩაერთო საუბარში:
-კარგი ნუ დახოცავთ ერთმანეთს, ისე დიდტო ძალიან სერიოზულად ემზადები ხომ..
-თან ისე რომ “Oliver heldens (dj)”- სის პუბლიკას დაატყვევბს..
-ეგ ვინ არის?
თემომ იკითხა და დიტომ ღიმილით უპასუხა:
-არის ერთი მაგარი კაცი..
-დიტო იცი რას გირჩევ?
-აბა გამოუშვი..
-marilyn manson- sweet dreams..
-არა. ეგ უკვე დამასწრეს..
გიგის მხარზე დაარტყა ხელი და აივანზე გავიდა, გიგიც კმაყოფილი ღიმილით გაჰყვა.. რა იგულისხმა “გადარეულმა” ვერ მივხვდი..
ბათუმს ერთი შემოუარეთ, ბულვარში გავიარეთ ატრაქციონებზეც გავერთეთ და თბილისის გზას დავადექით.. ზესტაფონს რომ გავცდით, გზაზე გავჩერდით რესორანში შესვლისას, გიგმ გამოაცხადა:
-ბიჭებო ყველა ვსვამთ, მე მივფრინავ და მაწყობს..
-არა. გზაზე ვართ და როგორ?
-ჩემს მაგივრად ელი დაჯდება საჭესთან..
გასაღები გადმომიგდო.. დავიჭირე, მაგრამ გავაპროტესტე..
-არა რას ამბობ. მართვის მოწმობა არ მაქვს, მართვა არ ვიცი...
-ვაა.. ელი რა უქენი ამ ბიჭს ტო, სამი წელია ვთხოვ და მანქანას არ მაკარებს.. გადამრევ რა.. იცოდე მშურს..
დიტომ გაოცებას ვერ მალავდა..
-მე ვთქვი და მორჩა, ელი და თემო არ სვამთ დანარჩენი ყველა!..
ყველანი შევიდნენ რესტორანში. მე გავჩერდი, უკან მობრუნდა, ხელი გადამხვია..
-მე შენ გენდობი, ვიცი შეძლებ, არ მეჩქარება, აეროპორტში ლოდინს შენთან ყოფნა მირჩევნია.. ჯარიმას მე ვიხდი..
კარგად ვისადილეთ, სასმელიც მოეკიდათ გოგო-ბიჭებს, გიგის ტელეფონმა დაურეკა, ლამაზი გოგოს ფოტო იყო და თვალი გამექცა ლიკა ეწერა. გარეთ გავიდა, ინტერესი გამიმძაფრდა.. ჩემი თავი აღმოვაჩინე ეჭვების მორევში.. რომ შემოვიდა დიტოს გადაულაპარაკა:
-დიტო ხვალ ლადოს შეხვდი და მაიას დეკრეტის საქმე მოუგვარეთ. ხელფასს არ აძლევსო ლიკამ..
-რატო ტო. ჯერ ადრე არა?
-სასწრაფოდ საოპერაციო გახდა, მაგრამ კარგად არიან.
-დიტო დეკრეტის საკითხებში ერკვევი?
ანამ შანსი არ გაუშვა..
-კი და თუ გინდა მოგიგვარებ, ოღონდ ყველფერს..
აიტაცეს ბიჭებმა იცინეს და პატარას საღეგრძელოც დალლიეს, ლიკაც გავიგე ვინ არის, მისი თანაშემწე (კლასელი)..თამომ და ანამ კი აუხსნეს გიგის დეკრეტის საკითხები, ორივე კარგად ერკვევა და დიტოს გარკვევით უთხრა თანხა სრულად აუნაზღაურეთო, თამომ ვერ დამალა ემოცია:
-გიგი რა კეთილი ხარ. სხვანაირი მეგონე..
-აბა როგორი გეგონე?
სიცილით კითხა გიგიმ.. ანამ განაგრძო:
-ხო გიგი, კერძო სამსახურში თანხას არ უხდიან, ეს უფრისის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. აი ელი დეკრეტში მყოფის მაგივრად არის ჩვენთან. იმ გოგოს ანაზღაურებაზე უარი უთხრეს, მაგრამ ადგილი ენახება..
-მოიცა, რა კეთილი, ერთი “ბრელოკი” ვთხოვე და არ მომცა..
დიტომ გააწყვეტინა გოგონებს, სალომ კი არ დააყოვნა:
-დიტო იქნებ იმიტომ, რომ აჩუქესდა ისეთმა რომ ვერ შეელია..
-ეგ მეც ვთხოვე, მაგრამ რად გინდა, ვითომ ვერ გაიგო..
თემომაც წარმოსთქვა, გიგიმ გამომხედა თვალი ჩამიკრა, ანამ დიტოს შეხედა:
-ეხ დიტო სად საკიდი და სად სიკეთე?..
გიგი ჩემი სამსახურით დაინტერესდა:
-ის გოგო დეკრეტიდან რომ გამოვა შენ ხელშეკრულება გიუქმდება?
-ასე გამოდის, მაგრამ სწავლის გამო, მაინც ვერ გავაგრძელებ.. ახლა წავიდეთ ძალიან გვიანდება, მე ჩქარა ვერ ვივლი..
წამოვედით, მართლაც ნელა მოვდიოდი, ან რა ნებისყოფა აქვს, რომ მშვიდად მიყურებდა, როგორ ვმართავდი საჭეს და პერიოდულად მითითებებს მაძლევდა.. ცოტა ხანში, ალბათ ისიც ამას ელოდა.. გავერთე და “აზარტიც” ვიპოვე.. მუსიკის ჰანგებს ავყევი, გავთამამდი.. მეორე ზოლში მყოფ ხუთ მანქანას ისე გავასწრი სიჩქარესთვის არ მიმიქცევია ყურადღება, გიგის გაოცებულმა გამოხედვამ მიმახვედრა რაც გავაკეთე, ქებაც დავიმსახურე.. ამ გასწრებაში აღმოვაჩინე რომ თემოსაც დავეწიე, ისიც გაფრთხილებული იყო სწრაფად არ უნდა ევლო, მცხეთას მიუახლოვდით, ერთ მონაკვეთზე მანქანების სიმრავლე იყო, თემოს და რამდენიმეს გავასწარი, მანაც არ დააყოვნა.. შეშინება სცადა, მარჯვნიდან მომიახლოვდა გასწრება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო ბევრი მანქანების გამო, ამიტომ სიცილით გამომხედა და გზის ჩაჭრა სცადა, მესამე მცდელობაზე, იძულებული გავხდი სიჩქარეს მოუმატე და მესამე ზოლში მყოფ მანქანას რომ არ დავჯახებოდი, გავასწარი და იმ მანქანას, რომელსაც თემო მაჯახედა, წინ დაუდექი გიგი გაცოფდა, მაგრამ ამის დრო არ იყო რადგან ჩემ წინ რამდენიმე მანქანამ დაამუხრუჭა, როგორც აღმოჩნდა, ვიღაც ნასვამი მამაკაცი გადმოხტა გზის გამყოფი ბორდიულიდან.. დამუხრუჭებას აზრი არ ჰქონდა, ფარები ავუნთე და მარჯვნივ მოხვევის ნიშანი ჩავრთე წინა და გვერდით მდგომი მანქანა ორივე მიმიხვდა რასაც ვაპირებდი წინა მანქანის მძღოლმა რამდენის საშუალებაც ჰქოდა წინ მისწია მანქანა, გვერდით მდგომმა კი უკან დახია და გიგის ხმაც გავიგე..
- გაძვრები ნუ გეშინია..
გაძრომა კი შევძელი მაგრამ, კაცის ლანდი შევნიშნე და ისევ მარცხენა მხარე დავიჭირე რადგან დამუხრუჭებული მანქანებისგან ადგილი იქ მეყოფოდა, ამაში გიგი მომეხმარა და მშვიდად მითხრა
- გადააყენე! ვსიო.. მორჩა..
საჭე გასვაწორე თუ არა, გადავედი მარჯვენა მხარეს და გავჩერდი, ესეც გიგის სიმშვიდის დამსახურება იყო, ყველაზე მეტად იმაში გამიმართლა, რომ მანქანები მანდ არ იყვნენ, იმ კაცსაც არ დავჯახებივარ, სახეზე ხელები გადავისვი, შევეცადე გონებიდან ხელით წამეშალა რაც მოხდა.. გოგონები შიშისგან ყველა ჩუმად იყო, გავხედე და ვკითხე:
- როგორ ხართ?
- კარგად, ნუ ნერვიულობ.. რას არ მივცემდი, ეგ რომ საბას ენახა..
სასწრაფოდ გადავედი მანქანიდან მივედი იმ კაცთან, გამეგო როგორ იყო, რომელიც ბოდიშს იხდიდა, ხალხიც მოგროვდა.. პირველი მანქანის მძღოლი იმ კაცს საყვედურობდა.. დანარჩენები კი მე..
- “ქალი საჭესთან..” “კინაღამ დაგვლეწა”.. “ეს რა ქნა”.
კაცი ჩამოვაჯინეთ და დავინახე, რომ თემო და ბიჭებიც მოდიოდნენ, თემოს ღიმილიანმა სახემ კიდე უფრო გამაცოფა, გაბრაზებული ყვირილით მივვარდი და საყელოში მოვკიდე ხელი:
- თემო რა გინდა, ასე რატომ იქცევი?..
- გეხუმრე.. ბოდიში..
- შენ დებილი ხარ!? კინაღამ კაცი მოვკალი, ხალხზე არ ფიქრობ, საერთოდ არაფერზე არ ფიქრობ?!..
- აუ ელი ეს რა გააკეთე, ჩემი გადარეული გოგო..
- ყოჩაღ, მაგარი ხარ..
დიტოს და გიორგის ხმა შორიდან მომესმა, უცებ ხელებში ძალა დავკარგე, თემოს საყელოს ხელი ვუშვი.. დავინახე, რომ გიგიმ დაარტყა თემოს და მე დამიჭირა.. ბიჭებს უთხრა:
- ნიკა გაიყვანე აქედან, არ დამენახოს! გადი თემო, გადი!.. კარგი ნუ ძაბავთ. ისედაც ნერვიულობს, ელი. ელი. შემომხედე!..
-კარგად ვარ.
-ელი შენით ვამაყობ! ამას ბევრი ვერ შეძლებდა..
-ეს რა გავაკეთე..
თვალებზე ხელი ავიფარე, მიმიხუტა და თავზე მაკოცა..
-მაგარი გოგო ხარ. ჩემი გადარეული..
-უკაცრავად შვილო შეიძლება თქვენი სახელი გავიგო?
ხანში შესულმა მამაკაცმა მოგვმართა, გიგიმ გაბრაზებული ტონით გასცა პასუხი:
-რა გნებავთ?
-დიდი მადლობა, რომ მანქანა არ დამიმტვრიე..
-ბოდიშით, ჩემი ბრალი არ იყო..
-ყველაფერი დავინახე შვილო..
როგორც აღმოჩნდა მანქანა განვადებით ჰყოლია ნაყიდი და ბათუმიდან მოჰყავდა მგზავრები, ძალიან შეშინებული იყო ისიც.. შემაქო კიდევ და მადლობებით დამემშვიდობა..
-მეგონა გამლანძღავდა..
-მეც.
-შეგეტყო ხმაზე..
-წავიდეთ?
-კარგი, მაგრამ იცოდე მე..
-აბა, ელი მომისმინე!.. მხოლოდ პატარა მონაკვეთზე და მერე..
-არც იფიქრო..
-კარგი, კარგი, მაგრამ იცოდე, ახლა თუ არ დაჯდები ვეღარასოდეს ვეღარ შეძლებ.. გთხოვ..
-კარგი. კარგი..
-როგორ ახერხებ ამის დაყოლიებას მიკვირს..

დიტომ გაოცება ვეღარ დამალა.. გამეღიმა, ჩამეხუტა.. რა მართალი მითხრა.. არ ვიცი როგორ, მართლაც ახერხებს და შეუძლია ჩემი დაყოლიება, მართვაც კი.. ალბათ მაშინ ხდება, როცა ვინმეს გინდა თავი მოაწონო, ასიამოვნო.. ადამიანს რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია, თან ყველა ნასვამი იყო.. ისევ მე და თემოს მოგვიწია მანქანის მართვა, მაგრამ ამჯერად როგორც ჯენტმენი ისე მომყვებოდა, როგორც კი გამასწერბდა მელოდებოდა.. თბილისში ჩავედით, ყველანი დავარიგეთ, ბოლოს გიგიმ დამიყოლია, სახლში მიმაყვანინა თავი, უნდა მოვწესრიგდე და მერე მძღოლი გამიყვანსო აეროპორტში.. სახლში მივედით მე და სალო, მანქანაც ეზოში დავაყენე, მოკლედ მ5-ის მფლობელი ვიყავი კვირამდე.. მეორე დღეს ვინებივრეთ ანასტასიასთან ერთად, საღამოსთვის საბას ახალი სადილები მოვუმზადეთ.. ვივახშმეთ ვითამაშეთ, ვიცინეთ ოთხივემ, საბას დაურეკეს ბიჭებმა ლუდზე დაპატიჟეს ეზოში და დაბლა ჩავიდა, ანასტასიას აძინებდა სალო, მე საძინებელში ვიყავი, ფოტოებს ვათვალიერებდი.. საბა, რომ შემოვარდა სახლში და ყვიროდა, როცა გაბრაზებულია მაშინ მეძახის:
-ლილე. ლილე სად ხარ? სალომე!
-აქ ვარ. რა გაყვირებს ბავშვს სძინავს..
-რა მოხდა? (სალო)
-რატომ დგას გიგის მანქანა აქ?!
-აქ დატოვა..
შეშინებულმა ამოვილუღლუღე, ასე გაბრაზებული არასოდეს მინახავს..
-რატომ ელი? მე ხომ გითხარი აღარ შეხვდე მეთქი?! სად იყავით?
-ბათუმში ჩამოვიდნენ ის და დიტო..
-რა? ახლა უნდა ვიგებდე ამას? შემთხვევით უნდა ვიგებდე?..
-რა გინდა ვერ ვხვდები..
უკვე მეც ვკარგავ მოთმინებას
-ელი ხომ გითხარი?!.. გიგის ცხოვრება და შენ ერთად უბრალოდ არ გამოვა!..
-რატომ?
ჰკითხა სალომ..
-.. არ ვიცი როგორ გითხრათ..
-როგორც არის ისე!.
-იცი? ქუჩებში რბოლას, აწყობენ ხოლმე. გიგის “ნაშები” გაგიმწარებენ ცხოვრებას.. შენ ამას ვერ გაუძლებ!..
ცოტა ხანი გაჩუმდა მიყურებდა და მე გავაგრძელე..
-საბა არის რაც უნდა ვიცოდე?..
-არ შეხვდები და მორჩა! როგორ გგონია ბარში მხოლოდ სასმელს ყიდიან?.. იქნებ წამალსაც..
-იქნებ.. თუ?...
-ელი ნუ მაბრაზებ!. ბარებში რაც ხდება ხომ იცი? და კიდევ ბევრი რამ..
-რა? თქვი!..
-მისი „საყვარლები“ ჯოჯოხეთად გიქცევენ ცხოვრებას იცი მაინც როგორები არიან? არ შეხვდები და მორჩა!
-მიყვარს!.. მიყვარს და რა ვქნა?
-ლილეე!..
დაიყვირა..
-მამა ლატომ უყვილი ელის? გიგი კალგი ბიტია, ნახე “გუდა-გუდა” მაცუქა..
ხელში დათვი ეჭირა ანასტასიას და ფეხზე მომეხვია.. საბას თვალები ჩაუწითლდა, თითქოს ცრემლი მოადგა.. ტელეფონით, დიტოს შეხვედრა სთხოვა და წავიდა.. მე კი მოწყვეტით დავეშვი სავარძელში.. პირველად შევეწინააღმდეგე ძმას, სიყვარულის გამო.. პირველად ვტიროდი მამაკაცის გამო.. სალო მამშვიდებდა, მაგრამ უშედეგოდ ცრემლებმა კონტროლი დაკარგეს.. თვალებ დასიებული წავედი ჩემს ოთახში და დავწექი, ძალიან გვიანი იყო საბას ხმა მომესმა, ერთი ყურსასმენი მოვიხსენი:

-როგორ არის?
-არაფერი უთქვამს, ბევრი იტირა..
-სად არის? უნდა ველაპარაკო!
-სძინავს ალბათ..
შემოვიდა ჩემთან, მაგრამ თვალები არ გამიხელია, მეორე ყურსასმენიც მომხსნა და გვერდზე დადო... ცოტა ხანი მიყურა და გავიდა ოთახიდან.. დილით ადრე წავედი სამსახურში, არ მინდოდა საბასთან საუბარი. სამსახურში კი ანა და თამოს შეკითხვებს ვარიდებდი თავს, მათ გასეირნებაზე დავთანხმდი, მე ხომ სახლში მისვლა არ მინდოდა. ვიცი ერთხელ ისევ მომიწევს ამ თემას შევეხოთ მე და საბა, ამის გაკეთება გიგისთან ერთად მერჩია.. სეირნობაში დროც გავიდა, სახლში შევედი დიტოს ხმა მომესმა..
კარგი შეჩ*მა კვირამდე მოითმინე, ეს ბარი გავხსნათ რა.. რამდენი ვიწვალე, გიგი ჩამოვა და ილაპარაკებთ..
-გამრჯობა დიტო.
-ელი სად ხარ? შენ გელოდები..
-როგორ ხარ?
-არამიშავს, შენ?
-კარგად.
-გასაღები მომეცი, მანქანას წავიყვან..
-ეხლავე.
ოთახიდან გამოვუტანე, უხმოდ მივეცი და ოთახში შევედი, ცოტახანში შემოვიდა დიტო დასამშვიდობებლად.. კვირას ბარში დაგვიბარა სამივე.. შაბათს დილით მარტომ ვირბინე და სმს მომივიდა:
-“დილამშვიდობის ცუღლუტო. სირბილში ივარჯიშე, იცოდე ისევ მომგიგებ”..
-“დილამშვიდობისა ძილისგუდა. რატომ არ გძინავს?”
-“შეხვედრისთვის ვემზადებით”
- “ ვინ? -თ?”
პასუხად “სიცილები” გამომიგზავნა და სურათიც მოჰყვა გოგოსთან გადაღებული, მუხლები მომეკეცა, ხეს მივეყუდე, ყოჩაღ ელი ეჭვიანობ კიდეც.. მეორე ფოტოც მოვიდა ბიჭთან და ბავშვთან გადაღებული ტექსტით:
-“ესენი ჩემი მეგობრები არიან: ემირი და ხათუნა, პატარა ამათი ვაჟკაცია.. მათ შენი ფოტო ვაჩვენე და ძალიან მოეწონე, მოგიკითხეს..”
-“მადლობა გადაეცი. მეც მომიკითხე”..
-“ხათუნამ იცი რა თქვა? ერთმანეთს უხდებითო”..
გული შემეკუმშა.. საბას სიტყვები გამახსენდა, სურვილი გამიჩნდა ჩემთან ყოფილიყო და ყველაფერი მეთქვა, ბურთი გამიჩერდა ყელში, ვერაფრით აზრებს ვეღარ მოვუყარე თავი, ვერაფერი მივწერე..
-“სად ხარ? შეფასება არ მოგეწონა?”
-“მომეწონა”..
-“აბა რამე მოხდა?”
-“მომენატრე!”
-“ცუღლუტო, მეც!.. მიყვარხარ!.. ახლა წავედი, დროებით”.
-“წარმატებები”.
-“მადლობა.”

კვირა საღამოსთვის თეთრი, მუხლამდე კაბა და თეთრი “ბალეტკები” ჩავიცვი, სალომ მაიძულა, ცოტა მაკიაჟი გამიკეთა.. ბარში კარგად დავიწყეთ გართობა ანა და თამოც მოვიდნენ, თამოს შეყვარებული ლევანიც გავიცანით, სასიამოვნო ახალგაზრდაა.. ბიჭები კარგად ერთობოდნენ, დიტომ და ანამ არ მოგვაწყინეს, დაკვრის დროც დადგა.. ტელეფონზე ადამ დამირეკა, საბას ვუთხარი და გარეთ გავედი.. ადასთან საუბარს მოვრჩი და გიგის ხმა მომესმა ყვიროდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა ისე გამიხარდა მოვიდა მეთქი და ხმას გავყევი.. თემოს ეჩხუბებოდა:
-ეს ნაგავი მეორედ არ დამანახო, თუ ამას დალევ არც შენ შემოხვიდე!.
-კარგი რა, ერთიც საკმარისია. Iმ გოგოსთვის მინდა..
-რას ბოდავ! არა მეთქი!.
-რა გაყვირებს შეჩ*მა, თუ გინდა შენც მოგცემ და ელისთანაც გააკეთე ყველაფერი..
-თემო მოკეტე!..
დაიღრიალა გიგიმ და იქვე მდგარ სარეკლამო აბრას ხელი დაარტყა და შუშა ჩაამტვრია, ის ნაგავი გამოართვა და გადაყარა, თემომ წინააღმდეგობა სცადა და გიგს უნდა დაერტყა, დავიყვირედა მივედი.. დაცვის ბიჭებიც მივიდნენ..
- გიგი დაანებე თავი..
-გაიყვანეთ, იცოდე ჩემი ხელით მოგკლავ, მაგ ნაგავს თუ კიდევ დავინახავ!
-გიგი, წამო გავიდეთ, გავიარOთ..
-ელი როგორ ხარ? დიდიხანია აქ დგახარ?
-არა.. წამო ცოტა ხნით გავიდეთ.
შარდენის ქუჩა უხმოდ გავიარეთ და მეტეხის ტაძრისკენ ავლა შემომთავაზა, ეზო დაკეტილი იყო მაგრამ შევიპარეთ.. ხელი გადამხვია, მიმიხუტა..
- ყველაფერი გაიგე?
-არა და ნუ დარდობ.
ფეხსაცმელზე სისხლის წვეთები დამეცა, ხელი ჰქონდა გაჭრილი..
-ეს რა არის? ძალიან ღრმაა, წამო აფთიაქი ვიპოვოთ..
-არ მინდა ბარში მივხედავ..
-ბევრი სისხლი მოგდის.. წამო ბარში წავიდეთ
-არა ცოტახანი ვიყოთ..
-დანა გააქვს?
-კი
-მომეცი..
ჩემი კაბის ბოლო მოვხიე და მაჯა სადაც ჭრილობა ჰქონდა შევუხვიე.. კაბა ძალიან დამოკლდა.. ძაფები ფუნჯებივით დაეკიდა..
-ამ კაბით აპირებ შარდენზე გავლას?
-დამცინი?
-არა. ჩემთან როცა ხარ რაც გინდა ის ჩაიცვი.. ისე ეგეთი კაბა მოდაში შემოვა, ავტორი შენ იქნები..
-მუზა კი შენ..
ჩამეხუტა და მტკვრისკენ დავიწყეთ ყურება, რამდენიმე წუთი ჩუმად ვიყავით..
-რატომ გაჩუმდი?
-ძოგჯერ სიჩუმე ყველაზე კარგი მოსაუბრეა!
-ასეა.
-გიგი, ღმერთის გწამს?
-რატომ მეკითხები?
-ტაძრის ეზოში მეორედ ვართ მარტო..
-მწამს!. შენ?
-არ ვიცი.
-რატომ?
ხელი გამიშვა გაოცებულმა შემომხედა, სახეში უნდოდა შემოეხედა..
-ბევრი კითხვა მაქვს დაპასუხები არა..
-ვერ იპოვე?
-ვერა.. არც მიძებნია.
-რატომ? მოძღვარი არ გყავს?
-მოძღვარი? არა.
-ის დაგეხმარება დამიჯერე.. მე დამეხმარა.
თემის შევცვალა გადავწყვიტე, რადგანეს თემა დიდი ხანია დავხურე.. მე ასე მეგონა..
-კარგი და თემოსთან რატომ მეგობრობ?
გამიღიმა..
-თემოსთან? მამას გამო..
-მამაშენის?
-ხო. თემოს მამა (თამაზი) და მამაჩემი (გურამი) მეგობრები იყვნენ.. წლების წინ დაიღუპა და მამა თავს დამნაშავედ გრძნობს.. მას შემდეგ გარეთ არ გამოდის, საკუთარ თავში ჩაიკეტა..
ამოიოხრა, შებრუნდა ზურგით დაგა, თითქოს ცრემლების დამალვას ცდილობდა.. სიგარეტისკენ გადაიტანა ყურადღება.. ცოტახნის შემდეგ განაგრძო..
- საერთო მეგობრის შვილის ქორწილში იყვნენ დედა, მამა და თემოს მშობლები, თამაზი ძია, მკურნალობდა და სასმელს არ სვამდა, ამიტომ შეთანხმდენენ საჭესთან ის დაჯდებოდა, მამა თამადა იყო.. თამაზიმ დალია, ქალებმა მანქანის მართვა არცერთმა იცოდა... ხომ მიხვდი, რატომ მინდა იცოდე მანქანის მართვა?.. ისევ მამას მოუწია საჭესთან დაჯდომა.. გზაში თამაზის გულის შეტევა მუვიდა, გურმის შველა, რომ სთხოვა, დაიბნა, თან მართვა დაკარგა, რადგან მამას მხარს მიეყრდნო და შემხვედრი მანქანა სწრაფად მომავალი “ტაქსი” დაეჯახათ, იმ მანქანაში მშობლები დაიღუპნენ ვინც მარჯვენა მხარეს ისხდნენ, გოგონა და მძღოლი გადარჩნენ მხოლოდ, ვეძებდი მაგრამ..
-არა! შენ ის არ ხარ! მისი შვილი არ ხარ!
-ელი რა გჭირს?
-შენ იმ კაცის შვილი არ უნდა იყო! არა!
-ელი მოიცა.. ელი..
-საბა უნდა მოკლა?!



№1  offline მოდერი ენემი

ბოლოში ცოტა ვერ გავიგე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent