შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (მეშვიდე თავი)


24-02-2017, 23:53
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 350

სანამ სამსახურში მივიდოდი, ანისთან გავიარე.
კორპუსში, ლიფტის არქონის გამო, მეხუთე სართულზე ქოშინით ავედი. სული, რომ მოვითქვი კარებზე დავაკაკუნე.. რამდენიმე წამში გააღო ქალბატონმა კარი და ისე შებრუნდა არც მომსალმებია.. ღიმილი სახიდან წამეშალა, გაბრაზებულმა შევუტიე..
-ისე გამარჯობის თქმა ზდილობაზე მიანიშნებს . კარი მივხურე და სამზარეულოსკენ მიმავალს გავყევი.
ჩემი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია..
- ის უნამუსო ვატო, არ დამტოვა უფულოდ .. როგორ გამომაგდო ვერ ვიჯერებ ..მაცივრიდან წვენი გამოიღო, ჭიქაში დაასხა და ჩემს წინ დადგა..
-დღეს წამოდი შენც და დაველაპარაკოთ.. კურტკა გავიხადე და სკამზე ჩამოვჯექი.
-მივიდეთ ხო.. ყავა არ გინდა ?
-არა იყოს , წვენს დავლევ მარტო.. გოგო იო და თავისი ძმაკაცები წავიდნენ ბაკურიანში, ბედობას უნდა ჩავაკითხოთ ჩვენც და გაამზადე შენი ბარგი-ბარხანა .
-ანუ ბაკურიანში მივდივართ მე და შეენ ?
-რაო რაო სადმივდივართო? სამზარეულოში შემოვიდა ანის ძმა.
-უი ლუკა შენც სახში ხარ ? როგორ ხარ ? გადავეხვიე მეგობარს..
-რავი არამიშავს ნიდუ, შენ რავახარ ?
-მე გადასარევად ვარ .. გავეკრიჭე მოღიმარს...
-სად მივდივართო რა თქვით ? წარბაწეულმა გადმოგვხედა
-ბაკურიანში.
-თქვენ რაპონტში მოდიხართ ? დაბნეულმა შემომხედა
-რასქვია რაპონტში? დასვენება მაქვს ერთკვირიანი უნივერსიტეტში და სახში ხო არ დავჯდები ? მოიცა შენც მოდიხარ ? გაღიზიანებული მივაჩერდი
-იომ შემომთავაზა და მივდივარ საგულაოდ ..გაიბადრა.
-ჩვენც მოვდივართ .. მტკიცედ ვთქვი.
-აი რა გინდათ გოგო ბაკურიანში ? თხილამურებზე დადგომა არ იცით, სრიალზე არაფერს ვამბობ .. ბოროტულად ჩაიცინა
-და შენ რაღა გინდა ერთი იქ .. ანაც ჩაერთო დიალოგში
-ეხლა თქვენ დაგეკითხებით მე და იო სად წავალთ ..ხმა არ გავიგო ბაკურიანზე.. ზაფხულში წადით თქვენ სოფელში ან რავიცი...ეხლა კიდე იმეცადინეთ ფინალურები გაქვთ , თან სამსახურიც.
-ჩემი ძმა , შენ მგონი დაგავიწყდა ჩემზე პატარა, რომ ხარ ? ნიშნის მოგებით გადავხედე წაგებულს .. ვატო კიდე საფრანგეთში მიდის ოჯახთან, ამიტომ დასვენებას გამოაცხადებს..
-სულ რაღაც ერთი თვით .. სახის მანჭვით თქვა . ხოდა დაისვენეთ სახში და მოემზადეთ გამოცდებისთვის..
-ხოდა ბავშვი , დაიწყო ბაბილინა წადი უყურე .. გაღიმებულმა შევხედე
-თქვენს ხელში გავგიჟდები.. ხვალ მივდივარ მე ბაკურიანში, სურათებს დავდებ და იქიდან დაინახავთ თოვს, აბა ისე ვერ ეღირსებით ფიფქების ნახვას .. გადაიხარხარა და სამზარეულოდან ღიღინით გავიდა - ფიფქებიიიიი ცვივადაა ფიფქეეეებიი მღერიან..
-წაბძანდეს ჩვენც დავადგებით თავზე.. ბოროტულად ჩავიცინე, როცა იოანეს გაცოფებული სახე წარმოვიდგინე.
- ანუ ორში მივდივართ? გამხიარულებულმა წამოიძახა
-აჰამ.
-მოცადე და რითი მივდივართ ?
-რათქმაუნდა ფეხით .. ჩემს სიტყვებზე წვენი გადასცდა ..
-რითი ?
-მართლა ფეხით ხო არ წავალთ, შენ კიდე . ირაკლიც მოდის და იმას წავყვებით .. ანის გაკვირვებულ სახეს, რომ გადავაწყდი დავამატე .. იოანეს ძმაკაცი რომაა სვანი იკა გვიჩიანი...
-ააა ხო ვიცი.. ამასწინ იყო მოსული მარკეტში შენ გიკითხა ..
-სულ ჩემს სანახავად მოვიდა რა .. ჩავიბურტყუნე ჩემთვის..
-რამე თქვი ?
-არა რა უნდა მეთქვა ? ვაიმე მოჩვენებები დაგეწყო.. წადი მიდი ჩაიცვი, გავიდეთ სამსახურში თორემ, მეც გამომაგდებს იქიდან და დავჩები ისე ..
-კაი მოვემზადები მაშინ და 5ის ნახევრისკენ გავიდეთ ..
მარშუტკაში ვიჯექით და ვუსმენდით მძღოლის მიერ ჩართულ, ნინო ჩხეიძის დისკს.. მოთმინების ფიალა მევსებოდა .. გაღიზიანება სახეზე მეტყობოდა, მკვლელის თვალებით მივჩერებოდი მოხუც მძღოლს, რომელიც სიმღერას ჰყვებოდა .. ანი ჩემი სახის დანახვისას კისკისებდა , რაც უფრო მეტად მიშლიდა ნერვებს ..
გაღიმებული შევედით მარკეტში, თანამშრომლებს მივესალმეთ და სალაროსთან მდგომ ვატოსკენ ავიღეთ გეზი ..
-ბატონო ვატო, როგორ ხართ ? მორიდებით შეეკითხა ანი
-როგორ ვიქნები, ნახევრად ცარიელ მარკეტში ? კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმა ..
-ბატონო ვატო, ვიცი ანი დამნაშავეა, მაგრამ ვინ არ უშვებს ამ ქვეყნად შეცდომებს ? ერთი შანსი კიდევ მიეცით და პირობას გაძლევთ აღარ განმეორდება იგივე.. დამთბარი ხმით მივმართე .
რამდენიმე წამი ჩუმად იდგა ჩაფიქრებული, მერე ძლივს ამოთქვა
-კარგი ანი გაძლევ შანსს საბოლოოს..მკაცრად თქვა. -ვიცი დღეს შენი ცვლა არ არის, მაგრამ ნინომ დატოვა სამსახური , ამიტომ შენ უნდა იმუშაო დღეს მის მაგივრად, კონპენსაციას მოგცემ .. და კიდევ ერთი კვირით განთავისუფლებულნი იქნებით, ახალი წლის გამო . საფრანგეთში მივფრინავ და მაღაზია დაკეტილი იქნება მანამდე, რომ ჩამოვალ მერე გავაგძელოთ მუშაობა.. მომღიმარი მოგვაშტერდა.
-ვაიმე მადლობა , ახლავე დავიწყებ. ვატო დავტოვეთ და თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში შევედით .. მთელი დღე ფეხზე ვიდექით , უამრავი ხალხი შემოდიოდა მაღაზიაში. ღამის 12 საათი იყო სახში, რომ მივაღწიე .. არაფრის თავი არ მქონდა მაშინვე ,ოთახში შევედი და საწოლზე დავებეთქვე .
დილით დედაჩემის ქოთ ქოთმა გამღვიძა ..
-ნიდა დედა, ადექი დამეხმარე იმდენი რამე გვაქვს გასამზადებელი ვერ მოვასწრებთ ..
-რომელი საათია . თვალების სრესვით ძლივს ვთქვი
-შუადღის 2 საათია უკვე, დაღამდა და ეგაა..
-კაი რა დე, მოვასწრებთ არ ინერვიულო..
მე სახლს ვალაგებდი, დედაჩემი საჭმელს აკეთებდა .. აბა მე ვნ მიმაკარებდა სამზარეულოს, როცა დედა იყო იქ .. ნუ არც ვიცოდი ბევრი რამის გაკეთება, ამიტომ რაც მეხერხებოდა ის დამევალა.. ეზოშიც მოვაწესრიგე ყველაფერი და იქვე დაკიდებულ ჰამაკში ჩავსკუპდი.. წელის ტკივილით ვკვდებოდი..
12ის ნახევარზე ყველაფერი მაგიდაზე ეწყო, ხაჭაპურიდან დაწყებული ხიზილალით დამთავრებული..
ახალწელს ოჯახთან ერთად შევხვდი, მერე ჩვენი ნათესავები და მეზობლებიც შემოგვიერთდნენ და წავიდა ქართული ქეიფი და ღრეობა .. ბოდიშის მოხდით დავტოვე სუფრა და დაღლილს მაშინვე ჩამეძინა თავი ბალისზე, რომ დავდე..
მეორე დღეს , მობილურის ხმამ გამაღვიძა.. ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დავწვდი ..
-გისმენთ .. თვალები ზანტად გავახილე და ლოგინზე წამოვჯექი..
-ნიდა გილოცავ ახალ წელს.. იკას მხიარული ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას ..
-იკუშ მეც გილოცავ .
-რას შვები აბა? დღეს ხომ მივდივართ ?
-დღეეს ?
-ხო რა .. დღეს წავიდეთ ..
-მე ხვალ ვფიქრობდი წასვლას . იმედია არ ჩავჩებით თოვში..
-დღეს წავიდეთ, 2 საათში გამოგივლი და კი ვიქნებით საღამოს იქ. არ იღელვო მაგაზე, ჰამერით მივდივართ და ჩარჩენის შანსი ნოლი ..
-იცი ისინი სადაც არიან ?
-რო არ ვიცოდე, ხო არ წაგიყვანდით ისე ?
-ხო რავიცი .. ხელი თმებზე გადავისვი.
-რაო ანიმ ? ხო მოდის ?
-ხო მოდის .. კაი მაშინ დავურეკავ ეხლა იმასაც და 2 საათში იყავი, ჩემი სახლის წინ ..
-იმენა ხანუმა ხარ რა .. კეთილი ხანუმა .. სიცილით თქვა და ტელეფონი გათიშა..
საწოლიდან წამოვდექი.. თავი მოვიწესრიგე, ანას მივწერე ბარგი გაამზადე და ჩემთან გამოდი, დღეს მივდივართთქო.
ჩემი ბარგი შემოსასვლელში მივაგდე..
ანიც მოვიდა, გაღიმებული სახით .
-რა სახე ექნება ლუკას რო დამინახავს... გადაიხარხარა ანიმ..
-ან იოს .. მეც ავყევი.
-ნიდა კარები გააღე ზარია ..სამზარეულოდან გამომძახა დედაჩემმა
-გავიგე დე.. სიხარულით გამოვაღე კარები და რამის ინფაქტი დამემართა ირაკლის გვერდით მდგარი დვალი, რომ დავინახე ..
-ამას აქ რა უნდა ? საჩვენებელი თითი ნიკასკენ გავიშვირე ..
-შენს სანახავად მოვედი, ამ არდადეგების გამო ვერ გნახე და მომენატრე.. ჩემი ფრაზა გაიმეორა .. მეც მოვდივარ ბაკურიანში, მეტი საქმე არ მაქვს შენ გსდიო ..
-სიტყვის ლექსიკონი, შენ არ გაგაჩნია და ატრიალე ჩემი სიტყვები.. სწერვულად გავუღიმე..
-აუ გეყოფათ რა .. გვერდით გამწია იკამ და სახში შევიდა , ნიკამაც შემოაბიჯა . დივანზე მჯდარ ანის მიესალმნენ და შემდეგ მე მომიბრუნდნენ
-წავედით ხო?
-კი წავედით .. მხიარულად შემოვკარი ტაში .. დედაჩემს დავემშვიდობე ... ჩემი ბარგი ნიკას მივაჩეჩე და ფრენა ფრენით წავედი მანქანისკენ.. რაღაც კი ჩაიბუტბუტა, მარა მაგას მივაქცევდი ყურადღებას ?
ღამის 9 საათი იყო ორ სართულიანი კოტეჯის წინ, რომ გავჩერდით ..
-იკა შენ ბარგი გადმოიღე, აი ანიც მოგეხმარება.. მე ავალ და ვნახავ ერთი რა სიტუაციაა.. ეშმაკურად ჩავიხითხითე და კოტეჯისკენ გავიქეცი..
რამდენჯერმე დავაკაკუნე და ვიღაც, ჩემთვის უცნობმა ბჭმა გამიღო კარი.. გაღიმებულმა ამათვალიერა .. მეც დაბნეულმა შევხედე ..
-ნაშაც მოსულა .. თვალებ ანთებულმა თქვა ... როცა სიტყვის არსს ჩავწვდი, ხელი მოვიქნიე და წინ მდგომს მთელი ძალით გავარტყი .ნიკას ხარხარი მისწვდა ჩემს ყურთასმენას, მაგრამ მაგას მერე მოუვლიდი. ჩემ წინ მდგარმა ხელი ლოყაზე მიიდო , გაოგნებული სხეული გვერდით გავწიე და სახში გაცოფებული შევარდი.. მუსიკა, რომელიც მთელ სახს ანგრევდა , გამოვრთე და ჩემს ძმას გავხედე, დივანზე იჯდა და კლთაში მჯდომ, ვიღაც ქუჩის ქალს თმებზე ეფერებოდა .. ჩემი დანახვისას ფეხზე წამოხტა , იმ გოგომაც ვერ შეიკავა თავი და ძირს დავარდა ..
-შენ აქ რა გინდა გოგო ? დაიღრინა
-მორჩა გუგუნი, აბა გოგონებო კარგად იყავით, სხვა დროს მოაკითხეთ ამ ქალის ხამებს .. შავგვრემან გოგოს, მკლავში მოვკიდე ხელი და კარებამდე „მივაცილე“ .. დარჩენილმა ორმა „მანდილოსანმა“ ჩემი გაცოფებული სახე, რომ დააფიქსირეს თვითონ, ახვეტეს ნივთები და გავიდნენ .. კარებთან მდგომმა დვალმა, ხარბი მზერა გააყოლა მიმავალ ქერათმიან გოგონას .. ფუ დებილი..
-გოგო შენ ხომ არ გაგიჟდი? მიღრიალა იომ ..
-კაი რა იო , ამხელა გზა გამოვიარე შენს სანახავად და შენ კიდე მეჩხუბები ?
-ეხლა ადგები, ჩაჯდები მანქანაში და მაგ გზას ხელახლა გაივლი..
-მეც მიყვარხარ .. რაო რა თქვი, რომელია შენი ოთახიო?
-რა ოთახი გოგო ? ადექი მოკიდე მაგ ბარგს ხელი და წადი სახშითქო.. წყობილებიდან გამოსული ხელებს აქეთ იქით იქნევდა ..
-რათქმაუნდა იო.. ნიკა მომეცი ჩემი ბარგი. გაოცებულს ხელიდან გამოვგლიჯე, ჩემი ზურგ ჩანთა.. იოსთან მივედი, ლოყაზე ვაკოცე და მეორე სართულზე ამავალ კიბეებს ავუყევიი..
- რა ძმა მყავს რა, როგორ ზრუნავს ჩემზე, რათქმაუნდა დაღლილი ვარ და უნდა დავიძინო ..ისე გილოცავთ ახალ წელს ბაღნებო და ძილინებისაააა.. ხო კიდე, კარგ გართობას გისურვებთ ..ანი მოდი გოგო, შენც დაღლილი ხარ და დავისვენოთ .. გაღიმებულმა ავიარე საფეხურები, ანიც უკან გამომყვა.. სიცილს ძლივს იკავებდა ..
ლუკა განრისხებული სახით უყურებდა დას.. იოც მის დღეში იყო.. ხახა მშრალზე დანარჩენი საზოგადოება კი, განცვიფრებული მადევნებდა თვალს..
ერთ-ერთ ოთახში შევედი ..
-აუ ცუდად ვარ .. ახარხარდა ოთახში შემოსული ანი..- რა ჩაუტარე.. ვაიმე ასე მეგონა იოანე გისვრიდა სახლიდან..
- კაი შევეშვათ მაგას .. მოდი რა ეს ზეწარი გამოვცვალოთ, თორე მე აქ არ დავწვები.. ზიზღით შევავლე თვალი საწოლს ..
-ლუკას საწოლია ეგ უეჭველი
-შენ რა იცი?..
-მაგის ოდეკოლონის სუნი აქვს. მხრები აიჩეჩა
-ნუ ლუკიტოსი თუ არი, კი დავწვები მე აქ, ეგ ისეთი პეწენიკაა , ჯერ ნახე როგორ ლამაზად აქვს დალაგებული ეს ბალიშები ..სიცილით ჩამოვჯექი ლოგინზე..
-ეს საწოლი ვისია ნეტა ? მეორე საწოლზე მანიშნა თვალით ..
-აზზე არ ვარ, მაგრამ ხოიცი ჩემი წიკები , ამიტომ ჩანთაში მიდევს სუფთა თეთრეული და გადააფარე ის .. გაღიმებულმა ვუთხარი.
ჩემი დათუნიებიანი პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში ჩავწექი.. ანი ზეწარს აფარებდა ..
დილით ადრე გამეღვიძა...ზანტად წამოვდექი საწოლიდან..ანის ტკბილად ეძინა და აღარ გავაღვიძე.. მთქნარებით ჩავდიოდი კიბეებზე , ბიჭები დივანზე ისხდნენ და ლუდს სვავდნენ .
-ბარო სასტავ. ხელის აწევით წამოვიძახე
-შენი ხმა არ გამაგონო.. გაბრაზებულმა იომ გამომხედა.. ნიკა სიცილს ძლივს იკავებდა, ჩემი დანახვისას . რას ხედავს სასცილოს, დათუნიან პიჟამაში ვერ ვხვდები. ეს დებილი, როგორ მოსწონს ყველას? ვერ არიან ეს გოგოები კარგად ..
-ილიჩკა რავახარ ბიჭოო? ჩემი ძმისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ლუკას გვერდით მჯდომ ილოს შევხედე..
-ნარმალნა.. სიცილით მომეხვია..
-ამას რა უქენი ტო ? ილომ ღიმილით მიმითითა, უცნობ ბიჭზე რომელსაც ლოყა ჩალურჯებოდა .. ეტყობა ჩემი ბეჭედი მოხვდა კარგად .. ნეტა კიდე ამესხა ეს ბეჭდები.. მაინდამანც გუშინ არ გავიკეთე ბევრი..
-ეტყობა გადაკოცნისას ჩემი პომადა მოეცხო.. მხრები ავიჩეჩე უდარდელად ..
-ხო ალბათ.. ჩაიფხუკუნა ილომ.
სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად..მისაღებში, რომ დავბრუნდი ბიჭები კურტკებს იცვამდნენ..
-სადმე მიდიხართ ?
-სასრიალოდ .. მხიარულად წამოიძახა ლუკამ
-მერე დაგველოდეთ მე და ანის და ჩვენც წამოვალთ
-მაყურებლები არ გვჭირდება.. მომიგდო რამდენიმე სიტყვა ჩემმა ძმამ..
-მერე მასწავლე სრიალი და არ ვიქნები მაყურებელი.. გაღიზიანებულმა ვთქვი.
-ღმერთო რა შეგცოდე? ხელები ზევით აღმართა, ჩემმა ძმამ და თავი უკან გადააგდო.
-კაი მიდი, გაემზადეთ დაგელოდებით და ერთად გავიდეთ ..
-ისევ ჩემი იკა თუ დამიდგება გვერდში თორე ვის რაში ვადარდებ .. იკას ლოყაზე ვაკოცე და ბიჭებს ენა გამოვუყავი ..
ანი გავაღვიძე.. გავემზადეთ და კიბეებზე ჩავირბინეთ მხიარულად ..
კარები გამოვგლიჯე და ბიჭებს მივაძახე წავედითთქო..
-იცოდეთ ჩვენ არ შეგვაწუხოთ .. ღრენით გადმოგვხედა ლუკამ
-არ შეგაწუხებთ გენაცვალე ვიქნებით ჩვენთვის .. ძირს დავიხარე და თოვლის გუნდა გავაკეთე .. წინ მიმავალ ილოს დავუმიზნე და ვესროლე .. მაინდამანც მაშინ გაიწია ესიც და ილოსთვის განკუთვნილი გუნდა ნიკას მოხვდა თავში.. სიბრაზისგან აწითლებულმა გამომხედა და ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent