შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 22


25-02-2017, 00:17
ავტორი katiusha
ნანახია 3 684

... ყოველთვის მაინტერესებდა როგორი იყო ლამაზი ქალი ან ვინ როგორ ქალს თვლიდა ლამაზად? ყოველთვის მაინტერესებდა რაში მდგომარეობდა ბედნიერება და ადამიანის ცხოვრების არსი... როცა ამ თემაზე საკითხები წამოიჭრებოდა ყველა სხვადასხვა აზრს გამოთქვამდა.. მე კი ერთ რამეს მივხვდი და ერთი რამე გავიაზრე კარგად. ქალი მაშინაა ყველაზე ლამაზი და ბედნიერი როცა უყვართ, ხოლო ცხოვრების აზრი სწორედ ამ სიყვარულში და მის შედეგშია- წარმოშვას თავისივე მსგავსი ინდივიდი როგორც ამას დიდი მეცნიერი მენდელი ამბობდა....
ერთადერთი რაც სოფომ ამ მომენტში იგრძნო ის იყო რომ მასაც უყვარდა, მაგრამ შეეშინდა ამ გრძნობის. როცა რეზოს ნათქვმი მოისმინა ტანში გააჟრიალა, სიამოვნების განცდამ მთელ სხეულში დაუარა თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე. სრულად გააანალიზა მისი ნათქვამი და ხმის ამოღება ვერ გაბედა... მისკენ შემობრუნდა. ხელები უღონოდ ჩამოყარა ძირს, თავი დახარა და თვალიდან ობოლი ცრემლი გადმოუვარდა. რეზო დაიბნა, ვერ მიხვდა მისი ასეთი რეაქცია რისი ბრალი იყო. ნიკაპში ხელი მოჰკიდა თავი ააწევინა, თავლებში ჩახედა და ფრთხილად ჰკითხა:
-რატომ ტირი? რა ხდება?რამე ისე არ არის?
-ბედნიერებისგან ვტირი. დაიჩურჩულა გოგომ და ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა
-არ მოგეწონა სიუპრიზი?
-მომეწონა კი არა ჩემზე ბედნიერი არავინ არაა ახლა ქვეყანაზე. უბედნიერესი ადამიანი ვარ.
-მეტს არაფერს მეტყვი?
-მადლობა ყველაფრისთვის რეზო. მადლობა უბედნიერესი წამებისთვის. მადლობა ამ დღისთვის....
-სულ ეს იყო?-გაუღიმა ბიჭმა რომ მოწყენა დაემალა
-დამრჩა რამე სათქმელი.?-გაიკვირვა გოგომ და მანაც გაუღიმა
-კარგი არაფერი. წამოდი ვივახშომოთ.. დღეს მე მოგემსახურებით ქალბატონო. რეზომ ხელი ჩაჰკიდა და მაგიდისკენ წაიყვან. სკამი გამოსწია, დაჯდომაში მიეხმარა. მერე ღვინის ბოთლი გახსნა. ჭიქებში ჩამოასხა, მაგიდას საპირისპირო მხრიდან მოუარა და თვითონაც სუფრას მიუჯდა
-მოდი ჩემო ლამაზო ჩენ გაგვიმარჯოს და ჩენს სიყვარულს.
-გაგვიმარჯოს. უპასუხა სოფომ ღიმილით, -როგორც ჩანს ოცდამეერთე საუკუნეშიც არსებობენ პრონცები ისევ .-გაეცინა სოფოს
-დიახ და ის თქვენს წინაშეა ახლა.
-ცოტა ხმამაღალი განცხადება ხომ არაა?
-არა რატომ?ჯერ თავო ჩემოო ხომ გაგიგია.... კარგი არ გვინდა ამაზე საუბარი. მიირთვი რამე.
სოფომ სალათი გადმოიღო თეფშზე.
-სიმართლე რომ გითხრა არ მშია. არაფერი არ მინდა, მე მხოლოდ შენს გვერდით ყოფნა მინდა
-მეც. თავი დაუქნია ბიჭმა
-იცი რეზი დიდი დრო არაა გასული ჩვენი გაცნობიდან, მაგრამ ასე მგონია რომ მთელი ცხოვრებაა გიცნობ. უსიტყვოდ გესმის ჩემი. ზუსტად იცი როგორ გააბედნიერო ქალი და ამას ისე აკეთებ რომ მასთან დაწოლა და სექსი არ გქონდეს
- ჩემო ლამაზო, იყო დრო როცა მხოლოდ ეს იყო ჩემთვის მთავარი, ქალთან მხოლოდ ასეთი ურთიერთობა მინდოდა მქონოდა შენს გაცნობამდე. შენი გაცნობის მერე ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. დავინახე რომ სხვა რამეც მნიშვნელოვანია და ორმაგი ბედნიერებაა სიყვარულით და ვნებით გამტკიცებული ურთიერთობა. -უთხრა ბიჭმა და გოგოს მიაჩერდა
-ცოტა ხნით ადრე საშინლად ვიტანჯებოდი, საკუთარი თავი მეცოდებოდა რომ ასეთი უბედური ვიყავი, რომ ასე უნდა დავტანჯულიყავი მთელი ცხოვრება და ეს ის სასჯელი იყო რაც უფალმა მომივლინა. ეს ტანჯვა ჩემი იყო. ახლა კი პირიქით ვფიქრობ, ახლა ვხვდები რომ ეს იმიტომ შემემთხვა რომ აქ ჩამოვულიყავი და აქ შეგხვედროდი შენ.ჩემი ცხოვრების დიდ სიყვარულს.
-რას?რა თქვი?მომესმა?-რეზო წვენს სვავდა და გადასცდა. კინაღამ დაიხრჩო
-არა არ მოგესმა. გოგო მისკენ გადაიწია და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო. -კარგად დავინახე შენი სახე წეღან როცა მითხარი მიყვარხარო. ჩემგანაც იგივეს ელოდი. მე კი უაზრობა წამოვისროლე. ერთი წუთით ვიფიქრე ხომ არ მეშლება რამე, ნუთუ მეც იგივეს ვგრძნობ-თქო.არ მინდოდა შეცდომა დამეშვა.შემეშინდა.მაგრამ უცებ გავაანალიზე ყველაფერი და მივხვდი რომ სიგიჟემდე მიყვარხარ რეზო ბექაურო. სოფომ გაუღიმა და თვალი თვალში გაუყარა. ბიჭს სახეზე ბედნიერებამ გადაუარა და წამოდგა. მისკენ წავიდა. გოგოს ხელი გაუწოდა. ააყენა და ხელში ბუმბულივით აიტაცა, რამდენჯერმე დაატრიალა.
-ყოველთვის ვფიქრობდი რომ იმ ერთადრთს როცა შევხვდებოდი მაშინვე მივხვდებოდი რომ ის იყო. დიდი დრო არ დამჭირდებოდა ამისთვის და ასეც მოხდა. როგორც კი დაგინახე მაშინვე მივხვდი რომ შენ იყავი ვისაც მთელი ოცდაცამეტი წელი ველოდი. გულში მაშინვე ჩემი დაგარქვი როცა კაბინეტში შემომივარდი და მეჩხუბებოდი. მაშინ მივხდი რომ ჩემი ცხოვრების ქალი ხარ სოფო. რეზომ მიწაზე დააბრუნა გოგო, სახე დაუჭირა და მის ტუჩებს დააცხრა.თუმცა მალევე მოშორდა მის ტუჩებს და ტელეფონი ამოიღო.
-რას აკეთებ?გაუკვირდა გოგოს
-მუსიკას ვრთავ. საღამო ცეკვის გარეშე როგორ იქნება.მუსიკოსების დაქირავება ვერ მოვასწარი. აქ კი ვერავინ ვნახე. მაგრამ ამას მომავალში გამოვისყიდი. გაეცინა ბიჭს და ნელი მელოდია ჩართო. გოგოს წელზე მოხვია ხელები და მიიხუტა მკერდზე. სოფოც ძლიერად მოეხვია და აჰყვა....
მუსიკა რომ დასრულდა რეზომ ტბასთან ახლოს მიყვანა, რომელიც კიდევ უფრო გაკვირვებული იყო. იქვე ლამაზად დაკეცილი პლედებიდან ერთი აიღო. გაშალა და ძირს დასვა სოფო. მერე ერთი მას მოახურა, მეორე თვითონ. გვერდით მიუჯდა და სივრცეს გაუშტერა თვალი. გოგომ მხარზე ჩამოადო თავი და ისიც გაჩუმდა.
-სოფოო..დაარღია სიჩუმე რამდენიმე წუთის შემდეგ რეზომ.
-რა?უპასუხა გოგომ ისე რომ თავი არ აუწევია.
-მინდა ჩემთან იყო,,ჩემი იყო...
სოფო უსიამოვნოდ შეიშმუშნა და მოიწყინა.უნებურად გულში გაიფიქრა რომ ბიჭს მასთან ყოფნა უნდოდა დღეს და თვალწინ კადრებივით გაუელვა ზაზასთან გატარებულმა დღეებმა. დარწმუნებული იყო რომ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ მაინც არ იყო თანახმა ამაზე და ახლა რამე რომ თქვა ბიჭს ზუსტად იცოდა დღევანდელ დღესაც გააფუჭებდა და მათ ურთიერთობასაც. ღმერთს სთხოვა რომ რეზოს არაფერი ეთქვა ამ თემაზე. ამიტომ ხმა არ ამოუღია ჩუმად იჯდა და დაელოდა როგორ გააგრძელებდა რეზო დაწყებულ საუბარს.
-რატომ გაჩუმდი?შენ არ გინდა ჩემთან?
სოფომ მხრები აიჩეჩა და თავი საპირისპირო მხარეს მოატრიალა.
-შემომხედე. რეზომ სახე მოატრიალებინა.-ახლა რა იფიქრე?
-არაფერი.
-დარწმუნებული ხარ რომ ვერ მივხვდი რა იფიქრე?
-ალბათ მიხვდი.... ხომ იცი რომ მეე...
-გაჩუმდი..ბიჭმა ტუჩებზე ააფარა ხელი...-მე დღეს არ მინდა შენთან ყოფნა. მე სამუდამოდ მინდა რომ ჩემთან იყო. როგორც ჩემი ცოლი.როგორც ჩემი მომავალი შვილების დედა. რეზომ ისევ აკოცა ტუჩებში..-ჩემი სულელი გოგო ხარ შენ,- გაეცინა მერე. -ნუგეშინია.
სოფოც თითქოს დამშვიდდა. დაამშვიდა მისმა სიტყვებმა. თვალები დახუჭა და უფრო ახლოს მიიჩოჩა ბიჭისკენ
-ისე რამდენი შვილი გინდა შენ?
-რეზოო.. ხომ იცი მეე არ...
-არა სოფო. არანაირი არა. ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ ვიქნებით ყველაზე ბედნიერი მშობლები. ვერავინ და ვერაფერი დაგვიდგება წინ.
-ერთად ყველაფერს შევძლებთ.-უცებ სოფო წამოიწია თავი ასწია და რეზომ უთხრა.-მართალი ხარ. მე არ დავნებდები.. ჩვენ გვეყოლება შვილები და მე ვიქნები ყველაზე ბედნიერი დედა და ყველაზე ბედნიერი ქალი რომ შენ მეყოლები გვერდით. ახლა სოფომ აკოცა ბიჭს და გაბრწყინებული თვალებით შეხედა.-
-ჩემი გოგო.-გაეცინა მასაც.-მინდა რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ამაზე ზრუნვა. მინდა რომ სანამ დაზამთრდება მანამდე დავქორწინდეთ.
-ხომ არ ვჩქარობთ?-დაეჭვებით ჰკითხა სოფომ
-გიყვარვარ?
-კი.
-მეც ხოდა მგონი საკმარისი მიზეზი გვქავს. თან ზამთარი მოდის და მინდა რომ შენ მათბობდე და არა გამათბობელი.-გაიხუმრა რეზომ
-სულელო. ხელი წაჰკრა სოფომ და თავის ადგილს დაუბრუნდა
-ისე რამდნეი შვილი გინდა გყავდეს?
-მეე??ბავშვობიდა ვოცნებობდი რომ სამი შვილი მყოლოდა ორი გოგო და ერთი ბიჭი. ოღონდ პირველი აუცილებლად ბიჭი იქნება დარწმუნებული ვარ.-გაეღიმა მას
-მე ორი მინდოდა მაგრამ იყოს სამი.. მაგრამ მინდა პირველი გოგო იყოს მამიკოს პრინცესა და დედიკოსავით ლამაზი.
-არა დედიკოს პრინცი და მამიკოსვით სიმპატიური და ჯენტლმენი.-აჰყვა სოფო.
-მოდი ნუ ვიკამათებთ მაშინ და დაველოდოთ-დათმო ბიჭმა.-წამოდი შიგნით შევიდეთ გვიანია უკვე და აცივდა. არ გამიცივდე. სოფოს ხელი ჩაჰკიდა. გოგო ფეხს ითრევდა. კარგად იცოდა შეიძლება ვერც ერთს მოეთოკა თავი და დღევანდელი დღე ერთად ყოფნით დასრულებულიყო. მაგრამ მისდა გასაოცრად რეზომ საწოლში ჩააწვინა. საბანი კარგად დააფარა, ძილინებისა უსურვა და თვითონ მისაღებში, დივანზე დაწვა. სოფოს ბედნიერს ჩაეღიმა და თვალები დახუჭა სულ არ გახსენებია როგორ დასრულდა მისი დაბადებისდღის წვეულება რესტორანში...

სტუმრების ნაწილი ზეზვამ წაიყვანა მანქანით მარო ბებოსთან. დათამ კი თამუნა მოიხელთა და მარტო ჩასვა მანქანში. ზეზვას თვალი ჩაუკრა ყველასგან შეუმჩნევლად. ისიც მაშინვე ჩაჯდა და მანქანა სწრაფად დაზრა ადგილიდან სულ არ მიუქცევია ყურადღება კესოს საყვედურებისთის, რომელიც ეუბნებოდა რომ ბევრი დალიე და საჭესთან არ დაჯდეო.
-მთიული ხისთავიანი ხარ.-გაუბრაზდა ბოლოს
-ხო მაგრამ შენ გიჟდები ამ ხისთავიანზე.-გაეცინა ზეზვას და დანარჩენებიც აიყოლია.
-რას ერჩი მშვენიერი ბიჭი ჩაიგდე ხელში.-ჩაერთო გიო.
-ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ვინ ვინ ჩაიგდო ხელში. -არ ჩამორჩა კესო
-შენ რატომ ეჩრები??-უსაყვედურა მაიკომ-შეყვარებულების ჩხუბში რომ არ უნდა ჩაერიო არ იცი?
-კარგი რაა ჩემო მაიკო. შეყვარებულების ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო. მთელი ცხოვრებაა ასე ვჩხუბობთ,მაგრამ მაინც ვრიგდებით.-განუმარტა ზეზვამ
-ხოდა სულელი ვარ რომ გირიგდები. რომ მინდა მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ მაგიტომ არ მინდა ნასვამი იჯდე საჭესთან-
-ხანდახან ვფიქრობ რომ ნამეტანი ჭკვიანია ეს გოგო ჩემო გიო. ხან კი ტიპიური ქართველი ეჭვიანი ქალივით იქცევა
-ისევე როგორც ყველა ქალი .
-ამათ უყურე ეხლა როგორ გაერთიანდნენ?-იწყინა კესომ
-შეეეშვი კესო. იყვენენ და იარონ ასე. რაც უნდათ უქნიათ. სხვა დროს მივხედოთ. თვალი ჩაუკრა მაიკომ
-აჰაა გაერთიანება კაცები ქალების წინააღმდეგ ოფიციალურად შექმნილია.
-ფრთხილად ვიყოთ გიო. ჩაეცინა ზეზვას და მანქანა სოფოს სახლთან შეაჩერა გაბმული სიგნალით
-გაჩერდი გააღვიძებ იმ ქალს და შეაშინებ. კიდევ ერთხელ უსაყვედურა კესომ და მანქანის კარი გააღო რომ გადასულიყო.
-შენ გგონია ეძინება??ხომ იცი სანამ ყველა სახლში არ მივა არ დაიძინებს, თქვა ზეზვამ და სანამ სათქმელი დაასრულა ეზოს კარში მოხუცი ქალი გამოჩნდა.-აი ხომ გითხარი
-შუაღამე მშვიდობისა შვილებო. მობრძანდით.
-მარო ბებო სტუმრები მოგიყვანეთ. ეს სოფოს ძმაა-გიო. მისი მეუღლე მაიკო და ეს პატარა მძინარე ქალბატონი პატარა სოფო, მათი შვილი. ეს კი ჩვენი საყვარელი მოხუცია მარო ბებო.
-ვინაა ბიჭო მოხუცი?-დაუცაცხანა ქალმა და გაეცინა. სტუმრებს მიესიყვარულა, გადაკოცნა და შინ შეუძღვა.-მობრძანდით ჩემი ლამაზებო.ეს რა ხალხი მეწვია.რა ლაზები ხართ. შენ ჩემ სოფოს გავხარ ძალიან. გვერდით ამოუდგა გიოს.
-არა ბებო. მე მასთან ახლოსაც ვერ მივალ. ანგელოზია ჩემი ლამაზი გოგო.
ქალი ბედნიერი იყო მათი სტუმრობით. რამდენი ხანია მის სახლს ამდენი ხალხი არ სტუმრებია. მოშიებულები იქნებითო, სუფრის გაშლა დააპირა მაგრამ, გოგოებმა არ დაანებეს. მხოლოდ ძილი გვინდა ახლა. ქალმა ზეზვა და კესოც თავისთან დაიტოვა,ცოცხალი თავით არ გაუშვა. გოგოები სოფოს საძინებელში მოათავსა, ბიჭები სტუმრების ოთახში.
-მოიცათ თამუნა სად არის?-იკითხა უცებ.
-თამუნა?-ნხოლოდ ახლა მიხვდნენ რომ ის აკლდათ .
-დაანებეთ შეყვარებულ წყვილებს თავი. მხოლოდ ეს თქვა ზეზვამ და საძინებელში გაუჩინარდა, თან გიოც გაიყოლა. ისიც მაშინვე მიხვდა ყველაფერს და უთქმელად გაჰყვა უკან. ასე გაოცებულები დატოვეს გოგოებიც და მარო ბებოც....

-დათა ცოტა შეანელე რაა.
-გეშინია ლამაზო?-გაეცინა ბიჭს-იმ დღეს უფრო სწრაფად არ დავდიოდი?
-იმ დღეს ფხიზელი იყავი. ახლა ნასვამი ხარ და საერთოდაც რატომ დაჯექი საჭესთან?
-დღეს ნუ ვიკამათებთ კარგი?
-ჯიუტი ვინმე ხარ.-გაბრაზდა გოგო და ტუჩები სასაცილოდ გაბუსხა. ფანჯარაში გაიხედა და აღარ უყურებდა ბიჭს..
-როგორ მინდა ეხლა მაგ გაბუტულ ტუჩებში გაკოცო.-თქვა ბიჭმა და ჩაეღიმა როცა თამუანს გაცეცხლებულ სახეს შეხედა.
-რაო? თვალები გააფართოვა გოგომ.-ვერ ეღირსები.
-ისე კარგად ვეღირსები.. როცა მოვინდომებ მაშინ..
-აი ამის მეშინია ზუსტად. შენნაირი მამაკაცებისგან ესაა სწორედ მოსალოდნელი. საკუთარ თავში ზედმეტად ხარ დარწმუნებული.
--მე არ მაინტერესებს რისი გეშინია შენ ან რა გინდა. მე "ჩემსას" შეგაჩვევ.
-იდიოტო. დროზე მაინც მივიდეთ რომ აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა. უცებ მიხვდა რომ რაღაც ისე ვერ იყო.
-მოიცა ეს რა არის?სად ვართ?სად მიდიხარ?დათა გააჩერე მანქანა.-უბრძანა გოგომ
-მოგიტაცე თამარ ქალოოოო.- ყურებამდე გაიკრიჭა დათა.
-ხუმრობის არც დრო მაქვს და არც ნერვები. საშინლად ვარ დაღლილი და ძილი მინდა.
-მე არ მაინტერესებს. ბიჭმა მუსიკა ჩართო და ბოლომდე აუწია.
-გამორთე.- იკივლა თამუნამ.- თორემ გადავხტები. სახელურს დაეჯაჯგურა, მაგრამ ვერ გააღო. დათას ჩაეცინა ეშმაკურად. მიხვდა კარი ჩაკეტილი იყო და საუბარსაც აზრი არ ჰქონდა.
-გთხოვ ის მაინც მითხარი სად მივდივართ?-შეევედრა მერე
-არ ვიცი.-უპასუხა მშვიდად
-რას ქვია არ ვიცი?
- ასე არ ვიცი. ყველგან მინდა ვიყო სადაც შენ ხარ.
-რატომ?
-არც ეგ არ ვიცი...
-საერთოდ რამე იცი?
-აქამდე ვიცოდი, ახლა აღარ....
-აქამდე როდემდე.?
-სანამ გაგიცნობდი. დათამ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა, გააჩერა, მისკენ მიტრიალდა და მზერა გაუსწორა.
-რა გინდა ჩემგან? რატომ არ მანებებ თავს?
-რა სისულეს ამბობ?მე არ განებებ? თავს?-
მხრები აიჩეჩა გაკვირვებით
-ხო შენ. სადაც წავალ სულ თან დამყვები. სულ შენზე ვფიქრობ.შენ სახეს ვხედავ ყველგან. რატომ ამრიე?რა გინდოდა?
-მეე. მეე.. ენა დაება გოგოს
-ხო შენ. გაბრაზდა დათა და საჭეს დაარტყა ხელი.
-რა გჭირს?მგონი იმ ტვინის შერყევამ იმოქმედა შენზე. გაეცინა გოგოს
-გაფრთხილებ ნუ ცდილობ ჩემს გამოწვევას. გააფთრებული სახით შეხედა თამუნა და რომ დაინახა ის იცინოდა. უფრო გაგულსდა. კეფაში ხელი მოჰიკდა, თავისკენ მიიზიდა და ტუჩებზე ეძგერა. როგორც ყოველთვის ისევ წინააღმდეგობის გაწევა სცადა თამუნამ, თუმცა მალევე დაემორჩილა ბიჭის ნებას და მანაც აკოცა. რამდენიმე წამს ნეტარებაში იყვენენ, მაგრამ დათას მობილურმა დარეკა და კოცნა შეწყვიტეს. გოგო თავის ადგილს დაუბრუნდა და სავარძელში მოკალათდა. დათამ კი ეკრანს რომ დახედა, სახეზე ფერი გადაუვიდა და უგულოდ უპასუხა
.-რა გინდა? .. მე და შენ აღარ არსებობს... რააა? ბიჭი მანქანიდან გადავიდა და მოშორებით დადგა ზურგშექცევით...
თამუნა მაშინვე მიხვდა რომ ქალს ელაპარაკებოდა და ალბათ ერთ-ერთ საყვარელს. თან ამ შუაღამისას დაურეკა. უნებურად საკუთარი თავი გამოიჭირა. ბიჭზე ეჭვიანობდა. ო როგორ უნდოდა რომ მათი საუბარი მოესმინა. მაგრამ საკუთარ თავს სძლია. ჩაწეულ მინას აუწია. და გაიტრუნა. ვერ მოისვენა. კარი ფრთხილად გააღო და მისკენ წავიდა. ბოლოს ორ სიტყვას მოკრა ყური მხოლოდ .. ორსულად ხარ? არ არსებობს. ჩემი არ იქნება...უარყო დათამ
თავი მაშივნე ზედმეტად იგრძნო. საშინლად. გული ეტკინა. მაშინ როცა ფიქრობდა რომ თითქოს მას და დათას რაღაც გამოსდიოდათ, მაშინვე დასრულდა ყველაფერი. არა საკუთარ თავს არასოდეს მისცემდა უფლებას რომ მათ შორის ჩამდგარიყო. მითუმეტეს ბავშვი არსებობდა უკვე. იდგა და ადგილიდან ვერ იძვროდა თითქოს მიალურსმესო. მას უნდა დაეთმო და მას უნდა ჩაეკლა გულში ეს გრძნობა. თავს ვერ მისცემდა უფლებას ბავშვი უმამოდ გაზრდილიყო... თვალებიდან ღაპაღუპით სცვიოდა ცრემლები.
დათამ საუბარი დაასრულა. გაბრაზებულმა ჩაიდო მობილური ჯიბეში და მობრუნდა მანქანისკენ. მაშინვე შეამჩნია მტირალი თამუნა
-შენ აქ იყავი?ყველაფერი გესმოდა??-ჰკითხა დაბნეულმა
-ხო.- თავი დაუქქნია გოგო და უკან უკან წავიდა.
-ყველაფერი ისე არაა, როგორც გგონია. მისი დამშვიდება სცადა დათამ. გოგო უკან-უკან იხევდა. უცებ მანქანისკენ გაიქცა. სწაფად მიუჯდა საჭეს, ყურადღება არ მიუქცევია დათას ყვირილისთვის და მუდარისთვის. გვერდით ჩაუქროლა და შუაგულ ტრასაზე, შუაღამისას მარტო დატოვა. ცრემლებს იწმენდდა. -საშინელი ადამიანი ხარ. დათა ,მეზიზღები, მძულხარ. როგორც ყველა მამაკაცი, შენც მაშინვე უარყვე რომ ბავშვი შენი იყო. ჩემთანაც იყავი და მასთანაც დადიოდი. რა მნიშვნელობა აქვს ვინაა". ისიც ქალი იყო და გოგო სრულ ქალურ სოლიდარობას უცხადებდა მას....

დათამ გაბრაზებულმა ამოსცხო ქვას ფეხი დაშეიკურთხა. საათს დახედა. ღამის ორი საათი იყო.
-ამის დედაც ახლა რა ვქნა.? რომელი ერთი ვიდარდო?ის რომ ამ შუაღამისას აქ არავინ გამოივლის? ის რომ თამუნას ვაწყენინე თუ ის რომ ლელა ორსულადაა? ნეხვში ხარ დათა ყელამდე ნეხვში.. აი შენი იდიოტური ცხოვრების შედეგი...ერთი ღამის ღამის გამო ახლა ასეთი ადამიანი უნდა დაკარგო..საკუთარ თავზე ბრაზობდა. გულწრფელად ნანობდა ყველაფერს.
ადგა და გზას ფეხით გაუყვა. - აქ რომ ვიყო ნამდვილად გავიყინები ან რომელიმე ცხოველის წერა გავხდები. იქნებ პირველივე სოფლამდე მივაღწიო როგორმეო. დროდადრო თამუნას ურეკავდა, მაგრამ გოგო არ პასუხობდა. ბოლოს მობილურის ბატარიაც დაუჯდა და სიგნალი მისცა რომ მალე გაითიშებოდა...ბოლოჯერ დაურეკა, მაგრამ რომ აღარ უპასუხა საბოლოოდ შეტყობინების გაგზავნა მოასწრო და მობილურიც გაითიშა. ისევ შეიგინა. ჯიბეში ჩაიდო და გზა გააგრძელა. ცივმა ჰაერმა გამოაფხიზლა. მოულოდნელად იმედი გაუჩნდა. შორს მანქანა დაინახა. რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა. გაჩერდა და დაელოდა... მისდა გასაოცრად საკუთარი მანქანა იცნო.
-დაჯექი. ფანჯარას ჩაუწია და მშვიდად უთხრა თამუნა, მეორე მხარეს მოუარა და სწრაფად ჩაჯდა.
-ამას ვერ წარმოვიდგენდი. გაეღიმა მერე.
-გაჩუმდი . წყნარად თქვა, ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია. მთელი გზა ჩუმად იყვენენ. არც ერთი არ იღებდა ხმას. ბოლოს თამუნამ მანქანა სასტუმროსთან გააჩერა. მანქანის საზურგეს მიეყრდნო და თვაელბი დახუჭა.
-მაპატიე კარგი. არ მინდოდა შენი წყენინება.. თქვა დათამ
-გადადი. მე სახლში წავალ. მანქანას ხვალ დაგიბრუნებ. უპასუხა ისე რომ თვალები არ გაუხელია. ცრემლების შეკავებას ცდილობდა. მითუმეტეს რომ მის ხმაში სინანული იგრძნო
-არ წახვიდე .არ გაგიშვებ. გთხოვ დღეს აქ დარჩი. დაღლილი და განერვულებული ხარ. ვინერვიულებ შენზე. შეეხვეწა დათა
-ნუ ნერვიულობ არაფერი მომივა..
-მაშინ მეც წამოვალ...
-არა, გადადი.
-საკუთარი მანქანიდან მაგდებ?-ირონიულად ჩაეღიმა დათას.
-ამჯერად კიი. გადადი, წადი ჩემი ცხოვრებიდან. რატომ გამოჩნდი რატომ? რატომ ამირიე ცხოვრება.-თავი ვეღარ შეიკავა და იყვირა.
-დამშვიდდი გთხოვ . ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი მოგვარდენა. -დათამ სახე დაუჭირა და ცერა თითებით მოიეფერა ლოყებზე. თამუნამ თავი გაუქნია.
-შემეშვი. დამივიწყე. დაივიწყე ყველაფერო წადი მასთან. შენ შვილს სჭირდები. მასთან უნდა იყო. არ დავუშვებ რომ მისგან შორს იყო.
-ამას მე გადავწყვიტავ კარგი? ეს ჯერ კიდევ გასარკვევია რომ ნამდვილად ჩემი შვილია.
-რატომ ხართ მამაკაცები ასეთი სუსტები? რატომ ცდილობთ ყოველთვის გაქცევას და პრობლემების ასე მარტივად გადაწყვეტას? ატირდა თამუნა
-მომისმინე თამუუ. არ ვცდილობ არაფერს. არც პრობლემებისთვის თავის არიდება ვცდილობ. უბრალოდ ვიცი რომ ის ბავშვი ჩემი არაა. დამიჯერე გთხოვ.. ცრემლი მოსწმინდა ბიჭმა. -დარჩი დღეს აქ. არ წახვიდე. არ გაგიშვებ. ბიჭმა შუბლი შუბლზე მიადო და ალბათ მასთან ერთად ატირდებოდა. ისეთი თვალებით უყურებდა თამუნას.
-მხოლოდ დღეს დავრჩები. ხვალ კი წავალ. წავალ შენი ცხოვრებიდან და საერთოდ წავალ და ძალიან გთხოვ არ მომიახლოვდე. დამივიწყე. არ მომძებნო კარგი?-გოგომ მისი ხელები თავის ხელებში მოიქცია და მიეფერა.
-არ ვაპირებ შენს დაკარგვას. შენ ჩემი ცხოვრება ხარ, ჩემი მომავალი და შენ თუ არ იქნები არც სხვა იქნება დაიმახსოვრე. მკაცრად უთხრა დათამ და მანქნაიდან გადავიდა. მერე თამუნას გაუღო კარი. გასაღები გამოართვა და სასტუმროში შეუძღვა.
-ერთი ოთახი ქალბატონისთვის. -უბრძანა ადმინისტრატორს. მანაც გასაღები მაშინვე მიაწოდა და ოთახის ნომერი უკარნახა. ბედად ოთახი დათას ნომრის წინ აღმოჩნდა.ბიჭს ჩუმად ჩაეღიმა. უკვე გეგმავდა ხვალინდელ სიუპრიზს გონებაში რომ გოგო შეერიგებინა....

***************

სოფო ხმაურმა გააღვიძა. ერთი კარგად გაიზმორა საწოლში და თვალი მოავლო ოთახს. წუხელ ამის დროც არ ჰქონია ისე ეძიბოდა. პატარა, მყუდრო და გემოვნებიანი ოთახი იყო. ბალიშთან მინდვრის ყვავილების თაიგული დახვდა. გაეღიმა და ტანსაცმლის ჩაცვას შეუდგა.სწრაფად გადაიცვა და იქით გავიდა საიდანაც ხმაური ისმოდა. რეზოს წინსაფარი გაეკეთებინა და საუზმის მომზადებას ცდილობდა. რაც საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. იმას თუ გავითვალსიწინებთ როგორი გემრიელი სუნი იდგა. ისე იყო საქმეში გართული რომ ვერ შენიშნა კარში გაჩხერილი სოფო ღიმილით რომ ადევნებდა თვალს მის საქმიანობა. ღიღინს განაგრძობდა. უცებ თვალი მოჰკრა და ადგილზე გაშეშდა.
-დილა მშვიდობისა. ღიმილით მიესალმა გოგო
-დიდი ხანია აქ ხარ?-მიუახლოვდა ბიჭი და შუბლზე აკოცა
-არც ისე მაგრამ საკმარისად რომ შევაფასო შენი მუსიკალური შესაძლებლობები,-გაეცინა გოგოს.-აბა რას ვაკეთებთ?
-შენ არაფერს. დაჯექი და დამელოდე. მეგონა მოვასწრებდი და სანამ გაიღვიძებდი მზად მექნებოდა ყველაფერი, მაგრამ არ გამოვიდა სიუპრიზი
-შენ ასე აპირებ გაგრძელებას?გაეცინა გოგოს.
-როგორ?-გაუკვირდა ბექაურს
-როგორ და სიუპრიზების გაკეთებას.
-როცა შემიძლია რატომაც არა. ბიჭმა თითქმის ძალით დასვა გოგო სკამზე და თეფშები გამოიღო კარადიდან.
-აბა რა მოაზადე ჩემო შეფ-მზარეულო?-გაეხუმრა სოფო
-ისეთი არაფერი. გემრიელი ომლეტი და პომიდვრის სალათი
-და დესერტი? ეშმაკურად აათამაშა თვალები გოგომ
-აი დესერტი. ბიჭი დაიხარა და აკოცა.
-გემრიელია.-ტუჩები გაილოკა გოგომ
-იცოდე ასე თუ გააგრძელებ თავს ვერ შევიკავებ. თქვა რეზომ და სუფრაზე შემოდგა ტაფა. მერე ჭიქებში ყავა ჩამოსხა და კრუასანებიც ლამაზად შემოალაგა თეფშზე.
-ისე რომ იცოდე დილით უზმოზე. საწოლში მივირთმევ უშაქრო ყავას. ჩაეცინა სოფოს
-ეგ მერე....თვალი ჩაუკრა რეზომ და გვერდით მიუჯდა.-მიყვარხარ.- უთხრა და პირში გაიქანა ლუკმა.
-მეც მიყვარხარ.
-როგორ? ვერ გავიგე? მომესმა?
-მიყვარხაააარ?იყვირა სოფომ და ახლა მან აკოცა ტუჩებში.....
********************
დათას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა დილით. თამუნა არ დახვდა ნომერში. ადმინისტრატორს რომ ჰკითხა სად წავიდაო უპასუხა რომ დილით ადრიანად გაემგზავრა და ეს დაგიტოვათო. ორად გაკეცილი ქაღალდი მიაწოდა. ბიჭმა გამოართვა. მადლობა გადაუხადა და გაშალა. კითხვა დაიწყო.
"- მადლობა გუშინდელი დღისთვის... მადლობა ყველაფრისთვის..ძალიან კარგი ადამიანი ხარ...შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე, მაგრამ არ შემიძლია დარჩენა... წადი მასთან და ბედნიერი იყავი...არ მომძებნო და სამსახურში არ მომაკითხო. მარტო ქალს რომ ეხებოდეს საქმე, შენთვის ვიბრძოლებდი, მაგრამ უდანაშაულო ბავშვს ვერ დავუპირისპირდები....უკვე დამარცხებული ვარ მასთან... პ.ს. არ დამირეკო...ტელეფონის ნომერს ვცვლი. მშვიდობით.. წარმატებები. შენი თამუუუ... როგორც შენ მეძახი ."
დათამ წერილი ნაფლეთებად აქცია და გამწარებულმა მაინც აკრიფა მისი ნომერი. მობილური გამორთული იყო... ბართან მივიდა და ბარმენს ვისკი დაასხმევინა.
-შენ გგონია გამექცევი და დამემალები?ყველგან მოგზებნი. სადაც არ უნდა წახვიდე. ჩაილაპარაკა და მეორე ჭიქაც ბოლომდე გამოცალა...
შუადღემდე სვავდა. გამოთვრა. უკვე გონება აღარ ჰქონდა. მერამდენედ ეუბნებოდა უარას ბარმენი სასმელზე. ის კი ჯიუტობდა და ემუქრებოდა შენს უფროსს ვეტყვი რომ სტუმრებს უპატვცემულოდ ექცევი და გაგანთავისუფლებსო.საწყალ ბიჭსაც მეტი რა გზა ჰქონდა....
ბარზე რომ ჩაეძინა მაშინ შემოვიდა რეზო და დაინახა მეგობარი ასეთ დღეში. ჯერ ვერ მიხვდა რომ ნამდვილად ის იყო. რომ მიუახლოვდა მაშინ დარწმუნდა რომ ის იყო. პორტიეს სთხოვა დახმარებოდა და ნომერში აეყვანათ, აეთ-იქიდან ამოუდგნენ მხარქვეშ და ნომრისკენ წაიღეს დათა. საწოლზე დააწვინა და მასთან დარჩა. ბიჭი ბოდავდა. ვერაფერი გაიგო მაგრამ მიხვდა რომ თამუნასთან იყო დაკავშირებული. რა უნდა მომხდარიყო?გუშინ რომ დაურეკა დათას უთხრა ყველაფერი კარგად არისო და რამდნეიმე საათში რა შეიცვალა ისეთი რომ ბიჭი ასეთ დღეში იყო. მის გამოფხიზლებას დაელოდა რომ ყველაფერი გაერკვია...
დათას მეორე დილით გაეღვიძა. საშინლად სტკიოდა თავი და თვალების გახელა არ უნდოდა. საწოლში გაიზმორა და ოდნავ წამოიწია.
-გაიღვიძა მძინარე მზეთუნახავმა?-გამოჩნდა კარში ღიმილით რეზო
-ვერ ხარ ?-შეუღრინა.-რა მზეთუნახავი?
-მე კი არა შენ ვერ ხარ.გინდა ცივი რამე?
-აუ კიი... გაასწორებდა
რეზო რამდნიმე წამში ცივი მინერული წყლით დაბრუნდა. დათამ მოიყუდა და თითქმის ნახევრამდე გამოცალა ბოტLI. მერე ღრმა ჩაისუნთქა და თვალები ისევ დახუჭა
-რა მოხდა ?არ მეტყვი?
-აქ როგორ მოხვდი?-დაუბრუნა კითხა
-როგორ და გუშინ რომ დავბუნდი და ვერ დაგიკავშირდი შენი ძებნა დავიწყე და ასე გიპოვე გალეშილი, უგონოდ ბარში. რა მოხდა?
-ლელა ორსულადაა. მიახალა დათამ
-რაა? შენ ნორმალური ხარ ?ეს როგორ ?
-მორჩი ქადაგებას.-შეუღრინა დათამ.- არ იცი როგორ კეთდება ბავშვი?
-ხოდა რომ ვიცი მაგიტომ გეუბნები როგო დაგემართა ეს?თავი რატომ არ დაიცავი?
-დარწმუნებული ვარ რომ ჩემი არაა..
-დათა იცოდე არ მოგცემ იმის უფლებას რომ არაკაცურად მოიქცე. ხომ იცი ყველაფერში შენს გვერდით ვარ. მაგრამ იმ კაცებივით არ მოიქცევი საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღების ეშუნიათ, ცოდოა ის გოგო. ასე ვერ მიატოვებ.
-რომ ვიძახი ჩემი არა ესეგი ასეა და მორჩა. მაგ ბოზს უნდა შემეტენოს. შენი აზრით რატომ მივატოვე?იმიტომ რომ ასეთია, მატყუარაა.. წინა დღეს ერთად ვიყავით, მართალია ნასვამი ვიყავი მაგრამ ვიცი რომ იმ ღამეს თავი დავიცავი. მეორე დღეს საშინელ პახელიაზე ვიყავი და ვუთხარი საღამოს ვერ შეგხვდები-თქო. გამიბრაზდა, ვითომ ეწყინა. სინამდვილეში კი ერთ სი...თან გაიქცა.
-დარწმუნებული ხარ?ასეთ რამეს როგორ ამბობ?
-იცი ვისთან გაიქცა?ჩვენს ბუღალტერთან?თურმე მასთანაც დადიოდა. საღამოს სამსახურში მომიწია რაღაცაზე მოსვლა. იმ დღეს შენ დამირეკე და ოფისში საბუთების წამოსაღებად მოვედი, თავზე დავადექი და კარგად დავინახე როგორ ანუგეშებდა ის. როგრო განიცდიდა რომ მე მისთვის ვერ მოვიცალე. ისე წამოვედი რომ ვერც დამინახეს. მას მერე მისთვის არ დმაირეკავს და არც შევხმიანებივარ.
-ახლა?
-ახლა ის რომ თამუნასთან ვიყავი როცა დამირეკა და მახარა ორსულად ვარო. ეგონა ანკესზე წამოვეგებოდი. მანქანიდან გადავედი მაგრამ მან მაინც მოისმინა და ახლა ჰგონია რომ ბავშვის მამა მე ვარ. თქვენ შორის ვერ ჩავდგებიო და მამას შვილს არ დავაშორებოდ ასეთ სისულელეებს ლაპარაკობს. მე კიდე არ შემიძლია მისი გაშვება. მის დაკარგვა..
-რა დღეში ხარ. მეცოდები გულწრფელად. მაგრამ ასე არ გამოვა. უნდა იბრძოლო და დაამტკიცო შენი სიმართლე, გალეშვა არ გიშველის.
-როგორ?გამოსავალს ვერ ვხედავ.
-რამეს მოვიფიქრებთ. მხარზე ხელი დაარტყა მეგობრულად დათას ბექაურმა გასამხნევებლად.



№1 სტუმარი Guest ნათია

რა კარგია როგორ ველოდებოდი...უფრო დიდი თავი მინდოდა ისე..მალე დადე რაა heart_eyes

 


№2  offline წევრი katiusha

Mec nindoda magram ratomgac ver shevdzeli gagrdzeleba,magram gpirdebit shemdegi tavi mame iqneba da tsn bevri mnishvnelovani ram moxdeba

 


№3 სტუმარი Guest მარიამი

აუ რაკაია რომ დადე ძაან გამიხარდა.უმაგრესი ხარ და შემდეგს მოუთმენლად ველი ♥♥♥

 


№4 სტუმარი kusa13

მნიამ ძალინ კარგი თავი იყო ❤ იმ გოგოზე ნერვები მომეშალა რა ორსულად ვაროო მომინდომა... იმედია არ იქნება... კარგია ძალიაან ❤❤<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent