შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქეთა-გიჟი ექიმი. (შესავალი)


26-02-2017, 18:47
ავტორი Philosopher
ნანახია 1 476

"ის, ვინც ვერაფერს ამოიღებს სამი ათასი წლის მატიანიდან, მხოლოდ დღიდან დღემდე თუ არსებობს"-თქვა გოეთემ.
შესავალი.-რა არის სიყვარული.
ასეთი ბანალურია ყველაფერი?
ალბათ.
იცით რა მაფიქრებს? როდესღაც არაფრისგან ხომ წარმოიშვა რაღაც?
რა წარმოიშვა? გეტყვით, წარმოიშვა რაღაც ღვთიური,
რაღაც ზებუნებრივი,
რაღაც სასწაული...და არა რაღაც ალბათ უფრო ვიღაც.
ვიღაცამ ხომ შექმნა სამყარო?
ხო, ჩვენი მცნებით სამყარო შექმნა ღმერთმა, მაგრამ...
ვინ შექმნა ღმერთი?
კითხვაზე პასუხიც ეს არის.
როდესღაც არაფრისგან, უნდა გაჩენილიყო რაღაც...
ეს ასე უნდა ყოფილიყო ალბათ,
უნდა ყოფილიყო და მოხდა კიდეც.
გაჩნდა რაღაც ზეციური,
რაღაც ზებუნებრივი,
სასწაული გაჩნდა ოდესღაც,
გაჩნდა და გაქრა...
თუმცა ამბობენ უკვალოდ არაფერი ქრებაო.
ასეა , უკვალოდ არაფერი ქრება,
მანაც დატოვა თავისი კვალი.
რა დატოვა?
სამყარო დატოვა გრძნობებით სავსე.
უფროსებს გონიათ სამყარო მუქთად არის შექმნილი.
მეც უფროსი ვარ , მაგრამ ფილოსოფოსი,
მე ვიცი, რომ არაფრისგან რაღაც ვერ წარმოიქმნებოდა,
არც წარმოქმნილა არაფრისგან რაღაც,
უბრალოდ მატიანემ ვერ მოაღწია ჩვენამდე, რომ გაგვეგო.
გაგვეგო, როგორ შეიქმნა არაფრისგან რაღაც,
რაღაც ღვთიური, ამოუცნობი ძალა.
ხო, სწორედ გაიგეთ. როგორ შეიქმნა არაფრისგან ღმერთი.
ღმერთმა შექმნა სამყარო, ყველაფერი შექმნა ღმერთმა,
მაგრამ ვინ შექმნა თვითონ ღმერთი?
აი ეს არის ამ ყველაფრის სირთულე.
ღმერთს ჰყავს ნათესავები?
ალბათ ჰყავს.
ღმერთს უნდოდა მისი ნათესავებისთვის დაენახებინა , რომ არსებობდა რაღაც უკეთესი ვიდრე თვითონ და თავისი ნათესავები იყვნენ...
ასე შექმნა ღმერთმა სამყარო.
შემდეგ წავიდა...
გამოუვიდა თუ არა ღმერთს თავისზე უკეთესი რამის შექმნა?
გამოუვიდა. მან შექმნა ბუნება...
ბუნება, რომელსაც დაუწერელი კანონები მოაყოლა თან...
მან შექმნა ადამიანი და ანახა ახლობლებს როგორი კარგები არიან ისინი...
იცით რა არის ადამიანში კარგი?
გრძნობები. ადამიანს ყველაზე ლამაზი რამ გააჩნია რაც არ გააჩნდათ თვით ღმერთის ახლობლებსაც კი...თავიდან...
მან გრძნობები გვაჩუქა...ჩვენ და მის ახლობლებს აჩუქა...
დაამტკიცა რა საოცარი რამ შეიძლება შეიქმნას სრულიად არაფრისგან...
იცით ჩემი აზრით რა არის საოცრება?
ღმერთია საოცრება...
ღმერთი არის დღე და ღამე,
ზამთარი და ზაფხული,
ომი და მშვიდობა,
შიმშილი და სიმაძღრე,
ჩემთვის ღმერთი არის რაღაც ისეთი, რაც მთელ სამყაროს მოიცავს...
ხო, მთელ სამყაროს,
თვით სიყვარულია ღმერთი,
იცით რატომ არის სიყვარული ასეთი ტკბილი?
იმიტომ, რომ ეს სიგიჟე ღმერთმა მოგვცა თითოეულ მათგანს,
აინტერესებს რამდენად გავუფრთხილდებით ამ გრძნობას,
რა არის სიყვარული?
ღმერთი.
რა არის ღმერთი?
სიყვარული.
ეს არის ორი რამ, რის გარეშეც სამყარო ვერ იარსებებდა,
არასდროს დაფიქრებულხართ იმ თემაზე ვინ ხართ თქვენ?
მე დავფიქრებულვარ. იქნებ საერთოდაც უცხო პლანეტელი ვარ?
ხო, შეიძლება.
არასდროს დაფიქრებულხართ რისგან წარმოიშვა სამყარო?
მე დავფიქრებულვარ.
არასდროს დაფიქრებულხართ როგორ შეიქმნა თვით ღმერთი?
არასდროს დაფიქრებულხართ როგორ წარმოიშვა სრულიად არაფრისგან ეს ყველაფერი?
არასდროს დაფიქრებულხართ, რომ ეს ყველაფერი მუქთად არ გვაქვს?
არასდროს დაფიქრებულხართ რა ძვირფასია სიცოცხლე?
არასდროს დაფიქრებულხართ როგორ შექმნა ღმერთმა ზეცა?
როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო?
ფილოსოფოსები დაფიქრებულან...
დაფიქრებულა არისტოტელეც...
დაფიქრებულა დემოკრიტეც...
დაფიქრებულა ანაქსაგორა...
გააჩნდათ აზრები...
ყველაზე ლამაზი აზრი გააჩნდა ჰერაკლიტეს...
"ჰერაკლიტესთვის ღმერთი არის რაღაც ისეთი, რაც მთელ სამყაროს მოიცავს"
ჰერაკლიტესთვის ღმერთი არის "დღე და ღამე, ზამთარი და ზაფხული, ომი და მშვიდობა, შიმშილი და სიმაძღრე."
და მაინც....
ვერავინ გაიგო რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო...
რატომ გვაჩუქა ასეთი ლამაზი გრძნობები,
ღმერთმა ყველაფერი მოგვცა ჩვენ...
მხოლოდ არ მოგვცა უნარი,
უნარი იმაზე ფიქრისა თუ საიდან წარმოიშვა ყველაფერი
ან , რომ ვიფიქროთ აქვს კი აზრი?
აქვს.
ყველაფერს აქვს აზრი
ისევე, როგორც ყველაფერს აქვს თავი და ბოლო.
იცით კიდევ რას აქვს თავი და ბოლო?
სიყვარულს.
ოდესღაც იქნება მსოფლიოს აღსასრული და გავნადგურდებით ყველა...
აპოკალიფსი ბოლოს მოგვიღებს და დაგვავიწყებს ვინ ვიყავით ერთ დროს...
ოდესღაც ბნელეთი დაეპატრონება ჩვენ სულებს...
ოდესღაც გაქრება ყველაფერი ის , რაც იყო კარგი.
ყველა გრძნობა გაქრება და გაიფანტება
მაგრამ კვალს ვერაფერი გაფანტავს
დედამიწაზე ჩვენი კვალი მუდამ დარჩება,
და იმ დროს როდესაც ბნელეთი მოგვიცავს და გავნადგურდებით,
დარჩება განა სიყვარული?
ყველაფერი, რომ წაიშალოს გონებიდან
მაინც დარჩება ეს ზებუნებრივი გრძნობა?
დიახ, დარჩება.
აპოკალიფსი ყველაფერს წაშლის,
გაანადგურებს,
დაფლეთს,
გაფანტავს,
ცირცელივით აქეთ-იქით გაიფანტება გრძნობები
მაგრამ ღმერთი სწორედ ამ დროს მოვა ჩვენთან.
მოვა და იცით რა?
ის გადაარჩენს სიყვარულს.
სინამდვილეში ყველაზე კარგი რამ, რაც ღმერთმა გამოიგონა
სიყვარულია.
სიყვარულია ყველაფრის აზრი,
სრულიად მთელი სამყარო სიყვარულია,
თვით უკვდავებაც კი არ არსებობს უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ სამყაროც კი არ იარსებებს,
ღმერთი გადაარჩენს ამ საოცარ გრძნობას,
რატომ მაინცდამაინც სიყვარულს?
იმიტომ, რომ სიყვარულია ყველაფრის დედააზრი,
სიყვარულია ყველაფრის თავი და ბოლოც.
თუმცა სიყვარულს არ გააჩნია ბოლო.
და მაშინ როდესაც ყველაფერი წაიშლება გონებიდან,
როდესაც ყველას ყველაფერი დაავიწყდება,
გაიხსენებს ვიღაც , რომ ოდესღაც უყვარდა,
იმ გრძნობას გაიხსენებს და ისევ ისე შეიყვარებს ბნელეთშიც კი...
გაიხსენებენ სხვებიც ამ გრძნობას...
აპოკალიფსი ვერას აკლებს სიყვარულს ისევე, როგორც დრო,
ისევე როგორც სხვა ნიშნები,
და მაშინ როდესაც გაიხსენებენ ამ გრძნობას იცით რა მოხდება?
ბნელეთიც კი განათდება.

მე თქვენი ფილოსოფოსი ანუ Philosopher ვარ. ბევრი ისტორია მაქვს დაწერილი, მაგრამ ხალხს არ ვანახებდი დღევანდელ დღემდე. ეს ისტორია იქნება ფილოსოფიური. ისტორია იქნება საოცარ გრძნობებზე. ეს შესავალი წაიკითხეთ და მიხვდებით რა მაგარი იქნება ეს ისტორია თუ წაიკითხავთ. ერთმა წიგნმა გამიჩინა ამ ისტორიის დაწერის სურვილი. უფროსწორედ ასეთი შესავლის დაწერის სურვილი. შეიძლება ზედმეტად ფილოსოფიური გეჩვენოთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ იმიტომ არ ვდებ, რომ მოგეწონოთ. მხოლოდ იმიტომ ვდებ , რომ ვიცი ამ ისტორიის ფასი.



№1  offline წევრი DevilGirl

უკაცრავად, აქ მომწერე თუ შეიძლება ის ანონიმი დამებლოკა რაღაცის გამო ამიტომ აქ მიპასუხე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent