შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეწამული დაბნელება (1)


13-02-2017, 22:19
ავტორი თიკო^
ნანახია 1 235

ცხელი ყავის ჭიქით და რვეულით შეიარაღებული თათული შენგელია კომპიუტერის წინ მოკალათებულიყო და ვაკანსიების გვერდს უკვე მერამდენედ ათვალიერებდა.
სამსახური აუცილებლად ჭირდებოდა, მაგრამ საკუთარი პროფესიით ჯერ ვერსად იპოვიდა ადგილს. თათული სამედიცინოზე სწავლობდა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ ერთწლიანი აკადემიურის აღება მოუწია. სწავლის ფულს მარტო დედას ვეღარ გამოართმევდა, ამიტომ უნდოდა ერთი წლის განმავლობაში რამე სამსახური ეპოვა, ფული დაეგროვებინა და შემდეგ ჩვეულებრივად გაეგრძელებინა განათლების მიღება.
კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა. ყველა დამსაქმებელი არარეალურ მოთხოვნილებებს უყენებდა. 21 წლის გოგოს ნამდვილად არ ჰქონდა რამდენიმე წლიანი მუშაობის სტაჟი, არც რაიმე დიპლომი, ეს შედარებით ნორმალური ადგილის პოვნაში ხელს უშლიდა. მიზერული თანხით კი საჭირო დანაზოგს ვერ შეაგროვებდა.
ზედმეტად გადაღლილმა ამოიოხრა და საათს გახედა. უკვე ღამის 12 სრულდებოდა. კალამი და რვეული გვერდზე გადადო, ცარიელი ყავის ჭიქა აიღო და სამზარეულოში გავიდა. თავს მოუსვენრად გრძნობდა. თამუნას, მის უმცროს დას ეძინა. დედამისი, ინგა, კი ახლა რესტორანში იყო, ჭურჭელს რეცხავდა და ამით ცოტაოდენი საარსებო თანხა შემოჰქონდა სახლში. ცოტახანს მამის დანატოვები ფულიც ეყოფოდათ, მაგრამ საბოლოოდ ასეთ მდგომარეობას ვეღარ გაუძლებდნენ, რამე აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო.
მობილურის რეკვის ხმის გაგონებაზე თათული პატარა ყოველდღიურ ოთახში დაბრუნდა. ნომერი ეუცხოვა, მაგრამ უპასუხა
-გისმენთ?
-ალო,გამარჯობა თათული შენ ხარ?-ტელეფონში შუახნის ქალის ხმა გაისმა.
-დიახ, მე ვარ. თქვენ ვინ..?
-თათოო, როგორ ხარ საყვარელო? მედეა ვარ, ნათლიაშენი, ჩემი ნომერი არ უნდა გქონდეს?
-უი, მედო, შენ როგორ ხარ? ძველ მობილურში გადავდე კარტა და ვერ გიცანი..
-მაგას არაუშავს. ინგა და თამუნა რასშვებიან? ერთი უნდა შემოგიაროთ რა, რამდენი ხანია არ მინახიხართ
-მოდი, მედეა, მაგაზე უკეთესს რას იზამ-გაუცინა თათულიმ-მომიკითხე ყველა
-აუცილებლად ჩემო გოგო. მომისმინე შენ, გავიგე სამსახურს ეძებსო, მართალია?
-ჰოო, კი, მართალია. ინგასაც მოვეხმარები და მეც მჭირდება, მომავალი წლისთვის.
-როგორ არა, ჩემო კარგო. მაგაზეც მაქვს ახალი ამბები შენთვის და ხვალ თუ დამხვდებით ორივე სახლში დაგელაპარაკებით
-დაგხვდებით აბა რას ვიზამთ, ხვალ თავისუფალია ინგა
-კაი შემოგევლე, დროებით
თათულიმ მობილური გათიშა და დივანზე მიენარცხა. ოდნავ შვება იგრძნო, მაგრამ სანამ ბოლომდე არ გაარკვევდა სიტუაციას მანამდე თავს არ იიმედებდა.
--
დილით ადრე გაიღვიძა თათულიმ. დის საწოლს გადახედა. თამუნას ტკბილად ეძინა, ცალი ხელი ლოყის ქვეშ ამოედო და ზედა ტუჩი საყვარლად გამობუსხვოდა. თათულის მსოფლიოს ერჩივნა თავისი და, სწავლის დაფინანსების გარდა, სხვა მიზეზიც ჰქონდა. თამუნა იმ წელს უნივერსიტეტში აბარებდა და არ დაუშვებდა, რომ რამე მოკლებოდა.
თამუნა თათულიზე 4 წლით უმცროსი იყო, თითქმის ერთად გაიზარდნენ. გოგონა სიმშვიდის და სიკეთის განსახიერება იყო. თათულისგან განსხვავებით მამის ქერა თმა და მწვანე თვალები გამოჰყოლოდა. ყველას უყვარდა თამუნა. ყველას მოსწონდა მისი დამყოლი, რბილი, ჰაეროვანი ბუნება. თათულის კი ხშირად აღიზიანებდა. ბევრჯერაც უსაყვედურია, ყველას ნუ ენდობიო. ბევრჯერ დაუცვია იმისგან, რასაც თვითონ ვერ ხვდებოდა.
თათულის კი ყოველთვის ძლიერ გოგოდ მოჰქონდა თავი. წაბლისფერი თმა და შავი, დიდი თვალები ჰქონდა. მის გამოხედვას ყოველთვის ახლდა თან რაღაც სუსხი და გამოწვევა. თითქოს ყოველთვის ყველაფრისთვის მზად იყო. თამუნასთვის დედის როლსაც ასრულებდა. ინგა და გია თუ სხვა ქალაქში ან ადგილას წავიდოდნენ სამუშაოდ, ორივე მარტო რჩებოდა. ამიტომ, დაზე ზრუნვის ინსტიქტი ყოველთვის პირველი იყო თათულისთვის.
ფრთხილად ადგა, ისე, რომ თამუნა არ გაეღვიძებინა და დედის ოთახისკენ ფეხაკრეფით წავიდა. დაქანცულ ინგას ღრმად ეძინა. ალბათ, შუაღამეზე მოვიდა. თათულიმ სინდისის ქენჯნა იგრძნო, ეცოდებოდა დედა. თვითონ მღვიძარიც კი არ დახვედრია, დახმარებაზე რომ აღარ ეფიქრა. კარი გამოიხურა და სახლის დალაგება დაიწყო. დაახლოებით ნახევარ საათში დედამისიც გამოვიდა ოთახიდან.
-გაიღვიძე უკვე, დედი?-ჰკითხა თათულის გადაღლილი ხმით.
-კი, რასშვები შენ, გვიან მოხვედი?
-ჰო, გუშინ ბევრი სამუშაო იყო. თამუნას ძინავს?
-ჰო, ოთახშია. დე, გუშინ მედეამ დამირეკა, დღეს შემოგვივლის. საღამოს სახლში დამხვდი, შენ სამსახურზე მაქვს ახალი ამბავიო.
-მედეამ? ნეტავ რა უნდა ჰქონდეს, თვითონ არ მუშაობს, არჩილი ჯარშია. რავიცი დედიკო, მეც გავიკითხე, გამოჩნდეს იქნებ რამე.
-ჰო, მედო ტყუილად არ ამბობს არაფერს-ჩაილაპარაკა თათულიმ და ოთახიდან გამოსულ თმააწეწილ თამუნას გახედა-ოჰ, გაუღვიძია ქალბატონს
-რომელი საათია?-მჟღერი მელოდიური ხმით იკითხა თამუნამ და დედას შეაცქერდა-დე, მომენატრე, რას შვები?
-მეც დედი, სკოლაში არ მიდიხარ?
-არა რა სკოლა, არავინ არ მიდის ამ კვირაში.
-გამოცდებისთვის რას შვები-შეეკითხა თათული.
-ლილეს კონსპექტებით ვმეცადინეობ. ქართული ისედაც არ მიჭირს, ლიტერატურას ალბათ კარგად დავწერ.
-დღეს მედეა მოვა საღამოს და სახლში იყავი-გახედა თათულიმ მოფუსფუსე დაიკოს და მაგიდის წმენდა გააგრძელა.
ნათლიის ნახვის, მოკითხვის და ცოტა წასაუბრების შემდეგ მთავარ თემაზეც ჩამოვარდა ლაპარაკი.
-თათული, ინგა, ვიცი ეხლა გიჭირთ. ისიც ვიცი ვერაფერი ვერ იპოვეთ რომ თათულიმ მუშაობა დაიწყოს და ვიფიქრე, მოდი რაღაცას გავურკვევ თქო. დაველაპარაკე არჩილს, და მითხრა, რომ ახლა, ივლისიდან, ჯარში იწყება სამედიცინო შემოწმებები. ყველა ჯარისკაცმა უნდა გაიაროს და ექთნები და დამხმარეები ჭირდებათ. ჰოდა, თათულის ხომ სამედიცინოზე 3 კურსი დახურული აქვს?
-კი, როგორ არა-თვალებგაფართოებული შესცქეროდა ნათლიას გოგონა.
-ძალიან კარგი, მთელი თვე იმუშავებ, გორში, ბაზაზე იქნები. თუ მოეწონები, რეგულარულადაც იქ დაგტოვებენ. ასე რომ, ხვალ გამომიარე და არჩილს შეხვდი, უკეთესად აგიხსნის.
-მედო, შენ რომ არ გვყავდე რა გვეშველებოდა-მიეხუტა აშკარად ნასიამოვნები ინგა და უფრო დაწვრილებით გამოკითხა ყველაფერი.
თათულის ქალების ჭორაობა უკვე ბუნდოვნად ესმოდა. გულში იმედი გაუჩნდა. სიხარულის, მღელვარების, გამართლების შეგრძნება გაუღვივდა. ასეთ რამეს არ ელოდა. მზად იყო დამლაგებლობისთვის, მეეზოვეობისთვის და ნებისმიერი სამსახურისთვის, მაგრამ თუ სამედიცინო სფეროში მიიღებდა რაიმე გამოცდილებას, ამას ვეღარ წარმოიდგენდა. თითქოს ბედი უღიმოდა.
-როგორ მშურს შენი-ჩაუჩურჩულა ყურში ნაზად თამუნამ და ფიქრებიდან გამოარკვია-მუშაობის საშუალება გაქვს, თან როგორ.
-ჯერ არ მინდა ძალიან დიდი იმედები მქონდეს, ხომ შეიძლება არ გამოვიდეს-ამბობდა ამას, თუმცა უკვე გაღვივებულ ფიქრებს და სიხარულს თავს ვეღარ უყრიდა გულში.
-თუ ამდენი ილაპარაკა, მითუმეტეს მედეამ, ესეიგი გადაწყვეტილია
-ჩემი ანგელოზი ხარ შენ-გადაუჩურჩულა თათულიმ დას და ხელი მოხვია.
-ვიქნები თუ არა, მაგას ხვალ გავიგებთ
-რა მოიცდის-აღმოხდა თათულის და მეორე დღემდე დარჩენილი დრო პირველადი დახმარების კონსპექტებს, სამედიცინო საგნებს და ვიდეოებს დაუთმო.
გვიან დაიძინა თათულიმ, დილით კი ადრე გაეღვიძა. 12 ზე უკვე მედეასთან უნდა ყოფილიყო. თავი მოიწესრიგა, გრძელი თმა კუდად შეიკრა, ლამაზი შავი სარაფანი გადაიცვა, სუნამო დაისხა და თამუნას დაენახა.
-თამ, კარგად ვარ?
-გადასარევად თათუ, ოღონდ მოიცადე ერთი წამით-დაკვირვებით დათვალიერების შემდეგ რაღაც მოაფიქრდა თამუნას და ოთახში შევარდა. რამდენიმე წამში გამოვიდა, მუჭით რაღაც მოჰქონდა.
-რა მოიფიქრე ახლა?-მოუთმენლად შეეკითხა თათული და თითების ტეხვა დაიწყო.
-შენი იღბლის საიდუმლო-წარბები აწკიპა თამუნამ-ამას გაიკეთებ და ყველაფერს მიაღწევ...ერთ ფილმში ვნახე და მომეწონა იდეა-გაიკრიჭა თათულის გაოგნებული სახის შეხედვის მერე.
-ბანალურობის ზენიტი ხარ-დაიწყო ჩვეული ბუზღუნი თათომ, მაგრამ ვერცხლის ძველებური, ძოწისთვლიანი კულონის დანახვის შემდეგ ხმა გაკმინდა. ყელსაბამი აშკარად ძვირფასი იყო-უსწორმასწორო თვალზე ვერცხლის წვრილი ხვეულები უსწორმასწოროდ ჩახლართულიყო ერთმანეთში-თამუნა.. საიდან გაქვს ეს?
-ეს.. ნუ მოკლედ, ბებიამ მაჩუქა ადრე და დამაფიცა რომ არავისთვის მეთქვა-დამნაშავის ხმით და გამომეტყველებით აუხსნა დას-სუფთა სული გაქვს და ბედნიერებას მოგიტანსო. მაგრამ ზოგადად ვგრძნობ შენ უფრო გჭირდება.თან ჩემს სტილში აშკარად არ ჯდება.
-ხშირად წაიბანალურე ხოლმე-ჯერ კიდევ გაკვირვებული ათვალიერებდა სრულყოფილ ქმნილებას თათული-მაგრამ მე ვერ ავიღებ, ზედმეტად ძველებურია და ძვირფასი, ჯობია შეინახო.. ისე დედამ იცის?
-არა, არც უთხრა. რომ რამე, არ მინდა გაყიდოს.. ისე მე მინდა შენ გქონდეს, შენი იღბალი მეც დამეხმარება.. ახლა თუ ვერაფერს იპოვი, ხომ იცი..
-კარგი..თუ შენ ასეთების გჯერა. მოდი, დამეხმარე, კაბის შიგნით ჩავაგდებ, ყურადღებას აღარ მიიქცევს-გამოცოცხლებულმა თამუნამ სწრაფად შეკრა ვერცხლის თხელი ცეფი.
-წარმატებები თათ, მალე მოდი
-ჩემო სიცოცხლე-გადაეხვია გულაჩუყებული თავის პატარა დას-ჩემო ყვითელო წიწილა
-გეყოფა ეხლა-გაიცინა თამუნამ და თათულის მარწუხებს დაეხსნა.
თათულიმ ღრმად ჩაისუნთქა და ნათლიასკენ წავიდა. სასიამოვნო ამინდი იყო გარეთ. მზე აცხუნებდა და თბილი ნიავი ქროდა. უყვარდა სიცხე თათულის, უყვარდა ზაფხული, განსაკუთრებით აგვისტოს მზის მცხუნვარება. ბევრი სიარული არ დასჭირვებია, ტაქსით რამდენიმე წუთში მივიდა მედეას ბინამდე, გადმოვიდა, კარი მოიხურა და სადარბაზოში შევიდა. მედეა და არჩილი მერვე სართულზე ცხოვრობდნენ, ამიტომ ფეხით ასვლა არც უფიქრია, ლიფტის ღილაკს თითი დააჭირა და დაელოდა. დიდხანს ცდა არ დაჭირვებია, ღილაკი მწვანედ აინთო და კარი გაიღო. ისე, რომ გააზრებაც ვერ მოასწრო, კაბინიდან 3 ახალგაზრდა მამაკაცი გიჟივით გამოვარდა. ერთ-ერთმა ძლიერად გაკრა მხარი თათულის და გვერდზე გადააგდო. აღშფოთებისგან თათოს თვალები დაუწვრილდა და სისხლი თავში აუვარდა. იმ მაღალ ბიჭს, რომელიც დაეჯახა, უკანაც არ მოუხედავს, ისე გავიდა სადარბაზოდან. შეისწორა თუ არა კაბა თათულიმ, მაღალი ლანდი ისევ დაბრუნდა.
-ბოდიში, ვერ დაგინახეთ, ძალიან სასწრაფო საქმეა, თორემ.. ნუ იმედია მაპატიებთ-ერთბაშად მიაყარა და თან გოგონა მოურიდებლად თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.
-არაუშავს-ცივად მიუგო თათულიმ და ამაყად შეაბიჯა ლიფტში. თითი რვიანს დააჭირა და სარკეში თავი შეათვალიერა. ცუდად არ გამოიყურებოდა, უბრალოდ, სიცხისგან ოდნავ ლოყები შესწითლებოდა. შავი თვალები კვლავ ჯიუტად უცქერდნენ ანარეკლიდან. „ჰმ, თავხედი“ ფიქრობდა გულში თათული და თან კადრის აღდგენას ცდილობდა. მაღალი ბიჭი 25 წელზე მეტის არ იქნებოდა. შავი შარვალი და შავი ზედა ეცვა, ფეხზე ჩექმები. „ჩექმა ამ სიცხეში, რა უაზრობაა“ ფიქრობდა თათული და შემდეგ მიხვდა, ვისთანაც ექნებოდა საქმე. როგორც ჩანს, მომავალი პოტენციური პაციენტები გაიცნო. ისე, უსიმპათიო არცერთი ჩანდა. ამ მაღალს კი საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა. შავი თმა წამოზრდოდა, მასაც მუქი თვალები ჰქონდა და ნიკაპთან ნაიარევიც შეამჩნია.
„საქმეზე იფიქრე, რა დროს ეგაა“ შეუძახა თავს მაშინვე, როგორც კი ლიფტი გაჩერდა და შავი რკინის კართან ღრმად ჩაისუნთქა.
___
-ბატონო არჩილ, არ შეიძლება ამ ფაქტის ასე უყურადღებოდ დატოვება!შეგიძლიათ და გააკეთეთ რამე!-ყველანაირად ცდილობდა თავის მოთოკვას უფროსის კაბინეტში მყოფ ახალგაზრდა ჯარისკაცი.
-საბა მშვიდად-გადაუჩურჩულა გვერდით მდგომმა თითქმის იმავე ასაკის სამხედრომ მეგობარს.
დიდ ოთახში იმყოფებოდნენ, სამი ჯარისკაცი ერთი ლეიტენანტის წინ. მუქ ლურჯ კედლებიან ოთახს ერთი დიდი ფანჯარა ჰქონდა, რომელზეც ასევე მუქი და მძიმე ფარდები ჩამოეფარებინათ ნახევრად. მაღალი კედლები უამრავ წოდებას თუ ნივთს დაემშვენებინა. კუთხეში მასიური ხის სამუშაო მაგიდა იდგა, მის უკან კი ასევე ხის ორნამენტებიანი სკამი, რომელზეც არჩილ მაისურაძე იჯდა და სამ გაღიზიანებულ ჯარისკაცს მოთმინებით შესცქეროდა.
-რიგითო აბაშიძე! ნუთუ მართლა თვლით რომ ისეთი უსუსური მტკიცებულებების გამო, როგორიც თქვენ შეთხზეთ, მე ან სახელმწიფო რამეს გავაკეთებთ?-დასჭექა შუახნის ლეიტენანტმა ბოხი, მჭექი ხმით.
-თქვენ ვალდებული ხართ, გამოიძიოთ მაინც-არ შეეპუა აბაშიძე-ალბათ კარგად ვერ ან არ აფასებთ რა მნიშვნელობა აქვს..
-როგორ ბედავ ასეთ ლაპარაკს, რიგითო. თუ ყოვლისმცოდნე გგონია შენი თავი? სისულელეების შეთხზვას და თავის წარმოჩენის მცდელობებს გირჩევნია თავი დაანებო-შეუვალი ხმით განაცხადა არჩილმა და თავის საქმეს მიუბრუნდა.
-რას ნიშნავს თავის გამოჩენა? ანუ ფიქრობთ, რომ ქვეყანას საფრთხეში ჩავაგდებ ჩემი დედაა*** პატივმოყვარეობის გამო? მიმიფურთხებია ასეთი აზრებისთვის და მიმიფურთხებია ყველა ფეხებზე პიროვნებისთვის-დაიყვირა აბაშიძემ
-ახლავე დატოვე ჩემი კაბინეტი რიგითო-ფეხზე წამოიჭრა მაისურაძე-არ გეგონოს რომ ეს სიტყვები და უპატივცემულობა უპასუხოდ დარჩება, მოვითხოვ, სასწრაფოდ მოეგოთ გონს და სანამ უპატიებელ შეცდომას დაუშვებთ აქედან წახვიდეთ-მრისხანებისგან ყელზე ძარღვები ებერებოდა არჩილს.
-არ დარჩება ეს ყველაფერი ასე-ჩაილაპარაკა აბაშიძემ და ორი მეგობრის თანხლებით სახლიდან გავარდა.
-ხომ გაგაფთხილე ბიჭო, არ აფეთქდე მეთქი, გააფუჭებ ყველაფერს-უღრენდა გვერდიდან გიგაური.
-შემეშვი, ეგ ბებერი ქოფაკი ვერ გაატანს დიდხანს-არანაკლებ ნერვებმოშლილი შეეპასუხა საბა.
-ტიპს ფეხებზე კ იდია, არადა სახელმწიფო დონის ინფორმაცია მივუტანეთ-ხმადაბლა ბურდღუნებდა საჯაია.
-მე ვიცი რაც უნდა ვქნათ-ლიფტში საკუთარ ანარეკლს უყურებდა და თან ლაპარაკობდა საბა-მანქანაში გეტყვით.
-კაი დავაი დროზე-ამოიგმინა გიგაურმა და როგორც კი კარი გაიღო სადარბაზოში გავარდა, უკან ორივე ძმაკაცი გამოყვა. გარეთ გასულმა საბა ვეღარ შენიშნა.
-სად გაქრა ე?-მოიხედა უკან.
-აქ ვარ, წავედით-გამოვარდა სადარბაზოდან ოდნავ გაღიმებული აბაშიძე და შავ ჯიპში მეგობრებთან ერთად შეხტა.

__________________________________________
გამარჯობა ტკბილებო <3 ეს ჩემი პირველი ისტორიაა ..
ძალიან ძალიან ვნერვიულობ და იმედი მაქვს მოგეწონებათ, თუ არადა დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენს რჩევებს <3
მოუთმენლად ველოდები თქვენს შეფასებას <3
სიყვარულით <3



№1 სტუმარი sof

Gaagrdzele kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent