შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(6)


14-02-2017, 14:46
ავტორი lile-eli
ნანახია 2 488

-ელი მოიცა.. ელი..
-საბა უნდა მოგკლა!

6.

გამოვიქეცი მისი ხმა მომდევდა, მაგრამ გაურკვევლად, დაღმართზე დავეცი სასწრაფოდ წამოვდექი და გავიქეცი.. გავრბოდი და საბას ხმა მესმოდა, მერე გიგის ხმა, ერთი და იგივე ტექსტი მეორდებოდა:
”არ ვიცი როგორ გითხრა”; “მშობლები დაიღუპნენ”; “მძღოლი და გოგონა გადარჩნენ”.. ბარში შევედი და საბასკენ გავემართე.. დამინახა თუ არა წამოდაგა გაოცებული..
-ელი რა გჭირს?
-რატომ არ მითხარი?!
საყელოში მოვკიდე ხელი, დიტომ დამინახა და ისიც ჩამოხტა სცენიდან..
-რამდენი ხანია რაც იცი?
- ელი.. იმ ღამეს უნდა მეთქვა და გეძინა.
-რატომ? მაშინვე გეთქვა!
ხელებში ძალა და წონასწორობა დავკარგე, მაგრამ თავი სიბრაზემ მაპოვნინა.. დიტომ ჭიკა მომაწოდა, ყველანი ჩვენსკენ შემობრუნდა..
-ელი დამშვიდდი წყალი დალიე..
-რად მინდა წყალი. შენც იცოდი ხომ. ყოჩაღ მეგობარო!..მადლობა!..
-გთხოვ, ელი დაწყნარდი.. ეს გამომართვი..
-რა დამამშვიდებს ბავშვობის მეგობარი და საკუთარი ძმა მატყუებს და უნდა დავმშვიდდე?
ჭიქა გამოვართვი და დავახეთქე იქვე მაგიდაზე, დაცვამ ხელის დაჭერა სცადა, მაგრამ დიტომ ანიშნა ხელი გაეშვათ. თემოს კომენტარი მომესმა:
-ოჰო.. ერთი გიგის ნაირიც “გაიჩითააა”..
-თემო გაჩუმდი, თორემ..
გაბრაზბულმა შევხედე.. თითი რომელიც მისკენ გავიშვირე მოვკეცე და ჩემი ნივთების ასაღებად შევბრუნდი, მკლავით დამიჭირა და უფრო მეტად გაღიზიანება სცადა..
-რას იზამ ერთი ვიცოდე..
მეც არ დავაყოვნე და საბასგან ნასწავლი მუშტით გავეცი პასუხი, ისედაც მინდოდა ამის გაკეთება.. მოკლედ ისეთი ახალგაზრდა გავხდი, როგორებიც საზოგადოების უმეტესობაა.. ჩემი ნივთები ავიღე და ორივეს მივუბრუნდი:
-არ გაბედოთ და არ გამომყვეთ! არცერთი!..
გასვლისას კარებთან მდგარს, თვალებშიშევხედე გაოცებული და შეშინებული მიყურებდა.. ცრემლებით ამევსო თვალები გაუაზრებლად თავი გავაქნიე და გამოვიქეცი.. ხიდზე “ტაქს” წინ დავუდექი, სახლში მიმიყვანა და გადმოსვლისას მეორედ მკითხა:
-შვილო კარგად ხარ?
არაფერი მითქვამს ფული გავუწოდე..
-არ მინდა შვილო, ვერ დაგეხმარები?
-ვერა. მადლობა..
სახლში ავედი, ამჯერად ჩემს სახლში.. შუქი არ ამინთია ისე დავემხე დედას და მამას საწოლზე.. ისე გათენდა თავი არ ამიწევია.. ვფიქრობდი, მაგრამ ვერ ვფიქრობდი, ვტიროდი.. ვერც ვტიროდი, ვბრაზობდი, ვერც ამას ვახერხებდი, ფარდებიდან შემოპარულ შუქს, თვალი მოვკარი აბაზანაში შევედი.. დიდი ხანი უბრალოდ ვიდექი, ურეაქციოდ.. ცხელმა წყალმა, ნატკენი მუხლები ამიწვა და სახეზე ხელები ავიფარე.. წყალს ჩემი ცრემლებიც შეუერთდა, უკვე ხმამაღლა ვტიროდი ძალაინ ხმამაღლა.. მუხლები დავიმუშავე.. სამსახურში კაპიუშონიანი ზედით და სათვალით წავედი, საშინელ დღეში მქონდა თვალები.. ძალიან ადრე იყო რომ მივედი, მენეჯერიც მოვიდა და გაოცებულმა შემომხედა:
-ლილე რა გჭირს?
-არაფერი.
ნაძალადევად გავუღიმე..
-ცუდად ხარ? თუ გინდა გაგიშვებ..
-არა კარგად ვარ. მადლობა.
-თვალები ამას არ ამბობენ..
ჩაილაპარაკა და შევიდა ოთახში, გოგნებიც მოვიდნენ..
-ელი როგორ ხარ?
-გირეკავდი და არ მიპასუხე..
მაშინ გამახსენდა ტელეფონი.. რომელიც იქ დამრჩა ან რომ დავეცი დამივარდა.. არ მახსოვს..
-ტელეფონი დავკარგე..
-თვალები რა დღეში გაქვს..
-ყავას გაგიკეთებ..
თამო და ანა ცდილობდნენ, თავი მარტო არ მეგრძნო, მაგრამ არაფერი აღარ მინდოდა, მხოლოდ აზრების დალაგება, რომელიც ისე მტანჯავდნენ.. გულის ტკივილის შედარებაც კი არ არის საკმარისი.. უფრო სულის ტკივილი იყო.. როგორც იქნა დაღამდა.. სახლში მივედი და ისევ ისე.. ამჯერად მთელი ღამე და მთელი დღე, მშობლების ოთახში ვიყავი.. სამსახურში წასვლის დრო ოთახში ფოტოსთან დადგმულმა საათმა გამახსენა, ესეც ალბათ ინსტიქტი იყო, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გამოძახილი, რადგან ყველაფერს გაუაზრებლად ვაკეთებდი.. ფრაგმენტებად მახსოვს ის პერიოდი.. ჩემი მენეჯერიც კი ძალიან განიცდიდა ჩემს მდგომარეობას და რამდენჯერმე შემომთავაზა სახლში გაშვება.. მე კი ჯიუტად დავდიოდი სამსახურში.. მხოლოდ ხორცით დავდიოდი.. გოგონებმა სცადეს საუბარი მაგრამ, უშედეგოდ.. ხელებს ვიბანდი და ანამ როგორც კი დამინახა, აფორიაქებულმა რაღაც გათიშა კომპიუტერში..
-რა ხდება?
-არაფერი..
-მაჩვენე. ჩემზეა?
-არა..
მე თვითონ გავშალე ჩაკეცილი “გვერდი” და რას ვხედავ ვიდეო იყო ყოუტუბე-ზე, როგორ ვურტყამ თემოს.. წარწერით “მაგარი ისტერიჩკა”.. ნახვაც საკმაოდ ბევრი ჰქონდა.. კომენტარებიც “ვის ოჯახშიც ეგ შევააა”.. ეგ უკვე ის იყო რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა და მრცხვენოდა.. ნეტა რატომ? არ ვიცი.. მენეჯერს ვთხოვე გათავისუფლება და გავაფრთხილე, რომ ტელეფონი არ მქონდა და როგორც კი ვიყიდდი დავურეკავდი.. მანაც უხმოდ ყველაფერზე თავი დამიქნია.. სასაფლაოზე ავედი, შემდეგ სახლში ისევ იმ ოთახში შევედი, ფოტო ავიღე სადაც დედა და მამა მკოცნიან მამას მუხლებზე ვყავარ დაჭერილი.. 15 წლის ვიყავი, იმ ფოტოზე.. მეორე ფოტოც ავიღე სადაც ისინი ერთად არიან.. ჩავიკარი გულში და საწოლთან იატაკზე დავჯექი.. კარის ხმა გავიგე, მაგრამ ადგომა აღარ შემეძლო, საბამ ოთახის კარი შემოაღო..
მოვიდა და მუხლზე დადგა, ტელეფონი მომაწოდა, ცრემლიანი თვალებით მითხრა..
-ელი, მაპატიე..
ჩამიხუტა თავი მკერდზე მიიხუტა, უხმოდ ვიყავით.. ისევ მან განაგრძო..
-იმ ღამეს მინდოდა თქმა, მაგრამ გეძინა..
ტელეფონმა დაურეკა, მაკოცა თავზე და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან.. გიგი იყო.. თითქოს ცივი წყალი გადამასხეს.. საბა წამოდგა..
-ხო გიგი, სად ხარ ბიჭო, ყველა შენ გეძებს..
-რა ვიდეოები? რას ამბობ? ელი? კარგი, გამოვდივარ..
-ვიდეო ნახა?
-შენც იცი? არ ინერვიულო ყველას წავშლით.. მაგაზე მირეკავს გიგი..
-უკვე რა მნიშვნელობა აქვს..
ჩავილაპარაკე და გამეღიმა.. საბამ თავისთან გადასვლა შემომთავაზა, Aნასტასია მოიმიზეზა მოენატრეო, მაგარამ უარი ვუთხარი, შევთანხმდით ჩემთან გადმოვიდოდნენ სალო და ანა.. რომ წავიდა გავიაზრე ვიდოები მანაც ნახა.. ჩემი ტელეფონით „გუგლში“ ჩავწერე ის წარწერა, რაც ვნახე და ბევრი და ვიდეო ამოყარა.. ფაცებოოკ-ზე ”gif”-იც ვნახე სასწრაფოდ წამოვდექი და ჩავალაგე ნივთები და გარეთ გავედი ფეხით მივდიოდი.. წარმოვიდგინე ხალხმა, რომ მიცნოს.. ვის რაში აინტერესებს ნეტა, მაგრამ კომპლექსებს რა ვუთხრა.. ჩანთიდან “კეპი” ამოვიღე და კაპიუშონი ჩავანაცვლე.. ტელეფონზე სალოს ზარი შემოვიდა.. არ ვუპასუხე.. საბამ დამირეკა, არც მაგას.. იმდენი ვიარე დიდუბში აღმოვჩნდი.. გადავწყვიტე ბათუმში წავიდე.. არ ვიცი რატომ.. ალაბათ “ბედნიერებას” გამოვემშვიდობო.. შუადღე იყო ავიღე ბილეთი და ავტობუსში მოვკალადი, ტელეფონი არ გაჩერებულა.. სმს მივწერე სალოს
-“სალო მე თვითონ დაგირეკავ”
-“კარგად ვარ”..
გამოვრთე ტელეფონი.. ბათუმისკენ დავიძარით, გრძელი გზის შემდეგ, ბათუმის ავტო სადგომზე აღმოვჩნდი.. ბულვარში ვიხეტიალე.. ძალიან გვიან მივედი სასტუმროში, მუსიკის მოსმენა გადავწყვიტე და ტელეფონი ჩავრთე.. ბევრი სმს იყო, გამოტოვებული ზარები და გიგის სმს:
-“ელი გთხოვ, მომეცი საშუალება აგიხსნა ყველაფერი..”
ტელეფონი გაითიშა.. დამტენი აღარ მქონდა და სასტუმროს თანამშრომლებს ვთხოვე მაგრამ „სამსუნგი” არცერთს არ ჰქონდა.. ოთახში მყოფს ჩამეძინა.. კარზე კაკუნმა გამაღვიძა, დიდი ხანი მეძინა და სასტუმროს თამანშრომელმა მომიკითხა, დამტენიც მომაწოდა.. ალბათ შეეშინდათ ოთახში დიდი ხანი რომ ვიყავი.. ტელეფონი დავტენე, მაგრამ აღარ ჩამირთავს, გიგისთან შეხვედრა არ მინდა ჯერ ერთი იმიტომ, რომ მამამისის გამო მშობლები დავკარგე.. მეორე იმიტომ რომ ბარის გახსნას ორივე ისე ელოდნენ და რა “კონცერტი” გავმართე.. ყველაფერი გავაფუჭე და თვალებში ყურება მარტივი არ იქნება.. საღამოსთვის მოვიფიქრე თბილისში დაბრუნება და სასტუმროს ადმინისტრაციას შევუთანხმდი.. გავედი ავტოსადგურში ბოლო ავტობუსის მარშრუტიც დავადგინე.. ბათუმის ბულვარი მოვიარე, ისევ ვიხეტიალე.. გავიხსენე ის ლამაზი დღე რომელიც მემახსოვრება.. ზღვის ტალღების ყურებაში დრო გავიდა..
მეგონა უკეთ გავხდებოდი მაგრამ, ისევ ისე ვიყავი.. სასტუმროში ქუდით და სათვალით მივედი ჩანთა მოვამზადე და მენეჯერთან მივედი, მან ბოდიშის მოხდით მთხოვა ცოტა ხნით დავლოდებოდი, რაღაც პრობლემის გამო.. ველოდე მოთმინებით, სანამ ავტობუსის გასვლამდე მქონდა დრო, მერე კი მივედი და მოვთხოვე მიზეზი აეხსნათ.. მენეჯერი მოშორებით დადგა და ტელეფონზე საუბარი დაიწყო:
-სად ბრძანდებით, უკვე ვეღარ გავაჩერებ..
მივხვდი ჩემზე იყო საუბარი, შემობრუნდა და თქვა:
-ყველაფერი მოგვარდა შეგიძლიათ წახვიდეთ..
პირადობის მოწმობა გამომიწოდა.. მეც აღარ დავიწყე გარკვევა, გამოვართვი.. გასასვლელისკენ შევბრუნდი და გიგი შემოვიდა, ჩვენსკენ წამოვიდა, მე კი კაპიუშონიც დავიხურე, გარეთ გამსვლელ წყვილს ამოვეფარე და გავიპარე.. გარეთ სანამ “ტაქსში” ჩავჯდებოდი, უკან მივიხედე, შუშებში კარგად ჩანდა მენეჯერმა როგორ აჩვენა თითით მე რომ გარეთ ვიყავი.. გარეთ გამოიქცა, მაგრამ მე მიმართულება მივეცი მძღოლს.. აღარ ვტიროდი, ვერაფერს ვგრძნობდი.. გუდვილთან ჩამოვედი, ფეხით გავაგრძელე გზა, ვიგრძენი მანქანა მომყვებოდა, მაგრამ არ გამიხედია, უბრალოდ ავჩქარდი და როგორც იქნა მივედი სახლში.. მალევე მოვიდნენ ჩემები, დავრწმუნდი გიგი მომყვებოდა, ისინი ვერ გაიგებდნენ ჩემს მისვლას შუქი არ ამინთია სავარძელში ისე ჩავეშვი..

-ელი როგორ ხარ?
-კარგად.
-რატომ მანერვიულებ?
ჩემს ფეხებთან მუხლზე დაჯდა და ჩემს მუხლებს დაეყრდნო საბა..
-გიგიმ გითხრა, რომ მოვედი?
-ილაპარაკეთ?
გამიღიმა, თითქოს გაუხარდა..
-არა.
-არ გინდა შეხვდე? ერთხელ მაინც..
-ახლა შენ მთხოვ შეხვედრას?
-უბრალოდ ასე უაზროდ ნუ დაასრულბ..
-საბა, მორჩი რა..
აბაზანაში შევედი, როცა გამოვედი სუფრა იყო გაშლილი.. უხმოდ დავჯექი, სადილის თავი ნამდვილად არ მქონდა.. სალოს ვკითხე:
-ანასტასია სად არის?
-ნატოსთან.
-ხვალ სახლს დავალაგებ დაჩემთან გამოიყვანე რა..
-კარგი.
-ჩვენთან არ წამოხვალ?
საბას კითხვას პასუხი არ გავეცი.. გოგონებმა მივალაგეთ სამზარეულო, საბა ტელევიზორთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.. ჩვენც მივუსხედით მაუწყებელს.. შემომხედა თვალები ჩაწითლებული ჰქონდა.. გავუღიმე, ხელი გადამხვია და ჩამიხუტა..
-ერთი ღერი მომეცი..
-ძლიერია.. არ გინდა..
არ მომაწოდა და პირიდან გამოვაცალე.. გავეხვიე ბოლში, მართლაც ძლიერი იყო, იმოქმედა თავი დივანს მივადე და მოწევა ისე გავაგრძელე.. თავბრუსხვევამ იმატა.. შუბლზე ხელი მოვიკიდე, მიმიხვდა საბა და გამომართვა..
-დაანებე ამ ნაგავს თავი! შენ ეგეთები არ გიყვარს!
თავი მუხლებზე დავუდე, ისე როგორც ადრე.. ცრემლები წამომივიდა.. მან მაკოცა და თმაზე მეფერებოდა.. ასე უხმოდ, ყოველგვარი მიმიკების გარეშე მდიოდა ცრემლები დიდი ხანი, ჩამეძინა.. დილით გამეღვიძა. ისევ ისე ვისხედით, საბას დივანზე ჰქონდა თავი მიდებული, ეძინა. სალო სავარძელში იყო მოკალათებული.. ავდექი, მათაც გაიღვიძეს სალოს ვთხოვე საწოლში დაწოლილიყო, კუს ტბაზე წასვლა გადავწყვიტე, საბამ გაყოლა შემომთავაზა და უარი ვუთხარი ძალიან ადრე იყო თან ვიცი დაიღალნენ.. ვთხოვე:
-მარტო მირჩევნია, მალე მოვალ..
კუს ტბაზე ვირბინე.. რაც ღონე მქონდა მთლიანად მინდოდა დამეხარჯა.. მინდოდა გავქცეოდი საკუთარ სხეულს. ერთმანეთისაგან გაყოფილი.. გული, გონება და სხეული მიმეტოვებინა, მაგრამ უშედეგოდ.. მუცლის ტკივილისაგან მოვიხარე, მუხლებს დავეყრდენი, სულის მოთქმა მიჭირდა კედზე თასმა მქონდა გახსნილი და გასწორება დავიწყე, გვერდზე ნაცნობი ლანდი შევნიშე, გიგი იდგა.. მაგრამ არ მოსულა ახლოს, ალბათ როგორ ვატკინე გუშინ ის ცდილობს დამელაპარაკოს მეკი იქიდანაც გამოვიქეცი, სათქმელი არაფერი მაქვს! მას მხოლოდ ერთ რამეს თუ ვეტყვი, ეგ “მიყვარხარ”-არის და ამ სიტყვამ აზრი დაკარგა.. მას თუ შევხვდები მშობლების მკვლელს უნდა შევხვდე, მას მამისსა და ჩემს შორის არჩევანის გაკეთება, რომ მოუწიოს ამას ვერ ვაპატიებ ჩემ თავს, რადგან მე ხომ ვიცი მას როგორ უყვარს მამა.. სალში მისულს აბაზანამ ცოტა აზრზე მომიყვანა, ყველა კუნთი მტკიოდა განსაკუთრებით ფეხი, ავარიის შემდეგ დამჩა ტკივილი.. ამიტომ დავრბივარ ხოლმე ფეხი ყოველთვის აქტიური უნდა მქონდეს, სალო ბავშვთან წავიდა, საბაც გასვლისას შემოვიდა ოთახში:
-რა გჭირს? გიჟივით ირბინე?
თავი დავუქნიე, დამიზილა ფეხი, ცოტა დამიჭიმა და სიტყვა დამიტოვა:
-ელი არსად წახვიდე, გთხოვ..
-კარგი.
სახლი დიდი მონდომებით დავალაგე. ცვლილებები შევიტანე ავეჯის განლაგებაშიც. ჩემი და მშობლების ფოტო საძინებელში დავიდე.. სალო და საბა მოვიდნენ ანასტასიაც მომიყვანეს, საბამ მოწყენილმა მკითხა:
-ჩემთან გადმოსვლას აღარ აპირებ?
მხოლოდ ღიმილით ვუპასუხე.. კლასელები იკრიბებიან საბასთან გამოცდებს მორჩნენ ყველა და აღნიშნავენ, დავპირდი რომ გადავიდოდი.. სამსახურის შემდეგ, საქეიფოდ არ გადავსულვარ, ანასტასიასთან ერთად კარგად ვერთობოდი, სალო მოვიდა:
-ელი წამო რა..
-ვერ გავერთობი და თქვენც უნდა გაგიფუჭოთ ყველაფერი, როგორც იქ..
-კარგი რა.. მაგაზე ნერვიულობ? ხომ იცი ყველა ვიდეო აიღეს.
-არ მინდა სალო..
-დიტო და გიგი არ არიან..
-გთხოვ რა..
საუბარი აღარ გავაგრძელებინე.. ჩემთან ვიყავით მე და ანასტასია კარგად ვერთობოდით. პატარამ დაიძინა დაწოლას ვაპირებდი კარზე ზარი იყო გავაღე და გიგის მამა იდგა კართან, მუხლები ამიკანკალდა..
-გამარჯობა ელი..
-გამარჯობა, რა გნებავთ!?
-შეიძლება დაგელაპარაკოთ?
-მობრძანდით.
კაცი ძალიან ნერვიულობდა, შემეცოდა კიდეც.. მისაღებში დივანზე დაჯდა, ხელები უკანკალებდა. საუბარი დაიწო და ვერ შეძლო..
-ელი შვილო..
-ცუდად ხართ?
სასწრაფოდ წყალი მივუტანე, მერე სამზარეულოში რაღაც დამამშვიდებელი ვიპოვე ვადას დავხედე და ისიც მივაწოდე..
-მადლობა.
-თქვენთვის ნერვიულობა არ შეიძლება!
-ეგ არაფერია, გაივლის. მინდა გთხოვო, რომ ჩემი ცოდვების გამო ასე ნუ მოექცევი, მას არაფერი დაუშავებია..
ცრემლები წამოუვიდა..
-ბატონო გურამ გთხოვთ.. არ არის საჭირო ამ..
-მინდა იცოდე, რომ მისი დანაშაული მხოლოდ ის არის რომ ჩემი შვილია..
-ბატონო გურამ, ამ თემაზე საუბარი არ შემიძლია და ძალიან გთხოვთ..
კარისკენ ხელით მივუთითე, ვერ ვაკადრე მეთქვა სიტყვა მიბრძანდით, ისიც უსიტყვოდ ადგა და წავიდა, ალბათ როგორ განიცდიდა ჩემთან ყოფნას. იმ სახში ყოფნას, რომელიც მისი მიზეზით იყო ცარიელი.. ცივი და არაფრის მთქმელი ოთახი.. ბევრი ვიტირე, რადგან ორად გაყოფილი გული, გონება და სული ტკივილით, წამებით მკლავდა..
ერთ დღეს ბატონი თემო მომადგა სახლში.. მისმა სტუმრობამ გამაოცაა.. უნდა ვაღიარო ასეთი თბილი და მზრუნველი არ მინახავს, გაცნობის დღიდან რაღაცას აკეთებს ისე, რომ გამაბრაზოს.. ახლა კი სხვანაირი იყო. მოკითხვების შემდეგ, ყავა შევთავაზე.. საუბრის დაწყება დავაცადე..
-ელი ვიცი რასაც გრძნობ და განიცდი.. მინდა იცოდე, რომ შენს გვერდით ვიქნები, თუ ამის უფლებას მომცემ..
-რის უფლებას?
-ელი ჩვენ ერთი სატკივარი გვაქვს და მინდა ერთად გავუმკლავდეთ ამას..
-თემო უფრო კონკრეტულად!..
-ელი, მინდა შენს გვერდით ვიყო ამ მძიმე წუთებში..
-შეენ? თემურ დუნდუა? (გამეცინა)
-ვიცი ცუდად გექცეოდი მაგრამ იცი რატომ?
-არა.
-მომწონხარ!
-რაა? მერე გიგი?..
-ვიცი არასწორია, მაგრამ მე გიგიზე უარს ვიტყვი..
- თემო მორჩი და გადი აქედან! არაფერი აღარ თქვა!
-რომ იცოდე შენს გიგის უკვე ყავს ახალი!..
გამეღიმა
-ვიცი და წადი!
-არ გჯერა ხომ? ერთი კითხე დიტოს ლილე ვინ არისთქო?
ისტერიკა არ მომიწყვია, კარი მივუჯახუნე, მაგრამ მინდოდა.. ახლა ვნანობ რომ არ მოვუწყვე.. ვიფიქრე გიგმ ხომარ გამოგზავნა?.. არა ის ასეთი არაა! ასეთი ბოროტი როგორაა? არა. მას გიგისი შურს! ეჯიბრება და ეგ კარგს არაფერს მოუტანს ლომიძეს!.. ვცადე სხვა რამეზე მეფიქრა.. აი იმაზე ბოლოს რაც მითხრა “კითხე ლილე ვინ არის?” სასიამოვნოდ მეღიმებოდა..
სალო ბოლო გამოცდისთვის ემზადებოდა, ამიტომ ანა ჩემთან რჩებოდა, საბა ამოგვივლიდა ხოლმე.. სამსახურში მენეჯერიმა მომიკითხა დიდი სიყვარულით, რა კეთილი გული ჰქონია და რატომ ირგებს ბოროტი დედინაცვლის ნიღაბს არ მესმის.. ანამ ისევ სცადა საუბარი, განმეორებით მომიკითხა:
-ელი როგორ ხარ?
-კარგად.
-არ გინდა ვილაპარაკოთ, ცოტა მოგეშვება..
-რაზე ანა?.. ბარში გამართულ ისტერიკაზე..
-ელი მომისმინე! სამარცხვინო არაფერი არ გაგიკეთებია. ამაში თავს ნუ იდანაშაულებ!
თამუნამ გამოილაშქრა.. ანაც აჰყვა:
-ფიქრობ რომ დიტო და გიგი ამის გამო გაგამტყუნებენ?..
-ანა. შენ არ იცი როგორ ემზადებოდა დიტო იმ დღისთვის.
ორივე მომეფერა და თემა შეცვალეს.. სახლში დაღლილი მივედი, სულიერად დაღლილი.. ასე დაღლილი და დაცლილი დავდიოდი სამსახურში დასასაფლაოზე.. დრო და დრო ვიაზრებდი რა მოხდა და ვალაგებდი მოვლენებს დროის მიხედვით.. ასე რატომ მოხდა? ეს კითხვა ძალიან მიგლიჯავდა გულს.. თბილისში ყველა ყველას იცნობს და მე როგორ ვერ გავიგე გიგი ვინ იყო? ალბათ იმიტომ რომ არ “მიქექია” მისი წარსული, როგორც ვიქცევით ხოლმე.. ალბათ იმიტომ რომ მეც მინდიოდა მძაფრი შეგრძნებებით ცხოვრების გემო გამეგო და მივყევი დინებას, რომელმაც ისე გამიტაცა იქიდან თავს ვერასოდეს დავაღწევ, დამიტოვებს ცოვრების ბოლომდე იარას, რომელსაც “სიუ” ერქმევა..

მოგონება
..მოკლედ ასე მოხდა ყველაფერი- მე, დედა და მამა “მედიკოსების” “კორპორატიულ” საღამოზე ვიყავით, იქ მართლაც კარგად მოვილხინეთ ბოლოს სანამ წამოვიდოდით მე და მამამ “დაისი” ვიცეკვეთ, ორი ცეკვა რომელიც გამომდის და როგორც ამბობენ კარგდ, ეს არის “დაისი” და “ოსური”.. დიდი ოვაციების ფონზე ერთმანეთს ჩავეხუტეთ და წამოვედით.. იმ საღამოს მოხდა ავარია.. გონს რომ მოვედი მანქანაში დედას ვყავდი ძლიერად ჩახუტებული, მალევე გავითიშე.. ის მაშინევე გარდაიცვალა ხელები ძლივს გაუხსნეს როგორც მითხრეს.. დროის შეგრძნება დავკარგე როცა გავიღვიძე და ვიკითხე დედა სად იყო და მამიდას ცრემლიანი თვალებით, სიჩუმით მივხვდი, რომ დედა აღარ იყო.. მამიდას და ექიმის კამათი მომესმა და გამეღვიძა, როგორც აღმოჩნდა მე დამამშვიდებლებით მაძინებდნენ, რადგან ტვინის შერყევა მქონდა, ფეხის ძლიერი დაბეჟილობა და ფეხზე ადგომა არ შეიძლებოდა:
-ქალბატონო ნუნუ თქვენც ხომ იცით ფეხზე ადგომა რასაც გამოიწვევს?..
-ვიცი ლაშა. მაგრამ, რომ არ ვუთხრა არ მაპატიებს. უკანასკნელად მამამისი მაინც ნახოს..
წამოვდექი, საშინელი თავის ტკივილითა და თავბუსხვევით მივედი კარებთან:
-მიმიყვანე!
-ლილე არ შეიძლება თქვენი ადგომა!..
-ახალგაზრდა ექიმმა მომმართა, მეკი დავუყვირე..
-მიმიყვანე მეთქი! სად არის?!
სასწრაფოდ სავარძელი მოიტანეს ჩამსვევს და მამა სადაც იწვა შევედი.. საშინელი სურათი იყო ტანზე იმდენი იარა ჰქონდა, ჩემმა ექიმმა რომელიც მეწინააღმდეგებოდა სასწრაფოდ ზეწარი დააფარა.. მამა ჩემსკენ შემობრუნდა, ცრემლიანი თვალები ჰქონდა, რაც მახსოვს რამდენიმე წინადადება იყო:
-“ლილე საკუთარი თავი და შენი ღიმილიანი სახე არ დაკარგო, შენს პრინციპეპს მიყევი, როგორც აქამდე..” “ჩემო ლამაზო გოგო, სწავლა დაამთავრე, ხომ იცი დედას როგორ უნდოდა!..”და “ამ ფაქტის გამო არავინ დაადანაშაულო, გაითვალისწინე მათ ოჯახები ჰყავთ”.. ჩემო შავთვალა მიყვარხარ!..
მეტი არაფერი მახსოვს, შოკისა და ტრამვისგან გონს თვე ნახევრის შემდეგ მოვედი.. ყველაზე მეტად იმან გამანადგურა, რომ დაკრძალვამ უჩემოდ ჩაიარა.. ჩემი ექიმი ლაშა, მართალი იყო ჩემი ფეხზე დადგომა გართულებებს გამოიწვევდა, მკურნალობა გაგრძელდა თან ფსიქოლოგიურად იმდენად გავნადგურდი გონზე მოსვლის სურვილი და ბრძოლის უნარი დაკარგული მქონდა. ამიტომ ამერიკაში წასვლაზე მამიდას დავთანხმდი, რამდენიმე დღეში ისედაც მივდიოდი ანასტასია უნდა გამეცნო, ის ამერიკაში დაიბადა. ორი თვის მაგივრად, ორი წლით წავედი.. ამერიკაში გავაგრძელე ცხოვრება.. ერთი წლის შემდეგ საბა და სალო ამერიკიდან ჩამოვიდნენ თბილისში, მათაც საწავლის საქმე მოუგვარებელი ჰქონდათ, თან იქ ცხოვრების მომხრე არცერთი იყო. ადასთან ერთად ცხოვრება მარტივი არაა.. დიტომ კი სკოლა რომ დავამთავრეთ მოსკოვში წავიდა იქ ჩააბარა სასწავლებელში, მისმა მშობლებმა სცადეს ურთიერთობის მოგვარება, მაგრამ მამას ვერ შეეწყვნენ, უფრო სწორად ბებიას, რომელიც ვერ პატიობდა ქმარს საქართველოში პირველ ცოლთან და შვილებთან დაბრუნებას.. საქარველოს ვერ იტანდა და დიტოს მამას, მეორე ცოლი მოაყვანინა.. დიტო დედამისს ვერ შეელია, ერთად დაბრუნდნენ, რაგდან ლია დეიდას ასე იოლად ვერ დათმობ თუ მას გაიცნობ. და მეც მისი გაზრდილი ვარ.. მამიდა, დედა და ლია დეიდა პროფესიამ დააკავშირა, პირველ კურსზე ერთად იყვნენ, მერე გაიყვნენ სპეციალობის მიხედვით, მაგრამ ერთმანეთი არ დაკარგეს.. ჩვენთან მეზობლად ცხოვრობდა და ხშირი ურთიერთობა, დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.. სამივე ბავშვი ყველამ ერთად გაგვზარდეს.. დიტოც ახალი ჩამოსულია თბილისში, ლია და დიტო დეპრესიაში იყვნენ, როცა დაბრუნდნენ.. მოკლედ ეს ამბავი წარსულში ისე დავტოვეთ, უკან არც მე მინდოდა გახედვა და არც მამიდას რადგან, როგორც მან მითხრა მამას დაპირდა, ჩემი წარმატებისთვის და ჩემი ბედნიერი ცხოვრებისთვის იცხოვრებდა და ასეც იქცევა.. მაშინ ერთადერთი რაც გავიგე, ის იყო, რომ მანქანა დაგვეჯახა, რომელსაც მთვრალი კაცი მართავდა. ამან მეტად გამანადგურა, მისმა სიმთვრალემ ცხოვრება წამართვა, დამაობლა.. ამიტომ ჯობდა წავსულიყავი, დროს მივენდე.. იმ იმედით, რომ ამ ამბავს დავივიწყებდი.. სწორედ, რომ დრომ შემახვედრა ადამიანთან, რომელიც პირდაპირ კავშირშია იმ დღესთან, დღემ როგორც მე, პიროვნება შემცვალა.. დამაკომპლექსა და დამთრგუნა.. “ბრძენი” ახლობლების კომენტარების გამო: “შე საწყალო”, “დედა რა მშობლები დაკარგა”, “ახლა რა ეშველება”, “მამიდამისს თავისი ოჯახი აქვს როგორ მიხედავს”, “სასწრაფოდ ვინმე კარგი ოჯახისშვილი, რომ მოვუძებნოთ და პატრონს ჩავაბაროთ”.. აი ეს ბოლო ფრაზა იყო, რომ გავიგე და ძალიან ბევრი ვიტირე საბასთან ერთად ვიდექი, როცა სასაფლაოზე პირველად ავედი და ეს ჩამესმა ყურში შემოვეხვიე საბას და ჩავიკეცე.. საბა ისე გაცოფდა, ხმამაღლა უყვიროდა, ან საუბარი შეეწყვიტათ ან წასულიყვნენ.. სერგო ძია მოვიდა წამომაყენა და მითხრა შენ ჩემი შვილი ხარ და შენ ეს კარგად იცი.. ამთ საუბარს ნუ უსმენ.. ჩამიკრა გულში და დიდი ხანი ვიყავი მის მკერდს მიყრდნობილი.. საბამ კი ყველანი გაყარა.. მათთან კონტაქტს ვერიდებოდი ყველა სიბრალულის თვალებით მიყურებდა და ამან ჩამომიყალიბა კომლექსები, რომლებიც ზოგჯერ მეც კი მაღიზიანებს.. სანამ ამერიკაში წავიდოდი მე და საბა ვიყავით სახლში, ვემზადებოდით.. მამას ბიძაშვილი “ჩემთვის მამიდა” მოვიდა და ერთი ქალი ახლდა “სადედამთილო” საუბარი დაიწყეს, რომ ჩემი ამერიკაში წასვლა არ იყო საჭირო და რომ ყველაფერს გააკეთებდნე ჩემთვის ისინი, "საქმრო და სადედამთილო" კარგ ოჯახში მოვხვდებოდი, დედობას გამიწევდა ის ქალი, ბედნიერიც ვიქნებოდი.. საბამ ისეთი ისტერიკა მოაწყო ჩემი აღარ იყო საჭირო, არც მქონდა ძალა, იმისა ვინმესთვის წინააღმდეგობა გამეწია.. მამიდას და ძიას რომ არ ვყვარებოდი შეიძლება მგლოვირე გოგს, გათხოვილ ქალად მაქცევდნენ.. ეს ამბავი მარტო ძიას მოვუყევით, ადას რეაქციის გამო თავი შევიკავეთ..
მოგონების დასასრული.

ერთ დღესაც, ადამ დამირეკა მოვდივარ თბილისშიო, გამიკვირდა რადგან ჩემი და საბას დაბადების დღისთვის აპირებდა ჩამოსვლას, გავიფიქრე ხომ არ გაიგო ჩემი ამბავი, არადა ვცდილობდი არ ეგრძნო როცა ველაპარაკებოდი.. მოკლედ ადას ჩამოსვლის ამბავი საბამაც მითხრა და ჩემთან მოვიდა მორიდებულმა მთხოვა გადავსულიყავი მასთან, სამსახურის შემდეგ გადავედი სადილები მოვამზადეთ სალოს ოჯახის წევრებიც შემოგვიერდნენ, საბა და სალოს ძმა წავიდნენ დასახვედრად. ბავშვებიც ნია, ნიკა (ტყუპები) და სესილიც შემოგვიერთდნენ.. ნია ტექნიკის მაღაზიაში მუშაობს სადაც შეკეთება და ნაწილების შეკვეთაც ხდება და ყვება ამბავს:
-იცი ყველაზე მეტად რა მიკვირს? ბევრი ფული, რომ აქვთ ისინი ძველ ნივთებს რატომ მისტირიან?
-რას გულისხმობ?
სალომ ჰკითხა თან სუფრას ვშლიდით..
-ერთი ბიჭი მოვიდა ჩვენთან მაღაზიაში, შეკვეთა მე მივიღე. ფოტოაპარატის შეკეთება უნდოდა, იმდენი ჯდება ახალს იყიდი იმ ფასად და თან სულ ახალს..
-ალბათ მოგონებების გამო.. ვუთხარი მე.
-აუ ამან ისევ ფილოსოფია ჩართო..
დამცინა ნიამ და განაგრძო..
-იცი რა მაგარი ბიჭია? შეყვარებული ყავს ვიცი, თორემ გავეპრანჭებოდი.. იცი ვინ არის? ბარი რომ აქვს..
-მოვიდნენ! მოვიდნენ!
დაიყვირა სალომ და შემოლაგდნენ მამიდა და სერგო ძია, ბიჭები ბარგს ალაგებდნენ.. მამიდამ და ძიამ ბოლოსთვის მოგვიტოვეს მე და ანასტასია..
-ჩემი ლამაზი გოგო, როგორ გამხდარხარ დედი.. (ნუნუ-ადა)
-ელი როგორ ხარ შვილო? (სერგო ძია)
-კარგად ძია. თქვენ როგორ ხართ? (ლილე)
-ასე რატომ გახდი, რა გჭირს? (ადა)
-არაფერი.
-ვიცი რაც გჭირს და მოგხედავთ შენ და საბას მე! სალოს რომ არ ეთქვა არცერთი არ აპირებდით თქმას ხომ?!
-ნუნუ! ახლა არა!.
ძიამ დაუძახა და ამდროს საბა და დიტო შემოვიდნენ ბარგი შემოალაგეს, უხერხულობისაგან და სირცხვილისაგან გვერდზე გავიხედე, მან ცუდად მიიღო, მივხვდი ეწყინა.. მომესალმა და გასვლა დააპირა, საბამ შეაჩერა არ გაჩერდა, საქმე მოიმიზეზა. საბას არ დაუძალებია მე შემომხედა..
-მე დაველაპარაკები.. დიტო დამელოდე!
ვუთხარი საბას და ჩავედი, ნახევარი სართული ჩავლილი ჰქონდა..
-რა არის?..
-წამო რა ცოტა დავლიოთ..
-არა საქმე მაქვს!
-დიტო ბოდიში რა, იმ დღეს ცუდად მოვიქეცი. ყველაფერი გაგიფუჭეთ..
-მოიცა ტო.. მაგის გამო გამირბიხარ?
ცრემლიანი თვალებით დავეთანხმე. მიმიხუტა და თავზე მაკოცა
-აუ ელი რა ბოთე ხარ! “ლევისა” როდის უნდა გაიზარდო?!
რამდენჯერმე მაკოცა თავზე..
-წამო რა გთხოვ..
-კარგი წამო. მე კიდე მეგონა გაბრაზებული იყავი..
-გაბრაზებული ვარ. ოღონდ რომ დავლევ მერე მოგხედავ..
-ერთ რისხვას ავიტან..
ჩახუტებულები შევედით სახში, საბა გახარებული შემოგვხვდა, დიტოს მხარზე ხელი დაარტყა და სუფრისკენ მიბრუნდა, სასმელს დგამდა.. უცებ მოვეშვი გულიდან ლოდი მომეხსნა, დიტოს პატიება რომ ვთხოვე.. მთავარია რომ ისევ ერთად ვართ... ძლიერი თავის ტკივილი ვიგრძენი მერე თავბრუსხვევა, ხელებში ძალა დავკარგე და დიტოს ხმა შორიდან მომესმა:
-ელი ცუდად ხარ? ელი..
ვიგრძენი ხელში ამიყვანა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent