შენ ჩაგიფიქრე მაშინ
"მე ვოცნებობ, რომ"ალბათ ყველას გვეცნობა ეს ფრაზა ... რაღაცით ალბათ მაინც ბაავშვობასთან ასოცირდება , რადგან როცა ვიზრდებით ვხვდებით რომ ოცნებები სულაც არ ხდება , და რისი დაკმაყოფილებაც შეგვიძლია ოცნება კიარა ჩვენი სურვილებია რეალობასთან შესაბამებული მახსოვს დედასთან მოსული სტუმრები რომ მეკითხებოდნენ ხოლმე - თათია რა არის შენი ოცნება ? - მე მინდა მომღერალი ვიყო როცა გავიზრდები 5 წლის ასაკში ძალიან მომწონდა ეს პროფესია, როცა ცუდი ამინდი იყო და გარეთ სათამაშოდ გასვლას ვერ ვახერხებდი, ტელევიზორთან კარგად მოვკალათდებოდი ხოლმე და საათობით ვუყურებდი მუსიკალურ კლიპებს, იმდენად კარგად გამოიყურებოდნენ რომ მეც მიჩნდეოდა სურვილი მათნაირი ვყოფილიყავი , მათსავით შემძლებოდა სიმღერა მაგრამ ჩემი ვოკალური მონაცემების გამო მალევე გადავიფიქრე , მეც კი ცუდად მხდიდა ჩემი არა ამქვეყნიური ხმა პატარებს გული რომ არ ეტკინოთ მშობლები აქებენ და რამდენად ცუდადაც არ უნდა გამოსდიოდეთ ესა თუ ის საქმე ეუბნებიან "ყოჩაღ ძალიან მაგარია" მე კი დედაჩემი გამუდმებით მიმეორებდა რომ სიმღერა ის საქმე იყო რომელზეც არც კი უნდა მეფიქრა რა პირდაპირობაა 5წლის ბავშვისთვის -თათია რაზე ოცნებობ? - მინდა ფიფქია ვიყო და ჩემი 7 ჯუჯა მყავდეს 7 წლის ასაკში ცოტა უცნაურია მსგავსი ოცნება , მაგრამ მალევე მიხვდებით რომ ცემგან გასაკვირი არ არის , ეს პირველი ოცნება იყო რაც ამიხდა(ნაწილობრივ) , არა არა ფიდქია არ გავმხდარვარ , თუმცა მამაჩემმა დაბადების დღეზე ლითონისგან დამზადებული 7 ჯუჯა მომიყვანა , ვერც კი წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვიყავიი იმ დღეს , მთელი დღე დედაჩემის დიდ კაბაში გამოწყყობილი დავდიოდი ოთახიდან ოთახში და ჯუჯებსაც დავათრევდი აქეთ იქეთ -რაზე ოცნებობ მკითხა ჩემმა კლასელმა სოფომ , როცა ფანჯრიდა ჰორიზონტს გავყურებდი - ერთ დღეს მოცეკვავე გავხდები , ძალიან ცნობილი და ყველას ვეყვარები ეს იმის ბრალია რომ 11 წლის ასაკში დედამ ცეკვაზე შემიყვანა, ძალლიან მიყვარად ქართული ნაციონალური ცეკვები , ვცდილობდი კარაგდ გამომსვლოდა მასწავლებელიც ხშირად მაქებდა ხოლმე ჩემი შრომის მოყვარეობის გამო, დღესაც კი მინდა ჩემი შესაძლებლობებით გაოცებულმა ხალხმა ქუჩაში გამაჩერონ და მითხრან რომ საოცრად ვცეკვავ კარგად მახსოვს 16 წლის ასაკში ბებომ მუხლებზე დამიჯინა და მკითხა "რამე ოცნება გაქვს?" დავფიქრდი და დარწმუნებით ვუთხარი "მინდა კოსმანავტი გავხდე , მარსზე გავფრინდე და იქ დავრჩე " ალბათ ასეთ ასაკში ან სულელი უნდა იყო ან მართლა კოსმონავტობა გინდოდეს ამ ასაკში კარგად მივხვდი რამდენად ამაზრზენია სამყარო ... ამიტომ მინდოდა აქედან წასვლა , სხვა სამყაროში სადაც ადამიანები კიარა კეთილი არსებები დდამხვდებოდნენ და ბედნიერად ვიცხოვრებდი , რაც ყოველთვის მაკლდა დედა ხშირად ავდმყოფობდა , 14 წლის რომ ვიყავი მამა ავტოკატასტროფისას გარდაიცვალა , საავადმყოფოში მიყვანამდე , ეს ჩვენი ჯახისთვის და პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა მის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია , ზოგჯერ სიე მომენატრება რომ ვეღარ ვუძლებ , ხშირად მიცდია , ვამბობდი რომ მასთან უნდა წავსულიყავი ახლა მსგავს არაფერს ვფიქრობ ვიცი რომ სიკვდილის სემდეგ არ არსებობს გაგრძელება , უბრალოდ კვდები და მორჩა , ახლა უფრო მეცოდება მამა სამუდამოდ რომ უნდა ეძინოს... დედასაც გაუჭირდა უმისობა თუმცა რამდენიმე წლის სემდეგ ხელმეორედ დაქორწინდა ... ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემთვის თინეიჯერი ოგონასთვის არც თუ ისე ადვილია სხვა ოჯახში ცხოვრება და სრულიან უცხო ადამიანებთან შეგუება , ალბათ უფდრო მარტივი იქნებოდა ქართველები რომ ყოფილივნენ და ამ ყველაფერს თურქეთში გადასვლაც რომ არ დამატებოდა დედაჩემის მეუღლეს ვაჟი ყავს ჩემზე 4 წლით დიდი , ტავის ტკივილზე უარესია ... ერთმანეთს კარგად სევეწტყვეტ ზალიან ვუყვარვარ და მიყვარს მაგრამ მკაცრია , ჩემი ნამდვილი ძმა რომ მყავდეს ალბტა ისიც კი არ მომეწცეოდა ასე მკაცრად და თავის ცარჩოებში არ ჩამსვამდა, დენიზი ქვია ნამდვილი ქალების მუსუსია გოგონები სულ თავს ეხვევიან როგორც ფუტკრები თაფლს ... ამიტიმ ცოტნეს ვეძახი , დღემდე ვერ ხვდება რატომ დედაჩემს მუსაობა არ უწევს ... ასეა როცა ზედმეტად შეძლებულ ოჯახში ცხოვრობ ... დღეს 19 წლის ვარ და ვინმემ რომ მკითხოს რა არის შენი ოცნებაო , ვეტყვი რომ მინდა უბრალოდ ბედნიერი ვიყო ... ესაა რასაც თითოეული ჩვენგანი მთელი ცხოვრება ვეძებთ ახლა ცნობილი უნივერსიტეტების ჩამონათვალს ვკითხულობ ... ჯერ ვერ გადავწყვიტე სად მინდა ვისწავლო, სტანბულის ერთ ერთ წარმატებულ უნივერსიტეტში ვსწავლობ მაგრამ ვთვლი რომ საქართველოში ბევრად უკეთ შევძლებ განათლების მიღებას , თან არ მინდა აქ ცხოვრება საბუთების გადატანაზე დედას უკვე ვესაუბრე გამიჭირდა მისი დათანხმება თუმცა ბოლოს დავიყოლიე ჩვენს სახლში ვიცხოვრებ ალბათ გამიჭირდება მარტო ყოფნა მაგრამ შევეგუები , პატარა აღარ ვარ დამოუკიდებლობას უნდა მივეჩვიო , მტავარი პრობლემა ისაა რომ მშისარა ვარ თბილისში ერთი მეგობარი მყავს , ბავშვობიდან ვდაქალობთ ამიტომ მხოლოდ მასთან დაშორება ვერ შეძლო მანძილმა და დრომ ის ჯავახიშვილში სწავლობს და მიღცია მეც იქ გადამეტანა საბუთები მაგრამ მაინც ვყოყმანობ კარგი იქნება ერთი ნაცნობი მაინც რომ მეყოლება , თავს მარტოდ არ ვიგრძნობ ახლა ღამის 1 საათია მე კი აივანზე ვზივარ და უნივერსიტეტებზე ვგუგლავ ... ფიქრებში ისევარ გართული რომ ვერც კი ვიგრძენი რომ საგრძნობლად აცივდა - ისევ ვერ გადაწყვიტე? - აჰ ემირ შემაშინე ფეხები სწრაფად ჩამოვწიე მოაჯირიდან და გვერდით ჩავიჩოჩე რომ ჩამომჯდარიყო - იქნებ არ ღირს წასვლა , თუ იქაურობა გენატრება უბრალოდ 1 კვირით წადი მოინახულე ნაცნობები და ჩამოდი ისევ - არა ემირ უკვე გადავწყვიტე , სამშობლოში ვბრუნდები - შენი ნებაა ... უნივერსიტეტი შეარჩიე? თუ დაგეხმარო? ემირს ვაჩვენე რამდენიმე უნივერსიტეტი და ბოლოს მაინც ჯავახიშვილზე შევაჩერეთ არჩევანი, ის ყოველთვის მეხამარება და გვერდში მიდგას მამას ვერასდროს ჩაანაცვლებს , მაგრამ ვაფასებ მის მზრუნველობას ჩანთას ზემოდან ვაჯდები და დედა კრავს რადგან აღარ ეტევა ნივთები ქუდს ვიხურავ და სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ - ემიიირ! დამეხმარე დედა ემირს ეძახის რომ ჩანთები ქვემოთ ჩაატანინოს , შეიძლება თვითმფრინავში არ შემიშვან ამ სახლში რასაც კი ჩემი ერქვა მგონი ყველაფერი მიმაქვს :დდ ოთახს თვალს ვავლებ , ცოტათი გული მწყდება კარებს ვკეტავ და სამუდამოდ თუ რაა დიდი ხნით ვემშვიდობები ბუზღუნბით გამოდის აბაზანიდან დენიზი პირსახოც შემოფარებული და ცდილობს რომ ჩემზე იმოქმედოს - ასე უბრალოდ მიდიხარ და გვტოვებ ? კარგი რა არ მოგენატრები? ხელებს შლის რომ ცავეხუტო და ტუჩებს სასაცილოდ ბრიცავს , როგორ მიყვარს ეს იდიოტი ღმერთოო მეც ვეხუტები და ხელებს მთელი ძალით ვხვევ - შეგიძლია მესტუმრო ხოლმე ... ეშმაკურად ვუცინი და ლოყაზე კოცნას ვუტოვებ დამშვიდობება .... რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან , თან დედაჩემმა ისე დამემშვიდობა თითქოს საწავლებლად კიარა ომში მიშვებდეს რჩევა დარიგებების მთელი ნუსხა ჩამომირაკრაკეს და ძვლივსღა მივაღწიე ტაქსამდე ჩემი სურვილი იყო რომ აეროპორტში არ გავეცილებინე არცერთს , ამას ნამდვილად ვეღარ გავუძლებდი და შეიძლება გადამეფიქრებინა რომ იტყვიან წუუთი წუთზე მივუსწარი , არა რა მმომსახურე პერსონალი ნამდვილად საოცარი ყავს ათა თურქის აეროპორტს რეგისტრაცია გავიარე და თვითმფრინავში კომფორტულად მოვკალათდი ... გული გამალებით მიცემდა უკვე ვგრძნობდიიმ მოზღვავებულ ემოციებს სულ მალე რომ ვიგრძნობ ნაუშნიკები გავიკეთე kongos- i wont to now ჩავრთე ...(ყველაზე კარგი ძმები დედამიწაზე) თვითმფრინავი ნელნელა ჰაერში ადის და მეც თვალებს ვხუჭავ ... სსიმაღლის არ მეშინია უბრალოდ ვცდილობ ის კადრები გავიხსენო საქართველოში რომ ვცხოვრობდი ვერც კი გავიგე ისე ჩამძინებია , პრინციპში ამას ადამიანი ვერასდროს ხვდება ჰოდა მოკლედ თვალებს ვახელ და ვგრძნობ რომ თვითმფრინავში სულ სხვა ჰაერია სასწრაფოდ ვიხედები ფანჯრიდან თუ არ ვცდები ქუთაისის თავზე ვიყავით გამეღიმა ... როგორც ერთ სიმღერაშია "ჩვენი ცა მაინც სხვაა არის" ამ ქვეყანაში ყველაფერი გაცილებით უკეთესია ამაყი ვსწორდები და რამდენიმე წუთში უკვე თბილისის აეროპორტში ვეშვებით მუხლები მიკანკალებს ...ვეღარ ვისვემებ თვითმფრინავი იცლება ყველა ძირს ჩავდივართ ... ესეც ჩემი პირველი ნაბიჯები ახალ ცხოვრებაში ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ტაქს ვაჩერებ მისამართს ვკარნახობ და ისიც როგორც წესია იწყებს თავისი გმირობების მოყოლას ... ინტერესით ვაკვირდები სრულებით შეცვლილ ქუჩებს , არაფერია ძველებურად ჩემი უბანიც ისე შეცვლილა ჩვენი კორპუსის გარე ფასადი შეუცვლიათ ეზოში საქანელებიც აუღიათ ახლა მინი სტადონია მის ადგილას ... რომელიც ბავშვებით სავსეა , მიხარია რომ ახალგაზრდობა დროს ეზოში სუფთა ჰააერზე ატარებს ჩანთების გადმოტანაში მძღოლი მეხმარება , მეც ფულს ვუხდი ხურდასაც ვუტოვებ და ეზოს თვალიერებას ვაგრძელებ , მოშორებით სამი ასაკოვანი კაცი ზის და დომინოს თამაშობს , ბაბუასაც ძალიან უყვარდა მეც მასწავლა პატარა რომ ვიყავი , მაგრამ წლებია აღარ მითამაშია შეშფოთებულმა ავხედე 7 სართულიან კორპუს ... 5სართულზე ამ ჩანთების ატანა ნამდვილად არ იქნება სახარბიელო ... ახლა მზერა ჩანთებზე გადამქვს ... უკვე ვნანობ რომ ამდენი რამ წამოვიღე მახსედება დენიზს რომ ვუტხარი როგორც კი ჩავალ მოგწერ თქო , ალბათ ნერვიულობენ რა უტვინო ხარ თათია ჯიბიდან მობილურს ვირებ და მის ნიმერს ვეძებ - თუ არ ვცდები დახმარება გჭირდებათ ... ბოხი ხმის გაგონებაზე თავს უკან ვატრიალებ . მეღიმება ქართული საუბარი რომ მესმის , თუმცა მალევე ვხვდები რომ უადგილოა ჩემი საქციელი და სერიოზულ გამომეტყველებას ვირეღ ცემწინ დაახლოებით ... ახლა ასაკი უნდა დამეწერა მაგრამ ისე გამოიყურება ნამდვილად ვერ გამოვიცნობ ახლავე აგიღწერთ ჩემზე ოდნავ მაღალია... მოგრძო თმები აქსვ , წვერი, უცნაურად აცვია აი ახალგაზრდები როკ არ იცმევენ ისე ...თან ასეთი თბილი ამინდისთვის ბათინკები და სქელი ქურთუკო ცოტა არ იყოს შეუფერებელია - ჩემი გესმით? ღიმილით მეკითხება ... ალბათ გონია რომ მომეწონა და ამიტომ ვათვალიერებ , არადა უბრალოდ მიკვირს ასე საშინლად რომ გამოიყურება, მგონი დახმარება მას უფრო სჭირდება ვიდრე მე - კი რათქმნაუნდა - თქვენ ამ კორპუსში იქირავეთ? - არა არა ,მე აქ სახლი მაქვს - მეხუთეზე 34 ბინა - დიახ თქვენ საიდან იცით? - მხოლოდ ეგ არის დაკეტილი ჩემს ორ დიდი ჩემოდანს ხელი დაავლო და მიაგორებს , გაკვირვებული ერთ ადგილას ვდგავარ , მალევე მოვდივარ აზრზე ჩემოდნებს ვიღებ და უკან მივყვები - ლიფტში ვერ შევეტევით ჯერ შენ ადი მაგ ჩანთებით, მერე მე ამოვალ და ამოგიტან აი იცით როგორი სახე მქონდა? არავითარ შემთხევევაში , მე არ გიცნობთ არ გენდობით , რომ მომპაროთ და ერთი ჩვეულებრივი ქურდი აღმოჩნდე? მიმიხვდა ჭკვიანი ბიჭია - კარგი , კარგი თვალებით ნუ შემჭამ ჯერ მე ავალ და ლიფტს გამოვუშვებ ლაპარაკ ლაპარეაკით შედის ლიფტში და ახლა ვამჩნევ მის საოცცრად ლამაზ მწვანე თვალებს რომლებბიც თითქოს და ცაბნელებულ პადიეზს ანათებს , კარებიც იკეტება ... საცდელი თავია , უფრო შესავალს დავარქმევდი გპირდებით საოცარ სიყვარულის ამბავზე გიამბობთ განსხვავებულ და საინტერესო პერსონაჟებთან ერთად ველი თვენს შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.