შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთებისა და მონსტრების მიწაზე (VII თავი)


24-02-2017, 20:18
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 014

ნია კარგა ხანს იყურებოდა იმ მხარეს, სადაც სანდრო გაუჩინარდა. არ იცოდა ახლა რა გაეკეთებინა, სად წასულიყო. სახლში დაბრუნება არ უნდოდა. არ უნდოდა ისევ მარტო გაეტარებინა ასეთი კოშმარული ღამე. ბოლოს წამოდგა და სანდროს ბინისკენ გაეშურა. იმედი ჰქონდა, რომ მამაკაცი სახლში დახვდებოდა.
მიდიოდა და ფიქრობდა თავის არეულ ცხოვრებაზე. ადრე კი სულ სიმშვიდეზე ოცნებობდა. ოცნებობდა თბილ, მოსიყვარულე ოჯახზე, ადამიანებზე, რომლებიც დაიცავდნენ, გასაჭირში, პირველივე თუნდაც უმნიშვნელო პრობლემის გამოჩენისთანავე მხარში ამოუდგებოდნენ, მაგრამ იაზრებდა, რომ მის ოცნებას ასრულება არ ეწერა. ეს ყველაფერი ლამაზი ილუზიის მსგავსი იყო. ილუზიები კი არარეალურია.
კართან რომ მივიდა, მაშინ გააცნობიერა, რომ ამხელა მანძილი ფეხით გამოევლო. ტელეფონს რომ დახედა ღამის პირველ საათს უჩვენებდა. არ იცოდა სანდრო როგორ მიიღებდა დღევანდელი ინციდენტის შემდეგ. იქნებ სახლიდან საერთოდ მოესროლა. ზარის ღილაკს თითი დააჭირა ერთხელ, ორჯერ. ბინიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, ის იყო წასვლას აპირებდა, რომ უცებ კარი გაიღო.
-აქ რა გინდა?
-არ ვიცი. უბრალოდ მოსვლა მომინდა. - ბინაში შეაბიჯა და პირდაპირ მისაღებისკენ გაემართა. სანდრო გაკვირვებული უყურებდა, შემდეგ კი კარი მიხურა.
მისაღებში, პატარა მაგიდაზე აფთიაქის ყუთი იდო.
მამაკაცსაც ეტყობოდა, რომ უკვე შხაპი მიეღო და ტანსაცმელი გამოეცვალა, ახლა კი ჭრილობების დამუშავებას თავისი ძალებით ცდილობდა.
მისაღებში შემოსულმა ერთი გახედა გოგონას და დაწყებული საქმიანობა განაგრძო.
-ბამბა მომეცი.
-რა? -წარბები შეკრა.
-ბამბა მომეცი მეთქი. მე დაგიმუშავებ.
-გმადლობ. არ მჭირდება.
-ხვდები რომ პატარა ბავშვივით იქცევი? ხომ ხედავ არ გამოგდის. მომეცი.
-კარგი. - ამოიოხრა მამაკაცმა და საჭირო ნივთები გაუწოდა.
გოგონა ცდილობდა ნაზად მოეწმინდა სახეზე ტუჩთან შემხმარი სისხლი, თან სანდროს სახეს კიდევ უფრო მეტი ინტერესით აკვირდებოდა. მის ნაკვთებს უფრო ღმად სწავლობდა. ვერ იტყოდით მასზე, რომ საოცრად სიმპათიური სახის ან გასაგიჟებელი სხეულის პატრონი იყო. ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი გარეგნობის, საოცრად შავი თვალებით გამოირჩეოდა. ახლა შეამჩნია, რომ მარჯვენა ყბის ქვემოთ სიგრძეზე პატარა ნაიარევი აჩნდა. ალბათ ბავშვობისას გამოჩენილი ცელქობის დროს მიღებული ტრამვა. გამოკვეთილი ყბები და ზომიერად დაკუნთული სხეული ჰქონდა. მონუსხული უყურებდა და ძლივს იკავებდა თავს თითებით ცალ-ცალკე არ შეესწავლა მისი ყოველი ნაკვთი.
ბოლოს, როდესაც ყველაფერს მორჩა ბამბები პარკში ჩაყარა და ნაგვირ ურნაში გადაყარა. შემდეგ კი ისევ დივანზე ჩამოჯდა. სანდრო უკვე ბართან იყო მისული და სასმელს ასხამდა.
-დალევ? - კითხვით მიმართა გოგონას.
-კი. - მისთვისაც ჩამოასხა სასმელი და გვერდით მიუჯდა.
-გმადლობ.
-მადლობას რატომ მიხდი?
-რომ დამეხმარე. ლეოს რომ არ მიეცი ჩემი წაყვანის უფლება.
-ამაზე ლაპარაკი არც ღირს. ეგ - ზიზღი აესახა გამომეტყველებაზე.
სასმელი მოსვა და გოგონას მოუბრუნდა.
-დასვენება არ გინდა? წამოდი.
ნიაც უხმოდ დაყვა მის ნებას და საძინებელში შევიდა. სრულიად ჩვეულებრვად, ყოველგვარი რიდის გარეშე გადაიძრო კაბა, გადასაფარებელი გადასწია და საწოლში შეწვა. კომფორტულად მოეწყო და მოიკუნტა. საოცარ დაღლილობას რძნობდა. უფრო ემოციურს, ვიდრე ფიზიკურს.
მალე სანდროც მიუწვა გვერდით. მამაკაცი ჯერ ჭერს აშტერებოდა. აშკარად რაღაც აწუხებდა. შემდეგ კი გოგონას ხელი მოხვია, მისკენ მისწია, მოეხვია და თავი ყელში ჩარგო.
-ასე ჯობია.
ღამე გასაოცრად მშვიდად ეძინა, პატარა ბავშვივით. ეს პირველი შემთხვევა იყო იმ საბედისწერო დღის შემდეგ, რომ ღამით კოშმარებს არ შეუწუხებია. ფანჯრიდან შემომავალმა ამომავალი მზის დამრეცმა, ოდნავ მოწითალო სხივმა გამოაფხიზლა. თავს საოცრად კარგად გრძნობდა. თითქოს ასწლოვანი ძილის შემდეგ სრულიად დასვენებულს, რელაქსირებულს გამოეღვიძა. გემრიელად გაიზმორა და გაიღიმა. თვალები ნელა გაახილა და გარემოს მოავლო. უცებ გუშინდელი მოვლენები გაახსენდა და მოიღუშა, წარბები შეკრა. ტუმბოზე დადებულ საათს გახედა. რვა ხდებოდა. ოთახში და სავარაუდოდ სახლშიც მარტო იყო.
„ნეტავ სად არის?“ წამოიწია და სააბაზანოში შევიდა. თბილ წყალს შეუშვირა მოდუნებული სხეული. ხუთიოდე წუთში ონკანი გადაკეტა, პირსახოცი მოიხვია და გარეთ გამოვიდა.
მაშინვე გაიგო კარის ხმა. მეორე წუთს კი ოთახში შემოსული სანდრო ვნებიანი მზერით და ანთებული თვალებით უყურებდა გოგონას. სხეული ჯერ კიდევ დაცვაროდა წყლის წვითებით, რომლებიც ნელა მისრიალებდნენ გოგონას ნაზ კანზე.
-სად იყავი?
-ლალიტა და სოფო წავიყვანე სახლამდე. სოფოს ვუთხარი რომ ჩემთან იყავი და არ ინერვიულებს.
-ყველაფერი უთხარი?
-არა.
-კარგი. მეც ჩავიცვამ და მალე წავალ.
-ასე გიხუთავს აქაურობა სულს რომ გამოფხიზლებისთანავე გაქცევაზე ფიქრობ?
-რა? რა შუაშია? სულაც არა, უბრალოდ არ მესმის რატომ უნდა დავრჩე.
-კარგი, ვისაუზმოთ და მერე შენც გაგიყვან. - სანდრომ ოთახი დატოვა.
მარტო ყოფნით ისარგებლა გოგონამ, ტანი სწრაფად შეიმშრალა, ტანსაცმელი ჩაიცვა და მისაღებში გავიდა. სანდრო რაღაცას საქმიანობდა სამზარეულოში.
-დაგეხმარო?
-არ მინდა. ჩემით მოვახერხებ.
-გოგონა ბარის სკამზე ჩამოჯდა და უყურებდა როგორი დაბნეული სახით საქმიანობდა მამაკაცი.
-მგონი დამწვრის სუნია..
-რა? ჯანდაბა! - გაზქურა გამორთო და სანახევროდ დამწვარ კვერცხს შეწუხებული სახით დახედა.
-არა უშავს. - გაუღიამა გოგონამ. მოდი მოგეხმარები, წამოდგა და თავადაც შეუდგა საქმიანობას.
-ეს რა არის კვრცხისა და კარტოფილის გარდა არაფერი არ გაქვს? - წარბაწეულმა გამოხედა და თითქმის ცარიელ მაცივარს შეხედა.
მამაკაცმა უხერხულად აიჩეჩა მხრები. - სახლში არაფერს ვაკეთებ ხოლმე. გარეთ ვჭამ. პროდუქტებიც არაფერში მჭირდება.
-გასაგებია. - თვალებგაფართოებულმა უპასუხა გოგონამ. - მაგრამ ასე როგორ ძლებ არ ვიცი. ტუჩები აიბზუა. თეფშებზე საუზმე გადაანაწილა და ერთმანეთის პირისპირ დადო.
საუმზემ ცოტა უგემურად ჩაიარა.
-არა უშავს შემდეგ ჯერზე გამოგივა. - დამწვარ კვერცხზე მიუთითა.
-დამცინი?! - კბილებს შორის გამოსცრა.
-არა, სულაც არა. - შეცბუნებულმა ოდნავი ღიმილით უპასუხა და ძალით გადაყლაპა მომდევნო უგემური ლუკმა.
შემდეგი რამოდენიმე წუთი უხმოდ გაატარეს. როდესაც საუზმეს მორჩნენ გოგონამ აალაგა თეფშები და გასარეცხად ნიჟარაში ჩააწყო.
-წავედით?
-წავედით. - თავი დაუქნია ნიამაც. მანტო და კლატჩი აიღო და სანდროსთან ერთად დატოვა სახლი. მანქანაში ჩასხდნენ და გზას გაუყვნენ.
ქალაქი ახალგაღვიძებული იყო. ქუჩები მეეზოვეებისგან იცლებოდა. ბავშვები სკოლაში მიიჩქაროდნენ, უფროსები სამსახურში. გვიანი თებერვალი იდგა. გაზონებზე ალაგ-ალაგ ყინვისგან გადათეთრებული ბალახი მზის სინათლეზე ბრწყინავდა. ქალაქი ხმაურობდა, სიცოცხლეს იძენდა. სულაც არ ჰგავდა უკუნით ღამეში ჩაკარგულ შიშისმომგვრელ ბინძურ და უდაბურ ადგილს. თითქოს ჩვეული ნაცრისფერიც დაეკარგა. უფრო მეტად გაფერადებუილიყო. მთელი გზის განმავლობაში მანქანის ფანჯრიდან იყურებოდა და ქალაქს აკვირდებოდა. თავადაც მაცოცხლებელი ძალით ივსებოდა.
-მოვედით. - სანდროს ხმამ გამოაფხიზლა.
-გმადლობ. -კარი გამოაღო ნიამ და გადასვლას აპირებდა, როდესაც სანდროს ხელმა შეაჩერა.
-დღეს სახლიდან არ გახვიდე კარგი? ხვალ გამოგივლი და ვილაპარაკოთ.
-... კარგი. - დაბნეულმა უპასუხა გოგონამ. - ნახვამდის.
-დროებით.
გოგონამ კარი მიხურა და სადარბაზოში შეკარგა. სანდრომ კი მანქანა დაქოქა და ადგილს მოსწყდა.
ნიამ კარი ნელა, უხმაუროდ გააღო, ფეხსაცმელი გაიხადა და ისე შეიპარა სახლში. გაღიმებული ჩამოჯდა დივანზე. კარის ხმაზე შეკრთა. სოფო გამოვიდა საძიებლიდან.
-დაბრუნდი? სანდრო ვნახე. ვიღაცას გაულამაზებია. შენ გეცოდინება ვინ იყო. ან კლიენტთან რატომ არ იყავი, სანდროსთან რა გესაქმებოდა?
-ლეო იყო..
-ვინ ლეო?
-ის, ბარში..
-რა?!
-ხო, სანდრომ მაინცდამაინც ის აარჩია ჩემთვის კლიენტად. - შემდეგ კი ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.
-ვაუ.. ამას არ ველოდი სანდროსგან.
-არც მე.
-საინტერესოა რამ გადააწყვეტინა შენი დახსნა იმ არაკაცისგან. სანდროს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ეს მის ჩვეულ საქციელს არ ჰგავს.
-ხო, მეც ეს ვიფიქრე. საერთოდ სანდროზე რა იცი?
-არაფერი. საერთოდ არაფერი. მისი გვარი ან ასაკიც კი არ ვიცი. აქამდე არც დავინტერესებულვარ.
-სახლში მარტო ცხოვრობს. ამდენი ხნის მანძილზეც არავინ შემინიშნავს, თუნდაც ტელეფონზე რომ დალაპარაკებოდა.
-მაგას რას გაუგებ. მე წავალ გამოვიძინებ, თორემ იმ ნადირმა წუხელ ძალიან დამღალა.
-კარგი. დაისვენე. - გაუღიმა ნიამ. სოფომაც ოთახი დატოვა და ნია კვლავ ფიქრებში გადაეშვა..
იმ დღეს და არც მომდევნო დღეს სახლიდან არ გასულა. სოფოც კი მის ყოველ კითხვაზე სანდროს შესახებ მხრებს იჩეჩდა და პასუხობდა, არ ვიცი არ უხსენებიხარო. ტელეფონს მოუთმენლად ატრიალებდა ხელში. ზარს ელოდა, რომელიც იგვიანებდა.
„არადა ხომ შემპირდა, რომ დამელაპარაკებოდა“ ფიქრობდა თავისთვის და ნერვები უფრო ეშლებოდა ამდენს რომ ფიქრობდა სანდროზე. „იქნებ საერთოდ ფეხებზე დამიკიდა. არ აინტერესებს ჩემზე არაფერი, უბრალოდ პრობლემებს ვუქმნი.“ ნერვებმოშლილი წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, როდესაც მოულოდნელად მის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. ამ დროს წესით არავინ უნდა ყოფილიყო სანდროს გარდა, სწრაფად მივარდა მაგიდასთან და ტელეფონს ხელი დაავლო. კი, ნამდვილად სანდრო იყო. საათს რომ შეხედა უკვე პირველი ხდებოდა. ღრმა ჩაისუნთქა და ტელეფონს უპასუხა.
-გისმენ.
-ქვემოთ ვარ. გელოდები.
-ხუთ წუთში ჩამოვალ.
ტელეფონის გათიშვისთანავე სწრაფად დაიწყო მომზადება. ქარბორბალასავით ტრიალებდა. ტანსაცმელი უცებ გამოიცვალა, თმები შეისწორა, ქურთუკი ჩაიცვა, სარკესთან ერთი-ორი წუთი კიდევ იტრიალა და კარი გაიხურა. კიბეები სწრაფად ჩაირბინა და სადარბაზოს წინ მდგარი მანქანისკენ გაემართა.
ჩაჯდომისთანავე გაბადრული მზერა მიაპყრო სანდროს.
-გამარჯობა.
-გამარჯობა. მეგონა, რომ უფრო ადრე დამირეკავდი.
მამაკაცმა მისი ნათქვამი უპასუხოდ დატოვა. მანქანა დაქოქა და ადგილიდან დაძრა. გოგონა ჯერ ჩუმად იჯდა, მამაკაცის უხასიათობა არ შეიმჩნია.
-სად მივდივართ?
-ჩემთან. სახლში.
-შენთან რა გვინდა?
სანდრო ჯერ ჩუმად იჯდა, შემდეგ კი უპასუხა. - მჭირდები.
გოგონას ამის გაგონებაზე სიამოვნებისგან გააჟეჟოლა. გრძნობდა რომ თვითონაც სჭირდებოდა სანდრო, მაგრამ არა მარტო საწოლში, როგორც მამაკაცი გულისხმობდა, არამედ ყველანაირად. სანდრო მთლიანად სჭირდებოდა. უნდოდა მისი არსებობა ეგრძნო, მისი გვერდით ყოფნა. სანდროს მფარველობა უნდოდა. ალბათ ამის ხმამაღლა თქმას ვერასდროს გაბედავდა, თუმცა თავისთვის, სადღაც ღრმად ხომ იცოდა. გაბადრული სახე მოაშორა მამაკაცს და გზას გახედა, რომელიც სულ უფრო და უფრო მოკლედ ეჩვენებოდა.
მამაკაცმა თავის ბინასთან რომ გააჩერა მანქანა, ღვედი სასწრაფოდ შეიხსნა და სანდროსთან ერთად მანქანიდან გადავიდა.
-მოდი - მამაკაცმა ხელი გამოიწვდინა მისკენ. ნიაც სასწრაფოდ გვერდით ამოუდგა.სანდროს მოულოდნელ ქმედებაზე, როდესაც გოგონა ხელებში მოიქცია და თავი მის კისერში ჩარგო, უეცრად შეკრთა. შემდეკ კი მამაკაცი სადარბაზოში შევიდა, ისე რომ გოგონასთვის ხელი არ გაუშვია. ლიფტით ორიოდე წუთში ავიდნენ მეშვიდე სართულზე და ბინასთან შედგნენ. სანდრომ მალევე იპოვა გასაღები და ბინაში აღმოჩენილები მაშინვე საძინებლისკენ გაემართნენ. ოთაში შესვლისთანავე დაეტაკა მამაკაცი, კედელზე ააკრო და ტუჩებით მისი სხეულის ტკბობას შეუდგა. მოხერხებულად გაანთავისუფლა ისიც და საკუთარი თავიც მძიმე ტანსაცმლისგან და შიშველი სხეულით აეკრო გოგონაც. ორივე ღრმად სუნთქავდა და დროდადრო სიამოვნებისგან ოხრავდნენ. გოგონა საწოლზე დააგდო და ზემოდან მოექცა. მთელ სხეულს თავიდან სწავლობდა, თითქოს ცდილობდა ყველა უჯრედი შეესრუტა, ყველა გრძნობა თუ ემოცია ნიასთან ერთად თანაბრად გაეზიარებინა. ვერ სწყდებოდა, არ ყოფნიდა. მის სხეულის სიმხურვალეში ჩაკარგული გოგონა თავგზას ურევდა.
ცოტა ხნის შემდეგ ერთმანეთის მოფერებაში გათანგული სხეულებით აკვროდნენ და სუნთქვის და რეგულირებას ცდილობდნენ. ნია ამ დროს სრულლ თავისუფლებას გრძნობდა. თითქოს ღრუბლებში დაფრინავდა, თითქოს ყველა პრობლემა მოგვარებული იყო და სანდროს გვერდით ყოფნის გარდა არაფერი არ სჭირდებოდა. როდის გააცნობიერა ეს ყველაფერი თავადაც არ იცოდა. ალბათ როგორც ყველას შემთხვევაში ახლაც თავისით, უეცრად, თავისთავად მოვიდა ეს გრძნობები. პირველად ამდენი ხნის მერე ბედნიერი იყო... ბედნიერი სანდროს გვერდით და ამ წამს სულ არ ანაღვლებდა რას ფიქრობდა მამაკაცი მასზე, მთავარია თავიდან არ მოეშორებინა და მის გვერდით ყოფნის საშუალება მიეცა. მხოლოდ ეს სჭირდებოდა, მხოლოდ სანდო სჭირდებოდა. რა ერქვა ამ გრძნობას? ვნება? მიჩვევა? სიყვარული? ალბათ ყველაფერი ერთად...
-რაზე ფიქრობ? - გაისმა მამაკაცის ბოხი ხმა.
-ჩვენზე..
-და ჩვენზე რას ფიქრობ?
-რა იქნება? საერთოდ რა ურთიერთობა გვაქვს? ეს მაინტერესებს... რამოდენიმე დღის წინ სრულიად ჩვეულებრივად ვაპირებდი მეძავი გავმხდარიყავი. ახლა კი..
-არც იფიქრო, ეს არ გაიმეორო..- მრისხანე ხმით და ანთებული თვალებით უცებ გადმოაბრუნა თვითონ ზემოდან მოექცა და ხელებიც თაავთან გაუკავა. - არ მინდა ახლა ამაზე ფიქრობდე - უკვე ვნებით სავსე ხმით, შედარებით ხმამაღლა ამოილუღლუღა და ტუჩები ნიკაპზე ნაზად მიაკრო, შემდეგ კი ზემოთ ამოასრიალა და ახლა უკვე გოგონას ფაფუკ ოდნავ წითლად აღუებულ ტუჩებს მთელი ვნებით დაეწაფა. მალევე მოშორდა და თვალებში ჩააჩერდა, რომლებიც მხოლოდ სითბოსა და რაღაც სხვა აუხსნელ გრძნობას ასხივებდა.
-იცი რომ ახლა პირველად მაკოცე?
-რა?!
-ხო, პირველად მაკოცე. აქამდე ჩემთან სექსი გქონდა, მაგრამ არასდროს არ გიკოცნია.. - ჩუმად ამოკნავლა გოგონამ და ორიოდე ბედნიერების ცრემლი გადმოოუგორდა თვალებიდან.
-მაგიჟებ, ნამდვილად მაგიჟებ. - ახლა უკვე გახელებული დაეწაფა მის ბაგეებს. დაიფიცებდა რომ ასეთი ტკბილი, ასეთი გასაგიჟებელი და ამავდროულად ასეთი უბრალო კოცნა არასოდეს უგემია. რაღაც არაჩვეულებრივად სასიამოვნო განცდები ეუფლებოდა. მხოლოდ მაშინ მოშორდა, როდესაც ჰაერის უკმარისობა ჰქონდა, ღრმად ჩაისუნთქა და ისევ წაეტანა მის ბაგეებს, არ ჰყოფნიდა, ნამდვილან არ ჰყოფნიდა... ხელები ისევ აარიალა ნიას შიშველ სხეულზე, ტანზე დავლილი ჟრუანტელიც სასიამოვნოდ შეიგრძნო. გოგონას ტუჩებს მოშორდა და ისევ ყელზე გადაინაცვლა, შემდეგ კი ზურგიდან აეკრო და ხერხემალს ცხელი კოცნებით აუყვა. „მინდა ასე შეგიგრძნო“ - ვნებისგან დაბოხებული ხმით უჩურჩულა ყურთან ახლოს და ისევ გოგონათი ტკბობა განაგრძო.
უკვე ძალიან დაღლილებსა და გათანგულებს გამთენიისას ჩაეძინათ.

რაღაც ჩხაკუნის, შემდეგ კი შრიალის ხმა შემოესმა. ნია ნელ-ნელა გამოფხიზლდა. თვალებგახელილი მაშინვე სანდროს მზერას შეეჩეხა, რომელიც უხმაუროდ ცდილობდა საწოლში დაბრუნებას.
-სად იყავი? - ღიმილშეპარული ხმით უჩურჩულა.
-როგორც ყოველთვის, ლალიტასა და სოფოს წამოსაყვანად. - უპასუხა და თან გოგონას ტუჩებს წაეტანა.
-არ გშია? -ამოილუღლუღა გოგონამ.
-როგორ არა, თუმცა გპირდები სადილის გაკეთებას აღარ შევეცდები. უბრალოდ პროდუქტები მოვიტანე. იმედია დამეხმარები...
-დაგეხმარები? - გაეცინა გოგონას. - ეგ ჩემი დახმარებით კი არა მთლიანად ჩემი გაკეთებული საჭმელი გამოვა. იქამდე კი შხაპი უნდა მივიღო აუცილებლად, თორემ წუხელ ისე გავოფლიანდი რომ... - ღიმილიანი სახით წამოდგა და სრულიად შიშველი ზეწრის გარეშე სააბაზანოსკენ გაემართა.
-მგონი ადრე გითხარი, რომ ასეთ ფორმაში არ უნდა იარო ჩემს წინ ხოლმე. არ იცი რა მემართება?
-ვნებიანი ბიჭი - ტუჩი მოიკვნიტა მის დასანახად და კისკისით მიიმალა სააბაზანოში.
-შენ ძალიან ხომ არ გამითამამდი? - ხმამაღლა მიაძახა სანდრომ და თვითონაც შეეპარა ღიმილი მუდამ უემოციო სახეზე.
შემდეგ დაფიქრდა, რომ თავადაც მისთვის უჩვეულო მდგომარეობაში იყო. ნამდვილად ღიმილი მისთვის უჩვეულო და სასიამოვნო მდგომარეობა იყო. თავი გააქნია და ოთახიდან გააბიჯა.
ცოტა ხანში საძინებლი კარი გაიღო და გოგონაც მის მაისურში გამოწყობილი გამოვიდა.
-ეს სად იპოვე?
-კარადაში. შენს ბინაში ძალიან ცხელა, მე კი შედარებით სქელი სვიტერით ვიყავი წამოსული.
-გიხდება.
-გმადლობ. აბა პროდუქტები სად არის?
-სამზარეულოში, მაგიდაზე. დაგეხმარო?
-არაა, არ არის საჭირო. მე თვითონ მივხედავ.
გოგონამ საჭმლის მომზადება დაიწყო. დროდადრო სანდრო ეჭვის თვალით გახედავდა, თუმცა შემდეგ ისევ მუხლებზე დადებულ ლეპტოპს მიუბრუნდებოდა.
-სანდრო, მზად არის..
-ახლავე მოვალ. - მამაკაცი წამოდგა და ლამაზად გაწყობილ საუზმეს მიაჩერდა.
-კარგად გამოიყურება.-ეჭვის თვალით შეხედა.
-ასე ნუ უყურებ. ბევრი ვიწვალე. - ოდნავ ბრაზით მიმართა გოგონამ და ადგილი დაიკავა.
საუზმემ სასიამოვნოდ ჩაიარა. ერთად აალაგეს მაგიდა და ჭურჭელიც დარეცხეს, შემდეგ კი ერთმანეთზე აკრულებმა იქვე დივანზე გადაინაცვვლეს.
საუბრის დაწყება ორივეს სურდა, თუმცა ვერცერთი ვერ ბედავდა, ჩამოწოლილი სიჩუმის დარღვევას.
-ნია.. არ ვიცი როგორ გითხრა. საუბარი არასდროს გამომდიოდა... მოკლედ, მინდა გითხრა, რომ ჩემთვის ამ მოკლე დროში მნიშვნელოვანი გახდი. არ ვიცი რატომ, თუმცა არ მინდა დაგკარგო, ამჟამად მაინც. არ დავუშვებ იმ ნაძირალამ რამე დაგიშაოს. შენი უსაფრთხოებისთვის კი უმჯობესია ჩემთან ერთად იყო. მაინტერესებს ჩემს წინადადებაზე რა აზრის იქნები..
-რა წინადადებაზე? - ნიამ, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში დიდი ყურადღებით უსმენდა, თავი მისკენ მოაბრუნა და ინტერესით აღსავსე თვალებით გახედა.
-მინდა რომ ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად.


*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*
ეს თავი რაღაც არეული და უაზრო გამომივიდა. მაინტერესებს თქვენი აზრი...



№1 სტუმარი Guest Darina

Ai es tavi yvelaze metad momewonaaaa tbili da tkbiliii iyooo miyvars es ori ertad ai swored aseti Sandro momwons hepiendebiii miyvars icode velodebi shemdeg tavs kargi gogo xar

 


№2 სტუმარი Eto

Dzaan magari tavi iyo imedia gadava mastan sacxobrebladd

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent