შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის 13 (თავი 4)


2-03-2017, 23:28
ნანახია 1 132

შეიძლება ისევ მიყვარს დემეტრე მაგრამ იმაზეცაა დაფიქრება საჭირო რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით. ვერ დავუშვებ რომ შევრიგდეთ, მერე ისევ რაღაც მოხდეს და როგორც ჩემი ცხოვრების კანონია ისევ მარტო დავრჩე! საქმეც იმაშია რომ უარის თქმაც არ მინდა. ზუსტად რომ ვთქვა გაურკვევლობაში ვარ. თან ისეთ გაურკვევლობაში რომ ალბათ ვერც ვერასდროს გამოვალ აქედან. მეშინია... ყველაფრის მეშინია! რაც გადამიტანია და რაც კიდევ გადასატანი მაქვს. თუმცა რაღა დარჩა ისეთი რაც მე არ გამომივლია?... საინტერესოა როდის შეიძლება დამთავრდეს ჩემი წამება. ალბათ მაშინ როცა გარდავიცვლები, სხვა სამყაროში გადავალ და ვეღარავის ვნახავ.
აღარ მომიწევს თვალებში ჩავხედო ვინმეს და ვუთხრა... "მე კარგად ვარ!" აღარ მომიწევს ღამით მხოლოდ 4 საათი ძილი იმაზე ფიქრში რომ მე არაფერი შემიძლია, გარდა ცეკვისა. აღარ მინდა ქალაქში ახალი ამბების ობიექტი ვიყო. აღარ მინდა ყოველ ნაბიჯზე ჩემს ზურგს უკან მესმოდეს ფრაზა... "ეს ის ქეთი ახვლედიანია!" არ მინდა ვინმე მიცნობდეს და საერთოდაც არ მინდა რომ ამ სამყაროში ვცხოვრობდე და გზააბნეულივით დავხეტიალობდე იმ ფიქრებსა და ოცნებებში, რომლებიც სინამდვილეში უაზრო წარმოსახვის ნაწილია. მინდა მოვშორდე იმ გზას რომელსაც ბედნიერების ძიებაში მივიკვლევ, რადგან ის არასოდეს გამოჩნდება!
დემეტრე
ქეთის სახლიდან როგორც კი გამოვედი მანქანა დავქოქე და ზუსტად იმ საავადმყოფოსკენ გავემართე, მამამ რომ მითხრა.
თავში ერთი ფრაზა მიტრიალებდა: "თორნიკე ცუდადაა!"
მოსაცდელში მამა დამხვდა. დედა თორნიკეს პალატაში იყო. კიბეებზე სწრაფად ავირბინეთ და პალატაში შევედით.
-მოიცა შესვლა შეიძლება?! -გამომცდელად ვკითხე მამას.
-კიი.. შეიძლება. საგანგაშო არაფერია. -თქვა და კარი შეაღო.
-სად იყავი დემე? -შეშინებულმა მკითხა დედამ. ეტყობოდა რომ ჩემსგამო კი არა თორნიკეს გამო იყო შეშინებული.
-ძმაკაცებთან... -იმის მიზეზი ჩემთვის ამოუხსნელია, თუ რატომ ვუთხარი დედას ტყუილი. ალბაათ იმიტომ რომ მეშინია იმის გამხელა ქეთი ისევ რომ მიყვარს
ჩემი ძმა ლოგინზე წამომჯდარიყო.. გვერდით წვეთოვანი იდგა.
-გადასხმები გაუკეთეს -თითქოსდა შემახსენა დედამ.
-პირისპირ უნდა ველაპარაკო ჩემს ძმას. -მშობლებს მივმართე. უსიტყვოდ დამთანხმდნენ და გარეთ გასვლას აპირებდნენ როცა დედა შემომიბრუნდა.
-ექიმმა თქვა სიმშვიდე სჭირდება არ ანერვიულოთო. -იმედიანი მზერა მომაპყრო მან.
-ვიცი! არ მოვკლავ.. -ვთქვი და ლოგინის გვერდით სკამზე ჩამოვჯექი.
როგორც კი კარის მიხურვის ხმა გავიგონე თავი ხელებში ჩავრგე, იდაყვებით კი მუხლებს დავეყრდენი. სიტყვის უთქმელად უბრალოდ ვიჯექი და ყავისფერ იატაკს დავყურებდი. ყოველთვის მძულდა საავადმყოფოები.. ექიმებსაც ვერ ვიტან. წამლების სუნი, რომელიც მთელ დერეფანსა და პალატებში ტრიალებს თავბრუს მხვევს. სულ ვცდილობ აქაურობას მალე გავეცალო... მაგრამ როცა ჩემს აქ ყოფნას საჭიროება მოითხოვს სხვა გზა არ არის.
-იმისთვის შემოხვედი რო ჩუმად იჯდე? -ცივი ხმით მკითხა მან
-კმაყოფილი ხარ?! -გამომცდელად შევხედე მას და თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეყვირა.
-რითი? -თითქოს ვერ ხვდებოდა რას ვგულისხმობდი.
-რაც ხდება იმით... -დავუკონკრეტე და საზურგეს მოხერხებულად მივეყრდენი.
-აუ რა გინდა? -შეწუხებულმა მომმართა. -
-მომიყევი. -გამომეტყველება ისეთი მქონდა თითქოს უფროსი ძმის როლი შევიფერე.
-რა მოგიყვე.. -თავს ისევ ისულელებდა
-რაც ხდება! -ცოტა არ იყოს გავღიზიანდი ისე რომ იქცეოდა თითქოს ჩემი სიტყვების შინაარსს ვერ სწვდებოდა.
-და რა უნდა ხდებოდეს.. ვერ ხვდები რა ხდება?! -უხეშ ტონს მკვეთრად გამოხატავდა.
-ყველაფერი მომიყევი თორნიკე! -ვუბრძანე და ჩემდაუნებურად მუშტი სკამის საზურგეს დავარტყი.
-აუუ... ზედმეტი დოზა რა... ალკოჰოლი და ნუ მოკლედ ხო ხვდები არა?! ნუღარ მაყოლებ.. -თვალები მოისრისა.
-არ დაიღალე?! -დაჟინებით მივაცქერდი.
-რითი..
-კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ და ისე ნუ იქცევი თითქოს ვერაფერს ხვდები! -კბილებში გამოვცერი მე
-... -არ მიპასუხა, თვალს მარიდებდა
-მითხარი არ დაიღალე?! 19 წლის ხარ და ვიღაც შტერებს და ნაძირლებს დასდევ, სვაამ, ეწევი, იკეთებ, ათას უბედურებას აკეთებ და შარში ეხვევი. არადა ამის მაგივრად შეგიძლია იმუშავო ან ისწავლო მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად იცი ფინანსები შეზღუდული არაა! -ტონს აშკარად ავუწიე.
-მე ჩემი ცხოვრება მაქვს.. -ჩემი აზრის დამთავრება არ მაცადა ისე მიპასუხა.
-და იცი მაინც შენი ამ ცხოვრებით რამდენ ადამიანს აყენებ ზიანს? დედა რომელიც მთელი 19 წელი გივლიდა და შენს აღზრდას ცდილობდა მერამდენედ უნდა ანერვიულო?! მამას, რომელიც არაფერს გაკლებდა ასე ექცევი? როგორ ფიქრობ გაქვს ამის უფლება?! -ვსაყვედურობდი.
-...
-მერამდენედ უნდა მოხვდე საავადმყოფოში?! გაყევი რა მშვიდ ცხოვრებას... როგორ შეგიძლია ასე იცხოვრო და ამით კმაყოფილი იყო. რატომ არ აძლევ საშუალებას შენს ძმას, მშობლებს და ახლობლებს, რომ შენით იამაყონ?! თან ვერც იმაზე შემეკამათები რომ მთლიანად უზრუნველყოფილი ცხოვრება გაქვს. არ გეძლევა საშუალება რომ რამეზე უკმაყოფილო იყო!
-ჩემით იამაყონ? ამას შენ მეუბნები მე?! -მწარე ირონიით შეფერილი ღიმილი სახეზე მიიხატა და ჩაიცინა
-რის საფუძველზე ამბობ ამას? -ვკითხე ცალი წარბის აწევით
-რა რის საფუძველზე... ორი წლით წახვედი და გადაიკარგე. კიდევ შენ ამბობ რომ არავის ვაძლევ საშუალებას იამაყონ?! სისუელელეა... დედასთვის და მამასთვის ის არ იყო რთულად გადასატანი და სანერვიულო შენი წასვლის შემდეგ ყველა ამ თემაზე რომ ლაპარაკობდა?
-მე წასვლის მიზეზი მქონდა... თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დედასთან და მამასთან კონტაქტი არ დამიკარგავს. სულ ვლაპარაკობდით. და შენ? არც მთვლიდი ღირსად რომ სმს მაინც მოგეწერა როგორ ვიყავი. ვიღაც სულელ ბიჭებთან და გოგოებთან ერთად დაეთრეოდი და სახლში რომელ საათზე მიდიოდი ღმერთმა იცის...
-მაინც არ იყო შენი შვილი და რა მიზეზით წახვედი ვერ ვხვდები..
-და როგორ ფიქრობ რომ მცოდნოდა ჩემი შვილი არ იყო წავიდოდი? ცოტა დაფიქრდი რა რას ამბობ! -ფეხზე წამოვდექი და აქეთ-იქით ნერვიულად სიარული დავიწყე.
-კაი რაა... აქ ქეთიზე აფანატებდი და იქ ვიღაც ლანა მოიყვანე ცოლად. -მივხვდი რომ შეკამათებას აზრი არ ჰქონდა.. თავიდან მანანებინა ის ყველაფერი რაც გავაკეთე. ყველა აზრმა გონებაში ჩამიქროლა. ყველაფერი ახლიდან ვინანე.
-ეს ახლა განსახილველი რომ არაა უნდა გესმოდეს.
-აღიარე რომ ამაზე საუბარი აღარც ღირს იმიტომ რომ მაინც ვერაფერს გამოასწორებ! -დარწმუნებული ვარ თორნიკე რომ ახლა ფეხზე იდგეს თავს ვერ შევიკავებდი და ხელს დავარტყამდი.
-ახლა შენ ხარ საავადმყოფოში და ესაა მთავარი თემა და არა ის, თუ მე რა გავაკეთე ორი წლის წინ..
-ორი წლის წინ გააკეთე მაგრამ მთელი ცხოვრება დაგენგრა.. ამჩნევ ალბათ. -ისევ ირონიულად ჩაიღიმა. ჩემი მოთმინება კი მის კარგ ძმობასთან ერთად ნელნელა იწურებოდა.
-შეეშვი ამ თემას! -დავუყვირე მას.
-რა გინდა დემეტრე? -თვალები გადაატრიალა.
-ის მინდა რომ ამ იდიოტურ ცხოვრებას მოეშვა. ადამიანი გახდი! -თხოვნას კი არა ბრძანებას გამოვხადავდი. -მინდა რომ ჩემი ძმა გერქვას..
-რათქმაუნდა.. შენ ხომ შენს სახელსა და რეპუტაციაზე ზრუნავ! -შემაწყვეტინა მან .
-მე შენი უფროსი ძმა ვარ.. -ყველანაირად ვცდილობდი მისი სიტყვებისთვის, რომელიც გულს მტკენდა ყურადღება არ მიმექცია და ისე განვაგრძე საუბარი.
-ცდილობ რომ იყო.. ამის ათვისებას ცდილობ მაგრამ ხომ ხედავ არ გამოგდის..
-როგორღა ვცადო!
-არ შემიძლია კარგად ცხოვრება რას ვერ ხვდები.
-მისმინე.. -ტონი დავარბილე -შემიძლია შენი მკურნალობა ვუზრუნველვყო. ხარჯებსაც დავფარავ მხოლოდ იმიტომ რომ შენ ჯანმრთელ ცხოვრებას შეუერთდე და ამ გულის ამრევ, ამაზრზენ საქციელს თავი დაანებო! იმისთვის აგღზარდეს რომ ხელიდან წასულიყავი?! ისწავლი.. იმუშავებ.. გავა დრო და სიყვარულს იპოვი და ოჯახსაც შექმნი.. რთულია?! რატომ ინგრევ ცხოვრებას ასეთ პატარა ასაკში? ცხოვრებას ახლა უნდა იწყებდე და შენ პირიქით.. ამთავრებ?!
-მე მომწონს ეს გზა! -ხმა აუკანკალდა
-ჯერაც არ იცი რა მოგწონს.. მოკვდები ამ გზაზე ხეტიალით!..
-არ შეგიძლია შემეშვა და შენს ცხოვრებას მიხედო?
-არა... არ შემიძლია! იმიტომ რომ არ მინდა 19 წლის ძმა ასე უბრალოდ დავკარგო!!! -ჩემდაუნებურად ხმამაღლა წარმოვთქვი და თვალიდან ცრემლი გადმომივარდა. ხელებს ნერვიულად ვისრესდი. სიჩუმე ჩამოვარდა. ხმას არცერთი არ ვიღებდით. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე რომ პატარა გოგოსავით ქვითინი არ დამეწყო. პალატის კარი კინაღამ გამოვამტვრიე ისე გამოვვარდი. არავისთვის არ მიმიქცევია ყურადღება პირველ სართულზე ისე ჩავირბინე.
-დემე!... -დედის ხმა გავიგონე ზურგს უკან მაგრამ არ შევტრიალებულვარ. მოსაცდელიც სწრაფად გავიარე და საავადმყოფოდან გავედი. მანქანაში ჩავჯექი და კარი ძლიერად მოვხურე. მძიმედ ვსუნთქავდი.. სიბრაზეს ვერ ვაკონტროლბდი. პრინციპში არც ვცდილობდი რომ გამეკონტროლებინა..
საჭეს ხელი დავარტყი და ვიგრძენი სიმწრისგან თავი როგორ ამტკივდა. ცრემლების დინებას ვერ ვაჩერებდი ალბათ იმიტომ რომ თავს უძლურად ვგრძნობდი. არაფერი შემეძლო. ჩემს ერთადერთ ძმას ვერაფრით ვერ ვეხმარებოდი!
ქეთი
ვზივარ სახლში და ვფიქრობ რა იქნება მომავალში. ასე მგონია ჩემი მომავალი აღარ არსებობს. წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ერთ კოლოფშია მოთავსებული, ერთმანეთშია არეული და ვერ გამიგია რა არის მტლიანობაში. ამას ცხოვრება არ ჰქვია... ეს უფრო ტანჯვაა. ტანჯვა, რომელიც დაწყებულია და ალბათ არც არასოდეს დამთავრდება. მინდა ვინმემ მესროლოს ტყვია პირდაპირ გულში ან შუბლში და გარდავიცვალო... წავიდე დედასთან და მამასთან და მათთან ერთად გავაგრძელო არარსებული ცხოვრება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ აქაურობას მაინც ჩამოვშორდები. თანაც სამუდამოდ.. იქიდან დავაკვირდები აქ განვითარებულ მოვლენებს და გავიხარებ აქ რომ აღარ ვიქნები
ყველაზე მეტად რა მიკვირს იცით? რომ მეცინება... მეცინება იმაზე, რომ ისიც ვერ გამიგია რა მინდა მთლიანოობაში. არაფერში არ ვარ გარკეული და ეს ყველაზე მეტად მტანჯავს. მძულს ჩემი ფიქრები და ის ზღაპარი რომელში ცხოვრებასაც ვცდილობ. ბევრ ადამიანს გაუკვირდება მთელი ორი წელი რომ ვიტანჯებოდი დემეტრეს აქ არ ყოფნით და ახლა როცა აქ არის ამ შანს არ ვიყენებ. საქმე იმაშია რომ ისიც არ ვიცი რატომ არ მინდა მასთან შერიგება. არცერთ კითხვაზე მაქვს ზუსტი პასუხი და ეს შინაგანად მანადგურებს.
ვზივარ და ცრემლიანი თვალებით ვიყურები სადღაც, მიმართულებისა და კონკრეტული წერტილის განუსაზღვრელად... ეს ცრემლები ხელებს მისველებს, მაწვება და არ ჩერდება. არ მაძლევს საშუალებას დავმშვიდდე. ავწონ-დავწონო ყველაფერი და დავფიქრდე სწორ ქმედებაზე, რომელიც ჩემს მიერ იქნება გადაწყვეტილი...
ფიქრებიდან ტელეფონზე მარიამის ზარმა გამომიყვანა.
-სასწრაფოდ ჩემთან უნდა მოხვიდე -კი არ მთხოვა, თითქოს მიბრძანა.
-...
-თუ რათქმაუნდა შეგიძლია ეს... -დაამატა რამოდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ.
-მოვდივარ -მოკლედ ვუთხარი და ოთახიდან გავედი
-რა ხმა გაქვს?! -მკითხა როცა მისთვის ნაცნობი ტირილნარევი საუბარი გაიგონა
-აგიხსნი მერე! -ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
სწრაფად მოვემზადე და მანქანაში ჩავჯექი. საჭესთან ჯდომის დროს თითქოს თვალებს შიგნიდან რაღაც მიწვავდა. მეგონა ყელში რაღაც ისეთი მძიმე გამეჩხირა, რაც საშუალებას არ მაძლევდა ოდნავ მაინც მესუნთქა. ინტერესი მკლავდა იმის შესახებ თუ რა შეიძლებოდა გუშინ მომხდარიყო და რისთვის წავიდა ის..
მანქანა ეზოში გავაჩერე და გადმოსვლის წინ სარკეში ჩავიხედე. მხოლოდ ახლაღა გავაცნობიერე რომ მაკიაჟი არ გამიკეთებია. მსუბუქიც კი, რომ ჩემი ჩაწითლებული თვალები და ფერდაკარგული სახე დამემალა.
მარიამის სახლში ისე შევედი არც დამიკაკუნებია. მთელი ცხოვრება ასე ვართ და რაღა მაინცდამაინც ახლა უნდა მექნა ეს.
ყველაზე სასაცილო ჩვენს მეგობრობაში ისაა რომ ისევ ბავშვებივით ვართ ერთმსნეთთან... თითქოს ჯერ არ გავზრდილვართ მითუმეტეს რომ მე 24 წლის ვარ ის კი 25 ის. თან ისიც გასათვალისწინებელია რომ იქ უკვე ორ ქმარს გაშორდა.
-კარგია რომ მალევე მოხვედი.. -დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ისე სციოდა რომ ხალათი ჰქონდა შემოცმული, მიუხედავად იმისა რომ ყველა ოთახში გამათბობელია ჩართული. რა გასაკვირია... მას ხომ სულ სცივა. ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოდგა ტელევიზორი გამორთო და ჩამეხუტა.
-რატომ ექცევი შენს თავს ასე ცუდად?! -მკაცრად მკითხა როცა ჩემს სახეს დააკვირდა
-რას გულისხმობ? -მივხვდი რასაც გულისხმობდა უბრალოდ ეს ხომ ჩემი ჩვევაა. ყოველთვის უნდა დავაკონკრეტებინო მოსაუბრეს ნათქვამის შინაარსი.
-ჩაწითლებული გაქვს თვალები. ქვემოთ ლურჯი ხაზები. გეტყობა არ გიძინია მთელი ღამე.. ისევ მოთხრობებს წერდი არა?! -მისაყვედურა მან. ჰო... მოთხრობებს ვწერ. 14 წლიდან. ასე ვთქვათ.. ჩემი მეორე პროფესიაა. თავიდან სისულელეებს ვწერდი, როგორც დამწყები. ახლა კი ნამდვილად დავხვეწე. უცნობი ავტორის სახით ვდებ ჩემს შექმნილ ბლოგზე და ჩემს შემოქმედებას ხალხს ვაცნობ. ბევრი კითხულობს და ძალიან მომწონს ეს.. ჩემი ახლობლებიდან არავინ იცის ამის შესახებ. მხოლოდ მარიამმა...
-მაკიაჟსაც ვერ ვატყობ შენს სახეზე. კარგი რა... -ნამდვილად ბრაზობდა. თანაც ჩემზე ბავშვობიდან ზრუნავს..
-აღარ ვთვლი ამ დეტალებს მნიშვნელოვნად. -ჩავიბურტყუნე და მხრები ავიჩეჩე.
-სამაგიერიდ შენ ხარ მნიშვნელოვანი! თავს უნდა მოუარო! -ტონს აშკარად აუწია.
-ვერ ვახერხებ.. -უმბიშვნელოდ წარმოვთქვი და თავი დავხარე ცრემლების ნაკადს რომ არ შევეწუხებინე.
-მითხარი რა მოხდა... -ხელი მომკიდა მარიამმა და სამზარეულოში გამიყვანა. ალბათ იმიტომ რომჩაი უნდა მოემზადებინა
-გუშინ ჩემთან სახლში დემე იყო მოსული...
-...
-დემეტრე! -გადავასწორე როცა მივხვდი რომ რაღაც არასწორად წარმოვთქვი. ორი წელი გავიდა და ჯერაც ვერ გადავეჩვიე რომ ის ჩემთვის დემე კი არა უბრალოდ დემეტრე მაჩაბელია. თანაც მარიამის გაკვირვებულმა სახემ უფრო მაიძულა ხაზგასმით შემეცვალა ჩრმი ნათქვამი.
-თავადვე უნდა გააგრძელო მოყოლა. ხომ იცი მაინტერესებს... -დამარწმუნა და ჭიქების კარადა გამოაღო.
-განქორწინების საბუთი მომიტანა. იმ ლანასაც ხელი ჰქონდა მოწერილი. ოფიციალურად გაყრილან...
-ეგ ნამდვილად კარგია. -თავისი აზრი დააფიქსირა
-შესაძლოა. მაგრამ ამით რა...
-ის რომ ისევ ერთად უნდა იყოთ.
-...
-სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი სწორი იქნება თუ არა თქვენი ისევ ერთად ყოფნა უბრალოდ მე მინდა რომ ერთად იყოთ. თან არამარტო მე მინდა... ვიცი შენც გსურს ეს, უბრალოდ ვერ აღიარებ. ვერც შენს თავთან და ვერც სხვასთან. -სწრაფად ჩამოაყალიბა და გაზქურა აანთო. -შაქარი? -ამას ყოველთვის მეკითხება მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის ყოველთვის ერთ კოვზს ვარ მიჩვეული.
-ერთი... -თვალების გადატრიალებით ვუპასუხე.
-შოკოლადი? -იცის რომ მიყვარს.
-კბილი მტკივა...
-ნამცხვარი? -გამომცდელად მკითხა და დიდი თეფშით დამიდო მაგიდაზე. -დილით გამოვაცხვე.. თან შოკოლადითა, შენ რომ გიყვარს. -დააყოლა ბოლოს.
-კარგი ამჯერად გავუძლებ კბილის ტკივილს... -ეს ნამდვილად მაცდური შემოთავაზებაა.
-რას აპირებ? -მკითხა და ცხელი ჩაით დიდი ჭიქები აავსო.
-რასთან დაკავშირებით? -მოხერხებულად მოვთავსდი სკამზე და შოკოლადმოსხმული ნამცხვარი ადვაგემოვნე.
-დემესთან... -ის ისევ დემეს ეძახის. მისი კითხვების ნაკადი კი ჯერაც არ წყდება.
-არ ვიცი.. -ცალი იდაყვით მაგიდის კიდეს დავეყრდენი.
-კარგი მაშინ ის მითხარი რატომ არ გინდა რომ შეურიგდე -ჩაი მოსვა და ხალათის კაპიუშონი თავზე წამოიფარა. ფეხები კი მეორე სკამზე შემოაწყო.
მიყვარს მისი თავისუფლება. მისი სურვილისამებრ მოქმედი ქცევები.. არ ცხოვრობს მხოლოდ იმიტომ რომ ქალაქს დაენახოს და მისი ცხოვრება შეიფეროს.. უყვარს თავისი საქმე და პროფესია. არ ცხოვრობს თბილისის გათავისებისთვის... სიცოცხლით აღსავსეა. მოდას მიყვება, მაგრამ არა 21-ე საუკუნის თანამედროვეობისთვის, არამედ თავისთვის. არ დარდობს რომ უკვე ორ ქმარს გაშორდა. არ დგამს ნაბიჯს, რის გამოც შეიძლება მერე ინანოს. მოდას მიყვება, მაგრამ არა თბილისისთვის. არაფერი უტყდება. უბრალოდ თავის სამყაროს თავადვე ალამაზებს.. სწორედ ეს მიყვარს მასში. ცნობისმოყვარეა... ეს იმდღიდან ვიცი როცა ერთმანეთი ბაღში გავიცანით. ბევრ კითხვას სვამს და შეიძლება ითქვას რომ ეს ყველას აღიზიანებს, ჩემს გარდა. მოკლედ რომ ვთქვათ, არ უნდა არსებობდეს კითხვა, რომელიც მისთვის პასუხგაუცემელია. იცის რა მიყვარს მე და ვიცი რა უყვარს მას... ის რომ არ მყავდეს ალბათ ამ სამყაროში მიზეზი აღარ იქნება რისთვისაც მე უნდა ვცხოვრობდე... ჩხუბი? ჩხუბი არ მახსოვს. არც კამათი! უამრავჯერ გვიკამათია, მაგრამ არასოდეს გავბუტულვართ. ბევრჯერაა გაურკვევლობაში მაგრამ ამაზე არასოდეს დარდობს. ბედნიერია.. მაგრამ არა იმიტომ რომ ბედნიერი, მხიარული და კარგი ცხოვრება აქვს. უბრალოდ ხასიათი აქვს ბედნიერი. ყოველთვის იცის რა უნდა. ან არ იცის და უბრალოდ უნდა რომ იცოდეს. ამიტომაც არაა ესეთი საკითხები მისთვის პრობლემების შემქმნელი.
-არ ვიცი... -მორიგი უზუსტობა ჩემს გონებაში.
-იმ დღეს მომასწრო შენ რომ რამეში გაერკვეოდე და არ მინდა მეტი არაფერი.. -ცალი წარბის აწევით ჩაიბურტყუნა
-ეგ მეც მინდა...
-ქეთი ერთი გითხრა რაღაც მაინტერესებს და არ ვიცი როგორ გკითხო... თან იმასაც ვფიქრობ ღირს თუ არა ამ კითხვის დასმა.
-ისე უნდა მკითხო როგორც გინდა მარიამ.. -დავარწმუნე და მის შეკითხვას დაველოდე.
-მოკლედ.. ნუ გასაგებია რომ დემეტრე დაბრუნდა. ისიც ვიცით რომ ცოლს გაშორდა, მაგრამ რა იქნებოდა მაშინ როცა შენ და გიორგი ისევ ერთად იქნებოდით და დემე მაშინ ჩამოვიდოდა? -სწრაფად ლაპარაკობდა.
-სიმართლე რომ გითხრა ამ ერთი კვირის განმავლობაში ამაზე ბევრჯერ დავფიქრებულვარ. ერთი რამ ნამდვილად დავასკვენი. ზუსტად იგივე სიტუაცია იქნებოდა როგორიც ახლა. რაც შეეხება ჩიქოვანს.. ის მაინც მიმატოვებდა და ამ თემასთან დაკავშირებით არაფერს ვნანობ. მე და დემეტრე კი ისევ ვერ ვიქნებოდით ერთად რადგან ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს. -მთელი ის აზრი ჩამოვაყალიბე რასაც ზუსტად ვფიქრობდი. მიყვარს როცა მარიამს ველაპარაკები ყველაფერს, რაზეც ვფიქრობ.
-კარგია ეს მაინც თუ იცი ზუსტად.. -წინ წამოიწია და მაგიდას ორივე იდაყვით ჩამოეყრდნო. აშკარაა რომ ცხელი ჩაის დალევის შემდეგ იმდენად აღარ სციოდა. ამიტომაც ხალათი ოდნავ უფრო მსუბუქად შეიკრა -დემეს ძმაზეც გეცოდინება..
-რა მოხდა? რა უნდა ვიცოდე.. -ფაქტია გამიკვირდა.
-საავადმყოფოში წევს. არ იცოდი? წეღან არ თქვი გუშინ ჩემთან მოვიდა და ვილაპარაკეთო?
-კიი მაგრამ დაურეკეს და სასწრაფოდ გავარდა სახლიდან. იმის მერე ერთმანეთს არც შევხმიანებივართ. რას ჭირს დემეს ძმას? -ახალი ამბავი შევიცხადე.
-ზედმეტი დოზა... წამლები, სასმელი. სხვა რა უნდა სჭირდეს. -თვალების გადატრიალებით ჩაილაპარაკა.
-კიდე ვერ ისწავლა მაგ ბიჭმა ჭკუა?! ხომ ამბობდნენ მკურნალობსო..
-მარტო პირველი ორი თვე. მერე ისევ გააგრძელა..
-მეცოდება ეგ ოჯახი... უკვე მერამდენედ უნდა მოხვდეს საავადმყოფოში ასეთი უბრალო რაღაცეების გამო. ახლა როგორაა?
-არ ვიცი... ცოტახანში ლაშა უნდა მოვიდეს და გვეტყვის. შენ რომ მიწერო დემეს არ გინდა? -იმედიანი გამომეტყველებით მკითხა
-რათქმაუნდა არა.. -მტკიცედ ვთქვი. -მოიცა! როცა დილით დამირეკე მითხარი რომ სასწრაფოდ უნდა მოვსულიყავი. რომ მოვედი სულ სხვა რამეზე ვილაპარაკეთ. რა მოხდა?
-ვფიქრობ ამის თქმა არაა საჭირო. ან ახლა არაა ამის დრო... -უმნიშვნელოდ თქვა.
-როგორ თუ არაა საჭირო. აქ სწორედ ამისთვის მოვედი... თან აუცილებლად უნდა გავიგო -ცალი წარბის აწევით ვუთხარი.
-არაფერია ისეთი... -ზუსტად ვიცი რომ უნდა მოყოლა დავაძალო. უბრალოდ ჩემგან კითხვების დასმას ელოდება.
-ასეთია თუ ისეთი, აუცილებლად უნდა მითხრა და ეს შენც კარგად იცი.
-კარგი ხო... მოკლედ ვთხოვდები რა.. -სწრაფად თქვა და სახეზე ხელები აიფარა. თითქოს უარყოფითი რეაქციის მოლოდინი ჰქონდა.
-ანუ? -არ ვიცი რატომ მაგრამ მაინც გამიკვირდა ეს ახალი ამბავი მიუხედავად იმისა რომ პირველად არ მომისმენია.
-ანუ ის რომ ერთ თვეში ქორწილი მაქვს და ჩემი საქმრო ლაშა არაბულია!
-სერიოზულად?! -სახეზე ოდნავი, მაგრამ მაინც სიხარულის გამომხატველი ღიმილი შემეპარა.
-წუხელ იყო ჩემთან მოსული, და უცებ მთხოვა ხელი. არც გვქონდა ჩაფიქრებული. სულ მოულოდნელი იყო ჩემთვისაც და თითქოს.. ლაშასთვისაც. მე კი უბრალოდ დავთანხმდი!
-...
-ვიცი, ვიცი... არ შეიძლება ასე. ჩემს საუკეთესო მეგობარს ყველაზე რთული პერიოდი აქვს და მე ვთხოვდები... თუ შენთვის ეს საშინელებაა გეფიცები შეგვიძლია გადავდოთ. -ეს ყველაფერი მაშინ თქვა როცა ჩემი ღიმილნარევი გაოცებული გამომეტყველება შეამჩნია.
-რა სისულელეებს ლაპარაკობ! -აშკარად ვუსაყვედურე მას. -როგორ შეგიძლია ჩემს გამო გადადო ქორწილი. ეს ხომ ყველაზე დიდი უაზრობა იქნება...
-შემიძლია.. დამერწმუნე შემიძლია. შენს გამო ყველაფერი შემიძლია! -მტკიცე ტონით შემაწყვეტინა
-გაგიჟდი?! ჩემს გამო არაფერს გადადებ! საერთოდ რა შუაშია ჩემი და დემეს... უფროსწორად დემეტრეს ურთიერტობა, შენი და ლაშას წყვილთან. არც იფიქრო რომ ეს შენი ქორწინების შესაწყვეტი მიზეზი იქნება. უბრალოდ მაინტერესებს დარწმუნებული ხარ რომ გინდა გათხოვება მესამედ.. ან თუნდაც ლაშაზე.
-ანუ? -ამ სიტყვებმა ნამდვილად დააფიქრა
-ანუ ის რომ.. არ ჩქარობ? მესამედ ხდები პატარძალი და ვფიქრობ დარწმუნებული უნდა იყო ამის სისწორეში. არ მინდა ისევ იმედები გაგიცრუვდეს. რათქმაუნდა ლაშა ძალიან მაგარი ბიჭია, მაგრამ მე შენი მეგობარი ვარ და მინდა სწორი რჩევები უნდა მოგცე..
-და რაღას ველოდო.. ორ წელზე მეტია ვიცნობთ ერთმანეთს. მართალია თავიდან ერთმანეთს ვერ ვიტანდით მაგრამ ცოტახნის შემდეგ აღმოვაჩინეთ რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა. რამოდენიმე თვეა უკვე შეყვარებულები ვართ.. ისიც კარგად მიცნობს და მეც. ვუგებთ ერთმანეთს. ჩემი ესმის, მე კი მისი მესმის. სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი. ასეთი არავინ შემხვედრია. არც ჩემი პირველი ქმარი დათო და არც მეორე ქმარი ირაკლი. გასაოცარი ბიჭია და ამაში ეჭვი არ მეპარება. ხასიათებითაც ვუგებთ და მასთან ერთად ცხოვრება ძალიან მინდა. უბედნიერესი ვარ რადგან ვიცი რომ მისი ცოლი უნდა გავხდე.. -ნამდვილად ბედნიერი ჩანდა ამ ყველაფრის მოყოლისას.
-მაშინ რათქმაუნდა უნდა გაყვე ცოლად! -ბედნიერად ვუთხარი და ჩავეხუტე. -ლაშა ირაკლის და დათოს ბევრად ჯობია..
-რათქმაუნდა..
უცბად კარზე ზარი გაისმა. მარიამმა გააღო და ჩვენს წინ ორი იდეალურად სიმპატიური ბიჭი იდგა. ლაშა და დემეტრე. რათქმაუნდა გაიღვიძა ფიქრებმა დემეტრეზე და სიყვარულის ნაპერწკალმა დემეტრეს მიმართ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent