ღმერთებისა და მონსტრების მიწაზე (X თავი) დასასრული
პირველად რომ ჩახედა სიკვდილს თვალებში, სულ რაღაც შვიდი წლის იყო. მაშინ დასახიჩრებული, მამობილის მიერ სასტიკად ნაცემი საავადმყოფოში მოხვდა. საერთოდ არ შეშინებია. მაშინ იმასაც ფიქრობდა, რომ სიკვდილი მისთვის შვება იქნებოდა ამ სატანჯველი ცხოვრებისგან. დრო გადიოდა და არაფერი იცვლებოდა. ისევ იგივე მეორდებოდა. ახლა რომ გეკითხათ რისი გეშინია ყველაზე მეტადო უმალვე გიპასუხებდათ - სიკვდილის. რადგან ამ სამყაროს დატოვება ყველაზე მეტად მაშინ არ გინდა როდესაც ბედნიერი ხარ. ნია სწორედ ახლა იყო ბედნიერი. ამ ყველაფრის მასაზრდოებელი წყარო კი მხოლოდ ერთი ადამიანი - სანდრო იყო. უკვე სიცოცხლე უყარდა მის გვედით, სუნთქვა, უბრალოდ არსებობა უყვარდა სანდროს გვერდით და ამ ყველაფრის დათმობას არაფრის დიდებით არ აპირებდა. მანქანამ სვლა შეანელა და გაჩერდა. თავსხმა წვიმაში იქედან ორი სილუეტი გადმოვიდა და წინ არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდებოდა. პოლიციას გზა გადაეღობა და მძღოლებს გასვლის საშუალებას არ აძლევდა. ხრამში გადაჩეხილი მანქანა ჯერ კიდევ იწვოდა და სახანძროც შეძლებისდაგვარად ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას. -მანქანაში დაბრუნდი. - უთხრა სანდრომ გოგონას და თვითონ სწრაფი ნაბიჯით გაემართა შემთხვევის ადგილისკენ. ნია გაფართოებული თვალებით უყურებდა და დაძაბული ელოდა მის დაბრუნებას. მალე მამაკაცი ისევ გვერდით მიუჯდა. -რა მოხდა? მათი მანქანაა? -კი. გზაზე მოსრიალდა და გადავარდა, შემდეგ კი აფეთქდა. გოგონამ დაძაბულმა გახედა და ღრმად ამოისუნთქა. -ახლა რა იქნება? მგონი ჩვენების მიცემა მოგვიწევს. -ჩვენ არაფერ შუაში ვართ! აქ უბრალოდ გამვლელები ვართ. პოლიციაში ანონიმურად დარეკეს და ლეოს შავი საქმეების შესახებ შეატყობინეს თან სამხილები გაუგზავნეს. მე არაფერ შუაში ვარ. არც შენ.- ეს დაიმახსოვრე. კარგი? გოგონამ თავი უხმოდ სწრაფად დაუქნია და ისევ გზას გახედა. -ნია, ჩემო კარგო როგორ შემაშინე. -ანერვიულებული სოფო ძლიერად მოეხვია და გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა. -სოფოო. - ამოიკნავლა საწყლად და ცრემლები შეიმშრალა. -როგორ მიხარია რომ გხედავ. -ყველაფერი კარგად იქნება. ის ნაძირალა ვეღარაფერს დაგიშავებს. უკვე ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის. -შენ საიდან გაიგე? -მეე.. -ცოტა ხნით შეჩერდა და სანდროს მიაჩერდა, შემდეგ კი გააგრძელა. -სანდრომ ყველაფერი მომიყვა და რაღაც პატარა საქმეში დავეხმარე, პოლიციასთან დაკავშირებით. -ახლა გასაგებია. -წარბაწეულმა გახედა სანდროს და ისევ სოფოს მიუბრუნდა. -იმედია ერთი დღით ისევ შემიფარებ. მომენატრა შენთან საუბარი. - მკრთალად გაუღიმა გოგონას. -რა თქმა უნდა. პირიქით მეც ვაპირებდი ამის თხოვნას. -სანდრო, როგორც გაიგე დღეს აქ ... -მშვენივრად გავიგე. - უემოციო, მაგრამ საოცრად ანთებული თვალებით მიაძახა მამაკაცმა, რომლის ხმაშიც აშკარა წყენა ირძნობოდა. სწრაფად წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. -სანდრო მოიცადე... სანდრო! გაეკიდა გოგონა და გარეთ გასული ძლივს დაეწია. მთელი ძალით მოეხვია ზურგზე და ხელები შემოაჭდო. გოგონას ქმედებაზე მამაკაცს ჩაეღიმა, თუმცა არაფერი აქ უთქვამს. კვლავ გაუნძრევლად იდგა გარეთ და გოგონას მოქმედებას ელოდებოდა. -არაფერს არ იტყვი? -და რა გინდა რომ ვთქვა? - სრულიად ჩვეულებრივი ხმით უპასუხა, რომელშიც არანაირი ემოცია არ იგრძნობოდა. -მაგალითად იმას, რომ გინდა შენთან წამოვიდე. -ახლა უსაფრთხოდ ხარ, ასე რომ ჩემთან გადმოსვლის საჭიროება არ არსებობს. -რა?! -რაც გითხარი. - უხეშად უპასუხა. ნიას უცებ სახე მოეღუშა. წარბები უმლვე შეკრა. თითქოს რაღაც ჩასწყდა შიგნიდანო. მერდში ოდნავ მარცხნივ მწვავე ტკივილი იგრძნო და თვალები წყლით აევსო. ნელა შეუშვა ხელები და უკან დაიწია. ნიკაპაკანკალებული შებრუნდა და მძიმედ ამოისუნთქა. ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით ჩამოუგორდა სახეზე ის იყო ნაბიჯი გადადგა სადარბაზოსკენ, რომ უეცრად მარჯვენა ხელზე ძლიერი მარწუხი იგრძნო, რომელიც მისკენ ეწეოდა. მოულოდნელად შემოტრიალდა და მამაკაცის სხეულზე აღმოჩნდა აკრული. შემედეგ კი ცხელი ტუჩები უგრძნო, რომლებიც მთელი ძალით ეკვროდა და ნელ-ნელა დაცოცავდა მის სახეზე. ცრემლებიც მათ ამოაშრეს და გოგონა საოცარ, არარსებულ სამყაროში გადაისროლეს. ასლუკუნებული და აკანკალებული გოგონა მოეშვა, გონებადაბინდულმა თავადაც შემოხვია ხელები მამაკაცს და კოცნაში აყვა. საერთოდ არ ახსოვდა სანდროს სიტყვები რომლებმაც რამოდენიმე წამის წინ წარმოუდგენელი ტკივილი მიაყენეს. ახლა ბედნიერების ზღვაში დაცურავდა და მთავარი ეს იყო. როდესაც ორივე დაიღალა და ჰაერიც აღარ ეყოთ, მამაკაცი ნელა მოშორდა მის ტუჩებს და უჩვეულოდ ბოხი ხმით გადაულაპარაკა გაშეშებულ გოგონას. -მაგრამ მე არ მითქვამს, რომ შენთან ცხოვრება არ მინდა. ახლა კარგად მისმინე.. მხოლოდ ერთ დღეს გაძლევ აქ დასარჩენად. ხვალვე წაგიყვან და გპირდები, რომ ხელიდან ვერ დამისხლტები ვეღარასოდეს გასაგებია. შენი სულიც, სხეულიც, გონებაც და გულიც მე მეკუთვნის, მხოლოდ მე. არ ვაპირებ შენს გაშვებას. არ დავუშვებ ვინმე შეგეხოს, ვინმემ ისეთივე სიამოვნება მოგანიჭოს როგორსაც ჩემთან განიცდი, ისეთივე თვალებით შეხედო სხვას, როგორც მე მიყურებ. არ მინდა შენს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდეს ჩემს გარდა. ამას არ დავუშვებ. – ვნებამორეული საუბრობდა, ღრმად სუნთქავდა და გოგონას კიდევ უფრო მჭიდროდ იკრავდა. -არც მე ვაპირებ შენგან წასვლას. არასდროს, გასაგებია? - ახლა უკვე ბედნიერებისაგან ცრემლმორეული ამბობდა გოგონა და საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობდა იმაში, რომ რასაც ხედავდა ყველაფერი რეალური იყო. კარგა ხანს იდგნენ ერმანეთზე აკრულები, შემდეგ კი მამაკაცმა ნელა გაუშვა ხელები და გოგონას მოშორდა. შედარებით დამშვიდებულიყო არც წინანდელი მღელვარება ჩანდა მის თვალებში. დაიხარა ტუჩები საფეთქელზე მიაკრო გოგონას. -ახლა წადი. ხვალ კი დილიდანვე გამოგივლი. -ხვალამდე - ღიმილიანი სახით მოშორდა გოგონა, რამოდენიმე ნაბიჯი ნელა გადადგა უკან, შენდეგ კი შებრუნდა და ჩქარა აირბინა კიბეები. კარი სასწრაფოდ შეაღო და გაბადრული სახით აეკრო. შემდეგ კი თითქოს რაღაც გაახსენდაო მისაღებში გავარდა და ფანჯარასთან ატუზულ სოფოს მთელი ძალით მოეხვია. -სოფოო! სოფო.. რომ იცოდე.. - იცინოდა და თან მეგობართან ერთად ტრიალებდა. -ნია დამშვიდდი. კარგი, გეყოს. - სიცილით ცდილობდა პატარა ბავშვივითთ აჟიტირებული მეგობრის დამშვიდებას. გოგონა კიდევ ერთხელ მოეხვია, შემდეგ კი ხელი ჩაავლო და დივანზე გვერდით მოისვა. -რომ იცოდე როგორი ბედნიერი ვარ. -ვიცი, დაგინახეთ ქვემოთ. - თვალი ჩაუკრა ქალმა. -სანდროს უნდა რომ ისევ მასთან ვიცხოვრო. გესმის?! ჩემთან ერთად ყოფნა უნდა. მითხრა რომ არასოდეს გამიშვებს. -მე როდის გითხარი, რომ სანდროს უყვარდი. -ხო, ვიცი მაგრამ ამ ყველაფრის მოსმენა სანდროსგან რაღაც საოცრება იყო. მის სიტყვებს სულ სხვა ეფექტი ჰქონდა. არ ველოდი და წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ. - გაბადრული სახით საუბრობდა გოგონა. -გეტყობა. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ სანდრო ჩემთან ღამით დარჩენის უფლებას აღარ მოგცემს ხოლმე, ეს კი ბოლომდე ჩვენი საღამოა. ახლა კი მომეხმარე ვახშმის მომზადებაში, შემდეგ კი ყველაფერს დაწვრილებით მომიიყვები. -რა თქმა უნდა - გოგონა უცებ წამოდგა და კუსკუსით გაჰყვა სამზარეულოში. -ვერ ვიჯერებ, რომ ასე მარტივად მოგვარდა ყველაფერი. - სიცილით საუბრობდნენ და ერთმანეთს ემოციებს უზიარებდნენ. სოფომ კიდევ ერთხელ ჩამოასხა ბოკლებში ხასხასა წითელი ღვინო და უფრო ხმამაღლა გადაიკისკისა. -ეს ღვინო სადღა გქონდა? - თითით სასაცილოდ მიუთითა ნიამ ბოთლზე და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა. -ჩემმა ერთმა კლიენტმა მაჩუქა და აქამდე შემთხვევა არ მქონდა ისეთი რომ გამეხსნა. -მშვენიერია. - ჭიქა დაატრიალა და სოფოს მიუბრუნდა. -აბა.. ქალბატონო სოფო, რაღაც უცნაურად გიბრწყინავს თვალები და ტელეფონში გაქვს სულ თავი ჩარგული ან ვიღაცას ელაპარაკები ჩემგან უჩუმრად. არ მეტყვი რა ხდება? - ეშმაკურად აათამაშა წარბები. სოფოს სახეზე სიწითლემ დაჰკრა და თვალები დაბნეულად დაახამხამა. -ხოო... არის ერთი. -და ვინ არის ის ერთადერთი? - თვალები დაიწვრილა გოგონა. -რა ერთადერთი, მგონი ძალიან აზვიადებ. ჩემსა და ნიკას შორის ისეთი არაფერია ჯერ. -ნიკა? აბა ახლა მასზე უნდა მომიყვე ყველაფერი. -ნიკა დაახლოებით ნახევარი წლის წინ გავიცანი. დილით ჩვეულებრივ კლიენტის სახლიდან ვბრუნდებოდი, როდესაც უყურადღებოდ გადავდიოდი გზაზე და მანქანამ კინაღამ გამიტანა, ნიკა იმ მანქანის მძღოლი იყო. შეშინებული გადმოვიდა და მაშინვე ჩემთან მოვარდა. დიდი ხვეწნის შემდეგ დამითანხმა რომ სახლამდე მიმაცილებდა. იმის შემდეგ ყოველ დღე ყვავილებს მიგზავნიდა. ამხელა კაცი კუდში დამყვებოდა და სიმართლე გითხრა ეს ყველაფერი მომწონდა. პირველად აღვიქვი თავი ქალად, რომელსაც მხოლოდ მეძავად არ მიიჩნევდნენ და მის გამოყენებას არ ცდილობდნენ. ნიკას ზრუნვა თავბრუს მახვევდა. მას ვერაფერი ვერ ვუთხარი. მეშინოდა რომ ამით ჩემს ცხოვრებაში ერთადერთ ნათელ წერტილს დავკარგავდი. ერთად დავდიოდით რესტორნებში, კაფეებში. რამდენჯერმე პიკნიკიც მოვაწყვეთ. თუმცა ყველა კითხვას, რომელიც ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას ეხებოდა, მოხერხებულად ვარიდებდი თავს. ვგრძნობდი, როგორ ნელ-ნელა იბუდებდა ბედნიერება ჩემში და თავს ვიმშვიდებდი, რომ ნიკამ არაფერი არ იცოდა. ალბათ ასე გავაგრძელებდი მის მოტყუებას რომ არა ერთი შემთხვევვა... ჩვეულებრივ საღამოს ბარში ვიჯექი ლალიტასთან ერთად და ველოდებოდით სანდრო როდის გამოიჭერდა ვინმე კლიენტს. ვერ შევამჩნიე როგორ შემოვიდა ნიკა და გვერდით დაუჯდა. როგორც ყოველთვის სანდრომ ერთი შეათვალიერა და საუბარი დაუწყო. ზურგიდან ვხედავდი მის სილუეტს. თითქოს მეცნობოდა, მაგრამ დაჯერება არ მინდოდა რომ ის იყო. რამდენჯერმე ხელის ჩაქნევით ეცადა ენიშნებინა სანდროსთვის, რომ მასთან საუბარი არ უნდოდა, თუმცა შემდეგ საუბარში რომ შეყვა და ბოლოს ჩემსკენ რომ გამოიხედა მაშინ ბოლო იმედიც წამერთვა. გაშეშებული, გაოგნებული და იმედგაცრუებული მიყურებდა. არაფერი უთქვამს, ისე წამოდგა და მაშინვე დატოვა იქაურობა. მას შემდეგ დამივიწყა საერთოდ არ შემხმიანებია. ჩემს ზარებსაც არ პასუხობდა. მივხვდი, რომ ჩემი დანახვაც არ სურდა. შემიძულებდა.. ყველაფერი დამთავდა. სხვაგვარად შეუძლებელი იყო. სასოწარკვეთა ნელა შემეპარა. მეგონა ისეთ სიბინძურეში ვიყავი ჩაფლული, რომ ცოტაოდენ სიყვარულსაც კი არ ვიმსახურებდი. -ჩემი სოფო.. - ამოისრუტუნა ნიამ და ძლიერად მოეხვია მასსავით აცრემლებულ ქალს. - შემდეგ? -შემდეგ ... ჩვეულებრივად მიდიოდა ყველაფერი. შემდეგ შენ გიპოვე და სიმართლე გითხრა შენზე ზრუნვა ძალიან დამეხმარა დეპრესიის დაძლევაში... დაახლოებით ერთი თვის წინ კი ბანკიდან გამოვდიოდი, უკვე საღამო იყო, როდესაც შემთხვევით ჩემი ძველი კლიენტი გადამეყარა. მთვრალი იყო. მითხრა რომ უნდა წავყოლოდი, ჩემს უარზე კი ძალიან გაბრაზდა და ძალით წათრევა სცადა. ამ დროს არ ვიცი საიდან, მაგრამ ნიკა გამოჩნდა. იჩხუბეს.. კარგად რომ დაასისხლიანა ის ნაძრალა, შემდეგ ხელი ჩამავლო და მანქანაში ძალით ჩამსვა. ცოტა ხანში მასთან მიმიყვანა სახლში და მითხრა რომ ჩემთვის დედამისის გაცნობა სურდა. არ ვიცი... გაოგნებული ვიყავი. მეგონა თავისი ცხოვრებიდან ამომშალა, მაგრამ ისევ გამოჩნდა. არ მჯეროდა რომ ნიკა ამას მეუბნეოდა; რომ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემს წარსულს და მთავარი მომავალი იყო, რომელსაც ერთად შევქმნიდით. იმ დღეს დედამისი გამაცნო. საწყალ ქალსაც ძალიან გაეხარდა.. როგორც იქნა მისმა ოცდათხუთმეტი წლის შვილმა ვიღაც გააცნო საყვარელი ქალის სტატუსით. სრულიად შოკირებული ვიყავი და რაც მთავარია ბედნიერი... ამ საქმეს თავს დავანებებ... მას შემდეგ, რაც ნიკას ხელმეორედ შევხვდი, დავპირდი, რომ ჩემს ამჟამინდელ ცხოვრებას წარსულს ჩავაბარებდი და ასეც მოვიქცევი. მინდა რომ ერთხელ მეც ვიყო ბედნიერი. მეყო გესმის?! მეყო ამდენი დამცირება და ტკივილი. ახლა სიმშვიდე მინდა. - ამოიტირა ქალმა და თავი გოგონას მხრებში ჩარგო. -კარგი... დამშვიდდი ძვირფასო. - ნახე, ყველაფერი მოგვარდება და ბედნიერი იქნები. -ნიკამ მაიძულა ყველაფერი, სულ ყველაფერი მომეყოლა ჩემს წარსულზე და ასეც მოვიქეცი. არ მეგონა ასე თუ მოხდებოდა, მაგრამ გამიგო. ნიკა ყველაზე საოცარი ადამიანია ვინც კი შემხვედრია. ხანდახან მგონია რომ არ ვიმსახურებ. -რას ამბობ. -წარბები შეკრა. - აი ახლა კი მეშემიძლია გითხრა, რომ შეყვარებული ხარ. - გაცინა ნიას. -ალბათ მართალი ხარ. - ღიმილით გადახედა სოფომ. -ბედნიერებას იმსახურებ. -შენც. გოგონებმა ბოლო ჭიქაც გამოცალეს და დასაძინებლად გაეშურნენ. ღრუბლიანი, მაგრამ მშრალი გაზაფხულის პირველი დღე გათენდა. სანდრომ დილითვე მოაკითხა, გოგონები ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და დაშორდნენ. საღამო ისეთივე სასიამოვნო აღმოჩნდა, როგორც მრავალი სხვა როგორიც ტყისპირა სახლში გატარებული. ერთმანეთზე მიკრული წყვილი ღრმად სუნთქავდა და ნელ-ნელა ძილ-ბურანში იძირებოდა. -სანდრო. - უცებ გამოაფხიზლა ნიას ხმამ. -რა მოხდა? -ხელი როგორ გაქვს? -ხვალ უნდა მივიდე გადახვევაზე. -კარგი. -ამის სათქმელად არ გაგიღვიძებივარ არა? -მართალი ხარ. სოფომ გითხრა თავის გადაწყვეტილებაზე? -კი. მითხრა რომ თავს ანებებს. გოგონა ცოტა ხანს ჩუმად იყო, შემდეგ კი განაგრძო. -შენ... მაინტერესებს..რას აპირებ... ისევ. -არ ვიცი მომავალში რა მოხდება, მაგრამ ამ საქმეს შევეშვები. მე ჩვენი მომავლის შექმნას ვაპირებ, რომელშიც წარსულის ადგილი არ არის. გოგონა მამაკაცის სიტყვების მოსმენისთანავე გაიბადრა. -ძალიან მიხარია. მამაკაცი წამოიწია, გოგონას თავზე მიაკრო ტუჩები და შემდეგ ისევ დაბრუნდა თავის ადგილს. -დაა.. რას აპირებ შემდეგ. რა უნდა ვქნათ, სამსახური ხომ გვჭირდება.. არსებობა. მე შევეცდები რამე უბრალო ვიპოვო, თან ვისწავლო... შენ რას აპირებ? -შევეცდები ძველ პოფესიას დავუბრუნდე. თუ ვერაფერი მოვახერხე რამეს გამოვნახავ. -ძველ პროფესიას? - გაკვირვებული წამოიწია გოგონა და მამაკაცს მკერდზე დაეყრდნო. - მე რომ შენს შესახებ ისევ არაფერი ვიცი? -მე პროფესიით ადვოკატი ვარ.. -რა?! - გოგონას თვალები გაუფართოვდა. - მართლა? არ მჯერა.. -რა არის აქ დაუჯერებელი. - მობეზრებული სახით გახედა მამაკაცმა -არ ვიცი.. უბრალოდ. არ მეგონა ასე რადიკალურად განსხვავებული თუ იქნებოდა შენი წინა და ამჟამინდელი ცხოვრება. მე შენს შესახებ თითქმის არაფერი ვიცი. -სათქმელი არაფერია. -როგორ არა. შენ გინდა რომ წარსული დავივიწყოთ და ახალი ცხოვრება თავადვე შევქმნათ, მაგრამ რაზე იქნება ეს ყველაფერი დამყარებული? ოდესმე გითქვამს ჩემთვის რამე? შენს გვერდით არავინ არ მინახავს, არც მეგობარი, არც ახლობელი, არც ნათესავი, არც ოჯახის წევრი. -მისმინე. უბრალოდ დამიჯერე და მენდე კარგი. დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია. რაც შეეხება ჩემს მეგობრებს, ნათესავებსა და ოჯახის წევრებს, მერწმუნე ისეთი არავინ არაა ვისი გაცნობაც საჭიროა. -კარგი. - წარბშეკრულმა ამოიბუზღუნა გოგონამ. -და კიდევ. ოდესმე აუცილებლად მოგიყვები ყველაფერს ჩემს წარსულზე. მანამდე კი უბრალოდ ჩემი გჯეროდეს. -მე მჯერა შენი, ხომ იცი არა? -ვიცი. ახლა კი დაიძინე. ძალიან გვიანია და სადაცაა გათენდება. -ძილინებისა. - გოგონა მისკენ მიიწია და ჯერ ტუჩებზე აკოცა ხმაურიანად, შემდეგ კი ყბის გასწვრივ პატარა ნაიარევზე, რომელიც ასე იზიდავდა დიდი ხნის განმავლობაში და ახლა სურვილიც აისრულა. შემდეგ მამაკაცის მჯერდზე კომფორტულად მოათავსა თავი და თვალები დახუჭა. ყურს უგდებდა მის აჩქარებულ გულისცემას, რომელიც ნელ-ნელა მშვიდდებოდა და ჩვეულ რითმს უბრუნდებოდა. ღრმად შეისუნთქა ბედნიერების უჩვეულო სურნელი და ნელ-ნელა გონება დაებინდა. საბოლოოდ კი სიზმრების მისთვის უცნობ, ღრმა, ლამაზ, გასაოცარ, მშვენიერ სამყაროში გადაეშვა. გარეთ წვიმდა. ოთახს მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული ქუჩის ლამპიონების მკრთალი ყვითელი შუქი და მთვარის ვერცხლისფერი ნათება ჰფენდა ნათელს. ერთმანეთში ახლართული ორი სხეული მშვიდად სუნთქავდა. ბედნიერება რთული ცნებაა, მისი მოპოვება კი კიდევ უფრო რთულია. *_*_*_*_*_*_*_*_* ესეც ბოლო თავი. უფრო ადრე ვაპირებდი დადებას, მაგამ კომპიუტერმა გაჭედა და თითქმის დასრულებული თავი წამიშალა. ახლა კი ცოტა დაგვიანებით ვდებ ხელახლა დაწერილ თავს. დიდი მადლობა ვინც ერთგული მკითხველები იყავით. ველი საბოლოო შეფასებას და კომენტარებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.