სიყვარული მოდის,სიყვარული ქრება (თავი 2)
გამთენიისას ჩამეძინა,დილით კარების გაღების არასასიამოვნო ბგერები ვიგრძენი და ბალიშს ხელები უფრო მჭიდროდ მოვხვიე. -ადექი,დაბლა გელოდებიან. ცალი თვალი გავახილე და კარებთან მდგომ ელენეს გავხედე,ელენე ჩვენთან წლებია მუშაობს,ოჯახის წევრივითაა.მე და ანდრია მისი გაზრდილები ვართ,დედა აღარც მახსოვს,მაგრამ ელენე ჩემთვის ყველაფერია.როცა წავიქცეოდი და მუხლს ვიტკენდი,ელენე მიხვევდა ჭრილობას.მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის მაძალებდა ეზოში გასვლის წინ ორი ლუკმა მეჭამა და ხშირად მტუქსავდა სკოლაში ცუდი ყოფაქცევისათვის,მას მაინც ძალიან ვუყვარდი. -მეძინება,გთხოვ რა თვალები ისევ დავხუჭე და გადავბრუნდი. -ვაჩეე,გეყოფა ნუგზარი ისედაც გუშინდელის მერე შენზე გაბრაზებულია. თავს არ მანებებდა,როცა მივხვდი რომ არავინ მაცდიდა დაძინებას,წამოვჯექი და საათს დავხედე.ცხრის ნახევარია,ვდგები და მომზადებას ვიწყებ.სააბაზანოში შევდივარ და ონკანს ვუშვებ,ცივ წყალს სახეზე ვისხავ და გამოფხიზლებას ვცდილობ.მერე დაბლა ჩავდივარ და სამზარეულოში მოფუსფუსე ელენეს უკნიდან ვეხუტები. -ჩემი ტკბილი ელენე,რას აკეთებს? ლოყებს ვუკოცნი. -ოჰ,გადარეულო მიდი მაგიდასთან დაჯექი ისაუზმე. -არავინ არაა სახლში? -არა,ადრე წავიდა ყველა.ნუგზარმა არ დააგავიანოსო -აუუ მაგან ხო... გამოვბრუნდი და ფორთოხლის წვენი მოვსვი. -ნუ წუწუნებ ვაჩე,ახალი ტანსაცმელი ოთახში დაგიდე ვისაუზმე და მოვწესრიგდი,არაკომფორტულად ვიგრძენი თავი,არასდროს ჩამიცვამს კლასიკურად,ჰალსტუხი თითქოს ყელში მიჭერდა და დახრჩობას ცდილობდა,მოვიხსენი და მივაგდე.მაღალ ყელიანი ქონვერსები,დახეული ჯინსი და თეთრი პერანგი ჩავიცვი.ღილები სწრაფად შევიკარი და დაბლა სისწრაფით დავეშვი.ელენემ ჩემი დანახვისას გაოგნებული სახე მიიღო -სულ გადაირიე? -არ ვაპირებ იმ ტანსაცმლის ჩაცმას,ვნახოთ ბატონი ნუგზარი თუ გაუძლებს ამას ფართოდ ვუღიმი და ლოყაზე ვჩქმეტ.საკრისკენ ვბრუნდები წვერზე ხელს ვისვამ და კარებში მდგომ დაცვას მანქანის გასაღებს ვართმევ,ადგილს დიდი სისწრაფით ვწყდები.ნახევარ საათში კომპანიასთან ვარ,მანქანას ავტოსადგომზე ვაყენებ და გადმოვდივარ.შესასვლელთან ორი,რობოტის გამომეტყველებით,კაცი დგას.მაჩერებენ,უკანა ჯიბიდან შესასველ საბუთს ვაჩვენებ და შენობაში შევდივარ.ირგვლივ ბევრი ხალხია,ყველა კლასიკური ტანისამოსით და ფურცლებით ხელში.ყველას ყურადღებას ვიპყრობ,მშვიდად მივდივარ ლიფტისკენ და ღილაკს თითს ვაჭერ.ისე ავდივარ მესამე სართულზე რომ ყურსასენებს არ ვიხსნი,ანდრიას კაბინეტში დაუკაკუნებლად შევდივარ და სავარძლეზე ვჯდები,ფეხებს მაგიდაზე ვალაგებ. ანდრია ტელეფონზე საუბრობს,ჩემ დანახვაზე ყურმილს დებს და ურეაქციო გამომეტყველებით მიყურებს. -ფეხები ჩამოალაგე -ოხ,ბიძაშვილო -რა გაცვია?გაგიჟდი? -სხვა ვერაფერი შევარჩიე ხელებს უმისამართოდ ვშლი და ვდგები. -კარგი,რა უნდა გავაკეთო? -ნუგზარი გასულია,შეხვედრა აქვს,მე გაჩვენებ კაბინეტს გამომყევი. გავდივართ და დერეფნის ბოლოს კაბინეტში შევდივართ. -ეს კაბინეტია,ნია შენი დამხმარეა ხელით კარებთან მდგარ ტანით დაბალ გოგონაზე მიმანიშნებს,რომელიც გაოცებული მიყურებს -მოკლედ,საქმეების მოწესრიგებაში დაგეხმარება,მოგვიანებით ნუგზარი შემოვა მე გავედი ანდრია კაბინეტს ტოვებს. -ნია ხელს მხარზე მსუბუქად ვარტყავ.გაშტერებულ მზერას მე მაპყრობს -ბატ...ბატონო ვაჩე დიახ სიცილს ვეღარ ვიკავებ და მაგიდაზე ვჯდები. -მომეჩვენა თუ გარყვნილი მზერით აკვირდებოდი ჩემს ბიძაშვილს ამის გაგონებაზე,გოგონა კრთება -ბატონო ვაჩე...მე...მე ენა ებმევა,ფართოდ ვუღიმი. -კარგი,ამაზე მოგვიანებით,შესვნებაზე ვისაუბროთ ყავა შემომიტანე და საბუთები მალე უნდა წავიდე. გაწითლებული ნია სისწრაფით ტოვებს კაბინეტს და ფურცლებით დატვირთული შემოდის,წინ მილაგებს. -მოკლედ,ბატონო ვაჩე ხელი გაქვთ მოსაწერი ამ საბუთებზე,მე წავალ -მოიცა,ბატონოთი ნუ მომმართავ გთხოვ,ვაჩე დამიძახე მომავალო რძალო -ბატონო ვაჩე ლოყები უწითლდება. -ბატონო არა -კარგი,ვაჩე მიღიმის და კაბინეტს ტოვებს. ჩემო სიყვარულებო ესეც ახალი თავი,შემიფასეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.