შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის (2)


27-02-2017, 01:54
ნანახია 1 660

კნუტი

***

-ელე, რას შვები?
-არაფერს, ნახაზს ვიწყებ შენ?
-ეხლა გამოვედი სამსახურიდან. ახალი პროექტია რამე?
-კი და იმდენია სამუშაო..-ტრადიციულად დავიწყე წუწუნი.
-კაი, ხომ იცი ყველაფერს რა მაგრა აკეთებ? ნუ, წუწუნებ ეხლა.-გაეცინა სანდროს.
-მოკლე დროშია გასაკეთებელი და ვნერვიულობ უკვე.
-კაი, არ ინერვიულო. ამოგივლი. რამე გინდა?
-არა, არაფერი. მოდი, ლალიმ რაღაცები გააკეთა.
-კაი,-მითხრა სანდრომ თბილად და დამემშვიდობა.

სანდროს და მე ნიშნობა გვექნება ცოტახანში. ალბათ, რამე ახალი ტრენდია ხელის თხოვნა დიდ გარემოცვაში ზედმეტად პომპეზურად. სავახშმოდ ვიყავით ძველი თბილისის ერთ-ერთ კაფეში. მხოლოდ მე და სანდრო. ცოტა შავ ღვინოს ვსვამდით ტრადიციულად და არაფერზე ვლაპარაკობდით. საოცრად კარგი ადამიანი იყო სანდრო! მისი გამოჩენით ბევრი რამე შეიცვალა. ადამიანი, რომელთანაც თავს თავისუფლად ვგრძნობდი. ალბათ ერთი წლის მანძილზე ორჯერ თუ გვექნება ნაჩხუბარი. ყველა ისურვებდა ასეთ ურთიერთობას. იდეალურს მე ვიტყოდი. მავსებდა სიხარულით და სითბოთი. არანაირი დაბრკოლებები, არანაირი შეზღუდვები. უყვარდა ჩემი მეგობრები და ჩემ მეგობრებს უყვარდათ ის. ვიოლონოზე უკრავდა ახალგაზრდა ბიჭი და მომსახურე პერსონალიც ჩვენკენ იყო მომართული. ცოტა კი ვიეჭვე რამე ხომ რა ხდება მეთქი, მაგრამ შავ ღვინოს და გემრიელ სალათს მივეძალე.
-ელე, ხომ იცი როგორ მიყვარხარ?
-თავიდან მიხსნი სიყვარულს?-გამეღიმა და გული გამითბა.
-ხომ იცი არ დავიღლები სულ რომ გითხრა როგორ მიყვარხარ,-მიპასუხა სანდრომ მშვიდად.
-ვიცი,ვიცი.
-ისიც ხომ იცი რომ არ შემიძლია ერთი დღე უშენოდ?-მითხრა სანდრომ და თვალებში მომაჩერდა. ამ დროს ოფიციანტი მოვიდა ჩვენთან:
-თქვენი დესერტი, ინებეთ..-გვითხრა მშვიდად და დესერტი წინ დაგვიდო. თავსახური მოხსნა და გავიდა. არ შემიხედავს დესერტისთვის. სანდრო ტრადიციულად ბრაუნს უკვეთავდა ხოლმე ჩემთვის. ვუყურებდი სანდროს და სანდრო მე მიყურებდა. თვალებით რაღაცას მანიშნებდა.
-რა?-ვიკითხე დაბნეულმა და თეფშს შევხედე. ბრაუნზე ტრადიციულად ლათინურად ეწერა „ცოლად გამომყვები?“. რაღაცნაირად ამიჩქარდა გულიდა მაშინვე სანდროს შევხედე, რომელიც ჩემ წინ აღარ იჯდა უკვე. მომიახლოვდა და ამაყენა:
-ელენე, ძალიან მიყვარხარ! შენ ჩემი ცხოვრება გააფერადე. რამდეჯერაც გნახავ იმდენჯერ გული ბავშვივით მიცემს, ან იმ ბიჭივით პირველად რომ მიდის პაემანზე. გიყურებ და არ ვიღლები, გიყურებ და გული სიყვარულით მევსება. ღმერთს მადლობას ვეუბნები შენ რომ გაგიცანი წლების წინ და შენ თავს ხელახლა რომ შემახვედრა. ძალიან მინდა დილას შენით ვიწყებდე და ღამეს შენით ვამთავრებდე. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა სახლში დამიტოვებიხარ და რაღაცნაირად გული გამიტანებია შენთვის რომ ასულხარ. მოკლედ,-ღრმად ჩაისუნთქა სანდრომ,-გამომყვები ცოლად?
-სანდრო,-ცრემლები წამომივიდა. ხმას ვერ ვიღებდი. ერთიანად ვკანკალებდი.. სანდრომ პატარა კოლოფი ამოიღო ჯიბიდან, ჩემ წინ ჩაიმუხლა და გახსნა. ლამაზი ოქროს ბეჭედი იყო თეთრი თვლით.
-შენ პასუხს ველოდები,-მშვიდად მითხრა, მაგრამ ვხედავდი რომ ეს სიმშვიდე მოჩვენებითი იყო. მიყვარდა სანდრო, მაბედნიერებდა სანდრო, მიხაროდა სანდრო და მაფორიაქებდა სანდრო..
-კი,კი..-ძლივს ვთქვი. ეს იყო და სანდრომ ბეჭედი გამიკეთა თითზე. მაშინ გამოცვივდა მთელი ჩვენი სამეგობრო, მაშინ აინთო ცა ფერადად და მაშინ გაისმა მქუხარე ტაში.

ვუყურებდი ჩემს არა თითზე კოხტად წამოცმულ ბეჭედს და მეღიმებოდა. მეღიმებოდა, რომ ამდენი წლის მერე.. ამდენი გაურკვეველი გრძნობისა და სიტუაციის მერე ჩემ წილ ბედნიერებას მივიღებდი. გაურკვევლობა ერეკლეს გამოჩენიდან მის გაქრობამდე გრძელდებოდა. ვიყავი სანდროსთან ერთად, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი ვერაფერს. მაინც ვერ ვხვდებოდი რატომ არ გამოგვივიდა და რატომ არ გავხდით „ჩვენ“.

ის სხვანაირი იყო.
ის ერთადერთი იყო.
ის ის იყო და მორჩა.

***

ლექციიდან გვიან გამოვედი და რუსთაველის ქუჩას მოვუყვებოდი. უკვე შებინდებული იყო. ჩემ საყვარელ სიმღერას ვუსმენდი და ნელ-ნელა მივსეირნობდი. სიმღერა შეწყდა და მაშინვე ტელეფონის ხმა გავიგე. მაინც ვერ ვისწავლე, რომ წამომეღო ჩემი აიპოდი და ისე მომესმინა წესიერად სიმღერისთვის. უცხო ნომერი იყო, არც კი მეცნობოდა.
-ბატონო..
-ელენე, როგორ ხარ?
-ერეკლე?-ხმა ჩამივარდა. რა უნდოდა ერეკლეს ჩემგან. იმ ამბის მერე თითქმის ორი კვირა იყო გასული. არც მინახავს და მით უმეტეს არც მილაპარაკია მასთან.
-ხო, მე ვარ. როგორ ხარ?
-კარგად, შენ როგორ ხარ?-ვუპასუხე დაბნეულმა.
-არამიშავს. ერთ ადგილას გაჩერდი,რა.
-რა? სად ხარ?-მიმოვიხედე გარშემო.
-აი, მოვედი თითქმის,-მითხრა ერეკლემ და ფარები ამინთო მანქანის. გამეღიმა. ხელი დავუქნიე და მანქანისკენ წავედი.
-არ ეშვები ხო ღამის სეირნობებს?-გაეცინა. როგორ საოცრად უხდებოდა ღიმილი!
-5 საათია ლექციაზე ვზივარ და ცოტა ხომ უნდა გამეშალა ფეხი?
-არა, ფეხი კი უნდა გაგეშალა.-მითხრა სიცილით და თავისუფლებისკენ წავიდა.
-შენ აქ საიდან? ან სად მივდივართ?
-რავი, ვსეირნობდი და ეხლა შენთან ერთად ვსეირნობ.
-რუსთაველზე?-გამეცინა.
-ხო, რა გოიმობაა?
-არა, ეგ რატო იფიქრე,-შევიცხადე მე.
-ო, რა სერიოზულად იღებ ყველაფერს. საქმეზე ვიყავი და რომ გამოვედი დაგინახე, დაგირეკე, ჩაგისვი და სადაც მიდიხარ მიგიყვან. თუ ვინმეს უნდა შეხვდე?-გამომცდელად გამომხედა.
-ხო, აი, შეყვარებული მელოდება და მეჩქარება რა.
-რა შეყვარებული?-წარბი ამიწია მომენტალურად.
-ხო, არ იცოდი? ჩემი შეყვარებული უნდა მენახა აქვე და მესეირნა რუსთაველზე ხელი-ხელ გადახვეულს,-ვუპასუხე სრული სერიოზულობით. გამომცდელად გამომხედა და გაეღიმა. არა! ტუჩის კუთხე ჩატეხაო რომ ამბობენ,აი, ეგ ქნა ზუსტად. მე ამ დროს? მივაშტერდი იდიოტივით. მართლა იდიოტივით. ბავშვებს რომ შიათ და საჭმელს უყურებენ და ამავდროულად დორბლები მოსდით,აი, ეგრე ვუყურებდი ზუსტად.
-შენი არ იყოს მეც კაი სერიოზულად მივიღე ეხლა შენი ნათქვამი,-გაეცინა ერეკლეს.
-რა დაინახე არასერიოზულის?!-მოჩვენებით გავბრაზდი მე.
-კაი, ელენე რა! შენნაირ გოგოს ესე მარტო სასეირნოდ რომელი აზრზე მოსული და დალაგებული ბიჭი გაუშვებს მარტო?
-ნუ, ეხლა..-ვეღარაფერი ვუპასუხე და ფანჯარაში დავიწყე ყურება.
-ნუ,თუ გიშვებს და არ გხვდება სადაც საჭიროა, მაშინ გადაეცი რომ დღეს სხვასთან ერთად ისეირნებ. ოღონდ! არა რუსთაველზე.-მითხრა მტკიცედ და სანაპიროსკენ გადაუხვია მანქანა.- ქართლის დედასთან ნამყოფი ხარ საბაგიროთი?
-არა, არ ვარ.
-ხომ არ გეშინია სიმაღლის?
-არა, არ მეშინია.
-ხოდა, მაშინ წამო რა. ერთხელ ვიყავი და თბილისის სილამაზე ვერ აღვიქვი. მეორედაც მინდა,-მითხრა ერეკლემ და რიყესკენ წავიდა. მეც დამყოლი ბავშვივით გავყევი. რატომ არ გავყვებოდი? არ მინდოდა, არ მიხაროდა, არ მსიამოვნებდა ერეკლესთან ერთად ყოფნა თუ როგორ იყო ჩემი საქმე?! საბაგიროში რომ შევედით და ნელა ავიდა ზემოთ საოცარი ხედი გადმოიშალა! მაშინ ვიგრძენი რომ კი კარგია ევროპა, ლამაზია, სასწაულია, მაგრამ ჩემ თბილის არც ერთი ჟანეტის ეიფელი არ ჯობია! რაღაცნაირად გული გამითბა განათებულ დედაქალას რომ გადმოვხედე.
-სურვილი ჩაიფიქრე,-მითხრა ერეკლემ ჩუმად. მეც თვალები დავხუჭე და ჩავიფიქრე. გაგეცინებათ და იცით, რა ჩავიფიქრე? ოღონდ გავერკვიო ეს ბიჭი რანაირია და ოღონდ, ზედმეტად არ გადამიყვანოს ჭკუიდანთქო.
-მეც ჩავიფიქრე,-მითხრა ერეკლემ.
-შენ ხომ მეორედ ხარ? რატო ჩაიფიქრე,-წარბი ავუწიე.
-არა, პირველად ვარ.-მიპასუხა ისე რომ არ მოუშორებია თვალი.
-აბა, ვიყავიო?
-არა, არ ვყოფილვარ. ეს ისე უბრალოდ გითხარი,-მიპასუხა ისე ვითომ არაფერი. რომ გადმოვედით საბაგიროდან და ჩავისუნქე ჰაერი კიდევ ერთი აღმოჩენა გავაკეთე. თბილისში არც თუ ისე დანაგვიანებული ჰაერი ყოფილა. რაღაცნაირად გამიხარდა და რაღაცნაირად შემაცია სიომ.
-შეგცივდა, არა?
-ოდნავ, მაგრამ კარგია.-ვუპასუხე მე და ნელი სვლით წავედით ქართლის დედისკენ.
-მოიცა,-მითხრა ერეკლემ და თავისი ქურთუკი მომახურა. აი, მანდ დამერხა! ვსო, ამოვიჩემე სუნამო და მივხვდი, რომ მეორედ ნახვამ კიდევ ბევრი გრძნობა და ემოცია დაბადა. შეკითხვები? ჯერ სად ხართ!
-რა ჩაიფიქრე?-მკითხა ერეკლემ.
-რომ გითხრა არ ამისრულდება!
-ვინ მოგატყუა?-ჩაეცინა.
-ეგრეა ნათქვამი.
-ვინ თქვა?
-ხალხმა.
-ხალხის გჯერა?-კიდევ ჩაეცინა. ქართლის დედასთან რომ ავიდოდი „დედას“ ვთხოვდი ბევრი არ ჩაეცინა ამ ბიჭს, თორემ ერთ დღეს ჩემ დრობლს აუცილებლად შენიშნავდა.
-ხალხი ბრძენია.
-არა, ხალხი ბრბოა.
-ჩვენ ხალხის ნაწილი ვართ.
-შეგვიძლია ხალხს გამვოეყოთ. იცი, როგორ? ხალხის ჭკუაზე სიარულს თუ მოვეშვებით და ნაკლებად ვიფიქრებთ რა თქვა ან თუნდაც, რას იტყვის ხალხი.-დამიყვავა ერეკლემ და კიბეებზე ავიდა. მეც მორჩილად ავყევი. მუდარით ავხედე ქართლის დედას, ვითომ მართლა რამეს ვეხვეწებოდი.
-მითხარი,რა.. რა ჩაიფიქრე?-არ მეშვებოდა ერეკლე. ხომ არ ვეტყოდი შენს მიმართ გაურკვევობას ვგრძნობ და ეგ ჩავიფიქრე ნეტა, გავერვკიო მეთქი?
-ო, ისეთი არაფერი,რა.. უბრალოდ, კნუტი მინდა ძაან..-რამ მომაფიქრა კნუტი და კატთა მოდგმა. გადაიხარხარა ერეკლემ.
-რა გაცინებს?
-მერე მაგაზე ადვილი რა არის, ტო..
-ადვილი გგონია?-წარბი ავუწიე.- კნუტი არ მოჰყავთ ჩემებს და არც მომაყვანინებენ. იცი, რა მინდა? ჯადოსნური ჯოხი!
-მე მაქვს გინდა?
-დავაი,-სიცილით ვუთხარი.
-მართლა გინდა კნუტი?
-ხო, მინდა. ჩემი ოცნებაა პატარა კნუტი მყავდეს. რა საყვარლები არიან,ხო?
-ავახდინოთ მერე ოცნება,-ღიმილით მითხრა ერეკლემ.
-ეგეთი ადვილი რომ იყოს,-დანანებით ვუთხარი. არა, მაინც რამ მომაფიქრა კნუტი და ის კიდე ვეფხვი. ცხოვრებაში არ მილაპარაკია ოჯახში კნუტთან დაკავშირებით და ისიც კი არ იცოდა დედაჩემმა რომ კატების მიმართ მცირეოდენი სიმპათია მქონდა. ერეკლეს ურეკავდნენ, ბოდიში მომიხადა და ტელეფონს უპასუხა.
-მადლობა, ძმაო. შენთან ერთად.. მეც მაგრა,ტო. არ დაიკარგო,-უპასუხა და ტელეფონი გათიშა.-რა დრო ყოფილა! ღამის პირველი დაიწყო.
-ვაიმე, მართლა?-შევიცხადე მე და ტელეფონს დავხედე,-აუ, გათიშულია! ალბათ, დამიჯდა. დამარეკინე,რა..-დედაჩემს დავურეკე. ქალს ისეთი შეშინებული ხმა ჰქონდა. აბა რა იქნება 9 საათზე რომ ლექციას მორჩები და მერე გაქრები?!
-წავიდეთ, რა..
-წამო,-მშვიდად მიპასუხა. გზაში კიდევ რამდენჯერმე დაურეკეს ერეკლეს. ისევ მადლობები იხადა. კი მომხვდა ყურში, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება. რა ჩემი საქმეა ვინ ვის რას ელაპარაკება?!
-ძილინებისა, ელენე..-მითხრა ერეკლემ სადარბაზოსთან რომ მიმიყვანა.
-მადლობა და ძილინებისა,-მეც ძილინებისა ვუსურვე და სახლში ავცუნცულდი. რაღაცნაირად დადებითად დამუხტული ვიყავი. კიბეებზე ისე ჰაეროვნად ავედი ჩემი თავის გამიკვირდა. სიმსუბუქეს ვგრძნობდი! თან მაშინებდა, თან მომწონდა. ისიც მომწონდა რომ მეფიქრებოდა არაფერზე, რომელიც ყველაფერს ნიშნავდა და ისიც, მომწონდა გაურკვეველ სიტუაციაში რომ ვიყავი. გიჟი ვიყავი. ნამდვილი გიჟი. ნაკანის ერთი შეხედვაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ გავგიჟებულიყავი და თავი ღრუბლებში მგონებოდა.

ლექციას პირველ საათზე მოვრჩი. მეგობრებთან ერთად აკადემიის ეზოში ვიდექი და რაღაცებს ვღლაბუცობდი. ტრადიციულად ჩემ ჯგუფელ ლიკას დავცინოდი, რომელიც ბულგარულის მაგივრად ბუ“რ“გალურს ამბობდა, ასევე, ავანტყოფს ეძახდა ყველას და როცა ბრაზდებოდა ენა ებმეოდა უარესად. ასეთებიც არსებობენ და ეს ჩემი ჯგუფელი ლიკა იყო. ლიკა გასახსენებელია ნამდვილად, ერთ-ერთი მონაწილეა ჩემი გაურკევლობის. ნუ, მაგაზე მერე.. ტელეფონი მირეკავდა. ერეკლე იყო. კინაღამ მიწა გამომეცალა. სულ არ შევიმჩნიე ჩემი ალმურ მოდებული სახე და ვუპასუხე:
-ხო, ერეკლე..
-ელე, როგორ ხარ?
-კარგად, შენ?-არც ისეთი უზრდელი ყოფილა. მოკითხვები დაუმუღამებია.
-კარგად. გამოხვალ ორი წუთი? აკადემიასთან ვარ.
-კი, გამოვალ.-მეგობრებს დავემშვიდობე და ეზოდან გამოვედი. ერეკლე და შოთიკო იყვნენ მანქანაში. რომ მივუახლოვდი ღიმლით, ღიმილი სახეზე შემეყინა. ფეხებში პატარა მძინარე კნუტი ეჯდა ერეკლეს.
-ვაიმე! ეს რა არის?-შევკივლე მე.
-ჯადოსნური ჯოხი ვიპოვე სახლში მქონია და აბრაკა-დაბრა წარმოვთქვი და უცებ გაჩნდა,-მითხრა ერეკლემ და გამიღიმა.
-აუ, მართლა? დაიფიცე!
-რა დავიფიცო. გეფიცები !-გამიღიმა ერეკლემ.
-წაათრიე გოგო ეს კნუტი, თორე რომ ვხედავ მაჟრიალებს!-თქვა შოთიკომ ზიზღით.
-აუ, ეს ცხოველთმოძულეა არ შეიმჩნიო,რა.. მოდი, ჩაჯექი და სახლში მიგიყვან ახალ მეგობართან ერთად,-მითხრა ერეკლემ. მანქანაში ჩავჯექი და კნუტი მე გადმოვისვი ფეხებში. ისეთი საყვარელი იყო! შავი კნუტი იყო, სულ შავი კუპრივით შავი. ისე მშვიდად ეძინა სულ არ აინტერესებდა სად იყო ან ვისთან იყო. მთელი გზა ფისოს ვეფერებოდი და არ ვიცოდი, რომ თურმე „არნატრული“ ოცნებებიც ხდებოდა. მანქანიდან რომ გადავედი ერეკლემ პარკი მომაწოდა.
-აქ ყველაფერია, რაც შეიძლება შეჭამოს და დალიოს. ბევრს ნუ, მოეფერები და ნუ, გააგიჟებ ცოტახანს მაინც,-მითხრა ღიმილით.
-აუ, ერეკლე დიდი მადლობა!-ვუპასუხე მე და ჩავეხუტე. დენმა დამარტყა. ვიგრძენი და იგრძნო. მსუბუქად გამიღიმა, მაშინვე მანქანში ჩახტა და წავიდა. სახლში ასულმა ფისო დავაბინავე ჩემ ოთახში და მაშინვე თიკას დავურეკე.
-რა? მეღადავები?-კიოდა თიკა.-ერეკლემ გოგო? არ არსებობს! რა მაგარია!
-აუ, გეფიცები მეც შოკში ვარ. ისეთი მოულოდნელი იყო.. თურმე, რა კარგი ბიჭი ყოფილა და მე კიდევ რა სისულელეებს ვლაპარაკობდი!
-ეგაა რა! გრძელი ენა გაქვს შვილო. იმდენს ტლიკინებ და იმდენ უაზრობას!-შენიშვნა მომცა თიკამ. ვითომ თვითონ ისეთი ბრძენი და სიტყვაძუნწია ეგეთი მეორე არ დადის.
-მაგარია, ელენუშკა. მაგრა გამიხარდა! მოიყვანე რა ჩვენთან. ბავშვები გაერთობიან..
-ხო, აი, შენი შვილების გასართობად და გასაპუტად მომიყვანეს ეს კნუტი რა,-გამეცინა და რომ წაროვიდგინე ჩემ საცოდავ კატას რა დღეში ჩააგდება ის ორი არანორმალური ხასიათი გამიფუჭდა.
-შენ რომ ერთობი ჩემი შვილებით კაია?-გაბრაზებულმა მიპასუხა თიკამ.
-ო, კაი რა! დამანებე თავი. რატო გირეკავდი ვაფშე!-არ დავაკელი გაბრაზება.
-კაი, ხო.. უსარგებლო გოგო ხარ რა. მიულოცე მაინც მადლობების მერე?
-ვის?
-ერეკლეს გოგო.
-რა უნდა მიმელოცა?
-დაბადების დღე! რა და კნუტი რომ მოგიყვანა ეგ!
-რა? დღეს დაბადების დღე აქვს?-იმხელა ხმაზე შევყვირე ჩემმა კნუტმა თვალები გაახილა და კინაღამ მისაყვედურა მძინავს ნუ ყვირიხარო.
-იდიოტი ხარ ამხელა გოგო?-შენიშვნა მომცა თიკამ.
-აუ, აბა მე რავიცოდი? არ უნდა გეთქვა?-ღმერთო რა უზრდელი გოგო ვარ!
-აბა,მე რავიცოდი შენ თუ არ იცოდი?
-ო, კაი. დავურეკავ ეხლა..-გავუთიშე თიკას ტელეფონი და ერეკლეს ნომერი მოვძებნე. როგორ არ ვიცოდი დაბადების დღე რომ ჰქონდა. როგორ ვერ მივხვდი მადლობებს რომ ეუბნებოდა. ხომ შეიძლება ტვინი დააყოლო ადამიანმა? არა, რასაც საჭირო არაა იმას ხომ კარგად ვისმენ და ვაყოლებ ტვინს!
-ერეკლე..
-ხო, ელენე. მშვიდობაა? შენი კნუტი როგორაა? რამე ხომ არ გინდა?-მომაყარა შეკითხვები.
-მადლობა..
-კაი, რა მადლობა? კიდე მაგას მეუბნები?-გაეცინა ერეკლეს. „რა მადლობა ელენე?! მართლა იდიოტი გოგო ხარ თუ როგორაა შენი საქმე?!“მებრძოდა ჩემი თავი.
-მაპატიე, რა.. არ ვიცოდი დღეს დაბადების დღე თუ გქონდა. მაპატიე, რომ ვერ მივხვდი და.. დაგვიანებულ მოლოცვას თუ მიიღებ გილოცავ! ყველაფერს კარგს გისურვებ საყვარელ ადამიანებთან ერთად!
-მივიღებ, შენგან ყველაფერს მივიღებ,-მშვიდად მიპასუხა,-დიდი მადლობა, ელენე.
-არაფერს და ბოდიში უყურადღებობისთვის,-ვუპასუხე და ჩემ საწოლზე გაგორებულ კნუტს მეც მივუგორდი. შავი ხომ იყო და იცით, როგორი თვალები ჰქონდა? ერეკლეს ფერი! ზუსტად ერეკლეს თვალები ჰქონდა. გამეღიმა.. საკუთარ დაბადების დღეზე მომიყვანა საჩუქარი და ამ საჩუქრით კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობაში ჩამაგდო.

მერჩოდა ეს ბიჭი. ნამდვილად, მერჩოდა!
ვერ ვხვდებოდი კარგისკენ თუ ცუდისკენ.
მე კი მომწონდა, რომ სახლში მისნაირი მყავდა.

***

სანდრო მხიარულად შემოვიდა სახლში და სამზარეულოში მოფუსფუსე დედაჩემთან შევიდა.
-ლალიკო, როგორ ხარ?
-სანდრო, კარგად შენ საყვარელო? სამსახურიდან ხარ?
-ხო, სამსახურიდან მოვდივარ.
-ძალიან კარგი. ხოდა გავახშმებ ეხლა! შენ რომ გიყვარს ის ხორციანი სუპი გავაკეთე,-უთხრა დედაჩემმა და მაშინვე გაზქურასკენ გაიწია.
-ელენუშკა, აბა რას შვრები?-შემომიტრიალდა სანდრო.
-რავი, რაღაც ნახაზის ჩონჩხი ავაწყვე უკვე, მაგრამ ჯერ დასაწყისია, რა..-ვუპასუხე სანდროს და გავუღიმე. ამ დროს კნავილით ჩემი ბობო ჩემოვიდა და ფეხებთან გაჩერდა. ისე საყვარლად ამომხედა მაშინვე ხელში ავიტაცე და ჩავიხუტე.
-ფუ, ელენე! მოაშორე რა..-ზიზღით თქვა სანდრომ. ვერ იტანდა კატებს სანდრო. აღიზიანებდა და ცუდად ხდებოდა.
იმ აზრს უკვე შეჩვეული ვიყავი, რომ ბობოს გარეშე მომიწევდა უკვე ცხოვრება.
ჩემი ტკბილი მოგონების გარეშე. ჩემი ბედნიერი დღეების „მემატიანე“ სახლში, დედაჩემთან უნდა დარჩენილიყო და გულში ჩაეტოვებინა ყველა ის სიხარულისგან თუ ცრემლებისგან გათენებული ღამეები, რაც ერეკლემ დამიტოვა.

ბობო ჩემ ოთახში გავიყვანე და საწოლზე დავსვი. ამომხედა თავისი ყვითელი თვალები და ერთი დაიკნავლა. ერთადერთი იყო, რომელიც ხვდებოდა, რომ სისულელეს ვაკეთებდი..

***
ვაიმე, როგორ მომნატრებიხართ!
დიდი მადლობა ასეთი კარგები რომ ხართ!
გული აღარ მეტევა საგულეში ისეთ რაღაცებს მწერთ :)

მინდა ყველას გითხრათ დიდი მადლობა!
თქვენ ხართ ძალიან კარგები და მადლობა რომ ამხელა დადებითი ემოციები მოგაქვთ ჩემამდე!

ვერ შეგპირდებით, რომ ყოველდღე დავდებ მაგრაააააამ შემდეგი თავი უფრო დიდი იქნება და უფრო ემოციურ-მაიმუნური!

იმედია, ისიამოვნებთ:)



№1  offline წევრი LSD

Vaimee rogor gamaxare arici raa megona ardadebdi dges ❤️❤️ Dzaan momwons ara mikvars ukve es istoira ❤️❤️ Isetia rogoric koveltvis momwondaa❤️❤️ Geli axali tavit warmatebebi❤️❤️

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

აბააა შემდეგ თავზე დიდხანს მოგვიწევს ლოდინი? მომეწონა და თან როგორ. ♡♡♡

 


№3  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

პირდაპირ გეუბნები
მარტო იმიტომ მძულხარ,რომ სანდრო არსებობს
მეზიზღები!
იმიტომ რომ სანდროს ხელის თხოვნაზე წამოუვიდა ცრემლები!
სისულელეა!
ვერ გიტან!
მეზიზღება ის ცრემლები,ყალბი როა:)
ვერ გიტან,რომ აგვიანებ:)
ვერა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent