შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შემცვალე (Chapter 19)


3-03-2017, 13:30
ავტორი მანგო ✨
ნანახია 1 779

- ელე ! - ვიღაც ხელებში ჩამაფრინდა და მთელი ძალით ჩამიხუტა.
- ბექა... ნინი ! ის... უნდა ვიპოვო ! - ამოვისლუკუნე და მის მკერდში თავი ჩავრგე.
- ჰეი, ჰეი დამშვიდდი კარგი ? მას აუცილებლად ვიპოვით ! - ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და სევდიანად გამიღიმა.
- მას რომ რამე მოუვიდეს მე... მე.. - ტირილს ვუმატე და ძლიერად ჩავეხუტე.
- მე მათი მანქანის ნომერი დავიმახსოვრე ! ფილმებში მინახავს რომ მანქანის ნომრით ადგენენ სად იმყოფებიან მძარცველები ! FBI-ც ხომ ასე იძიებს არა ? - პატარა გოგონას ნათქვამზე გამეცინა და მივუბრუნდი.
- რა ნომერი იყო ?
- Huh 135 ! შავი მანქანა იყო, მთლიანად შავი,შავი შუშები ჰქონდა მე მაგიდის ქვეშ ვიმალებოდი და იქიდან დავინახე !
- შენ ამ დროს აქ რა გინდოდა ? - გაკვირვებულმა ვკითხე და ავათვალიერე.
- გიორგი ძიასთან მოვედი...
- კარგი, ამ.. - შუბლი მოვისრისე და ბექას მივუბრუნდი. - ნინი უნდა მოვძებნოთ ! - ფეხზე წამოვდექი და გასასვლელისკენ წავედი. ერთ-ერთ პოლიციელს მივუბრუნდი და ვუთხარი - იმ პატარა გოგონას ყურადღება მიაქციეთ !

***

- ესეიგი, ტყეში რომ არის ქოხი იქ არიან ?! - წამოვიკივლე და ბექას გაოცებულმა შევხედე. - გთხოვ ახლავე წავიდეთ !
- შენ ვერსადაც ვერ წამოხვალ საშიშა,თანაც შესაძლოა მახე აღმოჩნდეს !
- რას მეუბნები ხვდები ?!
- ვიცი,მესმის მაგრამ შენს სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ !
- ბექა ის ჩემთვის დასავითაა !! - დავუყვირე და იარაღების ოთახისკენ სვლა დავიწყე.
- ელე მოიცადე ! - უკან გამომყვა და მკლავში ხელი ჩამავლო.
- როგორც ჩანს მომიწევს მარტო წავიდე !
- შენ გოგო სულ გამოშტერდი ?! იარაღის ხმარება ჯერ ნორმალურადაც არ იცი !
- არ მაინტერესებს ! - ხელი გამოვგლიჯე და სვლა გავაგრძელე. როდესაც დაბლა ჩავედი ნებისმიერი იარაღი რაც ხელში მომხვდა ავიღე და ერთ ადგილას დავაწყვე. ესეიგი აბა ვნახოთ აქ რა გვაქვს : ცეცხლასროლი იარაღი,პითონი, რამოდენიმე დანა, კასტეტი და კიდევ რაღაცეები ! 5 დანა ?! სამჭირდება ?!
- ელე იქ არ წახვალ ! - ოთახში შემოვიდა ბექაც.
- კი წავალ ! ცოტახნით შენს სიყვარულსაც ვითხოვებ. - იარაღი ხელშ ავათამაშე და კარისკენ სვლა დავიწყე.
- არა ვერ ითხოვებ ! - ხელიდან გამომგლიჯა და იარაღების სხვადასხვა სახეობები აიღო და კარისკენ სვლა დაიწყო. - მოდიხარ თუ მანდ უნდა იდგე ?! - თავი დავუქნიე და მასთან მივირბინე. - მოიცა ასე უბრალოდ ვერ წავალთ !
- კიდევ რა ?! - ამოვიოხრე და ბექას პასუხს დაველოდე. რაღაც კარადა გამოხნა და შიგნით შეძვრა.
- აი ეს ! ყოველ შემთხვევისთვის..
- ბეჭედი ?! - ცალი წარბი ავწიე და დაბნეული მივაჩერდი.
- უბრალო ბეჭედი არ გეგონოს ! - ბეჭდის ზედა თავს ოდნავ მოუჭირა და ბეჭდის თვალი მჭრელ ნივთად გადაიქცა.
- ეს რათ მინდა ?1 - გამიკვირდა.
- გქონდეს..
- კარგი,წავედით ? - ბეჭედი თითზე გავიკეთე და კარისაკენ სვლა დავიწყე.

***
დანიშნულების ადგილას მივედით და ბუჩქებში დავიმალეთ.
- კარგი მისმინე, როგორც ხედავ სახლს 5 კაცი იცავს, იარაღს ვერ გამოვიყენებ ამიტომ რასაც ახლა გავაკეთებ არ შეგეშინდეს და რაღათქმაუნდა არ იკივლო კარგი ?! - თავი დავუქნიე დაცვას შევხედე. ბექამ საიდანღაც დანები ამოაძვრინა,მის ჩანაფიქრს რომ მივხვდი თვალები გამიფართოვდა და ხელი ვტაცე.
- ეს არ გააკეთო !
- სხვა გზა არ მაქვს,შეგიძლია არ უყურო ! - თავი დავუქნიე და ზურგი ვაქციე, გავიგონე მამაკაცების კვნესა რამაც გული შემიწუხა.. - კარგი მორჩა, ახლა სახლთან მივიპარები და იქაურობას დავზვერავ,როდესაც ნიშანს მოგცემ იმ კიბით - ხელით მიმითითა მეორე სართულზე ასასვლელ კიბეზე. - მეორე სართულზე ახვალ,სწორედ იქ ყავთ ნინი !
- ეგ საიდან იცი ?!
- დამიჯერე პატავ,ვიცი ! კარგი,ზუსტად არვიცი შიგნით რამდენნი არიან მაგრამ დაახლოებით 7-8 კაცი იქნება. ნინის ოთახში ერთი ან ორი კაცი მათ თავს გაართმევ ?! - თავი სწრაფად დავუქნიე და იქვე დაგდებულ მცველებს გადავხედე.
- როგორ მივხვდე რომ ნიშანი მომეცი ?
- მიხვდები ! - შუბლზე მაკოცა და სახლისკენ გაემართა, მის ჟესტზე გამეღიმა. იარაღები შევამოწმე და მის ნიშანს დაველოდე. რამოდენიმე წუთში დაუსტვინა,მგონი ეს ნიშანი იყო ხო ?! დაფეთებული წამოვვარდი და სახლისკენ მთელი სისწრაფით გავიქეცი იმის შიშით რომ ვინმეს არ შევემჩნიე. კიბესთან მივირბინე და მაღლა ავიხედე,სახლიდან ისეთი საშინელი ხმები გამოდიოდა შემეშინდა. ერთმა ისეთი იღრიალა კინაღამ ვიწივლე. კიბეს ხელი მოვკიდე და სახეზე ირონიული ღიმილი ავიკარი. კიბეზე სვლა დავიწყე და როდესაც ოთახამდე მივაღწიე,ფანჯრის რაფას ამოვეფარე,შიგნით ჩემდა საბედნიეროდ მხოლოდ ერთი კაცი იყო რომელიც იმღელა ხმაზე ხვრინავდა დარწმუნებული ვარ არაფერი გაუგონია. იდიოტი, რანაირი დარაჯია ახლა ეს ?! თუ გოგო მოიტაცე ნორმალურად მაინც უპატრონე რომ არავინ მოგტაცოს ! კრეტინი !! ოთახში ფრთხილად გადავძვერი და ნინის ძებნა დავიწყე. კუთხეში მოკუნტული იჯდა და ჩუმად ქვითინებდა. ავათვალიერე და მისი სილურჯეების დანახვისას მომინდა ამ კაცისთვის ყელი გამომეჭრა, დამესერა და იქამდე მეწამებინა სანამ სიკვდილი არ მოუნდებოდა ! ნინისთან ფეხაკრეფით მივედი და მასთან ჩავიმუხლე. ხელები მის ჩალურჯებულ ფეხებზე ჰქონდა შემოხვეული და თავი დაეხარა. ხელი მის ცივ კანს ოდნავ შევახე,რაზეც შეხტა და კედლის სხვა მხარეს გაჩოჩდა, მასთან მივედი და შეხება კიდევ ვცადე,თუმცა მაშინვე დაიწივლა,პირზე ხელი სასწრაფოდ ავაფარე და დარაჯს გადავხედე,.როდესაც მისი მშვიდი და წარბშეუხრელი სახე დავინახე ღრმად ამოვისუნთქე და ნინის მივუბრუნდი. გავუღიმე და მის შეშინებულ სახეს დავაკვირდი. თვალები ტირილისგან სულ ჩასწითლებოდა,ტუჩები დახეთქვოდა და სახე მთლიანად დასიებოდა. როდესაც სიტუაციიდან გამოერკვა და მიხვდა რომ მე ვიყავი მთელი ძალით ჩამეხუტა და ასლუკუნდა. მისი სახე ჩემს პატარა ხელებში მოვიქციე და სახეზე მოვეფერე.
- ჰეიი, დამშვიდდი კარგი ?! აქედან გაგიყვანთ !
- თ ?! აქ კიდევ ვინ მოიყვანე ?! - შეშინებულმა მკითხა.
- ახლა ამის დრო არ არის,წამოდი ! - ფეხზე წამოვაყენე და ფანჯრისკენ ვუბიძგე როდესაც ნინის წივილი მომესმა. იმ სივრცისკენ გავიხედე სადაც მისი თვალები მიმანიშნებდნენ, ჯანდაბა ისე ახლოს იყო ! დროულად რომ არ დავხრილიყავი ახლა ალბათ მკვდარიც ვიქნებოდი ! ვიგრძენი როგორ აივსო ჩემი ორგანიზმი მრისხანებით, დამცინავი ღიმილი სახეზე ავიკარი და მისკენ შევტრიალდი.
- სერიოზულად ?! გოგოს ასე უნდა მიეპარო ?! სადაა შენი „ვაჟკაცობა“ ?! - ღმერთო საიდან ამდენი გამბედაობა ?!
- ლაო პატალავ გეგონა მეძინაო ? - ხელებით მუხლებს დაეყრდნო და საწყალი სახე მიიღო, მის საცოდაობაზე ცალი წარბი მაღლა ავწიე და საცოდავი სახე მივიღე, ხელის სწრაფი მოძრაობით ჩემი პითონი ამოვიღე და შუბლში დავუმიზნე,რაზეც სახე წაეშალა. მას მივბაძე და საწყალი სახე მივიღე.
- ლაო პატალავ შეგეშინდა ?! - სახეზე ირონიული ღიმილი ავიკარი და იარაღი გადავტენე.
- შენს ადგილას ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი ! - წამით ჩაფიქრდა, შემომხედა და ჩემსკენ გამოიქცა,რაზეც დავიწივლე და გვერდზე გავხტი. ნინის თმებისკენ ხელი გაიწოდა თუმცა იარაღი თავში ჩავარტყი და მისი უზომოდ დიდი მასა იატაკს დაენარცხა.
- ნინი კარგად ხარ ? - იარაღი თავის ადგილას დავაბრუნე და ნინის მივუახლოვდი.
- ეს.. იარაღი... შენ.. ამმ საიდან ?! - დაბნეულმა ამოილაპარაკა რაზეც გამეღიმა.
- გრძელი ის... - სიტყვა გასროლის ხმამ გამაწყვეტინა. იმხელაზე შევკივლე თავად შევხტი. იარაღი გადავტენე და მეორეც ამოვიღე. კიბეებზე ჩავედი...
არსებულმა სიტუაციამ გულის რევის შეგრძნება გამიჩინა ! ირგვლივ მთლიანად სისხლი და უსულო სხეულები იყო. მთლიანად სისხლში ამოსვრილი დაცვა კარებთან იდგა და იარაღს ბექას უმიზნებდა,რომელიც საერთოდაც არ იყო დასვრილი ?! იატაკზე დაახლოებით 8 კაცი ეგდო, ბექა უმცირესობაში იყო, 3 კაცი უმიზნებდა იარაღს და აშინებდა ბექა კი წარბშეუხრელად იდგა და დამცინავად შესცქეროდა. იარაღი აღარ ჰქონდა. სამი ერთის წინააღმდეგ ?! ჰაჰ, ჩემს შეყვარებულს თითი არ დაედოს ! ჩემი ბიუსჰალტერიდან ორი ცალი პატარა დანა ამოვაძვრინე და ერთ-ერთ მცველს პირდაპირ საძილე არტერიაშ ვესროლე,რამაც თავადაც გამაკვირვა ! დანარჩენმა ორმა მზერა ჩემზე გადმოიტანეს და პირი დააღეს, ბექა მანიშნებდა რომ იქ დავბრუნებულიყავი დაისანაც მოვედი მაგრამ არ ვაპირებდი უკან ასვლად. კმაყოფილად გავიღიმე და თითოს თითო იარაღი დავუმიზნე. ვიგრძენი ნინის მწველი მზერაც რომელიც მაფრთხილებდა რაიმე სისულელე არ გამეკეთებინა. ორივემ მოადუნა ყურადღება და იარაღი ოდნავ დაბლა დაწია სწორედ ამ დროს ბექამ ფეხსაცმლიდან დანები ამოაძვრინა და ორივეს საფეთქელში ესროლა. ეს შესაძლებელი იყო ?! იარაღები შევინახე და ბექასთან მთელი სისწრაფით გავიქეცი, ჩემი პაწაწინა ხელები მის თბილ კისერს მოვხვიე და მთელი ძალით ჩავეხუტე... თავი მის კისერში ჩავრგე და ავსლუკუნდი. ვიგრძენი მისი ძლიერი მკლავები ჩემს სუსტ წელზე,რამაც ცოტა არ იყო დამამშვიდა.თმაზე მომეფერა და თავზე მაკოცა.
- ეს... ეს ძალიან,ძალიან საზიზღარი გრძნობაა ! როგორ უძლებ ?! მე... მე მხოლოდ თავში ჩავარტყი იმ კაცს და საკუთარი თავი შემზიზღდა, შენ... შენ კიდევ... ამდენი ადამიანი მოკალი ! - აცრემლიანებული თვალებით ავხედე და ტირილს ვუმატე.
- ჰეი, დამშვიდდი კარგი ? ყველაფერი კარგად იქნება ! ნინი კარგად ხარ ?! - მზერა ნინიზე გადაიტანა რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამოშტერებული გვიყურებდა.
- მგონი კი... მოიცადე ! გიო სად არის ?! - წარბები შეჭმუხნა და პასუხის მომლოდინე თვალებით მომაჩერდა. ბექას გადავხედე და მზერა ისევ ნინიზე გადავიტანე.
- ის... ის.. დაჭრილი იყო და საავადმყოფოში წაიყვანეს !
- რა ?! - წამოიყვირა ნინიმ და სახეზე მარილიანი ბურთულა ჩამოუგორდა. - ახლა როგორ არის ?! მასთან უნდა წავიდეთ ახლავე ! რას უდგახართ ?! ჩქარა ! - კარებისკენ გაიქცა და გარეთ გავარდა,ჩვენც უკან გავყევით

***
იმ დღის შემდეგ უკვე ერთი კვირა გავიდა, გიო ისევ საავადმყოფოშია და რამოდენიმე დღეში გამოწერენ. მე და დედა შევრიგდით ! ყველაფერი ავუხსენი და ბოდიშიც მომიხადა თავისი სულელური საქციელის გამო. ნინი დღე და ღამე საავადმყოფოშია და გიოს უვლის,იქ იძინებს და იქ იღვიძებს. ლუკა ამ ერთი კვირის განმავლობაში საერთოდ აღარც მინახავს,თუ ჭორებს დავუჯერებთ ამერიკაში წავიდა,რისიც ნამდვილად არმჯერა ! ხო,რაც შეგვეხება მე და ბექას ერთმანეთთან ზედმეტად კარგად ვართ, მთელი კვირა იმის შიშში ვიყავი რომ რაღაც მოხდებოდა,თუმცა ბექა ჩემს გვერდით იყო და მამშვიდებდა. იარაღებს უკვე დავეუფლე და საკმაოდ კარგად ავითვისე. ყოველდღე მავარჯიშებს და ყოველდღე ათას რაღაცას მასწავლის.ისეთი მომთხოვნია რომ სულს მაძრობს ხოლმე ! ისეთი მოძრაობები მასწავლა ფილმებშიც რომ ვერ ნახავთ,ვცდილობ რაიმე ვათქმევინო მის წარსულზე თუმცა რა აზრი აქვს ?! „წარსული წარსულში დარჩა“ იდიოტი !
- უფრო მაგრად ! - მიყვირის და მეც უფრო მაგრად ვურტყამ ! მეტი აღარ შემიძლია, ძალიან დავიღალე !
- ბექა დავიღალე ! - შევუღრინე და შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადავიწიე.
- უფრო მაგრად ! - თვალები დამიბრიალა და ხელი მომიქნია,რაზეც დავიწივლე და თავი დავხარე.
- შენ ნორმალური ხარ ?!
- ვინმე რამის დაშავებას რო გადაწყვეტავს ამას კითხავ თუ იმოქმედებ ? - გაეცინა და ხელი ისევ მომიქნია.
- კარგი ! ახლა მიიღებ ! - მუშტი მოვუქნიე, თუმცა ვერ მოვარტყი, ის ხომ ასეთი სწრაფია ! თვალის დახამხამებაში მის მკერდზე აკრული აღმოვჩნდი. ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა თუმცა უშედეგოდ !
- მორჩა, ან მძევალი ხარ ან მკვდარი ! - ყურში ჩამჩურჩულა და ხელები უფრო მაგრად გამიკავა, თავი გავაქნიე და ფეხზე ფეხი მთელი ძალით დავარტყი რაზეც ხელი შემიშვა და მოუხარა.ჯიბიდან იარაღი ამოვაძვრინე და შუბლში დავუმიზნე,ეშმაკურად გავიღიმე და ვუთხარი.
- აბა ახლა ვინ არის მკვდარი ?! - ჩაიცინა და ამომხედა, ორ წამში იარაღი იატაკზე დამაგდებინა პირი ღია დამრჩა და საწყლად შევხედე.
- ხო, მაინც შენ ხარ მკვდარი ! - რაღაცის თქმა დავაპირე,თუმცა შევბარბაცდი და თვალები ტკივილის გამო დავხუჭე. - კარგად ხარ ? - ჩემსკენ სვლა დაიწყო ბექამ. საფეთქელზე ხელი მივიჭირე და თვალები გავახილე,მინდოდა ის ტკივილი რასაც საფეთქელში ვგრძნობდი შემეჩერებინა ! - ჰეი, რა დაგემართა ? - ხელი მომხვია და წყალი მომაწოდა. ბოთლი გამოვართვი და იდაყვი მუცელში ვუთავაზე,მარჯვენა ფეხი ავწიე და კიდევ ვუთავაზე, ვურტყავდი მანამ სანამ იატაკზე არ აღმოჩნდა. მის ზემოდან მოვთავსდი იარაღი შუბლზე დავადე.
- შენთვის არასოდეს მითქვამს რომ პატარაობაში მინდოდა მსახიობი გამოვსულიყავი ?
- Well,well I’m impressed ! - ხელები ასწია
- როგორც ჩანს მალე ტყუვდები ! - გავიცინე და იარაღი მოვაშორე. - გთხოვ დავისვენოთ რა, დღეისთვის საკმარისია - ლეკვის თვალებით შევხედე და ტუჩი გადმოვაგდე.ჩემმა საქციელმა გაამხიარულა და თავი დამიქნია. წამოჯდა და მოწყვეტით მაკოცა,რაზეც ჩამეღიმა.


აუ ხალხნოო, ჩემმა მუზამ გაჭედა თან ძაან ! >.< ძაან ცუდი და უაზრო თავი გამომივიდა !! :/ :/ პ.ს მინდა რო მალე მოვრჩე ამ მოთხრობას. ასევე მინდა გითხრათ რომ ამ მოთხრობას ექნება მეორე ნაწილიც ! შემდეგ უკვე სხვას დავიწყებ



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Sauketeso iyo dzalian momewona es tavi. Beqa dzalian sayvarelia da mec minda misnairi velodebi axal tavs da miyvarxar
--------------------
M.D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent