შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Secret/საიდუმლო (თავი 17,18,19,20)


2-03-2017, 15:34
ნანახია 2 257

-წამოდი, - ქვემოდან ამომძახა ზეინმა. ხელები აივნის კიდეებს მაგრად ჩავჭიდე, არ ვიცოდი რა მექნა და თავი მისგან როგორ დამეღწია. მთელი დღეა ჩემი და ჰარის საუბარი თავში მიტრიალებს.
-არ შემიძლია, - ჩუმად ჩავსძახე და კბილებით ლოყის შეიგნიდან ხორცის კვნეტა დავიწყე.
-რა? - სახე მოექუფრა ზეინს.
-არ შემიძლია, ბევრი სამეცადინო დამიგროვდა. შემდეგისთვის გადავდოთ, - ის ის იყო უკან უნდა შევბრუნებულიყავი, რომ ზეინმა ჩემი სახელი ხმამაღლა დაიძახა და მეც შეცბუნებული სწრაფად შემოვტრიალდი.
-ჩუმად გაიგონებენ! - ბრაზით ვუთხარი და საჩვენებელი თითი ტუჩებზე მივიდე. ზეინს ბოროტად გაეცინა.
-ან ჩემთან ერთად ახლავე წამოხვალ, ან იგივეს გავიმეორებ, - თავხედურად მომაჩერდა ქვემოდან. თვალები გადავატრიალე და დაჟინებით მივაჩერდი.
-ანაბელ, - ჩუმად თქვა, მე კი თავი გავაქნიე, - ანაბელ! - ცოტა უფრო ხმამაღლა წამოიძახა.
-კარგი! კარგი! - თვალებგაფართოებულმა ჩავძახე, - ფეხზე გამოვცვლი და ჩამოვალ!
-ხუთ წუთს გაძლევ თორემ ვიყვირებ, - ხითხითით ამომძახა, თვალები კიდევ ერთხელ გადავატრიალე მის მომთხოვნელობაზე. ფეხზე ჩავიცვი და აივნიდან გადმოვძვერი. როდესაც საკმაოდ ქვევით ვიყავი, ზეინი წელში მწვდა, ძირს დამსვა და თავი ჩემსკენ გამოწია, მაგრამ ხელები გულზე მივადე და გავიწიე.
-რა გჭირს? - გაკვირვებულმა მკითხა.
-არაფერი, - მხრები ავიჩეჩე, - სად მივდივართ? - ვითომც არაფერიო ისე შევეკითხე. ზეინმა წარბები შეკრა და ისე მომაშტერდა, მე კი უდანაშაულოდ გავიღიმე.
-წამოხვალ და ნახავ, - ხელი მაგრად ჩამჭიდა და თან წამიყოლა.
-შეაკეთე? - აღტაცება ვერ დავფარე მოტოციკლი რომ დავინახე.
-არაა ჩემი- ამოილუღლუღა ზეინმა. ახლოს რომ მივედით მართლაც შევამჩნიე განსხვავება მოტოციკლეტებს შორის. თავზე ჩაფხუტი დამაფარა, შემდეგ თვითონაც მოირგო, ორივენი ბაიკზე შემოვჯექით ხელები წელზე მჭიდროდ შემოვხვიე და ზეინმაც დაძრა. ნელა ატარებდა. მიუხედავად იმისა რომ დღეს ჰარიმ ასეთი რამ მითხრა მასზე,მასთან მაინც დაცულად ვგრძნობ თავს.რამდენიმე ხნიანი მგზავრობის შემდეგ მოტოციკლეტი ტყესთან შეაყენა, იქიდან ფრთხილად გადმოვედი. ყურთასმენა დავძაბე რადგან შორიახლო ხმაური მესმოდა. ზეინმა ფრთხილად მომხსნა ჩაფხუტი,შემდეგ თვითონ მოიხსნა,ცოტა მოშორებით დავინახე რომ ცეცხლი ენთო და ბიჭების ყიჟინა აყრუებდა არემარეს,ზეინმა კიდევ ერთხელ ნაზად მაკოცა ტუჩებზე და მათკენ წავედით,როდესაც ჩვენ დაინახეს ყველა მოგვესალმა. ხის კუნძთან მივედით, ზეინი ზედ ჩამოჯდა, მე კი შევყოვნდი ადგილს ვათვალიერებდი დასვრილი ხომ არ იყო, რაზეც ზეინს გაეცინა, ხელით დამქაჩა და თავისთან ახლოს დამისვა, შემდეგ კი მკლავი მხრებზე გადამხვია. ჩვენს გვერდით მჯდომი ბიჭებს ხელში სიგარეტი ეჭირათ და ერთმანეთს აწვდიდნენ.როდესაც ზეინს ჯერი დადგა მანაც მოქაჩა და თეთრი ბოლი რგოლებად გამოუშვა. შემდეგ კი მოსაწევი სხვას გადააწოდა. კოცონის ცეცლის ნათება მის სახეზე ლამაზ აჩრდილებად ეფინებოდია, ის იმდენად სიმპატიური იყო რომ ვერც კი მივხვდი რომ მივაშტერდი, ტრანსიდან კი მისმა ღიმილმა გამომარკვია რაც იმას ნიშნავდა რომ შემამჩნია როგორ ვაკვირდებოდი. თავი წამსვე დარცხვენილმა გამოვსწიე და ვიგრძენი ლოყებზე ალმური როგორ მომედო. ჩემს რეაქციაზე უფრო გაეცნა და ცალი ხელით გულში ჩამიკრა. მეც სიამოვნებისგან გავინაბე და ხელები წელზე შემოვხვიე, თვალები დავხუჭე და მისი მამაკაცის სურნელი ხარბად ჩავისუნთქე. სახე გამებადრა როდესაც ფილტვები მისი სურნელით აღივსო და ვიგრძენი როგორ მისვამდა ხელს ზურგზე ზემოთ-ქვემოთ და ასე მეფერებოდა. თავს ამდენი ხნის შემდეგ როგორც იქნა ბედნიერად ვგრძნობდი, ამ პატრა ჟესტითაც კი და ეს მახარებდა.
ამ პატარა და ლამაზმა მომინტმა, სულ გადამავიწყა ჰარის დარიგებები და სახე სიამოვნებისგან გაღიმებულმა წამოვწიე და ხესთან მდგარი კრისტინა დავინახე, ლუდის ბოთლით ხელში. სახემოღრეცილი მოგვშტერებოდა. არ ვიცი, რატომ მაგრამ მესიამოვნა რომ ვაღიზიანებდი. ყველანაირად ცდილობდა ზეინის ყურადღება მიეპყრო, ძალიან თამამ მოძრაობებს აკეთებდა,შემიძლია დავიფიცო,რომ ზეინი ამ ყველაფერს ხედავდა,თუმცა ოსტატურად არიდებდა თავს. ბოროტად გავიღიმე და ზეინს კიდე უფრო ავეკარი, რაზეც მან უფრო მაგრად მომხვია ხელები, მისი სხეულის ვიბრაციაზე კი ვიგრძენი რომ ჩუმად ეცინებოდა ჩემს რეაქციაზე, ცოტათი შემრცხვა მაგრამ არ მანაღვლებდა, ზეინი ახლა ჩემი იყო და არ ვაპირებდი მისი ტავი ისეთი ბოზებისთვის დამეთმო ან გამეყო როგორებიც კრისტინა და მარტინა არიან.
და ამ წამს გავაანალიზე რომ არც ისეთი კარგი ადამიანი ვარ, როგორიც თავი მეგონა რომ ვიყავი. თვალები კრისტინას ნერვებისმომშლელ სახეს მოვაშორე და ზეინის მზერის მიმართულებით გავიხედე და ნაცნობი სილუეტი დავლანდე რომელიც..
უცებ ზეინმა სახე მოატრიალა და თავისი ბაგე ჩემსას ვნებიანად დააწაფა, რაც სავსებით მოულოდნლი იყო, თავიდან ფიქრები გამეფანტა, მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ ეს კოცნა სპეციალური იყო რომ არ დამენახა რაც ხდებოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ზეინს ხელები მკერდზე ნაზად მივადე, გავწიე და ლიამისკენ გავიხედე, რომელიც ვიღაც უცნობს კოცნიდა.
-ვერ ვიჯერებ, - წყენით დავილაპარაკე. ლილი სახლში ნერვიულობს მასზე,ტირის და ამბობს რომ ენატრება,ლიამი კი სხვა გოგოსთან არის?!
ზეინს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვიღაც ბიჭებმა შეგვაწყვეტინეს.
-კოცონიდან უკან დაიხიეთ, - არტაცებით სავსე ხმით გვითხრეს. ყვ ელანი წამოიშალნენ, მე კი გაკვირებული წამოვდექი. ზეინს ავხეე. მისი სახე ღიმილს მოეცვა, თვალებში კი ცეცხლის ენები უელვარებდა.
-რა ხდება? - გაკვირვებულმა ვკითხე როდესაც უკან გამიყვანა.
-უყურე და ნახავ, - ჩემს უკან დადგა, ხელები წელზე მომხვია და თავი კისერში ჩარგო.
ბიჭები ცეცხლს მიუახლოვდნენ, ხელში არყის ბოთლები ეკავათ, წარბები შევჭმუხნე რა ჯანდაბას შვებიან?
შევხტი, შეცბუნებულმა წამოვიყვირე და პირზე ხელი ავიფარე როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა არაყი ცეცხლს დაასხა, მისი ენები იმხელაზე ავარდნენ ცაში რომ ის ბიჭი ლამის დაწვეს. მგონი ჩემს გარდა აქ შეკრებილი საზოგადოებიდან ყველა იცინოდა. ზეინიც კი.
-იდიოტი, - სიცილის დროს თქვა და მე შემომხედა. ჩემი შეშინებული სახე რომ დაინახა, გაიკრიჭა, - ნუ გეშინია არაფერი დაშავებია. - თავისი ჭკუით დამამშვიდა და ისევ კოცონს გახედა.
ის ბიჭი, რომელის წამის წინ ლამის დაიწყვა, ტაშით და სტვენით გამოაცილეს, თან ზურგზე ხელებს უბარტყუნებდნენ. შემდეგ კი შორიდან დაისყეს ალკოჰოლური სასმელების კოცონისკენ სროლა, რაზეც ცეცხლი კიდევ უფრო და უფრო იზრხებოდა.
-აი სანახაობაც იწყება, - აღტაცებით თქვა ზეინმა და იქითკენ მიმახედა საითაც უკვე ტრამპლინები დაეყენებინათ. ერთმა მოტოციკლეტისტმა შორიდან აიღო სისწრაფე, ტრამპლინზე აფრინდა, ზუსტან ცეცხლის წვერების სიმაღლის წერტილში ამოტრიალდა და ძირს უსაფრთხოდ დაეშვა.
თვალებგაფართოებული და პირდაღებული მივჩერებოდი ამ სანახაობას, ექსტრემი და ადრენალინი ერთანად მომაწვა სხეულში, ისე რომ ვერც ვკი ვგრძნობდი როგორ მიკანკალებდა ფეხები.
-ვაუ, - აღმომხდა როდესაც უფრო რთული ილეთი გააკეთა ერთ-ერთმა. ამან კი როგორც ჩანს ზეინის ყურადღება მიიქცია და შოუდან მზერა ჩემზე გადმოიტანა.
-ყველაფერი რომ არ მქონდეს ჩამსხვრეული განახებდი რა არის ნამდვილი შოუ-დანანებით ჩაილაპარაკა, ხელები კი უფრო მჭიდროდ მომხვია და მაგრად მიმიკრა მის მკერდზე -ამ საქმეში ვერც ერთი ვერ და ვერც ვერასდროს მაჯობებს! - თავმომწონეთ თქვა, მე კი მასზე გამეცინა.
ცეცხლი რომ მინელდა ბიჭებმაც შეწყვიტეს გიჟური ილეთების კეთება და ნელ–ნელა ყველამ სხვა ადგილას გადაინაცვლა. მე და ზეინი ჩვენს კუნძზე დავბრუნდით. თავი მის მხარზე ჩამოვდე და წინ გავიხედე.
–ჰეი ზეინ –შორიდან ლიამის ხმა მომესმა, თავი წამოვწიე და მას შევხედე, როგორც კი დამინახა რომ მეც იქ ვიყავი ნაბიჯებს შეუნელა და კეფის ფხანით მოვიდა ჩვენამდე.
ზეინს ხელი ჩაურტყა და მე უბრალოდ თავის დაქნევით მომესალმა.
–დიდი ხანია აქ ხართ? – იკითხა და ჩვენს წინ, მიწაზე, ჩამოჯდა.
–თუ იმიტომ კითხულობ რომ გაიგო დაგინახა თუ არა ანაბელმა როგორ კოცნიდი ვიღაც გოგოს, საქმეს გაგიმარტივებ და პირდაპირ გეტყვი რომ დაგინახა.– ნიშნის მოგებით უპასუხა ზეინმა და ლიამს მიაშტერდა.
ლიამმა თვალები დაუბრიალა ზეინს და შემდეგ კი მე გამომხედა დამნაშავის თვალებით.
–ლილი შენზე ნერვიულობდა –ვუთხარი და თავი გავიქნიე.
ლილის და ლიამს თითქოს ისეთი იდეალური ურთიერთობა ქონდათ, ვიცოდი რომ ლიამი უცოდველი არ იყო, მაგრამ მაინც ვერ წამოვიდგენდი რომ ლილის ესე მოექცეოდა.
თვალები გადავატრიალე, როდესაც თავის ჩვეულ ადგილას მდგარი კრისტინა დავინახე. თითებით თავის ისედაც მოკლე კაბას აწვალებდა და ქვედა ტუჩს იკვნეტდა. თვალები გამიფართოვდა, როდესაც ხელები მკერდისკენ წაიღო და თავისი ისედაც დიდი დეკოლპტე კიდევ უფრო გაიდიდა, თავისი დიდი მკერდი გამოაჩინა და ზეინს თვალი ჩაუკრა. ეჭვიანობამ ერთიანად მოიცვა ჩემი სხეული და დაბღვერილი მივაჩერდი კრისტინას, მაგრამ თითქოს თავზე ცივი წყალი გადამასხესო ისე გავხევდი, როდესაც ზეინი ფეხზე წამოდგა და კრისტინასკენ წავიდა.
–მოვალ მალე –როგორც ჩანს ზეინს ნებისყოფა არ ეყო. ჩემს თავს ვსჯიდი რომ ასეთი ბავშვური ვიყავი და არა კრისტინასავით მიმზიდველი ქალი. თავს საშინლად დამცირებულად ვგრძნობდი, როდესაც იმ ქალის სახეზე გამარჯვებულის ღიმილს ვუცქერდი.
მისგან მზერა ლიამისკენ გადავიტანე, რომელიც ამდენი ხანი ჩუმად იჯდა.
–ვწუხვარ, –თქვა და ფეხზე წამოდგა. –მართლა– დააყოლა და ცოტა ხანში ისიც მომშორდა და სადღაც გაუჩინარდა. თვალი ისევ ზეინისკენ და კრისტინასკენ გამექცა, შევნიშნიშნე როგორ წაიღო კრისტინამ ხელი და ზეინს წელზე შემოხვია, ამის დანახვაზე თითქოს მუცელში რაღაც ჩამწყდა. ზეინმა მისი ხელი მოიშორა, რაღაც უთხრა და ჩემკენ წამოვიდა.
ნელ–ნელა ვრწმუნებოდი რომ აქ წამოსვა სრული სისულელე იყო, ჰარისთვის უნდა დამეჯერებინა, როცა მითხრა რომ ზეინისგან თავი შორს დაემჭირა.
ამოვიოხრე, როცა ზეინი ისევ გვერდით მომიჯდა. საკოცნელად წამოიწია, მაგრამ მაშინვე თავი გავწიე.
–მოხდა რამე? –დაეჭვებულმა იკითხა.
–არაფერი, სახლში მინდა წასვლა. წამიყვან?
ზეინი ისევ ჩემსკენ გამოიწია, მაგრამ თავი ისევ ავარდიდე.
–წამიყვანე, გთხოვ– შევევედრე.
–ვერ ვიტან როცა რაღაც არ ვიცი, მითხარი რა ხდება. ლიამმა გითხრა რამე? –საუბრის ტონზე დაეტყო როგორ დაიძაბა.
–არაფერია –კიდევ ერთხელ მოვიტყუე და წინ გავიხედე.
ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა, არც ზეინი და არც მე რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმას არ ვიღებდით, ზეინმა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ერთ ღერს მოუკიდა. სიგარეტი საკმაოდ მალე ჩაიყვანა ბოლომდე, დადარჩელილი ბიჩოკი კი შორს მოისროლა.სიჩუმეს ვეღარ ვუძლებდი ამიტომ ბოლოს მე დავიწყე ლაპარაკი.
–ჰარის დასთან იყავი? –გადავწყვიტე სიმართლე გამერკვია და ზეინისთვის პირდაპირ მეკითხა რაც მაინტერესებდა.
–კი, მაგრამ შენ რატომ ხარ ამით დაინტერესებული? –ზეინი არ მოელოდა ამ კითხვას.
–შენ ის გამოიყენე?
–საიდან გაიგე, ჰარიმ გითხრა? –მე უბრალოდ თავი დავუქნიე მას და რამდენიმე წამით ისევ გავჩერდით ორივე.
–მან მითხრა რომ მისი და გამოიყენე და შემდეგ როცა მიიღე ის რაც გჭირდებოდა მაშინვე მიატოვე. მეც იმავეს მიპირებ? –ეს იყო ის რაც ყველაზე მეტად მაშინებდა.
–კიდევ რა გითხრა ჰარიმ? –ზეინმა ჩემი კითხვა დააიგნორა.
–ის რომ შენგან თავი შორს დამეჭირა.
–და მაგის გარდა კიდევ გითხრა რამე? –ზეინი უფრო მეტის გაგებას ცდილობდა.
–არა– თავი გავიქნიე.
–შემომხედე – მითხრა და თავი შემომატრიალებინდა.
–გპირდები არასდროს გაგაკეთებინებ ისეთ რამეს რაც შენც თითონ არ გენდომება. არ ვაპირებ შენს გამოყენებას –თვალებში ჩამაშტერდა. –გჯერა ჩემი?
არ ვიცი რატომ, მაგრამ გაუზარებლად მაშინვე თავი დავუქნიე. ზეინს ჩაეღიმა, ხელები მაგრად მომხვია და გულში ჩამიკრა.
***
ზეინისგან არც თუ ისე შორს ვიჯექი და ერთ ადგილს მივშტერებოდი. კრისტინაზე და ზეინზე ვფიქრობდი. ვერ გადამეწყვიტა დამესვა თუ არა მისთვის კითხვა, რომელიც ასე მიღრღნიდა სულს.
-ზეინ -მივმართე, მან კი ინტერესით სავსე მზერა მომაბყრო
-კრისტინას საიდან იცნობ?
-რატომ დაინტერესდი მისით? - წარბაწეულმა კითხვაზე კითხვით
მიპასუხა.
-ლამაზია -მხრები ავიჩეჩე -მოსწონხარ, სულ შენ გიყურებს. -ზეინს ჩაეღიმა,მეც ლაპარაკი განვაგრძე - დაგინახეთ რომ კოცნიდით ერთმანეთს და როგორ შეეხე საჯდომზე -სახეზე ალმური მომედო, მაგრამ არ შევეშვი, -რა ხდება თქვენს შორის? -საბოლოოდ ვკითხე, რაზეც ზეინს გაეცინა.
-შენ რა ეჭვიანობ? -სიცილით მკითხა
-არა,არა - ხელი ავიქნიე, - უბრალოდ მაინტერესებს.
-მაინც მგონია რომ ეჭვიანობ -სიცილით მითხრა და ხელით მისკენ ახლოს მიმწია.
-სულაც არა.
-ესეიგი არა ხო? -ჩაიხითხითა,თავი გავაქნიე და ენა გამოვუყავი, რაზეც გემრიელად გადაიხარხარა და ზემოდან გადამაჯდა. ხელები ჩემი გვერდებისკენ წამოიღო და ღუტუნი დამიწყო.
-ზეინ მეღუტუნება -სიცილით ვუთხარი და ვცდილობდი მისი დიდი ტორებისგან თავი დამეხსნა,მაგრამ სულ ტყუილად,ისიც ჩემთან ერთად იცინოდა. თავი უკან წავიღე და მიწაზე გადავწექი, ზეინი კი უფრო ქვემოთ ჩაჩოჩდა.
ეშმაკური მზერით შემომხედა და ქვედაბოლოს ბოლოები ნელ–ნელა ზემოთ ააცურა.
სახეზე ავწითლდი როდესაც ვიგრძენი რომ ბარძაყს მატერია აღარ მიფარავდა,ფეხზე ნაზად მეფერებოდა,კაბას ხელი მოვკიდე და ქვევით ჩავწიე,ზეინს გაეცინა,მაგრამ შემდეგ იგივე გააკეთა,კაბა ზემოთ ამომიწია,მისი უხეში, ათას ჩხუბში დასერილი თითები ფეხზე ბრთხილად მეფერებოდნენ, მისი ეს ქმედებები გონებას მირევდნენ და საოცარ შეგრძნებებს ტოვებდნენ .
–ზეინ–ამოვილუღლუღე, -აქ მარტონი არ ვართ - ზეინმაც მიმოიხედა და სახეზე კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა.
-აქ მხოლოდ ჩვენ ვართ. მხოლოდ მე და შენ -ხაზგასმით თქვა,შემდეგ კი ისევ მომიახლოვდა, კაბა ისევ ამიწია, მაგრამ ახლა აღარ შევწინააღმდეგებივარ სახეზე წამოვწითლდი და თვალები დავხუჭე, როცა ზეინი საცვლებზე მომაშტერდა. ალმური მომედო,ბარძაყიდან ხელი ზემოთ ნელა ამოაცურა, სუნთქვა შემეკრა,გული კი გამალებით ამიჩქარდა. ზეინმა ხელი საცვლის ზოლზე გადამისვა. თვალები დავაჭყიტე და ამოვიკვნესე, თითქოს მოძალებული ემოციები გამოვუშვიო. ზეინს ჩაეცინა,მშვიდად მიყურებდა ტრუსზე,თვალები მისი შარვლისკენ გამექცა, სადაც ნათლად მოჩანდა ჯინსის მოტკეცილ შარვალში ამოზნექილობა. ძალიან შემრცხვა,როდესაც მივხვდი მიზეზს,მაგრამ ჩემი სახე მეტად გაწითლებას ვეღარ შეძლებდა.ზეინი ოდნავ დაიხარა და ტრუსის ზოლთან კოცნების დატოვება დაიწყო,ხმამაღლა ვსუნთქავდი,მისი ხელი ბარძაყზე მეფერებოდა,ტუჩები კი მუცლის ქვევით კანს მიკოცნიდა. ცოტაც და სიამოვნებისგან ალბათ გულიც წამივიდოდა.
-ზეინ -ღონე მიხდილმა ამოვილუღლუღე. ოდნავ ჩაჩოჩდა და ქვევით მაკოცა,ამოვიოხრე,თვალები სიამოვნებისგან მიმენაბა,როდესაც თავი ოდნავ მომაშორა ცივი ჰაერი მეცა და ფეხები მაშინვე შევატყუპე,ზეინს ჩემს რეაქციაზე უკმაყოფილო ოხვრა მოსწყდა, ფეხები დიდზე გამაშლევინა და ახლა საშოზე წრიულად გადამისვა თითი.
-ზეინ, - სიამოვნებისგან ისევ ამოვიკვნესე და ქვედატუჩზე ვიკბინე.
-აახხ – ჩემთან ერთად ამოიოხრა და მოქმედება ისევ გაიმეორა,ოფლისაგან ვიღვრებოდი,მისი შეხებები საოცარ გრძნობებს აღვიძებდა ჩემში.ეს უბრალოდ საოცრება იყო,ცოტახანში მისი ამონასუნთქი ვიგრძენი, შიდა ბარძაყის არეში და ხმამაღლა ამოვიოხრე. მუცლის ქვემოთ თითქოს რაღაც მწველი სითხე ჩამეღვარა რამაც მთელი ნერვული სისტემა დამიჭიმა და უფრო მეტი მომანდომა. ღმერთო ეს ბიჭი საღი აზროვნების უნარს მაკარგვინებს. ცოტახანში ზემოთ ამოიწია და უკვე მეორედ ჩემს ფეხებს შორის მოექცა,ამოვოხრე და ხელები წელზე მოვხვიე, მისი თითები ურცხვად ცდილობდნენ მაისურში შემოღწევას,რასაც დიდი დრო არ დასჭირვებია,მალევე მისი დიდი ტორები ჩემს მკერდზე ვიგრძენი,მინდოდა გამეპროტესტებინა,მაგრამ ლაპარაკის უნარი დავკარგე,თან მისი ბაგე,ჩემსაზე ჰქონდა მობჯეილი და გაგიჟებული მკოცნიდა. ავთრთოლდი, როდესაც ლიფი ჩამოსწია და მისი ხელის გულები შიშველ მკერდზე მომაჭირა, შემდეგ კი ჩემს ფეხებს შუა სხეულის მოძრაობა დაიწყო.
-ღმერთო – ნასიამოვნებმა ამოვილუღლუღე,თვალები დავხუჭე, ზეინმა ტუჩები მკერდზე ჩააცურა,ხელი გამოსწია და მაისური ჩამიწია. თვალები გაუნათდა,როდესაც ჩემი მკერდი პირველად დაინახა, თავი დახარა და ტუჩებით მეამბორა,შემდეგ კი ძუძუს თავზე ფრთხილად მიკბინა
-გთხოვ -ამოვიკვნესე და თვალები დავხუჭე,როდესაც საკოცნელად მოიწია, მისი ბაგე ჩემსას შეეხო. მალე მისი ენაც ვიგრძენი პირში, ტანში ისევ სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა. შევკრთი და თვალები მაშინვე გავახდილე როდესაც საშოზე ხელი ძლიერად მომიჭია. ზეინმა კოცნა შეწყვიტა და თვლაებში ჩამაშტერდა, სახე დაემანჭა და დამფრთხალივით სასწრაფოდ მომშორდა. ვერ მივხვდი ეს რატომ გააკეთა, წარბები შევკარი და კაბა სასწრაფოდ დაბლა ჩამოვიწიე.
ფეხზე წამოდგა, მეც მას მივყევი, მრცხვენოდა მისთვის თვალებსი ჩახედვის ამიტომ მასთან მოშორების დავდექი.
–მოხდა რამე? –დარცხვენით ვიკითხე.
ზეინმა შემომხედა და თავი გაიქნია. –აღარასდროს აღარ შემომხედო დამბრთხალი, შეშინებული თვალებით –მითხრა და მომიახლოვდა. –გასაგებია? –თავი ამაწევინა და თვალები ჩამაშტერდა. უხმოდ თავი დავუქნიე და ხელები წელზე მჭირდროდ შემოვხვიე, თავი კი მის მკერდში ჩავდე.
–და კიდევ ერთი –დაიწყო ზეინმა –ნუ გრცხვენია იმის რასაც აკეთებ.
ჩამეღიმა და თავი დავიქნიე. ვერ ვიტყვი რომ სრულიად, მაგრამ ზეინის ნათქვამმა ნაწილობრივ მომიხსნა ჩემი სირცხვილის გრძნობა.
–გვიანია წავიდეთ, ხო?–მკითხა, როცა ხელები მოვაშორე.
–წავიდეთ –ვუთხხარი და გავუღიმე, რაზეც ზეინის ლოყაზე კოცნა დავიმსახურე.
–ძალიან მომწონს შენი ღიმილი –სახიდან თმა გადამიწია –ის ისეთი გულრწფელი და ბავშურია, ისეთივე გულრწფელი, როგორიც შენი თვალები.– ტუჩებიდან მზერა ჩემს თვალებზე გადაიტანა. ლოყაზე საჩვენებელი თითი ნაზად ჩამომისვა და ჩაფხუტი დამაფარა.

როდესაც ჩემს სახლთან მივედით ფრთხილად გადმოვედი მოტოციკლეტიდან,ჩემს ოთახში შუქი ენთო,სუნთქვა შემეკრა. ზეინმა ჩაფხუტი მომხადა,ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ფრთხილად ამაწევინა
-ლილის არ უთხრა ლიამის შესახებ -ჩუმად მითხრა -არ ღირს ლიამის სირობის გამო მას გული ატკინო.
-მაგრამ ლიამი ხომ ატყუებს მას -გავაპროტესტე,ზეინს ჩაეცინა
-არა,არ ატყუებს -თავი გააქნია -უბრალოდ მთვრალი იყო და არ ღირს ამისგან პრობლემის შექმნა. თითომ მოაგვარებენ,კარგი? -მკითხა.ჩუმად დავრჩი,ხელი წელზე მომხვია და ცერა თითით ლოყაზე მომეფერა.
-ანაბელ -გამიმეორა
-კარგი -ამოვიოხრე,ზეინს ჩაეღიმა
-დამპირდი -უნდობლად მითხრა
-გპირდები -თვალები გადავატრიალე რაზეც ზეინს გაეცინა,ტუჩებზე ფრთხილად მაკოცა,შემდეგ კი მიყურებდა,როგორ ვცდილობდი აივანზე ასვლას.როდესაც ავედი ხელი დავუქნიე და ოთახისკენ მივბრუნდი,კარი შევხსენი და ადგილს მივეყინე,როდესაც მამიდა და ლილი საწოლზე ჩამომხსდარნი დავინახე. როდესაც კარის ხმა გაიგეს მოტრიალდნენ, ჩემს დანახვაზე საწოლებიდან წამოფრინდნენ მომვარდნენ.
-სად იყავი? -ორივემ ერთად მკითხა, რაზეც ბრინჯივით დავიბენი.
-მ-მე...მე.. ვსეირნობდი. -უცებ მოვიტყუე.
-ამ ღამეში?! - გამკიცხავი მზერით მომაჩერდა მამიდა. აფთარს გავდა ისე მიყურებდა, რაზეც ძალიან შემეშინდა და თვალებში ცრემლები მომადგა. ღმერთო ახლა რაღა მიშველის! აუცილებლად მომკლავს! შემდეგ მამაჩემს ეტყვის უკან დამაბრუნებს.
-დედა და და გამახსენდნენ, - ნიკაპი ამიკანკალდა იმდენად შეშინებული ვიყავი, ვაიდათუ ტყუილში გამომტეხოს, - დ-და მომინდა რომ მარტო ვყოფილიყავი. -თავი ჩავქინდრე და თვალები დავხუჭე, რაზეც ცრემლები ღვარად ჩამომიგორდა ლოყებზე. ვსო! ყველაფერი დამთავრდა, ახლა აღარაფერი მიშველის. შევკრთი როდესაც ვიგრძენი როგორ შემომეხვია ხელები და გულში მაგრად ჩამიკრეს. თვალები ვჭყიტე და ლილის ეშმაკურ ღიმილიან სახეს შევეჩეხე. მამიდას გულში ვყავდი ჩაკრული და ჩემთან ერთად ისიც ტიროდა. ლილიმ ჩაახველა, სახე შეცვალა და შემდეგ ისიც მოგვეხვია.
-ანაბელ ძალიან შემაშინე -ამოიოხრა მამიდამ, მომშორდა და თვალიდან წამოსული ცრემლები შეიშრო.
-მაპატიე - სლუკუნით ვუთხარი.
-მეორედ ასე აღარ მოიქცე -დაიბუზღუნა, -ძალიან საშიშია ღამე მარტო სიარული -თავი დავუქნიე და კიდევ ერთხელ მოვუბოდიშე ჩემი უმსგავსო საქციელის გამო, შევპირდი რომ სხვა დროს ასე აღარ ვანერვიულებდი,მანაც თავი დამიქნია, გამაბრთხილა რომ თუ გარეთ გასვლა მომინდებოდა აივნიდან აღარ გადავპარულიყავი და კარით მესარგებლა, მაგრამ აუცილებლად ვინმესთან ერთად უნდა გავსულიყავი და არა მარტო. ბოლოს შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
-სად იყავი?ზეინთან ხომ? -მაშინვე კითხვები მომაყარა ლილიმ
-ღმერთო არა -საწოლზე გადავვარდი -ხომ გაიგე სადაც ვიყავი -მასაც ვერ ვეტყვი სიმართლეს! მრცხვენია!
-არ მჯერა -მოჭუტული თვალებით მითხრა.
-შენი ნებაა -მხრები ავიჩეჩე,საწოლიდან ავდექი,ტანზე გამოვიცვალე და საღამურები ჩავიცვი,შემდეგ კი საწოლში ჩავიფუთნე.ლილიც მალე შემომიწვა,მომეხვია ისე დავიძინეთ.
დილით ადრე მამიდამ გაგვაღვიძა,სასწრაფოდ მოვემზადეთ და სკოლაში წავედით. კლასში შესვლისთანავე ქერა თავი შევნიშნე და მისკენ წავედი
-ჰეი ნაილ -გავუღიმე და ჩემი ადგილი დავიკავე
-ანაბელ როგორ ხარ? -მკითხა
-მშვენივრად,შენ? -ვუპასუხე
-კარგად -გამიღიმა -პრეზენტაცია ხომ არ დაგავიწყდა?ბიბლიოთეკაში ვართ წასასვლელები
-არა,მახსოვს რაათქმაუნდა.წავიდეთ -თავი დავუქნიე,შემდეგ გაკვეთილები დაიწყო.არაფერი არ მესმოდა,გუშინდელზე ვფიქრობდი..
ლანჩის დროს მე და ნაილი ბიბლიოთეკაში შევედით და პრეზენტაციას გამორჩენილი შტრიხები დავამატეთ, ყველაფერი შევავსეთ,ბოლოს კი როდესაც ჩვენი ნაშრომით კმაყოფილები დავრჩით მასწავლებელს პროექტი წარვუდგინეთ. ნარკოტიკების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გვქონდა, ამიტომ მასწავლებელი დაგვპირდა რომ ნაშრომს საერთაშორისო პროექტზე გაგზავნიდა. რაზეც ძალიან გახარებულები დავრჩით.
სკოლა რომ მორჩა ყველანი კლასებიდან გამოვცვივდით და გეზი მე და ლილიმ ერთად ავიღეთ გასასვლელისკენ. ეზოში გავედით თუ არა ორივეს პირი ღია დაგვრჩა, როგორც დანარჩენ სხვებს, რომლებიც ზეინს და მის მოტოციკლეტს შურით და აღტაცებით სავსე სახეებით მისჩერებოდნენ. გამეღიმა და მისკენ დავიძარი, მაგრამ სახე მალევე წამეშალა, რომ დავინაზე როგორ მიდიოდა მისკენ გაღიმებული მარტინა. გავჩერდი და წარბებშეჭმუხნული მივაჩერდი მოქმედებას რომელიც ჩემს წინ ხდებოდა. ზეინი მოტოციკლეტიდან წამოიწია და ღიმილით სავსე სახით დაიძრა, ბრაზისგან ლოყებზე სულ ავხურდი, როდესაც მარტინას ღიმილი უფრო და უფრო გაიზარდა. ის ის იყო უნდა მოხვეოდა რომ, ზეინმა გვერდი ისე ჩაუარა თითქოს იქ არც მდგარიყოს, რაზეც პირი გაოცებისგან და აღტაცებისგან ღია დამრჩა. ზეინი ჩემთან მოვიდა და ხელები წელზე ძლიერად მე მომეხვია.
***
მინდოდა მეკივლა, მეწივლა, მეხტუნა, მეცეკვა იმდენად გახარებული ვიყავი. ზეინის მკლავებში ვიყავი ამდენი ხალხის წინაშე მოქცეული და მაგრად ვეხუტებოდი. ზეინის მხრიდან მარტინას ამღვრეულ სახეს ვუცქერდი რომელიც სავსე იყო ბრაზით, შურით, ეჭვიანობით. ზეინი ჩემია და ეს უკვე მერამდენედ დავამტკიცეთ. გამარჯვებულის ღიმილით გავხედე რაზეც სულ აილეწა, ქუსლებზე შეტრიალდა და უკან სწრაფი ნაბიჯებით გაბრუნდა. თვალი რომ გავაყოლე ხალხს უკან ჰარის სერიოზულ სახესაც მოვკარი თვალი, მაგრამ მზერა მალევე გადავიტანე სხვა რამეზე და საერთოდ თვალები დავხუჭე. ზეინი არ არის ისეთი როგორიც იყო და ვიცი რომ ისე არ მომექცევა როგორც ჰარის დას. ამიტომ სანერვიულოც არაფერია. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე.
ზეინმა თავზე მაკოცა,შემდეგ კი ერთი ხელი წელიდან ზევით ამოიტანა და ლოყაზე მომეფერა
-როგორ ხარ ბელ? - წარბაზეულმა მკითხა. გუშინდელი გამახსენდა და სახეზე ავხურდი.თავი დავხარე და ისევ მის მკერდში ჩავრგე სახე,ზეინს ჩაეცინა.ზეინმა თავი ამაწევინა და ცხვირზე მაკოცა.
-კარგად ვარ,შენ როგორ ხარ?
-გადასარევად -მიპასუხა,თან ეცინებოდა. არ ვიცი რატომ, - წავიდეთ?
-სად?
-სახლამდე მიგაცილებ.
-ამმ.. და ლილი? - ლილისკენ გავიხედე რომელიც სკოლის გასასვლელთან მიციდიდა.
-ოოჰ, მოტოციკლზე ორი ვერ დაეტევა, მარტო წავიდეს არაფერი დაუჭავდება.
-ზეინ! - მხარზე გავკარი, - ასე ვერ დავტოვებ.
ჩემს ნათქვამზე თვალები გადაატრიალა და მის სხეულს უფრო ამაკრა.
-დავიჯერო თვითონ იგივე არ გაუკეთებია? - წარბაწეულმა მკითხა, - როესმე.. ლიამთან ერთად.
პირი გავაღე რომ შევპასუხებოდი არათქო, მაგრამ შევყოვნდი როადგან გამახსენდა როგორ წავიდა ლიამთან ერთად ერთხელ და მე სახლშI მარტო გამომიშვა.
-აჰა! - დაიზმუილა ზეინმა, - უთხარი რომ ჩემთან ერთად მოდიხარ.
-არ შემიძლია.
-ანაბელ, - ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო და ნაზი კანი სულ დამიკოცნა.
-არა! - მტკიცედ ვიდექი ჩემს პოზიციაზე, ზეინს გულზე ხელი ვკარი და მოვიშორე.
-ღმერთო რა ჯიუტი ხარ! - გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა.
-ვიცი, - ჩამეცინა და თავი დავხარე.
-მომავალ შეხვედრამდე მაშინ, - ღიმილით ჩამომისვა თმაზე ხელი, - დღეს საღამოს არ მეცლება საქმეები მაქვს, ხვალ გნახავ, - უფრო დიდზე და თბილად გამიღიმა. შემდეგ დაიხარა, ვიცოდი რასაც აკეთებდა ამიტომ ცოტათი გავიწიე, ამდენ ხალხში მერიდებოდა მეკოცნა, მაგრამ ტუჩის კუთხეში კოცნა მაინც მოასწრო. ერთიანად აწითლებული და დარცხვენილი, ჩემი რეაქციით გახალისებულ ზეინს დავემშვიდობე და ლილისკენ წამოვედი რომელიც აჟიტირებული მიციდიდა.
დღემ ნელა ჩაიარა. ლილი წამდაუწუმ მომაბეზრებელ კითხვებს მისვამდა, რაზეც თავის არიდებას ვცდილობდი. ბოლოს დანამ პირი რომ არ გამიხსნა ლილიც მოეშვა და საღამოს ორივენი დასაძინებლად შევწექით.
მეორე დღეს, ბოლო გაკვეთილზე, ჩემი ადგილი ისევ ნაილის გვერდით მეკავა.
ცოტახანში კლასის კარი გაიღო და მარტინა შემოვიდა,სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა,თავის ადგილას დაჯდა და მოცინარი სახით შემომხედა, ვგრძნობდი რომ ეს ღიმილი ცუდის მომასწავლებელი უნდა ყოფილიყო, ამიტომ მზერა ავარიდე. ალბათ გუშინდელზეა გულმოსული და რაღაც საშინელების გაკეთებას აპირებს. ლოყის შიგნიდან ვიკბინე და დაეჭვებულმა ნაილს გავხედე, რომელმაც ჩემი მზერა ვერ შეამჩნია იმდენად იყო რაღაცის წერით გართული.
ზარი დაირეკა მაგრამ რატომღაც მასწავლებელი აგვიანებდა. ნაილი წელში გასწორდა გაიზმორა და მე შემომხედა.
-რა გჭირს? - დაეჭვებით მკითხა ჩემი სახე რომ დაინახა, მე კი უბრალოდ მხრები ავიჩეჩე და უაზროდ დავიწყე კალმით თამაში.ცოტახანში კლასში გამწარებული მასწავლებელი შემოვიდა და მეც გამოვერკვიე ფიქრებიდან. ხელში ჟურნალი ეჭირა და ფურცლებს გამწარებული შლიდა, შემდეგ კი სათვალე გაისწორა და ერთ-ერთ მათგანს მიაშტერდა
-ანაბელ -დაიწივლა.გული ამიჩქარდა.კლასში ანაბელი მხოლოდ მე მქვია. დავინახე მარტინას სახეზე კმაყოფილი ღიმილი და სულმთლად დავიბენი. ფეხზე წამოვდექი და შეშინებული სახით მასწავლებეს შევხედე
-ეს როგორ გამიბედე! -დაიყვირა და ჟურნალი მაგიდაზე მთელი ძალით დააგდო ისე რომ შიშიგან შევხტი. სახეზე ერთიანად ავხურდი და საშველად ნაილს გავხედე რომელიც წარბებშეჭმუხნული დაძაბული მომჩერებოდა.
-რ-რამოხდა? - ძლივს ამოვიკნავლე. მასწავლებელს კი სახე ერთიანად უფრო აუწითლდა.
-რაში დაგჭირდა ნიშნების ჩაყრა?! - ჟურნალი აიღო, ჩემსკენ წამოვიდა სა პირდაპირ სახეში მესროლა. აწითლებულმა და შერცხვენილმა მარტინას გავხედე, რომელიც ჩუმად იცინოდა. თვალებიდან ცრემლები ღვარად გადმომვარდა და სახეზე ხელები ავიფარე.
-ანაბელს არაფერი გაუკეთებია, - თავისი აგილიდან ნაილი წამოდგა და მასწავლებელს შეეკამათა.
-მისტერ ჰორან თქვენი ადგილი დაიკავეთ! თქვენ კი მის სმიტ დროზე დირექტორის კაბინეტში!
ანერვიულებულმა ჩემი ნივთები სწრაფად ავკრიფე და დირექტორის კაბინეტისკენ გავიქეცი.
თავი ხელებში მაქვს ჩარგული და დირექტორის საყვედურებს ვისმენ. გული კი თითქოს საგულედან ამომგლიჯესო შემდეგი სიტყვები რომ გავიგონე.
“თქვენი ცუდი ყოფაქცევის გამო, თქვენი პროექტი არ გაიგზავნება საერთაშორისო კონკურსზე. ეს ფაქტი თუ კიდევ ერთხელ განმეორდება სკოლიდან გაირიცხებით, ხოლო ეს კონვერტი თქვენ მეურვეს გადაეცით. ნახვამდის მის სმიტ.” აღარ მახსოვს როგორ გამოვედი დირექტორის კაბინეტიდან. გონს ლილის მკლავებში მოვედი, რომელსაც დერეფანში ვეხუტებოდი და სლუკუნით ავუხსენი სიტუაცია.
როგორ მინდოდა საერთაშორისო კონკურსზე წასვლა, ახლა კი მელი ჩემი შრომა წყალში ჩამეყარა ტუტუცი მარტინას გამო. რამდენს ვმუშაობდით მე და ნაილი ამ პროექტზე. ღამეებსაც კი ვათენებდით. ვაიმე ნაილი! ჩემს გამო მასაც გაუფუჭდა საქმე.
-ლილი ნაილთან უნდა წავიდე, - ამოვისლუკუნე, ლილის მოვშორდი და თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე.
-რატომ? - გაკვირვებულმა მკითხა და სახიდან ცრემლები გადამიწია.
-უნდა ვუთხრა რომ პროექტი არ გაიგზავნება. სახლში გნახავ, - დავემშვიდობე და გასასვლელისკენ წამოვედი. მთელი გზა ნაილის სახლისკენ გულაჩქარებული მივრბოდი და რომ მახსენდებოდა დღევანდელი გული კიდევ უფრო მეკუმშებოდა და ახალი ცხარე ცრემლები მადგებოდნენ თვალებზე. ხვალ რორგორ მივიდე სკოლაში? ყველა დამცინებს ამის გამო! ხვალ არ წავალ სკოლაში, არც ზეგ და საერთოდ აღარასოდეს!
ნაილის კარზე აქოშინებულმა დავაკაკუნე და ხელით კიბის მოაჯირს დავეყრდენი. კარი რამდენიმე წამში გაიღო და ქერათმიანი ბიჭის ნაცვლად ხელთ ზეინი შემეჩეხა.
იღიმოდა, მაგრამ როდესაც ჩემი სახე დაინაზა სიფათი წაეშალა.ცოტახნით გაშეშდა და კარიდან უკან დაიწია. მისმა რეაქციამ შემაშფოთა,გაკვირვებული სახით მიყურებდა და გაოცებულს პირი დაეღო
-ზეინ -ამოვიქვითინე,ჩემი ხმის გაგონებაზე გონს მოეგო და ჩემსკენ წამოვიდა.
-რა მოგივიდა? - დაფეთებულმა მკითხა. ენა პირში ვერ ავამოძრაფე და ატირებული ზეინს მივაჩერდი თვალებში,
-ღმერთო ჩემო ანაბელ! ვინმემ რამე დაგიშავა?! - მხრებში მწვდა და მის გულს ამიკრო. თმაზე ხელი ჩამომისვა, შემდეგ კი სახე ამაწევინა და თვალებში შემომხედა, საიდანაც უფრო და უფრო ღვარად მციოდა ცრემლები.
-ანაბელ - თვალები დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა და შემდეგ ისევ შემომხედა. მის თვალებში შიშს პირველად ვკითხულობდი. განა ასე ძლიერად ზრუნავს ჩემზე? აკანკალებული თითებით ცრემლები მომწმინდა და შემდეგ შუბლი შუბლზე მომადო. მისი ცხელი სუნთქვა ტუჩებზე მეცემოდა და იმ ტკიილს რაც წუთების წინ გადამხდა მავიწყებდა,
- მითხარი ვინ შეგეხო! - დაიღრინა და ხელებით ჩემი მაისური მაგრად მომუშტა.
ო, ღმერთო. არა! არა! არა! ის ფიქრობს რომ.... ღმერთო! ერთიანად ავწითლდი და ზეინს გამოვეცალე.
-ა-არა, ა-არავინ შემხებია, - ამოვილუღლუღე. ღრმად ამოისუნთქა თითქოს მოეშვაო, მაგრამ მაინც დაძაბული იყო.
-სიმართლე მითხარი!
-სიმართლეს გეუბნები..
-აბა რა მოხდა?! - დაიგრგვინა.
-მ-მარტინამ ჟურნალი გააფუჭა და მე დამბრალდა. - ზეინმა ამოიოხრა და კიდევ უფრო დაჟინებით დამაკვირდა.
-ხომ გითხარი სიმართლე მითხარითქო!
-სიმართლეს გეუბნები! - გაბრაზებულმა მიწას ფეხი დავარტყი, - მარტინამ ჟურნალი გააფუჭა, ეს მე დამბრალდა. მ-მასწავლებელმა ჟურნალი სახეში მესროლა მთელი კლასის წინ, შემდეგ დირექტორთან შემიყვანეს და იმით დამსაჯეს რომ ჩემი და ნაილის პროექტს კონფერენციაზე არ გაგზავნიან! - გახსენებისას კიდევ უფრო მომადგა ცრემლები და ავტირდი.
-ღმერთო მოდი აქ! - ხელები წელზე მაგრად მომხვია და კარი დაკეტა რომელიც აღარც კი მახსოვდა რომ ღია იყო.
-რატომ მე?! - გამწარებულმა წამოვიძახე, - ყოველთვის მე რატომ მემართება ასეთი საშინელება! რა დავაშავე! - ბრაზი ერთიანად მომაწვა და ზეინს მაგრად ავეკარი, - მარტინას გამო საქმე მეც გამიფუჭდა და ნაილსაც. მძულს ცხოვრება! საშინლად მძულს! - ზეინს გამწარებულმა გაუაზრებლად გულში მუშტი ჩავარტყი, რაც ვაჟკაცურად აიტანა, ან ჩემი დარტყმა მისთვის ბუმბულის შეხებასავით იყო.
-ჰეი, ჰეი დამშვიდდი, - ხელები მკლავებში წამავლო და მისგან გამსწია.
-არ შემიძლია! ალბათ ამდენი ბრაზისგან გავსკდები! მეტი აღარ შემიძლია! -
მთელი ძალით დავიკივლე, სულ აღარ მაინტერესებდა აქ ზეინი იდგა თუ არა. შემდეგ ჩემივე საქციელით უფრო შერცხვენილმა ხელები სახეზე ავიფარე. წამებში კი ზეინის მკლავები ვიგრძენი, როგორ ძლიერად შემომეხვივნენ და ხელები სახიდან მომაშორებინეს.
-გამოუშვი! გამოუშვი ეს ბრაზი! - დაჟინებით მომაჩერდა, - იკივლე! იწივლე თუ გინდა მთელი სახლი დაამტვრიე დაგადაწვი, არ მადარდებს. მთავარია განთავისუფლდე მაგ ემოციებისგან! იყვირე.
-არ შემიძლია.
-შეგიძლია. უბრალოდ დაიყვირე და ნახავ როგორ მოგეშვება.
-არ შემიძლია, - თავი გავაქნიე, - არა..
-რატომ?
-მერიდება! გიჟივით ვერ მოვიქცევი, - თავი ჩავღუნე და შემდეგ კი შევხტი როდესაც ზეინმა დაიღრიალა, გაფართოებული თვალებით მოვაჩერდი.
-ხედავ? ძნელი არ არის. ცხოვრება ყველას თავის დაღს ასვამს, ერთადერთი კი რაც დაგვრჩენია არის რომ დავიცალოთ ამ უარყოფითი ენერგიისგან! აიღე! - ხელში ვაზა მომაჩეჩა, - აიღე და კედელს ესროლე და ისიამოვნე იმით თუ როგორ იმტვრევა.
-ამის გატეხვით ორგორ ვისიამოვნო?
-წარმოიდგინე თითქოს ის ადამიანი ტყდება და ილეწება ისე როგორც ეს ვაზა. გააკეთე ეს! - ორჭოფით მივაჩერდი, - ანაბელ გააკეთე! გიბრძანებ რომ ეს ვაზა დაამტვრიო! - შევტოკდი, მე არ მსურდა ვინმეს ბრძანებების შესრულება. ზეინმა ამოიოხრა, ხელში მწვდა და ვაზა ძალით მასროლინა კედელზე. ათას ნაწილად დაიმსხვა. ზეინი მართალი იყო მე ეს მესიამოვნა.
მკვეთრი მოძრაობისგან ამოვიოხრე, ზეინმა სხვა ვაზისკენ წამიყვანა და ისიც ჩემთან ერთად მოისროლა. აზარტში იმდენად შევედი რომ ზეინისგან თავი დავიხსენი და შემეგი ვაზა ჩემით გაუცნობიერებლად დავამტვრიე.
გონს რომ მოვედი, ჩემს წინ ცისფერი ნატეხები ეგდო. ამაზე კიდევ უფრო ავნერვიულდი, მისი ნებართვის გარეშე მისი ნივთი გავტეხე. ჩემმა საბრალოებამ გამაცეცხლა და დავიკივლე. ხელები ყურებზე ავიფარე და გიჟივით ძალაგამოცლილი ჩავიკეცე. არ მინდოდა ეს მომხდარიყო! არ მინდოდა მის თვალში გიჟი ვოყიფილიყავი. მაგრამ გულზე მომეშვა როდესაც გულში მისმა ხელებმა ჩამიკრეს და მისმა ტუჩებმა შუბლზე ნაზი კოცნების დატოვება დაიწყეს.
-ჩშშ.. ყველაფერი კარგად იქნება.. მე შენთან ვარ.. - ეს იყო სიტყვები რომლებმაც ძალა მომცა რომ მენტალურად ისევ წელში გავსწორებულიყავი. ზეინმა ხელი ფრთხილად მომკიდა იდაყვში,ფეხზე წამომაყენა,შემდეგ სავარძელში ჩაჯდა,მის გვერდით უნდა მოვთავსებულიყავი,თუმცა ზეინმა ხელი მკლავში მომკიდა და მის კალთაში ჩამაგდო
-ოუ -ამოვიძახე შერცხვენილმა და თავი მის მკერდზე მივადე.მისი ძლიერი ხელები წელზე მეფერებოდნენ,ერთი ხელი ფრთხილად ამოიტანა ზევით და თმაზე მომეფერა.
-დამშვიდდი? -მკითხა ცოტახნის შემდეგ,მორცხვად დავუქნიე თავი და ხელები კისერზე მოვხვიე.
-გპირდები რომ დირექტორთან ყველაფერი მოგვარდება,-ჩუმად მითხრა
-მაპატიე რომ ამდენი რაღაც დავამტვრიე. -მისი ნათქვამი დავაიგნორე და თვალებით ჩემს დამტვრეულ ნივთებს შევხედე და სახეზე ავწითლდი,როცა ჩემს საქციელს ვიხსენებდი უფრო შემრცხვა.
-ეს მართლა ძალიან აწყნარებს.ერთხელ ჩემმა ახლო მეგობარმა მითხრა,რომ როდესაც გაბრაზებული ვიქნებოდი ხელში რაც მომხვდებოდა დამემტვრია! ეს მართლაც შველის ბელს, მეც გამოცდილი მაქ.
-რომელმა მეგობარმა? -ვკითხე. შეიძლება მეც ვიცოდე ის ადამიანი, რბოლებიდან.თუ მისი მეგობარია რბოლებში აუცილებლად მეყოლებოდა ნანახი. ზეინი ცოტახანს ჩაფიქრდა.
-ის ახლა ციხეშია -ამოიოხრა -ძალიან დიდი ხანია არ მინახავს -ნაღვლიანად თქვა და შუბლზე მეამბორა,თვალები დამეხუჭა,როდესაც მისი თბილი ტუჩები მომშორდა ფრთხილად წამოვიწიე მისი კალთიდან
-რატომ არ ნახულობ? -ვკითხე გაკვირვებულმა
-ციხეში არ მიშვებენ მასთან -მიპასუხა -რაღაც მოხდა და ამ ციხეში გაშავებული ვარ, არ მაქვს მისი მონახულების უფლება.არადა დიდი ხანია მასთან მინდა მისვლა,რაღაც ძალიან აუცილებელი ნივთვი მაქვს,რომელიც მას უნდა გადავცე, თუმცა ჯერაც ვერ შევძელი -დანაღვლიანებულმა ამოიოხრა. ცოტახნით მის მშვენიერ სახეს დავაკვირდი და მის ნათქვამზე ჩავფიქრდი.
-მე შემიძლია მას გადავცე ის ნივთი -ვუთხარი. მინდა მას დავეხმარო.
-არა -ზეინმა კატეგორიული უარი მითხრა -შენნაირი გოგო იქ არ უნდა მივიდეს.
-ზეინ -ამოივიოხრე -შენ ხომ დამეხმარე,მეც მინდა დაგეხმარო -სახეზე მოვეფერე -გთხოვ უარს ნუ მეტყვი.
- არა, –თავი გაიქნია –არავითარ შემთხვევაში -გაჯიუტდა,ცხვირზე ვაკოცე,მისი ხელები წელზე ვიგრძენი,თავი ისევ მის მკერდზე მიმადებინა.
-გთხოვ -ამოვიჩურჩულე -მომეცი უფლება ამ უბრალო რაღაცით დაგეხმარო -ზეინმა ამოიოხრა
-არ გაგიშვებენ -მითხრა
-თუ ეგრეა აქაც არ გამომიშვებდნენ, მაგრამ როგორც ხედავ ახლა აქ ვარ -ვუპასუხე,ვიბრაციაზე ვიგრძენი რომ გაეცინა.
-კარგი,მაგრამ დარწმუნებული ხარ? -საეჭვოდ მკითხა,თავი დავუქნიე. მინდა მისთვის რაიმე გავაკეთო,მინდა დავეხმარო.
-კარგი -დამნაშავე ბავშვივით თქვა, რაზეც გამეცინა
-ღმერთო ჩემო ძლივს! -ამოვიოხრე -ნუ გეშინია არაფერი დამემართება თანაც მე ხომ მარტო არ ვიქნები -ვუთხარი, ზეინმა თავი ამაწევინა და დაბღვერილმა შემომხედა.
-აბა ვინ იქნება შენთან ერთად? -დაეჭვებულმა მკითხა
-ღმერთი, ის ხომ ყოველთვის ჩვენთანაა. -ვუპასუხე,ზეინს კი ჩემ ნათქვამდე გაეცინა,მისი კალთიდან გადავჯექი,ფეხი მოვხარე და გვედულად დავჯექი დივანზე.
–რატო იცინი? –ვკითხე დაეჭვებულმა.
-ღმერთი არ არსებობს -თავი გააქნია ზეინმა. შოკისგან თვალებგაფართოებულმა გავხედე,
-ის რომ არ არსებობდეს ჩვენც ხომ არ ვიქნებოდით ამ ქვეყანაზე?!
-ანაბელ რა მიამიტი ხარ! -ხელი აიქნია -ღმერთი თუ არსებობდეს ამდენი უსამართლობა რატომ ხდება?
–არ დაგავიწყდეს რომ ღმერთის გარდა ეშმაკიც არსებობს. –ზეინის ეშმაკის არსებობა შევახსენე, მან კი ჩემ ნათქვამზე კიდევ ერთხელ ჩაიცინა.
–შენ ალბათ იმასაც ფიქრობ რომ დევები არსებობენ, ხო? –დამცინა. მე კი გამრაზებულმა მხარზე ხელი მივარტყი.
–მე მარტო ჩემი თავის მწამს და მარტო ჩემი თავის იმედად ვარ ამქვეყნად. სხვა ვერავინ დამეხმარება. ჩემი ისევ ჩემი სათრევია.– თვალებში შემომხედა – ნურასდროს ნურავის იმედზე ნუ იქნები ანაბელ, თორემ მერე იმედები გაგიცრუვდება და გული ძალიან გეტკინება.
–ამოიბუტბუტა და ისიც ხელებგადაჯვარედინებული მოკალათდა სავარძელში.
-მაპატიე, მაგრამ მე შენში ტვინს ვერ ვხედავ, - წარბაწეულმა ნიშნის მოგებით ვუთხარი. თვალებგაფართოებული გაკვირვებული მომაჩერდა. ალბათ იმიტომ რომ პირველად იყო რომ ვინმე ასე ეკამათებოდა მას და აგრეთვე პირველად იყო რომ ვინმეს ასე ვეკამათებოდი მე.
სავარძლიდან ჩემსკენ წამოიწია ავისმომასწავებელი მზერით, რაზეც დამბრთხალი უკან გავიწიე, მაგრამ უკვე გვიანი იყო, თავის კლანჭებში უკვე მოქცეული ვყავდი.
-შენ არ იცი ახლა რამდენი აზრი მიტრიალებს თუ როგორ დავადუმო ეგ შენი გრძელი ენა, - ჩურჩულით მითხრა შემდეგ კი ძლიერად მომაჭირა თავისი ტუჩები და ვნებიანად მაკოცა. უკან გადამაწვინა ჩემს ზემოდან მოექცა.
–მოიცა– ამოვილუღლუღე და ზეინი უკან გავწიე.
–ერთ ადგილას უნდა წავიდეთ –ვუთხარი და სავარძლიდან წამოვდექი.
***
სანამ სახლიდან გავიდოდით ზეინი ოთახში ავიდა,რომ ის ნივთი ჩამოეტანა,რაც მე ციხეში მისი მეგობრისთვის უნდა მიმეტანა. როდესაც კიბეებზე ჩამოირბინა ხელში პატარა ყუთი ეჭირა.
-დარწმუნებული ხარ? -მკითხა,თავი დავუქნიე და გავუღიმე,ყუთი გამოვართვი და ჩანთაში ჩავიდე,ზეინმა შუბლზე მაკოცა,სახლიდან უნდა გავსულიყავით,როდესაც ნაილმა შემოხსნა კარები,როდესაც სახლს თვალი მოავლო გაკვირვებულმა მოგვხედა ორივეს.
-რა მოხდა აქ? -იკითხა გაკვირვებულმა -ომი დაიწყო?
-არაფერი -ზეინმა ხელი აიქნია, ნაილს უთხრა რომ მალე დაბრუნდებოდა და სახლიდან გამოვედით.
-რატომ არ მათქმევინე პროექტზე? -ვკითხე გაკვირვებულმა,როდესაც სახლის კარი მიხურა.
-არაა საჭირო,ყველაფერი მოგვარდება -შუბლზე მაკოცა და წავედით.
გზას ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდით,ზეინს ჩემი ხელი მისაში ჰქონდა მოქცეული და მე მომყვებოდა,ჩემი ჩანთან ზურგზე კარგად მქონდა მოკიდებული,ქარი კი ჩემს ქერა თმას ცოტათი არხევდა
-ანაბელ სად მივდივართ? -უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა
-ნახავ! -მინდოდა მკაცრად მეთქვა მაგრამ არ გამომივიდა, თავი დავხარე და ჩვენს ხელებს შევხედე,გული სიხარულისგან ამიჩქარდა. ეს საუკეთესო შეგრძნებაა. მისი ხელი იმდენად ძლიერად მიჭერდა,თითქოს ჩემს თავს ვინმე ართმევდეს. როდესაც ეკლესიის წინ გავჩერდი, ზეინს უკმაყოფილო ოხვრა აღმოხდა.
-მეხუმრები? - მისი ხელიდან ჩემი ხელი განვათავისუფლე და პირჯვარი გადავიწერე, რაზეც თვალები გადაატრიალა და ხელი სწრაფად ჩამჭიდა რომ აქედან გავეყვანე,მაგრამ თვალები დავუბრიალე და შიგნით ძალით შევიყვანე. ეკლესიის კუთხეში პატარა უპატრონო გოგონა იჯდა. გული შემეკუმშა, თვალები დავხუჭე და გამახსენდა რომ ჩანთაში დანაზოგი მქონდა. მის წინ ჩავიცუცქე და ჩანთიდან ზეინის მოცემული ყუთი ამოვიღე საფულე რომ მეპოვნა. საფულიდან რაც კი ხურდები მქონდა ყველაფერი მუჭაში ჩავუგდე. ბავშვი ჯერ გაკვირვებული სახით მომჩერებოდა, ალბათ ჯერ არავის არ მიუცია მისთვის ამდენი ფული.
-მადლობა, - აკანკალებული ხმით მითხრა, შემდეგ კი სახეზე ფართო ღიმილი გამოესახა. მეც იმით გახარებული რაც წამის წინ გავაკეთე გაბადრული სახით წამოვდექი და უკან ზეინისკენ მოვტრიალდი, რომელიც წარბებშეჭმუხნული მომჩერებოდა.
როდესაც მასთან მივედი გულში ჩამიკრა და თავზე მაკოცა. ხელიდან კი სწრაფად გამომგლიჯა თავისი ყუთი.
-რას შვები?! - გაკვირფებულმა ვკითხე.
-ამას შენ არ წაიღებ! - კატეგორიულად მითხრა და თავი გააქნია. სწრაფად ვწვდი ხელში და ყუთს მაგრად ჩავბღუჯე თითები.
-წავიღებ!
-არა, ანაბელ შენ ამას არ გააკეთებ!
-კი! - მკაცრად მივუგე, თითისწვერებზე ავიწიე და ბაგეზე ვეამბორე. ზეინის ხელი მოუიდუნდა რითიც ვისარგებლე, ამანათი ხელიდან გამოვაცალე და ჩანთაში ჩავიდე.
-ოჰჰ ბელ! - გაცურებულმა ზეინმა ამოიოხრა, მე კი ჩამეცინა. შემდეგ ხელი მომხვია და უპატრობო ბავშვს ბოლოჯერ შევავლე თვალი.
–ღმერთი იყოს შენი მფარველი– ჩუმად ამოვიბუტბუტე, ზეინმა კი ჩემს ნათქვამზე ამოიოხრა.
–ღმერთი არ არსებობს ანაბელ –მითრა და ეცადა უკან გაბუნებულიყო, მაგრამ ხელით დავიჭირე და ეკლესიისკენ მოვაბრუნე. ზეინს ხელი მაგრად მოვუჭირე და ეკლესიაში შევედით. ზეინი დასჯილი ბავშვივით შემომყვა,უკანა სკამზე დავჯექი და ლოცვა დავიწყე. ღმერთს ვევედრებოდი რომ ხალხისთვის ვინც მე მიყვარდა გამძლეობა მიეცა. გარდაცვლილებისთვის, დედაჩემისთვის და დისთვის, კი ნათელში ყოფნას შევსთხოვდი. და კიდევ ზეინი, მისთვისაც მინდოდა რომ თვალი აეხილა.
როდესაც მას გავხედე ხელები გულზე გადაჯვარედინებული ჰქონდა და დაბღვერილი სახით იყურებოდა
-დაამთავრე? -მკითხა, როცა დამინახა რომ მას ვუყურებდი. მე კი თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-წავედით -მითხრა და ადგომა სცადა.
-მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალთ,თუ შენც ილოცებ -ვუთხარი,რაზეც გაეცინა
-არ არსებობს! -ცივად მიპასუხა.
-ზეინ -უკმაყოფილოდ ამოვიოხრე -გთხოვ.ნახე როგორ მოგეშვება -ჩუმად ჩავჩურჩულე.
-არა! - დაიღრინა და თვალები გადაატრიალა. ღმერთო რა სჭირს ამ ბიჭს!
–მიდი დაიწყე –არ ვეშვებოდი.
ზეინი ჩაფიქრდა –კარგი, მხოლოდ მაშინ შენ თუ ერთ სურვილს შემისრლებს.
ამოვიოხრე და თავი დავუქნიე.
ზეინმა თითების თამაში დაიწყო შემდეგ ჭერში აიხედა. ჯერ ხმას არ იღებდა, ცოტახანში სახეზე ხელი მოისვა და ამოიოხრა.
–ღმერთო გთხოვ დაიფარე დედაჩემი, რომელიც არცერთ კვირას არ ტოვებდა ისე რომ ეკლესიაში არ მოსულიყო, ღამე ისე არ იძინებდა რომ ლოცვები არ წაეკითხა. ნათელში ამყოფე ის ქალი, რომელიც შენ დაუშვი რომ ვიღაც ნაბიჭვრის ხელით ადრე მომკვდარიყო. ასევე ნათელში ამყოფე მამაჩემი, ის კაცი, რომელსაც ამ ქვეყანაზე კარგის მეტი არაფერი უკეთებია და რომელიც ისევ შენ მოკალი. დამიფარე მე, ადამიანი რომელიც უმოწყალოდ აწამე და დემონად აქციე. მადლობა იმ ყველაფრისთვის რაც გამიკეთე, მადლობა რომ ყველაფერი წამართვი, მადლობა რომ ის ადამიამები მომიკალი, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა და მჭირდებოდა. მადლობა რომ ისეთი რამ გამაკეთებინე, რასაც უკანასკნელი ახვარიც კი არ ჩაიდენდა და რასაც მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე მანანებინებ. ღმერთო დაიფარე ყველა ის ადამიანი, რომელიც მე გადამეყრება, დაიფარე იმ ურჩხულისგან რომელიც შენ შექმენი.
–მე მოვრჩი –მითხრა ზეინმა და მე გამომხედა. თვალებში სიმწრის ცრემლები ჩასდგომოდა, ამის დანახვაზე გული შემეკუმშა და აცრემლებული თვალებით მივჩერებოდი, არ ვიცოდი ამდენ რამეს თუ მალავდა. არ ვიცოდი მისი წარსული და გულს მტკენდა ის რომ აქ მოსვლა და ჩემს წინაშე აღიარება ვაიძულე, რაც არ უნდოდა. ფეხზე წამოდგა და ეკლესიიდან სინათლის გავრცელების სიჩქარით გავარდა. სასწრაფოდ ჩანთა ავიღე და მეც მას გავყევი.
მის სილუეტს ეკლესიის შემოსასვლელთან მოვკარი თვალი. უკვე სიგარეტი ამოეღო და ეწეოდა.
–მაპატიე რომ ეს გაიძულე–ვუთხარი, როცა მივუახლოვდი და ხელები ძლიერად მოვხვიე წელზე. ზეინს არაფერი უთხრამს, უბრალოდ მანაც მჭიდროდ მომხივია ხელები.
–მაპატიე –კიდევ ერთხელ ამოვილუღლუე და ვიგრძენი როგორ წამომცვივდა ცრემლები.
–გთხოვ ნუ ტირი –მითხრა და ცრემლები ნაზად მომწმინდა.
-წავიდეთ რა აქედან – თითქოს მევედრებოდა რომ აქაურბას სასწრაფოდ გავცლოდით. თავი დავუქნიე და ჭიშკარში გავედით.
სახლამდე არცერთს აღარ ამოგვიღია ხმა,მე კი ამ ახალ ინფორმაციას ვამუშავებდი და ზეინის მიმართ უფრო მეტი სითბო მეღვრებოდა გულში. როდესაც ჩემს მოსახვევში მივედით,გავჩერდით
-ხომ გახსოვს რომ ერთი სრვილი მაქ –ლაპარაკი დაიწყო ზეინმა – ხოდა დღეს შენს ფანჯარასთან დაგელოდები -ვიცი ძალიან სახიფათო იყო კიდევ სახლიდან გაპარვა მას შემდეგ რაც მამიდან წინაზე რამის გამომიჭირა, მაგრამ სვხა გზა არ იყო, თავი დავუქნიე, ფეხის წვერებზე ავიწიე და მის წვერიან ლოყაზე ვაკოცე,შემდეგ კი პირველად ჩემი ინიციატივით მის ბაგეებს დავეწაფე. ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა,შემდეგ კი მანაც მთელი გრძნობით მაკოცა. როდესაც კოცნას მოვრჩით მას დავემშვიდობე და სახლისკენ გავიქეცი.
-შეხვედრამდე ანაბელ -მომაძახა,გამეცინა და ხელი დავუქნიე. ეზოს კარი შევხსენი,შემდეგ კი სახლის კარზე უნდა დამეკაკუნებინა,მაგრამ ღია იყო,შევხსენი და შიგნით შევედი. როდესაც მისაღებში შევედი ჩვენი მეზობელი დამხვდა,მამიდას ესაუბრებოდა,ჩემს დანახვაზე გაიღიმა
-ოჰ ძვირფასო,როგორ გაზრდილხარ -წრიპინა ხმით თქვა და წამოდგა,რომ მომსალმებოდა,მასთან მივედი და გადავეხვიე
-როგორ ბრძანდებით? -ზრდილობიანად ვკითხე
-მე კარგად ვარ -ღიმილით მიპასუხა -რა კარგია ძვირფასო რომ ცხოვრების დინებას მიყვები და დეპრესიაში არ ხარ დედაშენის სიკვდილის გამო -სახეზე მომეფერა. მაგრამ მისი ნათქვამი გულზე მომხდა და გველნაკბენივი მოვიშორე მისი ხელი, -სწავლობ, შეყვარებულიც გყავს... -ლაპარაკი არ დააცადა მამიდამ რომ გაკვირვებულმა შემომხედა
-რა შეყვარებული? -იკითხა.აი სად გავიჭედე. როგორც ჩანს ზეინთან ერთად ხშირად მხედავენ ხოლმე.ახლა რა ვთქვა? ძალიან დავიბენი.
-ნუთუ შენ არ იცი? -იკითხა მეზობელმა ქალმა,რომლის სახელიც არ ვიცი -მათზე ხშირად საუბრობენ და ერთადაც ხშირად ხედავენ -თქვა. თვალებგაფართOებული მივჩერებოდი, შემდეგ კი მამიდას შევხედე,რომელიც ამ იმფორმაციით შოკირებული იყო.
-მე შეყვარებული არ მყავს, -კბილებში გამოვსცარი, - ალბათ ვინმეშI გეშლებით!ახლა ძალიან დაღლილი ვარ, თქვენის ბოდიშით დაგტოვებთ. ნახვამდის -ოთახში ავირბინე,ლილიც იქ იწვა,მას გადავეხვიე და მოვიკითხე.საწოლზე დავწექი,ზეინის დათუნია ჩავიხუტე და თვალები დავხუჭე. მასზე ფიქრს ვერ ვიშორებდი თავიდან.როდესაც ვიხსენებ მის ცრემლიან და ტკივილით სავსე თვალებს მინდება რომ მასთან გავიქცე და მთელი ძალით მოვეხვიო,ვაგრძნობინო,რომ მარტო არაა და შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს ყველაფერში.
როდესაც ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული მამიდამ შემოხსნა კარი,იცი აქ რისთვისაც ამოვიდა და გული ამიჩქარდა. ნუთუ უკვე გამომიჭირეს?
-ანაბელ,ვისზე ლაპარაკობდა ზოი? -მკითხა.
-ჯერ იქამდე რაღაც უნდა გითხრათ -ვთქვი მე,მამიდა საწოლზე ჩამოჯდა,მეც ლაპარაკი დავიწყე,ლილიც ყურადღებით მისმენდა.მან იცის დღევანდელი ამბები.
-ჩვენი კლასელი მარტინა.
-ლილის მეგობარი?
-დიახ, რომელსაც რატომღაც არ მოწონვარ,მასზე მაღალი შეფაესბები მაქვს და მეჯიბრება -მოვიტყუე -დღეს კი მან სკოლის ჟურნალში ნიშნები ჩამიყარა,მასწავლებელი კი გამიბრაზდა,თუმცა მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ -მტკიცედ ვთქვი,მამიდას რაღაცის კითხვა უნდოდა,თუცა არ დავაცადე,გავაგრძელე
-ის ბიჭი კი ჩემი შეყვარებული კი არა,ჩემი კლასელია,ნაილი,რომელთან ერთადაც პროექტს ვაკეთებდი.სკოლის გარეთაც ვმეგობრობთ,ამიტომ სანერვიულო არაფერია -ვთქვი მე.იმედია არ გამომიჭერენ ტყუილში. ნაილი და ზეინი გარეგნობით ისე განსხვავდებიან,როგორც ცა და მიწა.
-ლილიც დამეთანხმება,რომ მე და ის შეყვარებულები არ ვართ -ვთქვი და ლილის გავხედე,რომელმაც თავი დაგვიქნია
-ანაბელს რომ ვინმე ჰყავდეს აუცილებლად იტყოდა -დაამატა ლილიმ,მამიდამ შემომხედა და ლოყაზე მომეფერა
-ჩემო პატარა გოგონა -შუბლზე მაკოცა,შემდეგ კი გულში ჩამიკრა.როგორ უნამუსოდ ვატყუებ მას! სინდისი მქენჯნის,რადგან ის ამას არ იმსახურებს.მამიდას ლოყაზე ვაკოცე და ხელები უფრო ძლიერად მოვხვიე.



№1  offline წევრი qetiqetiA3

ჰმ ძალიან საინტერესოა რა მოხდება შემდეგ ძალიან smirk ველოდები ,მადლობა რომ ყოველდღე დებ heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი Guest keta

აუ რამაგარიააააა.....ეს მოთხრობა სხვა საიტზე მქონდა წაკითხული და ყოველდღე ვამოწმებდი,მაგრამ არ დებდი მეტს იქ. ძალიან მაგარია და არ მჯერა , რომ ვიპოვნე!!! ველოდები შემდეგ თავს <3

 


№3 სტუმარი lalka

oh kargia zaan sayvarlad wer da kargia rom yoveldge deb

 


№4 სტუმარი კნოპკა

rato agvianeb amdenxans ramdenixania velodeni agar agrdzeleb?

 


კნოპკა
rato agvianeb amdenxans ramdenixania velodeni agar agrdzeleb?

ახლავე დავდებბ

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი ხარ...
იმდენად შევყევი რომ თავს ვერ ვაEწევ, ხვალ უფრო სწორად დილით ექვს საათში სამსახურში უნდა ვიყო და ანგარიშს ვწერდე, ამის მიუხედავად ახლა აქ ვარ და დაუღალავად ვკითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent