შეგეჩვიე +18
ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ვხვდებით, რომ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. ცხოვრობ ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებით, მაგრამ თითქოს და არსაიდან გამოჩნდება ერთი ზედმეტად ჩვეულებრივი გოგო და ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. მეც ასე დამემართა, 5 წლიანი არაფრის მომცემი ურთიერთობის შემდეგ მივხვდი რომ ის აძლევს ჩემს ცხოვრებას აზრს, თავისი უბრალოებით მილამაზებდა იმ დღეებს როდესაც ერთმანეთს ვწერდით. ხო, ვწერდით არ მოგესმათ. თითქოს უცნაურია ვირტუალური მეგობრის ყოლა ზრდასრულ ასაკში მაგრამ ეს ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ჩვენს შემთხვევაში, მით უმეტეს როდესაც ჩემმა კომუნისტა ლაწირაკმა როგორც გარყვნილი ტიპი ისე გამიცნო. ლაწირაკას იმიტომ ვეძახი რომ ფაქტიურად ჩემთან მესიჯობაში გაიზარდა. მეც მასთან ერთად დავამთავრე უნივერსიტეტი და მაგისტრის ხარისხ ვაკეთებ. სინამდვილეში მე ეს ყველაფერი გაცლებით ადრე გავიარე, მეტიც დოქტორის ხარისხიც მივიღე ეკონომიკაში, მე უბრალოდ მისი გზა მასთან ერთად გავნვლე. შუალედურები და ფინალურები ჩემი „ზედამხედველობის“ ქვეშ ჩააბარა. დავუხვეწე მუსიკალური გემოვნება და განვანათლე სექსის თეორიაში, როგორც თვითონ ამბობს. ძალიან მინდოდა თეორია პრაქტიკულად განმეხორციელებინა მაგრამ ძალიან გამიჯიუტდა, უფრო სწორად ჩემთვის ზედმეტად კარგი აღმოჩნდა. არ იმსახურებდა ჩემი ბინძური ხელებით მის ლამაზ და წმინდა სულს და სხეულს შევხებოდი. სინამდვილეში თავიდან ჯინის გამო ვწერდი, არ აარსებობს იოანე ლომიძესთვის ჯერ გოგოს უარი ეთქვეს, მით უმეტეს არც ისე იდეალური სხეულის პატრონს. მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ნარკოტიკივით მექცა, ის დღე როდესაც არ ვკონტაქტობდით ჩემთვის ტანჯვა იყო. ბოლოს ისე გამოვიდა რომ მაინც გული ვატკინე. ყველაფერი კი აი ასე დაიწყო. .... -გამარჯობა,ქალიშვილი ხართ? კუნილინგუსი რომ შემოგთავაზოთ რას იტყვით? -ჰაი, უკაცრავად მაგრამ ეგ რას ნიშნავს? -ქალიშვილი თუ კუნილინგუსი, -აუ რა ვიღადე, ჩემს ნათქვამზე მე თვითონ გამეცინა. -ჰაჰაჰაა სასაცილო იყო.... ეხ ბედი არ გინდა ეხლა ამას უხსენი, დავიჯერო მართლა არ იცის? -აი ენით რომ აყენებენ სიამოვნებას ეგ. -და მაგან სიამოვნება რატომ უნდა მოგანიჭოს? აუ შარში ვარ, რა ჩამორჩენილია, მადლია ცოტას განვანათლებ. გამეცინა გულში.-არსებობს ბიჭების კატეგორია რომელიც ორგაზმს მაშინაც განიცდის როდესაც ქალს ასიამოვნებს და მუღამიც ეგაა. -აჰა, გასაგებია და გმადლობთ შემოთავაზებისთვის მაგრამ არა, ბაი ....ინგლისური სიტყვები ცოდნია გოგოს, კომუნისტი ტრიპაჩა. -მაშინ ისე ვიმეგობროთ შეიძლება? -მაინც არ დავნებდი, ახლა არა მერე დამთანხმდება -კი როგორ არა, მეგობრობას წინ არაფერი უდგას. -უბრალოდ გკითხავ რაღაცეებს და თუ არ გინდოდეს ნუ მიპასიხებ ოკ? -კარგი არაა პრობლემა, რომ არ გეთქვა ისედაც ეგრე ვიზამდი. რაც არ მინდა იმას ვერასდროს ვერავინ მაიძულებს.- უყურე კომუნისტა რა თავდაჯერებულიაა. -კარგი, მაშინ მითხარი რა აღგაგზნებს? -გაგიკვირდება ჩემი პასუხები მაგრამ ნამდვილად არ ვიცი რა უნდა გიპასუხო. როგორ უნდა მივხვდე მაგას? -აუ ეს ვინაა.უტარე ახლა ამას სექსის გაკვეთილები. -მართლა არ იცი თუ მეღადავები? დავიჯერო ამხელა გოგო მაგას ვერ ხვდები? -შენ წარმოიდგინე კიდევ არსებობენ გოგონების კატეგორია რომლებსაც ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები აქვთ, ვიდრე რაც შეიძლება ადრეულ ასაკში ქალიშვილობის დაკარგვა, ყოველ მეორე შემხვედრთან სექსი და შემდეგ ამით სადაქალოში ტრაბახი. -ხო მაგრამ იმით რასაც მე გთავაზობ დამერწმუნე შენს ქალიშვილობას საფრთხე არ დაემუქრება თან ანონიმურობას ბოლომდე შევინარჩუნებთ. -ჰო ანონიმურობას რაც შეეხება, მეტყვი სახელს თუ დაკრედიტების ექსპერტოთი მოგმართო? -საიდან იცი ჩემი სამსახურის შესახებ?- ამ კითხვამ დამაეჭვა, მგონი შარში ვარ. -clerk ხომ გიწერია სახელის ნაცვლად და ვივარაუდე რომ ეს იყო შენი საქმიანობა. ხო კიდე არც იმ გოგონების კატეგორიას მივეკუთვნები ინგლისური მხოლოდ facebook-ის გამოყენების დონეზე რომ იციან, ცოტა მეტი ვიცი. -იოანე მქვია. და საიდან ასე კარგად ინგლისური? -კარგი სახელია მომწონს.რამდენი წლის ხარ იოანე? წელს უნივერსიტეტში ჩავაბარე და ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ვეუფლები. -შენთან შედარებით დიდი. წარმატებები -მაინც რამდენად დიდი? გაიხარე მადლობა -24 წლის ვარ. დაფიქრდი კარგ რაღაცას გთავაზობ ორგაზმის გემოსაც შეიგრძნობ და გარწმუნებ ქმარსაც ქალიშვილი ჩაბარდები თუ ეგ გაშინებს. -და რატომ გაქვთ ეგ რაღაც ეგრე აკვიატებული? თან რა ვიცი იქნებ პედოფილი მანიაკი ხარ? -დამცინი კიდეც? ეგეთი ნამდვილად არაფერი ვარ თან მანიაკობისთვის ზედმეტად სიმპატიური ვარ. კიდევ იმიტომ რომ ჯერ არ გამომიცდია ჩემთვისაც პირველი იქნება. თან მინდა, რომ აუცილებლად ქალიშვილი იყოს, და იმ წრეში სადაც მე ვტრიალებ ცოტა რთულია ქალიშვილის პოვნა. -ოჰ ნარცისიც ყოფილხარ ყველა სიკეთესთან ერთად. მაინც რამდენად სიმპატიური? -იმდენად, რომ ჯერ გოგოსგან უარი არ მიმიღია. -ოდესღაც ხომ ყველაფერი პირველად ხდება და აი მიიღე კიდეც. სხვასთან ცადეთ ჩემზე უფრო თანამედროვესთან იქნებ გამოგივიდეს. -მე რომ შენთან მინდა?- ჩემდაუნებურად წამომცდა ეს სიტყვები -ვაშლის ღვეზელი არ გინდა? -ეგ კარაქიანი პურის ახლებური ვარიანტია?. -თანდათან ვატყობ როგორ მამხიარულებს მასთან ურთიერთობა და უარის მიუხედავად არ მინდა რომ გავწყვიტო მესიჯობა. ან იქნებ ჯიუტი ვარ. -ჰო რაღაც მაგდაგვარი. და ძალიან ჯიუტი რომ ხარ არ უთქვამთ შენთვის? -თითქოს ჩემი ფიქრები ამოიკითხა. -კიი ჯიუტი ნამდვილად ვარ და ვიღებ იმას რაც მინდა. -მაგას ჩემს ლექსიკონში მიზანდასახულობა ჰქვია. -ენამწარე რომ ხარ შენთვის არავის უთქვამს? -კიი.. კარგად პედოფილო მანიაკო უნდა გავიდე. -დროებით კომუნისტო. ... მომდევნო დღეები თითქმის იგივე. საუბარს ისევ შეთავაზებით ვიწყებდი, რა თქმა უნდა ისევ უარს ვიღებდი და შემდეგ ვაგრძელებდით საუბარს სინამდვილეში კი ის ჩემს შესწავლას ცდილობდა. ჩემი თითოეული შეტყობინებიდან რაღაც ახალს იღებდა ჩემს შესახებ და მერე ამ ყველაფერს ჩემივე წინააღმდეგ იყენებდა. მისი ეს ხასიათი ჩემში ინტერესს იწვევდა. ჩვეულებრივად „გამომძალა“ ინფორმაცია ჩემდაუნებურად, რომ მარტო ვცხოვრობდი, მიყვარდა ლუდი, მაკდონალდსის საკვები და ქალები რა თქმა უნდა. მეც თითქოს გავუშინაურდი და შემეძლო მასთან დაუფარავად მესაუბრა ჩემს სექსუალურ მისწრაფებებზე ის რომ მომწონდა მრავალფეროვნება საწოლში. და მისგან ზედმეტსახელი გარყვნილიც კი დავიმსახურე მაგრამ ეს სახელი სულაც არ მაღიზიანებდა. დროთა განმავლობაში გარყვნილი გარყვნილუკათი შეცვალა და ეს მესიამოვნა კიდეც და თან დავცინე აი გაიზარდე და მიხვდი რომ სექსი სულაც რა არის გარყვნილება და ეს კარგია. ... -ჰაი, როგორ ხარ? -ჰაი კარგად შენ როგორ ხარ? -იცი სულ მინდოდა მეკითხა და მავიწყდებოდა, პორნო გაქვს ნაყურები? -მეღადავები ხო? შენი აზრით? -ასეც ვიცოდი. მერე არ გინდა რომ უყურო? -კარგი მაგაში დაგიჯერებ მითხარი როგორ ვნახო და თუ გავუძლებ ვუყურებ. -თუ გაუძლებ კარგია. ფიფქია და შვიდი ჯუჯა დაგუგლე პორნო. -ცოტა ხნით არაფერს მწერს როგორც ჩანს ეძებს. უკვე ნახავდა ნეტა თუ უყურებს ბოლომდე, ფიქრებში გართულმა სულ რამოდენიმე წუთში შევხედე რომ უკვე წერდა ანუ არ უყურა. სიმართლე რომ ვთქვათ გამიხარდა კიდეც. მისი ეს უმანკო ბავშვური ხასიათი მაგნიტივით მიზიავდა. -ეს რა იყო ვაიმე დედაა...სულ არ შეგეცოდე? მეთქი რაიმე ლაითი და სასიამოვნო სანახავი იქნებათქო. თავიდან ვუყურე მაგრამ აი ზანგები რომ შემოვიდნენ მერე ვეღარ გავქაჩე. -ხო ხედავ არც ისე პატიოსანია ყველა ვინც ჩანს. - გაგზავნილ ესემესს რომ დავხედე მერე მივხვდი რომ ცუდად გამომივიდა და მინდოდა ბოდიშის მოხდა მაგრამ ეგ ჩემში არ ზის თან იქნებ მართლა თავს მაჩვენებს, მე რა ვიცი სინამდვილეში როგორია -მაგით რა გინდა რომ თქვა? იცოდე რომ ძალიან ცუდად გამოგივიდა. არაფერში მჭირდება თავი იმათ მოგაჩვენო ვინც არ ვარ, მითუმეტეს შენთან, არც არვინ ხარ ჩემთვის არაფერს წარმოადგენ და შესაბამისად ტყუილი არც არაფერში მჭირდება. -კარგი ნუ დაიგრუზები შემ არ მიგულისხმიხარ ფიფქიაზე ვთქვი, -ეგ ზღაპარი მიყვარდა და შემაძულე რომ იცოდე. მე უფრო რომანტიკოსი ვარ ვიდრე სიმულაციური თამაშების მოყვარული. -ჩემში კიდე რომანტიკოსობა სულ არ ზის. ხო მართლა შენი პირველი ღამე როგორ წარმოგიდგენია.? -ვიცი დამცინებ მაგრამ მაგ თემაზე ჯერ არ მიფიქრია მაგრამ ალბათ როგორც ფილმებში ლამაზი სასიამოვნო გარემო, თითო ჭიქა შამპანური, ნუ სასურველია ვარდის ფურცლები და წყნარი მუსიკა და რაც ყველაზე მთავარია უნდა მიყვარდეს. -უსიყვარულოდ აბა სექსი ვის გაუგია. -შენთვის შეიძლება ეგ სასაცილოდ ჟღერს მაგრამ მე სხვანაირად ვფიქრობ. დაველოდები იმ ერთადერთ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს იმ იმედით რომ ვირზე ამხედრებული სომეხი არ შემრჩება. -როცა მგონია რომ რაღაცა სერიოზული უნდა მითხრას და გულის ნადები გამიმხილოს მაშინ იტყვის რაღაც უბედურს და ეს მიყვარს მასში. თითქოს რაღაც ტკივა რაღაცას განიცდის მაგრამ ამ ყველაფერს თავს არ მახვევს პირიქით აქეთ მამხნევებს ხოლმე. -რომ რამე ქორწილში დამპატიჟებ? -კიი და პირველ ღამეს პირდაპირ ტრანსილაციას ჩაგირთავ არ გინდა? ისე ბევრი ქალწული გყოლია? - დამაბნია მისმა ამ კითხვამ, მგონი მამოწმებს. -5ამდე და საყვედურის სათქმელად არავინ მოსულა. - მაგრამ არც გასამეორებლად ხოო? - ბოლო მომიღო და უმოწყალოდ დამახეთქა მიწაზე, წარმომიდგენია რა კმაყოფილი სახე აქვს ახლა. - არ გინდა თორე დაგარწმუნებდი ჩემს შესაძლებლობებში მაგრამ დედიკო რომ გაგიბრაზდეს? - დროებით. -რაა? მხოლოდ ერთი სიტყვა? ეს ის გოგო არაა მე რომ ვიცნობ მისი ჩვეული რევერანსებით. ვერ მივხვდი ისეთი რა ვუთხარი ან რა ეწყინა. მივხვდი რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო. მახსოვდა რომ ერთხელ მისი ტელეფონის ნომერი ჩავიწერე ამოვძებნე და სასწრაფოდ დავურეკე. თითოეულ უპასუხო ზარზე გული მეკუმშებოდა თითქოს ვგრძნობდი რომ რაღაც ისე არ იყო, თან თვითონ მიკვირდა ჩემი თავის რომ ეს მადარდებდა. -გისმენთ. -როგორც იქნა მიპასუხა -კარგად ხარ კომუნისტა? .... თებეა ყიფშიძე, 16 წლის, აწ გარდაცვლილი ლუკა და ნინა ყიფშიძეების ერთადერთი ქალიშვილი გამოცხადდა მათ კანონიერ მემკვიდრეთ და სრულწლოვანობის ასაკამდე რჩება დეიდის, ლუბა გვეტაძის მეურვეობის ქვეშ.- როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვებს რომლებიც გამუდმებით ჩამესმის ყურებში მას შემდეგ რაც დავობლდი. უკვე 4 წელი გავიდა მაგრამ მხოლოდ ის სასამართლო პროცესი მიტრიალებს გონებაში. იმ დღეს მომანიჭეს ოფიციალურად სტატუსი ობოლი. ღმერთო როგორ მეზიზღება ეს სიტყვა. როგორ აგიხსნათ რომ მე ობოლი არ ვარ. დედა და მამა მყავს მერე რაა რომ ისინი მატერიალურად არ არსებობეენ მე მათი საფლავები მაქვს, მათი მოგონებები და მონატრება. ისინი გამუდმებით ჩემთან არიან და შეცდომების დაშვების უფლებას არ მაძლევენ. ძნელია თვითონ შეძლო ყველაფერი თან ასეთ პატარა ასაკში მაგრამ მე დღეს დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. 20 წლის ასაკში ჩემი საქმე მაქვს, არც ისე კარგი ვიღაცეებისთვის, მაგრამ მე მიყვარს ჩემი საქმე. ინგლისურ ენას ვასწავლი ციხეში. ბევრჯერ გამკიცხეს რა ახალგაზრდა გოგოს საქმე ეგ არისო, თანაც მამის დატოვებული ქონება საკმარისია რომ არ ვიმუშავო, მაგრამ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ეს სულაც არ მაკნინებს. ჩემს თავს სრულად ვირჩენ. არავისზე დამოკიდებული არ ვარ და ეს მახარებს. მე ეს შევძელი ისეთი ვარ როგორიც მამას და დედას უნდოდა რომ ვყოფილიყავი. ამაყი, შემტევი და დამოუკიდებელი, მათი ძლიერი თებეა. -კარგად ხარ კომუნისტა? -ტელეფონში იოანეს ხმის გაგონებამ დამაბნია და უცებ გამომაფხიზლა. გაიფანტა ყველლა ის მოგონება და აზრები რომლებშიც გავეხვიე როდესაც დედაზე დაიწყო ლაპარაკი. - რაიმე არასწორად ვთქვი თებეა?- ღმერთო სახელით პირველად მომმართა, რა თბილი ხმა აქვს და თითქოს რა ახლობელი. - მადლობა იოანე კარგად ვარ უბრალოდ რაღაც სასწრაფო საქმე გამომიჩნა. -უპრობლემოდ გამოვაცხვე დამაჯერებელი ტყუილი, რომელმაც მგონი არ გაჭრა. -კარგი მაგრამ, თუ რამე ჩემი იმედი გქონდეს. დამირეკე კარგი? - კარგი, მადლობა. -უუფ მგონი გამოვძვერი და ვერ შემატყო რომ ნამტირალევი ვიყავი. რატომ მესიამოვნა მისი ეს საქციელი? მან ხომ პირველად დამირეკა, ან რატომ დამირეკა, ნუთუ..... უცებ უამრავი კითხვა ერთდროულად დამიტრიალდა თავში. მაგრამ პასუხი არცერთ მათგანზე არ მქონდა. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი ამ ადამიანს ვენდობოდი, თანაც უპირობოდ. არც ის ვიცოდი როგორ გამოიყურებოდა არც ის მისი სიტყვები და ყველაფერი ის რასაც მეუბნებოდა ნამდვილად სიმართლე იყო თუ არა უბრალოდ ვენდობოდი ისე როგორც სხვას არავის. მისი გარყვნილი იდეებიც არ მაღიზიანებს, ვგრძნობ რამ ამ ვითომ სექს მანქანის მიღმა ძალიან მგრძნობიარე და რომანტიკული მამაკაცი იმალება და მე გამოვააშკარავებ მის ნამდვილ სახეს. მასზე ჯიუტი ვარ დიდი ხანია მარტო გადასვლაზე დავიწყე ფიქრი. მართალია დეიდას არასოდეს უგრძნობინებია რომ მათ ოჯახში ზედმეტი ვარ პირიქით ყოველთვის გვერდით მიდგას მაგრამ უკვე დროა რომ მარტო ცხოვრება დავიწყო და ბოლომდე დამოუკიდებელი გავხდე. გამიჩნდა სურვილი რომ ეს ჩემი აზრი გარყვნილუკასათვის გამეზიარებინა და მომესმინა რას ფიქრობდა ამაზე, მაგრამ არამგონია ბიჭს რომელიც ჩემი ტოლი იყო მარტო ცხოვრება რომ დაიწყო რაიმე საწინააღმდეგო ქონდეს. -ჰაიი, როგორ ხარ? - ჰაიი, კარგად კომუნისტა შენ როგორ ხარ? - მეც კარგად, იციი კომუნისტა აგარ ვიქნები მალე. გადავწყვიტე მარტო გადავიდე საცხოვრებლად. - გახარებულმა მივახალე ოვაციების მოლოდინით - მერე დედიკო და მამიკო რას გეუბნებიან მათი ქალიშვილი ემეტებათ მარტო საცხოვრებლად? -მისდაუნებურად გული მომიკლა ამ საზიზღარმა, ვიცი ამას რატომაც მეუბნება. ჩემი კონსერვატიული ხასიათის გამო მაგრამ რა იცის ეს სიტყვები როგორი საშინელი მოსასმენია ჩემთვის. მგონი დროა სიმართლე იცოდეს. - იცი დღეს დედაჩემის და მამაჩემის ქორწინების იუბილეა. -ვაა მაგარია გილოცავ. რა აჩუქე? -მადლოობა. ყვავილები ვაჩუქე. ვიცი რომ გაუხარდათ. - რა უფანტაზიო ხარ, რამე ორიგინალური ვერ მოიფიქრე? მაგალითად პრეზერვატივი, ქონების გამყოფი არ მინდათქო. - ჩვეული იუმორი ჩართო მაგრამ მე ტკივილი გულს მიკუმშავდა, ნეტავ კი მყავდეს ვინმე გვერდით. მათი დანატოვები. -ნეტა მყავდეს და ასე მარტო არ მიწევდეს ტკივილთან გამკლავება. -რას გულისხმობ? -მიხვდა რომ ყველაფერი ისე იდეალურად არ არიის ჩემს ცხოვრებაში როგორც ეგონა -4 წელია აღარ მყვანან, ოღონდ არ მითხრა რომ ობოლი ვარ. ვერ ვიტან მაგ სიტყვას. მე ობოლი არ ვარ ისინი სულ ჩემთან არიან. -ვწუხვარ და ბოდიში თუ ჩემდაუნებურად გული გატკინე. - რაა იოანე ლომიძემ ბოდიში მომიხადა? ამ მოულოდნელობამ გადაფარა ჩემი ტკივილი. ნუთუ გული გაულღვა. -არაუშავს, ჩემი ბრალია, თავიდანვე უნდა მეთქვა, უბრალოდ არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი და მერე შემბრალებლური თვალებით შემყურე საზოგადოება. - კარგია რომ ტკივილს არ დანებდი და ასეთ ძლიერ ადამიანად ჩამოყალიბდი.- ღმერთო რა გჭირს იოანე, დღეს შენ თავს არ გევხარ, შემაქო კიდეც, მეცინებოდა გულში. უბრალოდ ისიც ადამიანია რაც არ უნდა თქვას და როგორც ყველას შევეცოდე მაგრამ არ მინდა მისი ეს თანაგრძნობა. ისევ ისეთი უნდა გახდეს, ამ ფაქტმა არ მინდა გავლენა იქონიოს ჩვენს ურთიერთობაზე. -ალბათ ასე სჯობდა. შენი საქმეები როგორ მიდის? - ვეცადე საუბარი სხვა, ჩემთვის ნაკლებ მტკივნეულ თემაზე გადამეტანა. -ხოო ჩემსკენ სიახლეა, ჩვენი ბანკის ერთერთი ფილიალის მმართველად დამნიშნეს. თანაც უნივერსიტეტში გასაუბრებაზე დამიბარეს შეიძლება ეკონომიკის საათებიც ვითრიო. -ვაუ რა მაგარია.. გილოცავ და უფრო და უფრო მაღალი მწვერვალები დაგეპყროოს. ..... როგორც იქნა ჩემსას მივაღწიე და დამაწინაურეს. ახლა როგორც არასდროს ისეთ კმაყოფილებას ვგრძნობ. მაგრამ საფიქრალი გამიჩნდა, ვისთან ერთად წავიდე კორპორატიულზე. ლიზი- ლამაზია მაგრამ ცოტა აფრენს, ლილე - ლამაზიცაა და ჭკვიანიც მაგრამ ბევრის დალევა უყვარს, ნუცი- ჭკვიანია მაგრამ ამ საქმისთვის არ გამოდგება, ეკა ბევრს ლაპარაკობს, ანი- საერთოდ არაა ქალაქში. ბედი არ გინდაა? ამდენი გოგოდან ერთს ვერ აარჩევ რაა. მოდი ისევ დაჩის წავიყვან, მერე რა რომ ბიჭია, უკეთეს პარტნიორობას გამიწევს. თუ პინტი თუ არ დაგვევასება სადმე მოვტყდებით. ამ ფიქრებში გართულს სულ დამავიწყდა 4 საათზე უნივერსიტეტში რომ უნდა ვიყო. კარადას ვაღებ და ვეძებ რაღაც კლასიკურს თან მოხერხებულს, ცოტა გამომწვევსაც იქ ხომ ბევრი ახალი ახალგაზრდა სწავლას მოწყურებული გოგონა მელოდება. თვითკმაყოფილი იდიოტივით მეღიმება ჩემივე სიტყვებზე და სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ. პიჯაკის იარლიყს ვხედავ და საოცრად მხატრულად ვაცხადებ - ეშმაკი ნამდვილად ატარებს პრადას, ჩემივე ხუმრობაზე უკვე მერამდენედ მეცინება, ეს რაღაც ახალი ჩვევაა. უნივერსიტეტის ეზოში შესვლისთანავე ვიგრძენი პოტენციალის სურნელი. ირგვლიავ უამრავი გოგო ტრიალებდა, ზედმეტად სექსუალურიდან დაწყებული უშნო ბეტით დამთავრებული სასტავი. მაგრამ იმ მომენტში ყველა ერთად მინდოდა ერთ დიდ საწოლში ჩამეწვინა. ყველა მათგანის საუბრისას მხოლოდ კვნესის და სიამოვნების ბგერები მესმოდა. თავი გადავაქნიე რომ როგორმე რეალობაში დავბრულიყავი და გრძელ დერეფანს გავუყევი, სადაც ბევრი ხალხი ირეოდა. უეცრად ჩემი ყურადრება ერთმა თვალებმა მიიპყრო რომელიც ჩემსკენ მოდიოდა. ახლაც ვერ ვხვდები რა ფერის იყო. არც მწვანე, არც ნაცრისფერი, არც ცისფერი, ის რაღაც ამ ყველას ერთად ნაზავი იყო. ეს თვალები თითქოს ასე ტკივილს გაელამაზებინა. მაგრამ უეცრად გაიღიმა და მის თვალებში მოკიაფე ვარსკვლავები გაჩნდა. ათასფერად აციმციმდა. გვერდი ჩამიარა და ცხვირში სასიამოვნო სუნამოს სურნელი დამიტოვა. მისი თვალების მსგავსი ამოუცნობი არომატის სურნელი. ისეთი როგორიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა. შევჩერდი მინდოდა ბოლომდე შემეგრძნო ის სურნელი რაც მან დატოვა, ამ დროს გავიგონე ნაცნობი ხმა. - გოგოებო მოვედი,- თებე შენს გამო მგონი დააგვიანეთ.- თებე? ნუთუ?უცებ მოვტრიალდი რომ თვალი შემევლო მისთვის მაგრამ მხოლოდ აუდიტორიაში შემავალს მხოლოდ ზურგჩანთაზე შევავლე თვალი. შავი ჩანდა დიდი ოქროსფერი ვარსკვლავით. ნუთუ ეს ის იყო ვინც მე მგონია, არამგონია აქ ბევრს ერქვეს თებეა. ამაზე მანამდე როგორ ვერ ვიფიქრე, ის ხომ ამ უნივერსიტეტში სწავლობს. რა დებილი ვარ, კარგად როგორ ვერ შევათვალიერე, ნეტა როგორია. მაგრამ, თვალები, თვალები ხომ საკმარისია რომ თავი დაგაკარგვინოს, ჩაგითრიოს და მერე თავს ვეღარასოდეს დააღწევ, უფრო ღრმად და ღრმად იძირები მორევში. წარმატების მომტანი აღმოჩნდა მისი თვალები ჩემთვის. ადმინისტრაციამ ამიყვანეს სამსახურში და გარეთ იმ იმედით გამოვედი რომ ისევ შევხვდებოდი მას მაგრამ შემდეგ რას ვიზამდი? მივიდოდი და ვეტყოდი მე ის გარყვნილი ვართქო? თუ როგორ მოვიქცეოდი, ეს არ მადარდებდა უბრალოდ მინდოდა კიდე ერთხელ შემევლო თვალი. ჩემდასამწუხაროდ უნივერსიტეტის ტერიტორია ისე დავტოვე მას ვეგარსად გადავაწყდი. მოსაღამოვდა და შევუდექი მზადებას. კარებზე ზარია მივხვდი რომ დაჩი იქნებოდა და ქვედასაცვლის ამარა გავედი. მისთვის ეს ვიცოდი რომ დისკომფორტი არ იქნებოდა. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ. მართლა, რომ იტყვიან ტრუსიკის ძმაკაცები. გავედი და ნანახმა გამაოცა ეს ისე ელეგანტურად გამოიყურებოდა ლამის ენა ჩამივარდა. დავცინე, რა სიმაპატიური ხარ, მგონი შემიყვარდითქო და ტუჩებში საკოცნელად გავუბზიკე და ტრაკზე ხელი დავარტყი. -აუ დაახვიე რაა. შენთან ღადაობის ხასიათზე არ ვარ. პროსტა რომ დაგპირდი წამოვალთქო თორე მაგარი დაგრუზული ვარ. -ეე, რა გჭირს , ვინმემ რამე ხო არ მიქარა. წამო ჩავწიხლოთ. -არა თუ ძმა ხარ ეგეთი არაფერი, უბრალოდ თათუკას ისევ სიცხე ქონდა რომ წამოვედი. - თათუკა დაჩის პატარა და არის, რამდენიმე კვირის წინ ვურუსი შეხვდა, ისე ცუდად იყო ძლივს გამოვგლიჯეთ ბავშვი სიკვდილს ხელიდან. მარტო დაჩის კი არა მთელი საძმაკაცოს პატარა და არის, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავუკეთეთ და ექიმებიც გვაიმედებენ რომ სახიფათო აღარაფერი არის. როცა თათუკაც გადასხმას უყენებდნენ და ვენა ჩაულურჯდა, პირველად ვნახე დაჩის თვალებზე ცრემლები. მაშინ მივხვდი რამდენს ნიშნავს დედმამიშვილური კავშირი და ვინატრე ნეტა არც მე ვყოფილიყავი დედისერთა. -კაი , ნუ ნერვიულობ, ხომ იცი საფრთხემ გადაიარა. მალე გამოჯანმრთელდება. -მიდი ჩაიცვი არ დავიგვიანოთ. -უხალისოდ მითხრა და მაგიდაზე დადებულ ვისკის ჭიქას წაეტანა. - უკვე დაიწყე გართობა ჩიტო? - გავეხუმრე და ლოყაზე ნაზად ჩამოვუსვი ხელი, ვეცადე ცოტა გამემხიარულებინა და მგონი გაამართლა რადგან საპასუხოდ გინება და სიცილი მივიღე, -რა პიდარასტივით მეთოთიალები რა გჭირს დღეს?- რაც კლასიკური დაჩი იყო. მიყვარს ეს არანორმალური. როცა მჭირდება ყოველთვის ჩემს გვერდითაა. გზაში მიმავალმა კიდევ დაურეკა დედას და როცა გაიგო რომ თატუკა კარგად იყო, ხასიათიც გამოუკეთდა და მივხვდი რომ ამ საღამოს მაგრად გავერთობოდით. მანქანა სასტუმროს წინ გავაჩერე და წითელ ხალიჩაზე ამაყად გავიარეთ მე და ჩემმა ძმამ. შიგნით შესულებს ჩვეული ინტრიგნული გამომეტყველებით ჟურნალისტები დაგვხვდნენ და კამერების ჩხაკუნმა დარბაზში მოზუზუნე ხალხის ხმაც კი გადაფარა. როცა დავიღალეთ მე და დაჩი პოზიორობით, იქაურობა მოვათვალიერე და ნაცნობი სახეებით გარშემორტყმული მაგიდისკენ ავიღე გეზი. ჩემს თანამშრომლებს დაჩი წარვუდგინე და სასიამოვნო მუსიკის ფონზე საუბარს შევყევით. მალე ბანკის მფლობელმა ყურადღება ითხოვა და ჩემი წარდგენაც გააკეთა. -მეგობრებო. მოწვეულო სტუმრებო. მინდა წარმოგიდგინოთ, მთავარი ფილიალის ახალი ხელმძღვანლი, ჩვენი ბანკის დიდი ხნის ერთგული და მშრომელი მუშაკი იოანე ლომიძე. გთხოვთ მიესალმოთ მას და თითო ჭიქით წარმატებები უსურვოთ მომავალ თანამდებობაზე. -მადლობთ ბატონო დიმიტრი. ჩემთვის დიდი პატივია ვემსახურო ჩემს ხალხს. კიდევ ერთხელ გმადლობთ ნდობისათვის. - საქებარი სიტყვები არ დავიშურე ბატინი დიმიტრისადმი, დიდად არ მევასება ეს ტიპი ამბობენ მაგარი დამპალი როჟააო, მაგრამ რა ვქნა მისით ვშოულობ ფულს და თან ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. 28 წლის ასაკში ქართულ ბაზარზე ერთერთი წამყვანი ბანკის ცენტრალური ფილიალის ხელმძღვანელობა პატარა საქმე არაა. საბოლოოდ საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. დილით ძალიან ადრე ტელეფონის ხმა მაღვიძებს და სურვილი გამიჩნდა ზარის ავტორი მომეკლა. დაჩი იყო. -არ მითხრა არ მინახავსო? -რაა? რა უნა მენახა?რა ხდება? -გაურკვევლობამ ერთიანად გამომაფხიზლა. -დაგვერხა . ადექი ინტერნეტი ჩართე ან ლუბოი ჟურნალი იყიდე. მთელი საქართველო დღეიან ჩვენზე ილაპარაკებს. - დამაბნია დაჩის სიტყვებმა აზრზე ვერ მოვდიოდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო. თურმე ის რაც წინ მელოდა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებდა. კომპიუტერი ჩავრთე ინტერნეში შევედი ა რას ვხედავ, ჩემი და დაჩის სურათები, როგორ ვუბზეკ ტუჩებს და ვეფერები ლოყაზე. სტატიამ ერთიანად გამყინა ადგილზე სათაურით. – „XXX ბანკის ახლი მმართველის საიდუმლო სასიყვარულო თავგადასავალი ანუ ახალგაზრდა ბიჭის წარმატების რეალური მიზეზი“. უცებ გამოვერკვიე რაც ხდებოდა, ამათ გეი ვგონივარ და ის დამპალი დიმიტრი კიდე ნაღდში პიდარასტი ყოფილა. სისხლი ყელში მომებჯინა, ისე გავმწარდი ასეთი ცილისწამებით ცოვრებას დამინგრევდნენ ან როგორ მოახერხეს ამ ფოტოების გადაღება. თან ისე რომ ასე შეფუთეს ეს ამბავი. ვიცოდი რომ ომის გადატანა მომიწევდა. გარეთ გასულს, სადარბაზოში უამრავი ჟურნალისტი დამხვდა და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი კითხვა მომაყარე, - სიმართლეა თუ არა ეს ყველაფერი? ყველას გასაკვირად რატომ მიხვდეით წვეულებაზე მამაკცთან ერთად, ადასტურებთ თუ არა თქვენს რომანს ბანკის მფლობელთან, რა სტატუსის მატარებეია თქვენი პარტნიორი წვეულებიდან და როგორ დასრულდა მისი ვიზიტი თქვენს სახლში... ეს კიტხვები მიზუზუნებდა მთელი დღე ყურებში. როგორ მინდოდა მეცემა ეს დამპალი ჟურნალისტები. საქმეს მარტო მე კი არა დაჩისაც უფუჭებდნენ. ჩემს თავზე მეტად დაჩის რეპუტაცია მადარდებდა, ის ხომ ამ საშინელ და საზიზღარ სკანდალში ჩემს გამო გაერია. სასწრაფოდ რაიმე უნდა მოვიმოქმედო. მომდევნო დღეს ბატონმა დიმიტრიმ პრესკონფერენცია გამართა და სახალხოდ აღიარა რომ გეი არის. მაგრამ ჩემთან კავშირი რათქმაუნდა უარყო. მეც საზოგადოებას წარვუდგინე დაჩი როგორც ჩემი ბავშვობის მეგობარი და ისიც დავძინე რომ წვეულებაზე იმისდა გამო იყო ჩემთან ერთად, რომ ისიც ჩვენი ბანკის ერთერთი რიგითი თანამშრომელია და უბრალოდ ერთად მივედით სასტუმროში. რაც შეეხებოდა ფოტოებს. ვთქვი რომ ეს ყველაფერი მეგობრული ხუმრობა იყო და მათ არასწორად შეაფასეს არსებული სიტუაცია. ქარიშხალმა გადაიარა მაგრამ მაინც დადიოდა ჭორები ჩემი საეჭვო რეპუტაციის შესახებ. ამის ასე დატოება არ შეიძლებოდა. .... -თებე ნახე რა ამბებია ატეხილი?- ხელში ჟურნალებ ახუტებული დამადგა დილაუთენია ნატუკა თავზე. -ხომ იცი არ ვკითხულობ მაგ საზიზღრობებს, საიდან უნდა ვიცოდე რა მოხდა. -რა გოგო და ჩვენი ახალი ლექტორი რომ არის, მომავალი სემესტრიდან რომ დაიწყებს ლექციების ჩატარებას თურმე გეი ყოფილა. მისი უფროსის საყვარელი თან და იმიტომ მიიღო 28 წლის ასაკში ასეთი მაღალი თანამდებობაო. -რაა? - თვალები გამიფართოვდა, ნუთუ შეძლებოდა ეს იოანე ყოფილიყო. არა და ყველაფერი ემთხვევა, 28 წლის არის, ახლახანს მითხრა მაწინაურებენ თან ლექციებზე ვჩალიჩობო. ღრმად ჩავისუნთქე და ნატუკას სახელი ვკითხე. - რაო რას წერენ მერე? ან რა ქვია ახლად გამომცხვარ ლგბტ ბანკირს? -იოანე არაბული. - გავშეშდი, ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო. არა, გამორცხულია ეს სიცრუე იქნება ვერ დავიჯერებ რომ იოანე გეია. მე ხომ სინამდვილეში კარგად ვიცი როგორიც არის, არ მომატყუებდა, მე მას ვენდობოდი. ჩემ თავს ვუმტკიცებდი რომ ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა. - რაო კიდე რას წერენ, თვითონ რას ამბობს? -რას იტყვის ახლა შენც მაგარი ხარ. რათქმა უნდა უარყოფს და ის ბიჭი ჩემი ბავშვობის მეგობარიაო და უფროსმა თვითონ აღიარა მე ვარ გეი მაგრამ ეს არაო. - თან მიყვებოდა თან ირონიულად იცინოდა, იმ მომენტში ისე მინდოდა მივვარდნოდი ნატუკას და მეყვირა მისთვის რომ იოანე ასეთი არ არის. წარმომიდგენია ახლა როგორ ცუდად იქნება. აქამდე წვალებით მოვიდა და ახლა ცილს სწამებენ. ძალ ღონე მოვიკრიბე და ხმამაღლა ვუთხარი. -გამორიცხულია, ის არ არის გეი, მე ვიცნობ მას. - ნატუკას ღიმილი სახეზე მიეყინა და ჟურნალები ხელიდან დაუცვივდა, ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და პირი დააღო რაღაცის სათქმელად მაგრამ სიტყვებს თავი ვერ მოუყარა. სიტუაციის განმუხტვა ისევ მე ვცადე. -ხო ნატუკა, მე მას ვიცნობ, თანაც უკვე 4 წელია, - ნატუკას გაოცებისგან ლამის ყბა ჩმოუვარდა და თანდათნ ვატყობდი სიბრაზე როგორ ერეოდა. - შე უნამუსო გათახსირებულო ქალო, ამდენი ხანია ბიჭს ემესიჯები და მე არ ვიცი? - გამეცინა მის ამ რეაციაზე, ნამდვილად არ ველოდი ამაზე თუ გამიჭედავდა, მეგონა გეისთან ურთიიერთობის გამო თუ გამიბრაზდებოდა. სხვა გამოსავალი აღარ იყო, ნატუკას ყველაფერი მოვუყევი ჩემი და იოანეს ნაცნობობის შესახებ. და მანაც მთელი გულწრფელობით მითხრა რომ ნამდვილად აღარ სჯეროდა ამ ყველაფრის რადგან ჩემი მონაყოლიდან აშკარა იყო რა ორიენტაციის იქნებოდა სინამდვილეში ბატონი იოანე. თითქმის ერთი კვირა გავიდა იმ ამბებიდან და იოანესთან დაკავშირებას ვერ ვახერხებ. სოციალუ ქსელში არ მპასუხობს. ტელეფონის ნომერი კი გამორთული აქვს. წარმომიდგენია როგორი დათრგუნვლი იქნება მ ყველაფრით, რა შეურაცხმყოფელი იქნებოდა ეს უსაფუძვლო ბრალდებები, თანაც ისეთი ამაყი ადამიანისთვის როგორიც ისაა. ამ ფიქრებში გართული ტელეფონის ხმამ გამომარკვია. იოანე იყო მოუთმენლობისაგან ხელი ამიკანკალდა, სასწრაფოდ ვუპასუხე და მოსმენილმა მეტყველების უნარი წამართვა. -ცოლად გამომყვები? პირველად ვწერ და იმედია მოგეწონებაათ. ისტორიაში აღწერილი ფაქტებიდან უმეტესობა რეალობიდაა აღებული, რომელიც ჩემს მეგობარს გადახდა თავს.ტესტ თავია და თუ მოიწონებთ გავაგრძელებ წერას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.