შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქიკურობის შეშლილი მარში


17-02-2017, 15:49
ავტორი krimcova19
ნანახია 1 376

დიდხანს ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა ეს ისტორია ხმამაღლა, ცხოვრება,რომელიც იმდონემდეა ბანალური,სავსე ტრაგიზმითა და იმედგაცრუებებით,რომ თავად მთავარი გმირიც კი იღლება. მთავარი გმირი კი მე ვარ.ჩემმა თავმა უკვე იმდონემდე დამღალა ამ 30 წლის განმავლობაში,რომ ზოგჯერ უბრალოდ მინდა გავაქრო ის და მისი ნერვოტული ხასიათის აშლილობები. აი, აქ კი რაღაც დამავიწყდა, უნდა გაგეცნოთ. მე ანისია მქვია,ჰომ უცნაური სახელია, უთქვამთ ჩემთვის ბევრჯერ,მაგრამ ზოგჯერ ჯობს გაუღიმო და გაატარო ეს ნაძალადევი კომპლიმენტი,ვიდრე აფთარივით თვალებში „ეცე“. პროფესიით მსახიობი,მაგრამ ალბათ ნაკლებად ნიჭიერი,რადგან ჩემი ერთი უაზრო ქცევით ყველაფერი გავაფუჭე.
ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო ყველაფერი..
წარმოიდგინეთ სიჩუმე...დარბაზი...საქველმოქმედო კონცერტი...2000 მაყურებელი..და რა თქმა უნდა შეშლილი მე,რომელიც ელდანაკრავივით ავარდა სცენაზე და ბოლო ხმაზე გაჰყვირის უთავ-ბოლო სიტყვებს. შემდეგ ამ დღის ჩანაწერი რაღა თქმა უნდა გადავახვიე,რასაკვირველია თავში ისე შემოვირტყი ხელი,რომ მგონი ტვინის შერყევა დამემართა,სიტყვები ეძღვნებოდა ჩემი დიდი ხნის სიყვარულს,რომელიც ჩემსავით მსახიობია.
-მოდი აღვადგინოთ ჩვენი სიყვარული, როგორც ლაზარე აღადგინა მკვდრეთით იესომ!
მოდი შევიშალოთ( სხვა გზა უკვე აღარ არის :))) კიდევ ერთხელ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები და გავშალოთ ფრთები, როგორც ჭკუიდან დროებით შემცდარმა პოეტებმა, მათსავით ვუარყოთ : აწყმო, გარემო, ირეალური სამყარო, ინფანტურობაა, ბუტაფორიები და საერთოდ ყველაფერი "ფასეული" რაც ადამიანის უვარგის ქვეცნობიერს დროებით აკმაყოფილებს.
აქ საჭიროებამ წამიერი ამოსუნთქვა და ოდნავ შებარბაცება მოითხოვა,რაც აუცილებლად კარგად გამომივიდა,უდავოდ არაჩვეულებრივი ვარ სიმთვრალეში. გაგრძლება დავაპირე, ჩავახველე რომ მიმეცა უფრო მეტი ეშხი და შარმი ბოდვისთვის
-მე n ხარისხის ფილმის უნიჭო მსახიობებით სავსე სამყაროს ვუთხრათ , რომ ჩვენ არ გვსურს ასე ცხოვრება სადაც მარადიული კარნავალები ხალხს სენად აქვს ქცეული... ნიღბები თითოეულ მათგანს ოსტატურად შეუსისხორცებია. აქ არ იციან ცუდი და კარგი, ერთმანეთში ურევენ ყველაფერს! მომრავლდნენ: მოძალადეები,სადისტები, რასისტები, აფერისტები, ფულზე დახარბებულები,შურიანები, ჭორიკნები, მოღალატეები, მეძავები,ქურდები, არაკაცები და მე უკვე ნახევრად შეშლილსა და რატომღაც შეშინებულ არსებას არ მსურს ამ ყოფაში მარტო დარჩენა!
ჩვენ არც ერთს არ გვინდა გვერქვას უბრალოდ ცოლ_ქმარი ან ცალ_ცალკე მშობლები.არც ისე პრიმიტიულები ვართ , რომ შეყვარებულებად ვიწოდებოდეთ...ჩვენთვის (რატომღაც ასე მჯერა) უფრო მეტი უნდა იყოს რაღაც არაამქვეყნიური... ჯერჯერობით უსახელო ურთიერთობა
და ბოლოს, მინდა გიყურო, როგორც ლომკა აყოლილი ნარკომანი უყურებს თავის დღიურ დოზას, უყურებს და ხვდება, რომ ვარდისფერ სამყაროს უფრო მეტი "წამალი" ამუქებს და შველის... უფრო მეტი სითბო და მოქმედებაა საჭირო, სიტყვები არა! ფუჭია! სიტყვებით ხომ ყველა იკლავს ამპარტავნობის საზიზღარ გრძნობას.მე კი ამპარტავნობა და სიამაყე , რატომღაც აღარ მჩვვევია
არ იყო ტაში...არ იყო სტვენა...არ იყო ყვირილი, შეძახილები „ბრავო“ ან „გაეთრიე“,მხოლოდ ლემურის თვალისებრი ამებები შემომცქეროდნენ.იყო საშინელი სიჩუმე, სიჩუმე,რომელიც მკლავდა. ბოლოს მოკროფონი ხელში ავიღე თავი გვერდულად გადავაგდე, მეორე ხელი გავშალე და მიკროფონში ბოლო ხმაზე ჩავყვირე (ღმერთო რა სამარცხვინო მომენტი იყო, ვგონებ დროის მანქანის გამოგონება,მარტო ამ მომენტის გასაუქმებლად ღირს)
-იოანე მე შენ მიყვარხარ, ხოო იმდონემდე მიყვარხარ რომ შენს გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია,განა რამდენი უნდა დამელია,რომ ასე გავთამამებულიყავი? ძალიან ბევრი.
ის კი იჯდა უძრავად, ვხედავდი როგორ ეცვლებოდა სახის მიმიკები,გაბრაზებისგან ძარღვები დაეჭიმა,ვიცი დღეს ხომ მას ღირსება შეულახეს. სიყვარული თვით გოგომ აუხსნა და თან ისეთმა,რომელიც გულისამრევად საზიზღარი იყო. არა და ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს ერთმანეთისთვის „მიყვარხარ“. უბრალოდ ჩახუტებულებს, დილის 5 საათზე ექსპრონტად შეგვყვარებია ერთმანეთს სურნელი,ხმა და თმები... როგორ მიყვარდა მისი უაზროდ მოქერო თმები,მომწვანო-თაფლისფერი თვალები და თვითონ ის ! ვიცოდი,რომ ამ საქციელით მე ის „მოვკალი“
მაგრამ მე ახლა რამე გამაჩერებდა?მაინც მოვყევი ჩემს დრამა მონოლოგს იმდენი ვილაყბე,რომ ყველა და ყველაფერს ნერვი აუტოკდა.უცბად გაისმა ქალი ხმა
-ვინმემ ჩამოიყვანეთ ეს ისტერიჩკა სცენიდან
სახეზე ვერ ვხედავ, მისი სილუეტი ჩემს წინ უშნოდ ფრიალებს.თუმცაღა დაგენიძლავებით. ტონალური ხუთი ტონა,თავის ტუშ-ლაინერ-პომადით მიცხებული.დაბალი ტანისაა,მაღლებზე შემდგარი,ქუსლი ზომა 15 სანტიმეტრი მაინც იქნება, მთვრალიც რომ დაკვირვებული ვარ არა?! ეტყობა რომ ქარის ნებაზე მოსიარულე ტანი აქვს. ამ აღნაგობას რასაკვირველია მათემატიკური სიზუსტით ვუმატებ მის ხმას და გონებაში ისეთ „მახინჯ“ ქმნილებას ვიღებ.რომ სახეზე ხელს ვიფარებ, თავს კი უაზროდ ვიქნევ უარყოფის ნიშნად.
როგორც ვიცი სცენაზე მარტო მე ვტლიკინებ და ვთამაშობ.მაგრამ დამპალი მაყურებლის ყურადღება და მზერა სხვა მხარეს გადადის,მეც ინსტუქტურად იმ მხარეს ვიყურები,სადაც ისინი. ჰოი, სასწაულო მიახლოვდება ორი მხარ-ბეჭიანი ბიჭი.
-ქალბატონო თქვენ ნასვამი ხართ ,ამიტომ სცენიდან უნდა ჩაგიყვანოთ
ეჭვის და შემფასებლის თვალით ვუყურებ, მიჩნდება აზრი რომ თურმე ქართველებსაც გვყოლია დაკუნთული ბიჭები,მე სულელს კი დღემდე მჯეროდა,რომ მხოლოდ ღიპიანი კაცების სამშობლოში ვცხოვრობდი.რა თქმა უნდა ამ კომპლიმენტს მათ არ ვეუბნები და მხოლოდ
-წადი შენი (თ ვაჯილდოვებ)
ვამბობ ამ სიტყვებს სიცილით,ისევ მიკროფონს ვებღაუჭები და ჩემს სანაქებო მონოლოგს ვაგრძელებ,რით ვერ დავასრულე მეც კი მიკვირს,განა მარტო თქვენ. ამ დროს კი ახალგაზრდა „მუტანტებს’ მოუთმენლობის ფიალა ევსებათ, მწვდებიან მკლავებში და თითქმის ძალით მიმათრევენ კულისებისკენ.მე თავიდან არ ვეწინააღმდეგები,მაგრამ ვუფიქრდები,რომ ეს პირველი შემთხვევაა,როცა ბედს ვემორჩილები და სხვის ჭკუაზე დავდივარ,თანაც მახსენდება ის ფაქტი,რომ ჭირვეულ ბავშვად გარდასახვის ნამდვილი ოსტატი ვარ, ჩემს თავს ვამხნევებ,უკან ვიხევ რაც ძალი და ღონე მაქვს,ფეხებს ვაბაკუნებ, თან ეფექტის მოსახდენად ბოლო ხმაზე გავყვირი
-შემეშვით,თავს მოვიკლავ! მე მის გამო,თავს მოვიკლავ,მერე ხომ მაინც დამაფასებს ...ის გარეწარი,უსინდისო
თან მეცინება ამ შემამკობელ სიტყვებზე, დედაბერივით რომ ვსაუბრობ.სანახაობის მოხდების მიზნით,დამშეული ძაღლივით ვუწყებ კბენას,ჩემს უკვე სამჯერ სამართებლით გადაჭრილ ვენებს,ახლა კი უკვე სერიოზულად ვფიქრობ,გავათავისუფლო უბადრუკი სხეული იმ გრძნობისგან,რასაც „სიყვარული“ ჰქვია. ჩემს არასახარბიელო წარმოდგენას კუნთში მყისიერად შეყვანილი დამამშვიდებელი აჩერებს.
თავბრუ მეხვევა,სადაცაა მიწას დავეხეთქები,მაგრამ ვიღაცის ძლიერი მკლავები მაკავებს.ვიყურები იქით,სადაც ის იყო.სიცარიელეა,თვალს გასასვლელისკენ ვაყოლებ და მის ზურგს ვლანდავ.ის მიდის...მიდის,მე კი ვერ ვაჩერებ.პირს ამაოდ ვაღებ „გთხოვ,მაპატ...“ და თეთრი ლიბრი მეფარება თვალებზე,ახლა კი მართლა ვეღარ ვხვდები. ვინ ვარ? რა მინდა? როგორც მე ვიტყვი ხოლმე,ძილში აღარაფერს აღარ აქვს აზრი. ვწყნარდები!....

პირველ რიგში მოგესალმებით <3
მე ამ საიტზე ახალი ვარ,იმედია მოგეწონებათ ჩემი დადებული ისტორია. ან მე მივხვდები რომ წერა ჩემი საქმე არაა და სხვა რამით უნდა დავკავდე.
რაც შეეხება ისტორიის პირველ თავს,იგი ეხება ახალგაზრდა მსახიობს,რომელმაც სიყვარული უცნაური ფორმით აუხსნა ბიჭს.



№1  offline მოდერი CeCe))

წერა ნამდვილად შენი საქმეა,უბრალოდ
ცოტა დახვეწა გჭირდება.
თავები გაზარდე უფრო.
წერის სტილი ცუდი არ გაქვს და
არც უხეში შეცდომა შემიმჩნევია სადმე.
ნუ რაღაც-რაღაცეები გაგეპარა,მაგრამ
ეგ არაფერი.
პირველი თავისთვის კარგი იყო და
მერე უფრო და უფრო დაიხვეწები.
წარმატებები!

 


№2  offline წევრი krimcova19

მადლობთ რჩევისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent