შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება... _2_


26-02-2017, 23:07
ავტორი Frigga
ნანახია 1 849

შეშინებულლი წამოოვხტი, ცივი ოფლი შუბლიდან მოვიწმინდე, საშინლად შეშინებული აქეთ იქით ვიყურებოდი, არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო, მიხაროდა რადგან გარდაცვლილი მამის სახე კიდევ ერთხელ ვნახე, მაგრამ ამასთან ერთად საშინელი შიში მიპყობდა, შიში იმისა რომ მამა რაღაც მიზეზით მოვიდა ჩემთან, რაღაც ისეთი უნდა რაც არ შემიძლია და მეშინია რომ ვერ ავუსრულებ, ამ ორი გრძნობის ნაზავი კი საოცარ დაბნეულობას იწვევს ჩემში და თითქოს არც მინდა ვაღიარო ფაქტი რომ მეშინია, მინდა საკუთარ თავში ძალა ვიპოვო, მინდა შევძლო ის რაც მამას უნდოდა ჩემთვის, მინდა მამამ ჩემით იამაყოს, არააქვს მნიშვნელობა თუმმდაც იყოს არარეალურობაში.
გრძნობაარეული ვდგები ბალიშების კუთხიდან რომელიც იქვე კუთხეში ბუხართან არის მოწყობილი და ჩემს მუქიფერის ოთახში უმისამართოდ დავდივარ, ჯიბეში რაღაცამ ბჟუილი დაიწყო, მივხვდი რომ ისევ ელენა იქნებოდა და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და უხალისოდ დავხედე ეკრანს.
შეტყობინება გავხსენი და უხალისოდ ჩავუყევი მის გრძელ სტრიქონებსს.
ანნა ძალიან ცუდადაა საქმე, ჩვენი გუნდი საერთოდ გადაფარა ალეკის გუნდმა, როგორც იცი ისინი ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეები არიან და თუ ამათ არ მოვუგებთ საერთოდ წოდებასაც აღარ მოგვანიჭეენ, ნუთუ შენთვის ეს სულ ერთია!? თუ ჯერ კიდევ ის ანნა ხარ რომელსაც მე პირველი კლასიდანაა ვიცნობ დარეკავ და თუ საერთოდ აღარ ხარ ის ანნნა მაშინ გაატარებ, შენ გადაწყვიტე.
დაბნეული ვდებ ტელეფონს ტუმბოზე რომელიც იქვე ჩემს გვერდით დგას, არ ვიცი რა მოვიმოქმედო, არც ის მინდა რომ ჩემი მეგობრები მარტო დავტოვო ამ მნიშვნელოვან დღეს და არც ის მინდა რომ ოთახიდან ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგა.
ნელა მივიწევ ჩემი საწოლისაკენ და მთელი ძალით ვეხეთქები საწოლის ზედაპირს, ჩემს საყვარელ ბალიშს ვეხუტები და გვერდზე მოკუნტული ვბრუნდები, თვალწინ მიდგება ჩემი განვლილი წლები, ამდენი შრომა და ნათენები ღამეები მამასთან ერთად, მახსენდება მამას ღიმილი ჩემი პირველი გამოსვლისას, მხოლოდ მამა მყავდა დედა მამაზე ადრე წავიდა და დამტოვა, მამა ჩემი ნუგეში იყო, დედას იმიტომ არ ვიხსენებ ხშირად რომ არ მინდა დეპრესიაში ჩავვარდე, როცა დედის სახე წარმომიდგება ხოლმე თვალწინ მაშნვე ღაპაღუპით მომდის ცრემლები, არ მინდა რომ ასე ვიყო მაგრამ ეს თავისთავად ხდება, მე ხომ ჯერ თვრამეტის ვარ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს ყველა ასაკში მძიმეა მშობლების დაკარგვა.
((მორჩა ცხოვრებას ვაგრძელებ, ნუ შემომხედავთ ასე განადგურებულს ვერასდროს დამინახავთ და თქვენდა გასაკვირად ავდგები ფეხზე, გავძლიერდები მივაღწევ იმას რისთვისაც მთელი ცოვრების მანძილზე ვიბრძვოდი. ))
საკუთარ გოებაში ვეუბნები საკუთარ მტრებს და წარმოვიდგენ თინეიჯერულ შეჯიბრში როგორ იგებს ჩემი მოცეკვავეთა გუნდი, წარმოვიდგენ თუ როგორ ამაყობენ დედა და მამა ჩემით იქ სადაც არიან, და გული უცნაური გრძნობით მიფეთქავს, თითქოს სადღაც ეჩქარება, ვეღარ ვითმენ, ჩანთას ვიღებ გარდერობიდან კეპსა და ჩემს სპორტულ ტანსაცმელს ვალაგებ და ოთახიდან სწრაფად გავდივარ.
კიბის მოაჯირზე უხეშად ვხტები და ვსრიალდები, მერე კი საკუთარ საქციელზე თავადვე მეცინება. (( დავბრუნდი)) ვფიქრობ გახარებული და სახლის კარს ვხურავ.
ჩემს წინ ჩემთვის სრულიად უცხო ქალაქი იშლება, უამრავი დიდი და მაღალი შენობითა და ფართო ქუჩებით, ჩემთვის უჩვეულო მტვერია ქუჩაი, უამრავი ადამიანი და უამრავი მანქანა, მესმის სასტვენის ხმა, როგორ ცდილობენ პოლიციელები ნიუიორკის ქუჩების გაწმენდას საცობიდან, ჩემი სახლის პირდაპირ ერთი აფეა და სულ მინდოდა გამესინჯა როგორი ყყავა ჰქონდათ, მაგრამ ახლა ისე მინდა ჩემს გუნდს შევხვდე აღარაფერი მაინტერესებს, ტაქსის ხელს ვუქნევ და ვაჩერებ, ჩემთვის ჩვეული უხეში მანევრით ვიშორებ ჩანთას და უკანა სავარძელზე ვაგდებ.
- სად წაგიყვანოთ?
ჩაფიქრებული მძღოლის ხმამ გამომაფხიზლა.
- ოუ რათქმაუნდა ((Darkness light))
- გასაგებია.
მშვიდი ხმით დამეთანხმა მძღოლი და ტაქსი დაიძრა.
- ცოტა სწრაფად თუ შეიძლება.
- რათქმაუნდა.
დიდი დრო არ დაგვჭირდა ჩემი ჯგუფის შენობასთან მისასვლელად.
- დიდი მადლობა.
- რას ბრძანებთ.
- კარგით ნახვამდის.
ჩანთა ზურგზე მოვიგდე და სწრაფი ნაბიჯით წავედი შენობისკენ, არც ისე შორს ვიყავი როცა მძღოლის ხმა ისევ გავიგე.
- უკაცრავად მის ფული?
- ოო რათქმაუნდა.
გადავიხარხარე და გავიქეცი ტაქსისკენ.
- მაპატიეთ დაბნეული ვარ.
- არაუშავს
ტაქსი დაიძრა და რამოდენიმე წამში აღარ იყო ადგილზე, ქუჩაზე გადავდიოდი თუმცა, უნებ კუთხიდან მანქაანა გამოვიდა და ზუსტად ჩემი ფეხების წინ გაჩერდა.
თუმცა ფეხი მაინც მეტკინა რადგან მანქანის რაღაც ნაწილი მომხვდა.
მანქანაში ახალგაზრდა ბიჭი იჯდა თუმცა რა ბიჭი ამ დროს ყურადღებაც არ მიმიქცევია მისთვის.
- რამე ხომ არ გეტკინათ კარგად ხართ?
სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და მკლავში ხელი წამავლო.
- დაწყნარდით ყველაფერი კარგადაა არაფერი მომსვლია.
- ძალიან კარგი, გამიხარდა შენნაირი ლამაზი გოგოს დაზიანების მიზეზი თუ არ გავხდი.
- ლამაზი კი არა და ის, ამის შემდგ წინ იხედე თორემ ვეღარ გააჩერებ და ვინმე შემოგაკვდება.
ხელი გავაშვებინე და მუხლი დავისრისე
- მომისმინე, ძალიან ვწუხვარ.
- არაფერში მჭირდება, კარგად ბრძანდებოდე მისტერ მუხრუჭო.
მივბრუნდი და გზა განვაგრძე ჩემთვის სახასიათო ბიჭური ნაბიჯებით. გავიგე როგორ დაიძრა მანქანა და თავი ნწნწს ძახილით გავაქნიე.
ჯგუფის კარი შევაღე.



№1 სტუმარი ucnobi

18+yvelaze braziani geimerebihttps://www.youtube.com/shared?ci=m5N7v-Xo5kY

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent