მოლურჯო სული (თავი 3)
-ბატონო გიორგი, მინდა გაგაცნოთ ცნობილი ბიზნესმენი, არქიტექტორ-ინჟინერი, სამშენებლო კომპანია “BLB”-ის მფლობელი და გენერალური დირექტორი ბატონი ტატო ემხვარი. ხელი გაუშვირა ლაბაძეს, ემხვარმა და კმაყოფილი მზერა ესროლა.ხელს ძლიერად უჭერდა ხელზე. -გიორგი ლაბაძე. გაჭირვებით იღიმოდა უკვე იგი. -ტატო ემხვარი, მოხარული ვარ ძლიერ იმ ფაქტით, რომ კიდევ ერთხელ გიხილეთ ბატონო გიორგი. -თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ? დაბნეულმა იკითხა ვახტანგმა. -არა, რას ამბოთ ვახტანგ, საიდან უნდა ვიცნობდე ბატონ ტატოს. დაბნეული საუბრობდა ლაბაძე. -ნუ ცრუობთ გიორგი! წარბები მორკალა ტატომ და თვალი-თვალში გაუყარა. მე არ მცხვენია და შენ მითუმეტეს არ უნდა გცხვენოდეს წარსულის, იმ წარსულის როდესაც მე და თქვენ მეგობრები არა, მაგრამ კარგი ნაცნობები კი ვიყავით. იცით ბატონო ვახტანგ... კვლავ განაგრძო რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ საუბარი ტატომ, მაგრამ არ აცალა გიორგიმ. -ხო.. ხო... მართალია, ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით, მაგრამ მაშინ შენ ტატო.. სიტყვა გაწყვიტა გიორგიმ. -რისი თქმა გინდათ გიორგი, მიდით თქვით ნუ გერიდებათ თქმა იმის, რომ მე მაშინ ერთი ღარიბი, ხელმოცარული და მძიმე შრომისგან დაღლილი სტუდენტი ვიყავი. ნუ გერიდებათ გიორგი იმის აღიარება, რომ მიუხედავად ჩემი მატერიალური მხარისა, მე ყოველთვის თქვენზე წარმატებული ვიყავი ჯერ კიდევ მაშინ, ახლა კი თქვენზე ბევრად დიდი ქონებს ბატონ-პატრონი ვარ.ღვარძლიანად ამოილაპარაკა მან. ნურასდროს მოგერიდებათ იმის აღიარება საკუთარ თავთანაც კი, რომ ერთმანეთს იმაზე კარგად ვიცნობთ ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. მისი თითეული სიტყვა გულში ისრებივით მხვდებოდა. -კი, მართალია ტატო. ისევ ამიუბლუკუნა ჩემმა ქმარმა და უაზროდ გაიხედა სივრცეში. -რამდენიმე წუთი დუმილი ჩამოწვა. მერე მზერა უკვე ჩემზე გადმოიტანა ტატომ. ის თვალები შემომანათა ასე ძლიერ, რომ მიყვარდა ადრე. მაგრამ მის თვალებში იმდენი ზიზღი, ტკივილი და სიძულვილი ამოვიკითხე წამიერად, შემეშინდა. ამ მშვენიერ ქალბატონს არ გამაცნობთ გიორგი?! ყოველგვარი ემოციის გარეშე ამოილაპარაკა. მეტკინა, მეტიც გული ორად გამიგლიჯა მისმა სიტყვებმა, რომ თითქოს და არ მიცნობდა. გიორგიც კიდევ უფრო დააბნია მისმა ამ ქცევამ და კარგახანს გაკვირვებულმა ძლივს ამოიღო ხმა, თუმცა ისევ ისეთი ამპარტავანი იყო მისი ტონი, როგორც ყოველთვის. -ეს ჩემი ცოლი, ჩემი ცხოვრების სიყვარული და ოცნების ქალია ბატონო ტატო, ქალბატონი მარიამ ამილახვარი. ხელი წელზე მომხვია და ლოყაზე მომაკრა ტუჩები. თითქოს და ყველაფერს ტატოს წყობიდან გამოსაყვანად აკეთებდა და სამაგიეროს უხდიდა წინად თქმულ სიტყვებზე. -ძაალიან ლამაზი ცოლი გყოლია გიორგი, ჩემი ხელი, ხელში აიღო და მაშინ, როგორც ადრე, იმ პირველ დღეს, ხელზე მეამბორა, მაგრამ განსხვავება უდიდესი იყო იმ კოცნასა და ამ კოცნას შორის, მაშინ მისი თვალები სიყვარულს მაუწყებდნენ დღეს კი უდიდეს ზიზღს, იმ ზიზღს და სიძულვილს რომლის მის თვალებში ამოკითხვისაც ასე მეშინოდა, ამდენი წელი. მეგონა გული გამისკდებოდა ამდენი ტკივილით და მოულოდნელობით, ცრემლები მახრჩობდა, მინდოდა ხმის ჩახლეჩვამდე მეყვიირა, რომ მტკიოდა მისი ეს ქცევები და საერთოდ ეს წყეული ცხოვრება, მაგრამ ამის უფლებაც არ მქონდა, ის კი არაა ხმის ამოღების უფლებაც კი არ მქონდა. -ხო, მისი სილამაზის გამო ყავდა სწორედ ბევრს ის გულში ღრმად აღბეჭდილი, თუმცა საბოლოოდ ის ჩემი გახდა, ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა და სხვა ყველა დანარჩენს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ტუჩებში მაკოცა და კმაყოფილი მზერითი ბურღავდა ემხვარს. -ბედნიერებას გისურვებთ! ტატო გადმოიწია და გადაეხვია გიორგის, ყურში კი სულ სხვა უჩურჩულა. მთავარი ის კი არ არის გიორგი, მარიამი ახლა შენს გვერდითაა თუ არაა, მთავრი ისაა ვის გვერდით იყო თავიდან, ვის მკლავებში კვნესოდა და ბედნიერების ბურუსში ვისთან ერთად ცურავდა. ტატომ კმაყოფილი მზერა მიაპყრო და გაუღიმა კვლავ ჩემს ქმარს. მე კი მეტი აღარ შემეძლო აქ გაჩერება. ამდენი ხნის განმავლობაში მდუმარემ დუმილი დავარღვიე და ხმა ამოვიღე. -გიორგი წავიდეთ გთხოვ, დავიღალე... წუწუნით მივმართე ქმარს და ტატოს ზედაც არ შევხედე. -კარგი საყვარელო. შენი სიტყვა ჩემთვის კანონია, ხომ იცი. შუბლზე მაკოცა, ტატოს, ვახტანგს ირგვლივ მყოფებს დაემშვიდობა და დარბაზი დავტოვეთ. მთელი გზა ვგრძნობდი დაძაბულობას, ვგრძნობდი, რომ ტატომ იმ გადახვევისას მას რაღაც ისეთი უთხრა რამაც ასე გაახელა. თავი ფანჯრისკენ შევატრიალე და ღრმად ამოვისუნთქე, მინდოდა ყელში გაჩხერილი ცრემლები უკუმეგდო და არ მეტირა ახლა. ********************************* *********************************** მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია, სახლში შესვლისას, გიორგიმ საუბარი წაოიწყო თუმცა მასთან ლაპარაკის თავი არ მქონდა, სწრაფად ავირბინე კიბეები, ოთახში ჩავიკეტე და საწოლზე დავეცი. -დაბრუნდა...დაბრუნდა! ახლა რა იქნება, ახლა... ახლა, ის აქ იცხოვრებს. რატომ დარუნდი ტატო, რატომ?! ცრემლები გადმომცვივდა და ხელზე დავიხედე, მისი ტუჩების სიმხურვალეს ისევ ვგრძნობიდი მასზედ. როგორ შეცვლილხარ, ამდენს როგორ მიაღწიე?, სად იყავი ამდენ ხანს? კითხვებს ერთმანეთის მიყოლებით ვსვავდი და პასუხებს ვერ ვპოულობდი. ამდენი ზიზღი, როგორ დაიტია შენმა ერთ დროს ყველაზე მოსიყვარულე თვალებმა, როგორც დამპირდი ბოლო ნახვისას შეასრულე, შენ შენი სიტყვა შეასრულე. ხელში მოვმუშტე საწოლის გადასაფარებელი და ამოვიგმინე. „აუცილებლად შეგიძულებ და გადაგიყვარებ მარიამ“ გამახსენდა მისი სიტყვები და გული უფრო მეტად მეტკინა. არ ვიცი ამ გოდებაში, როდის ჩამეძინა თუმცა, შუაღამე იყო კარზე ბრახუნმა რომ გამაღვიძა. კარის გასაღებად წამოვდექი, წელი მტკიოდა უკომფორტო წოლისგან. სხეულზე დავიხედე და უმალ გადავიძრე კაბა, ხალათი მოვიცვი საწოლი გადავშალე და კარისკენ გავემართე. გიორგი იყო, რომ დამინახა ცხოველური სუნთქვა უფრო გაუხშირდა. -შენ რა სულ გაგიჟდი, ამ შუაღამეს რა გინდა აქ? გაღიზიანებულმა ვკითხე. -გაიწიე. ხელით გამწია და ოთახში უბოდიშოდ შემოვიდა. -შენ რიხ-რახი ხომ არ აგერია, რომელი საათია ხვდები მაინც?! - სიტყვა ბანზე ამიგდო და ისეთი რაღაც მკითხა კინაღამ სისხლი ჩამესხა ტვინში. იცი რა მითხრა შენმა ტატომ? ეჭვნარევმა გამომხედა. -საიდან უნდა ვიცოდე?! . -როგორ მოგეწონა შეცვლილა შენი ტატო?! იმოდენა ზიზღი ჩააქსოვა სათქმელში იქვე გული ამერია კინაღამ. -რა გინდა გიორგი?! მოთმინება დამეკარგა და ახლა მეც ავუწიე ხმას. -რაც გკითხე მიპასუხე. როგორ მოგეწონა ტატო შეცვლილათქო?! ვიგრძენი, როგორ ყარდა ალკოჰოლის სუნით. -გიორგი გთხოვ არ გვინდა იმაზე საუბარი, რასაც აზრი არ აქვს ახლა.. ნასვამი ხარ, გვიანია დავიძნოთ. ვცდილობდი ხმა მეკონტროლებია, რადგან ვიცოდი ახლა მის პროვოკაციას, რომ ავყოლოდი კარგს არაფერს მომიტანდა ეს. -მიპასუხე რასაც გეკითხები! კვლავ მიღრიალა და ხელზე წამავლო ხელი. -ხელი გამიშვი და აზრს მოეგე. -მიპასუხემეთქი! უფრო ძლიერად მომიჭრა ხელზე. -რაზე გიპასუხო ადამიანო, რაზე?! მეორე ხელითაც დავეპოტინე მის ხელს, უკვე მართლა გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობდი ხელის მტევანზე. -შეცვლილა ტატო?! იმ თვალებით მიყურებდა, რომლებისაც ასე მეშინოდა. -ეჭვიანობის სცენებს ნუ მიწყობ და ხელი გამიშვი, მტკივა! წარბი ზემოთ ავწიე და მკაცრად ვუთხარი. -რატომ არ მითხარი მასთან თუ იწექი?! რატომ გამომიყვანე სულელად, რატომ?! პატარა მინის მაგიდას ფეხი კრა და ნამსხვრევებად აქცია. -რას ბოდავ? წადი დაიძინე, მთვრალი ხარ და არ იცი რას ლაპარაკობ. ზურგი ვაქციე და კარისკენ დავიძარი, ვიფქრე გავერიდებითქო. -ნუ ტყუი! ცხოველივით მეცა უკნიდან და მხრებში ხელი ჩამავლო. -ხელი გამიშვი, ვერ ვიტან, როდესაც მეხები,ხომ იცი! -ტატო, რომ გეხებოდა ის არ გეზიზღებოდა ხომ?! იცი რა მითხრა დღეს საღამოს იცი?! „მთავარი ის კი არ არის, გიორგი მარიამი ახლა შენს გვერდითა თუ არააო, მთავრი ისაა ვის გვერდით იყო თავიდანო, ვის მკლავებში კვნესოდა და ბედნიერების ბურუსში ვისთან ერთად ცურავდაო.“ ხვდები ეს სიტყვები ჩემთვის რას ნიშნავდა ხვდები! მასთან იწექი, მასთან მიღალატე! მის თვალებში და სულში რაღაც ცხოველი ჩასახლებულიყო, უზაროდ ყვიროდა და ეჭვიანობისგან დაბმავებულიყო. როგორღაც ხელიდან დავუსხლტდი. -ნუ ბოდავ სისულელეებს! -კიდევ მე ვბოდავ სისულელეეს?! თმაში ხელით მწვდა და კედელს მიმანარცხა, ზურგი მთლიანად ამიწვა ტკივილმა. ჩემი ოდნავი შეხებაც კი გეზიზღება, ხელს არ მაკარებიებ ოდნავ ზედმეტად, მეზიზღები და მძულხარო მხოლოდ ამას მეუბნები და მის მკლავებში კი კვნესაც არ გეზარება ხომ?! -გიორგი საკმარისია, გადი ჩემი ოთახიდან! ვიკივლე მოთმინება დაკარგულმა. -არსად არ წავალ და საერთოდ ამიერიდან ან მე გადმოვალ შენ ოთახში საცხოვრლად ან შენ ჩემსაში! შენ მე ზედაც არ მიყურებ და იმ ნაბიჭვარზე ფიქრებით ცოცხლობ! რა აქვს მას ისეთი რაც მე არ მაქვს,რაა?! ლარნაკს წვდა და ნამსხვრევებად აქცია. -შენ მის ფრჩხილის ფასადაც კი არ ღირხარ და არც არასდროს გექნება მის ფასის მეასედი ფასიც კი! შენ ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციე მე,მაგრამ შენი დროც მოვიდა, ტატო არ გაგახარებს, შენი ბიზნესი, შენი კომპანია ჩაიძრება, გაგანადგურებს ტატო, ახლა ის ისეთი დაუცველი ხელმოცარული ბიჭი აღარა, შენი საქმე წასულია! მიუხედავათ იმისა, რომ მეც შენთან ერთად გამანადგურებს არ ვდარდობ არა! მოთმინებიდან გამომყავდა ვიცოდი, მაგრამ არ მაინტერესებდა გული იმდენად მტკიოდა. შენ ერთი უსულ-გულო მკვლელი ხარ! მკვლელი, რომლის აღსასრული ახლოვდება! რა სიყვარულზე მელაპარაკები?! იძულებით ვერავის ვერ შეაყვარებ თავს მე ეს ათასჯერ გითხარი, მაგრამ შენ ეს არ გესმის, ადრეც საანამ მაიძულებდი შენს ცოლობას გეუბნებოდი, რომ ვერ შეგიყვარებდი, რადგან სიყვარული ერთხელ მოდის და მე ეს სიყვარული მეწვია, ხო მეწვია ეგრე ნუ მიყურებ და ამ ჩემს სიყვარულს ტატო ემხვარის სახელი ჰქვია, მიყვარს და ბოლო ამოსუთქვამდე მეყვარება, შენ ერთი უსულ-გულო ადამიანი და ამასთანევ მკვლელი ხარ! უეცრად ტკივილი ვიგრძენი სახეზე, თბილმა სითხემაც არ დააყოვნა დადინება ჩემს სახეზე, ხელი მოვისვი და სისხლმა შემიღება იგი. -ბრავო, ესღა გაკლდა რომ ჩემთვის დაგერტყა და დამარტყი კიდეც, ბრავო, ბრავოო, მაგარი კაცი ხარ! ხალათი შევისწორე და სააბაზანოსკენ წავედი. -მაპატიე, არ მინდოდა შენთვის დამერტა, არ მინდოდა მართლა, შენ მე წყობიდან გამომიყვანე! პატარა ბავშვივით ამედევნა უკან. -მეზიზღები, მეზიზღები და მეტიც, მძულხარ! სააბაზანოს კარი ძლიერად მივაჯახუნე, გადავკეტე და ცრემლებს გასაქანი მივეცი, სულმოუთქმელად ვტიროდი და ვწყევლიდი იმ დღეს, როცა მე გავჩნდი ამ ქვეყანაზე. **********************************************888 ************************** რამდენიმე დღე გავიდა, ტატო არსად შემხვედრია ის კი არაა გიორგისაც იშვიათად ვხედავდი, ნანობდა მის საქციელს ვხვდებოდი. -მსოფლიოში საუკეთესო დაიკო, როგორ გრძნობს თავს?! ქეთა შემოვიდა სახელოსნოში და კისერზე ჩამომეკიდა. -შენ როგორ ხარ? ნაძალადევად გავუღიმე. -კარგად, დღეს ექიმთან მივდივართ... -იცი როგორ მინდა ქეთა ეგ დავადება მე მქონდეს და შენ ჯამრთელი იყო. მოვეხვიე და მის სითბოში გავიტრუნე. -შენ ისედაც ძაალიან ბევრი გააკეთე ჩემთვის.. ხმადაბლა ამოილაპარაკა და თავზე მაკოცა. - ცუდათ ვარ, მეტს ვეღარ ვუძლებ ქეთა... მეტი აღარ შემიძლია, ვკვდები!რა მოხდებოდა ის დღე, რომ არ არსებულიყო?! იმ დღეს, რომ ჩემთვის დაგეჯერებინა და არ წასულიყავი ნათიასთან და თაკოსთან ერთად , იქნებ დღეს ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო ქეთ.. -ნანობ, იმას რაც ჩემთვის გააკეთე მარი?! შეშფოთებულმა შემომხედა. -არა, არ ვნანობ და არც ვინანებ, თუმცა ხომ შეიძლებოდა ყველაფერიი სხვაგვარად ყოფილიყო წლების წინ და ასე არ დავტანჯულიყავით ყველა. -მეც არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მეც არ მინდოდა მარი, მაგრამ ასე მოხდა... -დაწყნარდი ნუ ყვირი, კვლავ მოვეხვიე! -ოდესმე ჩამიშვებ მარი, ოდესმე იტყვი სიმართლეს, რათა გიორგის მარწუხებიდან გათავისუფლდე?! დამპირდი, რომ ამას არ იზავ, გთხოვ დამპირდი! მე ციხეს ვერ გავუძლებ, ხომ იცი იქ მოვკვდები, გთხოვ არ გააკეთო ეს გთხოვ თუ გიყვარვარ ეს არ ქნა! სლუკუნებდა ქეთა და მუხლებზე მეკვროდა. -მაპატიე, რომ შენი ცხოვრება ჯოჯოხეთად ვაქციე, მაპატიე, მაგრამ მე იქ მართლა შემთხვევით აღმოვჩნიდი! შენ რომ გიორგის გაშორდე ის არ დაგვინდობს! გთხოვ ეს არ ქნა, გთხოვ გაუძელი ცოტასაც, გემუდარები მარი, გემუდარები.. გულამოსკვნილი ტიროდა და იმ შიშებით ცხოვრობდა რისიც არ უნდა შეშინებოდა, რადგან მე მსგავს რამეს არასდროს ჩავიდენდ, ვერასრდოს ვაპატიებდი ჩემს თავს მას რომ რამე მოსვლოდა ჩემს გამო. -დამშვიდდი, ნუ ღელავ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა, ნუ ნერვიულობ! ძაალიან მიყვარხარ! შუბლზე ვაკოცე და გულზე მივიხუტე მტირალი ჩემი და. ო ლა ლააა! დავბრუნება მეღირსა მგონი. ვიცი ძაალიან, ძაალიან ცუდი გოგო ვარ, მაგრამ მართლა ისეთი გრაფიკი მქონდა ვერ ვიცლიდი წერისთვის, თან მგონი მუზაც გამიქრა ცოტა... იმედია მოგეწონებათ და თუ კვლავ გახსოვთ ეს ისტორია, განაგრძობთ კითხვას და მომყვებით ბოლომდე <3 ძაალინ მიყვარხართ ჩემო შოკოლადებო, ვეცდები აღარ დავაგვიანო დადება ახალი თავის, (თუ არა და გაგფრთხილოთ მაინც, როდის დავდებ). ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ. :* ველი თქვენს კომენატრებს და შეფასებებს, ძაალინ მომენატრა თქვენი სიტკბოება <3 მიყვარხართ მე თქვენ ძალიან, ძაალინ <3 მარად თქვენი ალექსანდრა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.