შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მოდის,სიყვარული ქრება (თავი 1)


3-03-2017, 17:19
ავტორი gogona tbilisidan
ნანახია 1 717

-ეს ბოლო შემთხვევაა!
ფეხებს უკანა სავარძელზე ფართოდ ვშლი და თვალებს ვხუჭავ.
-გესმის ვაჩე?
-კი,მამა დამშვიდდი.
თვალებს რამდენჯერმე ვახელ და ვხუჭავ,მახსენდება არეულობა კლუბში,ნაცემი ბარმენი და უამრავი ჟურნალისტი.ფანჯარას ბოლომდე ვუწევ და ჰაერს ღრმად ვსუნთქავ.
-მაკო კინაღამ გაგიჟდა,არ გრცხვენია?
-კარგი რა,ვითომ ძალიან ვადარდებ.
მაკო დედინაცვალია,რომელიც არასდროს მომწონდა,სიმართლე რო ვთქვა,არც იმას ვეხატებოდი გულზე.
-არა,მრცხვენია რომ ჩემი შვილი ხარ,ესეთი როგორ გაგზარდეთ,რა დაგაკელით ვაჩე?,ამდენჯერ შეიძლება ასე მოიქცე ამხელა კაცი ხარ,უნდა გრცხვენოდეს!გვარცხვენ!
-მაინც როგორ მოვიქცე?შენსავით ან ანდრიასავით ვიცხოვრო არა?მხოლოდ მუშაობა და არანაირი სიამოვნება ცხოვრებისგან?
ყურსასმენებს ვიკეთებ და პასუხს არ ველოდები,მთელი გზა ნუგზარს ხმა არ ამოუღია.
დაცვამ კარები გაგვიღო და სახლის წინ გავჩერდით,მანქანიდან გადავიდა და სახლში შევიდა,რა გაუძლებს ორ საათიან ლექციას,ან მაკას თვალთმაქცობას,რომ ვითომ ჩემზე ღელავს. როდის შევიცვლები?ან რატო არ ვგავარ ანდრიას,ბიძაშვილს რომელიც მამამ გაზარდა.თვალებს ვატრიალებ და სახლში შევდივარ.მისაღებშია ყველა,მაკა ნუგზარს აწყნარებს.ანდრია წინ და უკან ნერვიულად დადის და ჩემს დანახვაზე სერიოზული გამომეტყველებას იჭერს,სიმართლე რო ვთქვა,მას სულ ასეთი მზერა აქვს.ურეაქციოდ შევდივარ და სავარძელში ვჯდები.
-მამა გთხოვ ახლა არ ვარ თქვენი ჩხუბის ხასიათზე ძილი მჭირდება.
-არა,არა ხედავ ნუგზარ?ხედავ?სულ შენი ბრალია!
ღმერთო დაიწყო!მუშტებს ვკრავ და ვცდილობ არ შევიმჩნიო რო გაქცევა მინდა.
-როგორ მივიდე ხვალ შეხვედრაზე,გამაგებინე ერთი!სულ არ გრცხვენია ბიჭო?გამაგებინე!
ნუგზარი მუშტებს მაგიდაზე არტყავს და ყვირის.
-აუ რა გინდათ ტო?რატო გამიტრაკეთ?ყოველ დღე ერთი და იგივიზე ჩხუბი არ გბეზრდებათ?ვაფშე წავალ და დაისვენებთ ყველა
სწრაფად ვდგები და კიბეებისკენ მივდივარ,ანდრიაც მომყვება და ხელზე მიჭერს.
-ახლავე დაჯექი.
ნუგზარი ყვირილს არ წყვეტს,მივყავარ და ისევ ადგილზე მაბრუნებს.
-ამჯერად დაისჯები ვაჩე,თან ძალიან
ახლა მაკო იწყებს.
-ოჰ,ქალბატონო დედა ახლა რა მოიფიქრეთ?
ვუღიმი და ვჯდები,მაკო ხელებით ეყრდნობა სავარძელს და მიყურებს.
-დროა შენც დაიკავო ადგილი კომპანიაში
ამის გაგონებაზე სწრაფად ვდგები და სიცილს ვეღარ ვიკავებ.ანდრიაც,ჩემთან ერთად დგება,აშკარაა რომ ჩემი გამოჩენა იქ არ გაუხარდება.ბავშობიდან ვერ მიტანდა,ყოველთვის ცდილობს დაანახოს ნუგზარს რომ ჩემზე წინ დგა.
-გეყოფა და დაჯექი.
ისევ აგრძელებს,თვალებს მომაბეზრებლად ვატრიალებ.
-თუ გგონიათ რომ თქვენს იდიოტურ კომპანიაში და ბიზნესში გამრევთ მინდა გითხრათ,რომ ცდებით.
ბარიდან ვისკს ვისხავ და სარკაზმულ გამომეტყველებას არ ვიცვლი.
-შენი აზრი არ აინტერესებს მგონი აქ არავის,მითუმეტეს მაშინ როცა დამნაშავე ხარ.
-ქალბატონო დედა,დარწმუნებული ხართ რომ კომპანიაშიც გინდათ ჩემი დანახვა?
ფართოდ ვუღიმი.ამის გაგონებაზე,ნუგზარი პერანგის საყელოში მწვდება და სავარძელზე მაგდებს.
-ხვალვე ჩემთან ერთად წამოხვალ.ყველანაირი ლაპარაკის გარეშე გესმის ვაჩე?
-ხელი გაუშვი საყვარელო
მაკო აკავებს და ოთახს რიგრიგობით ყველა ტოვებს.ჩემ ოთახში ავდივარ და ფანჯრებს ვაღებ,სიგარეტს ვუკიდებ და ლოგინზე ვესვენები,ჭერს მივშტერებივარ და ვფიქრობ,თუ რა უაზრო ცხოვრება მელის,ყოველ დღე ადრე გაღვიძება,სამსახური და არანაირი გართობა.ჯანდაბა!რამე უნდა მოვიფიქრო,ისედაც გამომაგდებენ როცა დაინახავენ რომ მუშაობისთვის არ ვარ შექმნილი.ვერ ვიძინებდი და ლუკას დავურეკე.ლუკა,დემეტრე და ალექსანდრე ჩემი ბავშობის ძმაკაცები არიან,ადამიანები რომლებთანაც ლაპარაკი ყოველთვის მშველის,ყველა პრობლემაში ერთად ვყოფილვართ გარეულები,კარგია როცა,გყავს გვერდით ასეთი ადამიანები.ძმაკაცები,რომელებიც დედა თუ გარეთ არ გამიშვებდა,ხვეწნით და სახის მანჭვით ეხვეწებოდნენ გარეთ გავეშვი.ან როცა,გოგოს ,,დასაკერად'' არაფერი გამოგდის, მაგრამ ისინი მაშინაც იქ არიან,შენს გვერდით და გეხმარებიან,როცა წაიქცევი და ხედავ რომ ხელს გიწვდიან.
-,რომელი საათია ხო არ გაგიჟდი?
-არ მოგენატრე ფისო?
-იდი ნახუი,მეძინება რა მოხდა?
-ხვალ მუშაობას ვიწყებ?
ხუთ წუთიანი დუმილის შემდეგ,ლუკას ყვირილი ისმის
-რაა ?ხო არ მესიზმრება? შენ და სამსახური?
დასაწყისისთვის იყოს ამხელა თავი,შემიფასეთ <3



№1 სტუმარი Nia

Kaia inedia gaagrdzeleb mainteresebs rogor ganvitardeba vitareba

 


№2  offline წევრი gogona tbilisidan

Nia
Kaia inedia gaagrdzeleb mainteresebs rogor ganvitardeba vitareba

მადლობა დიდი heart_eyes გავაგრძელებ აუცილებლად

 


№3  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

მე ახლა დავციწყე კითხვა და კარგი წინათგრძნობა მაქვს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent