შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,პირველი'' ნაბიჯები საცდელი თავი


26-02-2017, 18:42
ავტორი სკვინჩი
ნანახია 1 325

ყველაზე რთულია ცხოვრება მაშინ როცა არ იცი პური ფული სად იშოვო, მაშინ როდესაც მთელი ღამე ფიქრობ რა იქნება მომავალში, მაშინ როდესაც ჩაფიქრდები შენს მშობელზე თუ როგორ უჭირს უყუროს შვილების ასეთ ცხოვრებას. ჩემი აზრით ყველააზე ძალიან დედას უჭირს. მაშინ როდესაც უყურებს თუ როგორ მათხოვრობს მასთან ერთად თავისი შვილიც. ფიქრობ სად იშოვო ფული,რომ შენი შვილები მშივრები არ დაიხოცონ, ესაა სიღარიბე. ყველაზე თბილი ოჯაახი მყავს, მაგრამ მეშინია არ დავკარგო ისინი... ალბათ ჩემო ოჯახი რომ არა მალევე დასრულდებოდა ჩემი ცხოვრება. ყველაფრის მეშინია...
საოცარია ცხოვრება,წამებია საჭირო მის შესაცვლელად. რთულია იცხოვრო და დაიცვა ზღვარი არსებობასა და ცხოვრებას შორის. მე 21 წლის განმავლობაში უზრუნველად ვცხოვრობდი,რამდენი წუთის მერე არსებობა დავიწყე ისიც მხოლოდ იმიტომ რომ დედას ჩემს გარდა არავინ ჰყავდა. ფერადი და ლამაზია ცხოვრება როცა არაფერი გადარდებს, მხოლოდ იმაზე ფიქრობ სიამოვნება როგორ მიიღო თითოეული დღიდან, სწავლობ იმიტომ რომ მოგწონს ჭკვიანის სახელით რომ გიცნობენ, ერთობი იმიტომ რომ გაქვს რესურსი. ბედნიერება როდესაც ქველმოქმედებას ეწევი, ტაძარში რომ შედიხარ სრულიად მშვიდდები. მეგობრებში მყავდა მილიონერი და საშუალო შესაძლებლობების მქონე ადამიანები. მამასთან და დედასთან ერთად მივდიოდი წვეულებებზე.
ისე შევყევი სულ დამავიწყდა ჩემი თავი გამეცნო თქვენთსვის, მე მარიამ მაჭავარიანი ვარ, როგორც ზევით აღვნიშნე 21 წლის,ვსწავლობ იურიდიულ ფაკულტეტზე, მომავალი იურისტი ვარ.მყავდა ძალიან კარგი მამა ირაკლი და მყავს არაჩვეულებრივი დედა კატერინა. მყავს პატარა ძამიკო ლუკა,რომელიც ცხოვრებას მირჩევნია.
მამაჩემი ჭკვიანი კაცი იყო, მდიდრებიც ვიყავით,მაგრამ გაკოტრდა. ვინც ნამდვილი მეგობარი ეგონა ყველამ უღალატა და ზურგი აქცია. ამაზე ნერვიულობამ კი გადაიყოლა. დავრჩით მე დედა და ჩემი პატარა ძმა ქუჩაში... ყველაფერმა ფერი დაკარგა, ყოველი დღე შიშით იწყება და შიშითვე მთავრდება... სამათხოვროდ გასულს რომ დაგცინიან და მასხრად გიგდებენ... ყველაზე მტკივნეული ეს არის. არ შემიძლია ამის ატანა მიჭირს ცხოვრება, მეც ხომ ადამიანი ვარ?! მეც ხომ მაქვს გრძნობები, მეც ხომ შემიძლია ყვირილი, ტირილი, ცხოვრება, სწავლა, სიყვარული... ყველაზე მეტად მდიდრების მიკვირს, იმდენ ფულს ხარჯავენ და 5 თეთრსაც არ იმეტებენ ჩვენთვის... ხომ არ იციან მომავალში თვითონ რა ელით?! ჩვენ განსხვავებულები რითი ვართ დღემდე არ მესმის! უფლის წინაშე ხომ ყველა ერთნი ვართ, მას ხომ არ აინტერესებს ვინ მდიდარია და ვინ ღარიბი?! მისთვის ხომ მთავარია ადამიანი იყო...
ღამის 1 საათი იქნებოდა ჩემთვის ნელა მივუყვებოდი რუსთაველს... ვფიქრობდი ცხოვრებაზე
რატომ გავჩნდი? - ნუთუ თავიდანვე დაიწერა რომ ჩემი ცხოვრება მუქ ფერებში უნდა წარმათულიყო ?!
სულ რაღაც 21 წლის ვარ და უკვე ამდენი უბედურება ვნახე...
ჩემთან მეგობრობა არავის სურს. ეშინიათ? დიახ, ეშინიათ... ბევრი მიფიქრია ამაზე, ბოლოს იმ აზრამდე მივსულვარ რომ ალბათ ჩემი ჩაცმულობის გამო... მაგრამ მე რა დავაშავე? მეც არ ვიყავი ღარიბი, ბინძური, მათხოვარი, ყოველივე დრომ მოიტანა... მუშაობის დაწყება მინდა,მაგრამ ვინ აიყვანს ჩემნაირს სადმე?! დამლაგებლადაც კი არავის ვუნდივარ... ქირით ვცხოვრობთ რუსთაველზე პატარა ოთახში. სადაც ორი ძველი რკინის საწოლი დგას, გახუნებული ყავისფერი გარდერობი, ფანჯარაზე წითელი დახეული ფარდა კიდია. სამზარეულოც ამ პატარა ოთახში გაქვს მოწყობილი...
დილით ადრე გამეღვიძა,ლექცია პირველ მეწყებოდა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ძმა სასეირნოდ წამეყვანა ვერის ბაღში რადგან ახლოს ვცხოვრობდით. გავამზადე და გავუყუევით ქუჩას,მალე მივედით პარკამდე, ძალიან ცხელოდა ამიტომ ნაყინი ვუყიდე, მისი გაბრწყინებული სახის დანახვისას მეც გამეღიმა. უკან მალევე დავბრუნდით,მოვემზადე და სასწავლებელში წავედი. ყველა მე მიყურებდა და თითის გამოწევით დამცინოდა ჩაცმულობაზე,იმდენად ვიყავი მიჩვეული ასეთ დამცირებას რომ ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ორი ლექცია მქონდა მარტო,დრო მალე გავიდა. ცოტაოდენი ფულის საშოვნელად მეტროში წავედი. ვაგონიდან ვაგონში გადავდიოდი რომ ცოტა ფული შემეგროვებინა. 11 ხდებოდა სახლში რომ წამოვედი, გადავწყვიტე მოკლე გზიდან გადამეჭრა და ვერის ბაღისკენ წავედი. მალე მივაღწიე სახლამდე,ისეთი დაღლილი ვიყავი რომ პირდაპირ საწოლს მივაშურე.
დილით დედამ გამაღვიძა,სალაპარაკო მაქსო
- რა ხდება დეე?
- შვილო ჩემი კლასელი შემხვდა გუშინ და შენზეც მკითხა რას საქმიანობსო,ყველაფერი მოვუყევი და შემომთავაზა ჩემი ქმრის მეგობარს სჭირდება მომვლელიო...
- დეე ეგ ძალიან კარგია,მაგრამ ტანსაცმელი რომ არაფერი მაქვს შესაფერისი რა ვქნა? - ვკითხე დაღონებულმა,თან ძალიან გამიხარდა.
- ტანაცმელი გამომიგზავნა შვილო,შენი ტოლი ჰყოლია მასაც შვილი.
- კარგი დე როდის უნდა მივიდე?
- ხვალ დედიკო.


ჩემი პირველი ისტორიაა,იმედია მკაცრად არ შემაფასებთ... მაინტერესებს თქვენი აზრი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent