შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთებისა და მონსტრების მიწაზე (III თავი)


20-02-2017, 20:19
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 1 992

-ყველაფერი ათი წლის წინ დაიწყო. მაშინაც ასე ხელმოკლედ ვცხოვობდი დედასთან ერთად. სკოლის გარდა არსად მისწავლია, შესაბამისად არც პროფესიული მით უმეტეს არც უმაღლესი განათლება არ მაქვს. ნორმალური სამსახურიც ვერსად ვიშოვე. კაპიკებზე ვმუშაობდი ერთ-ერთ მარკეტში ღამის ცვლაში. საშინლად ვიღლებოდი და გროშებს მიხდიდნენ, დედასაც როგორც შეეძლო ისე შრომობდა ნორმალურად არსებობა რომ შეგვძლებოდა... ჩვენი მდგომრეობა მაშინ კიდევ უფრო გართულდა, როდესაც დედას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. ოპერაციისა და მკურნალობისთვის ფული გვჭირდებოდა. ყველაფერი ღირებული გავყიდეთ რაც გაგვაჩნდა, სახლი კი ბანკში ჩავდეთ. იმედი გვქონდა, რომ ეს ფული გვეყოფოდა, თუმცა რა თქმა უნდა ეს ჩვენი მორიგი ილუზია იყო. მკურნალობის დაწყებასთან ერთად ხარჯები ნელ-ნელა იზრდებოდა.. ჩვენც ფული გვითავდებოდა, არადა არსებობაც გვჭიდებოდა და სესხის გადახდაც. მაშინ მეც შენს დღეში ვიყავი, თითქმის ყველა ადგილი მოვიარე. ყველაგან ვიყავი. ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, რომ დამლაგებლად მაინც ავეყვანე. ამასობაში რამოდენიმე სამსახური გამოვიცვალე , თუმცა ანაზღაურება საკმარისი არსად არ იყო.
ერთხელაც სახლში გვიან ვბრუნდებოდი, დაღლილი და სასოწარკევეთილი. ერთ-ერთ საეჭვოდ საშიშ ქუჩას ჩავუარე და დავინახე რამოდენიმე საკმაოდ ვულგარულად ჩაცმული ქალი, ისე როგორც მე მაცვია ხოლმე საღამოობით- ამაზე სევდიანად გაეღიმა. - ქუჩაში იდგნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და კლიენტებს ელოდნენ. მაშინ პირველად შემშურდა მათი გამბედაობის. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა - ფული, რომ ნორმალური პირობები შეექმნათ მათთვის ვისაც ძვირფას ადამიანებად მიიჩნევდნენ. სახლში დაბრუნებული, მთელი ღამე ვფიქრობდი... შევძლებდი კი მე ამის გაკეთებას? შევძლებდი გავმხდარიყავი უბრალო მეძავი. გავმხდარიყავი ისეთი ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ამრეზით ჩავუვლიდი ხოლმე, თუ სადმე გადამეყრებოდა. მეორე დღეს დედაჩემის განაწამებ სახეს რომ შევხედე, მივხვდი, რომ ამისთვის მზად ვიყავი. რამოდენიმე დღეში კიდევ მომიწია ისევ იგივე ადგილას და იგივე დროს გავლა. ამჯერად გამბედაობა მოვიკრიბე და მათთან მივედი ნელი ნაბიჯით. გაკვირვებულებმა შემათვალიერეს, ვერ გაეგოთ რა მინდოდა. როგორც იქნა ამოვიღე ხმა და ვუთხარი, რომ მსურდა მათი მსგავსი გავმხდარიყავი. თავიდან დამცინეს, მითხრეს რომ იქაურობას მოვშორებოდი. ჩემი ნათქვამი სერიოზულად არ მიიღეს. მეორე დღეს ისევ მივედი. ამჯერად უფრო ყურადღებით მომისმინეს და მიხვდნენ, რომ არ დავცინოდი და ეს ყველაფერი ნამდვილად მინდოდა. სწორედ ისინი დამეხმარნენ და გადამადგმევინეს პირველი ნაბიჯები. ხო... არ მოგესმა მე მეძავი ვარ! ამ უძველესი პროფესიის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ახლა შეიძლება სიძულვილსაც გრძნობდე ჩემს მიმართ. თავიდან მეც ასე ვიყავი, საკუთარი თავი მეზიზღებოდა იმის გამო რასაც ვაკეთებდი, იმის გამო რომ ათასი რჯულის ნაძირალა მეხებოდა. თუმცა ფული მჭირდებოდა - ხელის ჭუჭყი, როგორც ჩვენ ვეძახით, მაგრამ რეალურად ადამიანები ვართ ჭუჭყიანი და ჩვენს ამ ნაკლს ფულს ვაბრალებთ. მის გარეშე ხომ ჩვენს სამყაროში სრული არარაობა ხარ. მე ასე დავიწყე ეს საქმიანობა. თავიდან დედაჩემმა, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა. მეც როგორც შემეძლო ვუმალავდი. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ოპერაიცის მერე მისი მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდებოდა და მეც უკეთესი მომავლის იმედი მომეცა. ალბათ დედაჩემი ვერაფერს შეამჩნევდა კარგა ხანს, რომ არა ერთი შემთხვევა... როგორც გითხარი მეც ჩვეულებრივ ვიდექი იმ ქუჩაზე სხვა მეძავების გვერდით და ნებისმიერ გამვლელს მივყვებოდით.. იმ დღესაც ჩვეულებრივ ჩავუჯექი მანქანაში მორიგ კლიენტს და წავყევი. ზოგიერთს უხეში მოთხოვნილებები აქვს და ჩვენზე ძალადობს ხოლმე. მოსწონთ რომ ტკივილს გვაყენებენ... ასეთები განსაკუთრებით საშიშია. მაშინ ისეთ მდგომარეობაში ჩამაგდო, გახსენება ახლაც კი მზარავს. სახლში ტანსაცმელშემოგლეჯილი და სისხლიანი დავბრუნდი. მეგონა ჩემს ოთახში ჩუმად შეპარვას შევძლებდი, თუმცა გზაზე უცებ დედა გადამეღობა. რომ დამინახა კინაღამ გაგიჟდა. დიდხანს ცდილობდა გამოვეტეხე და მისთვის სიმართლე მეთქვა. ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა გამომტეხა... მანამდე დედაჩემს ჩემთვის არასოდეს გაურტყამს... ძალიან იმედგაცრუებული იყო. ბევრი მეხვეწა, რომ ამ საქმიანობისთვის თავი დამენებებინა, თუმცა როგორც გითხარი სხვა გამოსავალი არ მქონდა. ჩემმა უარმა კიდევ უფრო გაუცრუა იმედები. მალევე დამტოვა და სოფელში გადასახლდა. იქ ერთი პატარა სახლი და მიწის ნაკვეთი გვქონდა, ბაბუის დანატოვარი. ახლაც იქ ცხოვრობს. მაშინ მკურნალობის კურსი უკვე დამთავრებული ჰქონდა და მეც მშვიდად შევხვდი ამ ამბავს. მეგონა ჩემგან რაც შორს იქნებოდა მით უკეთესი იყო მისთვის. ახლა წელიწადში ორჯერ თუ ვნახულობ. ისიც საკმაოდ ცივად მხვდება ხოლმე. ვერ მპატიობს და ალბათ ვერც ვერასდროს შეძლებს ამას.
-ღმერთო ჩემო.. არც ვიცი რა გითხრა.
-ვიცი, რომ რაღაც ეჭვები გქონდა. და მართალი ხარ. მე მეძავი ვარ, ბილწი ქალი. მე ის ვარ, ვის მიმართაც ყველა განიცდის ზიზღს. დაფარულს თუ ხილულს. არ მითხრა, რომ ეს ასე არ არის. დარწმუნებული ვარ რომ შენც ისევე ფიქრობ ჩემზე როგორც სხვები. თქვენ გგონიათ, რომ უსულო, გახრწნილი არსებები ვართ, რომ გრძნობები არ გაგვაჩნია. მაგრამ გულის სიღრმეში იცით, რომ პირიქით არის. რომ ჩვენ ყველაზე დიდ ტკივილს განვიცდით, ყველაზე დიდ დამცირებას... - ცოტაოდენი ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ კედლის საათის ტიკტიკის ხმა ისმოდა. - მას შემდეგ რაც დედაჩემი წავიდა, ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება. რა თქმა უნდა ამ ქალაქში ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ცხოვრება ძალიან რთულია, თუმცა მე არც სხვა რამე ვიცოდი და ამ ყველაფერსაც დროთა განმავლობაში მივეჩვიე კიდეც. წლების განმავლობაში აქეთ-იქით დავხეტიალობი, სხვადასხვა ქუჩაში ვიდექი, სულიად მარტო, უპატრონოდ. რამოდენიმე წლის წინ... უფრო სწორად დაახლოებით ორი წლის წინ მე და ერთი ჩემი მეგობარი ლალიტა სანდროს შევხვდით. მას შემდეგ ცოტა ამოვისუნთქეთ.
- სანდრო ვინ არის? - ამ ყველაფრის გაგების შემდეგ შოკირებული ნია გაფართოებული თვალებით ეკითხებოდა. ჯერ კიდევ არ სჯეროდა იმის რაც მოისმინა.
-სანდრო ჩვენი სუტენიორია. იმიტომ ვაბობ ამოვისუნთქეთო, რომ სწორედ ის გვიცავს ყველა ნაბიჭვრისაგან, ვინც შეიძლება რამე დაგვიშაოს. ამოწმებს სად მივდივართ. ჩვენთვის კლიენტებს ის პოულობს ხშირად ბარებში და კლუბებში. ქუჩაში ძალიან იშვიათად თუ მოგვიწევს გასვლა. მოკლედ მუშაობაში გვეხმარება და თან ჩვენს უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. სხვა მგონი არც არაფერი გვჭირდება.
-გასაგებია... ახლა ყველაფერი გასაგებია. იცი, მართალია. დიდი ხანია ვეჭვობდი რომ სხეულის ვაჭრობით ირჩენდი თავს, თუმცა მე ვინ ვარ რომ გაგაკრიტიკო ან ამის გამო დაგამცირო. მით უმეტეს არც კი გაიფიქრო, რომ ამის გამო შენს მიმართ ზიზღის გრძნობა გამიჩნდება. შენ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გქონდა. გარკველწილად მესმის კიდეც შენი. ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი იგივე სიტუაციაში რომ აღმოვჩენილიყავი. მაგრამ მე არავინ მყავს და არც არასდროს მყოლია ის ადამიანი, ვის გამოც თავგანწირვას შევძლებდი. ახლა კი დამშვიდდი და შეიმშრალე ეს ცრემლები... - ნაღვლიანად გაუღიმა და ლოყაზე დაგორებული ორიოდე ცრემლი საკუთარი ხელით შეუშრო. - შენ ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვინც კი შემხვედრია. - სოფოს ძლიერად მოეხვია.
ცოტა ხანი მდუმარედ ისხდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ. შემდეგ სოფო ნელა მოშორდა და მკრთალად გაუღიმა.
-დიდი მადლობა რომ ასეთი გამგები ხარ ჩემს მიმართ. სხვამ ვინც ეს ყველაფერი გაიგო, ზურგი მაქცია და შემიძულა. მარტო იმის გამო ვარ მადლიერი შენი, რომ მათ არ ჰგავხარ. არ ჰგავხარ იმ ბრბოს, რომელიც შენს წაქცევას, ელოდება, რომ ზედ გადაგიაროს. შემდეგ უკან მობრუნდეს და საბოლოოდ, სულიერად გაგანადგუროს. წამოდგომა ვერ შეძლო და საკუთარი თავი ჭაობში კიდევ უფრო ჩაძირო. ხომ ხედავ ამ საქმიანობას ვერ შევეშვი. ალბათ ბოლომდე ასეთი დავრჩები... კარგი, თავი მოგაწყინე ამდენი ლაპარაკით. ჯობია წავიდე.
ნელა წამოდგა და შემოსასვლელისკენ გაემართა. მანტო მოისხა, ჩანთა მოიკიდა და კარი გააღო.
-დროებით... -დაბნეულად ჩაილაპარაკა.
-თავს გაუფრთხილდი - მიაძახა ნიამ და კარის ხმა გაისმა. სოფიმ სახლი დატოვა და სრულიად მარტო დარჩა. ახლა იგრძნო მარტოობის სიმძაფრე. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ბევრად უარესი განეცადა. ბევრად უარეს მდგომარეობაში ყოფილა. მთელი ცხოვრება ისედაც მარტოს განევლო, თუმცა ასეთი სასოწარკვეთაშერეული მარტოობა არასდროს სტუმრებია. თითქოს მოსმენილი ისტორია უფრო ამძაფრებდა ყველა შეგრძნებას.
მთელი ღამე არ სძინებია. ფიქრობდა... ფიქრობდა... სოფოზე, მის ბედზე მომავალზე და ყველაზე ბოლოს საკუთარ თავზე. რას აპირებდა? გამოსავალი ხომ არსად ჩანდა. იქნებ... არა. ამას არ გააკეთებდა. თავი გააქნია, თითქოს უნებურად მოსული მისთვის კოშმარული ფიქრების თავიდან გადმოყრას ცდილობდა.

გარეთ ქარი ხმაურობდა, ალბათ ყინავდა კიდეც. ქარს საიდანღაც ნამქერი მოჰყვებოდა და პირდაპირ ფანჯრის მინებს აყრიდა. ტოტები კი მინასა და ჩარჩოს კაწრავდნენ. დივანზე ფეხმორთხმული იჯდა გოგონა, ხელში ცხელი ჩაი ეკავა და დროდადრო გარეთ იხედებოდა. უცნაური ამინდი იყო. ერთროულად სიმშვიდისა და ფორიაქის მომტანი. უცნაური კომფორტის გრძნობას მოეცვა მთელი მისი არსება, მაგრამ დროდადრო უსიამოვნოდ შეიშმუშნებოდა ხოლმე.
„ნეტა სოფი რას შვება ახლა? სად არის? იქნებ ქუჩაში დგას? იქნებ ბარში ან კლუბშია? ან კიდევ..“ თავის ფიქრებზე კუშტად შეკრა წარბები, მზერა წამში შეეცვალა. ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა, პლედი უფრო მჭიდროდ მოიხურა და ფანჯარას მიუახლოვდა. ღამის ბურუსში თითქმის არაფერი არ ჩანდა. მხოლოდ მოშორებით, ლამპიონების მკრთალ შუქზე გაიელვებდა თოვლის წვრილი, მკვრივი ნაწილაკები. ქუჩაში ადამიანი არ ჭაჭანებდა. ათასში ერთხელ თუ გაირბენდა მაწანწალა ძაღლი რათა გამყინავი ამინდისაგან თავდასაცავად სადმე შეფარებულიყო. ყველა სულიერი გაურბოდა გარეთ ყოფნას, მარტოობასა და სიცივეს. არა მარტო ფიზიკურ სიცივეს... გოგონა კარგა ხანს აშტერდებოდა ქუჩას შემდეგ თავის ფიქრებზე შეეკანკალა. პლედი უფრო მჭოდროდ მოიხვია და დივანზე დაბრუნდა.

ნათელი, მზიანი დღე დადგა. ღამით, ყინვისა და ქარის მიერ მოტანილი ნამქერი ნელ-ნელა დნობას იწყებდა. სახურავებიდან და ხის ტოტებიდან ნელ-ნელა წვეთავდა გამდნარი თოვლი. ეზოში აქა-იქ ბავშვების მხიარული შეძახილები ისმოდა, რომლებიც ცდილობდნენ, თოვლის საბოლოო გადნობამდე მოეხერხებინათ და ბოლომდე ამოეწურათ გასართობების მარაგი. გუნდებად შეკრული ნახევრად წყლიანი თოვლი ხმაურით ეჯახებოდა, კორპუსების კედლებს, ფანჯრებს, სკამებს, ბავშვებს და მაშინვე ნახევრად წყლად ქცეული დაშლილი იღვენთებოდა. ჟრიამული ერთი ქუჩიდან მეორეში ინაცვლებდა. გარეთ მაცოცხლებელი, ზამთრის სურნელი იდგა.
გოგონა ფანჯარასთან იდგა და კვლავ სევდანარევი ღიმილით შესცქეროდა სურათს. უკვე შუადღის პირველი საათი იყო და სოფო რატომღაც იგვიანებდა.
არადა მისთვის საუზმე უკვე გაემზადებინა და მოუთმენლად ელოდა, თუ როდის დაბრუნდებოდა როგორც ყოველთვის დაღლილი, ღიმილით გადახედავდა გაშლილ სუფრას. გასინჯავდა გოგონას მომზადებულ კერძს და შემდეგ შეუქებდა ნახელავს. თუმცა ქალი ჯერ არ ჩანდა.
უკვე ორ საათს მოეტანა. ანერვიულებული ნია აქეთ-იქით დააბოტებდა სახლში, როდესაც კარის ხმა გაიგო. მაშინვე შემოსასვლელში გაემართა და სოფოს დანახვაზე დამშვიდდა, მაგრამ სიმშვიდე მალევე აქორიაქებამ შაანაცვლა, როდესაც მის სახეზე სილურჯეები შენიშნა.
სოფომ თვალი აარიდა და გვერდი აუქცია, ისე შევიდა ოთახში.
-რა დაგემართა? სოფო შემომხედე... -შეეცადა მისი სახე შემოეტრიალებინა, თმცა ქალმა წინააღმდეგობა გაუწია და უსიტყვოდ შეიკეტა ოთახში.
საღამომდე არ გამოსულა. მხოლოდ წასვლის დრო რომ მოვიდა, მაშინ გამოვიდა. სამზარეულოში მჯდარ ნიას გვერდით მიუჯდა და კერძი გადაიღო.
-არაფრის თქმას არ აპირებ?
-მე... გუშინ სანდრომ დააგვიანა. ბარში კლიენტი ვერ ვიშოვეთ და ქუჩაში მოგვიწია დგომა.
ჩვეულებრივი კლიენტი მეგონა და გავყევი, მერე კი... კიდევ კარგი უარესი არ გააკეთა.
-უარესი რაღა უნდა გაეკეთებინა? უნდა მოეკალი? მითხარი!
-გთხოვ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
-კარგი.
უხმოდ მიირთვეს სუპი. ასევე უხმოდ აალაგა ნიამ მაგიდა, დარეცხა თეფშები და სანამ სოფო ემზადებოდა, თვითონაც ჩაიცვა.
სოფო რომ გამოვიდა მაკიაჟი ისე ოსტატურად გაეკეთებინა, რომ საერთოდ არაფერი არ ეტყობოდა.
-უკვე მიდიხარ?
-ხო. შენ აპირებ სადმე გასვლას?
-კი, რაღაც პატარა საქმე მაქვს, სამსახურთან დაკავშირებოთ. იქნებ გამოვიდეს...
-კარგი. მე ცოტა მომზადება კიდევ მჭირდება, შენ თუ გეჩქარება წადი.
-დროებით. თავს გაუფრთხილდი კარგი?
-რა თქმა უნდა...
სახლი დატოვა და საღამოს ბინდში გზას გაუყვა. საკმაო ხანი დასჭირდა დანიშნულების ადგილამდე რომ მიეღწია. ბნელი, ბინძური ადგილი იყო. იქვე ჩასასვლელი კიბეები ჩანდა, საიდანაც ხმამაღალი მუსიკის ხმა ამოდიოდა. ნელი ნაბიჯებით ჩავიდა და კარი შეაღო. მაშინვე სახეში დაეტაკა სიგარეტის, ალკოჰოლის, ჩახუთულობის უსიამოვნო სუნი. ბარისკენ წავიდა და ტატუებითა და პირსინგებით გადავსებულ ტიპს მიუახლოვდა. გავიგე რომ ვაკანსია გაქვთ.
-ამაზე უფროსს უნდა დაელაპარაკო, წამომყევი, ხელით ანიშნა და ისიც უსიტყვოდ გაჰყვა.
ჯერ ბამენი შევიდა, ორიოდე წუთში კი გოგონაც იხმო.
-გამარჯობა..
-შემოდი და დაჯექი.
გოგონაც სკამზე ჩამოჯდა და ხელები მუხლებზე დაიწყო.
-აბა გისმენ. სად გიმუშავია, რა გამოცდილება გაქვს.
მოკლე დიალოგი წარიმართა მათ შორის. სამსახურში კი გამოსაცდელი ვადით მიიღეს. დღესვე უნდა დაეწყო.
თავიდან ყველაფერი მშვიდად მიდიოდა. შემდეგ კი ხალხმაც იმატა. სინით აქეთ-იქით დარბოდა და შეკვეთებსაც დაატარებდა, სანამ შემაწუხებელი მზერა არ იგრძნო. გარკვეული დროის შემდეგ კი ვიღაცამ ხელი ჩასჭიდა და სადღაც მიფარებულ საწყობში გაათრია. თავის დახსნას შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო. ყვიროდა, ხელ-ფეხლს იქნევდა, თუმცა იმ ხმაურში მისი არავის არ ესმოდა. ცრემლმორეული დანდობას ითხოვდა თუმცა ამაოდ. ზედა მთლიანად შემოახიეს. ბინძურ ხელბს და ტუჩებს მის სხეულზე დაატარებდნენ. უკვე ტირილისაგან ხმაჩახლეჩილს არაფრის თავი არ ჰქონდა. უცებ იქვე გვერდით მდგომი ვისკის ბოთლი შეამჩნია. ხელი დაავლო და მოძალადეს მთელი ძალით ჩაარტყა თავში.
-შე პარატა ძუკნა! - გაისმა მამაკაცის ღრიალი, რომელმაც ხელები თავისკენ წაიღო და ჩიაკეცა. გოგონამ დრო იხელთა და იქედან თავქუდმოგლეჯილი გავარდა. აცრემლებული, ძლივს იფარებდა დაგლეჯილ ფორმას.
როგორღაც მოახერხა ბართან მიღწევა. სადაც უფროსი და ბარმენი რაღაცაზე საუბრობდნენ. უკან რომ მოიხედა ის კაცი კვალდაკვალ მოჰყვებოდა. ცალი ხელი დასისხლიანებულ თავზე წაევლო.
-გთხოვთ, დამეხმარეთ. პოლიცის გამოუძახეთ.. ის კაცი ჩემს გაუპატიურებას ცდილობდა. - აკანკალებული ხმით ძლივს ამბობდა სიტყვებს და ხელი მისკენ მომავალი კაცისკენ გაეშვირა.
-კოტე! იღრიალა ახლოს მოსულმა- ეს ძუკნა ახლავე დაითხოვე სამსახურიდან. ნახე რა გამიკეთა?!
გოგონა გაფართოებული თვალებით უყურებდა მოძალადეს, რომელსაც მისთვის მკლავში ხელი წაევლო და მთელი ძალით უჭერდა.
-აქ რა ხდება? - მოესმა უფროსის მკაცრი ხმა და ხელის დახსნა შეეცადა.
-გთხოვთ რამე მოიმოქმედეთ. ხომ გითხარით რასაც აპირებდა.
-ლეო! კაბინეტში წამოდი! - ხელით ანიშნა და ორივე კარს მიღმა გაუჩინარდა. ნია აკანკალებული დახლთან ჩამოჯდა. ბარმენმა ერთი ჭიქა ცივი წყალი მიაწოდა.
-ცუდ დღეში ხარ. უეჭველი გაგაგდებს. ესენი ძმაკაცები არიან. შენ კი მათთვის ერთი უბრალო ოფიციანტი. ამას არ გაპატიებენ..
-აბა რა უნდა გამეკეთებინა! - გაბრაზებული ტონით მიუგო გოგონამ.
-ვერც ვერაფერს ვერ იზამდი! - მხრების აჩეჩვით მიუგო და თავისი საქმიანობა განაგრძო.
მალევე იხმო უფროსმა კაბინეტში და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აუწყა. იქედან განადგურებული გამოვიდა. ბართან ჩავლილმა კვლავ შეამჩნია მწველი მზერა. ლეო დახლთან იჯდა და ირონიულ მზერას არ აშორებდა.
-მაინც ჩაგიგდებ ხელში პატარა ძუკნა! - შორიდან უთხრა, თუმცა ტუჩების მოძრაობით მაინც მიხვდა გოგონა მისი სიტყვების აზრს და ზიზღისგან გააჟრჟოლა. სასწრაფოდ შევარდა გასახდელში. ქურთუკს ხელი დაავლო და იმ ადგილიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა.
ქურთუკს მთელი ძალით იხვევდა ტანზე და სწრაფად უმისამართოდ მიაბიჯებდა. მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც მისთვის უცნობ ადგილას აღმოჩნდა.
აქაც, როგორც ყველგან მბჟუტავი ლამპიონები ენთო, რომლებიც ხან ჩაქვრებოდა, ხან ნელა აციმციმდებოდა. ერთ-ერთ ქუჩაზე შეუხვია და შედგა. როდესაც წინ მიმავალში ნაცნობი სილუეტი ამოიცნო. ნელი ნაბიჯით გაყვა უკან და საბოლოოდ ერთ-ერთ ბინძურ ბარამდე მიჰყვა. ამასობაში ფეხს აუჩქარა და ქალს მაქსიმალურად მიუახლოვდა.
-სოფო! - მისმა ხმამ ჰაერი გაკვეთა და ქალიც გაკვირვებული შემობრუნდა.
-ნია?! - აქ რას აკეთებ?
უცებ სოფოს უკნიდან მამაკაცის მაღალი ფიგურა წამოიმართა. შავი მანტო ეცვა.. ცალ ხელში სიგარეტი ეჭირა. მოუხეშავი, მკაცრი ნაკვთები ჰქონდა, ნახშირივით შავი თმა... წვერი ოდნავ მოეშვა. ერთი შეხედვით ოცდაათ წელს მისცემდით. გოგონას დაკვირვებით ათვალიერებდა.
-ვინ არის?! - ეს კითხვა აშკარად სოფოს მიმართ იყო დასმული. - ახალი ხომ არ მოგიყვანია? მშვენივრად გამოიყურება.
-რა? რას ამბობს სოფო... ვერ გავიგე. ეს არის არა? ეს ნაძირალაა. - გოგონამ უცებ შუბლი შეკრა და განრისხებული სახით წინ აესვეტა მამაკაცს.



№1  offline წევრი ჭირვეული

მოუთმენლად ველი გაგრძელებას. ნიას წარსული მაინტერესებს,სოფო მებრალება, სანდრო მეზიზღება, ნიას და სანდროს შეხვედრა მაშინებს..

 


№2  offline წევრი ბაბუაწვერა

Chirveuli
მოუთმენლად ველი გაგრძელებას. ნიას წარსული მაინტერესებს,სოფო მებრალება, სანდრო მეზიზღება, ნიას და სანდროს შეხვედრა მაშინებს..


დიდი მადლობა შეფასებისთვის...)) შემდეგი თავი უკვე ავტვირთე და იმედია მალე დაიდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent