შეგეჩვიე III
დღეს ქორწილი მაქვს. ნუთუ ეს მართლა ხდება. ისე ქორწილი თუ არა ეგეც არის რაა 500 კაციანი. მხოლოდ 4-ნი ვიქნებით. გუშინს მერე მიტრიალებს თავში თებეას სიტყვები. - ვეცდები გაგაოცო. ნეტა რას მოიფიქრებს ეს გადრეული გოგო. კარზე გაბმული ზარია. ეჭვიც არ მეპარება დაჩი იქნება.აბა რა მოასვენებს მაგას. -სიძეს სიცოოცხლე, ჰაა ძმა მზად ხარ შენი ნებით გაყო ყულფში თავი. -რა დებილი ხარ დაჩი. ხო იცი რომ ისედაც ჩემი გადაწყვეტილება იყო ეგ. -კაი ხო რას იბოღმები დილიდანვე. ამსაღამოს უჰუჰუუჰუ რა გელოოდება. - წარბები ინტრიგნულად აათამაშა. -შე სი*ო ხო იცი ეგეთი არაფერი მოხდება თებეასთნ მაგრამ სხვასთან არ ვიტყვი უარს. ისე რა ძმაკაცი ხარ შენ „მალჩიშნიკიც“ კი არ მომიწყვე. -აუ ჩემი, ეგ როგორ არ მომაგონდა. არაუშავს ქორწილის მერე არ მიიღებ? -ბაზარი არაა, როდის იყო უარი მითქვამს. -კაი მიდი მოემზადე ალბათ გოგოები გველოდებიან. სარკეში ვიხედებოდი და მართლა ნარცისივით ვტკბებოდი ჩემი თავით. არ ვაჭარბებ ნამდვილად სიმოპათიური ვარ. -ნაღდი დორიან გრეი ხარ ძმა. დაიწვას ლამაზი კაცის გაჩენის დღე. - ჩართო ჩვეული ხუმრობა დაჩიმ. -სახე უნდა დაგისერო თორე ძლივსღა იგერიებ გოგოებს. მაგრამ აწი ცოლი მოგიგერიებს. -ახარხარდა. - რას მითქვია შენთან ბენ ბარნსი, მე რომ ოლივერ პარკერი ვყოფილიყავი შენ აგიყვანდი ამ როლზე. -ეე მიდი რაა. რომ არ იღლები? შენ და შენი ინტელიგენტური იუმორი. თებეას დავურეკე და ნატუკამ მიპასუხა. მითხრა რომ უკვე მზად იყვნენ და შეიძლება მივსულიყავით. ველოდებოდი როდის ჩამოვიდოდა. ერთი სული მქონდა შემეხედა როგორ გამოიყურებოდა. ლოდინი დიდხანს არ დამჭირდა. დაჩიმ მუჯლუგუნი მომარტყა სადარბაზოსკენ გავიხედე და რაც დავინახე ენით იმის აღწერა შეუძლებელია. თეთრი, მოკლე სიფრიფანა კაბა ეცვა თებეას. მკლავებზე გადმოშვებული, შუა მკლავიდან გაშლილი. საკმაოდ ღმა დეკოლტე რომლისგანაც მისი მკერდი მოსაკრეფად გამზადებული ვაშლებივით მოსჩანდა. სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა და მოზღვავებული მაჯისცემა ვიგრძენი. ნერწყვი ისე მძიმედ გადავყლაპე ყელი მეტკინა. გაშლილ თმაზე მინდვრის ყვავილების გვირგვინი ქონდა დამაგრებული. ფეღზე ბაცი ვარდისფერი „ბასანოჩკები“ ეცვა. თითზე ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა, გულზე კი ლამაზი ვარდის ფორმის კოლიე. ისეთი ლამაზი იყო ქალღმერთს გავდა. მომინდა დაუსრულებლად მეცქირა მისთვის. არ დავიღლებოდი მისი შესწავლით. ყოველი შეხედვისას ახალ ახალ რამეს ვპოულობდი მასში. ახლა შევნიშნე რომ ცხვირთან ხალი აქვს და მარჯვენა ფეხის მუხლზე შრამი. დაჩის გავხედე და მას ჩემზე გამოშტერებული სახე ქონდა. -აუ რა კარგები არიან. დავ*ლევდი ტოო. - იმდენად იდიოტური გამომეტყველება ქონდა სიცილი ამიტყდა. -ასე სასაცილოდ გამოვიყურებით? - უკმაყოფილო სახით წარმოთქვა ნატუკამ. -არა პირიქით, ძალიან ლამაზები ხართ. ნამდვილი აფროდიტე ხარ. - ეს აფროდიტე სადღა მოაფიქრდა, გამეცინა. -არა მე უფრო ანტიგონე, აფროდიტე თებეაა. -არ ჩამორჩა ნატუკა. ეს ორი ერთად უკვე კლასიკაა. -კარგი გეყოფათ, წავიდეთ. - თებეა ჩაერთო საუბარში. ქორწინების სახლში მივედით. მე და თებეა წინ მივდიოდით. თებეას ხელკავი ქონდა ჩემთის გაკეთებული და მომღიმარი სახით მომყვებოდა გვერდით. უცხო თვალს რომ შემოეხედა იტყოდა რომ ერთმანეთზე ძლიერად შეყვარებული წყვილი ვიყავით. უკან დაჩი და ნატუკა რაღაცაზე სიცილით იხოცებოდნენ. თებეამ მრისხანე თვალებით გახედა მათ და ორივემ დამყოლი ბავშვებივით შეწყვიტეს სიცილი და დასერიოზულდნენ. ხელისმოწერის ცერემონია დავიწყეთ და რეგისტრატორმა წარმოთქვა. -ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მეუღლეებს შორის უფლება-მოვალეობებს წარმოშობს. მე და თებეამ ერთმანეთს გავხედეთ და ნდობის ნიშნად ერთმანეთს გავუღიმეთ. როდესაც რეგისტრატორმა ფიცის თქმა შემოგვთავაზა ორივემ ერთად ვთქვით, რომ ამას გამოვტოვებდით. უბრალოდ იმიტომ ,რომ რასაც ვაკეთებდით ყოველგვარ ფიცზე და სიტყვებზე მაღლა იდგა. ბეჭდები გავცვალეთ და ჩვენი გადაწყვეტილება ხელის მოწერით დავადასტურეთ. იქედან წამოსულზე ვერ ვიჯერებდი რომ ეს ნამდვილად გავაკეთე და რამოდენიმეჯერ ხემზეც დავიხედე ხომ არ მეჩვენებოდა და ნამდვილად მეკეთა საქორწინო ბეჭედი. -რა სახეები ჩამოგტირით დაქორწინდით რაც არ უნდა იყოოთ, აბა გაიღიმეთ ფოტო გადავიღოთ.- ყველანი მოვემზადეთ და ფოტოც გადავიღეთ. მერე მარტო მე და თებეამ გადავიღეთ. წელზე ხელი მოვხვიე და ჩემსკენ მივიზიდე. პროტესტი არ გამოუთქვამს უბრალოდ ლოყები შეეფაკლა და გულში სიამოვნება ჩამეღვარა. -წამო, სადმე დავჯდეთ, ცოტა დავლიოთ და ავღნიშნოთ. გეის სახელთან გამომშვიდობება. -წამო, რატომაც რა. - მხარი აუბა ნატუკამ. შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა ან რატომაც არა. იქვე ახლოს მდებარე კაფეში შევედით და მაგიდას შემოვუსხედით. თებეას მოუსვენრობა შევატყვე მაგრამ არაფერი ვკითხე, რადგან ვიცოდი რომ თუ საჭირო იქნებოდა თვითონვე მეტყოდა რაშიც იყო საქმე. შევამჩნიე რომ წინა მაგიდიდან ერთი ბიჭი თებეას თვალს არ აცილებდა და ეს მაღიზიანებდა. უცებ წამოდგა და ჩვენი მაგიდას მოუახლოვდა. თებეა უცებ წამოდგა ფეღზე. იმ ბიჭს მიუახლოვდა ხელი ჩაკიდა და გარეთ გაიყვანა. რაღაცაზე კამათი დაიწყეს და მივხვდი რომ უნდა გავსულიყავი და გამეგო რა ხდებოდა. -დაწყნარდი ხომ გითხარი გავთხოვდითქო და არ გინდა გეხვერწები. -შენ გოგო სულ გამოშტერდი?, რას ქვია გათხოვდი. იმის ღირსებიც არ ვიყავით რამე გეთქვა? თუ დაორსულდი და შეეტენე იმ ბიჭს? -ნიკა გეხვერწები შეურაცხყოფას ნუ მაყენებ, ხომ იცი ეგეთს არაფერს ვიკადრებ. -მაინდამაინც გინდა დეიდაშენს გული გაუხეთქო? ჯერ ის არ გკმარა სახლში რომ ჩაგვისახლდი და ახლა შენს გამო ხალხის სალაპარაკოც უნდა გავხდეთ? -ჩემს გამო თქვენ სახელი არასდროს გაგიტყდებათ, ერთადერთი ვინც დეიდას მოკლავს შენ ხარ. შენი უტაქტო საქცილებით და ვითომ კაი ბიჭობით. მე არც ნარკომანი, ქურდი და ნაძირალა ვარ შენგან განსხვავებით და არც სხვისი ცოდვა მადევს კისერზე. - თებეამ ეს უთხრა თუ არა იმ არაკაცმა სილა გააწნა. თავში სისხლი ჩამექცა წაქცეული თებეას დანახვისას. სისხლმა დუღილი დაიწყო და გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა. მზად ვიყავი ეს დამპალი დაუფიქრებლად გამეგზავნა საიქიოში. თებეას მივვარდი წამოვაყენე და მისი გამსკდარი ტუჩიდან მომავალი სისხლის დანახვისას სიბრაზე გამიორმაგდა. თებეას ხელი გავუშვი იმ ნაგავს მივვარდი და ცემა დავუწყე. ... საშინელი წვა ვიგრძენი ტუჩის კუთხეში და პირში საშინელი ჟანგის გემო ვიგრძენი. მივხვდი რომ სისხლი მომდიოდა. გაცეცხლებული იოანე მომვარდა და ფეღზე წამომაყენა. ჩემი გახეთქილი ტუჩის დანახვისას ყელზე ძარღვები დაებერა და თვალები ჩაუსისხლიანდა. იმ მომენტში ცოტა შემაშინა კიდეც მისმა გამომეტყველებამ. ხელი გამიშვა ა ნიკაც უმოწყალოდ დაუწყო ცემა. მათ გაშველებას ვერ მოვახერხებდი და დაჩის დავუწყე ძახილი. ის და ნატუკა უცებ გამოვარდნენ და დაჩიმ ძლივ გააშვებინა იანეს ნიკა. -კაი თუ ძმა ხარ შარს გადაგყრის ეს , წავიდეთ. -იოანე გთხოვ არ გინდა, - ნიკასთვის მოღერებულ მუშტს ავეფარე და სიტუაციას გამოვარიდე. -კიდე თებეას უმადლოდე რომ არ შემომაკვდი შე არაკაცო. - მაინც მიაძახა ძირს წაქცეულ და ნაგავში ერთიანად ამოგორებულ ნიკას. დაჩის და ნატუკას დავემშვიდობეთ და სახლში წამოვედით. მთელი გზა ხმა ამოუღებლად იჯდა იოანე და ვატყობდი რომ სიბრაზეს ჯერ კიდევ არ გადაუვლია. ძალიან დიდი სიჩქარით მივდიოდით და ცოტათი შემეშინდა კიდეც. საჭეზე ჩაბღაუჭებულ თითებზე ხელი დავადე. ისე შეკრთა თითქოს შორეული ფიქრებიდან გამოვარკვიე. ერთი შემომხედა, არაფერი უთქვამს და ჩემთვის უცნობ ადგიზე გაჩერდა. ამ არეულობაში ისიც კი დამავიწყდა უკვე გათხოვილი რომ ვარ და საცხოვრებლად იოანესთან უნდა გადმოვსულიყავი. ლოგიკურად მივხვდი რომ მის სახლთან გავჩერდით. ისევ ხმა ამოუღებლად გააღო საბარგული ჩემი ჩემოდანი ამოიღო და წინ წამიძღვა. მესამე სართულზე გავჩერდით. კარი გააღო და დიდ და ნათელ ბინაში აღმოვჩნდით. იქაურობა ძალიან ლამაზად და კომფორტულად იყო მოწყობილი. იოანემ ჩემოდნები იქვე დაყარა და ოთახში გაუჩინარდა. 2 წუთში პირველადი დახმარების ყუთით დაბრუნდა. იქვე დივანზე დამსვა, ჩემს წინ დაიმუხლა და ნატკენ ტუჩზე სპირტიანი ბამბა დამადო. საშინლად ამეწვა და ამოვიკვნესე, შეშინებულა ხელი ინსტიქტურად უკან დაწია. -მაპატიე, ამის უფლება არ უნდა მიმეცა. -არა შენი ბრალი არაფერია, უბრალოდ არაკაცია. დაივიწყე რაც მოხდა. -კარგი, მოდი სახლს დაგათვალიერებინებ. - ხელი ჩამკიდა და ყველა ოთახი მომატარა. ბოლოს ერთ ოთახთან გაჩერდა და მითხრა რომ ის ჩემი ოთახი იქნებოდა. კარი შევაღე და ინტერიერი კარგად ქონდა შერჩეული მომეწონა მისი გემოვნება. თეთრი საწოლი, ყავისფერი კარადა და ამავე ფერის ფარდები, თბილ და მყუდრო გარემოს ქმნიდა. -შენთვის მოვაწყვე. ადრე აქ დაჩი რჩებოდა ხოლმე და არც ისე სახარბიელო მგომარეობაში იყო, ცოტა რაღცეების შეცვლა დამჭირდა. -მადლობა ყველაფერი ძალიან ლამაზია, -კარგი ახლა დაგტოვებ დაისვენე. დილით შევხვდებიტ ცოლუკა.- თვალი ჩამიკრა და კარი გაიხურა. ღრამად ამოვისუნთქე და ლოგინზე მოწყვეტით დავეშვი. არაჩვეულებრივი დასაწყისია ახალი ცხოვრების, რა იღბლიანი ვარ, საკუთარ ბედზე მეცინებოდა. ყველფერი კარგად მოვათვალიერე და მომეწონა, გემოვნებას ნამდვილად ვერ დავუწუნებდი. კარადაში ჩემი ნივთები შევალაგე. აბაზანა მივიღე და ემოციური დღის შემდეგ მკვდარივით ჩამეძინა. ... საშინელი მსხვრევის ხმამ გამომაფხიზლა. თავიდან არ შევიმჩნიე მაგრამ მერე დავფიქრდი რა უნდა ყოფილიყო და სასწრაფოდ წამოვვარდი ფეღზე. თვალი მოვავლე მისაღებს აქ ყველაფერი რიგზეა. სამზარეულოში შევაბიჯე და როცა ბართან ჩამუხლული თებეას გაშტრებულ თვალებს და აჭარხალებულ სახეს რომ წავაწყდი მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო. მერეღა მივხვდი რომ მის წინ ტრუსის ამარა ვიდექი. უცებ წამოდგა და ხმაამოუღებლად მიბრუნდა. დამავიწყდა უკვე მარტო რომ აღარ ვცხოვრობ და არაა სასურველი ტრუსით სიარული. -მაპატიე თუ გაგაღვიძე მე, მე, უბრალოდ შემთხვევით თეფში დამივარდა. - ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი. ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა ამ მომენტში. -არა შენ მაპატიე. ასე აღარ მოვიქცევი. უბრალოდ დამავიწყდა უკვე ცოლო რომ მყავს და ყავას თუ გამიკეთებ უფრო დავიმახსოვრებ. -კარგი გაგიკეთებ. - მაცდურად ჩაიცინა და საღამურის შორტს ქვემოთ დაუწყო ქაჩვა. სავარაუდოთ არ ელოდა რომ ასე ადრე გავიღვიძებდი და გარისკა სამზარეულოში ღამის პერანგით გამოსვლა. მალინისფერი მაისური და შორტი უზადოდ უხდებოდა მის სხეულს. თმა უსწორ მასწოროდ ქონდა მხრებზე ჩამოყრილი. მოღებულ ზურგზე დიდი ხალი უჩანდა. თითქოს ჩემი მზერა იგრძნო და წინ გადაწეული თმა უკან გადმოიშალა ისე რომ თითქმის სულ დაუფარა შიშველი ზურგი. იქ საინტერსო აღარაფერი იყო და ქვემოთ ჩავუყევი. უცებ დანა ხმაურიანად დადო მაგიდაზე და ისე რომ არც მობრუნებულა, მკვახედ მითხრა. -წახვალ ჩაიცმევ თუ კიდე დიდხანს უნდა მიყურო? -არ მაქვს უფლება ჩემს ცოლს ვუყურო? -გეყოფა იოანე წადი. ყავა და საუზმე მზადაა. კარზე ზარის ხმამ ჩემს ოთახშიც შემოაღწია მაგრამ მალე შეწყა და მივხვდი, რომ თებეამ გააღო და ვივარაუდე რომ დაჩი იქნებოდა მაგრამ ის ასე წყნარად არ იქნებოდა რამე დებილურ ხუმრობას დაახეთქებდა. ოთახიდან გამოვედი თან პერანგის ღილებს ვიკრავ და კარში ანჩო დავინახე. მაგარ შარში ვარ. მათ საუბარს შორიდან მივუგდე ყური იქნებ მშვიდობიანად ჩაევლო ყველაფერს და ჩეი გამოჩენით სიტუაციას გავაუარესებდი. -იო სახლშია გოგონი? -უკაცრავაად, ვიინ? -იოანეზე გეკითხები გოგონი. -გოგონი არა თებეა მქვია და იოანესთან რა საქმე გაქვთ. -ეგ შენი საქმე არაა, გაიწიე გამატარე. -რომ არ გაგატარო? -რომ გეუბნები გამატარეთქო. - თებეას ხელი კრა და უცერემონიოდ შემოაბიჯა სახლში. თებეს თვალები აენთო, ანჩოს მკლავში ძლიერად ჩაავლო ხელი და ისევ კარებში გაუძახა. ვგიჟდები ამ გოგოზე. -როგორ მიბედავ, ვინ მოგცა ამდენის უფლება. - დრო იყო გამოვჩენილიყავი თორე ანჩო კარგის არაფერს მოიმოქმედებდა, ვერაფრით მოვიშორე ეს ისტერიჩკა. -მე მივეცი ანჩო, ეს თებეაა ჩემი მეუღლე. - მეტი დამაჯერებლობისათვის თებეას წელზე ხელი მოვხვიე და გვერდზე მივიკარი. ისიც როლში შევიდა და მკლავი მომხვია. თან შევატყვე სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა როგორ გადაუარა. -მეღადავები იოო? ვინ არის ეს კახპა და ცოლს რატომ ეძახი. ეს რა რამე ხუმრობაა? -ეე გოგონი წესიერად ილაპარაკე, ჩემს რძალზეე რეებს იძახი. - საუბარში დაჩი ჩაერია, ხელში ყვავილები ეჭირა, თებეას თბილად აკოცა და ყვავილები მიაწოდა. ანჩო სიბრაზიდან პომიდორივით გაწითლდა მეგონა სადაცაა გასკდებოდა ბოღმისგან ისე გაიბერა. - არა ანჩო სიმართლეა. ასე რომ ჩვენი ურთიერთობა ისედაც დამთავრებული იყო მაგრამ მინდა რომ აწი აღარ შემაწუხო.- ცოტა უხეშად კი გამომივიდა მაგრამ ე ვუთხარი და კარი ცხვირწინ მივუხურე. -კიდე ბევრია ასეთი? - ირონიული სახით იკითხა თებეამ და ყავის ჩიქა მოიმწყვდია თითებს შორის. არათითზე ისევ ეკეთა ბეჭდები. ჩემდაუნებურად წამომცდა კითხავა. -ეგ ბეჭდები სულ უნდა გეკეთოს? - დაჩიმაც და თებეამაც გაოცებული სახეებით შემომხედეს. -არა, არაფერი, თუ გაღიზიანბს მოვიხსნი. - სასწრაფოდ მოიხსნა ბეჭდები, მაგიდაზე დაყარა და ოთახიდან გავიდა. - აუ რა იდიოტი ხარ . -კაი რა ვუთხარი საწყენი ტოო. - ალალად გამიკვირდა, ვერ მივხდი რატომ ეწყინა. -შენ გკიდია და გათხოვილი გოგო ყოველთვის ატარებს ბეჭდებს. ამით სტატუსი განისაზღვრება მისი. -კაი, სტატუსი არაა ის კიდე, დაიკიდე გადაუვლის. - ამ ლაპარაკში ვართ და თებეა ოთახიდან გამოვიდა, დაჩის დაემშვიდობა და წავიდა ისე რომ არაფერიც უთქვამს. ტელეფონი ავიღე და მივწერე. -ეს რას ნიშნავდა, სად წახვედი? -არ ვარ ვალდებული ანგარიში ჩაგაბარო.- გულწრფერად, რომ ვტქვა მართალი იყო მაგრამ მაინც არ მესიამოვნა მისი ეს ქცევა. ისე მის ადგილზე არც მე ჩავთვლიდი საჭიროდ მისთვის რამე ამეხსნა. ... -ნატუ აღარ ვიცი რა ვიფიქრო, მომენტში ისეთი თბილი და მზრუნველია თავი ნამდვილი წყვილი მგონია. მეორე წუთში კი ისე იქცევა თითქოს არც ვარსებობ და მისთვის სულ ერთია. იცი, დღეს ბეჭდების მოხსნა მომთხოვა. არც ჩემთვის ნიშნავს ეგ ბევრს არაფერს მაგრამ, მაინც ულამაზოდ გამოუვიდა. არ მისმენ ხოო? რა გჭირს. -რა მჭირს კი არა, ნახე რა ლამაზად ხართ ამ ფოტოში. როდის გადაიღეს ამ დამპლებმა. -ჟურნალიდან თავაუღებლად, თავისთვის ლაპარაკობდა. -რაა? რა ფოტო.- ჟურნალი გამოვართვი და იქ მე და იოანე ვიყავით. მას ჩემზე ხელი აქვს შემოხვეული მე კი ვიღიმი. სტატიის სათაური წავიკითხე. „სიმართლე თუ სკანდალისგან თავის არიდების მცდელობა“. სურვილიც კი არ მქონდა წამეკითხა.ნატუკასთანაც საუბარს აზრი არ ქონდა. ჯობდა სახლში მივსულიყავი. სახლში რომ შევედი, მისაღებ ოთახში დივანზე მოკალათებული შუა ხნის ქალნბატონი დამხვდა. მის სკათან შედარებით ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა , თუმცა, გამომწვევად ეცვა და მე შემრცხვა მის ნაცვლად. მისთვის ვერაფრის კითხვა ვერ გავბედე ისე შემომხედა ოთახში შესულს. -ესეიგი შენ ხაარ? - კარგად შემათვალიერა აუქციონის ლოტივით.- მეგონა უკეთესი გემოვნება ქონდა. - თავისთვის ჩაილაპარაკა და ისე მომინდა იმ რადიოზე დაყენებულ თმებში ვწვდომოდი. რა მჭირს ამ ბებრუხანას დასაწუნი, ვაპროტესტებდი გულში. ვივარაუდე, რომ იოანეს მორიგი ნაშა იყო, რადგან ფაქტია გასაღების გარეშე სახლში ვერ შემოვიდოდა და ჯობდა მას დავლოდებოდი სანამ რაიმე სავალალოს არ მოვიმოქმედებდი. ვცადე სიტუაცია ცოტა განმემუხტა. გავიუღიმე და ვკითხე. -ყავას ხომ არ მიირთმევთ? -უი, იცი მომზადება?არა და სოფლელი მეგონე. - უკვე გამაღიზიანებელი და დამამცირებელი იყო მისი საქციელი. ყველა დეტალში ცდილობდა ჩემთვის დაეცინა. -თქვენ წარმოიდგინეთ ვიცი. - ნაძალადევად გავუცინე -შენთვისვე უკეთესი, ერთ ნახევარი კოვზი ჩამიყარე შაქარი, არც მეტი არც ნაკლები. აი ახლა ხარ ცოდოო. როგორ გინდა ზუსტად ის რაოდენობა ჩაუყარო რომელიც უნდა. ისე რა ვალდებული ვარ ვიღაცას, თან ჩემი ქმრის საყვარელს ყავა მოვუდუღო და ისიც ზუსტი დოზით. უნდა ვცადო სხვა გზა არ მქონდა. მტელი ენერგია და ფაქტიურად ნახევარი სიცოცხლე შევალიე კოვზზე შაქრის განაწილებას. მოვადუღე და ამაყი სახით შექების მოლოდინში მივართვი უცნობ სტუმარს, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი, ყავა. ლამბაქი ინტერესით გამომართვა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ გამოცდას ვაბარებდი. პირველი ყლუპი მოსვა, ყელში გადააგორა და ისეთი სახე მიიღო მივხვდი რომ კარგი არაფერი მელოდა. არა და როგორ მეგონა რომ იდეალური ყავა მოვუდუღე.- ეს ნაგავი დედაშენს დაალევინე. -უცებ იღრიალა და ფინჯანს ხელი დაავლო. გულმა მიგრძნო რომ სულ მალე სახეზე ცხელი ყავის აბაზანას მივიღებდი და შავი სითხის მოლოდინში თვალები დავხუჭე და კაბის ბოლოებს ჩავებღაუჭე იმ იმედით რომ უკიდურეს შემთხვევაში ბრაზის გაქარვებაში მომეხმარებოდა. რაღაც დიდხანს დააგვიანდა სველი სითხის წვეთებს ჩემს სახეზე. ჯერ ცალი თვალი გავახილე მერე მეორე და რას ვხედავ, იოანეს განიერი მხრები მეფარება წინ. ნუთუ ყველაზე საინტერესო გამოვტოვე. გონება დავძაბე და შევეცადე მომხდარი აღმედგიან. სავარაუდოთ, იოანემ მაშინ შემოგვისწრო როდესაც ამ ქერათმიან ბებრუხანას ჩემთვის ყავა ზედ სახეში უნდა შემოესხა ის კი გადამეფარა და ჩემთვის განკუთვნილი სითხე ახლა მისი სახიდან უნდა ჩამოეინებოდე. ასეც აღმოჩნდა. იანეს გვერდით ამოვუდექი. მის თეთრ პერანგზე შავი ყავა მდინარეებივით მოედინებოდა. სახიდან ჩამოვარდნილი წვეთები კი იატაკზე ეცემოდა. კისრის ძარღვები დაებერა, თვალები გაახილა და მძიმედ ამოიოხრა. პირი დავაღე მინდოდა მეთქვა იმედია სხვა დროს შენი ქალები სახლში აღარ შემოგვივარდებიანთქო მაგრამ იოანემ დამასწრო. -ოხ ლუნა ხანდახან ისე მინდა დედაჩემი არ იყო. - რაო, დედაოო, გაოცებისა და გაოგნებისგან ენა მუცელში ჩამივარდა. ხან ერთს გავხედავდი ხან მეორეს. პირი დავაღე და დებილივით ვაცეცებდი თვალებს. აზრზე ვერ მოვდიოდი. როგორ თუ დედა. მას ჩემთან არასოდეს უხსენებია დედამისი. ალბათ სწორედ ამიტომ. მას რცხვენოდა დედამისის. იმხელა ნერწყვი გადავყლაპე ხველება ამიტყდა და იქვე დადებული წყლის ჭიქა ერთიანად გამოვცალე. იოანეს ჩემი შოკირებული სახის დანახვისა სახეზე სიბრაზე ოდნავ ჩაუცხრა და საულვაშე აუთამაშდა. აშკარა იყო რომ დამცინა. კარგად იხალისებდა შექმნილი სიტუაციით ყავის აბაზანები რომ არ მიეღო. საუბარი ისევ ჩემმა ახლად გამომცხვარმა დედამთილმა დაიწყო. ღმერთო როგორ არ უხდება ამ ქალს ეს სიტყვა. -აბა შვილიკო გამაცნობ, შენს მეუღლეს თუ თავად განვაგრძო მისი გაცნობა. -ზედმეტი რომ მოგივიდა თუ ხვდები ლუნა? - მისკენ წაიწია და კბილებში გამოცრა იოანემ. მის ხმაში პატივისცემის ნატამალიც არ იგრძნობოდა. ამან ცოტა გამათამამა. თუ დედა საკუთარი შვილისგან არ იმსახურებს დაფასებას სხვისაგან მითუმეტეს არ უნდა მოელოდეს. - ეს თებეაა, როგორც უკვე გაგიგია, ჩემი მეუღლე და მადლობელი დაგრჩები თუ უფრო პატივისცემით მოეპყრობი. -ვის, ამას უნდა მოვეპყრო პატივისცემით. - თითები ჩემი სახის ირგვლივ წრიულად დაატრიალა, აი თურმე ვისგან გამოყვა ასე ლამაზი, ჩამოთლილი თითები იოანეს. - ორსულად არის ხომ და იმიტო მოიყვანე ცოლად? -ყველას ეგრე რატომ გგონიათ. იქნებთ ფიქრობთ რომ სიყვარული არ შემიძლია ამის დედაც. მე ის ტკივილი წარსულში დავმარხე ახალი ცხოვრება დავიწყე. აი ეს - თითი ჩემსკენ გამოიშვირა- ეს გოგო არის ჩემი მომავალი. უბრალო, თბილი, კეთილი და მოსიყვარულე. მაგრამ შენ რას გიხსნი, ამ სიტყვების მნიშვნელობა ხომ შენთვის უცნობია. ბავშვობიდანვე მხოლოდ სიძულვილს და ბოღმას მინერგავდი. რაც საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი წამართვი და დამინგრიე, აღარ მოგცემ იმის უფლებას რომ კიდევ ერთხელ შენს ჭკუაზე გადამატარო და ის წამართვა რაც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. მე გაპატიე და ისეთი მიგიღე როგორიც ხარ. ძალიან გთხოვ ნუ გადამაქცევ შენნაირ ადამიანად არ მინდა. არც ის მინდა შენი ბინძური სულით თებეას მოუწამლო სიცოცხლე. ის ყველაზე ნათელი წერტილია ჩემთვის. მასთან მივჩვიე იმის კეთებას რაც სიამოვნებას მანიჭებს. ნაჭუჭიდან გამოვედი. არც ფული მაკლია არც ქალები მაგრამ ახლა ვგრძნობ ბედნიერებას. როცა დილით ვიღვიძებ გამოვდივარ და აღარ მავიწყდება, რომ ხალათი უნდა მოვიცვა, თებეა რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენო. აღარ მავიწყდება რომ შუაღამემდე სახლში მოვიდე რადგან ვიცი რომ ჩემს მოსვლამდე არასოდეს იძინებს. აღარ მავიწყდება რომ ნასვამი საჭესთან არ უნდა დავჯდე რადგან ახლა მე და მას ერთმანეთის მეტი აღარავინ გვყავს. ძალიან სწრაფად თუ მოვდივარ მისი შეშინებული სახე მახსენდება ვანელებ, მეშინია ჩემი სიკვდილით კიდე ერთხელ არ ვატკინო გული. იქნებ ეს მისთვის სულერთია მაგრამ მე მადარდებს. ისე მადარდებს როგორც არავინ არასაოდეს. არ ვიცი ეს არის თუ არა სიყვარული მაგრამ, რაც არ უნდა იყოს მე ეს მაბედნიერებს. დღეს რომ დროზე არ მოვსულიყავი და ეს ყავა თებეას სახეზე დამენახა გეფიცები დავივიწყებდი რომ დედაჩემი ხარ. ჩემს გამო მან უკვე მიიღო ერთხელ საზღაური და იმას მთელი ცხოვრებ ვინანებ. არც კი გაიფიქრო ოდესმე მისი დამცირება თორე განახებ რა შემიძია სინამდვილეში. - სრულად ვერ ვიაზრებდი რას ლაპარაკობდა. პირი გამიშრა. მეგონა მეჩვენებოდა ყველაფერი ის რასაც ლაპარაკობდა. არც ისეთი უდარდელი ყოფილა როგორც მე მეგონა. უბრალოდ მასაც დაუდგა მომენტი როდესაც მეტს ვეღარ გაუძლებდა დრო იყო ამოეშვა ყველაფერი რასაც ფიქრობდა რომ განთავისუფლებულიყო. დედამისს ხმა აღარ ამოუღია. გაბრაზებულმა ჩანთს ხელი დაავლო და კარი პრიტესტის ნიშნად საშინლად გაიჯახუნა. დავრჩით მარტო მე და იოანე. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ღირდა კი რაიმეს თქმა. ვერც ვიფიქრებდი მისთვის ამდენად მნიშვნელოვანი თუ ვიყავი. გულს მივენდე მასთან მოვედი და ჩავეხუტე. წამებშივე ვიგრძები ჩემს ზყრგზე შემოხვეული მისი ძლიერი მკლავები და თავი მის კისერში ჩავრგე. სულ რამოდენიმე წუთით ვიყავით ასე და გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი ისე გამიშვა ხელი, გვერდით გამწია, თავისი ოთახისკენ წავიდა. უცებ გაჩერდა, მობრუნდა და თვალებში არც კი შემოუხედავს ისე მითხრა. - რაც ვთქვი ყველაფერს ნუ დაიჯერებ უბრალოდ ასე იყო საჭირო. და ოთახის კარები მიიხურა. მე კი დავრჩი ასე ბოლომდე გაურკვევლობის ბურუსში გახვეული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.