შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 23


27-02-2017, 23:10
ავტორი katiusha
ნანახია 3 666

სოფო ისეთი ბედნიერი იყო სიხარულისგან ცაში დაფრინავდა. რომ შესძლებოდა მიწას ალბათ ფეხსაც არ დააკარებდა. ნუთუ მისთვის იყო ეს ყველაფერი? გულში ვეღარ იტევდა ამ სიყვარულს. უნდოდა ყველასთვის გაეზიარებინა,თუმცა ჩუმად იყო და თავისთვის ინახავდა. გამოცდილებიდან კარგად იცოდა რომ როცა ბედნიერი ხარ უნდა დამალო, რადგან ამ დროს ბრმას თვალი აეხილება, მუნჯი ენას ამოიდგამს და ყრუს სმენა დაუბრუნდება, არ დაგინდობენ და გაგთელავენ, წაგართმევენ ძლივს მოპოვებულ ბედნიერებას...
ახლაც თავის სამუშაო კაბინეტში იჯდა და აანალიზებდა ყველაფერს. წარსულის შეცდომებს და ახლანდელ ურთიერთობას. ეს იყო ორი განსხვავებული გრძნობა. მიუხედავად იმისა რომ ორივე შემთხვევაში უყვარდა, ეს სიყვარული სრულიად განსხვავდებოდა ძველისგან. ეს სხვა იყო. უფრო სწორად თვითონ რეზი იყო ისეთი განსხვავებული რომ წარმოუდგენელი იყო ჩვეულებრივი სიყვარული ყოფილიყო. ასეცაა.. ყველაფერი სხვანაირად იყო....
ფიქრებს ლიამ მოსწყვიტა რომელმაც საბუთები შემოუტანა. მაგიდაზე დაუტოვა და გავიდა. პირველივე საქაღალდე აიღო და გადაშალა. გაყიდვების საქმე კარგად მიდიოდა. უშეცდომოდ იყო ყველა საბუთი გაკეთებული. ზეზვას ყველაფერი მოეწესრიგებინა.... თვის ბალანსი შეამოწმა, მოგებაც დაითვალა. მერე მეორე საქაღალდეს დასწვდა. სადაც გიოს გამოგზავნილი საბუთები ელაგა, ქალაქში ახალგახსნილი მაღაზია ნელ-ნელა ძალას იკრებდა, კლიენტურას იზიდავდა და მალე მოგებაზეც გავიდოდნენ. მომარაგებაშიც და სათბურებშიც ყველაფერი წესრიგში იყო. ეს ზეზვას დამსახურება გახლდათ და კარგად ხვდებოდა რომ მიუხედავა იმისა რომ ბიჭს არც უმაღლლესი განათლება ჰქონდა და არც პრესტიჟულ სასწავლებელში უსწავლია ყველაფერს ლაზათიანად ასრულებდა. შინაგანი ალღო ჰქონდა და დიდი ნიჭი, რომელსაც ვერსად ასწავლიდნენ თუ ღმერთმა არ დაგანათლა....
საქმეს რომ მორჩა ჯერ რეზოს დაურეკა და ელაპარაკა. უკვე მონატრებოდა. მიუხედავად იმისა რომ დილით ნახა სამსახურამდე მიაცილა და იქ დაემშვიდობა. მასთან საუბარი რომ დაასრულა თამუნასთან დარეკა. მაგრამ მეგობარს მობილური გამორთული ჰქონდა რაც ძალიან უცნაური იყო კარგად იცოდა როგორ დასრულდა ის საღამო და მას შემდეგ თამუნა რომ არავის უნახავს, ძალიან უკვირდა მეგობრისგან.კარგად იცნობდა მას და შინაგანად გრძნობდა რომ მის თავს რაღაც ხდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ასე არ მოიქცეოდა...
-სოფო შენთან არიან. კაბინეტში თავი შემოყო ლიამ, მერე კი მთლიანად შემოვიდა.
-ვინ არის?-გაუკვირდა გოგოს
-არ ვიცი, ვიღაც მამაკაცია და ამბობს რომ თქვენთან მნიშვნელოვანი საქმე აქვს.
-შემოიყვანე მაშინ ნუღარ ალოდინებ. რაღაცნაირად აფორიაქდა და ანერვიულდა. აქ მისთვის არავის არ ჩამოუკითხავს არასოდეს და ნაცნობებიდან თითქმის არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი, სანამ ამ ფიქრებში იყო, ლიამ კარი გააღო და მამაკაცი წინ შემოატარა მერე კი უკან თვითონ შემოჰყვა.სოფო ფეხზე წამოდგა და მიესალმა.
-გამარჯობათ ქალბატონო სოფო.
-გამარჯობათ.რით შემიძლიათ დაგეხმაროთ?
-ალბათ გაკვირვებული იქნებით თუ რატომ ვარ აქ.
-ძალიან. მინდა გითხრათ რომ ცოტა ავფორიაქდი. დაბრძანდით. ყავას ხომ არ მიირთმევთ?
-არა მადლობთ. არაფერს. დიდხანს ვერ დავრჩები. კაცი სავარძელში ჩაჯდა.
-რა არის თქვენი აქ ჩამოსვლის მიზეზი?
-პირველ რიგში გაგეცნობით. შალვა გოგელია. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი ვარ. თქვენთან ჩამოვედი იმიტომ რომ მოგიწვიოთ ფესტივალზე სადაც მოხდება წლის წარმატებული ბიზნესმენებისა და დამწყები ფერმერების დაჯილდოვება. რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.
-ეს ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ მე ხომ ისეთს არაფერს ვაკეთებ რომ ეს დავიმსახურო.
- დაიმსახურეთ ჩემო კარგი, დაიმსახურეთ,ყველაზე მთავარი იცი რა არის ჩემო კარგო? ასეთი თავმდაბალი რომ ხარ და ზოგ-ზოგიერთივით საკუთარი საქმის გაპიარებით არ ხართ დაკავებილი. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ თქვენც. სიმართლე რომ გითხრათ არც კი იცი ვინ მიიღებს პრიზებს, მაგრამ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ერთ-ერთი გამარჯვებული ნამდვილად იქნებოდით თქვენც,- გაუღიმა კაცმა.
-დიდი მადლობა.-დაიმორცვა სოფომ-შეიძლება გავიგო საიდან გაიგეთ ჩემზე?ან აქ საიდან მომაგენით?
-თქვენი მაღაზიია საკამოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს თბილისში და მის კვალს გამოვყევით,-გაეცინა კაცს.-კარგით აღარ მოგაცდენთ, უკან უნდა დავბრუნდე. აი მოსაწვევი და ინფორმაცია იმის შესახებ თუ სად როდის უნდა მობრძანდეთ. ნახვამდის. იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით.
სოფომ სტუმარი მანქანამდე მიაცილა და უკან დაბრუნდა, თუმცა დარჩენას არ აპირებდა. მოსაწვევს და საქაღალდეს დასწვდა, მანქანის გასაღებია აიღო. ლიას დაემშვიდობა და რეზისთან წავიდა სასტუმროში. რომელიც მალე დაასრულებდა სამუშაოს.

ბექაური დათასთან ერთად ადევნებდა თვალყურს მუშების მუშაობას.
-მოიცადეთ. ეს სავარძელი აქ არ უხდება. სადმე სხვაგან უნდა მოვუძებნოთ ადგილი. -შეაჩერა მუშები
-ახლა რაღა მოხდა?რა არ მოგწონს?-გაბრაზდა დათა.
-არ მომწონს ფოიეში ამდენი სავარძელი, ძალიან გადტვირთულია. სულ რომ ავიღოთ?
-და სად წავიღოთ?
-არ ვიცი. მოიფიქრე.
-იცი რაა შენ მოიფიქრე. მე კი წავალ თორემ ვეღარ ვძლებ აქ უკვე, სკამს ფეხი მიჰკრა დათამ და გასასვლელისკენ წავიდა.
-ჰეი რა გჭირს... დათა მოიცადე.. გამოეკიდა უკან რეზო და კართან დაეწია
-ვეღარ ვძლებ აქ სული მეხუთება. მოიწყინა ბიჭმა.მის ხმაში სინანული იგრძნობოდა.
-გინდა ვილაპარაკოთ?-რეზო კიბეზე ჩამოჯდა და ანიშნა რომ ისიც დამჯდარიყო.
-რაზე ვილაპარაკოთ?
-იმაზე რასაც გრძნობ და განიცდი.
-ხომ უკვე გითხარი რასაც ვგრძნობ და განვიცდი. რაღა მაქვს სათქმელი?ის რომ მის გარეშე ვეღარ ვძლებ?ის რომ მის გარეშე სული მეხუთება?სუნთქვა მიჭირს და ვეღარ ვაზროვნებ?
-თავი ხელში უნდა აიყვანო. ასე არ შეიძლება.
-ამის დედაც ... ნუთუ ასეთი მტკივნეულია სიყვარული?ნუთუ ასე უნდა ვიტანჯო სულ?
-აცადე ცოტა გადაუაროს პირველმა ელდამ და მერე მშვიდად დაელაპარაკები.
-არა რეზი გთხოვ ახლა წავალ და ახლავე ვნახავ. როგორმე უჩემოდ მოაგვარე ყველაფერი. ერთი დღე გაძელი უჩემოდ. უნდა ვნახო. აღარ შემიძლია, ერთ კვირაზე მეტი გავიდა და არაფერი გამიგია მასზე.
-იქნებ სოფოს ვკითხო?აი ნახე მოვიდა. გაიღიმე ,თორემ ყველაფერს მიხვდება,- ანიშნა რეზომ. სწორედ ამ წუთას სოფო გაჩერდა სასტუმროს წინ და მანქანიდან გადმოვიდა. რომ დაინახა მეგობრები ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და ტკბილად საუბრობდნენ, მათკენ წავიდა ღიმილით.
-საღამო მშვიდობის ბიჭებო. როგორ ხართ?
-კარგად სოფო შენ როგორ ხარ?-დაუბრუნა კითხვა დათამ. ერთი სული ჰქონდა საუბარი ისე წაეყვანა რომ თამუნაზე ეკითხა.
-მეც კარგად. მადლობ დათა. მაგრამ შენზე იგივეს ვერ ვიტყვი, სახე ჩამოგტირის.
-აჰა ხომ გითხარი მიხვედირილი მყავს თქო.-გაეცინა რეზოს და გვერდით მჯდომ სოფოს ხელი მოხვია. ლოყაზე აკოცა და მიიხუტა.
-რა ხდება ?მშვიდობაა?-ხელი გააშვებინა გოგომ და შეშფოთებული სახით ჰკითხა.
-კი, მშვიდობაა უბრალოდ დათას აქვს პატარა პრობლემა და მის მოგვარებას ვცდილობთ.
-შემთხვევით მაგ პრობლემის მიზეზი ჩემი მეგობარი ხომ არ არის?
-მიზეზი არა. მიზეზს შედეგი.-წამოსცდა დათას და მაშინვე ენაზე იკბინა, მაგრამ სოფო უკვე ყველაფერს მიხვდა და ჩააცივდა მითხარი რა ხდებაო.
-უთხარი. ხო იცი არ მოგეშვება.-გაეცინა რეზოს.
-მოკლედ ჩემო მომავალო რძალო შენს მეგობარზე ვარ შეყვარებული. მორიდებთ თქვა დათამ და თავი ჩაღუნა.
-ვაიმე გაწითლდიი?არ მჯერა ვერ დავიჯერებ?-ხმამაღლა გაეცინა სოფოს, სულს ვერ ითქვამდა. რეზოც აყვა.
-დაანებე თავი შეყვარებულია და რა ქნას, რომ იცოდე მეც ასეთ დღეში ვიყავი სანამ შენ ყველაფერს გეტყოდი.
-კარგი ვსეროზულდები. რადგან ეს მითხარი იქნებ ყველაფერი მითხრათ რა ხდება და რაშია საქმე რომ ასე მოწყენილი ხართ დათავ ბატონო?
-მოკლედ ჩემი სოფო ამის აღარების ძალიან მცხვენია და მიჭირს კიდეც ამაზე საუბარი, მაგრამ არ იცი თამუნა სად არის?ან როგორ არის?
-წარმოდგენა არ მაქვს...იმ დღის მერე ვერ ვუკავშირდები და უკვე ვნერვიულობ. ასეთი რა გაიგო იმ დღეს რომ ასე უკანმოუხედავად გაიქცა და მეც არ მეკონტაქტება.
დათა მოკლედ მოუყვა ყველაფერს. სოფო ხმას ვერ იღებდა. თავი უცებ იმ გოგოს ადგილზე წარმოიდგინა და კარგად გაიგო რას გრძნობდა თამუნა და რატომ წავიდა.
-დათა იცი მგონი თამუნა მართალია, თუ ბავშვი შენია მაშინ არაფერია აქ სათქმელი და სალაპარაკო. რეზი უთხარი შენც რამე. უთხარი რომ უფლება არ აქვს დედა და ბავშვი მიატოვოს.
-როგორ ფიქრობ საყვარელო მე ასე არ მოვიქცეოდი და არ ვეტყოდი იმავეს რასაც შენ?ერთი წამით არ დავფიქრდებოდი და არ ვათქმევინებდი იმ ქალზე უარს რომ არ ვიცოდე რომ ის იტყუება.
-რაა?-თვალები გაუფართოვდა სოფოს.
-ხო სოფო. რომ ვიძახი ბავშვი ჩემი არ არის-თქო ესეგი ასეცაა. იმ ქალბატონს ჩვენს თანამშრომელთან წავასწარი ისე რომ არც ერთს დავუნახივარ. ახლა ეტყობა იმანაც მიატოვა ან უნდა რომ ორივე გვერდით ვყავდეთ და ასე ამიტომ იქცევა.
-ეს სახუმარო აღარაა. აი არასოდეს მესმის ასეთი ქალების. თუ ერთი უნდა რატომ უნგრევენ მეორეს ცხოვრებას. რატომ ცდილობენ იქ ჩადგან ფეხი სადაც არ ჩაუვათ. გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა სოფომ.
-არ ვიცი. ვერ გეტყვი. ჩაერთო რეზო.
-აბა რას იზავ დამეხმარები?
სოფო გაჩუმდა მერე ჩაეცინა.
-არა წარმოუდგენელია ჩემი გოგო შეყვარებულია.. ეს ხომ ვერავინ მოახერხა და შენ როგორ მოახერხე.?
-წარმოდგენა არ მაქვს. როდის შემიყვარდა ისიც კი არ ვიცი. სულ ვჩხუბობდით.-ჩაეღიმა დათასაც
-მოკლედ ასე ხვალ თბილისში მივდივარ და ვეცდები რამე გავარკვიო,
-ხო დაელაპარაკე აუხსენი რაა, მე არ მელაპარაკება და იქნებ შენ მაინც გააგებინო.
-მოიცა ხვალ რატომ მიდიხარ?მე რომ არ ვიცი არაფერი,-გამოცოცხლდა რეზო
-რაღაც დაჯილდოვებაზე მიმიწვიეს საშემოდგომო ფესტივალია და შესაფერისი ტანსაცმელი უნდა შევარჩიო
-არ არსებობს.-ჩაეღიმა რეზოს.-გაერიე პატარა ქალბატონო დიდ ელიტაში.
-ხედავ აღარ ხუმრობს.-აჰყვა დათაც
-რა ხდება?აბა ახლა ამაში გამარკვიეთ.
-ჩვენც მიწვეულები ვართ.
-რა ხდება იქ?წარმოდგენა არ მაქვს რატომ მიმიწვიეს ან რა უნდა გავაკეთო.
-მოკლედ გეტყვი. წელიწადში ერთხელ იკრიბებიან იქ მსხვილი ბიზნესმენები თუ წარმატებული დამწყები ბიზნესმენები. ფერმერები და ის ხალხი ვისაც წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაში. აჯოლდოვებენ მათ. პარალელურად მიმდინარეობს გასართობი ღონისძიებაც რომ ეს ყველაფერი მოსაწყენი არ იყოს.
-ძალიან საინტერესოა. ასეთი რამ თუ ხდებოდა ვერც წარმოვიდგენდი.
-მოკლედ ახლა არ გვინდა ამაზე საუბარი. უკვე საღამოა და მე კი ძალიან მომშივდა. ხომ არ ჯობია რომ სადმე წავიდეთ და ვივახშმოთ?
-კარგი იდეაა. აბა სამივე ახლა მივდივართ ერთ ძალიან კარგ ადგილას. წამოდგა სოფო და წასასვლელად მოემზადა. რეზომ უკან მიჰყვა.მაგრამ მერე შეჩერდა
-შენ არ მოდიხარ?
-ხელს არ შეგიშლით თქვენ წადით, მე კი მუშებს მივხედავ და მერე სასტუმროში დავბრუნდები.
-აბა ეხლა ეგეთები არ იყოს. ხომ იცი რომ ხელს არ შეგვიშლი. პირიქით გამიხარდება რომ წამოხვალ. ბოლოსდაბოლოს მომავალი სიძე ხარ და თამუნას როგორ შევხედო თავლებში და როგორ ვუთხრა რომ ვერ გავუფრთხილდი -თქო? ხომ მომკლავს.
-ეს ვის ყბაში ჩავარდი. -
-მე არაფერ შუაში ვარ. -გაეცინა რეზოს
-ადე ადე წამო. ხელი ჩაჰკიდა სოფომ და ძალით წამოაყენა ფეხზე....

რეზიმ თავისი გაიტანა და სოფო მან წამოიყვანა ქალაქში. ბოლოსდაბოლოს შეყვარებულები ვართ და არ მაქვს სურვილი მარტო იარო თან ამხელა გზაზე და თავს საფრთხე შეუქმნაო. მთელი გზა მხიარულობდნენ. იცინოდნენ და წარსულის მხიარულ ამბებს იხსენებდნენ.
სოფომ ჯერ მაღაზიაში შეიარა და გიო და მაიკო მოინახულა. საქმეს უცებ გადახედა და რომ მიხვდა ყვლაფერი წესრიგში იყო დაემშვიდობა და ისევ რეზოს მანქანში ჩაჯდა
-ახლა საავადმყოფოში მიმიყვანე. თამუნა უნდა ვნახო და ჩემი ხელით უნდა დავახრჩო. გაეცინა სოფოს
-არ გირჩევ. მერე დათა დამტოვებს უცოლოდ-გაეხუმრა ისიც
-არა ეს როგორ გააკეთა რომ ერთი არ დამირეკა. კარგი გასაგებია დათას რატომაც არ ელაპარაკება მაგრამ მეე?მის ერთადერთ და საუკეთესო მეგობარს..
-მალე მორჩები?
-არ ვიცი. იქნებ არც დამხვდეს იქ.
-მერე რა გეგმები გვაქვს?
-რომ დაველაპარაკები მერე მაღაზიაში უნდა, წავიდე კაბა შევარჩიო და საერთოაც მგონი დროა გარდერობი განვაახლო. ახლა ხომ ელიტაში ვერევი უკვე. გაეცინა სოფოს
-კარგი მაშინ დაგელოდები
-არა რეზი არ დამელოდო. შენ შენ საქმეებზე წადი. მინდა სიუპრიზი მოგიწყო დაჯილდვებისთვის.
-ოო ხომ იცი რომ არ მიყვარს ეგეთი რაღაცეები. მოიწყინა ბიჭმა
-მოკლედ ასე ვქნათ. არ მინდნა ნახო როგორ კაბას შევარჩევ. მინდა რომ იქ მნახო დაჯილდოვებაზე. მინდა ისეთი ვიყო როგორც არასდროს. შენ მანამდე შენ საქმეებს მიხედე კარგი?გთხოოვ, შეეხვეწა სოფო
- მაშინ მე ჩემს მშობლებს მოვინახულებ და საღამოს ამ ყველაფერს რომ მორჩები დამირეკე და მოგაკითხავ სადაც იქნები კარგი?
-კარგი. მიყვარხარ.-უთხრა სოფომ აკოცა და მანქანიდან გადავიდა.
-მეც მიყვარხარ. დაადევნა ბიჭმა....

საავდამყოფოში რომ შეაბიჯა გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო. ჩანთა შეისწორა და თვალი მოავლო მიმღებს. ღრმად შეისუნთქა სპეციფიკური სუნი, რომელზეც ყოველთვის გიჟდებოდა.
ო, როგორ მონატრებოდა აქაურობა. აქ,სწორედ აქ აიდგა ფეხი. აქ დახელოვნდა და ჩამოყალიბდა როგორც პროფესიონალი ექიმი. აქაურობათან აკავშირებს ყველაზე დიდი ბედნიერება და ყველაზე დიდი ტკვივილი. აქ გაიცნო ზაზა.. ეს კედლები ინახავს მათი სიყვარულს ისტორიას. მათი შვილი გარდაცვალებას.. ახლა თითქოს ხელახლა გაიხსნა ჭრილობა. სრულად შეიგრძნო ის ტკივილი რომელიც ეგონა რომ დაავიწყდა. არ დავიწყებია... უბრალოდ მინელებულიყო და ეტყობა ელოდა როდის აალდებოდა ისევ...
ნეტავ რას ეტყოდნენ ნაცნობები, თანამშრომლები რომლებიც ერთ დროს დასცინოდნენ, კიცხავდნენ და ჭორავდნენ. არადა ზუსტად იცოდა რომ ნებისმიერ მათგანს შეეძლო იგივე ჩაედინა თუ უკვე არ ჰქონდათ ჩადენილი. ყველაზე მეტად ხომ ის ლაპარაკობს, რომელსაც იგივე შეცოდმა აქვს დაშვებული და თითქოს თავის დანაშაულის გადაფარვას ცდილობს სხვაზე ლაპარაკით...
თავი გაიმხნევა, ღრმად ჩაისუნთქა და რეგისტრატურისკენ დაიძრა.
-გამარჯობათ. მიესალმა გოგონას -შეიძლება მითხრათ სად ვნახო ექიმი თამარ აბაშიძე.
-თქვენ პაციენტი ხართ?
-არა პირად საქმეზე ვარ მოსული.
-იცით ჩვენ ინფორმაციას არ გავცემთ თუ პაციენტი არ ხართ. მოკლედ მოუჭრა გოგონამ და სქლად შეღებილი წამწამები სასაცილოდ ააფახულა.
სოფოცდილობდა მოთმინება არ დაეკარგა ამ ქარაფშუტა და უცოდინარი გოგოს ქცევით, რომელმაც ზურგი შეაქცია და გვერდით მჯდომ გოგოსთან ჭორაობა განაგრძო.
-უკაცრავად იქნებ დაუძახოთ,მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. მორიდებით სთხოვა ისევ
-ხომ გითხარით რომ არ მაქვს ამის უფელება
-უხეშობის უფლებაა ხომ გაქვს?-იფეთქა სოფომ
-ვერ მიგიხვდით? რას ბრძანებთ?მე მისი პირადი მდივანი არ ვარ.ირონიულად უპასუხა გოგომ
-მოკლედ ასე ჩემო კარგო. ახლავე დაუძახეთ მთავარ ექიმს ან დირექტორს
-რას მელაპარაკებით? გულზე ხელები სასაცილოდ დაიკრიფა გოგომ
-გადაეცით რომ სოფო გიგაურია მოსული ახლავე.-მკაცრად გაუმეორა მან.
-ვიინ?
-შენ ეტყობა ახალი ხარ და არაფერი იცი ვინ ვარ?დაუძახეთ-თქო სასწრაფოდ. აქ ვმუშაობდი და კარგად ვიცი აქაური წესები. ასე რომ ასწიე ერთი ადგილი და შეასრულე ის რასაც გეუბნები.
-ამას ვის გადავეკიდე. დაიწუწუნა გოგომ და შიდა ნომერზე დირექტორს დაუკავშირდა,-ვიღაც ქალბატონია მოსული და ყვირის თქვენთან შეხვედრას ითხოვს ბატონო ირაკლი... არ ვიცი სოფო გიაურიო ასე ამბობს.... გოგოს მაშინვე თავლები გაუფართოვდა და შეშინებულმა დადო ყურმილი თავი ადგილზე.
-ახლავე მოვა. მიუბრუნდა სოფოს და ამოიკნავლა შეშინებულმა
რამდენიმე წამში კიბეებიდან ახალგაზრდა მამაკაცი დაეშვა. ეს ის ირაკლი გახლდათ სოფოს თანაკურსელი და მეგობარი. რომელსაც დასაწყისში უკვე შევხვდით
-ეს ვინ დაინახა. ჩემმა თვალებმა.. არ მჯერა და მომკალით.-ირაკლიმ ხელები გაშალა და სოფოს გადაეხვია.
-იმდნეი ხანია წასული ვარ რომ აქაური წესები ასე შეიცვალა? რაღაც მგონი მომსახურებაში მოიკოჭლებთ.-უსაყვედურა სოფომ
-რატომ?
-რატომ და ეს ქალბატონი უხეშად და უდიერად ექცევა ადამიანებს .
-ახალია და ჯერ ეპატიება. გამოსაცდელი ვადითაა აყვანილი. დაანებე თავი. აქ იმისთვის ვართ რომ ვასწავლოთ. ხომ გახსოვს ჩვენც ასეთები ვიყვით ერთ დროს, უპასუხა ირაკლიმ
-იმედია ისწავლის.-ჩაილაპარაკა სოფომ და გოგოს გახედა რომელიც აწურული იდგა რომ უფროსისგან შენიშვნა არ მიეღო
-წამოდი ჩემს კაბინეტში და ვილაპარკოთ. მომიყევი აქ რა ქარმა გდმოგაგდო.
სოფომ თავი დაუქნია. გვერდით ამოუდგა და კაბინეტისკენ გაჰყვა სულ დაავიწყდა რომ თამუნა უნდა ენახა.

-ასეთი ვინ არის რომ დირექტორიც კი ელაქუცება?-ჰკითხა გოგომ ერთ-ერთ ექიმს რომელიც ავადმყოფის ისტორის წასაღებად მიაუახლოვდა მას
-ვინ?-ჰკითხა ექიმმა
-სოფო გიგაური.
-ვიინ?სოფო იყო ახლა აქ მოსული?-თვალები დააჭყიტა მან. გოგომ თავი დაუქნია.
-არ მჯერა და ვერ დავიჯერებ.ეგ ქალბატონი აქ ისევ გამოჩნდა?რამ მოიყვანა ნეტავ?არ სცხვენია.-ირონიულად ჩაეცინა მას
-რატომ უნდა სცხვენოდეს?
-სწორედ ეგ არის ის ჩვენი ერთ-ერთი მძღოლის საყვარელი რომ იყო. მასზე ათას სიბინძურეს რომ ლაპარაკობდნენ. მერე იმ ბიჭმა ვიღაც ფულიანი გოგოს გამო მიაგდო. განაგრძობდა ქალი საუბარს
-შენ წარმოიდგინე და არ სცხვენია და არც სამარცხვინო რამე ჩაუდენია. მოესმა ზურგს უკან ორივეს მკაცრი ხმა. რომ მოიხედეს მათ უკან თამუნა იდგა.
-შენ რა ქალი ხარ ან რა მეგობარი?როგორ საუბრობ მასზე ვინც ყოველთვის გვერდით გედგა? კურსიდან კურსზე მისი წყალობით გადადიოდი. კონსპექტებს და საგამოცდო საკითხებს სოფო გასწავლიდა და გიწერდა და ახლა ასე საუბრობ მასზე?რატომ საკუთარ თავს არ მიხედავ და რატომ არ დაანებ მას თავს?
-თამო არასწორად გაიგე საყვარელო.. მე უბრალოდ..
-რაა?რა უბრალოდ?ხმას აუწია თამუნამ.-სწორედ შენნაირი შურიანი ადმიანები იგონებენ და ავრცელებენ ჭორებს. მისი ყოველთვს გშურდა და ასე ამიტომ მოიქეცი შენც და სხვებიც. ასე ამიტომ გარიყეთ სოფო. მეტიც ის ზაზამ და მისმა წასვლამ კი არა თქვენ გაანადგურეთ და თქვენ მიიყვანეთ იმ მდგომარეობამდე რაშიც აღმოჩნდა.მაგრამ არ შეგრჩებათ არავის დამიჯერე. შენ საკუთარ თავზე იფიქრე და ილაპარაკე.შენ რომ გათხოვდი მაგიტომ არ გყავს ქმარი გვედრით ზუსტად? მაგიტომ არ მიგატოვა და დაგტოვა ასე...ახლა რაა შენზეც ვიჭორაოთ? კარგად დაფიქრდი სანამ რამეს იტყვი გასაგებია??დაასრულა სათქმელი თამუნამ.თავლებიდან ცეცხლს აფრქვევდა ისე იყო გაბრაზებული. -შენ მის ფრჩხილადაც არ ღირხარ, შენ კი ქალბატონო ჯერ იმას მიაღწიე რასაც მან მიაღწია და ან თუნდაც მის ნახევარს და მერე მოუსმინე ამას და მისნაირებს და ნახავ რა გზაზეც დადგები.
თამუნა მოტრიალდა და კიბეს აუყვა ირაკლის კაბინეტისკენ. კარგად მოისმინა რომ სოფო ახლა იქ იყო. კი გაუკვირდა რამ ჩამოიყანაო და ამ ფიქრებში კაბინეტსაც მიადგა. მოურიდებლად დააკაკუნა და სანამ გამოეპასუხნენ კარი შეაღო.

რეზომ მანქანა ეზოში გააჩერა და კიბეები სრაფად აირბინა.
-დედა, მამა სად ხართ?მე მოვედიი
-ჩემი ბიჭი დაბრუნდა. სამზარეულოდან გამოვიდა დედა და შვილს მოეხვია.-აბა დამენახე. როგორ გამოიყურები?
-რა სასწაულს მივაწეროთ შენი ჩამოსვლა?
- საქმეები მქონდა და თან ვიფიქრე ვინახულებ და გავახარებ-თქო
-მართლა ძალიან გამახარე შვილო. არ გელოდი. მოდი ჩამოჯექი, მოგვიყევი შენი ამბები. თუმცა მოიცა მოშიებული იქნები. სუფრას გავაშლევინებ და ერთად ვივახშმოდ.
-არა დეე. დიდხანს ვერ დავრჩები მალე უნდა დავბრუნდე უკან, მარტო არ ჩამოვედი ერთ ადამიანთან ერთად ვარ. ახლა საქმეზე დავტოვე და მერე უნდა მივაკითხო.
თვითონაც ვერ შეამჩნია როგორ აენთო თვალები და სახეზე ბედნიერებამ გადაუარა. სამაგიეროდ ეს არ გამოპარვია მამიმისს, თუმცა შვილითვის არაფერი უკითხავს
-კარგი მაშინ ცოტა მაინც წაიხემსე დეე. ყავა, ჩაი არაფერი გინდა?
-ჩაის დავლევ და რამე ტკბილეულს მივაყოლებ.
ქალმა მოახლეს გასძახა და დაავალა სამივესთვის ჩაი მოემზადებინა და რამე მოეტანა მისაყოლებელი. თვითონ შვილს გვერდით მიუჯდა და მოსამენად მოემზადა..
-შვილო როგო მიდის საქმეები?სასტუმროს როდის გავხსნით?
-დაახლოებით ერთ თვეში მამა. თითქმის დასრულებულია ყველაფერი.
-გახსნაზე მოწვეულები ვართ ხო?-გაეცინა დედას
-როგორც საპატიო სტუმრები. ღიმილით უპასუხა რეზომ
-შვილო სხვა სიახლეები არ არის შენს ცხოვრებაში?არავინ გამოჩენილა?ხომ იცი უკვე დროა ოჯახი შექმნა, შვილიშვილები მინდა. უკვე მოხუცი ვარ.-მოიწყინა ქალმა
-კარგი რაა დედა. რა დროს შენი სიბერეა. ახლა იწყებ ცხოვრებას,-გაეიცნა რეზოს.
-სერიოზულად გელაპარაკები.-იწყინა ქალმა
-მართალია დედა შვილო. დროა ოჯახის შექმნაზე იფიქრო. ბოლოს რომ შევხვდით მითხარი რომ არსებობდა ქალი შენს ცხოვრებაში. რა ხდება მასთან?ჰკითხა მამამ
-ვინ ქალი?მე რატომ არაფერი ვიცი?მაშინვე გამოცოცხლდა დედამისი
-ეე კარგი რაა მამა. ეხლა ამას რა გაუძლებს.-გაეცინა რეზოს
-ახლავე მომიყევი ყველაფერი რეზო ბექაურო. მკაცრად უპასუხა მან
-კარგი, კარგო. მგონი დროა სიმართლე გაიგოთ. შეყვარებული ვარ. მიყვარს ერთი ძალაინ კარგი და ულამაზესი ქალბატონი. მასაც ვუყვარვარ და უახლოეს მომავალში ვაპირებთ რომ დავქროწინდეთ.
-და ეს მე ახლა უნდა გავიგო?
-აჰაა ნახე როგორ აენთო თვალები. მართლა შეყვარებულია ეს ბიჭი,- გაეცნა მამამისს.
-ვინ არის?სად გაიცანი?როგორი ოჯახისშვილია? რას წარმოადგენს? დააყარა კითხვები დედამ
-დედა დედა. გაჩერდი კარგი?ვიცი შენ რაც გაინტერსებს და რატომ კითხულობ.გაინტერესებს შეეფერება თუ არა ჩვენს ოჯახს რძლად.მე არაფერი მაინტერსებს მასზე. რაც საჭიროა ვიცი. მიყვარს და მორჩა აქ დამთავრებულია ამაზე საუბარი.
-ჩემიც ხომ უნდა გაიგო შვილო?იქნებ ღარიბია?იქნებ ქონებაზე მონადირეა ღარიბი ოჯახიდან გამოსული
-მარინა გაჩერდი დაუყვირა ქმარმა.-ჩვენს შვილს უყვარს და მორჩა.
-დედა დამიჯერე არ შეგარცხვენს არსად, არც შენ მეგობრებთან და თავსაც მოიწონებ მისით. ის საკმაოდ წარმატებული და ჭკვიანი ექიმია და ასეთივე წარმატებული დამწყები ბიზნესმენი. აუ რატომ მახსნევინებ ან რატომ ვსაუბრობთ ამ თემებზე?საკმარისი არაა თქვენთვის ის რომ მიყვარს და მასაც უანგაროდ ვუყვარვარ?
-კარგი მართალი ხარ.-უკან დაიხია ქალმა.-ლამაზია?-ჰკითხა მერე შეპარვით
-ძალიან,- თვალები გაუბრწყინდა რეზოს და მობილური ამოიღო.-ნახეთ. მშობლებს შუაში ჩაუჯდა და სოფოს სურათები აჩვენა. მომავალი სარძლო მოეწონათ. კმაყოფილები დარჩნენ.
-ვენაცვალე ამ გოგოს რადგან შენ ქალებში გულაობას და ფულის უაზროდ ფლანგვას, კაზინოებში სიარულს გადაგაჩვია. გაეცინა მამას
-თქვენც რომ გაიცნობთ მისით ისეთივე აღფრთოვანებული დარჩებით როგორც მე. სასწაული ქალია.-ჩაილაპარაკა რეზომ, ხელები გაშალა და მშობლებს მოეხვია......

დიდხანს ისაუბრეს ირაკლის სოფომ დ თამუნა. ძველი ამბები გაიხსნეს, დრო ისე გაეპარათ ვერ გაიგეს. მხოლოდ მაშინ დახედეს საათს, როცა რეზომ დაურეკა სოფოს და ჰკითხა სად იყო და რას აკეთებდა. ნაჩქარევად დაემშიდობნენ ირაკლის და წასავლელად მოემზადნენ.
-სოფ იქნებ დაფიქრდე დაბრუნებაზე?შეაპარა გასვლისას ბიჭმა
-რა ვიცი აბა. ძალიან კი მენატრება ააქაურობა, მაგრამ რომ ვერ შევძლო?რამდენი ხანია პრაქტიკას მოვწყდი. გამოცდილება აღარ მაქვს
-ყველაფერს გამოვასწორებთ, გაიხსენებ, შენ ხომ ჩვენი მაგარი გოგო ხარ.
-იკა მართალია სოფო. როდემდე უნდა იყო იმ გადაკარგულში?როდემდე უნდა იარო ასე წინ და უკან ამხელა გზაზე ქალაქსა და სოფელს შორის?ამდენი ამიტომ ვიშრომეთ რომ საბოლოდ სოფელში წასულიყავი და მიწაზე გემუშავა?
-მე ეს მომწონს თამო.
-ახლა კი, მაგრამ დრო რომ გავა რა იქნება მერე?ეს ყველაფერი ჩვენი ოცნება იყო. ის კი უბრლოდ გასართობია. ჩააბარე იქაურობა ზეზვას, აქაური მაღაზიები გიოს და მაიკოს და შენ აქ დაბრუნდი.
-იფიქრე სოფო. ხომ იცი ჩვენ დაგელოდებით და სიამოვნებით მიგიღებთ
-კარგი იკა. გპირდები რომ დაბრუნდები. ოღონდ როდის ეს არ ვიცი.
ერთმანეთს დაემშვიდობნენ და გოგოებმა საავადმყოფო დატოვეს. გარეთ რეზო ელოდათ მანქანით. ბიჭმა ისინი რომ დაინახა გადავიდა და მიეგება. თამუნა გადაკოცნა მოიკითხა
-შენ რა სპექტაკლები მოგიწყვე და რას გადამირიე მეგობარი?-უსაყვეურა ბიჭმა
-რაა?მე მეუბნები?-გაუკვირდა გოგოს, არ ეგონა თუ მანაც იცოდა
-ხო შენ. რატომ არ იცით ამ ქალებმა მოსმენა?იქნებ მართალია ბიჭი?
-დავიჯერე რაა რომ მექალთანე დათა მართალია და ის გოგო მისგან ორსულად არაა.-ირონიულად უპასუხა თამუნამ
-სანამ ამის პასუხს გაიგებ ის მითხარი რატომ არ მეკონტაქტებოდი მე? -ჰკითხა სოფომ-იქ ვერ მოვახერხე მეკითხა
-ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდით?
-არა მეგობარო ასე არაა. ხომ იცი როგორ მიყვარხარ. უბრალოდ ვნერვიულობ შენზე და მინდა რომ ბედნიერი იყო.
-ახლა ორივე მანქანში დასხედით და ერთად წავიდეთ კაბის საყიდლად, თან გზაში ვილაპარაკოთ. უკვე მიხვდი რომ იმდენი იჭორავეთ საერთოდ არ გაგხსენებიათ ეგ
სამივეს გულიანად გაეცინათ. მანქანაში ჩასხდნენ და საშოპონგოდ წავიდნენ. რეზოს უკვე მოთმინება ელეოდა, ნახევარი დღე დადიოდნენ და ვერაფერი ვერ აარჩიეს. ბოლოს უკვე მანქანში დარჩენა არჩია და გააფრთხილა ამ მაღაზიაშიც თუ არაფერს იყიდით აქ დაგტოვებთ და წავალო. მუქარამ ალაბთ გაჭრა, რადგან სოფომ ორი კაბა სწორედ აქ იყიდა თავის შესაფერისი ფეხსაცმლით, ჩანთით და აქსესუარებით, რეზოსთვის არ უჩვენებია, სიუპრიზად ინახავდა.
-რამხელა დრო გავიდა, უკვე შვიდი საათია.-დაიჩივლა თამუნამ
-და ძალიან მომშივდა. აუ რეეზ სადმე წავიდეთ რაა, ვჭამოთ რამე.. შეეხვეწა სოფო
-როგორ?გაუკვირად ბიჭს და გაეცინა-ეს რაღაც ახალია?
-სიახლეებს ნელ-ნელა გაჩვევ.-გაუღიმა სოფომ და მის ხელს მიეფერა
-ხოდა ძალიან კარგი. ახლა სადმე მყუდრო ადგილას შევჩერდეთ სადაც არ მიცნობენ, ნამდვილად არ მინდა რომ ხვალ აჭრელდეს მთელი ჟურნალ-გაზეთები სტატიებით. გაეცინა რეზოს
-ვითომ რატომ?-რაღაცნაირად ეწყინა სოფოს
-იმიტომ რომ მინდა დაგმალო და ტკივილი აგარიდო. მათი მხრიდან ხომ ათას სიბინძურეს აქვს ადგილი. თან მირჩევნია რომ შენს შესახებ ან ნიშნობაზე გაიგონ ან ქორწილში. ასე უფრო მაგარი ეფექტი ექნება-გაეღიმა რეზოს.
-რა სიძე მეყოლება რაა. ოქრო ოქრო,,, ჩაერთო თამუნა
-და მეც რო მინდა ოქროს სიძე და შენ არ აცდი ლაპარაკს და არ უჯერებ ?-ჰკითხა სოფომ
-რაა?შენ საიდან იცი?ან რა იცი?-გაუკვირდა თამუნას
-მე ყველაფერი ვიცი თამო.-დათა მართალია, არ მოტყუებიხარ. არც ის ბავშვია მისი. ის გოგო მათ თანამშრომელთანაც დადიოდა და დათას დაუნახავს. ამიტომ მიატოვა. ის კი ცდილობს დააჯეროს რომ ბავშვი მისია
-მეხუმრებით?-
-არა. სრული სიმართლეა დაეთანხმა რეზო.-როგორ ფიქრობ ჩემს მეგობარს ასე დავიცავდი რომ არ ვიცოდე რომ მართალია?
-არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. მე უკვე ყველაფერი ამერია. თამუნამ სახეზე აიფარა ხელები და ატირდა
-კარგი დაწყნარდი თამო, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ მოუსმინე კარგი?
-კარგი რეზო, დაუქნია თავი გოგომ
-აბა ახლა გაიღიმეთ და დღეს კარგად გავერთოთ.
ისეთი მაგიდა შეარჩიეს, რომ ხალხისგან თითქმის არ ჩანდნენ და არც ხმაურს შეეწუხებინათ. შეკვეთას სანამ მოიტანეს გოგოები ტუალეტში გავიდნენ მოსაწერიგებლად და ხელების დასაბანად. ამ დროს რეზოს ტელეფონმა დაურეკა. დათა იყო.
-რას შვები დათა?როგორ ხარ?...რაა?....სად ხარ?... ჩვენ ახლა რესტორანში ვართ...მცხეთაში... აქამდე ვარ დამირეკე...რას გარბოდი თბილისში?... კარგი მისამართს მოგწერ... არ ვეტყვი.... გელოდები... რეზომ ნაჩქარებად გათიშა მობილური რომ დაინახა გოგოები მოდიოდნენ, მაგრამ მისამართის მიწერა მიანც მოასწრო... გოგოები ხმაურით დაბრუნდნენ უკან და უკვე გაშლილ სუფრას გადაავლეს თვალი. ყველაფერი მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. და დიდხანს ვერ გაძლეს, მაშინვე შეუდგნენ დაგემოვნებას.
-ცოტა არ დავლიოთ?-შეაპარა რეზომ
-საჭესთან ზიხარ.-შეუბღვირა სოფომ
-მძღოლი მოვა მალე. არაა ეგ პრობლემა.-ჩაეღიმა ეშმაკურად ბექაურს
-ვინ მოვა?-გაუკვირდა სოფოს
-მძღოლი. გაუმერა რეზომ და კონიაკი ჩამოსხა... -აი მოვიდა კიდეც. ასე რომ შეგვიძლია დრევანდელი დღე გახსნილად გამოვაცახადო.
-საღამო მშვიდობის. მშვიდად ჩაილაპარაკა "მძღოლმა". თამუნას ხმა მაშინვე ეცნო და მაშინვე მიხვდა ვისაც გულისხმობდა რეზო. სასმელი გადასცდა და კინაღამ დაიხრჩო. მტრულად გახედა რეზოს და შეეცადა თავი ხელში აეყვანა. არადა გულის სიღრმეში მთელი დღე მას ნატრობდა, განსაკუთრებით როცა სოფოს და რეზოს უყურებდა. ჩუმად ჩაეღიმა ისე რომ არავის შეემჩნია და ამაყად წამოდგა ფეხზე.
-საღამომშვიდობის. მიხარია შენი ნახვა. ყველასგან მოულოდნელად ადგილს მოსწყდა და მთელი ძალით ჩაეხუტა დათას ,რომელიც გაოცებული იყურებოდა და ვერ მოეფიქრებინა რა ექნა...

-



№1 სტუმარი makukuna

ვაა, დათა რა კაი ტიპია. გამიხარდა, თამუნამ თავის დაფასება რომ არ დაიწყო. კარგია. ყველაფერი ლაგდება heart_eyes

 


№2 სტუმარი Guest მზიკო

ახალთავს როდის დადებ?

 


№3 სტუმარი Guest მარიამი

ძაან კარგად წერ მარა აგვიანებ და მალ მალე დადე ხოლმე თუ შეძლებ ძაან მაგარიხარ ♥♥

 


№4  offline წევრი katiusha

Axal tavs xval,dabdeb.ufro,swprad or tavs ertad favdeb:-D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent