შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯილი (საცდელი თავი)


26-02-2017, 00:42
ავტორი ki si
ნანახია 1 455

გარეთ თებერვლის ჩვეული სუსხი იყო და თოვდა კიდევაც, სასწრაფოდ დავტოვე სასამართლოს შენობა ხალხში გავძვერი და სახლისაკენ გზას აცრემლებული თვალებით მოვუყვებოდი. თავიდან არ ამომდიოდა ფრაზა ,,დამნაშავეა,, და ამას სიგიჯემდე მივყავდი.

-ყველაფერი რიგზა?-იკითხა დედაჩემმა როცა დაინახა როგორ დავეცი დივანზე და ამოვიოხრე
-ჰო დედა ყველაფერი გადასარევადაა საიკსი დამნაშავედ სცნეს და ახლა სიკვდილით დასჯიან მე მკვლელი ვარ,-დედას შეშფოთებული თვალები ჰქონდა
-რას ამბობ შვილო?
-ჰო დედა ეს ასეა მე მკვლელი ვარ საიკსის მკვლელობაში მივიღე მონაწილეობა და იცი თქვენც ყველანი მკვლელები ხართ
-ჯილი სჯობს ცოტა დაისვენო ძვირფასო,-მოვიდა თავზე გადამისვა ხელი და ჩემი დამშვიდება სცადა
-დედა შენ ვერცკი წარმოიდგენ ეს უსამართლობის ზეიმი იყო. ყველა მტკიცებულება საიკსს ამართლებდა მათ კი ის მხოლოდ იმიტომ სცნეს დამნაშავედ რომ შავკანიანია, სადაა აქ სამართალი? მიპასუხე გთხოვ,-სასშინლად ვიტანჯებოდა თავში სრული ქაოსი მქონდა
-მამაშენმა რა თქვა?
-არვიცი არ მომიცდია მისთვის.... დედა ეს სამართლიანია? მე იქ ვიჯექი და ვერაფერი შევძელი საიკსს არავინ მოუკლავს და დამნაშავეც რომ იყოს დაე გადაუწვან სახლი, გაძარცვონ მას ხომ არავინ მოუკლავს
-ნუ ტირი ჩემო საყვარელო
-უნდა წავიდე და დავისვენო,-მე სადღაც შორიდან მესმოდა რას ამბობდა დედა.

მე ჯილიან რობინსონი ვარ ვექილი მაილს რობინსონის შვილი სასამართლო ჩემი მეორე სახლია, სახლი სადაც ვიტანჯები.
მე დავიფიცე 15 წლის ასაკში რომ ამ შენობაში ფეხს არასოდეს არ შევადგამდი იმიტომ რომ იმ დღეს იქ კაცი ქვებით ჩაქოლეს. მოსამართლე მაგიდის ქვეშ იმალებოდა მამა ჩემკენ მორბოდა ხალხი კი გაცხარებით ესროდა ქვას იმ კაცს. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო რომ ამას მე და ათობით ჩემი ტოლი თუ ჩემზე უმცროსი ბავშვი უყურებდა.
საღამოხანს უაზროდ დავაბოტემდი ეზოში და ბრაზს ხის ტოტებზე ვანთხევდი როცა ბავშვები მოვიდნენ და მთხოვეს ჩვენთან ერთად წამოდი და კოშკი აგვაშენებინეო მეც სიხარულით დავთანხმდი და ნიჩბით შეიარაღებული გავყევი მათ.
მე მართლა მომწონდა ბავშვებთან ერთად თამაში ისინი ისეთი უცოდველები და კეთილები არიან ბოროტების ნატამალიც არააქვთ გულში და წარმოდგენა არააქვთ იმის შესახებ რომ მათ ირგვლივ ამდენი ბოროტება არსებობს ამდენი შური და სიკვდილი, სიკვდილი უდანაშაულო ადამიანებისა სიკვდილი მხოლოდ იმის გამო რომ ადამიანებს მუქი კანის ფერი აქვთ.
-დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
-ჯეიმს?-მაშინვე ვიცანი ბავშვობის მეგობრის ხმა და მოვიხედე მაგრამ იქ სულ სხვა ადამიანი დამიხვდა. სადღაც უკვალოდ გამქრალიყო ჯეიმსის ბედნიერი თვალები ახლა მათში ოდნავ შესამჩნევი შავი ჩრდილი ჩაღვრილიყო თუმცა იღიმოდა და ნიჩბისკენ იწევდა რომელსაც პატარა გოგონა აწვდიდია. კოშკის აშენების იდეა სისულელე იყო მე ეს ვიცოდი თავიდანაც მაგრამ ყურადღების გადატანა მჭირდებოდა სიკისის საქმიდან თავიდან არ ამომდიოდა ის ფაქტი რომ საიკსისინაირ ადამიანას ტყუილ უბრალოდ დასჯიდნენ სიკვდილით.
-როდის ჩამოხვედი?-თავი გადააქნია მეც გოგონასკენ დავიხარე და ვთხოვე თოლვი კიდევ მოეტანა
-გუშინ ჩამოვედი შეგეძლო ერთი სიტყვა მაინც გეთქვა სანამ წამოხვიდოდი
-მე მეგონა იცოდი რომ გამოცდების მერე პირდაპირ წამოვიდოდი რადგან საიკსისი სასამართლოოსთვის მინდოდა მომესწრო,-სასწრაფოდ აიქნია ხელი და ჩემი ხელი მაჯიდან ჩამოიგდო მალე გოგონას ხმაც გავიგონე
კოშკის აშენებას მალე მოვრჩით და ბავშვებიც თავიანთი სახლებისკანე წავიდნენ.
-ჯილი სამსახურის შოვნას აქ ვაპირებ
-კარგი აზრია მეც სწავლას მოვრჩები და ჩამოვალ მერე კი...
-კარგი რა ჯილი მერე არაფერი არ იქნება მე შავკანიანი ვარ შენ ცნობილი ოჯახის თეთრი ქალიშვილი და ეს 1XXXიანი წლებია
-ჯეიმს გთხოვ ნუ ამბობ ასეთ რამეებს
-ჯილი იცი ტყუილ უბრალოდ რომ არ მიყვარს ლაპარაკი რისი იმედი უნდა გვქონდეს?
-მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა როცა გიყვარდებოდი,-ამოვიბლუკუნე და გავიბუტე
-დიდი არჩევანი არც მქონდა შენ ხომ ასეთი ხარ
-როგორი?
-უსაყვარლესი პაწაწუნა ბავშვი
არ მომიტყუებია როცა ვთქვი რომ ჯეიმსი ჩემი ბავშვობის მეგობარია ეს მართლა ასე იყო სანამ დედამ არ შეიტყო არ კავშირის შესახებ და სასწრაფოდ დაშალა ჩვენი პატარა კომპანია იმით რომ ჯეიმსის ოჯახს დაეხმარა სხვა ქალაქში გადასვლაში და ჩემი ძმაც სამხედრო სკოლაში გაგზავნა. მე მომიწია გამეძრო ჩემი ძმის ძველი შარვალი და ტყავის ქურთუკი რომლის ჯიბეებშიც სასტვენი, თოკი და ათასი ბიჭური გასართობი იდო ეს ყველაფერი ნელ-ნელა ჩაანაცვლა კაბამ პატარა ხელჩანთამ და მოსასხამა შემდეგ კი გოგონების პრესტიჟულმა სკოლმას დედაქალაქში.
................
მაინტერესებს თქვენი აზრი გავაგრძელო? თუ არ დაგაინტერესებთ არ გაგარძლებ.



№1  offline წევრი Violeta_ia

საკმაოდ საინტერესო და უცხოა. აუცილებლად განაგრძე წერა ❤❤

 


№2  offline წევრი ki si

Violeta_ia
საკმაოდ საინტერესო და უცხოა. აუცილებლად განაგრძე წერა ❤❤

მადლობა რომ წაიკითხე თუ ასეა გავაგრძელებ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent