მე,შენ და ცუდი ბიჭები (17-ბონუს თავი)
ლიკა -კატო გაიღვიძე! კააატოოო!-ისევ უშედეგოდ ჩავწივი კატერინას,ფრუტუნით იხურავს საბანს და ძილს აგრძელებს. -აუ კატო ადექი რა-საბანს ვავლებ ხელს და ვანჯღრევ -ვაიმე ლიკუნა მაძინე რა-ზმუილით რგავს ცხვირს ბალიშში. -კატო ცამეტია უკვე,თებერვალი,კატო ვთხოვდები!-ჩემი სიტყვის დამთავრება და უდაბნოს ხვლიკივით თვალებდაჭყეტილი კატოს წამოხტომა ერთია. -ვაიმე ლიკუნაა ვაიმე ქორწილი-ხელებს უაზროდ აფრიალებს -დამშვიდდი სალონში წასვლამდე ერთი საათი გვაქვს ჯერ,ვთხოვდებიი არ მჯერა ვთხოვდებიი!-ვუკარკლავ და ყურებამდე გაკრეჭილი ვიწყებ ხტუნვას. -ლიკუნა დაოკდი თორე დაკოჭლებული პატარძალი ეყოლება შენს ხალებიანს-სიკეთეს აფრქვევს ყვავის ბუდესავით გაწეწილი კატო. პირს ვაღებ წუწუნს რომ მოვყვე და კარზე ზარის ხმაც ისმის. -გოგო სალონში არ უნდა მოეკითხათ ბიჭებს?-მეკითხება თვალებგაფართოებული კატერინა. -კი-მხრებს ვიჩეჩავ-აუ ხო ვუთხარი სანამ არ დაგირეკავთ არ მოხვიდეთ თქო -აუ ასე გაბურძგნული რომ მნახოს მთელი წელი დამცინებს ის ვირი,აქ არ შემოუშვა იცოდე-ფაციფუცით იწყებს კატო ტანსაცმლის ძებნას. -არ ინერვიულო თუ ისინი არიან ლევანს მოვახრჩობ და ბაჩისაც ზედ დავაყოლებ-ვამშვიდებ და ბუზღუნით მივემართები კარისკენ,ნეტა ვიცოდე რისი დამხრჩობი ხარ ლიკა. სახელურს მოუთმენლად ვწევ. ოჰ მადლობა ღმერთს! ლამარა! ტყუილად ჩამოგვიკრავს განგაშის ზარები -დილამშვიდობისა პატარძალო-ჩამყვირის და პროთეზით მიცინის. -მობრძანდით ლამარა ბებო-მთელი ხმით ვუყვირი რომ გაიგოს და ვიკრიჭები. -დიდი ხანი არ მოგაცდენ-ხელში ჩაბღუჯული ცელოფნით მიბაჯბაჯებს დივნისკენ -გამარჯობა ლამარა ბებო-ბღავის კატო და შეკითხვით აღსავსე მზერა ჩემზე გადმოაქვს. -კატალინა მოდი დაჯექი შენც,რომ იცოდე რა მოგიტანე ლიკა-ხელს დივანზე ატყაპუნებს უცნაურად აჟიტირებული ლამარა. ზედმეტსახელით მუდამ უკმაყოფილო კატო თვალებს მიტრიალებს და გაღიმებული გვერდით უსკუპდება. მოთმინებით ველოდებით როგორ ზოზინით ხსნის ლამარა მუქ ცელოფანს,თავში წინასწარ ვალაგებ სამადლობელო სიტყვებს,უკვე დავიზეპირე „რატომ წუხდებოდით“, „არ იყო საჭირო“ და „ვაიმე როგორ მომეწონა“,არ აქვს მნიშველობა რას გჩუქნიან ეს ფრაზები ყველაფერზე გადის. -ეს ლიკუნა თავის დროს მოსკოვში მაქვს ნაყიდი,სადღა გამოდის ახლა ასეთები ბებო-ქირქილებს ლამარა და თეთრ რაღაცას იღებს ცელოფნიდან,ნაჭერს შლის და ორი პროთეზით გაკრეჭილი მაწვდის. მოიცა შორტებია ესენი? ჯანდაბა რატო ხარ დებილი ლიკა? მგონი ლამარამ ამ წუთას დენიკინის დროინდელი საცვლები მაჩუქა. და ამხელა ტოტები რატო აქვს ან ყელამდე წელი? -ერთი წუთით გავალ მე-ფეხზე ხტება პირზე ხელაფარებული კატო და საძინებლისკენ გარბის,კარის დახურვა და კატერინას მოგუდული ხარხარის ხმა ერთია. ცხოვრებაში პირველად მიხარია ლამარა რომ ყრუა. აფოფრილი ბუბუ დივანზე გორავს,მგონი კნუტიც კი დამცინის,ჯანდაბა, გამოფხიზლდი ლიკა! -უღრმესი მადლობა ლამარა ბებო-ტუჩებს მაქსიმალურად ვწევ ყურებისკენ რომ ღიმილად ჩამეთვალოს და გამოწვდილ ნაჭერს ვართმევ. -ამ ღამით ჩაიცვი ლიკა-ეშმაკურად მიკრავს თვალს ლამარა. ღიმილშემხმარი თანხმობის ნიშნად ვუქნევ თავს და ვცდილობ აღფრთოვანება გამოვხატო. ჰო თუ ოდესმე მომინდება ლევანი უკანმოუხედავად გაიქცეს ჩემგან და ცხოვრებაში აღარ შემომხედოს აუცილებლად ჩავიცვამ ამ რაღაცეებს. -აუცილებლად-თავს დაპროგამებულივით ვუქნევ. -კატალინას გული არ დაწყდეს ბებო მაგისთვისაც მაქვს-მისი ჭკუით ჩურჩულებს ლამარა და კატოს კისკისის ხმაც წამში წყდება,ოღონდ ახლა არ ჩაბჟირდე ლიკა და რომ წავა იცინე მერე რამდენიც გინდა. -ძალიან გაუხარდება-ვაგულიანებ და წამოსადგომად მომზადებულს ხელს ვაშველებ. -საღამომდე ბებო აბა-ისევ მაცდური ღიმილით მემშვიდობება ლამარა და კიბეებს ჩლარტუნით მიუყვება. -რესტორანში გნახავთ-კარს ვხურავ და კისკისით შევდივარ მისაღებში. -მგონი ლამარამ ელიზაბეტ პირველის საფლავი გაძარცვა-ქირქილით აფრიალებს კატო ჩემს საჩუქარს. -ნუ ხარ ბოროტი-ცელოფანს ვართმევ და ბუბუსთან ვჯდები. -ახლა ნადიამ ტყავის მათრახი უნდა გაჩუქოს და ეგაა,ლევანის ბუნდღასაც ვეღარ ვნახავთ-ჭკუაზე არაა კატო,სანამ ბუზღუნს მოვყვებოდე უცებ ჩერდება და გამომეტყველება ეცვლება. -ვაიმე საათი ლიკუნა-ხტება დენდარტყმულივით -რა საათი?-თვალებს უაზროდ ვაცეცებ -სალონში გვავიანდება-წივის კატო და საძინებლისკენ გარბის. -ვაიმე დავრჩი გაუთხოვარი!-ფართხუნით ვიღებ მობილურს და ტაქსის ნომერს ვკრეფ. ბუნდოვანი კადრებივით გარბის გიჟებივით როგორ ჩავრბივართ კიბეებზე და მანქანაში ვხტებით, გაოცებული მძღოლი უკანა ხედვის სარკიდან გვავლებს ხოლმე თვალს,ხან ხელში ჩაბღუჯულ ჩემს სადედოფლო კაბას უყურებს ხან კატოს გაბურძგნულ თმებს. სალონის წინ მოწყვეტით ვჩერდებით და გაქცეული პატიმრებივით თავქუდმოგლეჯილები შევრბივართ შენობაში. -დროზე დაჯექი,კაბას გასახდელში დავკიდებ-მიკარკლავს კატო და ნივთებს ხელიდან მგლეჯს. სარკის წინ სავარძელში ვეშვები და ანარეკლს ვათვალიერებ -რას მიგავს თვალები-შეცხადებასავით გამომდის. -არ ინერვიულოთ მივხედავთ ყველაფერს-მაიმედებს თავზე წამომდგარი სტილისტი. -თმაზე ბევრი ჟელე არ წაუსვათ და სადა მაკიაჟი გაუკეთეთ-მითითებებს იძლევა კატო საკუთარი სკამიდან და თან თავის სტილისტს ებუზღუნება. საათიანი პროცედურები საუკუნედ იწელება. ისევ მასხამენ თავზე რაღაც სითხეს და ინსტიქტურად ვხუჭავ თვალებს -თმის მაღლა აწევა ნამდვილად არ გნებავთ? უკან ჩახვევაც შეგვიძლია-მთავაზობს ქერა გოგონა. -არ უნდა,გაშლილი დაუტოვეთ-მასწრებს კატო და თავისი სკამიდან ხტება. -კარგი,მოვრჩით მაშინ-მიღიმის ქერა და სარკისკენ მატრიალებს. უჰ კიდევ კარგი,მთლად ანჯელინა ჯოლის თუ არა გალამაზებულ ლიკუნას მაინც ვგავარ. -კაბის მორგების დროა-თითს დემონსტრაციულად წევს კატო და გასახდელისკენ მიმარბენინებს. -მიდი შენც ჩაიცვი თუ დამჭირდები დაგიძახებ-ვუწივი და ფარდას ვაფარებ. -კაი გიჟო-მხიარულად მიკრავს თავს და თავისი ოთახისკენ გარბის. ფრთხილად ვხსნი გამჭირვალე შესაფუთს. უიმე კარგი ლიკა კაბაა ნაღმი ხომ არა! ელვა შესაკრავს ვწევ და შეძლებისდაგვარად ვეკვეტები. -ჩავიცვი მე-ფარდის იქედან ჩამწივის კატო -მეც გამოვალ მალე-ახლა ფეხსაცმელებისკენ ვიხრები და თეთრ ქუსლიანებს ვირგებ. კარგი ჩემო თავო მოდი შევთანხმდეთ რომ დღეს მე და შენ თხასავით არ ვივლით და არც კოჭლი ნადიასავით. -ვაიმე ლიკუნა დათო მოდის-ფარდაში თავს ყოფს ფერდაკარგული კატო. -რა გჭირს კატო ალბათ ბიჭებმა გამოუშვეს-სახესთან ხელს ვუფრიალებ,მგონი წინასაქორწილო სტრესი ჩემზე მეტად კატოს შეეხო. -ჩვენი დათო კიარა გიჟი დათო გოგო-კაბინიდან თავს მაყოფინებს კატერინა,ვიტრინის მინიდან მზერას სალონისკენ მომავალ ფიგურაზე ვაშტერებ,ვაიმე მართლა დათოა მგონი! -დავიღუპეთ! საიდან გაჩნდა აქ?-ხრიალით ვინიავებ -რავიცი მე,გიჟია! დავიმალოთ-მაჯაში მავლებს კატო და კაბინაში თაგვებივით ვიყუჩებით. გადასარევია,ქორწილის დღეს სალონის გასახდელში ვზივარ და აშკარად ფსიქიკა დარღვეულ ყოფილ კურსელს დაქალთან ერთად ვემალები! რას ინატრებდა ადამიანი ამაზე უკეთესს -კატო რა უნდა აქ? საიდან გაიგო?-ვეჩურჩულები და ვცდილობ კაბა არ დავჭმუჭნო. -დაგვყვებოდა ალბათ,არანორმალური!-თვალებს კარკლავს კატერინა. -სად არიან?-უკვე ახლოს მესმის დათოს ქოშინი-კატო გამოდი! -იცის აქ რომ ვართ-ვუბრუნდები პირდაღებულ კატერინას -შენ წარმოიდგინე მეც მივხვდი ლიკუნა-თითებს ნერვიულად ხლართავს. -კატო! კატო გამოდი!-ისევ ღნავის დათო -ამას გადავიმტვრევ ახლა მუხლზე-ფარდას სწევს აპილპილებული კატო. პირს ვაღებ რომ ვუთხრა არ გახვიდეთქო,გვიანია,გაცხარებული კატერინა მუშტებშეკრული მიემართება გასახდელიდან. ჯანდაბა! -კატერინა თმა დაგეშლება!- მეორე ფეხსაცმელსაც სასწრაფოდ ვირგებ და მისკენ გავრბივარ. -აქ რა გინდა დათო? გამოშტერდი სულ?-წივის კატო.სალონს თვალს ვავლებ,მარტო მოსულა, დამშვიდებული ვითქვამ სულს. -უნდა გიხსნა კატო,იმ ნაგავს ვერ მითხოვდები-ამაყად აცხადებს ყელმოღერებული დათო და გაოცებული მზერა ჩემზე გადმოაქვს. ხელს ვუწევ და მათკენ მივემართები,ღმერთო გადაგვარჩინე! -ლიკუნას ქორწილია დეგენერატო ჩემი კი არა-ხელებს აფრიალებს გაცეცხლებული კატერინა. -რა? ვინ? ლიკას? შენ..-ბოდიალს იღებს პასუხად. -ხო ლიკასი იდიოტო! შეხედე ვის აცვია თეთრი კაბა? ლიკაას! და ვის უშხამებ ქორწილის დღეს? ლიკას! -აუ ლიკა ბოდიში რა-დაბნეულად აცეცებს თვალებს დათო -არაუშავს მე ყველაფერს გამოვასწორებ-ყელმოღერებული იმართება წელში და ჩვენს წინ დგება. -ჯანდაბა, ახლა ლექსს იტყვის-შუბლზე ხელს იტყაპუნებს კატო. -ახლა რომელი პოეტის შედევრი გააბუდერურა?-ვუჩურჩულებ და ენის ამოსადგმელად მომზადებულ დათოს ველოდები,ხმას იწმენდს და იწყებს -მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ რაც გარბის დრო და ხანი მთლად სიგიჟემდე მიყვარს შენი ლამაზი ტანი მაგ წითურ თმების ბუჩქი ეგ თეთრი შუბლის სერი თვალები ეგ ზღვისფერი ლოყები ვარდისფერი -ცაო ზვიგენი გვესროლე-უღონოდ აქნევს თავს კატო,ვცდილობ ისტერიკული კისკისი შევიკავო და გაშტერებულ სტილისტებს ვავლებ თვალს,ყველა პირდაღებული მოგვჩერებია. გრძნობებში გადაშვებული პოეტი ისევ თავის სტიქიაში აგრძელებს -შენი თითებიც მიყვარს სულ რომ მირტყამს ეგ თათიც ო იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი... -ვაიმე ბიჭები!-ვყვირი და ხელს მინისკენ ვიშვერ,ტრასაზე გაჩერებული ჰამერიდან სიცილით აბიჯებს ბაჩი და ჯაბა. -მორჩა მოკლავენ ამ უბედურს-ბოლთას სცემს კატო -მე არავისი არ მეშინია,კატო ჩემია-ამაყად გვიცხადებს დათო -ახლა ნუ მოგინდება ამირანობა შე საცოდაო-მისკენ ბრუნდება აფოფრილი კატერინა. -დათო ჩემი ხათრით წადი რა-მუდარით ვუყურებ -კატოს გარეშე არ წავალ-ორი წლის ბავშვივით ჯიუტდება. -გამიშვი ფენი უნდა ჩავარტყა-მოკაკუნებს მუშტებშეკრული კატო,მაჯით ვიჭერ დამ ინსტიქტურად ისევ ფანჯრისკენ ვიყურები. ჩემი ხალებიანიც გადმოსულა,სუნთქვაშეკრული ვაშტერდები მომავალს,ჯანდაბა როგორ უხდება კოსტუმი. -არა ნამდვილად მოკლავს ბაჩი-ფიქრებიდან კატოს ხმას გამოვყავარ. მზერა დათოზე გადამაქვს, შიშის ნაპეწრკალი გაკრთობია ჰერკულესს,დამფრთხალი აცეცებს თვალებს შემოსასვლელისკენ. -დათო ბოლო შანსი გაქვს,ახლოს არიან უკვე-სასოწარკვეთილი ვანიშნებ ლამის კარზე მომდგარი სამეულისკენ. ორი წამით ყოყმანობს და სახეზე ფერი ეკარგება. -სად დავიმალო?-კნავის საცოდავად. მადლობა ღმერთს,მგონი გადავრჩებით. -სასწრაფოდ გასახდელში!-თითს იშვერს კატო. -მხოლოდ შენი ხათრით ლიკუნა,დათოს არაფრის არ ეშინია იცოდეთ!-გვეძახის გაქცეული პოეტი და თვალის დახამხამებაში კაბინაში ვარდება. -ყველაფერი რომ ჩაივლის საკუთარი ხელით ავკუწავ-თმებს ისწორებს კატო-ფატა ლიკუნა! და თაიგული! ყველაფერი კარგად იქნება-ნივთებს მაწვდის და გვერდით მიდგება. -ჰო ჰო შემოდიან-ხელზე ხელს მაგრად ვუჭერ. -ღიმილი ლიკუნა და ისუნთქე!-მახსენებს და მეც ფაქტზე წასწრებული ბავშვივით ვიცინი. კარს ჯაბა აღებს და ყურისწამღები ხმით იწყებს -ვისიააა ვისიაა ქალი ლამაზიი -ნუ დააყრუე დედოფალი-თავში კრავს ონიანი.მე კი ყველაფერი მეორეხარისხოვნად ჩამესმის,ჩემს ხალებიან ვუყურებ გაჩიჩინებული. -ულამაზესი ხარ ცხოვრება-გაბადრული მოაბიჯებს ჩემსკენ,მეცხრე არა, მეათე ცაზე მყოფი ხელებს ჩასახუტებლად ვშლი. -არ შეეხო მაკიაჟს გაუფუჭებ-ბოროტი ბაბაიაგასავით გვიდგება შუაში კატო. -ოდნავ ჩავეხუტები რა-ნებართვას იღებს ლევანი,კატო ეჭვით გვავლებს თვალს. -ამას მე მივხედავ-ხელზე ექაჩება ბაჩი და შეტორტმანებული კატოც მოწყვეტით უვარდება მკლავებში. ლევანი გამარჯვებულის სახით მხვევს წელზე ხელს და კისკისით მატრიალებს. -ჰე გავედით ახლა-ბუზღუნით ისწორებს კატო კაბას და თვალებანთებულ ონიანს თითის ქნევით ემუქრება აღარ მომიახლოვდეო. ახლაღა მახსენდება გასახდელში მიმალული პოეტის არსებობა. რა დათო ჩაგიკეტავს კაბინაში და რა აწიკწიკებული დინამიტი. -ჰო ჰო ჩქარა წავიდეთ-ხელს ვავლებ ხალებიანს და ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფ სტილისტებს თავის ქნევით ვემშვიდობები. უკანა სავარძელზე მარჯვენა მხარეს ლევანი ჯდება,მარცხენა მხარეს კი კატო მისკუპდება. -დავიძარით მძღოლო!-წინა სავარძელზე თავსდება ჯაბა და საჭესთან მჯდომ ონიანს მხარს კრავს. -თუ არ მოისვენებ ფეხით წამოხვალ-უღრენს ბაჩი -მეჯვარე ვარ,ადგილი წავართვი და შურს-იჭყანება ჯაბა -მხოლოდ იმიტომ რომ მე მეჯვარის საქმრო ვარ-თავს აქნევს ბაჩი და მანქანას ძრავს. -მუსიკას თუ არ შეცვლი აღარ იქნები ბაჩუკი-ტუჩებს პრუწავს კატო. -ვატყობ ქალბატონი მეჯვარეც გაუყვება ჯაბას გზას-წარბებს ათამაშებს ონიანი და ჰიტად ქცეულ Бродяга-ს გადართვის მაგივრად უფრო უწევს ხმას. -ნინი,თამუნა და დათო სად არიან?-თითებს თითებში ვუხლართავ ჩემს ხალებიანს. -გოგონები ეკლესიაში დაგვხვდებიან,დათოს გადამღები მოყავს-თვალებანთებული შემომცინის. -აუ რა ბედნიერი ვარ იცი?-თავს მხარზე ვადებ -ლიკუნა ძალიანაც ნუ გიხარია ჯერ არ მოგიწერიათ ხელი-თავს ჩვენკენ აბრუნებს გაბადრული ჯაბა -ბაჩი ჩააგდე ეგ მანქანიდან!-სისინებს ლევანი და შუბლზე მკოცნის. კატერინა სანამ აწ უკვე ნეფე-დედოფალი ნათესავების მილოცვებს იღებს,დანარჩენები ეკლესიის წინ კიდევ ერთხელ ვპოზიორობთ კამერისთვის და ტუჩებს ვასწორებ -დამეჭიმა სახე ამდენი გაღიმებისგან-წუწუნებს თამუნა და ეიფელის კოშკის სიმაღლის ქუსლებიდან რომ არ ჩამოვარდეს ჯაბას ეყრდნობა. -ნუ ჩამომიფხრიწე გოგო კოსტუმი-ბუზღუნით აშველებს ხელს ჯაბა -ახლა ქორწინების სახლში წავალთ?-აცახცახებული ვუბრუნდები ბაჩუკის -არა პირდაპირ რესტორანში მოაწერენ ხელს-ასწრებს ჯაბა. -უჰ კარგია-შვებით ვისუნთქავ და მხრებზე ნაჭრის შეხებას ვგრძნობ,ინსტიქტურად ვაბრუნებ თავს კოსტუმმომარჯვებული გზების რაინდისკენ -ბაჩუკი შე ძაან ჯენტლმენო-ვეჯღანები და სასიამოვნოდ გამთბარ მოსაცმელში ვიკუნტები. -ეგ კამერას რომ დავეფიქსირებინე თორე არ მოგაცმევდი-თვალს მიკრავს და სანამ რამე მწარეს მოვიფიქრებდე ხელს მხარზე მხვევს,უხ უნდა დაამტვრიო ის მაიმუნური თითები ძირში. -გელა,გადაგვიღე რა!-ეძახის ფოტოაპარატიან კაცს და მეც წამში სიცივისგან დაკრეჭილ კბილებს ღიმილისგან დაკრეჭილ კბილებად გარდავქმნი -მეც მინდაა-შუაში გვეკვეხება ჯაბა -ჩვენც ჩვენც-წამში გვიერთდება ნინი და დათო. -მოკლედ არ შეგვარგეს მარტო ყოფნა-ხელებს ზევით სწევს ბაჩუკი -მეც დამელოდეთ-ბანცალ ბანცალით მოკაკუნებს თამუნა და უკვე გაერთიანებული ძალებით ვკაწკაწებთ. -ქერა გასწორდი,მარჯვენა ბიჭი თავი ოდნავ მაღლა ასწიე,წითური ცოტათი გვერდულად დადექი-ბრძანებებს გასცემს ფოტოგრაფი და ორ წამში ნანატრი ჩხაკუნიც ისმის. გადაღებულიას ყვირილი და ჩვენი ამოსუნთქვა ერთია. -სასწრაფოდ მანქანებში!-ლიკუნასთან ხელჩაკიდული მორბის ლევანი -შენ გაიხარე-ხელებს შლის დათო და შეთანხმებულებივით მანქანებისაკენ მივბაკუნებთ. -კატო, უკვე დაოჯახებული ვარ-მკლავზე მექაჩება თვალებგაფართოებული ლიკუნა. -ხო გოგო-წივილით ვეხვევი -ახლა ნუ მოგინდებათ ხვევნა-კოცნა,გავიყინე კაცი-ზურგზე ხელს გვიტყაპუნებს ჯაბა. მგონი მანქანის თბილი სალონი ასე ჯერ არ დამიფასებია,რაღა წელს გადაირია თებერვალი. -ისე იღადავეთ უკვე მეორეჯერ ვესწრებით ამათ ხელის მოწერას-წინა სკამიდან თავს ყოფს ჯაბა. -ოღონდ ამჯერად ნორმალურად აცვიათ-ვკისკისებ ქორწინების სახლში კნუტებიანი მაიკით გამოჭიმული ლიკას გახსენებაზე. -მეორე და ნაღდიო ხომ გაგიგიათ-თვალებს აპაჭუნებს ჯაბა -ეგ მესამეზეა ჭკვიანო-თავს აქნევს მძღოთა ბელადი. Maroon5-ის Sugar-ს და მანქანების გამაყრუებელი სიგნალების ფონზე ვუახლოვდებით სარაჯიშვილის გამზირს და ბაგრატიონი ჰოლის წინ ფარებანთებულები ვჩერდებით. -რომ განიშნებთ გადმოდით-ფანჯარაში თავს ყოფს ვიდეო გადამღები და სანამ თანხმობის მიცემას მოვასწრებდეთ კამერით შესასვლელისკენ გარბის -ნუ ღელავ ლიკუნა,მთავარია თავი მაღლა აწიო და გაიღიმო-ვეკრიჭები ჩემ ხელს ჩაბღაუჭებულ ლიკას. -მგონი ტრამპის ინაუგურაციაზე არ ყოფილა ამდენი ხალხი და მალე ყველა ჩვენ მოგვაშტერდება-ცეცხლზე ნავთს ასხამს აჟიტირებული ჯაბა. მზერა მასზე გადამაქვს და თვალებს ვუკარკლავ,მოგზავნილია მემგონი ეს. -მზად ხარ ცხოვრება?-ლიკუნას ხელს უწვდის არანაკლებ გაფითრებული და მაინც მომღიმარი ხალებიანი,მგონი სიძე შუა გზაზე გაგვეშხლართება. -დაიმახსოვრეთ,რომ შევალთ და მუსიკა ჩაირთვება პირდაპირ რეგისტატორისკენ დააწვებით,მოაწერთ ხელს და მერე წავიდა ტინგიცი-გვირაკრაკებს ჯაბა და თან სარკეში თმებს ისწორებს. -შენ არც ახლა გაკლია ტინგიცი-სიტყვით გამოდის ბაჩუკი,ოჰ ყვავმა ყვავს უთხრა შავი ხარო. -მგონი გვანიშნებს გადმოდითო-თითს გაპუტული არწივივით მოფართხალე გადამღებისკენ ვიშვერ. -სამ დათვლაზე გადავდივართ,აძინ,დვა ი ტრიი-მთელ რუსულის მარაგს წურავს ჯაბა და მანქანიდან ხტება. კარის სახელურისკენ ვიწევ მაგრამ წამში თავისით იღება -საქალბატონე კატერინა-ხელს მაგებებს ჯელტმენობის მამა და მანერების მეფეთ მეფე. -დედა ხო კარგად ხარ დღეს ბაჩუკი?-ეჭვით ვადებ შუბლზე ხელის გულს,არა სიცხე აშკარად არ აქვს. ჯაბასთან ერთად მანქანის წინ ვდგავართ და ნეფე-დედოფალს მოთმინებით ველოდებით,ნინი და დათოზე ჩამოკიდებული თამუნაც ჩვენთან ჩნდებიან. ოჰ გვეღირსა! გაბადრული ლევანი და უფრო გაბადრული ლიკუნა წუთში გვიერთდება,კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს შენობის კიბეზე შეკრებილ მომღიმარ ხალხს და უკანასკნელ საიდუმლო სერობას ვმართავთ -წინ მიდიხართ თქვენ ორი-თითებს დღის გმირებისკენ იშვერს ჯაბა-მერე მე და კატო მოგყვებით,თქვენ კიდევ უკან უნდა მოგვყვეთ ფეხდაფეხ-ახლა დანარჩენებს მიმართავს გამოჩენილი ორატორი და შეუდარებელი ორგანიზატორი სახელად ჯაბა. -ჰე წავედით აბა-ფარის გასარეკად მომზადებული მეცხვარესავით გვიქნევს ხელს დათო. -კატო არ მომშორდე-საცოდავი თვალებით მიყურებს ლიკა. -აქ ვარ ლიკუნა არსად არ მივდივარ-ფატას ვუსწორებ და გამოწვდილ ხელზე ხელს ვავლებ. -ღიმილი დამანახეთ-ბრძანებას გასცემს ჯაბა-აძინ,დვა,ტრიი,გავედით! სპარტელი ჯარისკაცებივით დაწყობილები მივაბიჯებთ რესტორნის კიბეებზე და კარში გადამღების წინამძღოლობით შევდივართ. აი ეს მესმის ქორლიწი,მთელი დარბაზი შეთანხმებულივით დგება. ტაშის და შეძახილების ფონზე მივიკვლევთ გზას, რეგისტრატორისკენ მიმავალ თეთრ ხალიჩასთან ლიკუნა და ლევანი ერთდროულად ჩერდებიან და შეშფოთებულები აბრუნებენ თავებს -რატო გაჩერდით?-ვჩურჩულებ კისერწაგძელებული -რა ხდება?-შეშფოთებული იყურება უკვე ჩემ გვერდით მდგომი ბაჩუკი. -რეგისტრატორს გახედეთ-თვალით გვანიშნებს ნაძალადევად მომღიმარი ლევანი -ვაიმე ეს ის ქალი არაა?-ტუჩებს გამომცდელად პრუწავს თამუნა,თავს ხელის მოსაწერი მაგიდისკენ ვაბრუნებ,წინა წლის შემდეგ ოდნავ გაზრდია თმა,მაგრამ ნამდვილად ის რეგისტრატორია კეტებიანი ლიკა და ლევანი კევაში ამოსული ბეჭდით რომ დააქორწინა -ჯანდაბა,ისაა!-ვკვნესი და ლიკას ვაჩერდები -ჩემი ბრალი არაა თქვენ ძმობას ვფიცავარ-ხითხითებს ჯაბა-რა ვიცოდი ვის გამოუშვებდნენ? -რომ გვიცნოს რა ჯანდაბა ვქნათ?-წრიალებს ნინი -უნდა დავიმალო-თვალებს საცოდავად აცეცებს ლიკა -ლიკუნა დედოფალი ხარ სად უნდა დაიმალო-სადედოფლო კაბისკენ ვიშვერ ხელებს. -რომც გვიცნოს რა უნდა ქნას,წამო ტო გველოდება ხალხი-ლევანს მხარზე ხელს უტყაპუნებს ბაჩუკი,ოჰ ეს რომ არ გამოვარდეს ხოლმე რიჩარდ ლომგულად რა გვეშველება. -თვალებში არ შევხედოთ ბავშვებო-ქირქილებს ჯაბა და ცნობილი მელოდიაც მესმის,ტამ ტარარა ტამ ტარარაა... ნელი ნაბიჯებით მივყვები ლიკუნას,გაჩერებულს გვერდით ვუდგები და სარეგისტრაციო მაგიდასთან ნაცნობ სახეს ვუსწორებ თვალს,ღმერთო შენ გვიშველე! პირდაღებული ქალი ჯერ ლიკუნას ანათებს გამჭოლ თვალებს,შემდეგ ნატოს სამიტზე გამოსული ნიკოლა სარკოზივით შეშფოთებული მზერა სიძე ბატონზე გადააქვს, ამჯერად ნაპირზე გადმოგდებული ქარიყლაპიასავით აღებს პირს და უკვე ჩემს თვალიერებას იწყებს,გვიცნო,ნამდვილად გვიცნო! გაკვეთილის მუდამ არ მცოდნე ოროსანივით ადგილზე გაშეშებულები ველოდებით რაღაც საქვეყნოდ შერცხვენის მსგავსს,ჩვენი ძვირფასი რეგისტრატორი კი წამის მეასედში თითქოს რაღაცამ გამოაფხიზლაო სახეზე საფირმო ღიმილს იკრავს და იგივე ტექსტს ლუღლუღებს რასაც გასულ გაზაფხულზე ლუღლუღებდა -თანახმა ხართ?-ხმამაღლა ასრულებს მონოლოგს და ნეფე-დედოფალს აშტერდება. -თანახმა ვარ-ცქმუტავს დამნაშავე ბავშვივით აწურული ლიკა -თანახმა ვარ-ომახიანად ჩამესმის გაბადრული ლევანის ხმა -კანონით მონიჭებული უფლებით ცოლ-ქმრად გაცხადებთ!-ცივ ღიმილს არ იშორებს რეგისტრატორი და მეც ჰაერს ღრმად ვისუნთქავ,ავშენდით! გვეშველა! ტაშის და შეძახილების ხმა ბუნდოვნად ჩამესმის,მოწმეებისთვის გამოყოფილ ადგილას ნაჩქარევად ვაწერ ხელს და აკუნტრუშებულ ლიკას ვეხვევი. -გილოცავ ლიკუნააა-ვწივი ბოლო ხმაზე და ამაღლებულ მაგიდაზე მის გვერდით ვიკავებ ადგილს. -რა მაგარია კატო-ხელებს მხვევს ლიკა -ლიკუნა ოდნავ გამიშვი თორე პირველი პატარძალი იქნები მეჯვარეს ჩახუტებით რომ მოკლავს-ვუკარკლავ სუნთქვაშეკრული. -არ დაახრჩო საჭიროა ჯერ-ჩამესმის მისი უბაჩუკობესობის ქირქილი და წამში მისალოცად ლიკუნას ეხუტება. პირს ვაღებ გადავარცხნილ თმაზე ან ისევ კოსტუმზე რომ დავცინო მაგრამ ჩვენკენ გამოქანებული მანანას დანახვაზე სიტყვები ენის წვერზე მიჩერდება -მაი გერლზ,იუ არ საჩ ბიუთიფულ ხანიი,ქონგრედულეიშანს ლიქა-ტარტალებს მანანა და პომიდორივით წითლად გატყაპნილი ტუჩებით გვეკრობა. -მადლობა მანანა მასწ-ტიკტიკებს ლიკა -მადლობა მას-შევცინი მანანას,შეხედე როგორ გამოპრანჭულა. ჰაეროვანი კოცნების გზავნით თავისი მაგიდისკენ მიდანდალებს. -ამას ვუთხრათ ქართულ ქორწილებში ინგლისურად რომ არ ლაპარაკობენ თუ ვუმალავთ ჯერ?-ვეჩურჩულები ლიკას -ნეტა ჯემალიც დამეპატიჟებინა-კისკისებს ლიკუნა და სტუმრებთან მოლაპარაკე ლევანს ხელს უქნევს. -ლიკუნა გამაგრდი,შენი ღიპიანი ბიძაშვილი მოდის-იდაყვს ხელზე ვკრავ,რობოტივით აბრუნებს თავს და ძალად გაღიმებულები ველით პიონერული მარშით მომავალ თორნიკეს. -გილოცავ ლიკაკო,მაინც დაირტყი ხომ ბიჭი-ფორმაშია თორნიკე,ნეტა შენ დაირტყამდე თავში ორ აგურს იქნება გეშველოს. -მადლობა-კნავის ლიკა -ოჰ კატო გავიგე შენც დაგეცა ტუზი-რაღა მიჭირს მოიცალა ჩემთვისაც. -მეც მიხარია შენი ნახვა თორნიკე-თვალებს ვატრიალებ,უფრო გამიხარდება ამ საღამოს მეორედ რომ არ გნახო. -ისე დღეს ცამეტია და ხომ იცი თარსი რიცხვია,ფრთხილად იყავი ლიკუნა-მისი ჭკუით ჩამოანგრია იუმორის კედლები ბიჭმა,ერთადერთ თარსს ვხედავ ამ დარბაზში და ისიც წინ გვიდგას. -უნდა დაგტოვოთ გვეძახიან-ხელს ვავლებ ღიმილშემხმარ გაფითრებულ ლიკას. ნეფე-დედოფლის პირველი ცეკვის შემდეგ თამადა პულიმიოტივით აყრის სადღეგრძელოებს. მეცხრე თუ მეათე ჭიქის და სამსაათიანი ხტუნვის შემდეგ მოწყვეტით ვუბრუნდები სანუკვარ სკამს. -მომდევნო ვალსი გავუშვათ თორე აღარ შემიძლია მეტი-თვით დიდი ჯაბაც კი ნებდება და აქოშინებული უვლის ნეფე-დედოფლის მაგიდას. ლიკასთან ერთად ისევ მანანას ხელზე აჩორჩხლილ ტონა ნახევრიან საგვარეულო სამკაულებზე ვიცინი -იმედია ამ დინამიკებს მაგნიტი არ აქვთ შიგნით თორე წასულია მანანას საქმე-ვეჩურჩულები ლოყებაწითლებულ ლიკას. -კატო კამერა!-კისკისებს და გადამღებს უქნევს ხელს ამასობაში თამადა სიყვარულის ნახევარსაათიან სადღეგრძელოს ამბობს და თან გვახსენებს რამდენიმე საათში ვალენტინობააო,მაგიდასთან შეკრებილები მთელი შემადგენლობით ვუჭახუნებთ ერთმანეთს ჭიქებს და ჩახუტებული ნეფე-დედოფლის შემდეგ მისი უდიდებულესობის ჩემს წელზე მოხვეული ხელისკენ ვაპარებ თვალს,ჯანდაბა,რა იდეალურადაა ყველაფერი. კაი კატო არ ჩამოდნე ახლა. ვიღაც მადლიანი Ed Sheeran-ის Thinking Out Loud-ს რთავს -აბა,ვიცეკვოთ პატარავ?-წარბებს მითამაშებს ბაჩუკი -მაგას კითხვა უნდა?-მაშინვე ვეჭიდები გამოწვდილ ხელზე და სცენისკენ კაკუნით მივყვები. ნინის და დათოს მოუსწრიათ უკვე ამოძრავება,ლევანი და ლიკა უკან მოგვდევენ,ჯაბა კი ჯერ ინტერესით ათვალიერებს დარბაზრს და მერე ისევ თამუნას ავლებს ხელს. -სარისკო მოძრაობებს არ ვართ-საჩვენებელ თითს ვუქნევ ბაჩუკის და ხელებს კისერზე ვხვევ. -ენდე პროფესიონალს-მაცდური ღიმილით მიკრავს თვალს და წელზე მოხვეული ხელით მიხუტებს,ხო კაი ვჩუმდები,ეს წამი ბოლომდე უნდა შევირგო. ნელი მოძრაობებით ვყვებით მუსიკას და შუქებიც ქვრება,სუსტი საცეკვაო განათების ფონზე ძლივს ვარჩევ ბაჩუკის სახეს. მისამღერზე მოწყვეტით ვტრიალდები და როგორც ყოველთვის საყრდენი მეცლება,უხ ვიცოდი! უკან გადახრილს წელით მიჭერს და იხრება -ხომ გითხარი აკრობატულ ნომრებს არ ვართ თქო-ბუზღუნით ვაბრუნებ ხელს მის კისერზე. -კატო-მეჩურჩულება სულ ახლოს და მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობ,არაა ეს ცუდის ნიშანია! -ბაჩუკი არ გაბედო,ხალხია-ვჩურჩულებ საპასუხოდ -ერთხელ რა-ბუნდოვნად ვარჩევ მისი ტუჩის ჩატეხილ კუთხეს და უფრო ახლოს მოტანილ ანთებულ თვალებს ვუსწორებ თვალს -ბაჩუკი ხიხიაა მეთქ...-სიტყვის დამთავრებასაც ვერ ვასწრებ ისე მერთმევა მეტყველების უნარი,მერთმევა რა-მართმევენ. ცხელი ტუჩებით ნელა მოძრაობს და ხო კაი,ჯანდაბას ხალხი,საზოგადოება,ვიზა ლიბერალიზაცია,უნივერსიტეტის გამოცდები,გლობალური დათბობა და ყველაფერი ასეთი. ვისაც რაფაელო ჯერ კიდევ ყველაზე გემრიელი ტკბილეულობა ჰგონია,აშკარად არ გაუსინჯავს ამ მაიმუნის ტუჩები.მისი უმაღლესობა და კოცნის გურუ ცალი ხელით თმებში მეფათურება,წელზე მოხვეულით კი უფრო მჭიდროდ მიკრავს მკერდზე,მორჩა ახლა ან გული გამიჩერდება ან გავიგუდები. დარეტიანებული ვაშორებ სახეს და შუქებიც ინთება. -კიდევ არ გინდა თარიღის გადმოწევა?-თვალებანთებული მიცინის აშკარად კმაყოფილი ბაჩუკი. -ივნისამდე არც იოცნებო ქორწილზე თქო ბაჩუკი-ტუჩებმოპრუწული ვუქნევ თავს. -იცოდე თაიგულს არ გიყიდი ხვალ-წარბების თამაშით მაცილებს სკამამდე. -არც მინდა-თვალებმოწკურული ვფრუტუნებ. არ მიყიდის ბიჭი,ჰოდა დაემშვიდობოს დალაგებულ ნერვულ სისტემას. -თაიგულის სროლის დროა-გვატყობინებს ნინი და გვერდით მისკუპდება. -შენ არ გინდა დაჭერა?-თითით მანიშნებს უკვე მაგიდის წინ ჩამწკრივებული მომლოდინე ხალხისკენ -სეირის ყურება მირჩევნია-კისკისით ვიღებ ყურძენს. -არც მე ვახევინებ მაგათ კაბას-სკამზე უფრო კომფორტულად კალათდება გაღიმებული ნინი. -აბა ვისზე დებთ ფსონს-ხელებს ასავსავებს ლევანი -მე დათოზე-ხელს მაღლა წევს ნინი -ეგ ბოთეა ვერ დაიჭერს-თავს აქიცინებს ბაჩი -მე იმ პუტკუნაზე-თითს ვიშვერ წითელკაბიანი ქალისკენ -მე ლიკუნას ბიძაშვილზე-სახელოებს იკაპიწებს სიძე თაიგულმომარჯვებული ლიკუნას უკან მსურველების მთელი არმია იშვერს ხელებს,წინა რიგი რაღა თქმა უნდა ბიჭებს დაუკავებიათ და უკან მოქცეული გოგონების წუწუნის მიუხედავად ჯიუტად არ თმობენ ადგილს,არა გენდერული თანასწორობა კარგია ოღონდ ჩვენ რომ გვაწყობს მაშინ. -ერთი...ორი...სამი-ჰაერში თაიგულს ისვრის ლიკუნა და ვინ ვის ეჯახება კაცმა არ იცის,მიდი ფუმფულა მე მჯერა შენი! ჩემი ფავორიტი წითელკაბიანი გმირული ღრიალით მიიწევს გამარჯვებისკენ,გაცოფებული ხალხის წინ კენგურუსავით ხტება ჯაბა და ორ წამში თაიგულს გამწარებული ებღაუჭება -ამას ვინ იფიქრებდა!-ჭკუაზე არაა ყბაჩამოვარდნილი ლევანი -ეჰ ყველამ წავაგეთ-ხელს იქნევს ნინი.მეორე მსოფლიო ომის გმირივით გაბღენძილ ჯაბას გამალებით ვუკრავთ ტაშს. -ისე რა დაოჯახება,რის ქორწილი,რად მინდოდა თაიგული ტო-უცებ ეცვლება გამომეტყველება ჩვენს ჩემპიონს და ხელში დაჭერილ ვარდებს ფეთქებადი ბომბივით უყურებს. -მერე ვინ გაძალებდა რომ ეცი-თაიგულს ხელიდან გლეჯს კოპებშეყრილი თამუნა და თმების სწორებით მოკაკუნებს. -ბოლო ცეკვაც და პირდაპირ აეროპორტისკენ ცხოვრება-ლიკუნას ხელს ავლებს სახეგაბრწყინებული ლევანი. -Long Tall Sally გაუშვით!-ბრძანებას გასცემს ჯაბა -წამო გიჟო-ხელზე მექაჩება ბაჩუკი და სცენაზე ტყიდან გამოქცეული მხეცებივით ვცვივდებით,შემორჩენილი სტუმრების ნაწილი თეძოების ქნევით,მეორე ნაწილი კი რვიანების ხაზვით მოიწევს. მშვიდობით ვარცხნილობავ! ისედაც მოშვებული თმა საბოლოოდ მეშლება,აბაა რა ჯობია ცეკვისას კულული ცხვირზე რომ გერტყმება ან უარეს შემთხვევაში პირში გივარდება. -აეე გულიაემ ვსე-ხელებს უაზროდ იქნევს ჯაბა და სანამ დაყვირებას მოვასწრებდე ფრთხილად თქო უკან მიმავალ ორ მიმტანს ეხეთქება,ლანგარი რახუნით ვარდება ძირს -მე ბოდიში,მგონი ბოთლები გადარჩა-ხელებს გულთან იწყობს ჯაბა და იატაკზე დაღვრილ შამპანურს დაჰყურებს -ოხ ჯაბა რა-ბუზღუნებს ბაჩუკი -რა გინდა, ნახე შამპანურის ტბა გვაქვს-ჭკუაზე არაა ჯაბა -ახლავე მოვიტან ტილოს-ფსკერამდე გამოცლილ ბოთლებს ხელს ავლებს მიმტანი. მისი წასვლა და დასატრიალებლად გამოქანებული ნეფე-დედოფლის გამოჩენა ერთია -ლიკუნა გაჩერდით!-წივილით ვიშვერ ხელს,გვიანია! ფილმის კადრივით ვხედავ დაცურებული ლევანის დაღებულ პირს და ნეფე-დედოფალი იატაკზე იშხლართება,ინსტიქტურად ვიწევი მათ წამოსაყენებლად,მგონი ფეხქვეშ მიწა მეცლება,ჰო თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ ეს ბაჩუკის შემდეგი ილეთი არ უნდა იყოს,აშკარად მოვსრიალდი,წაკივლებასავით ხმას გამოვცემ და ძირს ვებერტყები,გამარჯობა იატაკო,სასიამოვნოა შენი გაცნობა! სანამ აზრზე მოსვლას მოვასწრებდე რაღაც მძიმე მემხობა ზემოდან -რა ქენი ბაჩუკი ისპაიდერმენე ახლა?-თავს გაჭირვებით ვაბრუნებ -შენი დაჭერა მინდოდა-დამხარხარებს ზემოდან -აშკარად არ გამოგივიდა- თვალებს ვუკარკლავ და მზერა კისკისით მოფართხალე ლიკაზე გადამაქვს,მგონი ამათ მოეწონათ აქ წოლა. უცებ ბრძოლის ველზე თამუნა იჭრება თავისი ორმეტრიანი ქუსლებით,გმირულად ტორტმანებს და კივილით ეჟღერტება ლევანის ფეხებთან,ამ წამს სამყარომ ვარსკვლავის დაცემა იხილა! -ბაჩუკი ხომ არ ადგებოდი ისე?-ფართხალით ვუბრუნდები ნახევრად ჩემზე გაშოტილ რაინდს -ვერ ვდგები,სრიალებს-გაკრეჭილი აფაფხურებს ფეხებს იატაკზე,ახორხოცებული ჯაბა ნეფე-დედოფლის მაგიდასთან იკეცება,მოასულიერეთ ვინმემ! მოკვდა სიცილით -ჩემი სიკვდილი,რა მოგივიდათ ბავშვებო?-მაგიდებიდან ქაქანით მოქრის ხელებგაშლილი მანანა,ოღონდ ეს არა! -მანანა მას გაჩერდით!-თითქმის ერთდროულად ვწივით მე და ლიკა,სიტყვაც არ გვაქვს დამთავრებული წაქცეულთა რიგებში კიდევ ერთი მძიმე წონოსანი რომ გვემატება მანანას სახით,გადასარევია! კიდევ კარგი ნადია და ლამარა ადრე რომ წავიდნენ თორე მთლად დაამშვენებდნენ სცენას. სანამ ნახევრად ფხიზელი სტუმრები ჩაბჟირებულები ცდილობენ იატაკიდან ჩვენს აფხეკას,სამი მიმტანი ტილოებით მორბის მეორე ბოლოდან. აქოშინებული თორნიკე ჯერ კიდევ უშედეგოდ ექაჩება მანანას ხელს,ამ სცენით აშკარად კმაყოფილი გადამღები კი კვიცივით დაკუნტრუშებს ჩვენს გარშემო და კამერას ხან ვის ანათებს თვალებში და ხან ვის. პიჯაკზე ღილშემოხეული ბაჩუკი ორივე ხელით მიჭერს და გასასვლელისკენ მის მხარზე ჩამოკონწიალებული მივყავარ. ისევ ვერ ვიკავებ ისტერიკულ სიცილს,ქორწილში მუხლები თუ არ დაილურჯე რაა მამული. ლიკუნა გამოსამშვიდობებელ რიგში ჩამდგარი სტუმრებისგან თავს იხსნის და ჩემკენ მორბის -მაქსიმუმ ათ დღეში ჩამოვალთ,სწავლის დაწყებამდე აქ ვარ იცოდე-მიკარკლავს და ისევ გაჭ....ტვამდე მეხუტება. -რომ ჩახვალთ დამირეკე და მალე დაბრუნდი იცოდე-ვლურლუღებ საცოდავად,ახლა არ აბღავლდე კატო და რომ წავლენ ცრემლების ზღვა დააყენე თუ გინდა. -ხომ იცი როგორ მიყვარხარ-უფრო მაგრად მიჭერს ხელს. -მე უფრო-მთელი ძალით ვეხვევი და გაბადრული ლევანისკენ ვბრუნდები -მოუარე იცოდე და ხშირად დამირეკეთ! -მალე ჩამოვალთ კატო-თანაგრძნობით გვეხუტება ლევანი. -სუვენირები ჩამოგვიტანეთ-ცქმუტავს ჯაბა. -მე სუნამო მინდა-შეკვეთას აძლევს თაიგულჩაბღუჯული თამუნა. გამალებით ვუქნევთ ხელებს უკვე მიმავალი მანქანის ფანჯრებიდან გადმოყუდებულ ლიკას და ლევანს. -აბა ამ ღამით რას აპირებ პატარავ?-ხელს მხვევს ბაჩუკი -ჯერ ბუბუს ვაჭმევ,მერე დავჯდები და ვიბღავლებ-ქვედა ტუჩს ვბურცავ. -მოდი აქ-მკლავებში მჭიდროდ მიქცევს -ასე უფრო მეტირება იდიოტო-კისკისით ვიშორებ. -წავიდეთ თორე ენა გაგეყინება-გრაციოზულად მიღებს თავისი რაშის კარს. -შენ რა ნასვამი აპირებ ტარებას? არც იფიქრო!-ტუჩებს ვპრუწავ -ოო ორი ჭიქა დავლიე,არ ვარ მთვრალი-ხელით მანიშნებს ჩაჯექიო. -დღეს ტაქსით წავალთ-ვუჭრი მოკლედ. როგორც ფილმებში სათვალეებიანი მოსამართლეები ამბობენ,განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. -მაშინ შენთან ვრჩები-წამწამებს აფახულებს. -იოცნებე ბაჩუკი!-ხელებს ვაჯვარედინებ. -მაშინ ჩემი მანქანით მივდივართ-მხრებს იჩეჩავს. გველის წიწილი! უსწავლია ულტიმატუმების წაყენება. ნახევარსაათიანი მსჯელობის შემდეგ თვალებდაწვრილებული გადმოვდივარ ტაქსიდან და აჟიტირებულ ბაჩუკის სადარბაზოში მივუძღვები -ნადიამ და ლამარმ რომ გაიგოს თავს წაგაცლი იცოდე-ვეჩურჩულები და ფეხაკრეფით მივუყვები კიბეებს. -ხმას არ ვიღებ-გაბადრული მომყვება უკან. უხ დააგორო უნდა ბოლო სართულიდან. -აქ იძინებ!-პლედს დივანზე ვუგდებ და საძინებლისკენ მივფლარტუნებ, გაბერილ ბუბუს ბოლომდე არც ამოუცლია თავისი საჭმელი. ჯანდაბა,რა ცარიელია აქაურობა ლიკუნას გარეშე,რა ვქნა ახლა მე? ბუბუს ვიხუტებ და საბანში ვიკუნტები. -კატო არ მეძინება მარტო-სიბნელეში ვარჩევ მოფლარტუნე ბაჩუკის სილუეტს. -აქ დაწოლაზე არც იფიქრო-მუქარით ვუქნევ თითს და სანამ მჭერმეტყველურ მონოლოგს დავიწყებდე უკვე საწოლის მეორე მხარესაა წამოდრანცული. -ადექი! ახლავე!-გვერდებზე ვჩქმეტ. კრუსუნით იკლაკნება და მაინც არ იძვრის ადგილიდან -მაშინ მე წავალ-ბუზღუნით ვიწევი,მაჯაში მაგრად მექაჩება რაღაც და ისევ ჩემს ადგილას ვარ გაკრული. -გამიშვი იდიოტო-მთელი ძალით ვფართხალებ -მაშინ აღარ ადგები-კმაყოფილება ერევა ხმაში. -ესაა ჩვენი საზღვარი-ჩვენ შორის წარმოსახვით ხაზს ვავლებ თითით-არც იფიქრო ჩემს მხარეს გადმოსვლა! საბანში ვეხვევი და ვიტრუნები,ორ წუთში აშკარად განზრახ იწყებს ხვრინვას,არა რა,მოვკლავ! ნამდვილად მოვკლავ! -ბაჩუკი! ჩაიგდე ენა!-ვეფათურები გაცხარებული -კაი-ბრუნდება და წელზე მხვევს ხელს -ბაჩუკი,თათი!-უკვე ვიღრინები -მე არ ვარ,ბუბუა -ბუბუ რაფაზე წევს ბაჩუკი!-თითს კნუტისკენ ვიშვერ და არალეგალურად გადახვეულ ხელს თავის ადგილას ვაბრუნებინებ. თვალებს ვხუჭავ და პრინციპულად არ ვახელ არც მის ზმუილზე,არც ხვრინვის იმიტაციაზე და არც შრაშუნის ხმაზე. უცებ ხმაურს წყვეტს,მოთმინებით ველი როდის დაიწყებს ისევ ფხაკურს. მთელი ხუთი წუთი არაფერი არ ისმის,ასე ადვილად დანებდა ვითომ? უიმე ხომ კარგად ხარ ბაჩუკი? ან რა გაწრიალებს კატო,ხომ მიიღე რაც გინდოდა,დაიძინე ახლა! თავში ათასი აზრი ერთად ტრიალებს,არა კატო არ დაელაპარაკები, ხიხიაა! ხელის დადებაც ხიხიაა და მხრის გაკვრაც. -კაი რა კატო,არ გინდა ვალენტინობა ჩახუტებულებმა გავათენოთ?-ფანჯრიდან შემომავალ შუქზე მშვენივრად ვხედავ როგორ ტეხს ტუჩის კუთხეს. ოჰ ამოიდგა ენა როგორც იქნა. -არა-ვყვირი მხიარულად. ჰო კატო ასეთი ტყუილებისთვის ერთხელაც რქები ამოგივა,ან ცხვირი გაგეზრდება,ან ორივე ერთად. ბუზღუნით მაშორებს ხელს. დაიწყო ისევ დუმილის ერა. ორ წუთში ნაცნობ სუნთქვას ზედ ყელთან ვგრძნობ და ვატყობ ზურგზე ისევ დაბოდიალებს ვაჟბატონის თითები. არ გაგეცინოს კატო! სახეს ვაწყობ და პირს საწიკვინოდ ვაღებ -ბაჩუკი თქო!... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.