შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Secret/საიდუმლო (თავი 6,7,8)


27-02-2017, 20:55
ნანახია 1 919

წუხელ ლილის არც დავლოდებივარ ისე მალე ჩამეძინა, ძალიან დაღლილი და გამოლეული ვიყავი. გუშინ ღამით იმდენი რამ მოხდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ არ გადამხდენოდა. დილით რომ გავიღვიძე ლილი გვერდით მეწვა და მეხუტებოდა. ხელები ფრთხილად გავაშვებინე და საწოლიდან წამოვდექი, უკან რომ მივიხედე,ლილი წამომჯდარიყო და თვალებს ისრესდა.
-რა მოხდა, გუშინ სად გაუჩინარდი? -მკითხა და დაამთქნარა.ვფიქრობდი მეთქვა გუშინდელზე,მაგრამ ბოლოს გაჩუმება ვარჩიე.
-უბრალოდ დავიღალე და სახლში წამოვედი -უცებ მოვიგონე ტყუილი და ჩავიცვი.
-დღეს ლიამი გამოგვივლის და წავიდეთ სადმე ხო? -მკითხა სანამ კარიდან გავიდოდი.
-დღეს არსად წასვლას ვაპირებ,ხვალ სკოლაა და უნდა მოვემზადო.
კიბეები ჩავირბინე და სამზარეულოში შევედი და საუზმე მოვამზადე ჩემთვის და ლილისთვის. ვისაუზმობდით, როდესაც ფოსტა მოვიდა.
-მე ავიღებ, - ვთქვი და შემოსასვლელში გავედი. კარებთან ერთი წერილი ეგდო, ავირე და გავხსენი, - მამიდასგანაა, გვწერს რომ.. - ნაწერს თვალი გადავავლე, - კიდევ მოუწევთ უილიამთან დარჩენა და ჩვენი სკოლის დაწყებას ვერ მოუსწრებენ და ფულიც დევს კონვერტში.
-კარგი.
როდესაც ლიამმა ლილი წაიყვანა სახლში მარტო დავრჩი. ოთახში ავედი და წიგნები გადმოვიღე,თვალი გადავავლე იმ მასალას,რაც სკოლაში უნდა გავიარო,ვფიქრობ არ იქნება რთული.
საწოლზე წამოვწექი და ფიქრი დავიწყე. დედა და და გამახსენდა და გამეღიმა. ძალიან მენატრებოდნენ, განსაკუთრებით კი დედის თბილი გამოხედვა. მას ძალიან ლამაზი თვალები ქონდა, მე და სკარლეტაც მისგან გამოგვყვა ცისფერი თვალები, მაგრამ როდესაც ვაცნობიერებ რომ ჩვენ სამიდან ორმა სამუდამოდ მიიძინეს ცუდად ვხდები და გული მიჩუყდება. ახლაც ცხარე ცრემლები მიიკველევნ გზას ჩემს სახეზე. ძნელია მათ გარეშე ყოფნა, ძნელია მარტოობა. წამოვდექი და სარკეში დავუწყე ჩემ თვალებს ცქერა, მინდოდა მათი სახეები გამეხსენებინა, მინდოდა ჩემ ანარეკლში ისინი დამენახენ, რადგან ძალიან ვგავდით ერთმანეთს. მენატრებიან.. ძალიან მენატრებიან.
მახსენდებოდა როგორ ვერთობოდით ერთად. ღრმერთო,ისე მენატრებიან ისინი.. მამაც მომენატრა,უკვე დიდი ხანია არ მინახავს,ნეტავ როგორაა. ღრმად ამოვისუნთქე და თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე. ისევ საწოლს მივუბრუნდი და ტირილში ჩამეძინა, თვალები როდესაც გავახილე ოთახში ლილი დამხვდა.
-ოუ -თვალები მოვისრისე და მას გავუღიმე
-დილამშვიდობის -სიცილით მითხრა ლილიმ,მეც გამეცინა,გარეთ ბნელოდა,ლილი საწოლზე ამოხტა და ჩამეხუტა.
- ძალიან ბედნიერი ვარ -ამოიჩურჩულა და ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული
– მიხარია შენ გამო – თბილად გავუღიმე.
–ძალიან მინდა რომ შენც იპოვო ვიმე, ძალიან კარგი იქნება მე, შენ, ლიამი და შენი შეყვარებული ერთად ვიქნებით ხოლმე.
–ლიამისმეგობრები ნუ გავიწყდება. – მათ გახსენებაზე ამოვიოხრე.

დილით, როცა გავიღვიძე ხელპირი დავიბანე,ტანზე ჩემი ფორმა ჩავიცვი,რომელიც ძალიან მომწონდა,შემდეგ კი ლილი გავაღვიძე,ძლივს წამოდგა საწოლიდან და გაემზადა,შემდეგ კი ქვევით ჩავირბინეთ,თან ვნერვიულობ და თან გახარებული ვარ, საუზმე არ გვიჭამია, სკოლაში ლანჩითაც დავკმაყოფილდებოდით.მე და ლილი ფეხით გავუყევით გზას სკოლისკენ.
სკოლას რომ მივუვახლოვდი იქაურობა მოვათვალიერე, დიდი აგურით ნაშენი შენობა იყო, გარეთ ძალიან ბევრი მოსწავლე ირეოდა, ერთმანეთს ესალმებოდნენ და ეხვეოდნენ. რამდენიმე მოწაფემ ლილისაც დაუქნია ხელი და მიესალმა. სკოლაში რომ შევედით წამსვე კლასისკენ ავიღეთ გეზი,დირექტორის კაბინეტი უნდა გაგვეარა, როდესაც ვიღაცამ კარები სწრაფად გამოაღო და სასწრაფოდ გამოვიდა .
ზეინი. მოიცა ზეინი მოსწავლეა? შემომხედა, ვიფიქრე რომ გუშინდელის მერე მომესალმებოდა, თუმცა არა, ისე ჩამიარა, თითქოს არც კი მიცნობდაო. ამ ბიჭისთვის გზაზე დაგდებული უბრალო კენჭიც კი ბევრად უფრო ღირებულია ვიდრე მე.
ამოვიოხრე და დაბნეულმა გზა გავაგრძელე. ვხედავდი როგორ მიყუვებოდა ზეინი ჰოლს და როგორ აყოლებდა მისგარშემო მდგარი გოგოებით თვალს და როგორ უჩურჩულებდნენ ერთმანეთს რაღაცეებს. მისი გარეგნობა, ტატუები, სიარულის მანერა და ყოველთვის თავდაჯერებული მზერა ხალხში ყურადღებას იწვევდა. როდესაც კლასი დავინახეთ იქით წავედით,ხელში ცხრილი დავიჭირე,რომელიც დირექტორმა ფორმასთან ერთად მომცა
-პირველი რა გაქვს? -მკითხა ლილიმ.
-მმ.. ლიტერატურა, - ვუპასუხე.თავი დამიქნია.
როდესაც კლასში შევედით რამდენიმე ბავშვი დაგვხვდა იქ.
-გამარჯობა – ყველას მივესალმეთ, გავიღიმე და უკანა მერხზე დავჯექით,ისინიც მეგობრულად მოგვესალმნენ.
-როგორც ვხედავ სანერვიულო არაფერი ყოფილა -ვუთხარი ლილის და გავუღიმე,მანაც თავი დამიქნია
როდესაც კლასი შეივსო ზარიც დაირეკა და მასწავლებელი შემოვიდა,ყველა ფეხზე წამოვდექით,ისიც თბილად მოგვესალმა,გვკითხა თუ როგორ გავატარეთ არდადაგები,შემდეგ კი თავის ადგილს მიუჯდა.
-ბავშვებო,კლასსში ორი ახალი მოსწავლე გვყავს, –თქვა როცა ცხრილს ჩახედა.
–შეგიძლიათ წამოდგეთ? –მოგვმართა.
ფეხზე წამოვდექი და მასწაველებელს მივესალმე, მეორე ბავშვი კი არ ჩანდა.
–ბოდიშით დაგვიანებისთვის –კლასის კარი გაიღო და ვიღაც ბიჭი შემოვიდა.
–ესეც თქვენი ახალი მოსწავლე, მათეას ვოლკერი –განგვიმარტა მასწაველებელმა. მათეასი ყველას მოგვესალმა და თავისუფალი მერხი დაიკავა. მასწავლებელმა გაკვეთილი დაიწყო მინდოდა მომესმინა მისთვის, მაგრამ ლილი ამის საშუალებას არ მაძლევდა. კლასში ვინც კი იჯდა ყველა ბავშვს სათითაოდ მიხასიათებდა. ვთხოვდი გაჩერებულიყო,რადგან მასწავლებელმა რამდენჯერმე შენიშვნა მოგვცა,ბოლოს როდესაც ლილი ვერ გაჩერდა მასწავლებელმა სხვა ადგილას გადასვა,ზუსტად ამ დროს კლასის კარი გაიხსნა, ვიღაც ქერათმიანი,გამხდარი ბიჭი შემოვიდა.
-ჰორან,ეს შენი კლასი არაა,აქ რა გინდა? -იკითხა მასწავლებელმა.
-დირექტორმა აქეთ გადმომიყვანა -მხრების ჩეჩვით თქვა ქერათმიანმა.
-კარგი -თავი დაუქნია მასწავლებელმა -ამის შემდეგ ანაბელთან იჯდები და ეგ იქნება შენი ადგილი -თქვა მასწავლებელმა და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა, ბიჭი ჩემსკენ წამოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა.
-გამარჯობა – თავი დამიქნია.
-გამარჯობა -მეც მივესალმე დაბნეულმა,შემდეგ კი მასწავლებელს დავუგდე ყური, კარები კიდევ ორჯერ შემოიხსნა, ვიღაც ბიჭები შემოვიდნენ, რომლებიც დანარჩენებივით მეგობრულები არ ჩანდნენ,სახეზე ირონიული ღიმილი გადაკვროდათ და ყველას ასე უყურებდნენ,სანამ თავის ადგილზე დაჯდებოდნენ ერთ-ერთ გოგონას მაგიდიდან რვეული ჩამოუგდეს,შემდეგ კი ვითომ უნებლიეთ მოვუდათ და ბოდიში მოიხადეს. ღრმად ამოვისუნთქე და მასწავლებეს შევხედე,რომელიც რაღაცას გვიხსნიდა.
ახლა უკვე ვხვდებოდი ამ კლასში ვისთან შეიძლებოდა მემეგობრა და ვისთან არა.
-მე ნაილო– გამეცნო ჩემს გევრდზე მჯდარი ბიჭი და ხელი გამომიწოდა.
-უმჰ.. ანაბელი,. –ვუთხარი ჩემი სახელი მოუხედავად იმისაა რომ უკვე გაიგო როცა მასწავლებელმა უთხრა რომ ჩემს გევრდით ჯდებოდა და ხელი ჩამოვართვი. გავუღიმე და შემდეგ ისევ მასწავლებეს დავუგდე ყური.

ყველა გაკვეთილს ინტერესით ვუსმენდი და საჭირო მასალას რვეულში ვინიშნავდი. არ მინდოდა რამე გამომრჩენოდა, წლის ბოლოს მაღალი ქულები უნდა ამეღო!
ლანჩი ლილისთან ერთად მივირთვი, ქერათმიანი ბიჭი, ნაილი, თავის მეგობრებთან ერთად იჯდა და რაღაცეებით ერთობოდა და მათთან ერთად იცინოდა.
სკოლა რომ დამთავრდა მე და ლილი ერთად გამოვედით შენობიდან.
-ჰეი- ლიამს ხელი დაუქნია ლილიმ, როცა გარეთ დაინახა.
-ამ ანაბელ, - დაიწო ლილიმ.
-ლიამთან ერთად გიდნა წასვლა და გაინტერესებს ხომ არ მეწყინება? –მაშინვე მივხვდი ლილი რის თმას აპირებდა.
–გეწყინება? –უხერხულად მკითხა, არ უდნოდა ჩემი სახლში მარტო გაშვება, მაგრამ ლიამთანაც უნდოდა.
-არა არ მეწყინება, - თბილად გავუღიმე ლილის და მასაც მაშინვე შეეცვალა მოღუშული სახე და გახარებული გადამეხვია.

სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი. ქუჩაში ცოტა მანქანა ირეოდა. უცებ ის ნაცნობი მოტოციკლეტის გრუხუნის ხმა გავიგონე, რომელმაც სწრაფად ჩამიქროლა, შემდეგ დაამუხრუჭა და უკან მოტრიალდა. ზეინი მეგონა, მაგრამ ჩაფხუტი რომ მოიხსნა ჰარი აღმოჩნდა რომელიც მეგობრულად მიღიმოდა. მისი დანახვა იმ ინციდენტის შემდეგ არ გამხარებია, მაგრამ მეც გავუღიმე.
-როგორ ხარ ანაბელ? - ღიმილით მკითხა
-კარგად,შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად -მიპასუხა ეშმაკური ღიმილით -მიგაცილო სახლამდე? -თამაზიანად მკითხა.
-არა,მადლობა,ჩემით მივალ -უარით გავისტუმრე და თვალი მოვწყვიტე.
გზას გავხედე, შორიახლოს ნაილი დავინახე, რომელიც დაწვრილებული თვალებით გვაკვირდებოდა ჩვენ,როდესაც შენიშნა რომ დავინახე იმ ადგილს წამებში მოსწყდა.
-როგორც გინდა–მიპასუხა ჰარიმ და მოტოციკლეტი დაძრა. ცოტახანში გზად ნაილი დამეწია.
-კიდევ გამარჯობა -მხიარულად მომესალმა
-გაგიმარჯოს -მხიარულად ვუპასუხე
-შენი ჩანთა მომეცი,მე წამოგიღებ -შემომთავაზა,მადლობა გადავუხადე და ჩემი ჩანთა მას მივეცი,ამას არ გავაკეთებდი ძალიან მძიმე რომ არ ყოფილიყო.
-ლონდონში ახლა ჩამოხვედი? –მკითხა დაინტერესებულმა.
–კი,რატომ მეკითხები?
–ისე უბრალოდ, აქამდე სკოლაში არასდროს მინახიხარ და არც სხვაგან სადმე.
- რამ გადაგაწყვეტინა ამხელა გზაზე წამოსვა? -მკითხა რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ.
–ერმ.. დედაჩემის სიკვდილის შემდეგ მამა ვეღარ მოახერხებდა ჩემს მოვლას ამიტომ აქ, მამიდასთან გამომიშვა. –გულიახდილად ვუპასუხე.
-მაპატიე,მე არ ვიცოდი... -ლაპარაკი დაიწყო თუმცა გავაჩერე
-არაუშავს, საიდან უნდა გცოდნოდა. -ღიმილით ვუთხარი და შესახვევში შევუხვიეთ, ლაპარაკში ვერც კი გავიგეთ ისე მივადექით ჩემს სახლს
-ოუ,მაპატიე,ჩემს გამო ამხელა გზა გამოიარე -ვუთხარი მე
–არაუშავს, სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. –თბილად გამიღიმა.
––იცი ერთადერთი ჩვეულებრივი ბიჭი ხარ ვინც აქ გავიცანი. –არ ვიცი რატომ, მაგრამ მასთან გულახდილი ვიყავი, მე უკვე მომწონდა ის.
–ჩვეულებრივში რას გულისხმობ? – სიცილით მკითხრა და ჩემი ჩანთა მომაწოდა. –ეს ცუდია თუ კარგი?
–ზრდილობიანი ხარ, არ გაქ ტატუები და რაც მთავარია არ ხარ ბაიკერი . –ავუხსენი და გავუღიმე. –ეს კი კარგია.
–აჰჰ ვხვდები ჩემამდე ვინებიც გაიცანი. –როგორც ჩანს ისიც იცნობდა მათ.
–და საერთოდ არ ვარ ამით გახარებული. –ვუთხარი და მაშინვე ენაზე ვიკბინე, ხომ შეიძლება ნაილიც მათი მეგობარი იყოს? ღმერთო ჩემო რა წინდაუხედავი ვარ!
–ანაბელ ხომ იცი რომ ჩვენ ცხოვრებაში ტყუილად არასდროს არავინ ჩნდება? თუ ისინი გაიცანი ეს იმას ნიშნავს რომ ესე იყო საჭირო. უბრალოდ დაელოდე და გაიგე ვინ რა მიზნით შემოვიდა შენს ცხოვრებაში. –ნაილი თავის სიტყვებში დარწმუნებული იყო. არა მე მართლა მომწონდა ის და ვაპირებდი მასთან ურთიერთობის გაგრძელებას.
–კარგი დაველოდები და იმასაც გავარკვევ შენ რა მიზნით ხარ ჩემს ცხოვრებაში შემოსული. –ჩემ ნათქვამზე ორივემ გავიცინეთ, შემდეგ ნაილი დამემშვიდობა და მეც სახლისკენ წამოვედი.
გასაღებით კარი გავაღე და შიშისა და მოულოდნელობისგან მაშინვე შევხტი, როცა დივანზე ჩამომჯდარი ზეინი დავინახე.
***
შეშინებული ადგილზე შევხტი და ხელი გულზე მივიდე, როდესაც ზეინი ჩემს სავარძელში ჩამომჯდარი დავინახე. თვალებგაფართოებული მივაჩერდი, მან კი ჩაიცინა, სიგარეტი რომელსაც ეწეოდა საფერფლეში ჩააქრო და წამოდგა.
-აქ რას აკეთებ?! - შევეცადე ჩემი შიშისთვის გადამებიჯა და მამაცურად მეკითხა, მაგრამ კიდევ უფრო დავბრთხი, როდესაც არაფერი მიპასუხა და ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან. ინსტიქტურად ნაბიჯი უკან გადავდგი და კარებს ავეკარი, ის კიდევ უფრო მოიწია. მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა, ჩვენ სხეულებს კი სულ რამდენიმე მილიმეტრი აშორებდა ერთმანეთისგან.
-როგორ ფიქრობ სად მიდიოდი? - სახე უფრო მოსწია, გვერდზე გავიხედე, მაგრამ თითები ნიკაპში წამავლო და სახე შემომატრიალებინა.
-ა-აქ რა გინდა? -სახე კიდევ უფრო მოაახლოვა, რაზეც სუნთქვა შემეკრა.
-ლიამმა მითხრა რომ აქ დავლოდებოდი, სახლში კი არ იყავი და თავი დავიპატიჟე, - ყურჩი ჩამჩურჩულა. მის ამ ქცევაზე სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და შემდეგ შევკრთი, როდესაც ვიგრძენი როგორ ჩააცურა ხელი ჩემ საჯდომათან. შეშინებული სწრაფად გამოვეცალე. არ ვიცოდი რა მექნა, ან სად წავსულიყავი. რომ მეთქვა რომ აქედან წასულიყო სისულელე იქნებოდა, მაინც არ დამიჯერებდა ამიტომ გაჩუმება ვარჩიე. აფორიაქებულმა ტელევიზორი ჩავრთე და დივანზე ჩამოვჯექი, სხვა ვერაფეირი მოფიქირე მისთვის თავის ასარიდებლად. გაფაციცებული ვიყავი, არ ვიცოდი ზეინი რას აკეთებდა, მალე თვალის კუთხეში ლანდი დავლანდე, რომელიც შემდეგ ჩემს გვერდით სავარძელში ჩამოჯდა.
ნერწყვი გადავყლაპე, იმედი მქონდა რომ ყურადღებას ჩემიდან ტელევიზორზე გადაიტანდა, მეც ტელევიზორს მივჩერებოდი, ვცდილობდი სახეზე აფორიაქება არ დამტყობოდა და ტელევიზორისთვის ისე მეყურებინა თითქოს მაინტერესებდა რა გადიოდა.
–გეშინია ჩემი? –ირონიული ტონით იკითხა.
მისმა კითხვამ უფრო დამაბნია, მას გავხედე, შემდეგ კი დაფეთებულივით ისევ ტელევიზორს შევხედე, არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა სიმართლე, თუ ტყუილი, მაშინ როცა საშინელი მატყუარა ვარ და ამას მაშინვე შეამჩნევდა.
–კი –ამოვილუღლუღე, ბოლოს მაინც სიმართლის თქმა ვარჩიე. ზეინს ჩაეცინა და თავი გაიქნია. სულ ერთიანად დამბურძგლა, როცა ვიგრძენი, როგორ მიიკვლებდა ზეინის ხელი ჩემ ფეხებშუა გზას და უფრო ზევით ადიოდა. სუნთქვა შემეკრა და სასწრაფოდ დავადე ჩემი ხელი მისას რომ მომეშორებინა. ხელი გვერდზე გადავადებინე, ცოტა გვერდით ჩავიჩოჩე და ისევ ტელევიზორს მივაშტერდი.
თვალები გამიფართოვდა, როდესაც დავინახე რას აჩვენებდნენ, ნამდვიად არ მსურდა ზეინთან ერთად მეყურებინა როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს გოგო და ბიჭი. სწრაფად წამოვხტი და გამოვრთე. რაზეც მას გაეცინა, შემდეგ კი არ ვიცოდი რა მექნა ამიტომ ისევ სავარძელში ჩავჯექი.
-ჯერ არავისთვის გიკოცნია, არა? - კიდევ უფრო ახლოს მოწეულიყო. ვიგრძენი როგორ ავხურდი, არ ვიცოდი რა მექნა, სრულიად დავიბენი.
შევკრთი და ფეხზე დავიხედე, სულ ერთიანად დამბურძგლა, როდესაც ჩემ ბარძაყზე ისევ ზეინის ხელი დავინახე. ადგილს მივეყინე, თვალებგაფართოებული და პირდაღებული მივჩერებოდი როგორ ასწია ფორმის ქვედაბოლო,
–საშინელი ფორმაა – ამოიოხრა.
–მე მომწონს – ერთმანეთს მივაყარე ეს ორი სიტყვა და ხელი ისევ ავაღებინე ჩემი ფეხებიდან. ის კი უფრო მოიწია. ცალი ხელი ჩემს უკან საზურგეზე გადაადო, მეორე კი სახეზე ჩამომისვა, ლოყა ხელისგულში მოიქცია და თავი მის მხარეს შემომატრიალებინა.
შეშფოთებული ვუყურებდი მას, ის კი ავისმომასწავებელი ღიმილით მომჩერებოდა. გაწევა ვცადე, როდესაც სახე უფრო მოაახლოვა, მაგრამ ორივე ხელით დამიჭირა, თავის გულს მიმაკრო და ვიგრძენი როგორ მაკოცა ყურის ძირში, რაზეც თვალები უნებლიედ დამეხუჭა, თავი ამოწია და ზუსტად ჩემი სახის წინ გააჩერა. მისი სუნთქვა ბაგეზე ვიგრძენი, შემდეგ კი თავისი ტუჩები ჩემსას შეახო. თვალები ხამხამით ფართოდ გავახილე და გაოცებულმა ზეინს შევხედე.
ჩემგან განსხვავებით თვალები დაეხუჭა. სხეულში რაღაც სასიამოვნოდ მივლიდა, მაგრამ სწორი არ იყო რასაც ვაკეთებდი! პირი გავაღე რომ შესაწინააღმდეგებლად რაიმე მეთქვა, მაგრამ არ დამცალდა, რადგან მისი ენა ჩემსაში შემომოვიდა, მის ამ ქცევაზე კი ვიგრძენი რომ ცუდად გავხდი, ხელი გულზე მივიდე რომელიც უფრო და უფრო სწრაფად იწყებდა ცემას. ზეინმაც არ დააყოვნა და ჩემ ხელს თავისი დაადო, შემდეგ კი მაგრად მოუჭირა.
კვნესა ამღმომხდა მის ამ ქცევაზე და ჩემდაგაუცნობიერებლად კოცნაზე კოცნითვე ვუპასუხე, რამაც ზეინი უფრო გაათამამა და სავარძელზე მიმაწვინა, თვითონ კი ზემოდან მომექცა. ღმერთო მაპატიე, ეს რას ვაკეთებ.
ზეინმა ხელი ჩემი მკერდიდან ქვევით ჩააცურა, წვივში მომკიდა, ზევით ამაწევინა და მის წელზე შემომახვევინა.
მის კოცნის დროს ისეთი შეგრძნებები მეუფლებოდა რომ წინააღმდეგობის გაწევას ვერც ვახერხებდი, პირიქით, უფრო და უფრო მეტი მინდებოდა.მისმა ამ ქცევამ შიში სულ დამავიწყა, ისიც რომ კონა საერთოდ არ ვიცოდი. ხელები მის თმებში ავხლართე და მაგრად მოვუჭირე რაზეც სიამოვნებისგან ამოიოხრა. გაბართოებული თვალებით შევხედე, ეს იმდენად მესიამოვნა რომ ჩემი ქმედება ისევ გავიმეორე.
-ეს გსიამოვნებს? - კოცნა არ გაუწყვეტია ისე დაილაპარაკა ჩემს პირში, - გსიამოვნებს როდესაც სიამოვნებას მანიჭებ? –გამოიწია და ალმაცერად შემომხედა. პასუხი არ გამიცია, თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. მისი ძალიან მრცხვენოდა იმის გამო რასაც რამდენიმე წამის წინ ვაკეთებდი და არ შემეძლო თვალებში მეყურებინა.
–თვალები გაახილე – მბრძანებლური ტონით მითხრა ზეინმა.
ისევ ღრმად ამოვისუნთქე და თვალები ნელ–ნელა გავახილე.
–თვალებში მიყურე – ისევ ისეთი ტონით მითხრა და ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია. –გინდა რომ გავაგრძელო? –მკითხა და თვალი თვალში გამიყარა. მისი თვალები ჩემგან პასუხს ელოდებოდნენ, მე კი არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა.
–რომელი უფრო დიდი ცოდვაა ის რასაც ახლა ვაკეთებთ თუ ტყუილი? –ნელ–ნელა, დაბალ ხმაზე ვიკითხე, მაგრამ მისგან პასუხს ნამდვლად არ მოველოდი.
–როგორი უმანკო ხარ –მითხრა ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუცილებია და ენით ტუჩები დაისველა.

მაშინვე ხელით გავწიე ზეინი, როცა კარზე კაკუნის ხმა გავიგე.
-ღმერთო, ლილი და ლიამი, - უცბად წამოვხტი და ტანსაცმლის სწორება დავიწყე.
-მოტოციკლის ხმა არ იყო, ალბათ ვითაცამ მანქანა გააჩერა, - თვალები გადაატრიალა ზეინმა.
-ვაიმე! მამიდა და ბიძია ჩამოვიდნენ! - ჩემთან ერთად ზეინსაც შეეცვალა გამომეტყველება.
-სწრაფად სადმე დაიმალე! - ხელზე დავექაჩე.
–არა! –მტკიცეთ გამომიცხადა.
–რას იტყვიან რომ დაგინახავენ? –უკვე პანიკა მეწყებოდა.
-არ ვაპირებ დამალვას –ზეინი ისევ თავის აზრზე იყო.
-ზეინ გთხოვ!
-არა!
-ჩემს ოთახში ადი! - ალმაცერად ამომხედა, შემდეგ კი სავარძლიდან წამოხტა და მეორე სართულის კიბებისკენ წავიდა.
-პირველვე კარი მარჯვნივ! - მივაძახე და კარებისკენ გავიქეცი. სადაც ბიძიას და მამიდას შევხვდი.
იქაური ამბები ჩამოიტანეს. უილიამის მდგომარეობა გაუმჯობესებულა, გონზე მოვიდა, რაც ძალიან გამიხარდა. ბარგის შემოტანაში დავეხმარე შემდეგ კი სწრაფად ჩემი ოთახისკენ გავიქეცი სადაც ზეინი მეგულებოდა.
-ზეინ! - ჩურჩულით დავიყვირე როდესაც ოთახში შევედი, კარები საგულდაგულოდ დავკეტე და ჩემ კარადის უჯრებში ჩამძვრალი ზეინი დავინახე.
-ეს შენი საცვლებია?, - სიცილით მკითხა და ხელში ვარდისფერი საცვალი მოიქცია.
-ჩუმად! - დავიხავლე, მასთან მივედი, საცვალი ხელიდან გამოვტაცე და უჯრაში ჩავკუჭე.
– საინტერესო იქნებოდა შენი ამ ლიფში ნახვა, - სიცილით მითხრა და თითით ჩემი ბიუსჰალტერში დაატრიალა. ღმერთო ჩემო! სახეზე სულ ავხურდი. ალბათ კიბორჩხალას ვგავდი და მას კიდევ უფრო აუტყდა ამაზე სიცილი. ჩემი ნივთები ხელიდან გამოვგლიჯე, არეულად შევტენე კარადაში და ზეინს აივნისკენ ვუბიძგე.
-წადი!
–კარგი, ბოლომდე დავათვალიერებ შენს საცველბს და წავალ – მითხრა ეშმაკურად და თვალი ჩამიკრა.
–წადი გთხოვ –შევევედრე, მართლა ძალიან დიდ საბთხეში ვიქნებოდი ახლა რომ რომელიმე ამოსულიყო.
-კარგი ხო! - ამოიოხრა და აივნისკენ წავიდა. –მომავალ შეხვედრამდე–მითხრა გადახტომის წინ და წამებში გაუჩინარდა.
სახეზე ხელები ავიფარე და ღრმად ამოვისუნთქე. ეს რა გავაკეთე. რამდენიმე წუთის წინ ვკოცნიდი ჩემთვის სრულიად უცხო, საშიშ ადამიანს, რომელმაც გამწირა იმისთვის რომ პოლიციელებს დავეჭირე, დამაიგნორა როცა წავიქეცი და დილით კი არც მომესალმა ისე ჩამიარა. ეს მე არ ვარ, ეს არ არის ის ანაბელი. –ღმერთო მიშველე –ხმამაღლა წამოვთქვი და პირჯვარი გადავიწერე.
***
ლოგინზე ვიყავი ჩამომჯდარი, კედელს მივშტერებოდი და დღევანდელზე ვფიქრობდი. დღეს პირველად შედგა ჩემი პირველი კოცნა ბიჭთან, რომლის მეშინია თავისი ქცევების გამო და რომელსაც არც კი ვიცნობ. ეს ყველაფერი არასწორი იყო, მაგრამ იმ წუთებში სწორად ჩანდა.. ჩემი ფიქრები კარის ხმამ გაფანტა
-გაგიჟდი? სიგარეტი მოწიე? –ქოშინით შემოვარდა ლილი ოთახში და კითხვები დამაყარა.
–რაა? არა რათქმაუნდა –წარვები შევკარი და თავი გავიქნიე.
–ქვევით სიგარეტის ნამწვავი იყო, ჩემებმა ვერ ნახეს ალბათ,მოვასწრი გადაგდება -მითხრა და სავარძელზე ჩამოჯდა.
-აჰჰ, ალბათ ზეინიაა -ვუპასუხე და საწოლზე გადავწექი.
-ზეინი აქ იყო? - გაკვირვებულმა მკითხა, - რა უნდოდა?
-ხო,ლიამს ეძებდა -ამოვიჩურჩულე და თვალები დავხუჭე. ცოტახნით ასე ვიწექი, როდესაც გამახსენდა რომ გაკვეთილები მქონდა სამეცადინო ზანტად წამოვიწიე საწოლიან ჩანთიდან წიგნები ამოვიღე და მაგიდას მივუჯექი. იმ ყველაფრის შემდეგ რაც დღეს მოხდა ძალიან მიჭირდა სამეცადინოდ მობილიზება, ვგრძნობდი რომ როდესაც რამის წაკითხვას დავაპირევდი თითოეული სიტყვა და წინადადება მას მახსენდება. საბოლოოდ როგორღაც მოვაბი თავი და დავალებები გავაკეთე, შემდეგ კი დავიძინეთ.
დილით სკოლისთვის მამიდამ გაგვაღვიძა,ფეხზე ავდექით,მოვწესრიგდით,ვისაუზმეთ და სკოლაში წავედით,გზაში ხმას არ ვიღებდი,ლილი რაღაცას მელაპარაკებოდა თუმცა ჩემი გონება ისევ გუშინდელს დასწტრიალებდა.
-მისმენ? -ხელი ამიფრიალა სახის წინ ლილიმ
-მაპატიე რაღაცაზე ჩავფიქრდი -ვუპასუხე და მას შევხედე.
-რა გჭირს?გუშინ და დღეს რაღაც სულ ჩაფიქრებული ხარ.
-არაფერი -მხრები ავიჩეჩე -უბრალოდ სკოლაზე ვფიქრობ,წინასწარ მეშინია გამოცდების -ვიცრუე და გზას გავხედე. მინდოდა ლილისთვის სიმართლე მეთქვა, მაგრამ არ შემეძო, მე ვიყავი ის ადამიანი ვინც ჭკუას არიგებდა და ახლა მეც ზუსტად იმავე გავაკეთე, მრცხვენოდა ჩემი საქციელის. სკოლას მალევე მივუახლოვდით, გარეთ ბავშვები ირეოდნენ, კლასში შევედი. როდესაც ჩემი ადგილისკენ გავიხედე ნაილი უკვე ადგილზე იჯდა,ხელი დამიქნია,მეც ღიმილით წავედი მისკენ,მივესალმე და ჩემს ადგილას დავჯექი.
-როგორ ხარ? -ვკითხე და მათემატიკის წიგნი და რვეული ამოვიღე.
-კარგად,შენ როგორ ხარ?
-მშვენივრაად -ვუპასუხე და სკამზე გავსწორდი.
-დავალებები გააკეთე? -მკითხა,რაზეც თავი დავუქნიე, როდესაც კლასსში მასწავლებელი შემოვიდა ყველა ფეხზე წამოვდექით,შემდეგ კი გაკვეთილიც დაიწყო, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ დაფასთან გამიძახა და რამდენიმე ამოცანის გაკეთება დამავალა, თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი, მეშინოდა რამე ცუდად არ გამეკეთებინა და კლასს არ დაეცინა, უკან რომ მივიხედე ნაილის გამამხნევებელ მზერას შევეჩეხე და ცოტა არ იყოს დავმშვიდდი, შემდეგ კი მოცემული დავალება შევასრულე, შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ჩემ ადგილას დავბრუნდი რაზეც ნაილს ჩაეცინა.
–ყოჩაღ – შემაქო და ხელი გამომიწოდა დასარტყმელად.მეც ხელი დავურტყი და თბილად გავუღიმე.

ამის მერე ერთი კვირა ისე გაილია რომ ჩემ თავს დიდი აღარაფერი გადახდენია, არც ზეინი არ მინახავს, არც არაფერი გამიგია მასზე. არც კი ვიცი მისი ნახვა მინდოდა თუ არა. მამიდა როგორც ყოველთვის სამზარეულოშია,ბიძია კი სამსახურში.როდესაც კარზე ხმა შემოვესმა მაშინვე წამოხტა ლილი მის გასაღებად,ცოტახანში კი ოთახში გაბრწყინებული მარტინა შემოვიდა
-თქვენ არ იცით რა ხდება ! -თითქმის დაიყვირა და საწოლზე დაეხეთქა. ინტერესით აღვივსე და მეც მათთან ერთად მოვკალათდი ლოგინზე.
-მიდი, მიდი მალე მოყევი რა მოხდა, - ანთებული თვალებით მიაჩერდა ლილი და ასევე მეც. ერთი სული მქონდა ხმას როდის ამოიღებდა გაბადრული მარტინა.
-ესეიგი.. - დაიწყო, ღრმად ამოისუნთქა და შემდეგ სიცილი აუტყდა, ჩვენც გაურკვევლობაში მყოფებმა ერთმანეთს გადავხედეთ და ჩავიცინეთ, - ზეინ მალიკი! - გახარებულმა წარმოთქვა ეს სიტყვები და მე რამის გულმა რეჩხი მიყო, იმისდამიუხედავად რომ არ ვიცოდი რა ხდებოდა. სახედან ღიმილი წამეშალა და დაძაბული მივაჩერდი, - გუშინ კლუბში ვიყავი და ისიც იქ მოვიდა, როდესაც დამინახა ჩემსკენ წამოვიდა, მიცნო რომ შენი მეგობარი ვიყავი, ცოტა ვილაპარაკეთ, დასალევი შემომთავაზა შემდეგ კი გარეთ გავედით და.. - ტუჩზე იკბინა და საწოლზე ცანცარი დაიწყო. მუცელში თითქოს რაღაც ჩამწყდაო, სხეულში ერთიანად დამიარა ცხელმა მწველმა სითხემ, თვალებზე ცრემლები მომაწვა. მარტინას ვუყურბდი როგორ იცინოდა და როგორ ეხვეოდა გახარებული ლილის, ლილიც არა ნაკლებ გახარებული იყო.
ვფიცავ ცხოვრებაში პირველად გამიჩნდა მოძალადე ფიქრები, მინდოდა მარტინაზე მეძალადა, მისი გრძელი თმებით მაგრად მეთრია და ცოცხლად დამემარხა! მან მე მაკოცა პირველს და არა მას! თავი ჩავხარე რომ ჩემი წაშლილი სახე არ დაენახათ, საუბედუროდ კი მარტინამ საუბარი გააგრძელა.
-ღრმერთო მისი კოცნა საოცრება იყო, ისე მეხებოდა მისი ტუჩები,რომ გული მიმდიოდა. ტუჩებზე ალუბლის ლიქიორის გემო ჰქონდა, ისე ერწყოდა ჩვენი მოძრაობები რომ თითქოს ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილები - ! –სიმწრით ამოვიხედე და მის გაბრწყინებულ სახეს შევხედე და ვიგრძენი როგორ მატულობდა მისდამი დაგროვილი ზიზღი და ააგრესია ჩემში. ამოიხვნეშა და საწოლზე გადმოვწვა,თავი მე დამადო მუხლებზე. ვერც კი გავაანალიწე ისე სწრაფად წავიღე ხელები მისი თმებისკენ, მაგრამ გონს ღვთისწყალობით მალე მოვედი და სწრაფად წამოვხტი, რის გამოც საწოლის ზამბარებიან რკინებს დაარტყა თავი და ტკივილისგან შეიჭმუხნა.
-ბოდიში, - ამოვილუღლუღე, მაგრამ ბოროტ ღიმილს ვერ ვიკავებდი, რომელიც სახეზე გამომსახვოდა. ლილიმ დაბნეულმა გამომხედა და მე კი ქუსლებზე სწრაფად მოვტრიალდი.
-ქვევით ჩავალ – ჩემდაუნებლიედ დავიღრინე და კიბეები ჩავირბინე.
-მამიდა ეზოში ვიქნები – შევატყობინე, პასუხს არ დავლოდებივარ ისე გავედი ეზოში, არეულად დავაბიჯებდი აქეთ იქით და გონებაში მარიტნას ვლანძღავდი. შემდეგ ზეინის სახე წარმომიდგა გონებაში და ვიგრძენი როგორ შემძულდა, მთელი ბრაზი ახლა მის მიმართ მომეძალა, მინდოდა მეც მეტიკნა მისთვის გული ისე როგორც თვითონ მატკინა ახლა. ჩემი პირველი კოცნა წაიღო, შემედეგ მიმატოვა და სხვა გოგოსთან ერთად გაერთო. მინდოდა მენახა და ამისთვის მაგრად გამელამაზებინა მისი მშვენიერი ცხვირი. გაუთლელი სულელი ბიჭი! თავი ყველაზე მაგარი გონია, არადა ყველაზე.. ყველაზე.. ყველაზე ცუდია! ცუდი, გაუთლელი, სულელი მახინჯი ბიჭი! მე კიდევ უფრო სულელი კოცნის უფლება რომ მივეცი! რა მეგონა რომ მოვწონდი? როდის გაიზრდები ანაბელ – ჩემ თავს ვეჩხუბებოდი, ღმერთო ეს რა სულელი ვარ. გამორიცხულია ამიეროდან ვინმეს ვენდო ან ვინმე შემიყვარდეს! ყველაზე ცივი ადამიანი გავხდები, ზეინისნაირი და ვანანებ აბუჩად რომ ამიგდო! ვარწმუნებდი ჩემს თავს, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ამას ვერასდროს შევძლებდი.
ვერც კი გავაცნობიერე სიბრაზისგან ისე წამომსვლოდა თვალებზე ღვარად ცრემლები, გაღიზიანებულმა უხეშად მოვიწმინდა და ხის ძირში მწვანე ბალახზე ჩამოვჯექი. თავი ყველაზე დაუცველ და უსუსურ ადამიანად მეგონა მსოფლიოში, ვისაც ყველა ისე იყენებდა როგორც მოუდნებოდა!
ბალახებში ამოსული რამდენიმე გვირილა მოვწვიტე და ეზოდან გავედი, მამიდა ალბათ გადაირევა როდესაც გაიგებს რომ გავიპარე, მაგრამ არ მანაღვლებს.
“ვაზღვევინებ!” “ვერ ვაზღვევინებ!” “ვაზღვევინებ!” ვერ ვაზღვევინებ!”
გაბრაზებული მივაბიჯებდი ლონდონის ქუჩებში და გვირილებს უმოწყალოდ ვპუტავდი. “ვაზღვ..”
-ჰეი ანაბელ – ფიქრებიდან ნაილის ხმამ გამომარკვია, მისკენ მივიხედე,
-ჰეი -მეც მივესალმე
რას შვრები? - ჩემს ხელებს დააკვირდა და გაეცინა, - ვის უყვარხარ? - ისევ სიცილით მკითხა.
-არავის! - ამოვიბუზღუნე და ყვავილები გადავყარე, რაზეც კიდევ უფრო გადაიხარხარა.
-სად მიდიოდი?
-არსად, უბარლოდ გასეირნება მინდოდა, - ვუთხარი და ორივემ სეირნობა დავიწყეთ.
-შენ? - ვკითხე და ავხედე.
-მეც ვსეირნობდი, - მხრები აიჩეჩა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. - ისა ანაბელ, - უცებ დაიწყო და თავი მოიქექა, - როლინგ სტოუნზის კონცერტი იმართება იცი? წასვლას ვაპირებ და ვიფიქრე რომ შენთან ერთად კარგი იქნებოდა იქ ყოფნა.
-აჰ.. კი გავიგე მაგაზე დღეს სკოლაში საუბრობდნენ, მაგრამ არამგონია გამომიშვან, - მოღუშული სახით გავხედე.
-ოუ, შეგიძლია გამოიპარო, ლილიც წამოიყვანე, ბევრი ბილეთები მაქვს და ყველას გვეყოფა.
–არ ვიცი, ვერ დაგპირდები, მაგრამ ვეცდები, - ზრდილობიანად გავიღიმე, შემდეგ ნაილი სანაყინესთან შეჩერდა და ორი შოკოლადის ნაყინი იყიდა. მეუხერხულა, თავიდან უარზე ვიყავი რადგან ფული არ მქონდა, მაგრამ ჩემმა წინააღმდეგობამ არ გაჭრა.
-10 საათზე მოგაკითხავ, - ღიმილით მითხრა, როდესაც სახლთან მომაცილა. თავი დავუქნიე, საღამომდე დამემშვიდობა.
სახლში შევედი,მარტინა ისევ საწოლზე იყო წამომჯდარი,თვალი ავარიდე და გარეთ გავიხედე. დიდად ესეთი კონცერტები არ მიზიდავდა, მაგრამ მინდოდა იქ ნაილთან ერთად წასვლა ამიტომ გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთხელ გავიპარებოდი სახლიდად. დაახლოებით საღამოს 7 საათი იყო როდესაც მარტინა წავიდა,ლილი ოთახში გამოიქცა
-დღეს კონცერტია,როლინგ სტოუნზის, ლიამმა დამპატიჟა, ხომ წამოხვალ?
-მე ნაილმა დამპატიჟა - ვუპასუხე და თავი დავუქნიე. ლილი გაკვირვებული სახით მომაჩერდა.
-სად ნახე ნაილი?
-ახლა გასული რომ ვიყავი ქუჩაში შემხვდა და.. - მხრები ავიჩეჩე, კარადა გამოვაღე და შავი კაბა გადმოვიღე, - შენი აზრით მომიხდება?
-კი.. - სახეშეჭმუხნულმა გამომხედა ლილიმ, შემდეგ კი თვითონაც დაიწყო ტანსაცმლის ქექვა და თეძოებზე გადაჭრილი ჩითის კომბინიზონი და შავი მაისური აარჩია.
თმა გავიშალე და აქეთ-იქით ჩამოვიყარე მხრებზე, შემედეგ ლილის პომადა მკრთლად გადავისვი ტუჩებზე.
-ჰმ -ლილიმ ჩაახველა -კარგად გამოიყურები -ღიმილით მითხრა და გაიცინა,თვალები გადავატრიალე და მადლობა გადავუხადე,უცებ ნახევრად შეღებული აივნის კარი სრულიად შეისნა რაზეც გული გამისკდა და ოთახში ლიამმა შემოყო თავი,გამეცინა მის დანახვაზე,მივესალმე.
-მიხარია შენც რომ მოდიხარ -მითხრა და თმა ამიჩეჩა,წუწუნი დავიწყე რაზეც გაეცინა,ლილის შუბლზე აკოცა,
–აღარ მოდიხართ? –იკითხა რამდენიმე წუთში ლიამმა.
–თქვენ წადით მე უნდა მომაკითხონ და ჩემით წამოვალ.
–როგორც გინდა –თქვა ლიამმა და აივნიდან გადახტა.
–იქ გვანხავ– მომაძახა ლილიმაც და მას მიჰყვა. ცოტახანში ნაილიც მოვიდა ფანჯრიდან გადავძვერი, კიდევ ერთხელ მივესალმე და გზას გავუდექით. როდესაც დანიშნულების ადგილს მივუახლოვდით ნაილს ხელი ხელზე მაგრად ჩავჭიდე, ბევრი ხალხი ირეოდა და არ მინდოდა დავკარგულიყავი. მანაც მაგრად ჩამჭინდა ბრბოს გარღვევა დავიწყეთ.
დარბაზში შევედით, ბილეთები დაცვას ვუჩვენეთ შემდეგ კი ბრბოში შევძვერით, რომ წინ ვყოფილიყავით.
უკვე ერთი საათია რაც კონცერტი გრძელდება და მე ძალიან მოვიწყინე. ამდენ ხალხს და ასეთ ხმაურს არ ვიყავი მიჩვეული, უკვე ყურები მტკიოდა და ჰაერი არ მყოფნიდა.
–ცოტახნით გარეთ გავალ –ვუთხარი ნაილს ხმამაღლა რომ ჩემი ნათქვამი გაეგო.
–გინდა გამოგყვე? –ზრდილობიანად მკითხა .
–არა იყოს, დავბრუნდები მალე. –ვუთხარი და ხალხის ბრბოში გამოვიკვლიე გზა.
ღრმად ამოვისუნთქე, როცა სუფთა ჰაერზე გავედი. ცოტახანი გარეთ ვიდექი, შემდეგ კი შესვლა დავაპირე, სიბნელემ შემაშინა, მიტუმეტეს რომ მარტო ვიყავი.
უკან ვბრუნდებოდი, როცა დავინახე რომ ჩემსკენ ნაცნობი სილუეტი წამოვიდა, ზეინი. გადავწყვიტე დამეიგნორებინა და მისი ქცევებისთვის ყურადღება არ მიმექცია, ამიტომ მზერა ავარიდე. მისი ლანდი დავინახე როგორ მომიახლოვდა, რაზეც გულისცემა ამიჩქარდა, მაგრამ მისკენ არ გამიხედავს. ვიგრძენი რომ შემომხედა, ვეღარ მოვითმინე და მეც მას გავხედე, როცა დამინახა რომ ვუყურებდი მზერა ამარიდა და ზუსტად ის გააკეთა,რასაც მე ვგეგმავდი,ისე ჩამიარა,თითქოს იქ არც ვდგარიყავი. ბრაზმა ერთიანად დამიარა სხეულში, ამოვიოხრე და შესასვლელისკენ წავედი.
–გოგონავ თქვენი ბილეთი? –გამაჩერა დაცვამ.
–უკვე განახეთ როცა შევედი. –დაბნეულმა ამოვილუღლუღე.
–შენ გარეთ ხარ – თვალები აატრიალა.
–ხომ ვიცი, იმიტომ რომ გამოვედი ჰაერი მჭირდებოდა, მაგრამ შესვლისას განახეთ. –ვცდილობდი რომ შიგნით შევეშვი.
–კარგით, ახლიდან მანახეთ თქვენი ბილეთი. –როგორც ჩანს დაცვა არ მიჯერებდა.
–კარგით –გაუაზრდებლად ვთქვი, შემდეგ კი გამახსენდა რომ ბილეთები ნაილს ქონდა.
–აქ არ მაქ, გთხოვთ შემიშვით შიგნით მელოდებიან.
–გვერდზე გაიწიეთ –დააიგნორა ჩემი თხოვნა დაცვამ და გვერდზე გამომწია.
ღმერთო ახლა რაღა უნდა ვქნა? კონცერტის დამთავრებამდე აქ უდნა ვიდგე მარტო, სიბნელეში? ამოვიოხრე და გვერდზე ტროტუარზე ჩამოვჯექი, იმ იმედით რომ ნაილს გავახსენდებოდი და გამოვიდოდა.

-------------------------------------
ესეც ახალი თავები. 3 თავი დავდე. რათქმაუნდა თუ მოგეწონებათ უფრო ბევრ თავებს დავდებ ერთად heart_eyes როგორრც ყოველთვის თქვენი აზრი კომენტარებში დაწერეთ და აუცილებლად დაალაიქეთ. მადლობა წინასწარ.
(ს.მ)



№1 სტუმარი gogila

https://youtu.be/3lvYt_FnFEs

 


№2 სტუმარი lalka

kargad wer da mixaria rom ar agvianeb.

 


№3  offline წევრი qetiqetiA3

ძალიან მომწონს heart_eyes heart_eyes heart_eyes დაველოდები მომდევნო თავებს heart_eyes heart_eyes

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან მომწონს...
ყოჩაღ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent