შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება შავ ფონზე (1)


22-02-2017, 22:27
ავტორი Genius))
ნანახია 1 402

  პრეტენზიული პაციენტი
ხშირად გამიგონია ადამიანი პირდაპირი უნდა იყოსო, ასევე ხშირად მიფიქრია ამაზე. საბოლოო დასკვა ყოველთვის ის იყო, რომ ეს მეტნაკლებად სისულელეა. რატომ? ეს რომ სრულად დაასაბუთო დიდი ადგილი და ბევრი სიტყვა გჭირდება, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, შეიძლება ეს წინადადება მის წინააღმდეგ წავიდეს, ვიტყვი ასე: შენი პირდაპირობით ადამიანს გული არ უნდა ატკინო.
ადამიანი უამრავია, შესაბამისად აზრიც ძალიან ბევრია. ეს ზემოთხსენებული ჩემია და მას გამართლებულად მივიჩნევ. ვცდილობ ასეც მოვიქცე, ადამიანს გავუღიმო და სიკეთე ვაგრძნობინო, მაგრამ რატომღაც არ გამომდის. არასდროს გამომდიოდა.
-შენ ტყუილი არ გამოგდის და ამასთან ვერასდროს დამალავ შენს გრძნობებს.
არვიცი რამდენჯერ გაჟღერებულა ეს სიტყვები სხვა ოჯახებში, მაგრამ მე თითქოს მთავარ სტატუსად მიქციეს, რომელიც შუბლზე მაწერია.
პრობლემა ერთი იყო, ჩემი თვალები, რომლებიც არსად, არასდროს, არაფერს მალავდნენ.
მიყვარდა თუ არა ეს ჩემში არვიცი, მაგრამ ერთი მხრივ მეგონა ეს განსაკუთრებულს მხდიდა. ეს მაშინ, სიგიჟის ასაკში.
****
დღეს პირველი დეკემბერია.
დღე რომლითაც ვეგებებით თეთრ, დაბერებულ სამყაროს, რომელიც ისევ, ხელმეორედ აყვავებისათვის ემზადება.
ყოველთვის საინტერესოდ მეჩვენებოდა ის ფაქტი, რომ სამყარო ოთხჯერ იცვლება, საინტერესოა ის თუ როგორ მონაცვლეობენ სეზონები. ხშირად თავი ამ ყველაფრის მონაწილე მეგონა. ისინი თითქოს ჩემში დროის სვლასთან ერთად იცვლებოდნენ, გაზაფხულივით - კეთილი, ზაფხულივით - ხალისიანი, შემოდგომასავით - სევდიანი და ზამთარივით - ცივი.
ჩემი დილა სახლში ყვირილით იწყება, საერთოდ ძილის მოყვარული ადამიანი ვარ, მაგრამ არასდროს არ მაქვს ამის საშუალება, დედაჩემი ექიმია, მამაჩემი - არქიტექტორი, ჩემი ძმა ბაღის ბიჭია, ეს სამი დილის ცხრა საათზე ფეხზე დგანან და აურზაურიც ზუსტად აქ იწყება!.. "დედა" , "მამა" , "ალეკო დამეხმარე" , "ქეთი ზუკას მიხედე" , "გვაგვიანდება" და ბოლოს "ნატალია გაიღვიძე!"
ალბათ წარმოგიდენიათ როგორ ვერ ვიტან ბოლო სიტყვებს, რეალურად ამ დროს უკვე მღვიძავს, ფეხებ მოკეცილი საწოლზე ვზივარ და ველოდები როდის შემომიღებს რომელიმე მათგანი ოთახის კარებს. ასეთ პოზაში ხშირად ჩამძინებია, შესახედად ლამაზია არა? წამომჯდარი გოგონა, რომელსაც თავი ლოთივით აქვს დახრილი და ტკივილისგან ადგილს უცვლის ხოლმე.
"ნატალია, მამი გაიღვიძე. დაგაგვიანდება შენც" - ეს ის სიტყვებია რომლებიც სიზმარშიც კი მესმის უკვე, შემდეგ მოყვება ნაზი კოცნა ლოყაზე და თვალების გახელის შემდეგ წინ ალეკოს წვერებიანი სახე.
"მამა დამაძინე" - გავუღიმებ და თავს მის მხარზე მოვათავსებ, მაგრამ ამის შემდეგ ვეღარ ვიძინებ.
ალეკო შეჩვეულია უკვე ამას, მოთმინებით ელოდება როდის წამოვწევ თავს და საწოლიდან გაბრაზებული ნაბიჯებით გავემართები სააბაზანოსკენ.
"მანქანასთან გელოდებით, იჩქარე" - დამეწევა ეს სიტყვები და თითქოს ვფხიზლდები, უკვე მთელი შემართებით ვცდილობ რომ რაც შეიძლება მალე გავიდე სახლიდან.
თითქოს ძალიან ერთფეროვანია არა? მაგრამ, ჩემთვის ზუსტად ამაშია ბედნიერება.
******
ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რომ მედიცინის გზაზე მევლო, ამ განცხადებამ ჩემი ოჯახი ორად გაყო: ქეთი რათქმაუნდა გახარებული იყო, ალეკო კი ძალიან გაბრაზებული, ამბობდა ”ჩემს ცოლს საერთოდ ვერ ვხედავ და ახლა შვილიც უნდა დავკარგოო”.
ვთვლიდი რომ ნაწილობრივ მართალი იყო, მაგრამ ინტერესის საკითხია. ყოველთვის მაინტერესებდა მედიცინა, კერძოდ კარდიოლოგია. ჩემთვის გული ამოუცნობი ”სხეული” იყო და მისი მოქმედება, ფუნქციები მიზიდავდა.
თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო, უკვე მეორე კურსზე ვარ. შეიძლება ხშირად ვამბობ რომ ჩემი გადაწყვეტილება სისულელე იყო, თუმცა მაინც ვიცი რომ საუკეთესო საქმეს გავყევი. სიტყვები გრძნობებს არასდროს გამოხატავს. მე მიყვარდა ჩემი საქმე მაგრამ ზოგჯერ გადამეტებული სასწავლი მაღიზიანებდა.
ამასთან ხშირად ვიყავი მოხალისე დედაჩემის კლინიკაში, ყველა განყოფილებაში, ყველა სართულზე ვტრიალებდი. ვსწავლოვდი და ამასთან ერთად კეთილ საქმეს ვაკეთებდი.
როგორც ამბობენ ხშირად ღიმილი არ ნიშნავს კეთილ განწყობას. ჩემ შემთხვევაში ამას ვერ იტყოდით, შემეძლო ადამიანისთვის გამეღიმა, მაგრამ ის მაშინვე ხვდებოდა ეს რეალური იყო თუ უბრალოდ, ზრდოლობისთვის.
მღლიდა ეს ყველაფერი, თუმცა საინტერესოც იყო...
********
-დავიღალე, აუდიტორია კი არა ჯოჯოხეთია - ჩამქრალი ხმით ჩაილაპარაკა ჩემ გვერდით მჯდომმა თიკამ
-ჯერ საუბარი ახლა დაიწყო თიკუნ - სიცილით გავაქნიე თავი და იქვე დადებულ ლეპტოპში ჩემთვის საინტერესო მასალის ძიება დავიწყე
-კარგი, აბა კუბლაშვილო, წამოდექი - გაისმა ბატონი ზურაბის მბრძანებლური ტონი და ყველას თვალები მისკენ იყო მიმართული
თიკას ”საწყალი” მზერით გადავხედე და თვალები მალევე ავარიდე.
ჩემი დაქალი ფეხზე ყოყმანით წამოდგა, ერთი პოზიცია შეინარჩუნა და მზერა ლექტორს გაუსწორა
-გისმენთ ლექტ - საუბარი მანვე დაიწყო და ზურაბის პასუხს დაელოდა. არ ეცინებოდა, მის სახეზე საერთოდ არ ჩანდა რამე ”ირონიის”
-ლექტ რას ნიშნავს კუბლაშვილო? - რამდენიმე ნაბიჯი ჩვენკენ გადმოდგა და თიკას მაცდური მზერით გადახედა
-ლექტოროს, შევამოკლე ხომ ხვდებით - გაუღიმა და თავი დახარა, მალევე გაისმა ჩუმი სიცილის ხმა და ბატონ ზურაბს უფრო დაეტყო გაღიზიანება
ბუნებრივია და რათქმაუნდა მეც გამეცინა, ვის არ ეცინება დაქალის ”უხერხულ” სიტუაციებზე?.. არც მე ვარ გამონაკლისი
-და შენ წერეთელო? შენ რას მეტყვი? - ახლა უკვე ჩემკენ გადმოინაცვლა ლექტორის ცივმა მზერამ
-კითხვა არ დაგისვამთ პატივცემული - პასუხი ძალიან მშვიდად გავეცი და ფეხზე ნელა წამოვდექი, გავუღიმე და თვალები ”გავუსწორე”
-პატივცემულო? - ჩაიცინა - მგონი უკეთესია - ირონიით გამიღიმა
-თქვენ მაინც ლექტორი ხართ - მხრები ავიჩეჩე და თითქოს ღიმილით ვუთანაგრძვნე
-ძნელი მისახვედრი არ არის რომ შენ ხარ ის ადამიანი რომელიც შთაბეჭდილებებს ვერ მალავს - თავი ისე დამიკრა ვითომ ახლა მეცნობოდა
-ვერ მიგიხვდით - დაბნეულმა ჩავიცინე
-ამბობენ ეს გოგო თვალებით გეუბნება სათქმელსო - თვალები კარისკენ გააპარა ზურაბმა
-და ჩემი სათქმელი გაიგეთ? - ირონიით ვუპასუხე და ისევ ჩემი ადგილი დავიკავე
-მე მხოლოდ შენი ლექტორი ვარ როგორც თქვი, ასე რომ მოდი უბრალოდ ერთმანეთს ვუსმინოთ, შენი დამოკიდებულება და შთაბეჭდილებები მეორე ფლანგზე გადავწიოთ - მის ღიმილში თითქოს რაღაც სითბოს ნაპერწკალი გამოიკვეთა და ამან მეც გამაღიმა
-თვალები, თვალები - დამცინავად ჩავილაპარაკე და თავი ხელებში ჩავრგე
-ხო ნუ შენი თვალები ღვთაებრივია - ღიმილით გადმომხედა თიკამ და თვალი ჩამიკრა - ოღონდ ზოგჯერ ზედმეტები მოსდით - ხმამაღლა ჩაიცინა და მზერა საჩქაროდ ამარიდა
შემდეგ მოხდა ჩვეულებისამებრ: მას მოხვდა ჩემი ხელი მხარში, მერე გავჩუმდით და ლექციაც დუმილის ფონზე გაგრძელდა...
************************
-დღეს მუშაობ? - მკითხა თიკამ ოთახიდან გამოსვლისთანავე
ლექციისგან დაღლილმა ეს სიტყვა რომ გავიგონე მხრებზე დიდი სიმძიმე ვიგრძენი, თითქოს ვიღაცამ მთელი სამუშაო მე მისახსოვრა და ამის დავიწყების საშულებას არ მაძლევდა
-არვიცი, მე მეზარება მაგრამ ქეთიმ თუ მთხოვა გავყვები - მხრები ავიჩეჩე და ნაღვლიანი მზერით გადავხედე თიკას
-ჩემთვის ადგილი არ მოიძებნება? - უხერხულად, დამნაშავესავით ჩაილაპარაკა მან
-მუშაობა გინდა? - გახარებული მივტრიალდი მისკენ და ხელები ჩავჭიდე
-ხო სახლში უსაქმოდ ყოფნას ნამდვილად მირჩევნია, თან შენთან ვიქნები - გამიღიმა და თვალები ჰორიზონტს მოავლო
-აუცილებლად დაველაპარაკები ქეთის და თუ რამე დღეს გამოგივლით - ხელი ჩავკიდე და უნივერსიტეტიდანაც გავედით
-გამაფრთხილე თუ წამოხვალთ - ნაზად მაკოცა ლოყაზე და გეზი ჩემი მანქანისკენ აიღო
ეს ის მანქანაა რომელიც ძლივს გამოვსტყუე მამაჩემს. მთელი ერთი წელი ამას ვეხვეწებოდი, თავიდან შეთანხმება ასეთი იყო: თუ 100%-იან გრანტს მივიტანდი მანქანაც მალევე მეყოლებოდა. ამ მალევეში ერთი წელი გავიდა და ბოლო დიდი მუდარის შემდეგ ჩემი ოცნება ასრულდა. თუმცა მუდარა უკვე სიკვდილის ტოლფასი იყო და ისეთი ბედნიერებაც არ მიმიღია როგორიც უნდა მიმეღო.
თუმცა ყველაფრისდა მიუხედავად ამ ქალაქში საკუთარი სატრანსპორტო საშუალება მყავდა...
***************
ღამის თერთმეტია.
კლინილაში ვარ. დედაჩემის კაბინეტში ვზივარ და სხვადასხვა პაციენტის ანკეტას გულდასმით ვათვალიერებ. როგორი მსგავსი სიმპტომებია, ყველა ერთი დიაგნოზით. ეს ძალიან მოსაწყენია. მედიცინაში საინტერესო ახალ-ახალი შემთხვევებია მე კი ვერაფერს ვპოულობდი.
-რას შვები დე? - კარი ნაცნობმა სილუეტმა შემოაღო და ჩემკენ ღიმილით გამოემართა
-არ გბეზრდება ამდენი ერთნაირი დიაგნოზი? - მოწყენილმა ვკითხე და ანკეტებისკენ ვანიშნე
-ყველაფერში იგებ ახალს დე, ყველა მათგანში, მნიშვნელობა არ აქვს ერთნაირია თუ სხვადასხვა ყველა ერთნაირად საინტერესოა - გვერდით მომიჯდა და მაგიდაზე ჩემ მიერ არეული ფურცლები ცარიელ უჯრაში ჩაალაგა
-ჯერ არაფერი მესმის - თავი გავაქნიე და ფეხზე წამოვდექი - კარგი დავივიწყოთ, თიკა რას შვება? - თემა შევცვალე და მეც წამებში გავმხიარულდი
-ყველაფერს ძალიან კარგად და სწრაფად ართმევს თავს - კმაყოფილმა გადმომხედა ქეთიმ
-სად არის? მასთან წავალ - კარი გამოვაღე და მას ინტერესით მივაშტერდი
-მოიცა, მოსაცდელში ერთი ადამიანი გველოდება და ტრავმატოლოგიურში წაიყვანე რა, ყველა დაკავებულია და გზები შენ მშვენივრად იცი - ხელით მანიშნა დამტოვეო და მეც სიცილით გამოვედი მისი კაბინეტიდან
მშვიდი, ნელი ნაბიჯებით გავემართე მოსაცდელისკენ, ამ თეთრ კედლებს მხოლოდ მე მივუყვებოდი და რამდენიმე წამით თავი გიჟი მეგონა. მართალია მიყვარდა აქაურობა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა თუ საავადმყოფოები მხოლოდ თეთრ და მწვანე ფერში არ იქნებოდნენ. მარტო ამის ყურებაც კი გააგიჟებს ადამიანს.
დარეფანი გავიარე და პირველ სართულზეც მალევე გავედი. გარშემო ერთი მედდა და დივანზე წამომჯდარი ახალგაზრდა იყვნენ, რათქმაუნდა მაშინვე გავიაზრე ვინ იყო ჩემი დანიშნულების ობიექტი და მისკენ გავემართე
-თუ შეიძლება გამომყევით - ოდნავ მკაცრი ტონით ვუთხარი და რამდენიმე ნაბიჯი ისე გადავდგი მისთვის არც შემიხედავს
-შემომხედეთ, როგორ ფიქრობთ რა მაწუხებს? - დამცინავად ჩაილაპარაკა ახალგაზრდამ და მეც მისკენ მივბრუნდი
ინსტიქტურად ავათვალიერე და თვალებში ჩავაშტერდი. ფეხი. აი რა სტკიოდა მას.
-უკაცრავად, დაგეხმაროთ? - ჩემი დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით თბილად გავუღიმე
-არ გინდათ რა, ეგ ღიმილი თქვენს მზერას მაინც არ ალამაზებს - ხელი ჰაერში აიქნია და ნაღვლიანად, დამამცირებლად გადმომხედა
-კარგი, ეტლი მოვიყვანო თუ ტრავმატოლოგია თქვენთვის ვექტორით ოცი, ორმოცზე გადმოვასრიალო? - ხმაში მეც შემეპარა ირონია
-მითხარით ახლოსაა? - კამათი აღარ გაუგრძელებია, დანებდა და მიდამოს თვალი ტკივილით სავსე მზერით მოავლო
-არც ისე - დაუფიქრებლად გავეცი პასუხი
-უბრალოდ დამეხმარე გთხოვ - მშვიდი ხმით მიპასუხა და ფეხზე წამოდგომა სცადა
ჩემდაუნებურად მისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედი და ხელი ჩავკიდე
ახალგაზრდამ ირონიულად გამიღიმა და ხელი გადამხვია. თავი დავხარე რომ ჩემი მზერა არ შეემჩნია, სხვა შემთხვევაში აუცილებლად ვიკამათებდით.
-მალე მივალთ? - მოთმინებისგან დაღლილმა მკითხა და შეჩერდა, მზერა ჩემზე გადმოიტანა
-მივედით უკვე - შევეცადე გამეღიმა და დანიშნულების ადგილისკენ მივუთითე
მისთვის აღარ მომისმენია, კარი პირდაპირ შევაღე და ჩემ საყვარელ ტრავმატოლოგს ღიმილით შევეგებე
-გამარჯობა თეა, პაციენტი გყავს - მხიარულად, ცოტა ირონიით ჩავილაპარაკე და ახალგაზრდა ოთახში შემოვიყვანე
-მოგესალმები... - თეა გაჩერდა და ინტერესით მიაჩერდა
-ირაკლი - მოკლედ მოუჭრა ახალგაზრდამ
-კარგი ირაკლი, მოდი ვნახოთ რა გვჭირს - გაუღიმა და ხელით ანიშნა მასთან ახლოს დამჯდარიყო
თეას ხელი დავუქნიე და ოთახიდან მხიარულად გამოვედი.
*********
ისევ ჩავიარე ”თეთრი სამყარო” და თიკასთან გავეშურე. ის ილიასთან ერთად იჯდა და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. მშვიდი ნაბიჯებით მივუახლოვდი და გვერდით მივუჯექი
-ნატალიაც მოსულა - მე გადმომხედა ილიამ და ხელი გადამხვია - როგორ ხარ? რაღაც დაღლილი სახე გაქვს
-როგორ ვიქნები, ნორმალურად იცი რამდენი ხანია არ მიძინია? - დაღლილი ხმით ვუპასუხევ და დივანზე ”გადავწექი”
-მეც დაღლილი ვარ მაგრამ ვცდილობ ავიტანო - საფეთქელთან ნაზად მაკოცა მან - ხვალ დავისვენებთ და ვიძინებთ - ჩაიცინა და ფეხზე ამაყად წამოდგა - ასეთია ექიმის ცხოვრება. წავალ მე პაციენტებს დავხადავ - თვალი ჩაგვიკრა და მალევე გაუჩინარდა
თიკასთან ახლოს მივედი და თავი მხარზე ჩამოვადე. მას გაეღიმა
-აბა როგორ ხარ? - ვიკითხე სიცილით და თვალები მისი სახისკენ მივმართე
-რავი, კარგად. თუმცა დამღლელია - მასაც გაეცინა
-აბა ექიმობა რომ მოინდომე რა გეგონა? ჯერ სად ხარ, ეს მარტო პირველი დღეა - ხელები გადავაჯვარედინე და თვალები დავხუჭე - არ ვიძინებ, მაგრამ თუ ჩამეძინა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამაღვიძე, თუ აუცილებელია
-სასწრაფოდ ასწიე თავი, თორემ დაგაპუტავ თმებს - ირონიით ჩაილაპარაკა და მხარზე ხელი დამარტყა - მე გიდარაჯო და შენ გეძინოს? არარასებობს! - გაბუტულმა მზერა ამარიდა და თავი ქნევა დაიწყო
-აუ, მადლობა - ფეხზე წამოვდექი და ქეთისთან გავემართე
************************
მთელი დღის გათენება ძალიან ძნელია მათთვის ვისაც ძილი უკიდეგანოდ უყვართ.
როგორც მიხვდით, მე ჩვეულებრივი ძილისგუდა ვარ ყოველთვის. სამუშაოს დროს, სწავლის დროს და დასვენების დღეებშიც კი.
ექიმობა ჩემთვის ტანჯვაა და ამავე დროს ბედნიერება. მიუხედავად იმისა რომ საავადმყოფოს უფროსის შვილს ყველაზე მეტი ევალება, მე ყველაზე ზარმაცი ვარ. ვერავინ დათვლის რამდენჯერ ვუპოვივარ კოლეგებს ბავშვების ოთახებში მათ გვერდით მწოლიარე. ეს ყველას აცინებდა, გარდა ქეთისა. ის სულ მეტს მოითხოვდა ჩემგან. ყოველთვის.
-ნატალია წადი, მგონი დედაშენი გეძებს - გავიგე ძალიან ნაზი ხმა და თვალები ღიმილიანმა გავახილე
-ნინუ, ჩემო ლამაზო როგორ ხარ? - ფეხზე წამოვდექი და ბავშვთან ახლოს მივედი რომ მისი ტემპერატურა მენახა
-უკეთესად, დღეს უნდა გამწერონ მგონი - სიხარულით ჩაილაპარაკა პატარამ და გაბრწყინებული თვალებით გადმომხედა
-ძალიან კარგი, წავედი მე და იმედია მეტჯერ აღარ გნახავ აქ - ლოყაზე ნაზად ვაკოცე და ოთახი დავტოვე
გეზი ქეთის კაბინეტისკენ ავიღე. რომ შევედი იქ არ დამხვდა. დალოდება ძალიან დამეზარა და გადავწყვიტე ჩემი წასვლის ამბავი წერილით მეცნობებინა. დიდი ასოებით დავწერე ფურცელზე ”მივდივარ, სახლში გნახავ” და ოთახიდან ქურდივით გამოვიპარე.
ხშირად გამიკეთებია იგივე, მოულოდნელი და გასაკვირი არ იქნებოდა.
შემოსასვლელისკენ წავედი რომ კიდევ ერთხელ მენახა მეგობრები და ჩემი ”ხალათი” რომელიმესთვის გადამეცა.
იქაურობა სავსე დამხვდა დამწუხრებული ადამიანებით. ამ სურათს ალბათ ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი. ეს ჩემს გულს შიგნიდან კაწრავდა და ამავე დროს არც დასასრული ჩანდა.
თავდახრილმა გავიარე მიმღები და კარებს მივუახლოვდი.
-უკაცრავად - უნდა გავსულიყავი როდესაც ლამაზად გამოწყობილი ახალგაზრდა მომიახლოვდა, ღიმილით
-დიახ, გისმენთ - მისკენ მივბრუნდი და მისი თვალების დანახვამ ბავშვივით გამაღიმა
-იქნებ დამეხმაროთ, გუშინ ჩემი მეგობარი ირაკლი დოლიძე მოიყვანეს აქ. მისი ნახვა მინდა მაგრამ ჩემთვის ვერავინ მოიცალა - ნაღვლიანმა ახალგაზრდამ გადახედა ჰორიზონტს და თავი დახარა
-ირაკლი დოლიძე? დარწმუნებული ხართ რომ აქ მოიყვანეს? - საუბარში გართულს სულ გადამავიწყდა რომ სახლში მივდიოდი
-დიახ, ფეხი მოიტეხა - მშვიდად გამცა პასუხი
-უი გამახსენდა, ის პრეტენზიული ახალგაზრდა - ჩუმად ჩავილაპარაკე რომ მას არ გაეგო მაგრამ, მისმა ღიმილმა საპირისპიროსკენ მიმანიშნა - იცით მიმღებში მიბრძანდით და დაგეხმარებიან - ხელით ვანიშნე თუმცა ხალხის რაოდენობა კიდევ ერთხელ რომ დავინახე ის შემეცოდა - კარგით, მოდით ჩვენ მოვძებნოთ - ხელები ჰაერში გავშალე და წინ გავუძეხი, ტრავმატოლოგიურისაკენ
რომ გითხრათ ბიჭმა არ მომხიბლამეთქი მოგატყუებთ, არც უნდა დამიჯეროთ. ზოგადად შავგვრემანი ადამიანები ძალიან მიყვარს, ის კი ზუსტად ისეთი იყო რომ შეგშურდებოდა. მაღალი, თუმცა ”უსაშველოდ” არა. ნორმალურ, ნავარჯიშებ ტანზე, საოცარი სახით რომელსაც მისი მწვანე თვალები ბევრად ალამაზებდა. არ უნდა ვამბობდე ბიჭზე ლამაზს, მაგრამ იყო რაღაც მასში.
მშვიდი და აუჩქარებელი ნაბიჯებით მომყვებოდა, არც წინ მისწრებდა და არც ჩემ უკან რჩებოდა. იმიჯით ეტყობოდა რომ სერიოზული, ძალიან წარმატებული ცხოვრების მქონე პიროვნება უნდა ყოფილიყო. იშვიათად გადმომხედავდა და როდესაც ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდებოდა მიღიმოდა. სხვანაირად, ხომ ხვდებით? ძალიან უცხოდ.
მასში დაკარგულმა ვერც კი გავიაზრე ისე ვიპოვე ჩვენ მიერ ძებნილი ირაკლი დოლიძე.
არც ის ჩამორჩებოდა მის ძმაკაცს, დაახლოებით ერთნაირი სიმაღლის იყვნენ, ოდნავ უსწრებდა ირაკლი. ისიც შავგვრემანი თუმცა შავი თვალებით. სახეზე ოდნავ წვერი და მომაბეზრებლად საშიში გამომეტყველება.
-ძლივს, როგორც იქნა მომაგენი - პაციენტმა ფეხზე წამოდგომა სცადა, თუმცა უშედეგოდ და ისევ საწოლზე ჩამოჯდა - სახლში წამიყვანე რა. გუშინდელიდან შენ გელოდები - ხელებს უკმაყოფილოდ იქნევდა
-მგონი მადლობას უნდა მეუბნებოდე რომ შენ გამო აქ მოვედი და უამრავი საქმე მივატოვე - ჩემ გვერდით მდგომმა მშვიდად ჩაილაპარაკა და პაციენტს ღიმილით გადახედა
-კარგი რა ნიკოლოზ - ირონიით უპასუხა ირაკლიმ - შენი ყველაზე დიდი საქმე ახლა მე ვარ. სხვა ყველაფერი მოგვარდება, ჩემი ფეხი კი ვერ მოიცდის. ზეგ თამაშია მე კი ხედავ რა მდგომარეობაში ვარ? - სასოწარკვეთილმა დაიხედა ფეხზე და ღრმად ამოისუნთქა - ცოტნეს უნდა ავუხსნა ჩემი ამბავი, თორემ დავკარგავ ყველაფერს.
-მისმინე, ბარემ აქ ვართ და იქნებ ფსიქიატრთან შეგვევლო? რა იცი რა ხდება - ხელები გადააჯვარედინა ”ნიკოლოზმა” და თავი დახარა
სრულიად მოულოდნელად სიჩუმე ჩემმა სიცილმა დაარღვია, ასევე ორივეს მზერა ჩემკენ წამოვიდა. თავი დავხარე და პირზე ხელი ავიფარე.
-მაპატიეთ, დაგტოვებთ - ხითხითით ჩავილაპარაკე და მოვბრუნდი
-მოიცა, რა გაცინებს? - უკან დამეწია პაციენტის ხმა და მიბრუნებისას მისი თვალები ჩემსას შეეგება
-ამ, მე როგორც ექიმი მას ვეთანხმები. ფსიქიატრი თუ არა ფსიქოლოგთან აუცილებლად მიდი - გავუღიმე და მზერა ავარიდე
-და რამე მეტყობა დასტრესილის? მგონი შენ უფრო გჭირდება ფსიქოლოგი რადგან სიძულვილს ვერ მალავ - წარბები ასწია და თვალებით მანიშნა გადიო
-კეთილი, გამოჯანმრთელებას გისურვებთ - თავი ნაწყენმა დავხარე და ოთახიდანაც დამცირებული გავედი
...მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ისეთი გოგო რომელიც რამეს ადვილად დათმობს, საავადმყოფოში ეს წესი არ ვრცელდება. აქ არასდროს ვჩხუბობ, რაც არ უნდა მართალი ვიყო ყოველთვის ვთმობ და შემდეგ ყველაფერი სხვანაირად მიდის. უმეტეს შემთხვევაში პატიებას ითხოვდნენ. ალბათ ახლაც ამის იმედი მქონდა და ამიტომ გამოვედი ასე ადვილად.
****
საავადმყოფოდან ისე წამოვედი და ის დღე ისე გავიდა რომ არავის გავხსენებივარ. რასაკვირველია ”მაპატიე”სთან მიახლოებული ქცევაც კი არ მიგრძვნია, თუმცა ამაზე მხოლოდ ერთი საათი ვფიქრობდი. სახლში მისულს კი ისე ჩამეძინა რომ ირაკლი დოლიძე საერთოდ დამავიწყდა.
დღეს დილით ადრე გავიღვიძე და ძილი ვერაფრით ვერ შემოვიბრუნე. დილის ხუთ საათზე სახლში მხოლოდ ჩემი გაბოხებული ხმა ისმოდა და ეს ძალიან მაღიზიანებდა. ყველაზე საშინელი კი ის იყო რომ ქურდივით მიხდებოდა გადაადგილება.
ახლა კი ის უფრო მეტად მაცოფებს რომ ამ დროს ტელევიზორში ვერაფერ საინტერესოს ვერ იპოვი...
-ნატალია შენ ხარ? - მოულიდნელად გავიგე ჩემთვის ყველაზე საყვარელი ხმა და მაშინვე ბედნიერებით გამინათდა თვალები
-ჩემო საყვარელო - მისკენ წავედი და კიბეებზე ჩამომდგარი ზუკა ხელში ავიყვანე - შენ რატომ გაიღვიძე ასე ადრე? - ლოყაზე მაგრად ვაკოცე და მივიხუტე
-გამეღვიძა და ტელევიზორის ხმა გავიგე - ხელით მარჯვნივ მანიშნა - მეგონა დედა იყო და ჩამოვედი
-გინდა რამეს ვუყუროთ? - წარბები ავათამაშე და მის პასუხს ღიმილით დაველოდე
-კი მინდა - მიპასუხა ბედნიერმა, როგორც ჩვევია ხოლმე, ღიმილით და განათებული თვალებით
მე კი თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს პატარა არსება ჩემს მთელ სამყაროს წარმოადგენდა. მის გარეშე ალბათ მზეც კი არ ამოვიდოდა ჩემთვის და ცხოვრება შავ ფონზე დაიწყებოდა. თუმცა რაც არ არსებობს მასზე რატომ ვილაპარაკო, ზუკა ჩემი ნათელი სხივია.
როგორც წლების, თვეების და დღეების წინ, ისე დღესაც მან შეარჩია ფილმი. მისთვის საინტერესო ფილმი, ჩემთვის კი უბრალოდ გასართობი ანიმაცია იყო. აბა სხვანაირად როგორ უნდა შემეხედა ზოოტოპიასთვის?
მაგრამ, ხდებოდა ისეც რომ მე უფრო ვინტერესდებოდი ვიდრე ზუკა. დღესაც ასე მოხდა და მას ჩემს ხელებში ჩაეძინა. მე კი, ოცი წლის გოგო ანიმაციის ყურებით სამყაროს მოვწყდი.

*************************************
იმედი მაქვს მოგეწონებათ... ველოდები შეფასებებს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent