იდი, ეგო, სუპერეგო. (5)
4თავი *** -სად აპირებ წასვლას? -რა შენი საქმეა? -ასე ნუ მელაპარაკები. -აუ მკიდაია, როგორც მინდა ისე დაგელაპარაკები. -საცოდავი შენი ოჯახი, უბრალოდ სასაცილოა. -რა არის სასაცილო? სასაცილო ისა, რომ არ მეშვები და ყველაგან თან დამსდევ. რა გინდა რა არ გასვენებს? -შენი მშობლები უკვე ასაკში არიან, არ მინდა მათი სიმწრით ნაგროვი ქონება ქარს გაატანო. -აა გასაგებია ქონება გადარდებს, წილი გინდა? -ცდები ქეთი მე ჩემი ძმა და დედაშენი მადარდებს. -მათ არ აქვთ პრობლემა, შენ კი არ მასვენებ რა გინდა შეგიძლია ამიხსნა? -სად მიდიხარ? -რა შენი საქმეა? იკასთან -იკა ვინაა? -ჩემი მეგობარია. -ბიჭთან? -მერე რა . -ახლა გავალ შენს მშობლებთან და ვეტყვი როგორც იქცევი თბილსიში ყოფნისას. -და როგორ ვიქცევი? იცი რა რაც გინდა ის ქენი. სალომემ ოთახი დატოვა , მისაღებში ქეთის მშობლები იცდიდნენ, ზაზა და ეკა. -რა ხდება სალომე, გაარკვიე რა საქმეც გქონდა ჩვენ გოგოსთან? _ვერა. -რატომ. -იმიტომ, რომ არაფრის გაგება არ უნდა. ძალიან თავხედია, მაშინებს თქვენი ბედი ამ გოგოს ხელში. -რას ამბობ ძალიან კარგი შვილია მოსიყვარულე და თბილი. -ხო რათქმაუნდა ამას მხოლოდ თამაშობს, თქვენი ქონება უნდა. -ეს ქონება ისედაც მისი არაა ვინ გვყავს მის მეტი. -კარგი პირდაპირ გეტყვით. რაც ბაიკი უყიდეთ გავიგე გიჟივით დაქრის, ღამისკლუბებში დადის თურმე რომელი პატიოსანი გოგო დადის ღამისკლუბში, სიგარეტს ეწევა და ტატუც გაიკეთა. მთელი ქუთაისი ჭორაობს, ვისი შვილია რა იცით რა აქვს გენებში. -ჩუმად არ გაიგოს, ის ჩვენი შვილია. მოტოციკლით დამპირდა რომ არ ივლის დასაშვებზე ჩქარა და ზუსტად ვიცი არ გატეხს სიტყვას. ტატუც გვთხოვა და ასე გაიკეთა დროებითია. ჭორები და მითქმამოთქმა ყველაფერი რაკი ბაიკი და ტატუ დაინახე გამოაბეს კუდები. -ჩემო ძმაო მე თქვენი ბედი მაშინებს, მოხუცდით და ძალიან არ მინდა ამ გოგოს ხელში იყოთ. ამიტომ ჩემი გოგო მარი მინდა გამოგიგზავნოთ და მოგხედოთ. -ჩვენ ქეთი გვყავს და არც მოხედვა გვჭირდება, რატომ უნდა შეაწუხო მარი, იქნებ არ უნდა. -არა ნუ შემეწინააღმდეგებით მე ღამეები აღარ მძინავს. -კარგი გამოგზავნე თუ ასე გინდა, ქეთისაც გაეხარდება როდესაც თბილიშია სულ ნერვიულობს ჩვენზე. -კარგით რა. ქეთი ოთახიდან გამოვიდა, ტყავის ჩექმები ეცვა ტყავის ქურთუკი და დახეული ჯინსი თმა გაშლილი ქონდა და ბოლოები ლურჯად შეეღება. მისი ტატუ ხელის მთელსიგრძეზე კარგად მოუჩანდა. მკვეთრი მაკიაჟი ქონდა და ძალიან ლამაზი იყო. -დე გავდივარ იკა უნდა ვნახო. -ხო მალე მოხვალ? -კი ვნახავ ვილაპარაკებთ და მოვალ. ქეთიმ ჩაფხუტი აიღო და ოთახი დატოვა. -ვინ არის ეს იკა? -ქეთის ბავშვობის მეგობარია. -კარგით რა ვის გაუგია, ყავდეს გოგო ბიჭთან მეგობრობა რა წესია.? -ძალიან კარგი ბიჭია და კარგი მეგობარი. დამშვიდი. ქეთი იკას სახლთან მივიდა დაუკაკუნებლად გააღო კარი, სახლში არავინ ჩანდა საძინებლისაკენ გაემართა. იკას ჯერ კიდევ ეძინა . ფარდები გადაწია და შეანჯღრია. -გაიღვიძე ძილისგუდა. იკა შეშინებული წამოხტა. -გული გამისკდა, ქეთი როგორ ხარ? -მაგრად შენ რას შვები? -რავი შენთან საქმე მქონდა. -მერე დაგერეკა. -მეთქი გამოივლის თქო თან ხო იცი არ მიყვარს ტელეფონი. იკა წამოდგა ხელში ქაღალდში გახვეული დაფქვილი მცენარე აიღო მერე სიგარეტივით დაახვია. -დილიდან? -შენც გინდა? -ხომ იცი მაგ საზოზღრობას არ ვეკარები. -ვიცი ვიხუმრე. -რა საქმე გქონდა? -რავი. -აუ მე კიდე ისე მომენატრე, აუ ძაან მიჭირს უშენოდ. აი მართლა. -ვითომ. -კიი. -მამიდაშენი რას შვება? -რავი ისევ იმ დღეშია. ვერ გავიგე რა უნდა რატომ ერევა, რომ არ მოვწონვარ ვიცი მარა ასე რომ გამოხატავს ძაან მიკვირს. -მე ვიცი მიზეზი. -მეც, ჩემების ქონებიდან წილი უნდა, მარა რა . -აუ რაღაც უნდა გითხრა. -რა? -მარა დამპირდი, რომ არ დაიგრუზები. -მე და დაგრუზვა კაი რა. -ისეთია, რომ ძაან რთულია არ დაიგრუზო. -კაი მიდი მითხარი. -მოკლედ ყველაფერს ერთი მიზეზი აქვს, უნდა იცოდე რა. -მითხარი. -სანამ მაგას მოგიყვები, გეტყვი გუშინ რა მოხდა, რაც უკავშირდება ჩემ სათქმელს. -დავიტანჯე მითხარი. -გუშინ ჩვენ, რომ ღია ბარი გვიყვარ იქ წავდეი, შენი დაბადებისდღე მინდოდა აღმენიშნა შენ რომ აქ არ იყავი მაინც. მოკლედ ბარში მივედი და რას ვხედავ იქ ზიხარ, ოღონდ უფრო სხვანაირად გეცვა ანუ კლასიკურად, თმაც ბუნებრივ ფერზეა, მაკიაჟი არ გიკეთია და რავი სხვანაირი ხარ, მოვედი და მოგიჯექი. -რა მოწიე, მეღადავები? -ვაფშე ფხიზელი ვიყავი შენ თავს ვფიცავარ. მოკლედ აქ რას აკეთებ მეთქი და დაბადებისდღეს ავღნიშნავო მარა შენ არ გიცნობო და ვინ ხარო. მეთქი იკა ვარ თქო და იმას ბელა ერქვა მარა შენ დღეს ქონდა დაბადებისდღე. -დამთხვევა იყო? -ტყუპივით გგავდა. -ანუ პირდაპირ მითხარი, გგონია ჩემი ტყუპისცალი იყო? არასოდეს უთქვიათ ჩემებს რომ ორს ელოდებოდნენ ან რამე ეგეთი. -ქეთი ეს შესავალია ახლა მთავარი უნდა გითხრა. -რა? ამაზე მთავარი? -ხო, არც კი ვიცი რატომ გეუბნები ამას მე მაგრამ შენ ეს უნდა იცოდე. შენ არ ხარ შენი მშობლების ბიოლოგიური შვილი შენ აყვანილი ხარ ვიღაცამ მათ კარებთან დაგტოვა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.