შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შთაგონების წყარო (V ნაწილი)


25-02-2017, 19:51
ავტორი DarkRoses
ნანახია 1 287

იმის გარკვევის შემდეგ, რომ ცამეტი წლისას დეპრესია მქონდა დედამ მაიძულა სპეციალურ გუნდში მეც გავწევრიანებულიყავი, სადაც ერთ-ერთი დამფუძნებელი ყველაფრის მოყოლას გვაიძულებდა, ვითომ სრულიად უცნობი ადამიანებისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენი ისტორიების მოსმენა, იმაზე თუ რა სისულელეზე ვდარდობდით, ან რატომ გვქონდა პანიკური შეტევები. იქაურობა სულაც არ იყო ისეთი, როგორსაც ლილიანი მოელოდა, თუმცა მიუხედავად არც ისე კარგი პირობებისა, ჩაბნელებული ადგილისა და ნახევრად დანგრეული ხის სკამებისა იქ სიარული მაინც დამაწყებინა. სისტემატურად იქ ყოფნამ ალბათ რაღაც მხრივ მაინც მიშველა, თუმცა ამასთან არანაირ კავშირში არ არის ადამიანებთან საუბარი, ამ ადგილმა ერთადერთი კარგი რამ რაც მომიტანა ახალი, ერთგული მეგობრის - ნიკას შეძენა იყო. სიმართლე რომ ითქვას იმ წრეზე მხოლოდ მის სანახავად დავდიოდი, რომ თავი მარტოსულად არ მეგრძნო, არადა მეც კი ვხვდებოდი რომ ჩემზე მარტოსული ადამიანი იმ მომენტში არ არსებობდა. სულ მარტო ვიყავი, სკოლაშიც, დამატებით წრეებზეც, რომლებზეც სკოლის შემდეგ დავდიოდი და ეზოში ყოფნისასაც, როდესაც სხვები თამაშობდნენ მე კი კედელთან ატუზული ვიდექი მარტო. დასაწყისში ამაზე სულ ვდარდობდი, ამიტომ ვიყავი სულ ცუდ გუნებაზე, მაგრამ, როდესაც შეგუება დავიწყე ზუსტად მაგ დროს გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ისეთი მიმიღეს როგორიც ვარ.
- შენი აზრით ეს ნორმალურია? ფრთხილად იყავი, ეს ურთიერთობა კარგამდე სავარუდოდ არ მიგიყვანს. - მეუბნება ნიკა და ლუდის ბოთლს ხმაურიანად ხსნის. ჩემს გვერდზე დივანზე ზის და ტელევიზორს შეჰყურებს, მიუხედავად იმისა რომ არც ერთი არ ვუყურებთ ხოლმე ამ სულელურ გადაცემას ახლა დაინტერესებული სახით ათვალიერებს სერიალის მთავარ პერსონაჟს და მის სილამაზეს და სექსუალურობას აღნიშნავს.
მის საქციელზე ჩუმად ვიცინი და ლუდის ბოთლს უხეშად ვაცლი, მის მაგივრად მე ვამთავრებ მის დალევას და იქვე დადებულ პატარა მაგიდაზე ვდებ, რომელზეც ბავშვობაში სულ პატარა, არარსებულ არსებებს ვხატავდი, გაფუჭებული მაგიდა ჯერ კიდევ აქ რატომ დგას არ ვიცი.
- ვიზე რას ამბობ, თვითონ არ გადაგაგდეს ცოტა ხნის წინ? - მის გასაღიზიანებლად მხარს ვკრავ და სიცილს ვაგრძელებ.
ისეთი სახით მიყურებს, ლამის მეც ვიჯერებ, რომ ამ სიტყვებით ვაწყენინე, თუმცა რამდენიმე წამში ისიც სიცილს იწყებს.
- რა მაქვს ცუდი? ჩემი ბრალი არ არის ის რომ მის მშობლებს არ მოვწონვარ, ის ადამიანი, რომელიც მისი შეყვარებული ხდება ავტომატურად მათი ოჯახის მტერიც არის, რადგან მამამისი ვერ აიტანს რომ მის ერთადერთ ქალიშვილს ატკინონ, როგორ ეტკინება თუ მასთან მისვლის უფლებასაც კი არ მაძლევს?
- მერე ელენეს დაელაპარაკე, პატარა ბავშვი არ არის ხმის ამოღება რომ არ შეეძლოს, ეს მამამისის კი არა მისი ბრალი უფროა.
თავს უკან ვწევ და ჭერს იქამდე ვუყურებ სანამ ის მუსიკა არ მესმის, რომელიც ძირითადად ამ სერიალის დასრულების დროს ჟღერდება ხოლმე. მხოლოდ შემდეგ ვხვდები რომ ნიკა ისევ ჩემს გვერდზე აღარ ზის და სხვა ოთახშია გასული, ტელეფონს შეუმჩნევლად ვიღებ და შეტყობინების წერას ვიწყებ.
„რას აკეთებ, განსხვავებულო?“ ერთადერთი კარგი რაც ელფოსტას აქვს, ანუ არა ვირტუალურად არამედ რეალურად წერილების, შეტყობინებების გაგზავნას, არის ის რომ სანამ მას მართლა დანიშნულ ადგილამდე მიიტანენ ყველა შესაძლებლობის გამოყენება და წერილის უკან დაბრუნება შეგიძლია. აი, ახლა კი, როდესაც ყველაფერი ასეთი დახვეწილია ერთადერთი რაც მაკლია ის ღილაკია, რომელსაც სულელურ შეტყობინებებს არ გავაგზავნინებ, ან გაგზავნის შემთხვევაში წავაშლევინებ იქამდე სანამ ის, თვითონ მიმღები წაიკითხავს.
„ბუნებით ადამიანები ერთმანეთს გვანან, მაგრამ ქმედებებით ძალიან განსხვავებულნი არიან.“ თქმა კონფუციუსმა ყველანი განსხვავებულები ვართ, არამგონია ეს სიტყვა მხოლოდ მე მეხებოდეს.“
„არა, შენ მაინც სხვა ხარ და ამაშინ კონფუციუსიც კი ვერ შემეკამათებოდა.“ ჯანდაბა! მორიგი სისულელე, რატომ არასდროს ვკითხულობ ტექსტს და ვამოწმებ რა ვიბოდიალე მანამ სანამ გავგზავნი?
„სამწუხაროა, რომ აზრს ვერ ვკითხავთ.“ ისევ ის ენა გამოყოფილი სმაილი, თავისი შეფარკლული ლოყებით და ერთი დახუჭული თვალით.
„დღეს გცალია?“
„თავისუფალი დრო სულ მაქვს, ჩემი საქმის კეთება ყველგან შემიძლია.“
„მაშინ შემხვდი, კიდევ ერთხელ ვიყოთ უცნობები, არანაირი ელიზაბეტი და გაბრიელი, მხოლოდ უცნობები, რომლებიც იმაზე ისაუბრობენ რასაც სხვებს ვერ ეუბნებიან.“
„საინტერესო შემოთავაზებაა, ბაღში მოდი და მერე სხვა ადგილას წავიდეთ, როგორც უცნობები.“ დადებით პასუხზე უცნაურად ბედნიერი ვხდები და მომზადებას ვიწყებ.


ბაღიდან იქ მივდივართ, სადაც არასდროს მეგონა რომ მასთან ერთად წავიდოდი. ახლა ძველ სტამბაში ვართ, კედელზე ცალი ფეხი აქვს მიდებული და ცოტა ხნის წინ ჯიბიდან ამოღებულ სიგარეტს ეწევა, რომლის კვამლიც თვალს უნებურად მიწვავს და რამდენიმეჯერ ზედიზედ დახამხამებას მაიძულებს.
როდესაც ამ საშინელებას მეტისმეტად ღრმად ჩაისუნთქავს და ხველებას იწყებს ნახევრად ჩამწვარ სიგარეტს აქრობს და იქვე სადღაც უმისამართოდ ისვრის. დანგრეულ ქვებს შორის ჩავარდნილ სიგარეტს თვალს ვერ ვაშორებ. ელიზაბეტი ჩემს გვერდზე ჯდება და ტელეფონს თიშავს, რომელიც ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში ალბათ ათჯერ ან უფრო მეტჯერაც კი აინთო მოსული შეტყობინებების გამო.
- კარგი ადგილია დაფიქრებისთვის, - მისი ხმა როგორც ყოველთვის წყნარი და გაწონასწორებულია - აუცილებელი არ არის ყველაფერი იდეალური იყოს, იმისთვის რომ გარემო მოგეწონოს, პოზიტივი, რომელის ხშირ შემთხვევაში არ მაქვს და გარშემო ის ადამიანია საჭირო, რომელთანაც თავს კარგად გრძნობ, რომელთანაც საუბარი სიამოვნებას განიჭებს. მე ასეთ ადამიანთან ვარ, ამიტომ სხვა არაფერი არ მაწუხებს, ადამიანზე უკეთესი ქმნილება ხომ არაფერი არის.
ამ სიტყვებით აღფრთოვანებული ჩემთვის ჩუმად ვიცინი, მასაც ეღიმება და თვალს მისწორებს. მისი თვალები ახლა ნახევრად განადგურებული სტამბაში სადაც შუქი ამოღებული ადგილიდან შემოდის, სადაც წესით ფანჯრები უნდა იყოს ჩასმული უფრო მუქად მეჩვენენა, პირველად რომ ვხედავდე აუცილებლად ვიფიქრებდი რომ კუპრივით შავი თვალები და მუქ წითლად შეფერილი ტუჩები აქვს.
მზერას ისევ მის ტუჩებზე ვაჩერებ, დაბერილი და სუსხისგან ოდნავ დახეთქილი აქვს. მისკენ ნელა ვიწევი, არ მინდა შევაშინო და ცუდი შთაბეჭდილება დავტოვო, მიუხედავად იმისა რომ ვიცი ეს შეუძლებელია, როდესაც საქმე ელიზაბეტთან გაქვს.
მის ტუჩებზე ფიქრს ვერ ვეშვები, მაგრამ საბოლოოდ ვხვდები რომ ამის გაკეთება და ჩემი სურვილების დაკმაყოფილება არ ღირს, ყოველ შემთხვევაში ჯერ არა, ახლა არა, როდესაც ჩვენ ისევ ის უცნობები ვართ, საინტერესოა, ყველა უცნობს ასე ექცევა? ასეთი ბევრი ჰყავს? გაღიზიანებული სხვა მხარეს ვიყურები, ამოღებული ადგილიდან მაღაზია „კანფეტების ბუშტს“ ვხედავ, პათეტიკური სახელის გამო ლამის იქვე სიცილს ვიწყებ და საშინელ კომენტარებს ვაკეთებ საბავშვო მაღაზიაზე.
ბოლოს, როდესაც უკვე იქ ჯდომისგან საჯდომი მტკივდება და თან ჩვენს შორის სიტუაცია უფრო იძაბება, როგორც ეს ხდება ხოლმე ისე ვდგები, თითქოს გავლა მინდა, ყველანაირად ვცდილობ არც ისე შესამჩნევი ტკივილი დავფარო ან საერთოდ გავაქრო. უკან დაჯდომას იქვე დგომას ვამჯობინებ და კედელს მყარად ვეყრდნობი.
- ჩემი რატომ გეშინია? - სრულიად სხვა თემასთან დაკავშირებით ამბობს, ისიც დგება და სიცილით იწყებს მოახლოვებას. ხელებს ჩემს გარშემო უკვე ღიმილით ალაგებს და ოდნავ თითებზე იწევა რომ სიმაღლეში გამიწონასწორდეს, ახლა უკვე თავიდან ბოლომდე მათვალიერებს და ოდნავ თვალმოწკურული მიყურებს.
მისი მოქმედება გამბედაობას მმატებს.
- ჯერ კიდევ პასუხს ველოდები, - ელიზაბეტი სწრაფად მცილდება, ისე რომ ვერაფრის გააზრებასაც კი ვერ ვახერხებ.
მისი სიახლოვე ისეთი სასიამოვნო იყო, მის გარეშე რამდენიმე წამი ყოფნაც კი არ მსიამოვნებს. ყველანაირი ფიქრის გარეშე ვაჩერებ, მის მოსაბრუნებლად ცოტაოდენ ძალას ვიყენებ და მის სხეულს ვაიძულებ ჩემსას მოეკროს. მის თმებს ჩვეული ლავანდის სურნელი ასდის, შერეული მის პარფუმერიასთან, როდესაც თავს ოდნავ დაბლა ვწევ ქოქოსის ლოსიონის სურნელსაც ვისუნთქავ. ამდენი განსხვავებული სურნელის ერთად ჩასუნთქვა უბრალოდ საოცრებაა, არ ვიცი სხვა სიტყვის ხმარება საერთოდ შეიძლება, თუ არა.
ვკოცნი, იმაზე უფრო უხეშად ვიდრე წესით ეს უნდა გამეკეთებინა, როდესაც ამას ვანალიზებ გაწევასაც ვაპირებ, თუმცა მისი ბაგეები ჩემსას კიდევე ერთხელ ეხება, ესეც უკვე მისი სურვილით, მხოლოდ მაგ დროს ვახერხებ გამოფხიზლებას, ხელებს წელზე მომენტალურად ვხვევ და უფრო ახლოს ვიკრავ, შესაძლებელი რომ იყოს კიდევ უფრო ახლოსაც მივიკრავდი და ჩვენს შორის არსებულ მანძილს სამუდამოდ გავაქრობდი.
მის ტუჩებს ალუბლის გემო აქვს, ალბათ რომელიმე ტუჩსაცხის ჯადოსნური არომატია, რომლის გემოსაც თუ ერთხელ შეიგრძნობ მასზე დამოკიდებული სამუდამოდ, ცხოვრების ბოლომდე დარჩები. ზუსტად ასე ვარ მე ახლა მასზე დამოკიდებული, მის ტუჩებს ვერა და ვერ ვცილდები, მაგრამ ყველაფერი მაინც ისე არ ხდება როგორ მე მოვისურვებდი.
კოცნა როგორ სპონტანურადაც იწყება, ასევე სპონტანურად სრულდება, ერთმანეთს ვცდილდებით და კიდევ ერთხელ, თუმცა ტყუილად ვცდილობ დაფიქრებას, მაგრამ მხოლოდ ამ დროს ვაქცევ ყურადღებას ტუჩს, რომლიდანაც სისხლი შეუჩერებლად მომდის. მის საქციელზე უნებურად მეღიმება, ისე როგორც ეს უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე.
- ახლა ჩემი აღარ გეშინია, ხომ? - საყვარელი ხმით მეკითხება, მის სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იღიმება და ეშმაკური თვალებით იყურება. მისი გახშირებული სუნთქვა მაინც მესმის, მიუხედავად იმისა რომ ამის დაფარვას ყველანაირად ცდილობს, ახლაც კი.
ხმის ამოღება არ მინდა, ამიტომ უბრალოდ თავს ვუქნევ, იმედი მაქვს რომ ამით დაკმაყოფილდება და ბევრს არ მალაპარაკებს, ასეც ხდება, ხმას ორივე აღარ ვიღებთ, უბრალოდ ჩახუტებულები ვდგავართ ამ საშინელ ადგილას, სადაც საკმაოდ კარგად და გამოკვეთილად ისმის ვიღაცის გინება და მანქანის სიგნალიზაციის ხმა. სტამბის გვერდზე გახსნილი მაღაზიიდან პატარა ბავშვი გამორბის, თან წითელი ფორმის ბუშტი უჭირავს და დედას ხელზე ებღაუჭება.
ვდგავართ გაუნძრევლად, არ ვიცი რაზე ფიქრობს, არ ვიცი ესიამოვნა თუ არა საერთოდ ის, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, არც ის ვიცი ამის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ აწმყოთი საოცრად კმაყოფილი ვარ, მგონი ისე როგორც არასდროს.


სამწუხაროდ არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთ-ერთი მკითხველისგან მივიღე შეტყობინება(საიტზე არა, ‘ფ’ეისბუქზე) სადაც გოგონა მთავარ პერსონაჟს, გაბრიელს „მიწუნებს“ მხოლოდ იმიტომ რომ ის არ არის ისეთი, როგორიც ახლა ფილმებში და ალბათ წიგნებშიც გხვდებათ. ეს პერსონაჟიც რომ ცოტა განსხვავებული ყოფილიყო და ელიზაბეტის გვერდზე მაინცდამაინც არ დამკარგვოდა ზუსტად ამიტომ არის ოდნავ მორცხვი, რომელსაც როგორც ამ თავში დავწერე ჰქონდა გარკვეული პრობლემები საკუთარ თავთან. ამის გასაჯაროებას არ ვაპირებდი, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა ნაწილსაც იგივე შთაბეჭდილება არ ააქვს შექმნილი. პირადად მე არც კი ვფიქრობ, რომ ბიჭი, რომელიც მომწონს აუცილებლად გახსნილი და თავის თავში დარწმუნებული უნდა იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ გაბრიელის პერსონაჟი უარყობით შეფასებებს მხოლოდ ამიტომ არ მიიღებს.



№1  offline წევრი qarishxali

მე სულაც არ მომწონს თავის თავში ზედმეტად დარწმუნებული ადამიანები...საინტერესო და ამაღელვებელი ისტორია იმიტომ არის, რომ ვერ მიხვდები როდის რა მოხდება... კარგია მე ძალიან მომწონს bowtie kissing_heart heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent