წითური ლედი (თავი 1)
როგორც წესი, ოჯახი შედგება დედისგან , მამისგან და შვილისგან (სასურველია იყოს 2, ქალი და ვაჟი). ყოველთვის , როცა წარმოვიდგენ ოჯახს თვალსწინ წარმომიდგება ფოტო რომელშიც მამა , რომელიც გამოწყობილია მოხდენილ კლასიკურ ტანისამოსში ეხვევა დედას რომლის ნატიფ ტანზე მოყვანილი კაბაც უფრო აშკარად აჩენს მისი სხეულის მშვენიერებას, მათ ირგვლივ კი ბავშვები, რომლებიც მშობლებს გაღიმებულნი შესცქერიან , იმედითა და სიყვარულით აღსავსე თვალებით. იდალური ოჯახი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ნამდვილ უტოპიას წარმოადგენს, იგი ილუზიაა , რომლის დემონსტრირებაც სურთ მათ ირგვლივ არსებული საზოგადოებისთვის. 1827 წლის 5 მაისს დაიბადა პატარა ეკატერინა, რომელსაც მშობლები მოფერებით ხარ კატოს ეძახდნენ, ხან ეკას. ბავშვობიდანვე ეტყობოდა, რომ საოცარი სილამაზე უბოძა ღმერთმა. მისი ჭითური სქელი თმის ნაზი ნაწნავი საოცრად უხდებოდა მის თოვლივით თეთრ კანს, ვარდივით ამოზრდილი წითელი ტუჩები და ვარდისფრად შეფაკლული ღაწვები ნამდვილ ჰარმონიას ქმნიდა მის მწვანე და დიდ თვალებთან რომლებზეც კალმის ნახატივით იყო დაფენილი გრძელი წამწამები. 6 წლის ასაკში მან უკვე ოფრტეპიანოზე დაკვრა და ისევე , როგორც მშობლიურ ენაზე საუბრობდა ფრანგულად და ინგლისურად. ჟამთა ცვლა უფრო ალამაზებდა და ამშვენებდა მას. 16 წლის ისაკში ის უკვე ნამდვილი მშვენიერი ქალბატონი იყო სილამაზით ის მხოლოდ ვენერას თუ შეედრებოდა , მისი სიცილი კი იმდენად სასიამოვნო და გადამდები იყო რომ შეუძლებელი იყო სხვას არ გადასდებოდა. მისი მიმოხვრა იმდენად გრაციოზული იყო , რომ სიოში ყვავილების რხევას მოგაგონებდათ, ამ ყველაფრერს კი ერთვოდა მისი თავბრუდამხვევი იასამნის სურნელი. განათებულ ოთახში ნერვიულად დადიოდა სოლიდურად ჩაცმული საშუალო ასაკის მამაკაცი და აღელვებულად აბოლებდა ჩიბუხს , მის მახლობლად იჯდა ქალბატონი რომელიც ოქროსფერ სამოსში იყო გამოწყობილი და ქარგავდა, მარია პეტროვნას წესად ჰქონდა ნერვიულობისას ქარგვა. უეცრად გვედრითა ოთახიდან მოისმა სწრაფი მაგრამ ჰაეროვანი ნაბიჯების ხმა. დავით არკადევიჩი და მარია პეტროვნა ინტერესით მიაჩერდნენ კარებს, ოთახში ქარისაგან თმაგაწეწილი და ტალახში ამოსვრილი გოგონა შემოვიდა -სად იყავი ეკატერინა? - ნერვიული ხმით ჰკითხა დავით არკადევიჩმა , რომელსაც წესად ჰქონდა გაბრაზებისას ქალიშვილისთვის სრული სახელით მიემართა - ნახე რომელი საათია? გარეთ უკვე ბინდია ! მე და დედაშენი ძალიან ვნერვიულობდით! - მაპატიეთ მამა, ჩემს რაშთან ერთად ტყეში ვიყავი , იცით რა სწრაფად მიქროდა? იცით რა ლამაზი იყო იქაურობა?- თქვა ეკატერინა დავიდოვნამ, რომელსაც თვალებში საოცარი სინათლე უკიაფობდა. -კმარა! - დაიყვირა მან.- რამდენჯერ გაგაბრთხილე ტყეში მარტო ნუ მიდიხართქო. როგორ შეგიძლია მამის სიტყვას არ დაემორჩილო. სასწრაფოდ წადი შენს ოთახში. ამ სიტყვების წარმოთქმისას მის თვალებში ისეთი სიბრაზე და წყენა იგრძნობოდა, რომ ეკატერინას გული აუჩუყდა , თვალები ცრემლებით აევსო და საკუთარ ოთახში გაიქცა. შვილის ამ ქმედების დანახვისთანავე მარია პეტროვნა წამოდგა და მას უკან გაჰყვა. როცა ის ოთახში შევიდა საწოლის კუთხეში ჩამომჯდარი ეკატერინა დაინახა, რომელიც ცხარე ცრემლებით ტიროდა, ამის დანახვაზე დედას გული აუჩუყდა. -კატო, საყვარელო, ხომ იცი მამაშენს როგორ უყვარხარ და ღელავს შენზე, ახლა კი დამპირდო რომ ასე არასოდეს გვანერვიულებ.- თხოვნით მიმართავდა მარია პეტროვნა საყვარელ ქალიშვილს , თან თმებზე ეფერებოდა. - მამან, გპირდებით, აღარასოდეს გაწყენინებთ, მე თქვენ, შენ და მამა, ყველაზე ძლიერ მიყვარხართ, გთხოვთ მაპატიოთ. - შენ უკვე დიდი გოგო ხარ, ხვალ მნიშვნელოვანი ბალია , ახლა კი დაისვენე, ვინ იცის, იქნებ ხვალ შენს მომავალ მეუღლესაც კი შეხვდე.- უთხრა მან ღიმილითა და ნიშნისმოგებით ქალიშვილს და შუბლზე აკოცა. ამ სიტყვებმა ისე იმოქმენა კატოზე , როგორც იმოქმედებდა ყველა ახალგაზრდა დასაოჯახებელ ქალიშვილზე. მომავალ ბალზე და საქმროზე ვნებიან ფიქებში გვიან ღამე ჩაეძინა მას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.