შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის დღესასწაული-5


22-02-2017, 15:44
ავტორი შადი
ნანახია 1 628

გქონიათ ასეთი მომენტი?
ოცნებობ,ოცნებობ,ოცნებობ და უცებ მოულოდნელად ეს ოცნება რეალობად იქცევა,შენ კი იმდენად დაბნეული და გაოგნებული რჩები ,რომ ვეღარ გაგიგია,გაგიხარდეს,მოიწყინო თუ სამყაროს ეჭვის თვალით უყურო.
ზუსტად ასეთი არეული გრძნობები შემომეპარა.განა იმიტომ,რომ ფადისადმი სიყვარული გამინელდა?მისადმი სიყვარულს მხოლოდ ჩემი სიკვდილი განელებს,უბრალოდ ეჭვებმა შემიპყრო და დამიმონა.რატომ?რატომ დასთანხმდა ასე მოულოდნელად ?ნუთუ უყვარვარ?არა,სისულელეა.თუ უყვარდი ამისთვის მთელი 7 წელი ჰქონდა.
დედამ განმიცხადა,რომ აწი შემეძლო ჩემი სამუშაოსთვის თავი დამენებებინა.ან თუ მაინც და მაინც ქმრისთვის მეკითხა,მომცემდა თუ არა იმის უფლებას,რომ დაქორწინების მერე გამეგრძელებინა მუშაობა.
საკმაოდ მარტივი და საინტერესო სამუშაო მქონდა,რომელსაც სულაც არ სჭირდებოდა სამსახურში ყოველდღიურად სიარული.მე ადგილობრივ რადიოში ვმუშაობდი კორექტორად.მიგზავნიდნენ მთელი მომდევნო კვირის საინფორმაციო ან შემეცნებითი პროგრამების ტექტსურ მასალას,მე კი გრამატიკულად უნდა გამემართა და კორექტირება უნდა შემეტანა,შემდეგ კი ისევ უკან უნდა გამებრუნებინა.ზოგჯერ კურიერს ვატანდი,ზოგჯერ კი თავად მიმქონდა.ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო ამინდსა და ჩემს განწყობაზე.საკმაოდ მშვიდი და სტაბილური საქმე იყო.
დედას არაფერი ვუპასუხე,ჯობდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფადისთან მოვრიგებულიყავი.
მალე მთვარის დღესასწაულიც მოვვიდა.თუმცა მანამდე არც მოსულა და არც დაურეკავს ფადის ჩემთვის,მხოლოდ მისი მშობლები მოვიდნენ რამოდენიმეჯერ,რომ რაღც საკითხები წინასწარ შეეთანხმებინათ ჩემს მშობლებთან.
და აი მოვიდა მთვარის დღესასწაულიც,ახლა ზუსტად ვიცოდი,რომ ფადი მე ამირჩევდა,მაგრამ აღფრთოვანებით არ ველოდი ამ მომენტს.ვიჯექი ჩემთვის წყნარად მაგიდასთან ხის ჩრდილში ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი და ვუსმენდი,როგორ აწყობდნენ უკვე გეგმებს ჩემი და ფადის მშობლები.ის ისევ მის მეგობრებთან იდგა.მხოლოდ ორჯერ შევამჩნიე,რომ გამომხედა,მხოლოდ ორჯერ და მე ვერაფერი ამოვიკითხე მის მზერაში.ვერც სიხარული,ვერც ინტერესი,ვერც სიბრაზე.
პირველად შესვლისას შემომხედა.
-ლალე ჩვენთან,რომ იცხოვრო ჯერჯერობით წინააღმდეგი ხომ არ იქნები?-საოცრად თბილი და მშვიდი ხმა ჰქონდა ჩემს სადედამთილოს.
-არა რათქმაუნდა ქალბატონო კირა-გულწრფელად გავუღმე.ვგრძნობდი მის კეთილგანწყობილებას.
-რა კარგია,სელვი გაგიჟდება სიხარულისაგან-მადლიერებით სავსე თვალები შემომანათა კირამ-ოღონდ იცოდე ქალბატონო აღარ დამიძახო,უბრალოდ კირა,კარგი?-ჩემი თითები მოიმწყვდია ხელებში,ჯერ მე გამიღმა მერე კი მის ქმარს გადახედა,დასტურის მისაღებად,მანაც მშვიდად დაუქნია თავი.
-კარგი-თავი ოდნავ დავხარე და მორიდებით გავაპარე თვალი ფადისკენ.ჩვენსკენ საერთოდ არ იყურებოდა.
დავნაღვლიანდი,საოცარი უღირსობის გრძნობა დამეუფლა,თითქოს საკუთარ თავს ვყდიდდი,მაგრამ ჩემ გრძნობებს ვერ ვეწინააღმდეგებოდი,მე ის მიყვარდა,მე მასთან მინდოდა,ცოტათი მაგრამ მჯეროდა საკუთარი თავის,რომ შემიყვარებდა.იქნებ გამომსვლოდა,იქნებ გამიმართლოს.
რამოდენიმეჯერ გავიფიქრე მასთან მისვულიყავი მაგრამ,მის სახეს,როგორც კი შევხედავდი,მაშინვე გადავიფიქრებდი.მერე მინიშნებით ვცადე მიმეხვედრებინა მისი მშობლები,რომ იქნებ სუფრაასთან წუთით მოეყვანათ,მაგრამ მამშვიდებდნენ-მალე მოვა.თუმცა ეს მალე არა და არ დადგა იმ საღამოს.
მერე დაიწყო მოსაწყენი შემოწმება,სიშიშვლე,ანკეტა და როცა ჩვენი ჩვენი მერი აგაგი გამოგორდა,ნუ ეს ყველაფერი,ეს ყველა დეტალი უკვე ზეპირად ვიცოდი და მოგვმართა მისი დაზეპირებული და გაცვეთილი თითქოს პატივისცემით სავსე სიტყვებით,მე უკვე დაძაბულობისაგან სუნთქვა მიჭირდა.საოცარმა შიშა ამიტანა.მთელი ძალით ჩავაფრინდი ჩემი სკამის სახელურს,საზურგეს ძლიერად მივეყუდე და სუნთქვა შევწყვიტე,ჩემი სუნთქვის ხმაც კი გონებას მიფანტავდა,შინაგანმა კანკალმა ამიტანა,წამის მეასედ ში უამრავი რამის ეჭვმა შიშმა და მოულოდნელობამ დამიარა.ვაითუ გადაიფიქროს.მთელი სამყარო გაიყინა ჩემს ირგვლის,მხოლოდ მერის სიტყვების მესმოდა მხედველობით კი ფადიზე ვიყავი კონცენტრირებული,მხოლოდ მას ვუყურებდი და საშინლად მინდოდა თუნდაც წამიერად დამენახა მის თვალებში და სახეზე რას გრძნობდა,რას განიცდიდა.ის უბრალოდ იდგა იდაყვით დახლზე ჩამოყრდნობილი,ცალი ფეხი მეორე მტკივან ფეხზე მსუბუქად გადაედო და ოდნავ თავდახრილი საკუთარ თითებს აწვალებდა.ყველაფერი დროში გაიწელა,თითქოს აგაგი ენაბლუ გახდა,სიტყვები საოცრად გრძელი და ამოუთქმელი გახდა.
-და ბოლოს ფადი ნავემ აირჩია ლალე სური-როგორც იქნა ამოთქვა,ვგრძნობდი ჩემი და ფადის ოჯახის წევრებში გამოწვეულ სიხარულს და ცრემლებს მაგრამ მე ისევ სკამზე მიყინული მხოლოდ ფადის ვუყურებდი,მე მისი თვალების დანახვა მსურდა და ამ დღეს მან მეორედ შემომხედა,ალბათ მხოლოდ ორი წამით გაეყინა მზერა ჩემი მიმართლებით მერე კი გასასვლელისკენ წავიდა.არაფერი,სრულიად არაფერი იყო მის მზერაში,რაც თუნდაც მცირედი იმედის მომცემი იქნებოდა ჩემთვის.
მეხვეოდნენ,მილოცავდნენ,მკოცნიდნენ,მე კი მხოლოდ მონოტორულად ვიღიმოდი და თავს ვუქნევდი ყველას ვინც მილოცავდა.
მე ვთხოვდებოდი მამაკაცზე,რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა,რომელიც ჩემი არსებბობის მთავარი არსი იყო და მე ვიცოდი,რომ მისთვის ასეთი არ ვიყავი,თუნდაც მცირედით.მე მისთვის არაფერი ვიყავი და სწორედ ეს არაფრად ყოფნა მძულდა,მეზიზღებოდა გული მერეოდა.ერთბაშად მინდოდა მასთან და არ მინდოდა.მე ის მიყვარდა და მაინც ვერ ვამბობდი მასზე უარს ყველაფრის მიუხედავად,რომც მომენდომებინა ენა ვერ წარმოთქვამდა.
-გაუშვი,ეგ არ ჩაიცვა გთხოვს ,შვიდი წელია კარადაში გიკიდია და ,რაღა ახლა გაგახსენდა,ნახე რა ლამაზი კაბა მოგიტანე-ზოი ცდილობდა ხელებიდან გამოეგლიჯა ჩემი მწვანე კაბა,მაგრამ მე არ ვანებებდი,მთელი ძალით ვიხუტედბი გულში.
-სხვას არ ჩავიცმევ-კატეგორიულად განვაცხადე და უფრო განზე გავწიე ხელები,რომ ზოის არ წაერთმია.
-რატომ?-ტუჩები გაბუსხა და მუცელი უფრო წინ გამოსწია.
-ეს კაბა....ეს კაბა იმიტომ ვიყიდე შვიდი წლის უკან,რომ-უჰაერობამ გამაჩუმა,ღრმად ჩავისუნთქე-იმიტომ,რომ ჩემი და ფადის ნიშნობაზე ჩამეცვა,შვიდი წელი ველოდი ამ დღეს ამიტომ მხოლოდ ამას ჩავიცმევ და არაფერს სხვას-კაბა ხელებში გავშალე და ჩემს თვალწინ გამოვწიე-ეს ფადის საყვარელი ფერია.
-არანორმალული ხარ-ზოის გაეღიმა და ლოყაზე მიჩქმიტა-ასე როგორ შეგიძლია.
-როგორ ასე?
-ასე გიყვარდეს?
-სხვანაირად არ გამომდის-ჩემი ნიშნობის კაბა საწოლზე ფრთილად გადავაფინე და გამოცვლა დავიწყე.
გრძელი იყო,წელში მსუბუქად გამოყვანილი,მეოთხედი ვიწრო მკლავით და რაც მტავარია მწვანე,ფადის საყვარელი ფერი.
მისი სახლი მწვანეა,მისი ოთახის კედლებიც,ფარდებიც,მისი რვეულის ყდებიც ,რომელშიც ხაზავს.
თმა სანახევროდ ავიწიე,მხერზე მსუბუქად დამეფინა კულულები.ზოის მალიკას დაჟინებული თხოვნით მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და გეზი პირველი სართულისაკენ ავიღეთ ,სადაც ფადი და მისი ოჯახი გველოდა.დღეს ჩემი ნიშნობა იყო.
ნერვიულობისაგან ხელები საშინლად მიკანკალებდა,მოაჯირს მოვეჭიდა და ნელნელა დავუყევი კიბეებს.მესმოდა,როგორ გულიანად იცინოდა ყველა,ნეტა რაზე იცინოდნენ.მერ სულ არ მეცინებოდა,მთელი შიგნეული მიდუღდა მღელვარებისაგან,ვგრძნობდი,როგორ ბაგიბუგობდა ჩემი გული და ყელში მებჯინებოდა.ჩავათავე კიბეები და წამით შევდექი,არ ვიცოდი საით წავსულიყავი.თვალებით ფადის დავუწყე ძებნა.მე მიყურებდა,წამიერად მაგრამ შევამჩნიე როგორ გაეღიმა,გაეღიმა ოღონდ მხოლოდ თვალებით,ალბათ...ალბათ უფრო იმიტომ,რომ მისი საყვარელი ფერისაა ჩემი კაბა.
-მოდი შვილო მოდი-დედაჩემი წინ წამოდგა და ხელი შემაშველა.
-საღამომშვიდობის-შეძლებისდაგვარადა გავიღიმე და ყველას მოვავლე თვალი.მისაღებში მხოლოდ ჩემი მშობლები,ძმა რძალი,ძმისშვილები,ფადის მშობლები და და და ჩემი მეგობარი ზოი იყო.აი ასეთი მოკრძალებული და მცირე იყო ჩემი ნიშნობის აუდიტორია.
-ფადის გვერდით დაჯექი-დედამ ცარიელი ადგილისკენ მანიშნა-ადგილზე გავიყინე,გაოცებული გავხედე დედას მერე კი იმ ადგილისკენ შევტრიალდი,არ მინდოდა...ჯერ არ მინდოდა...ან ასე მალე არ მინდოდა,ალბათ იმიტომ ,რომ თუნდაც იმ მანძლზე ,რა მანძილზეც ახლა ვდგავარ არ ვყოფილვარ ფადისთან ასე ახლოს,და ახლა მთალდ უარესი გვერდით დავუჯდე.ცივმა ოფლმა დამასხა.
-მოდი-ფადი ხელჯოხს დაეყრდნო ,ფეხზე წამოდგა და თავისუფალი ხელით ადგილისკენ მიმითითა,მერე კი ჩემსკენ გამოიშვირა.
გული გამიჩერდა,მე ის დამელაპარაკა,შემომხედა,დაბნეულმა ჯერ ზოის გავხედე,ის მიღიმოდა,მაგულიანებდა,რომ მისვულიყავი.რამდენჯერ წარმოვიდგინე ეს მომენტი გონებაში,რამდენჯერ მიოცნებია ამ წამებზე,მაგრამ ეს განცდა,ეს ემოციების პიკი,რაღაც ვულკანის ამოფქვევის მსგავსი იყო,მხოლოდ ერთ რამეს ვლუღლუღებში გულში,ამდენი სიხარულისაგან და მოულოდნელობისაგან გონება არ დამეკარგა.
-თამამად -შემაგულიანა ჯუდომ და მსუბუქად დამიქნია თავი,ჩემი ძამიკო,მანიშნა,რომ ჩემს გვერდითაა და არაფრის არ უნდა მეშინოდეს.
მისკენ გადავდგი ნაბიჯი,ერთი,ორი,სამი,თან მის თვალებს მზერას არ ვაშორებდი.ის იდგა მშვიდად,აუღელვებლად და მელოდებოდა,როდის მოეჭიდებოდა მის ხელს ჩემი ხელი და მოვკალათდებოდი ჩემს კუთვნილ ადგილზე. აკანკალებული თითები მსუბუქად შეცურდა ჩემდაუნებურად მის ძლიერ მტევანი,არ ვიცი მან რა იგრძნო ან თუ იგრძნო საერთოდ რამე,მაგრამ ჩემში მთელი სამყარო აყვავდა,თითქოს ჩვენმა სულებმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს,ერთმანეთსი გადაიხლართნენ,აქამდე ჩაბნელებულმა ჩემმა სულმა და სამყარომ სინათლის წყარო იპოვა და ერთიანად გაკაშკაშდა,გულმა ძლიერად მიბიძგა,მისგან წამოსულმა სითბომ მთელს ძარღვებში დამიარა და ერთიანად გამათბო.დივანზე მოვკალათდი ჩემს კუთვნილ ადგილზე,გვერდით ფადი მომიჯდა,ხელჯოხი საზუგეს მიადო.ვგრძნობდი ეს სიახლოვე ჭკუას მაკარგვინებდა,ნასვამივით მირატრატებდა თავი,ვგრძნობდი ძალას თუ არ მოვიკრდებდი ამდენი განცდები გონებას დამაკარგვინებდა.სულ ამეწვა მარცხენა მხარე,ვცდილობდი არ შევხებოდი,რაც შეიძლება კიდისკენ მივიწიე და სახელურს ზედვე ავეკარი.
-ძალიან ლამაზი ხარ რძალო-სელვი ძალიან საყვარელი ბავშვი იყო,თვალებში სულ ჭინკები დაუხტოდნენ.
-მაგრამ შენ უკეთესი ხარ-დაიმორცხვა .
-რადგან ყველანი შევიკრიბეთ და ამ საღამოს მნიშვნელოვანი ადამიანებიც აქ არიან-მამა ჩემკენ და ფადისკენ გამოიხედა,ეს უკანაკსნელი დიდი ინტერესით უსმენდა მას-და სანამ სუფრას მივუსხდებით ,არ დავარღვიოთ ჩვენი ადათ-წესი და დამოყვრების ნიშნად და იმის ნიშნად,რომ აწი ერთნი ვართ,ერთი ოჯახი,ერთი შთამომავლობა პირველი მე და ჯონი დავიწყებთ-თქვა და პატარა ჯიბის დანა ამოიღო,მარცხენა ხელის მტევანზე სიგნითა მხრიდან დაისვა და ფადის მამას გადააწოდა,იმანაც იგივე გაიმეორა,ჭრილობა მსუბუქი იყო,მერე ხელი მაღლა აწიეს ერთმანეთს მიადეს თიტები კი ერთმანეთში გადახლარტეს ერთიანობის და სიმტკიცის ნიშნად,იგივე გააკეთა დედებმაც.მერე კი ფადის მოაწოდეს დანა,მან წაარბშეუხრელად დაისვა მტევანზე და მაშინვე გამოჟონა ჭრილობიდან წითელმა სიტხემ და ამოღრმავებულ ადგილას იწყო მოგროვება.ახლა მე გამომიწოდა.
-შენი ჯერია-მარჯვენა ხელში ჩამიდო დანა მის გაჭრილ ხელს მეორე ხელი ქვემოდან ამოუდო.
შემეშინდა,სისხლის საოცრად მეშინია,დანის პირი კანზე მივიდე თვალები დავხუჭე მაგრამ ვერ შევძელი , ვერ დავისვი,ვგრძნობდი ყველა მე მიცდიდა,მე კი არც თვალს ვახელდი და არც დანას ვისმევდი,ვიგძენი,როგორ შემეხო ფადის ძლიერი თითები ,მაშინვე ვჭყიტე თვალები,ჩემი მარჯვენა მის მარჯვენაში მოიქცია და დანას მსუბუქად დააწვა,ძალიან მსუბუქად,შიშმა მომიცვა ხელისგულ თვალს არ ვაცილებდი,როგორ ნელნელა მოჟონავდა სისხლი,ტუჩები სატირლად მომებრიცა.,ამეწვა ხელი.
-მე მიყურე-გონზე მისმა ხმამ მომიყვანა,ინსტიქტურად დავემორჩილე და მზერა გავუსწორე,წამში ისე ჩავიკარგე მის თვალებში,რომ ყველანაიი შიში თუ ტკივილი გამიქრა,მონოტორულად მივყვებოდი მისი ხელის მოძრაობებს,ვიგრძეი,როგორ ამაწევინა ხელი და ხელისგულები ერთმანეთს მიეწებნენ,მერე კი თითები მჭიდროდ გადაიხლართა ერთმანეთში.
-მორჩა-თითქოს დამამშვიდა.თვალები სწრაფად დავაფახურე და სხვებისკენ გადავინაცვლე მზერით.
-გილოცავთ-ყველა გამხიარულდა,ჩვენ კი ისევ ისე თითებგადაჭდობილი ვიდექით ოთახის ცენტრში და ჩვენი ერთმანეთში შერწყმული მეწამული სითხე ნელნელა ბლანტად იღვრებოდა იატაკზე.თითზე ცივი მეტალის შეხება ვიგრძენი,ისევ ითებს დავხედე,ფადიმ ნიშნობის რგოლი გამიკეთა,ხელი გამიშვა ჯიბინაც ცხვირსახოცი ამოიღო და ხელზე მჭიდროდ შემომახვია.
-შენ?-გავბედე და ვკითხე.პირველად დაველაპარაკაე,და ეს ასეთი ბანალური სიტყვა იყო.
-მეორეც მაქვს-და ჯიბიდან კიდევ ერთი ცხვირსახოცი ამოაძვრინა,მინდოდა მივხმარებოდი მაგრამ ვერ გავბედე,ნასკვი კბილებით შეკრა.
-ახლა რადგან,ყველაფერმა ასე კარგად ჩაიარა,შეგვიძლია სუფრასთან გადავინაცვლოთ-მამაჩემი ძალიან ბედნიერი ჩანდა.და საერთოდ ძალიან ბედნიერი იყო ყველა,ჩემებიც და ფადისებიც,რატომაც არა ამის ბეევრი მიზეზი ჰქონდათ,უპირველესად კი ჩვენი სიცოცხლე.
ლუკმა არ გადამსვლია ყელში,არც ფადის,ის მხოლოდ ღვინოს წრუპავდა ნებისად და საერთო დისკუსიაში არ ერეოდა,იჯდო მშვიდად,აუღელვებლად.
-დალევ?-ისე მკითა ჩემთვის არ შემოუხედავს,ალბათ ზრდილობამ აიძულა თრემ არც ამას მკითავდა.
-არა-უღიმღამოდ ჩავილაპარაკე და ისევ სელვის მივუბრუნდი,რომელიც თავის თავგადასავლებს მიყვებოდა დიდი მონდომებით.მხოლოდ ზოი ამჩნევდა ჩემს განწყობას და შინაგან მღელვარებას.რამოდენიმეჯერ მანიშნა კიდეც ,რომ გამეღიმა მაგრამ ახლა არ შემეძლო.გადაწყდა ,ქორწილი ორ კვირაში გაიმართებოდა.
-ამ დღიდან წყვილს შეუძლია პაემანზე შეხვდნენ ერთმანეთს საჯარო ადგილებში,დღეს კი შეგიძლიათ ცოტა ხნით განმარტოვდეთ და ისაუბროთ,ალბათ ბევრი,რამ გენდომებათ ერთმანეთს უთხრათ-დედაჩემი საკმაოდ ენაწყლიანი იყო ამ საღამოს,ალბათ მოჭარბებულმა სიხარულმა გამოიწვია.-შეგიძლიათ ჩვენს ორანჟერიაში გახვიდეთ-დაგვაკვალიანა.
არ ვიცოდი,რა მეპასუხა,კითხვით სავსე თვალებით გავხედე ფადის,რაღაც წამი ყოყმანობდა,მერე ჯოხს დაავლო ხელი ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა.
-სიამოვნებით-თქვა და წინ გამატარა.ესეც პირველად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაშ,მე შემეძლო ვყოფილიყავი ფადისთან ერთად მარტო და გვესაუბრა.დრეს სასწაულების დრეა,ოცნებების ახდენის დღე.
სკამზე ჩამოვჯექი და უხერხულობის დასაფარად თითები ერთმანეთში გადავხლართე.
ისიც ჩემს გვერდით მოკალათდა ,ჯოხი ფეხებშორის მოიქცია და ხელისგულებში ატრიალებდა.
-ბედნიერი ხარ?-მოულოდნელად მკითხა.
-რატომ მეკითხები?-დამაბნია მისმა უცნაურმა კითხვამ.
-ბედნიერი ხარ,ჩემზე,რომ ქორწინდები?-მთელი სხეულით შემობრუნდა ჩემკენ,ვერ ვხვდებოდი საით მიყავდა საუბარი.
-მაპატიე,ვერ ვხვდები რა გინდა,რომ გიპასუხო-მისმა დაჟინებულმა მზერამ სულ ამაბნია.
-მაინტერესებს ,რამდენად ბედნიერია ადამიანი,როცა საწადელს აღწევს,რამდენად გახარებული ხარ,როცა იმაზე ქორწინდები ვინც გინდა.
-ანუ?
-როგორ ფიქრობ რამდენად გულუბრყვილო ვარ?
-არ ხარ.
-მართალია,ამიტომაც გეკითხები ბედნიერი ხარ,რომ საწადელს მიაღწიე და ჩემზე ქორწინდები?ვიცი,რომ გიყვარვარ,წლებია,და ბედნიერი ხარ რომ ბოლო ბოლო ეს შეძელი?-ვერ გამერჩია ბრაზობდა თუ დამცინოდა.
-და შენ არ გინდოდა?
-შენზე დაქორწინება?
-ჰო
-არა,მე არავიზე დაქორწინება არ მინდოდა.
-რატომ?-სულ ავირიე-შენ?... შენ გეი ხარ-ჩურჩულით წარმოვთქვი და ჩემსავე სიტყვება შემაშინა.
-რათქმაუნდა არა-გაეცინა.
-თუ ასეა რატომ დათანხმდი.
-გადაგარჩინე,სიკვდილს გადაგარჩინე,ჩათვალე,რომ შენივე სიცოცხლე გაჩუქე იმ სიყვარულის სანაცვლოდ,რომლითან ეს წლებია გიყვარვარ.
-და შენ არ....-ვეღარ ამოვთქვი.
-მე არავინ მიყვარს,არავინ,მაპატიე,არც შენ.მაგრამ,სანაცვლოდ,ცოცხალი იქნები,ოჯახი გექნება და თავშესაფარი.
-მაგრამ მე მხოლოდ
-ამაზე მეტის მოცემა მე არ შემიძლია,არ მინდა და ნურც მომთხოვ-თქვა,ჯოხს ხელი დაავლო და წავიდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი რა რაო იყო ახლა ეს ბოლო.ლალე მეცოდება,ფადი არასწორად მოიქცა.მალე დადე მაინტერესებს რა მოხდება
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი შადი

La-Na
კარგი რა რაო იყო ახლა ეს ბოლო.ლალე მეცოდება,ფადი არასწორად მოიქცა.მალე დადე მაინტერესებს რა მოხდება

ნაადრევია ამის დასკვნა relaxed მადლობა რომ კიტხულობ relaxed

 


№3 სტუმარი Nene

Shadiii me vendobi shens gemovnebas da stils da vici kargad ganvitardeba movlenebiiii

 


№4 სტუმარი Guest Trocodeo

ძAლინ მომწონს.ველოდები მოუტმენლად.მადლობა

 


№5  offline მოდერი შადი

Nene
Shadiii me vendobi shens gemovnebas da stils da vici kargad ganvitardeba movlenebiiii

მადლობა ამ ნდობისათვის heart_eyes
Guest Trocodeo
ძAლინ მომწონს.ველოდები მოუტმენლად.მადლობა

პირიქით kissing_heart

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

შადი
La-Na
კარგი რა რაო იყო ახლა ეს ბოლო.ლალე მეცოდება,ფადი არასწორად მოიქცა.მალე დადე მაინტერესებს რა მოხდება

ნაადრევია ამის დასკვნა relaxed მადლობა რომ კიტხულობ relaxed

ვიცი მაგრამ თუნდაც მოეტყუებია მაინც მეცოდება
--------------------
ლანა

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

კარგი იყო. სხვას არც ველოდი ფადისგან. დროები აგერია ცოტა, გრამატიკასაც თუ მიაქცევ ყურადღებას და პუნქტუაციასაც დახვეწ, უფრო კარგი იქნება.

 


№8 სტუმარი Guest Nina

Vaime male dade ra kide ise ar daikargo ❤❤❤

 


№9  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ბოლო მომენტი მართლა ცუდად მომხვდა გულზე მაგრამ ვგრძნობ ნელ_ნელა ყველაფერი გამოსწორდება და იმედიც მაქვს ფადის გულში ლალე აუცილებლად დაიკავებს კუთვნილ ადგილს.

 


№10  offline მოდერი შადი

ლორელაი
კარგი იყო. სხვას არც ველოდი ფადისგან. დროები აგერია ცოტა, გრამატიკასაც თუ მიაქცევ ყურადღებას და პუნქტუაციასაც დახვეწ, უფრო კარგი იქნება.

ყველაფერს გავიYვალისწინებ ❤❤❤❤❤მადლობა გენაცვალე
Guest Nina
Vaime male dade ra kide ise ar daikargo ❤❤❤

აუცილებლად ❤
Anuki96
ბოლო მომენტი მართლა ცუდად მომხვდა გულზე მაგრამ ვგრძნობ ნელ_ნელა ყველაფერი გამოსწორდება და იმედიც მაქვს ფადის გულში ლალე აუცილებლად დაიკავებს კუთვნილ ადგილს.

იმედი კარგი რამეა ❤❤❤❤❤მადლობა

 


№11 სტუმარი ბლაა

შემდეგის არ დებ?ველოდებიი

 


№12 სტუმარი ბლაა

შემდეგ თავს ველიიიი დადე რაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent