Secret/საოდუმლო (თავი 2)
ისევ ერთ ადგილას ვიყავი მიყინული და სირენების ხმა ყურებს მიყრუვებდა, როდესაც ჩემს წინ მოტოციკლი გაჩერდა. ვიფიქრე,რომ ზეინი იყო,თუმცა როდესაც სხვა ჩაცმულობა დავინახე ჩემი ფიქრები მაშინვე გაიფანტა. -პოლიციელების მოსვლას ელოდები? -ირონული ტონით მკითხა უცნობმა და ჩაიცინა. -სწრაფად დაჯექი -მითხრა, როდესაც პოლიცია უკვე ჩვენთან ძალიან ახლოს იყო, ერთი ჩაფხუტი მე მომაწოდა, მაშინვე თავზე დავიფარე. აღარც კი მიფიქრია რომ ესეთი რამეების ძალიან მეშინოდა, სხვა დროს რომ გეთქვათ არასდროს დაჯვდებოდი ზედ, მითუმეტეს ღამით და თანაც ვიცი როგორი სისწრაფით უნდა იაროს. -ხელები წელზე ძლიერად მომხვიე -გამაფრთხილა, მას დავუჯერე და მთელი ძალით მოვუჭირე ხელები მუცელზე. საშინლად შეშინებული ვიყავი, ისეთი სისწრაფით ატარებდა რომ ვფიქრობდი მალე რაიმეს შევასკდებოდით-თქო. გზაზე კი არ მივდიოდით, მივფრინავდით. ისიც კი გავიფიქრე რომ ჯობდა იქ, პოლიცელებთან დავრჩენილიყავი. ჩემ თავს ვერ ვცნობი, რას ვაკეთები. ვიჯექი მოტოციკლეტზე, ამ შუაღამისას, ვიღაც უცხო ბიჭთან ერთად, რომელიც არც კი ვიცი როგორ გამოიყურება სახე და ხელები ისე მჭიდროდ მაქვს მოხვეული რომ მალე შეიძლება გავჭყლიტო კიდეც. ესე ახლოს ჯერ არცერთ ბიჭთან არ ვყოფილვარ. ახლა რომ დედა და მამა მიყურებდნენ, როგორ გავურბივარ პოლიციას წარმოდგენაც არ მინდა რა დაემართებოდათ. აქ ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩამოვედი, მაგრამ არა ესეთის. როდესაც სირენების ხმა შეწყდა მოტოციკლეტი ოდავ შეანელა. –საით მივდივართ? –მკითხა და ორი წამით თავი ჩემკენ მოატრიალა. –ბრიქსტონის ქუჩაზე. –რაც შემეძლო ხმამაღლა ვუთხარი რომ გაეგო. –კარგი. –თავი დამიქნია და გვერდზე შემოუხვია. ახლა უკვე შედარებით ნელა მივდიოდით. როდესაც მოტოციკლეტი სახლის წინ გააჩერა მაშინვე გადმოვხტი და ჩაფხუტი სასწრაფოდ მოვიხსენი. მანაც იმავე გააკეთა, თვალები გამიფართოვდა მისი უნაკლო სახის დანახვაზე. ამ ქალაქში ყველა ბიჭი სიმპატიურია, თუ რა ხდება?! –ერმმ.. –ხელი გამომიწოდა. –მე ჰარი –გამეცნო და გამიღიმა,ხელი ჩამოვართვი და საპასუხოდ მეც გავუღიმე. ამ დროს ჩვენს წინ მოსახვევიდან კიდევ ერთი მოტოციკლეტი შემოვიდა, ამჯერად ლიამი და ლილი იყვნენ. ლილი სასწრაფოდ ჩამოხტა მოტოციკლეტიდან , ჩაფხუტი ლიამს მიაჩეჩა და ჩემკენ გამოიქცა. –მადლობა ღმერთს კარგად ხარ. – მითხრა და გადამეხვია. – ანაბელ შენზე ძალიან ვნერვულობდი. –ხელს არ მიშვებდა. მოტოციკლეტიდან ლიამც გადმოვიდა და ჰარის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. -ამასთან ერთად რას აკეთებ? -დაიღრინა . –წამომიყვანა. – ვუპასუხე შეშინებულმა. –მაგდენს ვხვდები, მაგრამ რატომ? –იკითხა და ხუჭუჭთმებიანს მწველი მზერა ესროლა. –სულ მარტო ვიყავი იქ, ყველანი წახვედით. შენი მეგომარი ზეინიც იქ იყო, მაგრამ არც კი უფიქრია რომ წავეყვანე და იქ დამტოვა, მარტო. -გაღიზიანებულმა ვუპასუხე. ლიამს ჩემ ნათქვამზე ჩაეცინა. –არცაა გასაკვირი რომ ზეინმა არ წამოგიყვანა, ის არავის ისვავს თავის მოტოციკლეტზე. –ჰარი ერთადერთი იყო ვინც იქიდან გამომიყავა და ამისთვის მასთან მთელი ცხოვრება ვალში ვიქნები. –მტკიცედ ვუპასუხე, ჰარის ჩემს ნათქვამზე გაეღიმა, ლიამს დამცინავი სახით შეხედა და თავი გააქნია. არ ვიცი რა მოხდა მათ შორის, მაგრამ აშკარაა ერთმანეთს ვერ იტანენ. -ჩემი წასვლის დროა –მითხრა ჰარიმ და ჩაფხუტი აიღო. –მშვიდობიან ღამეს გისურვებ, ანაბელ. –სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთმაშებდა. ეი, მისთვის ხომ ჩემი სახელი არ მითქვამს? საიდან იცის? გავოცდი, მაგრამ შემდეგ გავაანალიზე რომ მაშინ გაიგებდა როდესაც ლილიმ სახელით მომმართა. მესიამოვნა მისი ეს ჟესტი და გავუღიმე. –ნახვამდის, –ვუთხარი და ხელი დავუქნიე დამშვიდობების მიზნით. ლიამს დავემშვიდობე და სახლში ფეხაკრეფით შევედი, ცოტახანში ლილიც მომყვა, ოთახში ძალიან ჩუმად ავედით,კარი შევხსენით,ცოტა ჭრაჭუნობდა, მაგრამ ვცდილობდით რომ მაქსიმალურად ნელა გამოგვეხსნა,როდესაც შევხსენით შიგნით შევედით,კარი სასწრაფოთ მივკეტეთ. დაჭიჭრაჭუნა,მაგრამ მალევე გაჩერდა. ტანზე სასწრაფოდ გავიხადეთ და საწოლში ჩავწექით. ჯერ ისევ შოკში ვიყავი მომხდარის გამო. კიდევ კარგი ჰარიმ გადამარჩინა,თორემ ახლა პოლიციის განყოფილებაში ვიჯდებოდი.უცებ ლილი საწოლზე წამოჯდა და თვალებში ჩამაშტერა, ხმას არ იღებდა. -რა მოხდა? -ვკითხე დაინტერესებულმა. -ლიამმა მაკოცა -გახარებულმა მომახალა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. მე კი შევკრთი და პირზე ხელი ავიფარე -გაგიჟდი?თქვენ ხომ შეყვარებულები არ ხართ! ერთმანეთს ჯერ მხოლოდ ორჯერ შეხვდით. – ლილის საქციელით გაკვირვებული ვიყავი. –ვინმემ რომ გაიგოს რას იფიქრებს შენზე, როგორ გაბედე ასეთი რაღაც? ხომ იცი რომ ასე სხვანაირი გოგოები იქცევიან -გავუბრაზდი. -გეფიცები მეც არც კი მიფიქრია ამაზე, თვითონ მაკოცა და წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე, უბრალოდ ვერ შევძელი. –ამიხსნა. სახეზე ანათებდა, როგორც ჩანს მართლა ძალიან გახარებული იყო. –კარგი რა -ხელი ჩავიქნიე. და გულაღმა დავწექი საწოლზე. ლილიმ ამოიოხრა და შემდეგ მანაც იგივე გააკეთა. ცოტახანს არცერთი ხმას არ ვიღებდით, შემდეგ ვეღარ მოვითმინე და ისევ საწოლზე ჭამოვჯექი. –როგორი გრძნობა იყო? –ვკითხე და წარბები ავუწიე. ლილიც წამოიწია და ჩემ წინ დაჯდა. თვალები ისევ აენთო. –ვერ აღვწერ, ძალიან მაგარი იყო. როცა ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა გული საშინლად ამიჩქარა, მაგრამ როგორც კი მაკოცა თითქოს გული გამიჩერდა, საერთოდ ირგვლივ ყველაფერი გაჩერდა, თავს სამოთხეში ვგრძნობდი –აღტასებული ლაპარაკობდა, მართალია არ მომწონდა რაც გააკეთა, მაგრამ მისი ბედნიერება მეც მიხაროდა. –საიდან იცოდი როგორ უნდა გეკოცნა? –ვკითხე დაინტერესებულმა, მე სერიოზულად ვნერვიულობდი ჩემს პირველ კოცნაზე, მეშინოდა რომ ჩემი უცოდინრობის გამო ყველაფერი არ გამეფუჭებინა. ლილიმ მხრები აიჩეჩა. – არ ვიცოდი. გამცა პასუხი. –თავსით მოხდა, უბრალოდ მე მას ავყევი და ვფიქრობ მას ეს მოეწონა. –მითხრა გაღიმებულმა და ლოყებზე აწითლდა. ამოვისუნთქე და საწოლზე გადავწეიქი. –დავიძინოთ უკვე გვიანია, ხვალ ვილაპარაკოთ ყველაფერზე დაწვრილებით –მითხრა და ისიც საწოლში დაბრუნდა. საბანში ჩავიფუთნე და ფიქრი დავიწყე. დღევანდელი დღის მერე დაძინება საკმაოდ გამიჭირდებოდა. ყველაფრის გახსენბა თავიდან დავიწყე და გამახსენა ზეინიც. სხეულში არასასიამოვნო გრძნობამ დამიარა, არ მინდოდა მას ან მისნაირ უხეშ ადამიანებს კიდევ შევხვედროდი, მაგრამ მისი მწველი, თაფლისფერი თვალების გახსენებისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მის მიმართდაგროვილი ბრაზი თითქოს გამიქარწყდა. მინდოდა რომ შემძულებოდა იმისთვის რაც გამიკეთა, მაგრამ არ შემეძლო. მასზე ფიქრში ჩამეძინა,დილით კი ჭახანის ხმამ გამაღვიძა, წამით შევკრთი კიდეც, გარეთ არ წვიმდა,ამიტომ წვიმას ვერ დავაბრალებდი ამ ხმაურს,ფეხზე წამოვხტი,ტანზე მოვიფარე და ფანჯარაში გავიხედე. ამ დროს ფანჯარას კიდევ ერთი კენჭი მოხვდა, ქვევით ლიამი იყო,როდესაც დამინახა დაიკრიჭა, გამეცინა -ლილი,ლიამია მოსული -ცოტა ხმამაღლა ვუთხარი. ეძინა, მაგრამ როგორც კი ლიამი-სახელი გაიგო მაშინვე წამოხტა საწოლიდან, ხალათი გამხადა და თვითონ ჩაიცვა,შემდეგ კი აივანზე გავიდა,მხრები ავიჩეჩე და საწოლში დავბრუნდი. ლილისკენ გავიხედე,მოაჯირზე გადადიოდა. ღმერთო,ნეტავ არავინ დაინახოს,თორემ მაშივე ეტყვიან მამიდას. მხარი ვიცვალე და ზუსტად ამ დროს კარები მამიდამ შემოხსნა,დავიბენი,საშინლად დავიბენი. -დილამშვიდობისა ანაბელ -მომესალმა ის -დილამშვიდობის -ვუპასუხე მეც. -მარტო წევხარ? ლილი სადაა? -მკითხა. რა უნდა ვუპასუხო? -ერმ...ლილი საჭირო ოთახში ჩამოვიდა წეღან -მოვიტყუე და ალბათ სახეზეც ავწითლდი -სამზარეულოში ვიყავი და ალბათ ვერ შევნიშნე -ღიმილით მიპასუხა და საწოლზე ჩამოჯდა . -შეიძლება -დაბნეულმა ამოვიბუტბუტე -ანაბელ,რატომ შემოვედი ახლა, დღეს სკოლაში უნდა წავიდეთ და საბუთები შევიტანოთ, შემდეგ კი სკოლის ფორმები უნდა წამოვიღოთ შენთვის, შენი ზომა. -მამიდას თავი დავუქნიე,შუბლზე მაკოცა, შემდეგ კი ოთახიდან გავიდა,მამიდას გასვლა და ლილის ოთახში შემოვარდნა ერთი იყო. ხმის ამოუღებლად სასწრაფოდ ჩაიცვა ტანზე -რას აკეთებ, სად მიდიხარ? -ვკითხე დაბნეულმა -თუ დედაჩემმა რამე გკითხოს,უთხარი თავისმა კლასელმა სთხოვა,რომ მასთან მისულიყოთქო -სასწრაფოდ მომაყარა და ისევ აივანზე გაიქცა,დავუყვირე რომ გაჩერებულიყო,მაგრამ ჩემი ნათქვამი გაატარა,საღამურებით გავვარდი აივანზე,მაგრამ ლილი უკვე ლიამის მოტოციკლზე იყო მომჯდარი და მიდიოდნენ.ჯანდაბა ლილი! მის გამო არ მინდა რომ მამიდას მოვატყუოხოლმე.ღრმად ამოვისუნთქე და სახლში შევედი,ტანზე ჩემი გუშინდელი კაბა ჩავიცვი,ზევიდან თბილი მაისური. ხელ-პირი დავიბანე და ქვევით ჩავედი,მამიდა ჩაის სვამდა,თან რვეულში რაღაცას ამოწმებდა -რას აკეთებ? -ვკითხე. -გადასახადებებს ვითვლი,თან ამ თვეში საჭმელიც ხომ გვინდა და ფულს ვანაწილებ. -მიპასუხა მან,თავი დავუქნიე და სამზარეულოში შევედი,ჩვენი პატარა,თითქმის უკვე გაფუჭებული მაცივარი გამოვხსენი, შიგნიდან ლაზანიის ნარჩენი გამოვიღე და ღუმელში შევდგი, როდესაც გაცხელდა თეფშეზე გადმოვიღე და გემრიელად მივირთვი. თან მამაზე ვფიქრობდი,ძალიან მომენატრა.მამიდასთან გავედი -მამიდა,გადავწყვიტე მამას წერილი გავუგზავნო,ძალიან მომენატრა -მამიდას სახე გაუბრწყინდა და თავი დამიქნია, თაბახის ფურცელი მომცა,შემდეგ კალმისტარი და მელანი.წერილის წერა დავიწყე. მამას ვწერდი აქაურ ამბებს,რომ ძალიან კარგად შევეგუე, არ მინდოდა ენერვიულა. მივწერე,რომ ძალიან მენატრებოდა და რაც შეიძლება მალე ვნახავდი ,ისიც მივწერე,რომ დღეს სკოლაში უნდა წავიდე და საბუთები შევიტანოთ. მოკლედ რომ ვთქვა გუშინდელი ამბის გარდა ყველაფერი მოვუყევი,შემდეგ მელანი გავაშრე,წერილი გადავკეცე და კონვერტში ჩავდე, როცა ყველაფერი მზად იყო გარეთ გავიქეცი და სახლის წინ,ფოსტაში ჩავდე წერილი უკან დავბრუნდი. –ლილი სად არის რატომ არ ჩამოდის ამდენ ხანს? –იკითხამა მამიდან და ფიქრებიდან გამომიყვანა. –ამმ.. თქმა დაავიწყდა მეგობართან წავიდა. პასუხი გავეცი და თავი დავხარე, არ მინდოდა თვალიბში შემეხედა. –შენ რატომ არ გაყევი? იკითხა დაინტერესებულმა. –ჩვენ ხკოლაში უნდა წავიდეთ და... – მოვიტყუე და ჩემი თავის გამიკვირდა ესე სწრაფად რომ მოვძებნე მიზეზი სიტუაციიდან თავის დასაღწევად. ცოტახანში სკოლაშიც წავედით და საბუთები შევიტანეთ, ფორმის ასაღებად კი რამდნეიმე დღეში უნდა მივსულიყავი. სახლში როცა დავბრუნდით ლილი ჯერ კიდევ არ იყო მოსული. მასზე ძალიან ვნერვიულობდი.ასე რომ იგვიანებდა? ნეტავ სად წაიყვანა ლიამმა?იმედია ლილი რაიმე სისულელეს არ ჩაიდენს. მამიდასთან ვცდილობდი რომ არ შემემჩნია ჩემი მოუსვენრობა,ამიტომ სახეზე ყალბი ღიმილი მქონდა აკრული .ღმერთო გთხოვ მალე დაბრუნდეს,თორემ უკვე ჭკუიდან ვიშლები. ჩვენი შავთეთრი ტელევიზორი გვქონდა ჩართული და რაღაც გადაცემას „ვუყურებდი“, როდესაც კარის ხმა გავიგე -დე დავბრუნდიი -დაიყვირა ლილიმ,ღრმად ამოვისუნთქე და ფეხზე ელდანაკრავივით წამოვხტი,ლილის ხელი ჩავკიდე და მეორე სართულზე ავათრიე,როგორც კი კარი დავკეტე მაშინვე შეტევაზე გადავედი -სად იყავი?იცი როგორ მანერვიულე?რა ჯანდაბას აკეთებ მთელი დღე ისეთ ბიჭთან,რომელსაც არც კი იცნობ?რაიმე რომ მოგსვლოდა რა ჯანდაბა უნდა მეთქვა დედაშენისთვის?მე არ მინდა ამ სისულელეების გამო მამიდას ვატყებდე,გასაგებია? -ჩუმად, მაგრამ მაინც დავუყვირე. –ჩემ მოძღვრებებს ყურადღება არ მოუქცევია , -ზეინი დაუჭერიათ გუშინ -დაიჩურჩულა. ჯერ გავოგნდი, მერე კი სახეზე ღიმილი გადამეკრა. –ძალიან კარად! –ამოვიოხრე. –გაგიჟდი? –ჩემი ნათქვამი გაიოცა ლილიმ. –რა? მან მე გამწირა იმისთვის რომ პოლიციას დავეჭირე და თითონვე აღმოჩნდა მათთან. აი ესაა სამრთალი. –ვთქვი და სამეცადინო მაგიდის წინ მგდომ სკამზე ჩამოვჯექი. რაღაც წიგნს უაზროდ ჩავაჩერდი. როგორ დაიჭირეს ის როცა ჩემზე ბევრად ადრე წამოვიდა? არამგონია მათი გასწრება გასჭირვებოდა. უცნაურია, მაგრამ მიხარია. მოვატყუე ჩემი თავი. თავიდან მართლა გამეხარდა, მაგრამ ახლა სულაც აღარ მახარებს ეს ამბავი პირიქით მრცხენია კიდეც ჩემი თავის, რომ სხვისმა უბედურებამ გამახარა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მასზე ძალიან ვღელავ. –დიდი ხანი მოუწევს ციხეში ყოფნა? –ლილისკენ არც გამიხედავს ისე ვკითხე დაბალ ხმაზე. –არამგონია, მაქსიმუმ ორი ღამე. –მისმა ნათქვამმა შვება მომგვრა და გამეღიმა. რატომ ვღელავ იმ ბიჭზე ესე რომელმაც არაფრად ჩამაგდო და პოლიციელებისთვის გამწირა? ზიზღი ნამდვილად არაა ის გრძნობა რომელსაც მისდამი განვიცდი, მაგრამ არც იმას იმსახურებს რო მებრალებოდეს.ნ --------------ესეც მეორე თავი. გაგიმეორებთ რომ ეს ყველაფერი ხდება 70 იან წლებში და დამიჯერეთ ძალიან კარგი მოთხრობაა. ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარებში დაწეროთ მაინტერესებს. მადლბა წინასწარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.