შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(9)


17-02-2017, 13:46
ავტორი lile-eli
ნანახია 2 547

-დაანებეთ თავი არ უნდა წამოსვლა ხომ ხედავთ?!..
მამიდამ გაილაშქრა და ისინიც წავიდნენ..
9.
ლაშამ არ დააყოვნა და მალევე დამპატიჟა ყავაზე.. რამდენჯერმე შევხვდი კიდეც, ერთხელ ბინის მოწყობაზე მკითხა რჩევა და მთხოვა დახმარება, მე კი მეწყინა რადგან ეგ ჩემთვის არ უნდა ეკითხა, თუმცა თავი იმართლა, მეგობარი გოგოს რჩევა ძალიან დაეხმარებოდა:
-ლაშა, ეგ საქმე ან დიზაინერს უნდა ანდო, ან შეყვარებულს, ანაც მომავალ მეუღლეს..
-არცერთი არ მყავს, დიზაინერს კი ვანდე, მაგრამ რა მოვითხოვო მისგან არც ეგ არ ვიცი და იმიტომ გკითხე. ბოდიში არ მინდოდა გწყენოდა..
-არ მწყინს, მაგრამ ამ საქმეში ბევრი წვრილმანია, რაც გამოცდილმა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს და არა ჩემნაირმა.
-რა წვრილმანებია არც ეგ ვიცი.
-პირველი ფინანსები..
-ეგ არ არის პრობლემა, მთავარია კომფორტი და გემოვნება დანარჩენს მოვაგვარებ.
-არ გეთანხმები. თუ კომფორტზეა საუბარი ფასიც კომფორტული უნდა იყოს, ხარისხის შესაბამისად!
-აშკარად შეგიძლია დამეხმარო და არ გინდა.
-მე ბინაც არ ვიცი როგორია და აბა როგორ?
აი სად შევცდი ეგ არ უნდა მეთქვა, იმიტომ რომ დამპატიჟა და ბინაც დავათვალიერე, შემდეგ კატალოგები ვნახე დიზაინერთან ერთად და ფინანსურ საკითხებში ვიკამათეთ კიდეც, მოკლედ დიზაინერს ნერვები მოვუშალე.. ლაშამ კი კარგადაც იხალისა, თუმცა მიხვდა რომ ბევრად ნაკლები ფასით შეიძლება ბინის რემონტი და მოწყობა.. ბინიდან გამოსვლისას მისი ნაცნობი და უკვე მეზობლად მცხოვრები გამოგველაპარაკა, ისიც გავიცანი. კომპლიმენტიც დავიმსახურე, ლაშას გემოვნება მოუწონა:
-ლაშა ძალიან კარგი გემოვნება გაქვს,“ ორივე“ საუკეთესო არჩევანია! (შალვა)
-გაიხარე შალვა, ჩვენ წავალთ შეხვედრამდე. (ლაშა)
-კარგად, სასიამოვნო იყო.. (შალვა)
-ნახვამდის.. (ლილე)
მანქანაში არ ჩავჯექი გონებაში ვაანალიზებდი მეზობლის ნათქვამს, ლაშა თვითონ რომ ჯდებიდა მანქანაში, ალბათ ჩემი თვალებით მიხვდა, რომ გავბრაზდი.
-რა მოხდა ლილე?
-რას გულისხმობდა შენი მეზობელი?
-ალბათ ჩემი შეყვარებული ეგონე.
გამიღიმა, ძალიან ლამაზი ღიმილი აქვს, მის ლურჯ თვალებზე, აღარაფერს ვამბობ.. მე კი გავბრაზდი თან ძალიან, ისე რომ ვეღარ დავმალე ემოცია..
-ახლა ხვდები რატომ არ უნდა მოვსულიყავი?!
-ლილე რატომ ბრაზობ? ბოდიში რომ ასე ეგონა.
-რატომ არ უთხარი, რომ არ ვართ შეყვარებულები?
-მე მესიამოვნა და იმიტომ!
-მე არა!
ისეთი სახე მიიღო, ჯობდა ღიმილი ჰქონოდა ისევ.. მაგრამ მე ისე მეწყინა, მთელი გზა ხმა არ ამომიღია, მიხვდა რომ სახლში უნდა მივეყვანე, დავემშვიდობე.. სმს მოწერა ბოდიშებს მიხდიდა, მაგრამ არაფერი არ მიმიწერია..
ანას დაბადების დღე და ოჯახის უფროსების ამერიკაში წასვლის დღეც ახლოვდებოდა. მამა გიორგისთან საუბარს ისე მივეჩვიე, ყოველდღე ნახვის სურვილი მქონდა..
-მამა გიორგი შეიძლება ბოდბის მონასტერში წავიდე?
-რატომ გინდა იქ წასვლა?
-არ ვიცი..
-როცა პასუხი გექნება, რატომ გინდა იქ, მხოლოდ მაშინ გაგიშვებ!..
ტელეფონმა დამირეკა და ადვოკატი იყო. ძალიან გამიკვირდა, არ მქონდა იმედი, ისეთი გახარებული ვიყავი, მამაომ ძლივს დამამშვიდა..
-ლილე დამშვიდდი და მითხარი რა ხდება?
-მამა გიორგი, ადვოკატთან ვიყავი, ავარიის საქმის გადახედვა მინდა და ყველაფერს გავარკვევ, როგორც მირჩიეთ..
-კარგია ჩემო კარგო, ასე ჯობია! კითხვაზე პასუხები შვებას მოგცემს.
-უნდა წავიდე, ნახვამდის.
მამიდას დავურეკე და გავაფრთხილე, რომ საქმეზე წავედი. ადვოკატმა ყველაფერი მომცა, თან დააყოლა..
-სასამართლოს გადაწყვეტილების, გასაჩივრება მოითხოვა მამიდაშენმა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, რადგან “საპატრულო ეკიპაჟის” ნახაზებიც მანდ არის..
-დიდი მადლობა, რომ მეხმარებით.
-აქვე გადახედე ამ მასალას ვერ გაგატან, არც ამის უფლება არ მაქვს..
-დიახ მესმის, არ არის პრობლემა..
ყველაფერი დავათვალიერე, ნახაზების ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ყველა დოკუმენტს ჰქონდა დასკვნა და წავიკითხე.. ტკივილიც გავიახლე, მაგრამ ეს უნდა გამერკვია, არ ვიცი ეს საყვარელი ადამიანითვის უნდა გამეკეთებინა, თუ ჩემთვის.. რაც უფრო ვუღრმავდებოდი ფაქტებს, ვრწმუნდებოდი, რომ ორივესთვის კარგი გამოსავალი იყო.. ან იქნებ ჩემს “ეგოს” სურდა გაემართლებინა და იმიტომაც „ვიქექები“ წარსულში..
ცხოვრების კიდევ ერთი უცნაურობა, რამდენიმე თვის წინ ვერ ვიფიქრებდი, რომ იმ ადამიანის ტკივილს გავიზიარებდი ვინც ჩემი მშობლების დაღუპვის მიზეზი გახდა.. მე კი მისი შვილი “მიყვარს”!.. ალბათ ამიტომაც “ვიქექები” ვცდილობ ყველაფერში გავერკვე.. იმ გზის საპირისპირო მონაკვეთზე დავდექი, რომელიც შეუბრალებელი მეგონა, რომელმაც დამაობლა და ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა..
არც მისი ცხოვრება დარჩა უცვლელი.. სამმა ადამიანმა წაართვა ცხოვრების აზრი, წავიდნენ ამ ქვეყნიდან და თან გაიყოლეს მისი ბედნიერების ნაწილი.. საქმისა და მასალის გაცნობის შემდეგ უფრო მეტად გამიჩნდა თანაგრძნობის სურვილი, მან საყვარელი ქალი, ცხოვრების მეგზური დაკარგა.. ყველაფერს რასაც გავეცანი, მართლაც არ იყო დამნაშავე გურამ ლომიძე და ტაქსის მძღოლს გამოუტანეს განაჩენი, მაგრამ რადგან არცერთი მხარე არ უჩიოდა თავდებით გაათავისუფლეს.. ტაქსის მძღოლის მისამართი და ტელეფონის ნომერი ამოვიწერე, შემდეგ ადვოკატს ვკითხე:
-უკაცრავად იცით რა მაინტერესებს, რამდენად შესაძლებელი იყო სასამართლოს მოსყიდვა ლომიძეების მხრიდან?
გაეღიმა..
-მამიდაშენსაც ასე ეგონა და ამიტომ სიღრმისეულად მივყევი ამ საქმეს და შემიძლია დანამდვილებით გითხრა, რომ ზუსტად ისე იყო როგორც არის აღწერილი..
-გასაგებია დიდი მადლობა.
-ცუდად ხარ?
-არა მადლობა, მე წავალ, ბოდიში რომ შეგაწუხეთ.. დიდი მადლობა.
უფრო ცუდად გავხდი.. უფრო მეტად დამნაშავედ ვიგრძენი თავი, როგორ ვატკინე გული ორივეს.. ლაშამ დამირეკა, მაგრამ მასთან შეხვედრის თავი არ მქონდა.. სასაფლაოზე ავედი და ძალიან გვიანი იყო, საბამ დამირეკა და მიხვდა ნამტირალევი ხმა რომ მქონდა.. ხუთ წუთში თავზე დამადგნენ ის და დიტო, სალოსთან ერთად. მაიძულეს ბილიარდის სათამაშოდ წასვლა, შემდეგ დავსხედით და ანას იუბილეზეც გეგმები დავსახეთ..
-როგრც ვიცი დაბადების დღეს არ აღნიშნავს, მისი ძმა წელს აბარებს და ამის გამო უარი უთხრა მშობლებს..
-ჩემი ჭკვიანი გოგოა რა. (დიტო)
-ჩვენი რომეო დაიფერფლაა. (საბა)
-საბა მორჩი რა.. აბა ელი გისმენ.. (დიტო)
-მთაწმინდის რესტორანში რატომ გირჩევ იცი? აივანზე ხელს სთხოვ, თბილისის ხედი ლამაზია, სამების ეკლესია კარგად ჩანს, თან ეტყვი რომ ტაძარი არის მოწმე როგორ გყვარს და ასე შემდეგ.. დაბლიდან ჰელიუმის ბუშტებით წარწერას ან ფოტოებს ამოვუშვებთ.. ბოლოს ფეიერვერკი..
-აუ დედას გეფიცები გავაფრენ!.. ხომ გითხარით? (დიტო)
-რატომ? თუ არ მოგწონს, სხვაც შეიძლება მოვი.. (ლილე)
-არა ტო მაგარია! (დიტო)
-თან სიმღერებიც გამოცხვება და ასე შემდეგ (ჩაიცინა სალომ)
-აბა რა გაყვირებს გამისკდა გული.. (ლილე)
-არაფერი მერე გეტყვით, როცა დრო იქნება.. (ღიმილით განაგრძო საბამ)
მოკლედ ყველაფერი დაიგეგმა თამუნას დახმარება გვინდა ანას მეგობრების და ოჯახისწევრების დასაპატიჟებლად.. ტელეფონმა დამირეკა ლაშა იყო, რადგან პასუხებს არ ვწერდი..
-ლილე შენთან შეხვედრა მინდა, რაღაც უნდა გითხრა.
-ლაშა ვერ ვახერხებ, შეხვედრაზე ვარ.. სხვა დროს შევხვდეთ.
-კარგი ხვალ შევხვდეთ მაშინ.
-არა ხვალ ვმუშაობ, მე თვითონ დაგირეკავ.
-კარგი ლილე ნახვამდის..
-ნახვამდის.
ჩემი ტრიო მოიღუშა, არცერთს არ ესიამოვნა ლაშას ზარი და დიტომ დაბერილი ძარღვებით მკითხა:
-რაო ბატონმა ლაშამ რა მინდაო?!
-არაფერი, საქმე მაქვს და შევხვდეთო. (ლილე)
-მერე ვერ ხვდება, რომ არ გინდა შეხვედრა? თუ მივახვედროთ? (დიტო)
-დიტო რა გჭირს?
-ელი მაგას მოსწონხარ და თავი შორს დაიჭირე, ტყუილა იმედს ნუ მისცემ!..
საბამ განმიმარტა და სალომაც დაამოწმა:
-კი არ მოსწონხარ უყვარხარ ელი!
-აუ კარგით რა, თქვენ კაცმა რომ გკითხოთ, ვინც გამარჯობა მითხრა ყველას ვუყვარვარ.
ერთი კითხე შვილს რა ჰქვია და რატომ დაარქვა ლილე?!
გაბრაზებული ტონით მკითხა დიტომ..
-რა? ცოლ-შვილი ჰყავს?
-ცოლს გაშორებულია. შვილი ჰყავს და ლილე ჰქვია!
საბამ გამიღიმა, დიტომ “ნავთი” დაუმატა..
-რაო ვერ გავბედეთ სიმართლის თქმაო ვაჟბატონმა?!
-ასე გამოდის..
ცოლ-ქმარი დაეთანხმნენ.. მე კი გამახსენდა მეზობელმა რაც უთხრა “ორივე საუკეთესოა” ესე იგი პირველ ცოლზე ამბობდა, როგორ მომატყუა ბინის მოწყობაში რჩევა მინდაო.. ძალიან მეწყინა ჩამეღიმა და აღარფერი მითქვამს.. დიტო მიმიხვდა და სცადა ჩემს გამხიარულებას. გული კი ისევ ისე მოვალეობითვის მიცემდა, თორემ არფერი არ ახარებდა..
..გადავწყვიტე „ტაქსის მძღოლთან“ მივსულიყავი და მოპოვებულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა, ის ბინა გაუყიდიათ, მისამართი ვისაც ვესაუბრე ასაკიანი ქალი იყო არ იცოდა:
-შვილმა იცის და საღამოს დამირეკე.
ასეც მოვიქეცი მისამართი გავიგე, მუხიანისკენ ავიღე გეზი და კერძო დასახლებაშ პატარა სახლი იყო, მაგრამ ძალიან ლამაზი. იქ მისულს ეტლში მჯდომი კაცი დამხვდა, რომელიც მხოლოდ მოვლის გამო გამოიყურებოდა კარგად, თორემ დარდს ისიც გაუტეხია..
-გამარჯობა, მე ლილე გელოვანი გახლავართ. ბოდიში რომ გაწუხაბთ, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება.
-რას ამბობ შვილო, იცი როგორ მიხარია რომ მოხვედი?
ნაძალადევი ღიმილით, მაგრამ გულწრფელად გახარებულმა შემაწყვეტინა საუბარი.
-იცით მე იმ ღამის შესახებ არაფერი ვიცი და ძალიან მაინტერესებს რა მოხდა, თუ არ შეგაწუხებთ, რამე მომიყვეთ.
ძალიან ღელავდა, მაგრამ აშკარად სურდა საუბარი..
-იმ ღამეს, რაც მოხდა ჩემი ბრალი იყო! და თუ შეძლებ ოდესმე მაინც მაპატიე.. თქვენ რომ ჩასხედით მანქანაში, მახსოვს მალევე ჩაგეძნინა, დედათქვენმა მიგიხუტათ და თქვა, რომ სასმელი პირველად იმ დღეს დალიეთ.. მე კი მთელი დღის მანძილზე შეუსვენებლად ვმუშაობდი, იმ პერიოდში, შვილიშვილი გვყავდა ცუდად და ძალიან ბევრი ფული მჭირდებოდა, საავადმყოფოდან უნდა გამოეწერათ, რადგან ფულს ვეღარ ვიხდიდით, არადა მას საზღვარგარეთ უნდა ემკურნალა, ჩვენ კი ქართულ კლინიკაში ვეღარ ვიხდიდით ფულს.. ბინა ბანკში ჩადებული გვქონდა და ეგ კიდე ცალკე პრობლემა იყო, როცა თქვენ ჩაგისვით, მეუღლემ დამირეკა და მეორე შვილიშვილი მეორე სართულის აივნიდან გადავარდა და სასწრაფოთი მიყავდათ საავადმყოფოში, მეც სიჩქარეს მოვუმატე, რომ საავადმყოფოში მალე მივსულიყავი, ნაწვიმარი იყო.. მშიერი, განერვიულებული და უფულო, ვმართავდი მანქანას, კონტროლი ისე დავკარგე, მანქანას ვერაფერი მოვუხერხე..
ისე ანერვიულდა ვცადე საუბარი შეეწყვიტა, მაგრამ არ მაცალა..
-არა დაჯექი ყველაფერი უნდა მოგიყვე! გამოსავლის ძიებაში ისეთი შეცდომა დავუშვი დარჩენილი სიცოცხლე, რომ არ მეყოფა, ვერ გამოვისყიდი ცოდვას. მიუხედავად ყველაფრისა, მათ მაპატიეს.
ცრემლები წამოუვიდა, კარგა ხანს იყო ჩუმად, მხოლოდ ტიროდა, ვინანე რომ მივედი.. ახალგაზრდა გოგომ ყავა და ტკბილი მომართვა, მე კი წყალი ვთხოვე, მაგრამ ვერც ის დავლიე ისე ცუდად ვიყავი..
-ზოგჯერ ვფიქრობ უფალმა შემახვედრა მათ და ასე იმიტომ მოხდა, მაგრამ იმისთვის, რომ ორი პატარას სიცოცხლე გადაერჩინა, სამი წაიყვანა, აი ამას ვერ ვხვდები და ვერ ვეგუები.
-ბავშვები კარგად არან?
საუბრის თემის შეცვლა ვცადე..
-კი კარგად არიან, გურამ ლომიძის წყალობით, მეც ოპერაცია მათ გამიკეთეს, ბავშვები თურქეთში გადაიყვანეს და იქ უმკურნალეს. ბინის ამბავი, რომ გაიგეს, ბინა გვიქირავეს. ამ მიწას ვყიდიდით და არ იყიდებოდა, სახლის აშენება შემომგვთვაზა მისმა შვილმა და ყველაფერში ის ეხმარებოდა ჩემ ბიჭს. მშენებლობის დროს მოდიოდა, როგორც სხვა ისე მუშაობდა ფიზიკურად, მეგობრებიც მოყავდა ხოლმე.. ჩემი შვილი ახლა მასთან მუშაობს, ერთადერთი შემოსავალი ეგ გვაქვს. თუმცა გიგი ახლაც მოდის ხოლმე, ბავშვებს ნახულობს და ძალიან უხარიათ მისი მოსვლა.
-შეიძლება ბავშვები ვნახო?
-ეხლავე შვილო.. ირინა, ბავშვები მოიყვანე შვილო.
ოთახში შემოვიდნენ სირბილით და ყვირილით
-გიგი ძია მოვიდაა?..
მე რომ დავხვდი ორივემ დაიმორცხვა და დედას აეკრა.. ბიჭი-ბექა ხუთი წლის საოცრად ლამაზი.. ძალიან ბუთღუზა იყო.. შავი დიდი ლამაზი თვალ-წარბით.. გოგონა სამი წლის და დედასავით ოქროს ფერი ძალიან გრძელი თმით და ლამაზი წისფერი თვალებით. ბარბარე უფრო თამამი იყო. გამოველაპარაკე და მალე ჩემს მუხლებზე დაიკავა ადგილი, მერე გაიქცა და სახატავი რვეულით მოვიდა, ჩემთან ერთად ხატავდა..
-რა ლამაზი თმა გაქვს, გინდა გაგიკეთო?
-თი მინა.. დიდი ნაწანი მინა..
თმის გაკეთება დავიწყე, ის კი ხატავდა.. ლამაზი ფერებით, ასაკთან შედარებით ბევრად გამოკვეთილ ფიგურებს. ქალბატონმა დაიწო საუბარი, ცრემლიანი თვალებით.
-ეს ხელმეორედ მაჩუქა ღმერთმა, გიორგის და გურამის დახმარებით. ეს იყო ძალიან მძიმედ დაბადებიდან ფილტვების პრობლემით დაიბადა, ახლაც ექიმების ყურადღების ქვეშ არის.
-ისინი დღემდე ყურადღებას გვაქცევენ, ექიმებთან საქმეს გვიმარტივებენ, უფრო სწორად გიორგი..
განაგრძო კაცმა..
-მოვრჩი ნაწნავს და იცი როგორ გიხდება?.. პატარა ბარბი ხარ!.
მაკოცა ლოყაზე..
-მადობა, ასე გიგი დია მედაქის და მომწონს!
-ძალიან კარგი.. რა ლამაზად ხატავ, მხატვარი უნდა გამოხვიდე?
-ალა. გიგის თოლი!..
ისე საყვარლად გამომიცხადა, თავი ვეღარ შევიკავე და გემრიელად გავიცინე, ყველანი ამყვნენ. სერიოზული კონკურენტი გყავს ლილე გავიფიქრე და სიცილის შეკავება ვცადე.. პატარამ კი ვერ გაიგო, რა იყო სასაცილო, დაიმორცხვა და ოთახიდან გავიდა.. მერე ბექას მოვეფერე ისიც გამიშინაურდა, ტკბილეულს ისე უყურებდა თვალით ჭამა, რომ შეძლებოდა უკვე არაფერს დატოვებდა.. დავისვი და ეგ სიამოვნება არ მოვაკელი, მეც ვისიამოვნე ყურებით, ისე გემრიელას შეექცეოდა, რომ ეგ უნდა გენახა.. ყველაზე უმადო ადამიანი თუ ვინმე იყო იმასაც მოანდომებდა ჭამას..
სახლისკენ მიმავალს ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში, მაგრამ რაზე ვფიქრობდი? არაფერზე, ვერაფერზე.. გარდა იმისა რომ გიგის საქციელი მეამაყებოდა!.. ყველაფრის მიუხედავად, როგორ შეუძლია ასეთი იყოს?.. სახლში მისულს ჩემები, ჩემთან დამხვდნენ, ძლა გამოცლილი მეტყველება დაკარგული შვედი.. რა გჭირს კითხვაზე - დუმილი.. დავეშვი საწოლზე და არ ვიცი როდის, მაგრამ ჩამეძინა..
ლაშაზე ნაწყენი ვიყავი, ამიტომ შეხვედრას თავს ვარიდებდი, თან იმედის მიცემას არ ვაპირებდი.. ერთ დღესაც ყვავილებით ხელდამშვენებული მომადგა სახლში, მე და ანასტასია ჩემს ოთახში ვთამაშობდით საწოლზე, ერთმანეთს ვაწვალებდით, მამიდამ კარი რომ გააღო ისე იდგა ლაშა შემოგვხედა და მისი მზერა ფეხებს მიწვავდა, შორტი მეცვა.. სასწრაფოდ ავდექი და გამოვედი ანასტასია ხელში ავიყვანე, მაგრამ ვეღარ დავიჭირე ხელში. სტუმარი კი ისეთი თვალებით უყურებდა ჩემ გოგოს შემეცოდა, მაგრამ მაინც ვიეშმაკე..
-გამარჯობა ლაშა.. ანი ჩამოდი დედი მძიმე ხარ!
საბას ჩაეღიმა, მიმიხვდა „ცუღლუტობას“..
-გამარჯობა ლილე, როგორ ხარ?
-კარგად მადლობა.
-დაჯექი შვილო, ეს კი ვერ მოიფიქრებს რომ გითხრას.
-არა მადლობა ქალბატონო ნუნუ, თუ შეეიძლება ლილე სადმე გავიდეთ შენთან სალაპარაკო მაქვს.
მე კი საბას შევხედე, თვალით მანიშნა შენ როგორც გინდაო, მე ნამდვილად არ მინდა..
-ლაშა დღეს ჩემს დირექტორს უნდა შევხვდე და სხვა დროისთვის რომ გადავდოთ?..
-მაშინ, მე მიგიყვან და თან ვილაპარაკებთ.
ისევ საბას გავხედე, ასე არ გამჭირვებია ადამიანთან ურთიერთობა, არ ვიცი რატომ, ალბათ თავს დავალებულად ვგრძნობდი და იმიტომ.. საბამ გაყევიო..
-კარგი, თუ შეხვედრაზე არ დავაგვიანებთ.
-პირობას გაძლევ.
-გავემზადები და გამოვალ.
-მანმადე ყავა მიირთვი შვილო.
ხელებ დამშვენებული მოვიდა მამიდა.. ყავითა და ტკბილეულით.. გავემზადე ბატონ პაატასთან შესახვედრად, კლასიკურად ჩავიცვი, მაღლებზეც დავდექი, პიჯაკი ხელში დავიჭირე ყოველი შემთხვევისთვის, ჩანთასთან ერთად და მისაღებისკენ ავიღე გეზი.. ჩემი “რომეო” კი ისე დაიბნა ყავის ჭის დადგმა ძლივს შეძლო და საბამ გემრიელად იცინა.. ჩამეხუტა საბა ჩურჩულით მითხრა:
-რას უკეთებ ამბიჭს, ცოტა შეიბრალე!
მე კი ვაკოცე.. გასვლისას საბამ, ანასტასიას რაღაც უჩურჩულა.. მანაც არ დააყოვნა..
-მამიიი (მამიდა ინგლისური აქცენტით, თითქოს დედას მეძახდა), ალ მატოცებ?
-მოდი ჩემი ცხოვრება!! მიყვარხარ!
-მეც!..
ორივე ლოყაზე დავუტოვე შეღებილი ტუჩის კვალი.. გზაში ლაშამ საუბარი დაიწყო.
-პატრა ძალიან გგავს!
-ხო, ასე ამბობენ, მაგრამ „ქერაა“.
არადა სალოს გავს, არ უნახავს და იმიტომ ფიქრობს ასე..
-მამამისი სად არის?
-ლაშა. რაზე უნდა გველაპარაკა?
არ მინდა ამ საკითხის განხილვა ლაშასთან და ისიც ნებდება.
-ხო კარგი, გახსოვს მამაჩემზე რომ მითხარი გეტყოდა, რომ ვნახეო?.. მათთან არ ვცხოვრობ, ჩვენ პრობლემები გვქონდა, იცი მამაჩემი რამდენიმე დღის წინ მოვიდა ჩემთან და შევრიგდით..
-ამას მე რატომ მიყვები?
გამეღიმა, ასე არეული საუბარი არ იცი და დღეს რა ჭირს ნეტავ?
-შენი დამსახურებაა და იმიტომ!
-მიხარია, მე თუ რამეში დაგეხმარე, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე..
-ლილე, ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მოსაყოლი.. ახლა იმას გეტყვი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია..
ტელეფონმა დაურეკა და როგორც გავიგე ვიღაც ცუდად გახდა სასწრაფოს მიყავდა, მაგრამ არ ვიცი ვინ. ისე განერვიულდა მისი ნერვიულობა მეც გადმომედო..
-ლაშა რა მოხდა?
-ლილე ბოდიში დაგტოვებ და მე უნდა წავიდე, დედაჩემი გახდა ცუდად.
-არა რა ბოდიში მეც წამოვალ, გზას ნუ გაიმრუდებ.
-მერე შენ შეხვედრაზე რომ მიდიხარ?
-არაუშავს დავურეკავ და ცოტას დავიგვიანებ.. გასაუბრებაზე სხვაც იქნება და მე გვიან შევალ.
-ლილე არ მი..
-ვაგვიანებთ!
-კარგი.
გაიღიმა და სვლა განაგრძო, მაგრამ ისე იყო აფორიაქებული ავარიაში კინაღამ მოვყევით.
-ლილე როგორ ხარ? ბოდიში ვნერვიულობ.
-საჭესთან დამსვამ?
-ატარებ?
-შეამოწმე.
ისეთი გაოცებული მიყურებდა და იღიმოდა, მეც გამეცინა.. საავადმყოფოში მივედით, მაღალი წნევის გამო იყო შეუძლოდ, დროულად მიხედეს ექიმებმა და ყველაფერი კარგად იყო. მამამისი და მისი ძმაც იქ იყვნენ, ძალიან თბილად შემხვდა ორივე, დიდი მადლობებიც გადამიხადა. რადგან ყველაფერი კარგად იყო, მე დავემშვიდობე და ჩემი საქმის მოსაგვარებლად დავიძარი, ლაშა გარეთ გამომყვა და შემომთავაზა.
-ლილე თუ გინდა მანქანას გათხოვებ.
-არა მადლობა. მართვის მოწმობა არ მაქვს.
-რაა? ხუმრობ?
-არა, რატომ?
-ისე მე ვიცოდი რომ მანქანის მართვის გეშინოდა.
-მეც ასე ვიცოდი..
-აბა როგორ შეძელი?
-საყვარელმა ადამიანმა შემაძლებინა!
-მშურს შენი და საბასი.. მე ღვიძლ ძმასთანაც კი არ მაქვს მსგავსი ურთიერთობა.
არა და მე ვინ ვიგულისხმე?.. „ძილისგუდა“.
-კარგი მე წავედი, დედაშენს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
-დიდი მადლობა.
ისე მომეხვია, როგორც ამას დიდი ხნის მონატრებული ადამიანი აკეთებს, გავუღიმე და დავემშვიდობე. მოკლედ ბატონმა პაატამ დამიბარა დღის ბოლომდე როცა შეძლებ მოდიო, ეს ლაშასთვის არ მითქვამს.. ბატონი პაატა ძალიან მხიარულად შემხვდა, როგორც ამბობენ ასეთი უშუალო არ არის და მე ყავაც კი შემომთვაზა. „შრომითი ხელშეკრულების“ ვადის გასვლის გამო დამიბარა და შემომთავაზა თუ სურვილი მაქვს გავაგრძელო მუშაობა. ეს პატივი რით დავიმსახურე არ ვიცი, მაგრამ ძალიან გამიხარდა. პირდაპირ უარი არ მითქვამს, არ ვიცი რა ხდება, თუმცა სწავლის გამო შეიძლება მუშაობა ვერ შევძლო და ამიტომ დაფიქრებისთვის დრო მოვითხოვე, ისიც დამთანხმდა. დიდი მადლობებით დავემშვიდობე უფროსს. სახლში მისულს აღფრთოვანებული მეკითხებოდა მამიდა როგორ ჩაიარა ლაშასთან საუბარმა.
-ელი რას აპირებ, შეხვდები ხოლმე?
-არა ადა. არა!
-რატომ ხარ, ასეთი კატეგორიული?
-ცოლ-შვილიან კაცთან არაფერი მესაქმება!
-რა? შვილი ყავს?
-ვაა ადა რატომ მოიკოჭლებ? ეგ ამბავი შენ როგორ არ იცოდი?..
-შენ საიდან იცი?
გაოცებას ვერ მასლავს მამიდაჩემი მაგრამ, რა უფრო უკვირს ნეტა, მან რომ არ იცოდა თუ საბამ რომ გაიგო..
-ელის ვიღაც ეპრანჭება და როგორ ფიქრობ არ გავიკითხავდი?
დასცინა საბამ, ძიამ ძალიან სერიოზულად გამოაცხადა, რომ ეგ თემა დაიხუროს და ლაშას მეტჯერ აღარ შევხვდები.. ძიას ეგ პოზიცია მომეწონა, მაგრამ ცნობის მოყვარეობამ მძლია და კითხვა დავუსვი რატომ, პასუხიც მოკლე იყო..
-შენი არჩევანი უფრო მომწონს!
-სერგო, ეგ რას ნიშნავს?!
გადაირია ნუნუ..
-იმას, რომ ჩემი შავთვალას ცხოვრებაში ძალიან ვერევით!.. და მოვრჩეთ!
მივედი კალთაში ჩავუჯექი, მოვეხვიე და ვუჩურჩლე..
-მიყვარხარ ძია!
-გავიგონე ქალბატონო ლილე..
-შენც ადა და ყველა, ყველა ძალიან მიყვარხართ!!!
სიცილით სალოს შევაკითხე და პატარას მოვეფერე მუცელზე, ჯერ ცუცქნაა და როგორ აწვალებს დედიკოს.. საბაც შემოგვიერთდა, მერე ანასტასიაც და ქაოსში მოყვა ჩვენი ორსული სინიორა, მაგრამ ისიც ჩვენნაირია, აგვყვა.. დათოც შეგვეხმიანა მოსწავევები გადმოგვცა ქორწილისთვის.. ანას დაბადების დღეც დადგა, სამსახურში ძალიან ადრე მივედით მე და სალო, მოვრთეთ ყველაფერი, დილის სიურპრიზმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ანა მოწყენილი იყო, დიტომ უთხრა მივლინებაში მივდივარო და სახლშიც არ აღნიშნავს, თან ძალიან ცოტამ მიულოცა ტელეფონზე, ამიტომ უშედეგოდ ცდილობდა თამო მის გამხიარულებას.. დამღლელი სამუშაოს შემდეგ თამოს ინიციატივას ავყევი, რომ უნდა დავლიოთ..
-სადმე პატარა რესტორანში დავჯდეთ, მეც გადავაყოლებ გულს. (ლილე)
ანამ უარი ვეღარ მითხრა, რადგან აღარსად დავდივარ.
-კარგი წამოვალ ოღონდ დავლიოთ! (ანა)
-დღეს უფროსი შენ ხარ! რასაც მთხოვ ყველაფერს გისრულებ.. (ლილე)
-ანი იმ კაბას გიყიდით მე და ელი, შენ რომ მოგწონდა და საჩუქარში ჩაგვითვალე.. (თამო)
-აუ მაგარი იდეაა, ჩვენც გავიპრანჭოთ და ლამაზი რესტორანი ავარჩიოთ.. (ლილე)
-ეგ უკვე ვიცი სადაც უნდა წავიდეთ.. თბილისის ხედით დავტკბეთ.. (თამო)
მოკლედ თამო ისეთი მოხერხებულია, რომ ანას ეჭვი არ გასჩენია.. იუბილარი ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ ვაშორებდი და მეამაყებოდა ჩემი ძმის არჩევანი.. მაღალი გამხდარი, მაგრამ მრგვალი ფორმებით, ღიაფერი თმით და მწვანე თვალებით. დიტოსაც არ აკლია გარეგნული ხიბლი, სულიერზე არაფერს ვამბობ, წაბლისფერი თმა და სწორი ლამაზი ცხვირით და დიდი სევდიანი, მაგრამ ლამაზი ცისფერი თვალებით.. აუ ამათი შვილი რა იქნებააა.. ფიქრებიდან თამომ გამომიყვანა და ჩვენი ტანსაცმელიც მოვირგეთ, რომელიც წინასწარ გვქონდა წაღებული, ესეც მოხერხებულად გააკეთა, სანამ ანა სალონში დავტოვეთ ჩვენც გამოვეწყვეთ.. მთაწმინდის რესტორანში, რომ მივედით კარებთან მისვლისთანავე შუქი ჩაქრა და ანას რეაქცია..
-ამაშიც არ მიმართლებს, შუქი ახლა გაითიშა.
-შუქი არ გათიშულა, თვალები გაახილე გოგო!
თამომ იხუმრა.. სიცილს ვეღარ ვიკავებდით, რადგან ანას მართალი ეგონა.
-კაი რა მოხდა აანთებენ, ამ რესტორანში ხალხია და რამეს მოიფიქრებენ.
ამ დროს შევედით, კარი რომ შევაღეთ, ჩვენ წინ წარწერა აინთო თანმიმდევრობით “ანა გილოცავ დაბადების დღეს!” მუსიკაც დაიწყო “მე შენ მიყვარხარ” კოფეტებიც აანთეს, მე და თამო მოვშორდით დიტო კი ანასთან ერთად იდგა უკვე კოფეტებს შორის და ისე მღეროდა, მისამღერზე სცენაც გამოჩნდა, სადაც ბიჭები იდგნენ, დიტოს აყვნენ სიმღერაში: საბა და ჩემი სიუ.. მუხლები ისე ამიკანკალდა, ფეხზე ძლივს ვიდექი.... ანა ძალიან დაიბნა თავი მიადო მხარზე დიტოს და არ განძრეულა.. დიტომ აკოცა და შუქიც აინთო, ხალხის რაოდენობამ უფრო გააოცა იუბილარი. ყველა იყო ვინც ანას და დიტოს უნდა ყოლოდათ, მეგობრები და ახლობლები. გურამის, ადას და ანასტასიას გარდა.. საოცარი დაბადების დღე იყო, მოულოდნელობებით სავსე.. აივანზე ხელის თხოვნაც წარმატებით დასრულდა, ბუშტები დაბმული იყო მოაჯირზე და ორივემ ერთად გახსნეს, ბუშტების გაფრენისას ცეცხლმოკიდებული გული აყვა ჰელიუმს.. წყვილის კოცნას კი, ფეიერვერკიც მოჰყვა, შეიძლება ითქვას ქორწილი იყო.. მიხაროდა ასეთი ბედნიერი, რომ იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და ახლად შეძენილი მეგობარი, რომელიც “რძალი” გახდება მალე..
ჩემი სიუ კი იქვე მშვიდად იყო, მეტი აღარ უმღერია, არც მომსალმებია. ისევ ისეთი ურეაქციო იყო როგორც ადრე.. პირობას ასრულებს, გავიფიქრე და ცრემლები მომადგა.. აბაზანისკენ ავიღე გეზი და დიტომ გზა გადამიჭრა, საცეკვაოდ გამიყვანა.. ჩახუტებულები ვცეკვავდით, მაგრად მომიჭირა წელზე და მითხრა:
-ელი, ძალიან, ძალიან მიყვარხარ! მადლობა ყველაფრისთვი.
-მეც მიყვარხარ!
-ელი, არ იმღერებ?
-არა.
-არ გინდა სიმღერით უთხრა სათქმელი? ხომ იცი ის აღარ მოვა შენ თუ არ ეტყვი..
-უკვე დავიგვიანე.
-იქნებ გელოდება? წამო რა გთხოვ.. იცოდე გამოვაცხადებ!
-დიტო ვერ შევძლებ, აბაზანაში გავალ რა..
აბაზანაში გავედი, თავი ძალიან შევიკავე რომ არ მეტირა და კარგახნის შემდეგ გამოვედი.. დარბაზში შემოსულს მესმის დიტოს ხმა სცენიდან..
-აი მოდის ჩემი შავთვალა მეგობარი და ერთად ვიმღერებთ (Jason Walker- "Down")
ისე შემრცხვა, ასე მეგონა ყველაფერი გაჩერდა, მიწა გამომეცალა და სადღაც უსასრულობაში ვიკარგებოდი, თითქოს ხალხს და დარბაზს მოვშორდი, ყველაფერს შორიდან ვუყურებდი.. საბამ შემაფხიზლა სცენის კიბესთან მიმიყვანა და მიჩურჩულა:
- ლილე გამოფხიზლდი უნდა იმღეროო!
მუსიკა ჩაირთო და ისე დავიბენი ტექსტიც დამავიწყდა, დიტომ დაიწყო და ვცადე აყოლა ისი კი გაჩუმდა, მანიშნა შენ იმღერეო.. ვერ შევძელი ხმასაც ხომ განწყობა უნდა? თან დაბნეული ლილე ხომ საოცრებაა.. ვანიშნე თავიდან დაიწყე, ღრმად ამოვისუნთქე, დაველოდე მელოდიას.. უნდა დამეწყო სიმღერა და ჩემი „სიუს“ ტკბილი ხმა მომესმა.. ისე გამიხარდა მინდოდა ჩავხუტებოდი, როგორ მომენატრა.. აუ რა გაგვიკეთა დიტომ, ორივე ვიდექით სცენაზე და ისევ ისე გრძნობით ვმღეროდი, როგორც პირველად, მეორედ, არა ეს უკეთესი იყო! ახლა მონატრებაც იყო და სიყვარულიც.. სიმღერის დასრულებისთანავე მივედი, ისედაც ახლოს ვიდექით. ხელები კისერზე მოვხვიე და ვუთხარი:
-მერამდენედ უნდა მიხსნა სირცხვილისგან? მადლობა.
მან კი წელზე ხელი მომხვია და ყელში სველი კოცნა დამიტოვა უხმოდ ჩავედით სცენიდან, ისევ დამშორდა არაფერი უთქვამს.. მას რაღა უნდა ეთქვა, ერთი “მიყვარხარ” ვერ გავიმეტე მამაკაცისთვის, რომელიც ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარება..
ლილე გელოვანო ძალიან სულელი ხარ! ისეთი როგორიც ყველა ქალი, რომლებსაც შენ თვითონვე კიცხავ, ეს რა ქენი, ან რას აკეთებ?! საპნის ოპერას დაამსგავსე შენი ცხოვრება!



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიმეე ვერ ვიტან უხერხულ სიტუციებს ასე რომ ბოლო ნაწილიდა სულ რაღაც 5-6 სიტყვა წავიკიტხე ჩემი სიუ და ისევ შენ უნდა მიხსნა სირცხვილისგან:Dდ აგარი იყო აი ძაან. იმ მძღლის ოჯახში რომ იყო ძაან მომეწონა მათი მდგომარეობა და ლილესავით მეც ურო მომეწონა ეს პერსონაჯჯI...

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

Miyvars es istoria ♡

 


№3 სტუმარი Guest lile-eli

nawkas12345
ვაიმეე ვერ ვიტან უხერხულ სიტუციებს ასე რომ ბოლო ნაწილიდა სულ რაღაც 5-6 სიტყვა წავიკიტხე ჩემი სიუ და ისევ შენ უნდა მიხსნა სირცხვილისგან:Dდ აგარი იყო აი ძაან. იმ მძღლის ოჯახში რომ იყო ძაან მომეწონა მათი მდგომარეობა და ლილესავით მეც ურო მომეწონა ეს პერსონაჯჯI...

მიყვარხართ! დიდი მადლობა..

Anuki96
Miyvars es istoria ♡

მადლობა ჩემო ძვირფასო. მეც მიყვარხართ!

 


№4 სტუმარი გივი

გეხვეწები მალე გააგძელე მოთმენლად ველი <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent