Secret/საიდუმლო (თავი 9,10,11,12)
ღმერთო ახლა რაღა უნდა მექნა? არ უნდა გამოვსულიყავი! თვალები დავხუჭე და თავი უკან გადავაგდე. ციოდა და თან საშინლად, შემოდგომაა და ლონდონში უკვე საგრძნობლად აცივდა. თვალები ხამხამით გავახილე და ცოტა მოშორებით ნაცნობი სილუეტი შევნიშნე ორ მაღალ ბიჭთან ერთად. ოჰჰ ზეინი. ვერ გადამეწყვიტა რა უნდა მექნა, მივსულიყავი მასთან და დახმარება მეთხოვნა თუ ისე მოვქცეულიყავი თითქოს პირველად ვხედავდი. არ მინდოდა აქ გაყინვა, ყინვას გავუძლებდი, მაგრამ ძალიან მეშინოდა ამ სიბნელეში მარტო ყოფნის. ბოლოს ჩემს თავს გადავაბიჯე, ფეხზე წამოვდექი, კაბა გავისწორე, დავიფერთხე და ზეინისკენ ნელა დავიძარი. გული გამალებით მიცემდა, მასთან მისვლის თან მრცხვენოდა. როდესაც ვუახლოვდებოდი ერთ-ერთმა მიმსა მეგობარმა შემამჩნია, რომელიც ჩემკენ სახით იხედებოდა საუბრისას, ზეინი ზურგშექცევით იდგა. -ზ-ზეინ.. - ხმა ჩახლეჩილი მქონდა და ჩემი ნათქვამი კატის კნავილივით გაისმა. ჩავახველე რომ ყელი გამეწმინდა და ამასობაში ზეინიც შემოტრიალდა. დამიანხა თუ არა ცივი და მობეზრებული სახით შემომხედა. თავი ცუდად ვიგრძენი, ჩემი საქციელის გადაფიქრებას და აქედან რაც შეიძლება შორს გაქცევას ვგეგმავდი, როდესაც კიდევ ერთხელ მეცა ცივი ჰაერი მოშიშვლებულ სხეულზე და სიცივიგან გამაჟრჟოლა. სამი მამრობითი სქესის წარმომადგენელი მე მომჩერებოდა, ამათგან ორის თვალებში ჩემდამი დაინტერესებას ვკითხულობდი, ზეინი კი ჩემგან დაღლილის სახით მომჩერებოდა. სახეზე წამოვწითლდი როდესაც მისმა, ერთ-ერთმა მეგობარმა ტუჩზე იკბინა და მზერა ჩემს დეკოლტით მოშიშვლებულ მკერდზე გადაიტანა. დღეისთვის მეტისმეტად გამომწვევად ვცადე ჩაცმა და როგორც ჩანს გადავამეტე. უხერხულად შევიშმუშნე, ეს ზეინმაც შეამჩნია და მზერა ჩემსას გააყოლა. შემდეგ კი როდესაც მისი მეგობრების სახეებს შეეჩეხა თვალები გადაატრიალა, ჩემზკენ დაიძრა, ხელი მკლავში წამავლო და უხეშად გამათრია მოფარებულში. -რა გინა? - ცივად მკითხა. -შ-შენი დახმარება მჭირდება. თ-თუ შეიძლება, - ენაბმით ძლივს მოვუყარე სათქმელს თავი. არადა დღეს ვგეგმავდი რომ.. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი წყალშია ჩაყრილი. -რაში? - დამამცირებელი მზერით შემომხედა - მალე თქვი მეჩქარება. -შ-შეგიძლია შიგნით შესვლაში დამეხმარო? –თუ ბილეთები არ გქონდა რაღას მოდიოდი? - თვალები გააატრიალა, -ბლეთი მაქვს! - გაბრაზებულმა ვუთხარი. -მაშინ აჩვენე! - ამჯერად თვალები მე გადავატრიალე. -აქ არ მაქვს! ჩემს მეგობარს აქვს შიგნით! თანაც ამ დაცვამ დამინახა როგორ შევედი. იქ ვერ ვსუნთქავდი ჰაერზე გამოვედი და შიგნით აღარ მიშვებენ. -მერე მე რა ვქნა! წესი ასეთია, მაგრამ შეგვიძლია ჩემს ბინაში წავიდეთ და...– თვალები ეშმაკურად აენთო. -ღმერთო! - გაღიზიანებულმა ამოვიოხრე. –და შენ ვინ გგონივარ? –მაღალი ტონით ვკითხე. -აღარასდროს აღარ გაბედო ჩემთან მოკარება! - შევუღრინე, ვგრძნობდი როგორ მასხავდა სისხლი თავში სიბრაზისგან. მან კი უბრალოდ ჩაიცინა, –და ვინ ხარ? აბა ერთი შენი სახელი გამახსენე? -ანაბ.. - მაგრამ როდესაც მივხვდი რომ დამცინოდა, მთელი ბრაზი სხეულში ერთიანად მომაწვა, საშინლად გაბრაზდი, ის კი ბოროტად მიღიმოდა და ჩემი მიამიტობით თამაშობდა. მინდოდა გამერტყა, მაგრამ ვიცოდი რომ ეს უფრო გააღიზიანებდა და შეიძლებოდა ჩემთვის რამე დაეშავებინა. სუსტი ვიყავი! ძალიან სუსტი და ამაში ყოველ დღე მარწმუნებდა ზეინის ქცევები. ტუჩზე ვიკბინე რომ არ მეტირა. – ხარ! –ჩემდაუნებრუად წარმოვთქვი, ვერც ვხვდები ეს როგორ გავბედე. ზეინს სახე მაშინვე შეეცვალა, მისი მზერსი შემეშინდა და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. -მისმინე ბარბი! –შემომიღრინა და კედელთან ამაკრო. – შენნაირებს დღეში მილიონს ვხვები, ამიტომ თავი განსაკუთრებული ნუ გგონია და ისწავლე როგორ უნდა მელაპარაკო- დაჟინებით მიყურებდა თვალებში, რითიც უფრო მაბრთხობდა, ხელები გულზე მივაბჯინე, რომ გაწეულიყო, მაგრამ კიდევ უფრო მოიწია , შეშინებულმა ამოვისლუკუნე და ვიგრძენი როგორ ჩემეხო მისი თბილი ტუჩები კისერში. -ა-არ გაქვს უფლება ერთ დღეს ჩ-ჩემთან იყო და მეორე დღეს მარტინასთან მიღალატო! - განაწყებულმა და გაბრაზებულმა ვუთხარი. ბაგე სხეულიდან მომაშორა, შემდეგ თვალებში ჩამხედა სადაც ჩემს მკვლელ მზერას შეეჩეხა. უცბად თავი უკან გადააგდო და გადაიხარხარა, სხეული გაუბრთხილებლად და სწრაფად მომაშორა. ჩემთავს ვებრძოდი რომ მის წინაშე არ ავტირებულიყავი! როდესაც მივხდი რომ ცრელებს ვერ შევაკავებდი სწრაფად რაც შეიძლება შორს გავიქეცი მისგან, უკნიდან კი მისი ხარხარის ხმა მაცილებდა. თავი მისგან შორს რომ დავიგულე, ახურებული სახე კედელს მივადე და გულიაად ავტირდი. ეს ყველაფერი მეტისმეტი იყო ჩემთვის, ამდენ ტკივილს ვეღარ გავუძლებდი. არარაობა ვარ და სწორედ ამიტომ მექცევა ზეინი. მისმა ქცევებმა უკვე თვითგვემამდე მიმიყვანეს. კიდევ ერთხელ ჩავიკეცე კედელთან. ახლა აღარავის ნახვა არ მინდოდა, ყველაფრის ხასიათი დამეკარგა, არც სკოლაში სწავლა მინდოდა, საერთოდ მინდა ოთახში ჩავიკეტო და იქიდან აღარასდროს გამოვყო თავი. დეპრესია მეწყება.. ასე არ შეიძლება მაგრამ თავს ვერ ვშველი. უმწეოდ შემოვიხვიე ხელები მუხლებს გარძემო და ხელები გულზე მივიბჯინე, თავი კი ჩავხარე და ჩუმად ქვითინი დავიწყე. -ანაბელ? - უცბად ნაცნობი ხმა მომესმა, მაგრამ თავი არ ამომწევია. მარტო ყოფნა მინდოდა. -ჰეი, ანაბელ, - მაგრამ ის მაინც არ მეშვებოდა, ჩემთან მოვიდა და ხელი მხარზე დამადო. თავი წამოვსწიე და მის მწვანე თვალებს შევეჩეხე, - აქ რას აკეთებ? - აღელვებულმა მკითხა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. თავი გავაქნიე და არაფერი ვუპასუხე. -ანაბელ, აქ რას აკეთებ მარტო? - წარბებ შეჭმუხნულმა კითხვა გამიმეორა ჰარიმ. -კ-კონცერტზე, მეგობართან ერთად მმ-ოვედი და.. - ხელი თვალებზე მოვისვი და ცრემლები მოვიწმუნდე, შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე რომ დავწყნარებულიყავი, - ჰაერი მინდოდა, გული შემიწუხრა შიგნით ამენ ხალხში, აქ გამოვედი და დაცვა შიგნით აღარ მიშვებს იმიტომ რომ ბილეთები თან არ მაქვს, ჩემ მეგობარს აქვს. - სიტუაცია ავუხსენი, მაგრამ ზეინის შესახებ არ მითქვამს, ვიცი რომ ისედაც დაძაბული ურთიერთობა აქვთ და არც მიკვირს ჰარისი. ჰარიმ ოდნავ, თბილად ჩაიღიმა –და მერე მაგის გამო ტირი ესე? ადექი –ხელი გამომიწოდა და წამოდგომაში დამეხმარა. - წამომყევი, - თბილად მითხრა და მეც მას დაკარგული ლეკვივით ავეკიდე. დაცვასთან რომ მივედით მცველმა ჩემს დანახვაზე თვალები გადაატრიალა, ჰარიმ კი გაღიზიანებული სახით ორი ბილეთი მიაწოდა, - ჩემთან ერთადაა, - შეუღრინა როდესაც დაცვამ მე გამომხედა. თვალები დავუბრიალე და ჰარის შევყევი. -გინდა შენთან ერთად ვიქნები? - თავი მოიქექა ჰარიმ დაბნეულმა. -არა, ჩემ მეგობარს მოვძებნი, - გავუღიმე და ხალხში ნაილის ძებნა დავიწყე, როდესაც ვიპოვნე გულზე მომეშვა და ჰარის მოვუბრუნდი, - მადლობა ჰარი. -არაფრის, - გამიღიმა და ლოყები ჩაეჩუტა. მეც გამეცინა დავემშვიდობე და ნაილთან წავედი. -ამდენი ხანი სად იყავი? - ხმამაღლა მკითხა. -დაცვა არ მიშვებდა, - ხმამაღლა დავიყვირე მეც. ნაილმა თავი დამიქნია და შემდეგ ისევ სცენას მიაბყრო მზერა. გავიღიმე და გვერდზე გავიხედე და სუნტქვა შემეკრა ზეინის დანახვაზე. მე მიყურებდა, მომაკვდინებელი მზერა ვესროლე, რაზეც თვალები გადაატრიალა , და გაიხედა, მეც იგივე გავაკეთე. ვფიქრობ ჩემს და მის ურთიერთობას, თუ ეს ურთიერთობა იყო, წერტილი საბოლოოდ დავუსვი. *** თავი ბალიშზე მედო და ფანჯარას მივშტერებოდი, ლილიც ჩემ გვერდით იწვა, უკნიდან მეხუტებოდა. უკვე კარგა ხანია წესით უნდა დამეძინა, მაგრამ თვალებზე რული არ მეკარებოდა. რამდენჯერაც თვალებს დავხუჭავდი და ის ის იყო უნდა მიმძინებოდა ზეინის დამცინავი ღიმილი წარმომიდგებოდა გონებაში და ყურებში მისი დამამცირებელი სიცილის ხმა ზარივით მცემდა. საშინელებაა როდესაც აცნობიერებ რომ შენ და შენი გრძნოები აბუჩად აიგდეს, მოგტაცეს პირველი კოცნა რომელიც უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული. ყოველთვის წარმომედგინა რომ ამას საკურთხევლის წინ გავაკეთებდი, თეთრ კაბაში და ის ერთადერთი ჩემი მომავალი ქმარი იქნებოდა, მაგრამ როდესაც ზეინს ვკოცნიდი ეს ყველა ფიქრი გადამავიწყდა და თავს უფლება მივეცი ეს ყველაფერი მომხადრიყო! სულელი ვიყავი! ძალიან სულელი. ამ შაბათ-კვირამ უაზროდ ჩაიარა, ძირითადად ჩემს ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და წიგნის კითხვას ვცდილობდი რომ ის საშინელი მომენტები ამომეგდო თავიდან, მაგრამ არ გამომდიოდა. ლილი ხვდებოდა რომ ცუდად ვიყავი და მეკითხებოდა კიდეც რა მჭირდა, მაგრამ არაფერს არ ვეუბნებოდი და თავიდან ვიშორებდი, ბოლოს თვითონაც ხელი აიღო. ორშაბათ დილას მამიდამ გაგვაღვიძა, ტანზე ჩავიცვით, მე არ მისაუზმია ვაშლი ავიღე და გზას ლილიზე ადრე დავადექი. სკოლაში უხასიათოდ შევაბიჯე, არავის მივსალმებივარ და გეზი პირდაპირ ლიტერატურის კლასისკენ ავიღე, კლასში შევედი და ჩემი ადგილი დავიკავე, რვეული გადავშალე და უკან ყვავილების ხატვა დავიწყე, ერთადერთი რამ იყო რისი დახატვაც გამომდიოდა. -ჰეი, - ვიღაცამ ყურთან ახლოს ჩამჩურჩულა და ნაუცბათევობისგან შევხტი. გაკვირვებული ავიხედე და ნაილს შევეჩეხე რომელიც სულისმოუთქმელად ხარხარებდა და სახეზე ერთიანად წამოწითლებულიყო. მისმა ასეთ მდგომარეობაში დანახვამ ამ ორი დღის შემეგ ცოტა არ იყოს მეც გამახალისა. -როგორ ხარ? - მხიარულად დაიკავა თავისი ადგილი ჩემს გვერდით. -კარგად შენ? -მშვენივრად, - ეს იყო ნაილმა თქვა და ზარიც დაირეკა, კლასი მოსწავლეებით აივსო და მასწავლებელიც შემოვიდა. ჩემთვის ჩუმად ვიჯექი, მასწავლებელს არ ვუსმენდი და შავი რვეულის უკანა ყდაზე ფანქრით ისევ ვხატავდი რაღაცეებს. -ანაბელ,- ხელით ნელა მიჯიკა ნაილმა. -რა ხდება. -უსმინე, - სერიოზული სახით მითხრა, მეც გამოვერკვე ფიქრებიდან და მასწავლებეს მივაჩერდი. -...რაც შეეხება თემების განაწილებას შეეხება ამ ყუთში სათაურებს ჩავყრი და რომელიც ამოგივათ იმაზე გამიკეთებთ პრეზენტაციას, - თქვა მასწავლებელმა და ხელში მუყაოს ყუთი აათამაშა, - დრო ორი კვირა გაქვთ. -რა ხდება? - ნაილს მივუბრუნდი. -წყვილებში მერხის მეზობლები ვაკეთებთ თემებს. -მე და შენ ერთად გავაკეთებთ? -ჰო. - გადმომიჩურჩულა და ორივენი გავინაბეთ როდესაც მასწავლებელი მუყაოს ყუთით მოგვიახლოვდა. ხელი მე და ნაილმა ერთდროულად წავიღეთ და შემდეგ შევჩერდით. -მიდი, - ღიმილით მითხრა და უფლება მომცა თემა მე ამომერჩია. რომ ამოვიღე მასწავლებელმა ხელიდან გამომტაცა ფურცელი და ხმამაღლა წაიკითხა. -ანაბელის და ნაილის წყვილი თემას ნარკოტიკებზე მოამზადებს, - შემდეგ გაიღიმა და ფურცელი დაგვიბრუნა. -უჰჰ, - ამოისუნთქა ნაილმა. -და როგორ უნდა დავწეროთ? რთული თემაა. მაგის შესახებ არაფერი ვიცი გარდა იმისა რომ ორგანიზმს ვნებს. -მე შედარებით მეტი რამ ვიცი, მაგრამ ეს ცოდნაც არაა საკმარისი. -რა ვქნათ? -სამეცნიერო წიგნებში მოვძებნოთ. -მე არ მაქვს. -მე მაქვს, მაგრამ იქაც თუ ვერ ვნახეთ საჭირო ინფორმაცია ბიბლიოთეკაში მოვძებნოთ. -კარგი, - თავი დავუქნიე. ზარი რომ დაირეკა ერთად გამოვედით გაკვეთილიდან, ნაილმა ისტორიის კლასამდე მიმაცილა და შემედეგ თავის გზას გაუყვა. ისტორია ლილისთან ერთად მქონდა, როდესაც ესეც მორჩა ერთად გავუყევით ჰოლს კაფეტერიისკენ. ლანჩი ავიღეთ და ჩვენი ადგილები დავიკავეთ მაგიდებზე. ლილი მეგობრებთან იყო საუბარში გართული მე კი ჩანგალს უაზროდ ვარჭობდი საჭმელში. -შეიძლება? - ზრდილობიანად იკითხა ვიღაცამ და ყველამ მას ავხდეთ. -ამ.. რათქმაუნდა, - უთხრა ლილიმ ნაილს, მანაც გაიღიმა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. -დღეს ჩემთან წამოხვალ? - იკითხა ეს და მაგიდაზე სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ლოყებზე წამოვწითლდი და ნაილს გაკვირვებულმა გავხედე. -თემის შესასრულებლად, - დაამატა ბოლოს. -ჩვენთან რომ მოხვიდე ნაილ? - თანხმობის თქმა არ მაცადა ლილიმ ისე ჩაერთო საუბარში. -ნარკოტიკებზე გვაქვს თემა და ანაბელმა მითხრა სამეცნიერო წიგნები არ მაქვსო, მე კი მაქვს და ამიტომ ვპატიჟებ სახლში, - ლილის უთხრა, შემდეგ კი მე მომიბრუნდა, - წამოხვალ? -კი, - გავუღიმე. -სკოლის მერე ერთად წავიდეთ. სახლშიც მიგაცილებ. -კარგი. ბოლო გაკვეთილებმაც ჩაიარეს და მე და ნაილი ერთად დავადექით გზას მისი სახლისკენ. -შორსაა? საუბრის წამოსაწყებად ვიკითხე. -ითონის მოედანზე, - გამიღიმა ნაილმა. -ოუ, - გავიღიმე.არ მეგონა ნაილი ამდენად მდიდარი თუ იყო. ბოლოს როგორც იქნა მივადედით მის საცხოვრებელ ადგილს, თეთრი სახლების მწკრივში N45 სახლთან შევჩერდით და პარმაღი ავირბინეთ. -კეთილი იყოს მობრძანება, - კარი შეაღო ნაილმა და შიგნით შემიძღვა, - თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში, - ღიმილით მითხრა. მეც გავუღიმე და ვეცადე თავი ისე დამეჭირა რომ აღფრთოვანება არ გამომეხატა. -აქ შენს მშობლებთან ერთად ცხოვრობ? -არა. მათთან დიდი ხანია აღარ ვცხოვრობ –ხელი ჩაიქნია. -აჰ.. - კიდევ ბევრი რამის კითხვა მინდოდა, მაგრამ უტაქტოდ რომ არ გამომსვლოდა გავჩუმდი და ნაილს ავყევი მეორე სართულზე და მის ოთახში შევედით. -მამა არ მყავს, - როგორც ჩანს ჩემი ინტერესი იგრძნო და ხელით დასაჯდომად მიმითითა. ჩანთა მოვიხსენი და სკამზე ჩამოვჯექი, - დედა მეორედ გათხოვდა. მამინაცვალს ვერ ვიტან და აქ გადმოვედი საცხოვრებლად. შენც მომიყევი ახლა რამე შენზე სანამ დავიწყებთ –ამოვიოხრე, არ მინდოდა იმის გახსენება რაც აქამდე გამოვიარე, მაგრამ უზრდელობა იქნებოდა მისი კითხვის დაიგნორება. –არასდროს მქონია საინტერესო ცხოვრება –სულ რამდენიმე წლის წინ ვცხოვრობდით, როგორც ერთი პატარა ბედნიერი ოჯახი, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა ორი წლის წინ ჩემმა უფროსმა დამ თავი მოიკლა –ვუთხარი სევდიანი ტონით. –თავი მოიკლა? –ნაილს ფერი ეცვალა. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად –ჯერაც ვერ ვხვდები ეს რატომ გააკეთა.– ხმა გამებზარა. –ზუსტად იმ დღის შემდეგ დაინგრა ჩვენი ოჯახი, ეს ამბავი ყველაზე მძიმედ დედამ გადაიტანა, ერთი თვის წინ კი ისიც გარდაიცვალა, მანქანა დაეჯახა –ცოტა ხანს გავჩერდი და ნერწყვილი გადავყლაპე. –მინდა ჩემი თავი დავარწმუნო რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ ვიცი ეს თითონ უნდოდა. –ქვედა ტუჩს ვუკბინე რომ ცრემლები არ წამმსკდარიყო. როცა ნაილს შევხედე დავინახე როგორ ქონდა თავისი ზღვისფერი თვალები ამღვრეული. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, არცერთი ხმას არ ვიღებდით, შემდეგ ნაილი უბრალოდ ჩემსკენ მოიწია და გულში ძლიერად ჩამიკრა. –ყველაფერი კარგად იქნება –მეუბნებოდა და თმაზე ხელს მისმევდა დასაწყნარებლად. თბილი ჩახუტება –ახლა სწორედ ეს იყო რაც მჭირდებოდა, ხელები მეც მჭიდროდ ამოვხვიე და თავი მის მხარში ჩავდე. –ყველაფერს გადალახავ –მითხრა და თვალებიდან ცრემლები მომწმინდა. –შენ არ იმსახურები იმას რაც გადაიტანე – თავი გაიქნია. ამოვიოხრე და ახლა ჩემით მოვიწმინდე ცრემლები. –ახლა შენზე მომიყევი რამე. –ვუთხარი და სევდიანად გავიღიმე. –ააჰჰჰ– ხელი აიქნია. –მე მართლა არაფერი მაქ მოსაყოლი, სკოლაში დავდივარ, ვსწავლობ დანარჩენ დროს კი მეგობრებთან ვატარებ, სულ ესაა მთელი ჩემი ცხოვრება. არაფრით განსხვავებული და განსაკუთებული. –მგონი დროა დავიწყოთ ხო? –მკითხა და ლოყაზე ოდნავ მიჩქმიდა. –დავიწყოთ –ვუთხარი და ჩანთიდან ფურცლები და კალამი ამოვიღე. –მოვალ მალე– ცოტახნით ოთახიდან გავიდა ნაილი, შემდეგ კი ბევრი წიგნებით სავსე შემობრუნდა. -ვფიქრობ რომელიმეში მაინც იქნება ის რაც გამოგვადგება. –გამიღიმა, გვერდით მომიჯდა და მეცადინეობას შევუდექით. წიგნები გავინაწილეთ, სამ წიგნში მე ვეძებდი საჭირო მასალას, სამში კი ის. -არ დაიღალე? - შევეკითხე, რამდენიმე წიგნის უშედეგოდ გადათვალიერების შემდეგ. -ცოტათი, მაგრამ მგონი რაღაც ვნახე. -ცოტახანი შევისვენოთ რა.. ბოლოსდაბოლოს ორი კვირა გვაქვს წინ, - ჩავიხითხითე. -კარგი, - თავი წიგნიდან ამოწია და თვალები მოისრისა, - ქვევით ჩავიდეთ. -კარგი, - სკამიდან წამოვდექი,ნაილს ჩავყევი და მისაღებში შევედით. დიდი მისაღები ქონდა. -სავარძელში ჩაჯექი მე კი მანამ პოპკორნს გავაკეთებ, - ტელევიზორი ჩართო და სამზარეულოში გავიდა. -კარგი, - თავი დავუქნიე და სავარძელში მოვკალათდი. -ანნ.. - ცოტა უცნაურად ვიგრძენი თავი როდესაც ნაილმა შემოკლებული სახლით დამიძახა. -გისმენ, - გავსძახე. -სიმინდი გამთავებია და ახლავე მოვიტან, უბრალოდ დამელოდე კარგი? - ოთახში ისევ ნაილი შემოვიდა მოსაცმელს იცვამდა. -ამ.. მე.. -არ წახვიდე ახლავე მოვალ, - სათქმელი გამაწყვეტინა და სახლიდან სწრაფად გავიდა. ჯანდაბა! ახლა რა ვაკეთო მარტო მის სახლში? გადავწყვიტე უბრალოდ ტელევიზორისთვის მეყურებინა და დავლოდებოდი. დიდი ხანი არ იყო გასული რაც სალხში რაღაც ხმაური შემომესმა მეორე სართულიდან. -ნაილ? - ვიკითხე და ჰოლში გამოვედი. მივაყურადე, არაფრის ხმა არ იყო, ალბათ მომეჩვენა, ის ის იყო უნდა შემოვბრუნებულიყავი რომ იატაკის ჭრაჭუნის ხმა გაისხმა. შევხტი და შიშისგან ცივმა ოფლმა დამასხა. მეორე სართულიკენ ასასვლელ კიბეებს ავხედე და მაშინვე შევკრთი როცა კიბეებთან მდგარი ზეინი დავინახე. სველი, სრულიად შიშველი, მხოლოდ წელზე ერთი პირსახოსის ამარა იდგა და გაკვირვებული მომშტერებოდა. *** პირდაღებული და გაკვირვებული მივჩერებოდი კიბის თავში მდგარ, ნახევრად შიშველ და ასევე ჩემი დანახვით გაკვირვებულ ზეინს, რომელსაც სველი თმიდან წვეთები გულზე ეცემოდა და წყალი პატარა ბილიკებად მიიკვლევდა გზას მისი მკერდიდან ჭიპამდე და ჭიპის შემდეგ პირსახოცში უჩინარდებოდნენ. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვხედავდი ნახევრად შეიშველ მამაკაცს ასე ახლოს. ფიქრი, რომელიც ტვინიდან არ მშორდებოდა და მეუბნებოდა რომ ის საცვლების გარეშე იდგა ჩემს წინ და ყოველ წამს, პატარა განძრევაზეც კი შეიძლებოდა ჩამოვარდნოდა, გულს მიჩქარებდა. ზეინმა ჩაახველა და მეც წამსვე მოვაშორე თვალები მის უნაკლო სხეულს და ლოყებაწითლებულმა ავხედე. -პირი დაკუმე, - მოთამაშის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მეც უცბად დავკუმე პირი და გაფართოებული თვალებით მივაჩერდი. -აქ რასს აკეთებ? - გაოგნებულმა ვკითხე. -შენთვითონ რას აკეთებ აქ?! - კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა და კიბეებზე ჩამოვიდა. -მ-მე ნაილის კლასელი ვარ, - ენისბორძიკით ვუთხარი როდესაც საგრძნობლად მომიახლოვდა. თავი ჩავხარე რადგან არ ვიცოდი სად გამეხედა, თვალები სულ მისი მოშიშვლებული სხეულისკენ გამორბოდა, რომელსაც ათასი ტატუ მაინც ფარავდა და ეს, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. სიტყვის უთქმელად მოვტრიალდი და მისაღებში შევედი სადაც ჩემი მოსაცმელი მეგულებოდა დივანზე გადადებული, სახლიდან წასვლას ვაპირებდი, არ მსურდა ზეინთან ერთად ერთ ჭერქვეშ მარტო დარჩენა, სისწრაფეში ჩანთა არც გამხსენებია, რომელიც მეორე სართულზე ნაილის ოთახში მქონდა დატოვებული. ძალიან მაინტერესებს ის აქ რას აკეთებს, მაგრამ მისთან არ ყოფნის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ არც ზეინთან საუბარი მინდა და არც ნაილს მინდა დაველოდო და მის შესახებ ვკითხო. ამაზე ხვალ დაველაპარაკები თუ არ დავიმორცხვე. როდესაც მოვტრიალდი, გული შიშისგან ლამის გამისკდა და შეშინებულმა მარჯვენა ხელი მკერდზე მივიდე. -სად გამირბიხარ ბელ? - წინ ამსვეტვოდა და ჩემს რეაქციაზე ხითხითებდა, ჩვენი სხეულები სულ მცირე მანძილით იყო ერთმანეთისგან დაშორებული. უცბად ყურში რაღაც არასწორად მომხვდა. მან რა, ზედმეტსახლით მომმართა? -უბრალოდ ანაბელი! - გაბრაზბულმა შევუსწორე და გვერდით ჩავუარე, არ მსურდა ვინმეს კიდევ ერთხელ დაეძახა ჩემთვის – ბელ. -კარგი ბელ, - ეშმაკური ღიმილით გამომხედა, რაზეც თვალები გადავატრიალე, დარწმუნებული ვარ, ახლა უფრო მეტჯერ დამიძახებს ბელ-ს უფრო რომ გამაღიზიანოს. -კარგი ზენ! - მეც შევეცადე მისი სახელი შემემოკლებინა მაგრამ უნიჭოდ გამომივიდა. იქნებ თვითონ ზეინია რამე სახელის შემოკლება? -ეს ზეინია და ჩემი სახელი არ მოკლდება, - თვალები გადაატრიალა. -კარგი ზენ! -ზეინია ბელ! -მე ანაბელი მქვია! - გაბრაზებულმა დავიყვირე რაზეც ის კიდევ უფრო ახითხითდა. - ნახვამდის! - მისი ქცევებით გაღიზიანებული კარისკენ გავტრიალდი. ის ის იყო სახელური უნდა ჩამომეწია რომ კარი თავისით გაიღო და მის ჩარჩოში ნაილი გამოჩნდა. -სად მიდიხარ? -დაბნეულმა მკითხა და სახიდან ღიმილი გაუქრა. -ს-სახლში -დაბნეულმა ვუპასუხე. -რატომ? - შეჭმუხნული სახით შიგნით შემოვიდა და კარი მიხურა. ჩემი პასუხი არც კი დასჭირდა როდესაც შემოსასვლელში ზეინი გამოჩნდა, - ღმერთო! - გაბრაზებულმა ჩურჩულით მაგრამ ყველასთვის გასაგონად თქვა. -ზეინ, პატივს დაგვდებ და ჩაიცვამ?! - თვალების ბრიალით უთხრა ზეინს, ხელი ჩამკიდა და შემოსასვლელიდან სამზარეულოში გამიყვანა. -რატომ თავს ასეც კარგად ვგრძნობ, - იქიდან გამოგვძახა, რაზეც ნაილმა თვალები გადაატრიალა. -თუ ღმერთი გწამს, ზეინ! - გაღიზიანებულმა გასძახა და მე შემომხედა. მეორე ოთახიდან სიცილის ხმა გაისმა, რაზეც ნაილსაც გაეღიმა, - ბოდიშს გიხდი მის გამო, რამე ხომ არ გაწყენინა? -არა.. უბრალოდ უხერხული იყო, - მორცხვად ჩამოვჯექი სკამზე და თავი ჩავხარე. -ყურადღება არ მიაქციო, კარგი? რაღაც თავისებურია, მაგრამ თავს დავდებ ცუდი ადამიანი არ არის, - მეგობრულად გამიღიმა ნაილმა. საიდან იცოდა ამდენი მის შესახებ. ცნობისმოყვარეობა შიგნიდან მჭამდა, მაგრამ ჯანდაბა, მეტისმეტად მორცხვი ვარ იმისთვის რომ პირში ვკითხო ზეინი მისთვის ვინ არის. როდესაც პოპ-კორნის კეთებას მოვრჩით, ჯამებში ჩავყარეთ და წვენთან ერთად მისაღებში გავიტანეთ. მაგიდაზე ყველაფერი კოხტად დავალაგე, ნაილმა კი ტელევიზორი ჩართო და ჩემს გვერდით სავარძელში მოკალათდა. -ვერასდროს წარმოვიდგენდი სახლში გოგოს თუ მოიყვანდი, - ოთახში ზეინი შემოვიდა თუ არა მაშინვე ეს უთხრა ნაილს. წვენს ვსვამდი, მაგრამ ამის გამგონემ ლამის დავღვარე და ხველება ამიტყდა, რაზეც ზეინს გაეცინა. სული რომ მოვიბრუნე კობორჩხალასავით აწითლებული ნაილი დავინახე რომელიც ზეინს მკვლელი მზერით მისჩერებოდა. -ანაბელი ჩემი კლასელია და ერთად პროექტს ვაკეთებთ, - შეუღრინა ნაილმა. -ოჰ, კარგი რა ნაილ, - ისევ ჩაიცინა ზეინმა, ნაილის გვერდით სავარძელში ჩაჯდა და მხარზე მუშტი კრა, - მაინც რა პროექტს? -ნარკოტიკებზეა, თუ რამდენად საშიშია ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის, - ამჯერად მე ამოვიღე ხმა. ზეინმა კი წარბი ამიწია. -და თუ რამდენად ბოროტ საქმეს სჩადიან მათი რეალიზატორები, - ყალბი ღიმილით თქვა ნაილმა, რაზეც ზეინმა თვალები გადაატრიალა და ტელევიზორს მიაჩერდა. -საინტერესო თემაა, - ბოლოს დაამატა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, იმისდამიუხედავად რომ ტელევიზორი ჩართული იყო და მეც მთელი მონდომებით დავიწყე მისი ყურება. -მოსაბეზრებელი ფილმია, - დაიბუზღუნა ზეინმა. -გეთანხმები, - ნაილმაც ამოიოხრა. მე აღარაფერი მითქვამს, რამდენიმე პოპ-კორნი ჩავიდე პირში და ტელევიზორს მივაჩერდი. -ამ დროს გოგოს შენს ოთახში ასვლა უნდა შესთავაზო, - ზეინის ხითხითით ჩურჩული გავიღე და თვალებგაფართოებულმა მათ გავხედე. ნაილი ჩემსავით არაკომფორტულად გრძნობდა თავს და როგორც სჩანს ზეინი ამით ერთობოდა. - მგონი ჯობია იჩქაროთ, ისეთი ფორმები გაცვიათ მთელი დღე მოუდნებით მათ გახ.. აუჩ! -ღმერთო ჩემო მალიკ! - ნაილმა ზეინს მუცელში მუშტი კრა და შემდეგ ლეკვის თვალებით გამომხედა, - მაპატიე გთხო.. - სათქმელი ვერ დაამთავრა, ისე წავლო ხელები ზეინმა და ჩხუბი დაუწყო. რათქმაუნდა სერიოზულად არ ჩხუბობდნენ, ეს უფრო თამაშს გავდა მათთვის, უვნებელ დარტყმებს იღებდნენ ერთმანეთისგან და თან ხარხარებდნენ კიდეც. თავიდან ვცდილობდი სერიოზული სახე მქონოდა, მაგრამ მათ საქციელზე ღიმილს ვერ ვიკავებდი. ასეთი ზეინი არ წარმომედგინა, ის უფრო ჩაკეტილი, ნერვების მომშლელი, მთელს მსოფლიოზე გაბოროტებული ბიჭი მეგონა. ამ დროს კი ყველაზე ლაღად მეჩვენა. როდესაც იცინოდა კბილებს ერთმანეთს აჭერდა და მათ უკან ენა მოჩანდა. როდესაც ნაილი დაიჭირა და თმის აბურდვა მუშტით დაუწყო, თავი ვერ შევიკავე და სიცილი ამიტყდა. ისინი სიეთი განსხვავებულები ჩანდნენ ამ დროს, არამგონია ზეინი მის სხვა მეგობრებს ასე მოქცეოდა. ღმერთო ვინ არიან ერთმანეთის? -ღმერთო, გიჟი ხარ შემეშვი, - ნაილმა ამოიოხრა და ბოლოჯერ გაიბრძოლა. -ვაპირებდი, მაგრამ ახლა უარესი მოგელის ლეპრიკონო, - ზეინიც იცინოდა, ალბათ სხვას რომ მისთვის გიჟი ეწოდებინა ცემით ამოხდიდა სულს, მაგრამ ნაილთან ყველაფერი სხვა იყო მისთვის. როდესაც დაიღალა ხელები შეუშვა, წამოდგა და ჩაჩაჩული შარვალი გაისწორა, - ახლავე მოვალ, - თქვა და ოთახიდან გავიდა. დრო ვიხელთე თუ არა ჩემი მორცხვობა სადღაც ბნელ კუთხეში მოვისროლე და ნიალი კითვებით ავავსე. -ეს შენი სახლია? ან ზეინს საიდან იცნობ? -ზეინს შენც იცნობ? - გაკვირვებულმა ამომხედა, შემდეგ წამოდგა და დივანზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა. -ამ.. კი აქამდე რამდენჯერმე შევხვდი. პირველად ბაიკერების რბოლაზე. -მანდ დადიხარ? - კიდევ უფრო გაკვირვებულმა მკითხა ნაილმა. -არ დავდიოდი, ლილიმ წამიყვანა. -აჰ გასაგებია, - ჩაიხითხითა ნაილმა. -ჰო და ერთად ცხოვრობთ? -კი..- ნაილმა ამოიხვნეშა, - სახლიდან რომ წამოვედი ზეინმა შემიფარა. -ეს ზეინის სახლია? - კიდევ უფრო გაკვირვებულმა ვიკითხე. იმიტომ რომ არ წარმომედგინა ზეინისნაირი ბიჭი ასეთ მდიდრულ სახლში თუ იცხოვრება. მას უფრო დაბალი დონის, პატარა ბინა შეეფერებოდა ჩემს წარმოსახვაში. -ჰო, შესანიშნავი მეგობარია, - ღიმილით დაამატა და მის ამ ქცევაზე მეც გამეღიმა. იქნებ არც ისეთი ცუდია ზეინი, მე როგორიც წარმომედგინა. იქნებ მართლაც თავისებურია და მის ხასიათს უბრალოდ გაგება სჭირდება? -არ მეგონა ზეინი ასეთი თუ იქნებოდა შენთან. შენთან არა საერთოდ. -ხომ გეუბნებოდი, უბრალოდ თავისებურია. მთელი ბავშვობა მასთან ერთად მაქვს გატარებული, ყველაზე ახლო მასთან ვარ. ოჰჰ იმდენი რამ გადაგვხდენია ერთად. –ხელი აიქნია და ჩაიცინა, ალბათ ძველი ისტორიები გაახსენდა. -ჰოო? მაინც რა? - უფრო დავინტერესდი. -ძალიან რთული ბავშვი იყო. ყველაფერზე ბუზღუნებდა, - გაიღიმა ნაილმა და თვალები გაუშტერდა, ეტყობა ძველ მოგონებებს იხსენებდა. მეც თავი ნიკაპს ჩამოვადე და ისტორიების მოსასმენად მოვემზადე, - მახსოვს პატარები რომ ვიყავით სულ შავი ჩაფხუტით დარბოდა, ბავშვიბიდან გიჟდებოდა მოტოციკლეტებზე. სხვათაშორის მაგ ჩაფხუტმა ბევჯერ გადაარჩინა ტვინის შერყევას. ჩვემთან შედარებით დიდია და ბავშვობაშიც უფრო მაღალი იყო. სადაც მე უპრობლემოდ ვძვრებოდი ის სულ თავს არტყამდა რაღაცას და ჩაფხუტიც იცავდა ტვინის დაზიანებისგან. მაგრამ მგონი ბოლომდეც ვერ დაიცვა, - თვალი ჩამიკრა და ახარხარდა. სიცილი ამიტყდა როდესაც წარმოვიდგინე, პატარა ყავისფერთვალება ბიჭი, კუპრივთ შავი თმით, როგორ დარბის აქეთ-იქით და თავს ურტყამს რაც ხელში მოხვდება ყველაფერს, მაგრამ თავიცი ჩაფხუტი იცავს. -ძალიან ანცი და ეშმაკი იყო, - ფიქრებიდან ნაილმა გამომარკვია, - სუფთა შავი ტარაკანა... როდესაც საკმაოდ მოსაღამოვდა, გადავწყვიტე სახლში დავბრუნებულიყავი,მეორე სართულზე სწრაფად ავირბინე ზურგჩანთა მხარზე მოვიგდე და ქვევით დავბრუნდი. კიბის თავში ზეინი და ნაილი მელოდებოდნენ. როდესაც ქვევით ჩამოვედი და ჰოლში გავდით უკან შეხება მივრძენი, რათქმაუნდა ზეინი იყო, უხერხულად შევიშმუშნე და ხელი მოვაშორებინე. რათქმაუნდა ეს ნაილს არ შეუმჩნევია რადგან წინ მიდიოდა კარების გასაღებად. -რა საშინელი ფორმები გაქვთ -ამოიოხრა ზეინმა -ხელს რომ მოკიდებ კანის ქავილს გაწყებინებს -ეშმაკური ხმით თქვა. თვალები გამიფართოვდა და სახეზე წამოვწითლდი. იმედია ნაილი ვერაფერს მიხვდა, -ყველა მისტერ ზეინ მალიკი ვერ ვიქნებით,უფორმოდ რომ ვიაროთ სკოლაში - სიცილით უთხრა ნაილმა და კარის კლიტე გააღო, გულზე მომეშვა როდესაც ვერ მიხვდა რატომ თქვა ზეინმა ეს. მაგრამ რომ მოტრიალდა ზეინს თავში წამოუთაქა,რაზეც სიცილი ამივარდა. არც ისეთი გულუბრყვილო ყოფილა როგორიც მეგონ, ან უბრალოდ ზეინს იცნობდა ზემდეტად კარგად. -მოგივლი მერე – ღიმილით უთხრა ნაილს და შემდეგ ორივემ მე გამომხედეს. -ნახვამდის, - დავემშვიდობე. -ნახვამდის, - ზინმა მითხრა და გატრიალდა, - ჰო, ნაილ მალე დაბრუნდი საქმე მაქვს! - სერიოზული სახით უთხრა ნაილს და რომელიღაცა ოთახში შევიდა. ნაილმა სახლამდე მიმაცილა, შემდეგ მასაც დავემშვიდობე. სახლში რომ შევედი მამიდას სიტუაცია ავუხსენი, მაგრამ ხელი ჩაიქნია “ლილიმ მომახსენა დღევანდელი ამბები უკვეო” მითხრა და სამზარეულოში ფუსფუსი გააგრძელა. გამიხარდა მამიდა რომ მენდობოდა. შემდეგ ოთახში ავედი და საწოლზე დავწექი. მარტო ვიყავი, როგორც ჩანს ლილი ლიამთანაა გაპარული. გაკვეთილები ლილის მოსვამდე ვიმეცადინე, შემდეგ მისი და ლიამის ამბებს მოვუსმინე და ორივენი დასაძინებლად გავემზადეთ. ძილისწინ ისევ მომერია ზეინზე ფიქრები. დღეს სურულიად განსხვავებული მისი მე დავინახე და ცოტა არ იყოს ბრაზმა გადამიარა კიდეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ დავივიწყებ როგორ ცუდად მომექცა. ეს უბრალოდ დღევანდელი დღე იყო და მეტი არაფერი, ხვალიდან ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. *** მოსწავლეებით გადატენილი სკოლის დერეფანს ძლივს ძლივობით მივიკვლევდი ჩემს კარადამდე, როგორც იქნა მივაღწიე იქამდე. წიგნები შევალაგე და კაფეტერიისკენ გავემართე სადაც ლილი მეგულებოდა. ასევე ბავშვებით სასვე კაფეტერიაში ლილის წაბლისფერი თმები დავინახე და მათკენ გავემართე. -გამარჯობა, - ამოვიხვნეშე და ადგილი ლილის გვერდით დავიკავე. -გამარჯობა, - მხიარულად მომესალმა ლილი. -როგორ ჩაიარა გუშინდელმა ვიზიტმა ნაილთან? - მაგიდის ბოლოდან თავი წამოყო მარტინამ. ღმერთო როგორ მაღიზიანებს! -კარგად, - მხრები ავიჩეჩე. -მაინც? -ჯერ ვმეცადინეობდით, შემდეგ რომ დავიღალეთ ფილმის ვუყურეთ, - უცებ გონებაში ერთმა საძაგელმა აზრმა გამიელვა, - ჰო ზეინიც იქ იყო. -ზეინი? - უცებ მთელი მაგიდა მე მომაშტერდა, მარტინას კი სახე აუმჟავდა და წარბი ამიწია. -ჰო, ახალი ნაბანავები იყო, - მხრები ავიჩეჩე და ისევ მარტინას გავხედე, სახეზე სულ აწითლებული იყო და ავისმომასწავებელი თვალებით მომჩერებოდა. გამეღმა, რატომღაც მესიამოვნა მარტინას ეს რეაქცია. ქუჩის ქალი! მეტს იმსახურებს. ფიქრებიდან გამოვერკვიე და კაფეტერიაში მომივიხედე. -ახლავე მოვალ, ნაილთან საქმე მაქვს, - ყალბად გავიღიმე და ნაილისკენ წავედი, რომლის მაგიდიდანაც ჟრიამული მოისმოდა. -ჯე-ი-რა-ნი! - თავის მეგობრებს ჯეირანს ეთამაშებოდა, რომ დამინახა რომ მოვუვახლოვდი, გამიღიმა, გვერდით ჩაიჩოჩა, მეც იქვე ჩამოვჯექი და მათ თამაშს ცქერა დავუწყე. რაღაცაზე ჰქონდათ სანაძლეო დადებული. მათმა ჟრიამულმა ისევ დააყრუა ყურები როდესაც ნაილმა მოწინააღმდეგეს „ჯეირანი“ მოუგო. -ჯანდაბა! არასდროს აგებს! - ამოიოხრა ერთ-ერთმა. -იქნებ ერთხელ მაინც შეგვიწყალო ნაილ! - მოწინააღმდეგემ გადაიხარხარა. -ახლა წადი და ელზას უთხარი რომ მოგწონს, - გამარჯვებულის ღიმილით უთხრა ნაილმა. ისევ ბიჭების შეძახილევბი გაისმა და ნიალის მოწინააღმდეგეც ქერათმიანი, სათვალიანი გოგონასკენ გაემართა. -გუშინ რომ დაგვავიწყდა დანარჩენი წიგნების ნახვა? - გავახსენე ნაილს. –აჰჰჰ ხოომ, აღარც გამხსენებია –ამოიოხრა. -დღეს არ მცალია და ხვალ სკოლის შემდეგ ჩემთან სახლში მოდი თუ სხვა გეგმები არ გექნება. -არა, არ მაქვს. ხვალ შეგხვდები. -კარგი, - გამიღიმა ნაილმა და მეც ჩემი მაგიდისკენ გავემართე. სკოლამ უინტერესოდ ჩაიარა. გაგვაბრთხილეს რომ იქით კვირაში უკვე ტესტის წერა მოგვიწევდა, ამიტომ სახლში რომ დავბრუნდით მე და ლილი გაკვეთილებს ჩავუჯექით. ყველაფერი გავიმეორე პირველი გაკვეთილიდან მოყოლებული. კონსპექტებადაც ამოვწერე რომ სწავლა უფრო გამადვილებოდა. მეორე დღეს სკოლის შემდეგ, უკვე ნაილის სახლთან ვიდექი და კარზე ზარს ვრეკავდი. გავშრი როდესაც კარები ზეინმა გამიღო. ჯინსის შარვლის გარდა არაფერი ეცვა, თმები არეული ჰქონდა და ნამძინარევი სახით მომჩერებოდა. -ისევ შენ? - მობეზრებული სახით გამომხედა. -გაიხსენე პროექტზე ვმუშაობთ, - ჩუმად ვუთხარი და სახლში შევედი. -აჰ, რა თქმა უნდა, - ამოიბუზღუნა, - ნაილ! -ჰო, - მეორე სართულიდან ნაილის ხმა მოისმა. -ბარბი მოვიდა, - ღმერთო ჩემო, როგორ ვერ ვიტანდი ზედმეტსახელებს რომ მარქმევდა, თვალები დავუბრიალე და მეორე სართულის კიბეებზე ავირბინე სადაც უკვე ნაილი ღიმილით მელოდებოდა. -როგორ ხარ? -მშვენივრად, - გავიღიმე და მის ოთახში შევედი. ჩვეულად იგივე სკამზე ჩამოვჯექი და ჩანთა გვერდით დავიდე. მე და ნაილი სამუშაოდ მოვემზადეთ თუ არა კარზე კაკუნი გაისმა და ოთახში თავი ზეინმა შემოყო. -რა გინა? - ნაილმა ამოიოხრა და ზეინს გახედა. -ლუდი, ნაბახუსევიდან რომ გამომიყვანოს, - გაიღიმა ზეინმა და თავისი ქათქათა, უნაკლო კბილები გამოაჩინა. ნაილმა თვალები გადაატრიალა და შემდეგ უხეშად მიმართა. -მერე დალიე. -გაგვითავდა და ამიტომ გაწუხებ. -მე ვერ წავალ საყიდლად პროექტზე ვმუშაობ! -უნდა წახვიდე, თავი საშინლად მისკდება, - კარი უფრო გააღო და შიგნით შემოვიდა, ზევიდან რათქმაუნდა არფერი გადაუცვამს. თავი თმებში ჩავმალე და ვეცადე მთელი ყურადრება წიგნზე გადამეტანა და მისი შიშველი სხეულითვის არ შემეხედა. -არ შემიძლია-თქო! -ჯეირანი! - მობეზრებულმა უთხრა ზეინმა და მუშტი წინ წამოსწია. თავი წამსვე წამოვწიე და ნაილს გავხედე, რომელიც უკვე გამარჯვებული იღმოდა. წამოდგა და თამაში დაიწყეს, მაგრამ პირი ღია დამრჩა როდესაც ნაილმა წააგო. - წადი ლუდი მომიტანე, - ზეინმა თავში წამოარტყა ნაილს. ნაილმა მოიოხრა და მე გამომხედა, - ბოდიში ანაბელ, მალე დავბრუნები. -არაუშავს, - ზრდილობიანად გავიღიმე და საქმეს მივუბრუნდი. ნაილი ოთახიდან გავიდა და მე და ზეინი მარტო დაგვტოვა. თავს უხერხულად ვგრძნობდი, ვერ მოიაზრებს რომ მარტო დამტოვოს და მეცადინეპბის საშალება მომცეს?! ის კი პირიქით მოვიდა, ჩემი სკამის საზურგეს დაეყრდნო და ჩემს რვეულში ჩაიხედა. -რატო არ წერ? - ინტერესით იკითხა. -იმიტომ რომ თავზე მადგახარ, - გაღიზიანებულმა ვუთხარი. -ყურადღებას გიფანტავ? - გაიცინა, აღარ მიპასუხია და მთელი ყურადრება წიგნზე გადავიტანე. შემდეგ ვიგრძენი როგორ მომშორდა, შვებით ამოვისუნთქნე მაგრამ სკამი გამოსწია და გვერდით მომიჯდა, რაზეც თვალები გადავატრიალე, მაგრამ ისევ ვეცადე დამეიგნორებინა. რამდენიმე წიგნი აიღო და მათი თვალიერება დაიწყო, შემდეგ კი მობეზრებულმა უკან მაგიდაზე დააგდო და გაიზმორა. ვცდილობდი რამე წამეკითხა მაგრამ საკუთარ თავს ვატყუები, თვალის კუთხიდან მის მოქმედებებს ვადევნებდი თვალს. შევკრთი როდესაც ბარძაყზე შეხება ვიგრძენი, წიგნი ხელიდან გამივარდა და გაფართოებული თვალებით ზეინს გავხედე, რომლის ხელიც ნელა მიიკვლევდა გზას ჩემი საცვლისკენ. კაბა ამიწია თუ არა მაშინვე დაფეთებული წამოვხტი. -ყოველთვის ამას რატომ აკეთებ?! - ნერვებმოშლილმა ვკითხე და აწეული კაბა გავისწორე. -იმიტომ რომ ვგრძნობ სიამოვნებისგან როგორ თრთიხარ ჩემი შეხებისას, - მაცდური ღიმილით კიდევ უფრო მომიახლოვდა, პირი გავაღე რომ მეუარა, მაგრამ წინადადებას თავი ვერ მოვუყარე მანამ სანამ ხელი არ წამავლო და მეც დამბრთხალი არ გავხტი. -ნ-ნაილი ხომ არასდროს აგ-გებს და ეს სპეციალურად გაითამაშეთ რომ ჩემთან მარტო დარჩენილიყავი არა?! -რამხელა წარმოდგენა გქონია შენ თავზე, - დამცინავი სახით გამომხედა, რამაც გული მატკინა, ისევ ის ძველი ზეინი დაბრუნა, - რატომ უნდა მინდოდეს შენთან ერთად მარტო დარჩენა. არ ვიცი რატომ მაგრამ მისმა სიტყვებმა გული ძალიან გამიტეხა, არ აქვს უფლება ასეთი საშნელებები მელაპარაკოს და ყოველ ფეხის ნაბიჯზე დამამციროს! თავი ჩავღუნე და მოვტრიალდი. ნიკაპი ნერვიულობისგან ამითამაშდა და არ მინდოდა მტირალი კიდევ ერთხელ დავენახე. -მართალი ხარ, - ჩემი ხმა ვერ ვიცანი, ამდენი ტკივილისგან და უარყოფითი ემოციებისგან გამბზარვოდა, - საშნელება ვარ! - აცრემლებული თვალები ხელით მოვიწმინდე, - ყველასგან მიტოვებული უსუსური არსება ვარ, ამიტომაც მექცევი შენ ასე ცუდად და ყოველი ჯერზე როდესაც შანსი მოგეცემა მამცირებ და ფეხქვეშ მთელავ! - ტკივილი იმდენად ძლიერი იყო რომ თავი ვეღარ შევიკავე და ცხარე ცრემლები თვალებიდან ღვარად გადმომვარდა. -ჰეი, - მოჩვენებითი სითბოთი მითხრა და ხელი მხარზე ჩამომადო რომ შემოვეტრიალებინე, მაგრამ გავჯიუტდი. არ მინდოდა დავენახე, მსურდა რომ წასულიყო და მარტო დავეტოვებინე მისივე სახლში. როგორც იქნა მოახერხა და მის მხარეს შემომატრიალა, - რატომ გაქვს შენს თავზე ესეთი ცუდი წამოდგენა? -ხელი ნიკაპქვეშ ამომიდო და სახე ამაწევინა. -მგონი ვიღაცამ უნდა იზრუნოს იმაზე რომ თავი სრულფასოვნად იგრძნო. -ჩემთან ძალიან ახლოს მოიწია, ჩვენს შორის თითქმის აღარ იყო მანძილი. გაშეშბული, ხესავით ვიყავი აყუდებული. მას კი ნელ ნელა მოჰქონდა თავი ჩემი ყელისკენ, თმა ამიწია და ვიგრძენო როგორ მომადო ცხვირი ყელზე. –მმმმ.. არაჩვეულებდივი სურნელი გაქ –მითხრა როცა ჩემს კანს დაყნოსა. –შენი კანი კი ისეთი ნაზი და უბიწოა, - ტუჩები ყელში ამისრიალა თან მეჩურჩულებოდა თან მკოცნიდა. სუნთქვა შემეკრა და ჩემდაუნებურად თვალები დავხუჭე. ვიგრძენი, როგორ მომაშორა ტუჩები, მინდოდა თვალი ახლა მაინც გამეხილა, მაგრამ ვერ შევძელი. –თვალი გაახილე, მინდა გიყურო –საჩვენებელი თითი დახუჭულ თვალზე გადამატარა. თვალები ნელ–ნელა გავახილე და მაშინვე მის ღრმა მუქ ყავისფერ თვალებს შევეჯახე.–ესეთი კეთილი, უმანკო და უცოდველი თვალები ჯერ არასდროს მინახავს –ნერწყვი გადაყლაბა და რამდენიმე წამით თვალები დახუჭა. მის ყოველ კომპლიმენტზე გული მიჩქარდებოდა და სუნთქვა მეკვროდა. ვიცოდი რომ გაუნძრევლად დგომა და იმის ყურება რას მიშვებოდა ზეინი არ შეიძლებოდა, მაგრამ არ შემეძლო მისგან გაწევა, ერთი ნაბიჯითაც კი. ხელი კისერში შემომიცურა და ტუჩის კუთხეში მაკოცა, შემდეგ კი ტუჩებზეც გადაინახვლა. გამაჟრჟოლა, სხეულში ერთიანად დამიარა სიამოვნების ჟრუანტელმა, დაუფიქრებლად ხელები მის შიშველ წელზე შემოვხვიე. ჩაიღიმა და ენა ჩემს პირში შემოასრიალა. თვალები დავხუჭე და ხელი უფრო ზემოთ, კისერთან ავაცურე. ამოვიკვნესე, როცა ერთი ხელი საჯდომზე მომიჭირა. – მომწონ შენი – შევკრთი, როცა ეს სიტყვები სოსწყდა ზეინის ბაგეებს. სახეზე ალბათ ერთიანად ავწითლდი. –დამშიდდი ეს კომპლიმენტია–ისევ ჩაიცინა და ტუჩები ყელთან ჩაასრიალა. ბეწვი ამეშალა რდესაც კისერში კანის წუწვნა დაიწყო, ამიტომ გაუაზრებლად თმაში მოვქაჩე რის გამოც კვნესა მოსწყდა მის ბაგეს და შემდეგ ვიგრძენი როგორ ჩამესო მისი ბასრი კბილები კანში. ამოვისკულუკუნე თუ არა მაშინვე მომშორდა და ენა ნაზად გადამისვა ახურებულ კანზე, შემედეგ კი სული შეუბერა. -გიხდება ჩემი ნაკვალევი, - ღიმილით მითხრა და თმა კისრიდან კარგად გადამიწია. -რ-რა? - დაბნეულმა ვკითხე, მას კი ჩაეცინა. მეორე მხარეს, სარკისკენ მიმატრიალა და საკუთარი თავი დამანახა. კისერში ორი დიდი ჩალურჯება მქონდა. ო, ღმერთო! თმები სწრაფად ჩამოვირარე კისერზე რასაც ზეინის სიცილი მოყვა. ორივე შევხტით, როდესაც შემოსასვლელი კარის გაღება-დაკეტვის ხმა გავიგეთ. -ოჰჰჰ, - თვალები გადაატრიალა ზეინმა, - მე ჩემს ოთახში ვიქნები, - სახე ამაწევინა, ტუცებში ბოლოჯერ მაკოცა და ოთახიდან გავიდა. სასწრაფოდ მაგიდას მივუჯექი და წიგნი ავიღე თავის მოსაჩვენებლად, რომ ვკითხულობდი ნაწერს. რა დავაკვირდი უკუღმართი იყო და წამსვე ამოვატრიალე და ოტახის კარიც გაიღო. -ზეინი სადაა? - გაკვირვებულმა მკითხა მე კი მხრები ავიჩეჩე. -არ ვიცი, - უმანკო სახით გავხედე. -აჰ, კარგი, - თავი მოიქექა ნაილმა და დაბნეულმა გამომხედა, - ლუდს მივცემ, - ბოთლი ამიწია რომ დამენახა შემდეგ კი კარები მიხურა. ღრმად ამოვისუნთქე, ღმერთო! სწრაფად რომ არ გვემოქმედა შეილებოდა შემოესწრო! ცოტახანში ნაილიც დაბრუნდა, ოთახში ღიმილით შემოვიდა და გვერდით მომიჯდა. -აბა რამე იპოვე? -ჯერ ვეძებ, - ღიმილითვე ავხედე და თმები კიდევ უფრო გადმოვიგდე მარჯვენა მხარეს. -ამდენი ხანი? -ჰო, ჯერ ვერ ვიპოვე საჭირო მასალა. -კარგი, - ნიალმა ჩაიცინა და წიგნი გადაშალა. სახეზე წამოვხურდი და თავი წიგნში ჩავრგე. იმ ამბის შემდეგ მიჭირდა მობილიზირება, სულ ზეინზე მეფიქრებოდა. -რაღაც დაძაბული ჩანხარ, - სერიოხული სახით მკითხა ნაილმა და მას გავხედე. -ა-არა? გეჩვენება ალბათ, - დაბნეულმა თავი გავაქნიე და სულ წიგნში ჩავრგე თავი. დიდ შარში ვარ! ამის შემდეგ სახლში ისე წამოვედი ზეინი არ მინახავს, ჯერ არ იყო იმდენად დაღამებული და ნაილის გამოცილებაზე უარი ვთქვი. ქუჩაში ქარი უბერავდა და თმებს მირევდა, როგორც იქნა ძლივს მივაღწიე სახლში და მეორე სართულზე ჩემს ოთახში ავედი, იმ წამსვე აივნიდან ლილი გადმოძვრა, ალბათ ლიამმა მოიყვანა. გამიღიმა შემდეგ კი ღიმილი სახეზე გაუქრა და ჩემსკენ გაფართებული თვალებით დაიძრა. გაკვირვებული შევიძმძნე. -რა მოხდა? - შეშფოთებულმა ვკითხე. -ეს ვინ გაგიკეთა? - ასევე შეშფოთებულმა მკითხა და ხელით კისრისკენ მიმანიშნა. ო არა! წამსვე თმით დავიფარე ის ადგილი. -არავინ! - მაშნვე ვიუარე. -ანაბელ რა მოგივიდა?! - არ მეშვებოდა ლილი. -რაღაცას მივარტყი ქუჩაში რომ მოვდიოდი, არაფერია ლილი. -ანაბელ ნუ მატყუებ! დროზე მითხარი ვინ გაგიკეთა. -ღმერთო! - ამოვიხვნეშე, საწოლში ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. -ნაილი იყო? - დაეჭვებულმა მკითხა ეველინმა. -ღმერთო არა! - წამოვიყვირე მაშნვე. -აბა ვინ იყო? -ზეინი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.