შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი(თავიVIII)


24-02-2017, 23:51
ავტორი Marizza0512
ნანახია 1 413

– ახლა რას ვბოდავ ხო ?? ძალიან კარგად გავიგონე როგორ გელაპარაკებოდა ტელეფონზე ,სატრენაჟორო დარბაზში როცა ვიყავით,და როგორ უყვებოდა ელენე დაქალს იმის შესახებ ,თუ როგოგორი დაუვიწყარი ღამე გაატარეთ ერთად და როგორ უნდა გაგემეორებინათ.ამას ყური რომ მოვკარი პირისპირ ვკითხე ,მანაც დამიდასტურა.არ ვიცი იმ მომენტში ვინ უფრო შემძულდა, შენ თუ საკუთარი თავი.დეპრესიაში ვიყავი,შენ კიდე არც არაფერს იმჩნევდი.ერთდროულად 2 ფრონტზე გაბრძოლება ალბათ როგორ გეამაყებოდა,მამაკაცური ღისების გამოვლენად ხომ მიგაჩნიათ ბიჭებს გოგოების გრძნობებზე თამაში.აჰა მიზეზი გაიგე უკვე ,ასე რომ ახლა შეგიძლია სახლში წამიყვანო.
– მოიცა და შენ აზრადაც არ მოგსვლია ის,რომ ჩემთან გაგერკვია ურთიერთობა და გაგეგო რა როგორ მოხდა?
– რაღა იყო გასარკვევი,მორიგი ტყუილის მოსმენა არ მინდოდა.
– გინდ დამიჯერე და გინდ არა,მაგრამ ჩემსა და ელენეს შორის არაფერი არ ყოფილა, არც მაშინ და არც ახლა.კი ,ბაზარი არაა დამსდევდა და აშკარად მოვწონდი,მაგრამ ზედაც არ ვუყურებდი და ალბათ მაგიტომ გადაწყვიტა ასე მაინც დავეშორებინეთ.არავისზე არ გაგცვლიდი,მით უმეტეს ელენეზე.
– რაა? კი მაგრამ...
– არავიათარი კი მაგრამ.შენ რომ გყვარებოდი,ჩვენ შორის ნდობა იქნებოდა,
– მე მართლა მიყვარდი,მაგრამ ,როგორც ჩანს, რაღაცამ გამოიწვია ეს ჩემი უნდობლობა ,როგორ ფიქრობ აბა ?ისე თუ მასე იყო და შენი თავი ასეთი მართალი გეგონა შეგეძლო მოგეძებნა ხერხი და ჩემთვის მოგეწერა ან დაგერეკა მაინც,მაგრამ არც ერთი გაგიკეთებია და არც მეორე.შენ რომ ელენესთან დისტანცია დაგეჭირა და მიგეხვედრებინა რომ სხვა გიყვარდა,მაშინ ასე აღარ ჩაგებღაუჭბოდა,მაგრამ ჩვენს ნარცის ბიჭს უსწორდება ამდენს რომ მოწონს არა ??
– მოკეტე ახლა და არ გამაღიზიანო
– რაიყო მწარე სიმართლე იგემე ? არ მჭირდება შენი ახსნა-განმარტებების მოსმენა.ახლა სახლში წამიყვანე-უემოციოდ უთხრა ნუკამ
– არსადაც არ წაგიყვან,შენით მოგიწევს სახლში დაბრუნება.შენც არანაკლებ მიგიძღვის ბრალი..-დათუნა მანქანაში დაბრუნდა და წავიდა.ნუკას ისტერიული ტირილი აუტყდა.ბრაზი და ბოღმა ახრჩობდა .დაჯდა თავი მუხლებზე დადო და ტიროდა.ამ დროს ვიღაც მივიდა უკნიდან და ხელში აიყვანა.ეს დათუნა იყო.უკან მობრუნდა ,როდესაც გააცნობიერა რაც გააკეთა.
– სახლში წაგიყვან,დღეს შენ გამო ისედაც ბევრი პრობლემა შემექმნა
ნუკა გაუნძრევლად იყო.ხმაც არ გაუღია,თითქოს სული ამოაცალეს და ცარიელი,ფუყე სხეული დაუტოვესო.დათუნა ზოგჯერ მზერას აპარებდა,ნუკა კი გზას მიჩერებოდა,მუხლებამდე ტალახი ესვა.ისევე უხმოდ გადმოვიდა მანქანიდან,დათუნასთვის ზედაც არ შეუხედავს .ჩუმად ავიდა სახლში,სასწრაფოდ შევარდა აბაზანაში და მთელი იმ ფიზიკური თუ მორალური ჭუჭყის ჩამორეცხვას ცდილობდა.აბაზანის შემდეგ მომენტალურად ჩაეძინა.სიზმარშიც კი სინდისი ჰქენჯნიდა დაჩის გამო,ის რაც დათუნას უთხრა და როგორ აკოცა სულ თვალწინ ედგა ,რაც დიდ შინაგან დისკომფორტს იწვევდა მასში.
რომ გათენდა ნუკამ დაურეკა დაჩის:
– რა მოხდა ნუკა,მშვიდობაა?-ნამძნარევი ხმით ჰკითხა დაჩიმ
– არა არ არის მშვიდობა შეგიძლია შემხვდე ?სადმე ვისაუზმოთ და ვილაპარაკოთ
– კარგი -ცოტა არ იყოს შეშინებული ხმა ჰქონდა დაჩის.ნახევარ საათში გამოვალ და ჩვენს კაფეში დაგელოდები.
– კარგი..
ნუკა ადგა,მოწესრიგდა ჩაიცვა და წავიდა.მაცივარზე წერილი დატოვა:
„გოგოებთან ერთად წავედი სასაუზმოდ.
- ..ნუკა’’
კაფეში რომ მივიდა ,აღელვებული დაჩი დახვდა.ფანჯარასთან იჯდა და ჩაის სვამდა.
– როგორ ხარ ??
– არც თუ ისე კარგად,ისეთი ხმით დამირეკე და თან ისე მელაპარაკე ვიფიქრე ,რომ რაღაც საშინელება მოხდა,თანაც როდის იყო ასე ადრე დგებოდი,ე.ი. რაღაცაშია საქმე.. გისმენ
– რა ცოტახანია მიცნობ და რა კარგად გამიცანი.ცუდი არაფერი მომხდარა,უბრალოდ მინდა რომ გაუგებარი არაფერი დარჩეს ჩვენ შორის და მინდა,რომ ბოლომდე გულახდილი ვიყო შენთან...
– ყურადღებით გისმენ.
ნუკამ მთელი თავგადასავალი მოყვა მასზე და დათუნაზე...
– ახლა ხვდები ? მინდა რომ იცოდე ყველაფერი და არ მინდა რომ ჩვენს შორის იყოს საიდუმლოები.
– რა საყვარელი ხარ მე კიდევ რა აღარ ვიფიქრე.რა მწარე ენა აქვს ამ ხალხს,მე სულ სხვანაირად ვიცოდი ეს ამბავი..
– მოიცა შენ იცოდი??-გაკვირვებული და ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ნუკამ
– კი..ვიცოდი რა.. ვიცოდი რომ შენ და ის დაუნი ხვდებოდით ერთმანეთს და შენი წასვლის მიზეზის რამდენიმე ვერსია მოვისმინე,საერთო ნაცნობი გვყოლია მე და მას და მან მითხრა.
– მერე რატომ არ მითხარი ან რატომ არ დაუჯერე?
– რას ქვია რატომ არ გითხარი? ველოდებოდი როდის გადაწყვეტდი მოყოლას,როდის იქნებოდი მზად.არ ვიცი საიდან მაგრამ ვიცოდი რომ აუცილებლად მომიყვებოდი.არ დავიჯერე იმიტომ,რომ ვიცი როგორიც ხარ,გარდა ამისა, ყველაფერი რომ დაიჯერო რასაც სხვები ამბობენ ცხოვრება წინ გაგისწრებს,წარსულს ჩაებღაუჭები,მცდარი წარმოდგენებით იცხოვრებ და ადამიანს ტყუილად ცილს დასწამებ. რა უფლება მქონდა დასკვნები გამომეტანა სანამ შენს ვერსიას არ მოვისმენდი?
– ვაიმე რა საყავრელი ხარ რომ იცოდე-უთხრა ნუკამ და ხელზე ხელი დაადო
– დამიჯერე საყვარელი არ ვარ..არანაირად,მეტიც შენს დათუნაზე უარესებიც მაქვს გაკეთებული,მაგრამ შენთან სულ სხვანაირი ვხდები,არ ვიცი რა მჭირს,სხვებს არ ჰგავხარ და ამით მიზიდავ,მომწონხარ ძალიან მომწონხარ და მინდა რომ ერთად ვიყოთ.მეტიც... დავანახებთ რა გოგო დაკარგა .
– როგორ?
– როგორ და ხომ მეუბნებოდი ლაშქრობას ვგეგმავთ უახლოეს მომავალშიო?
– კი მერე?
– მერე მოვაწყოთ.. ხვალ შენი მეგობრები და ჩემი მეგობრები ერთად... გავიცნობთ ერთმანეთს,თვალები დაეთხრება დათუნას ერთად რომ დაგვინახავს..
– კარგი დავურეკავ ბავშვებს და შევთანხმდეთ.-კი დათანხმდა მაგრამ არც თუ ისე კარგ აზრად მიაჩნდა.


– -ნიცა,გოგო ,დაჩის ჩვენთან ერთად უნდა ლაშქრობაზე წასვლა ხვალ,ის თავის ძმაკაცებს წამოიყვანს,გავიცნობთ ერთმანეთსო
– კარგი აზრია გოგო მერე რა გაწუხებს.
– რა არა, ვინ მაწუხებს
– დათუნა ?
– კი ,მაგრამ უფრო დათუნას და დაჩის ყოფნა მთელი 2 დღე ერთად.
– ოო კარგი რა,ყველაფერი კარგად იქნება, კემპინგი ხომ გართობისთვის და ახალი ნაცნობების გაჩენისთვისაა ??
– უი შენ შენი საწუხარი გაქვს ხო ? სანაცნობოო არაა ? არ იცვლები მოკლედ რა არა
– ნუ ახლა რას ვიზამთ
– მოკლედ ხვალ დილის 7 საათზე შევიკრიბოთ და კარგ ადგილას .კემპინგის პონტში წავიდეთ.
– აუ ხო მაგარი იქნება
– ხოდა ნუ ნერვიულობ შენ თავაწეული უნდა შეხვდე დათუნას.
– წამოვა ნეტა ? მე ამდენს ვფიქრობ ამაზე ცუდად ვხდები და ის კიდე ყველგან წამოფლატუნდება ხოლმე.აზრზე ხარ ელენეზე ვილაპარაკეთ,ვილაპარაკეთ რა ეხლა -ვიჩხუბეთ...
– შანსი არააა... მოყევი აბა...
– ხო მოგოყვები საყიდლებზე წავიდეთ ჯერ ხვალინდელისთვის რაღაცები ვიყიდოთ.
– კაი გოგო ჩავიცვამ და გამოგივლი
– კაი,ფეხით გამოდი ჩემი მანქანით წავიდეთ..
– რიით?
– აა შენთვის არ მითქვამს? მამამ წითელი მინი კუპერი მიყიდა და თან 1000ლარიანო ვაუჩერი თბილისი მოლში. გარდერობიც განვაახლე.
– აუფ წარმომიდგენია როგორ შეცვლიდი შენს ოთახს
– კი გოგო,ჩემი გემოვნებით მოვაწყვე.საყიდლების მერე ამო ჩემთან და ძველებურად ნაყინი, ხილის ასოტი და მილქშეიკი გავაკეთოთ...
– დიდი სიამოვნებით.გამოვალ ცოტახანში.
– კარგი შენს ზარს ველოდები.

2 საათში ნიცა და ნუკა წავიდნენ მაღაზიების „დასალაშქრად“.ცალკე სასურსათო,ცალკე ტანსაცმლის.თუმცა,რომ გენახათ მათ საყიდლები ,კემპინგისთვის ერთი-ორს თუ წააწყდებოდით.გაუგებარი დარჩა ის თუ რად უნდოდათ ორივეს 7 სმ-იანი ტყავის ფეხსაცმელი,მინი ქვედაბოლო და კიდევ ბევრი რამ.ესსააა გოგოს შოპოჰოლიკობა,რა დანიშნულებისთვისაც არ უნდა გეგმავდეს შოპინგს, თვალი მაინც გაექცევა ლამაზი ტანსაცლისა და აქსესუარებისკენ და ხელსაც გააყოლებს,ამასთან ყიდვის მიზეზსაც ეძებს რომ როგორმე ფული „ტყუილად“ არ დახარჯოს,თან არც იცვამს,უბრალოდ გულს უხარია კარადის დალაგების დროს ამდენ ნივთს რომ წააწყდება და იცის რომ ეს აქვს,თუმც მათი გამოყენება იშვიათად თუ დასჭირდება.
– ნიცა, ხომ ვერ მეტყვი ეს 2-2 წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კაბები რომ ვიყიდეთ, რაში გამოგვადგება ლაშქრობაზე?-სიცილით ჰკითხა ნუკამ
– როგრო რისთვის კაცო?ახალი ტენდენციაა,ლაშქრობაზე რომ წახვიდე,მინიმუმ 5 სანტიმეტრიან ქუსლებზე უნდა იდგე..
– უიმე რა გეშველება
– აბა რა კითხვებს მისვამ გოგო ,ფეხსაცმელი ზედმეტი როდის აქეთ გახდა ???
– კაი ხო არ შემარჩნო.წამო ახლა ხილი ვიყიდოთ და ჩემთან ავიდეთ.
– მიდი აქ შეუხვიე,ოღონდ ფრთხილად
– გეკადრება ??
– კი მეკადრება,მას შემდეგ რაც ერთ მანქანას ბამპერი კინაღამ შეუჭყლიტე.
– ნუ აზვიადებ ,იმ დებილს რასწორად ჰქონდა გაჩერებული მანქნა
– გოგო ერთ ზოლში იდექით,თანაც მწვანე შუქს ელოდებოდთ,რანაირად უნდა გაეჩერებინა?
– ოო, რომ ვამბობ რომ ცუდად გააჩერა ესეიგი ცუდად გააჩერა-სიცილით მიუგო ნუკამ.
– შენნაირი მძღოლები გვიმრავლოს ღმერთმა,ოღონდ ჯოჯოხეთში-ეს უკანასკნელი ჩუმად ჩაილაპარაკა..
– გავიგონე
– დედა რა უხერხულია,შენც ვითომ შემარცხვინე რაა
– მიდი ბევრს ნუ ლაპრაკობ,მოკიდე ამ ცელოფნებს ხელი და ავიდეთ.
– მარტო ხარ ??
– კი ეს ორი დღე მარტო ვარ,ჩემები სოფელში წავიდნენ და პატარებიც თან წაიყვანეს.
– ოო აბა ვგულაობთ დღეს.
– შენ იღადავე და არაა ცუდი იდეა,მოდი სასტავი „ავყაროთ“
– მოსულა,მაგრამ ერთი კოფაქტორი გაითვალისწინე??
– დათუნა??? მაგაზე არ ინერვიულო ვაბშე არ შევიმჩნევ მის იქ ყოფნას.
– ხოდა ძალიან კარგი.დავურეკავ ბავშვებს.
– ხოო იმედია ჩემი ჭორიკანა მეზობელი პოლიციას ისევ არ გამოიძახებს
– მოიცა... რა პოლიცია გოგო ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent