შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მესხი და ავტომატიანი(ნაწილიIII)


24-02-2017, 00:24
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 1 545

მიუხედავად იმისა, რომ წასვლის დროს ყველანაირ ტკივილს ავარიდებდი თავს, მაინც წასვლა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე დარჩენა.. შენ რომ აქ, ასე დამეტოვებინე, მე იქ როგორ გამეხარა? როგორ მომესვენა მაშინ, როცა შენთან შეხვედრის შანსი აღარ მექნებოდა..
ავტომატიანი ანას სხეულზე უსვამს გაყინულ, სისხლ ნადენ თითებს.. ანა სიამოვნებისგან თვალებს ჭუტავს, მოსწონს იმ ადამიანთან ყოფნა, რომელიც მარტო მას კი არა, მთელ სამყაროს დაიცავს..
ზოგადად ეს მგონია სიყვარული!.. ყველაზე და ყველაფერზე რომ ზრუნავ და არა ის, ერთი ადამიანი რომ გიყვარს მხოლოდ რობოტივით და მის გარდა ვერაფერს ამჩნევ..
ავტომატიანი ანას შიშველ სხეულს ეძებს და ხედავს თუ არა მას, ეგრევე მისკენ იხრება, დიდი, დამსკდარი ტუჩებით ეხება.. ანას აჟრიალებს და ამას ავტომატიანის ტუჩებიც კი გრძნობს, თუმცა მაინც არ ჩერდება.. ხელს რამდენიმე მაიკის ქვეშ უცურებს და შიშველ, გამხდარ სხეულზე ეფერება დიდი თითებით.. დიდი და გაყინული თითებით, რომლებსაც მხოლოდ სიმხურვალე მოაქვთ ანასთვის..
ტუჩს ნელ-ნელა აშორებს, ხელებს ხვევს და გულზე იკრავს..
-მიხარია, რომ არ წახვედი.. ვიცი, ეს არასწორია! ვიცი, რომ ძირიდადად, ასეთ შემთხვევაში 'კაი ბიჭები' ყვირილით გააქცუნებდნენ თავიანთ გოგოებს აქედან.. თუმცა მე მინდა რომ აქ იყო.. იმიტომ რომ ვიცი, სადაც არ უნდა წახვიდე, როგორ სიმშვიდეშიც არ უნდა წახვიდე, ისე დაცულად მაინც ვერ იქნები, ვიდრე აქ.. ჩემთან..
ავტომატიანმა კიდევ უფრო მაგრად მოხვია ძარღვიანი ხელები ანას.. მესხმა თვალები დახუჭა, კადრებივით გაურბინა გონებაში რამდენჯერ გადაარჩინა ავტომატიანმა სიკვდილს და გაეღიმა.. დარწმუნდა, რომ ავტომატიანი არ ცდებოდა, რადგან ანას სიმშვიდე, ავტომატიანი იყო.. ცხოვრების სიმშვიდე სწორედ მასთან იპოვა..
-ცოტახანი დაისვენე, მე გავალ, ბიჭებს შევხვდები, შენ აქ იყავი, აქ საფრთხე არ გემუქრება.. მეც მალე მოვალ და გაგაგღვიძებ.
-ხო, დასვენება ნამდვილად არ მაწყენდა..
სავარძელს მიეყრდნო ანა და თაფლისფერ თვალებში ნაპერწკლები აუთამაშდა.
ავტომატიანმა ანას ფეხებზე პატარა პლედი მოახურა, თავთან ბალიშის ნაცვლად სამგზავრო ჩანთა დაუდო, შუბლზე შეეხო ნაზად და გასასვლელისკენ წავიდა.
-არ წახვიდე.
თითქმის დაიკივლა ანამ და თავისი ხმის, თავადვე შეეშინდა..
-რამე მოხდა?
ღიმილით მობრუნდა ავტომატიანი და მაგიდას ხელით დაეყრდნო.
-ისევ მიდიხარ, მითხარი დავბრუნდებიო, თუმცა თვალებზე გატყობ, რომ დარწმუნებული არ ხარ.. არ მინდა! არ მინდა ახლაც ისე წახვიდე, შენი სახელიც კი არ ვიცოდე..
-სახელი? ეს ხომ არაფერს ნიშნავს.. რა მნიშვნელობა აქვს რა მქვია? ახლა რა მნიშვნელობა აქვს?
-ვიცი, ვიცი რომ არაფერს ნიშნავს სახელი და ეს მხოლოდ ფორმალობაა, თუმცა მინდა ჩემს ფიქრებში რაღაცას გეძახდე, რაღაცით მოგიხსენიებდე..
-ხოდა, დამარქვი სახელი.. ის სახელი, რაც ჩემს შეხედვაზე გახსენდება და არა ის, რაც 26წლის წინ დამარქვეს, შენით მომიძებნე სახელი.
ავტომატიანმა გაიღიმა და გავიდა..
'მე უკვე დაგარქვი სახელი..
ავტომატიანი..
ჩემი ავტომატიანი..'
ანას ამ ფიქრებში ჩაეძინა და არც ძილში მოასვენა ავტომატიანმა.. ამბობენ ვისზეც ან რასზეც მთელი დღე ფიქრობ, ღამეც ის გესიზმრებაო.. ამბობენ სიზმარი ადამიანის შინაგანი ხმის ამოძახილიაო..
ანასაც ამიტომ, რა თქმა უნდა, ავტომატიანი დაესიზმრა..
ეს სიზმარი, რეალობაზე უფრო საზარელი იყო, თუმცა ანასაც კი არ ეგონა, რომ რეალობაზე საშინელი, შეიძლებოდა რამე ყოფილიყო..
ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, ანა და ავტომატიანი, გვერდზე ერთს თავისი ხალხი ედგა და მეორესაც, რა საკვირველია, თავისი.. ერთმანეთის მოკვლას აიძულებდნენ, სროლა დასწრებაზე იყო.. მათ გვერდზე ნელ-ნელა იკლებდა ხალხის რაოდენობა, მხოლოდ ის ორნი იდგნენ უძრავად, ხელებ გაშვერილები.. ორივეს იარაღი ეჭირა, თუმცა სროლას არცერთი აპირებდა.. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და თვალის ფერის გარდა, სულსაც ხედავდნენ, ერთი შეხედვით.. აფორიაქებულ სულს ხედავდნენ, რომელიც სხეულში, უკვე ვეღარ ძლებდა, ვეღარ ეტეოდა..
ავტომატიანმა ხელი დახარა, იარაღი ძირს დააგდო, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და დაელოდა, როდის მოკლავდნენ თავისიანები ლაჩრობისთვის..
თვალებში სისხლი ჩაუდგა, ცისფერი თვალები მთლიანად გაუწითლდა სიგიჟისგან..
ანას უფრო მეტად და მკაცრად წასკდა სიმწრის ცრემლები, იარაღი უკან მოისროლა, კივილი დაიწყო, მთელი ხმით კიოდა, ასე კივილით გაექანა ავტომატიანისკენ და ისე მოეხვია, ისე ძლიერად, რომ კინაღამ წააქცია.
მისი შეხებით აფორიაქებულმა და შეშინებულმა იგრძნო, როგორ სიმამაცით უცემდა გული ავტომატიანს და თავისი გულისცემაც ააყოლა..
გამოეღვიძა, უნდოდა პირველი ვისაც დაინახავდა ავტომატიანი ყოფილიყო, თუმცა ყოველთვის ხომ არ ხდება ის, რაც გულით გვინდა..
წამოჯდა, საათს შეხედა, ავტომატიანის წასვლიდან სულ რაღაც ოთხი საათი გასულიყო.. ჩამტვრეული ფანჯრიდან გაიხედა, უკვე დაღამებულიყო..
შეეშინდა, პლედი მხრებზე მოიხვია და ფანჯარასთან აიტუზა.
'ნეტავ დედა რას იზამდა ჩემს ადგილას?.. ალბათ ის შეძლებდა ამ ყველაფრის შეჩერებას.. ხო, ის ისეთი იყო, აუცილებლად შეძლებდა. მე კი არაფერი შემიძლია.. არავის დაცვა შემიძლია! ვზივარ აქ, ფანჯრებ ჩამტვრეულ ქოხში და ველოდები.. ველოდები როდის დაბრუნდება ავტომატიანი და მეტყვის, რომ ყველაფერი დამთავრდა! მეტყვის, რომ გარეთ გავალ და ვეღარ დავინახავ როგორ მეფობს სიკვდილი.. როგორ გდია ძირს პატარა ბავშვი, დასახიჩრებული.. მკვდარია, თუმცა სახეზე ობოლი ცრემლი, მარტოდ ჩამოვარდნილი ცრემლი მაინც ეტყობა.. ხუთ პატარა თითს ერთმანეთზე უჭერს იმდენად ძლიერად, რომ ხელის გულები უსისხლიანდება.. მასზე ზემოდანაა გადამხობილი უშვილოდ დარჩენილი დედა და ღმერთს საყვედურობს, მე რატომ არ წამიყვანე, ის ხომ ასეთი პატარა და უსუსურიაო..
მეტყვის, რომ ვეღარ დავინახავ ახალგაზრდა ბიჭები, როგორ წვანან სისხლის გუბეში..'
ფიქრებს ვერ იგდებს თავიდან მესხი..
ფიქრობს, ფიქრობს დაუსრულებლად და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ისიც ტკივილთან მიჰყავთ ფიქრებს..
ფანჯრიდან ბიჭებს ხედავს უეცრად, სიბნელიდან მოდიან და ანას თვალებში კიდევ ერთი ნაპერწკალი ინთება, იმედის ნაპერწკალი..
კარს აღებს და ისე ელოდება.
პატარა ოთახში ავტომატიანი შემოდის, მასთან ერთად რამდენიმე ბიჭი, დაჭრილებს მოათრევენ, სახლში შესვლისთანავე, სამივეს სათანადო ადგილას აწვენენ და წელში სწორდებიან..
ავტომატიანი ანასთან მიდის, მის ხელს ხელში იქცევს და ტუჩებით ისე ნაზად ეხება, თითქოს თუ უფრო მეტად შეეხება, ფაიფურის ჭურჭელივით დაიმსხვრევა..
-დაისვენე?
-გადარჩებიან?
თვალები უცრემლიანდება ანას და ცდილობს თავი შეიკავოს.
-თუ გადავარჩენთ, გადარჩებიან!
თავისი სხეულისკენ იზიდავს და შუბლზე კოცნის..
იმდენი ქნეს, მაინც გამოაფხიზლეს სამივე, თუმცა ფეხზე მაინც ვერ დგებოდნენ.
-შენ მართლა რა ანგელოზი ყოფილხარ!
მიუბრუნდა ერთ-ერთი ავადმყოფი ანას.
-იმედია ფეხზეც მალე ადგები..
გაუღიმა ანამ და ჭრილობაზე მარლა მაგრად მოუჭირა.
ავტომატიანი სავარძელზე მძიმედ ჩამოჯდა.
-მგონი არასდროს დამთავრდება!
თქვა და თავი ხელებში ჩარგო, ანა მის წინ ჩაიმუხლა და ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა.
ავტომატიანს მალევე გაახსენდა, რომ მარტო არ იყო! რომ მის ირგვლივ ანა და მასთან ერთად უამრავი ადამიანი იყო და თავს დანებების უფლება არ ჰქონდა, თვითონაც მოუჭირა ანას ნაზ ხელს ხელი და თბილად გაიღიმა.
-აქედან სად წავალთ?
__________________
პატარა თავია, თუმცა ვიცი.. ისიც ვიცი, რომ ვერ გავაგრძელებ დღეს და ამიტომ ვდებ ახლა ასეთს..
ვეცდები ხვალ უფრო მოზრდილი თავი შემოგთავაზოთ.. იმედი მაქვს მოგეწონათ, აზრები გამიზიარეთ.
ისეთი კატასტროფა მოხდა..ყველას დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ! ყოველთვის გვერდზე გყოლოდეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები და სიყვარულში გეცხოვროთ..
ვიზიარებ მაიას მწუხარებას...(((



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzaan magari iyo vgijdebi am wyvilzee

 


№2  offline წევრი Ketacharkviani

Nawka!❤❤❤❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

პატარაა მაგრამ უმაგრესი.როგორ დამძაბე,ამ ისტორიის კითხვის დროს მგონი სუნთქვა მავიწყდება.მაგარი გოგო ხარ შენ
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი Ketacharkviani

Lana, ჩემო საყვარელო!❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent