შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამე უცნობთან {1}


4-03-2017, 15:09
ავტორი anastasia.vardo
ნანახია 3 175

იმ დილითაც დამაგვიანდა..მაღვიძარამ რომ დარეკა, ზუსტად 10 წუთი აკლდა 9საათსკივილით წამოვხტი ლოგინიდან.." დამაგვიანდა... "აბაზანაში ისეთი სისწრაფით შევქანდი და გამოვქანდი, მეთვითონ თავბრუდამეხვა.. თმა რა თქმა უნდა, არც კი გამიშრია,ისე შევიკარი, ჩავიცვი, ერთი-ორი და გამოვვარდი..
ქუჩაში ჩემი მეეზოვე სარე შემხვდა..გამარჯობის მერე, წამიკითხა 10 წუთიანი ლექცია, რომ აუცილებლად მენინგიტი დამემართება თუ არ გადავეჩვიე სველი თმით სიარულს.. მე გავუღიმე და დავემშვიდობე – : "სანამ მენინგიტი დამემართება, სამსახურიდან გამაგდებენ თუ დროზე არ მივედი, ეხლა არ მცალია, და ეგ თემა რომ დავბრუნდები , მერე განვავრცოთ-თქო.." – ვუთხარი.ტაქსი გაწყდა.. გადავირიე...ძლივს გავაჩერე და ჩავჯექი.. სამსახურამდე ვისმენდი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ სიმღერა " მოკლე კაბას " .. ეს "ღვთის რისხვა" მელოდია 28-ე ჯერ რომ დაიწყო , ძალიან ვთხოვე მძღოლს, "თუ შეიძლება , მაგნიტოფონი გამორთეთ-თქო.." საგიჟეთში ვარ დილიდან...სამსახურში 5 საათი ვიმუშავე, 3 საათი ტელეფონზე ვიჭორავე და ერთი საათი ვსვი ჩემი უსაყვარლესი რძიანი ყავა.. 6 საათზე ანკამ დამირეკა
- ეხლა არ თქვა რომ არ იცი...
- რა? – გავიკვირვე მე
- მართლა არ იცი?
- რა არ ვიცი?
- აუუუ, პროსტა როგორ არ იცი.. – გიჟივით გაიცინა ანკამ
- ანკააა, რა იყო , მთვრალი ხარ?
- მთვრალი შენ ხარ.. ის ბიჭი ჩამოვიდა, შარშან ლადუკას და ნინის ქორწილი რომ გადაუხადა, ლადუკას მეგობარი, ვიღაც.. მილიონერი.
- მერე? – ვუპასუხე მშვიდად
- რა მერე, ფეხებზე , უნდა გაგაცნო..
- ანკა , კაი რააა, არ შემიძლია უკვე შენი ატანა..
- არა, რა, ... უმადური ხარ, აბა რა ხარ,.. – სერიოზულად გეწყინა შენ
- რატომ ვარ უმადური, რა გინდა.?
- სად ხარ ეხლა?
- გამოვდივარ..
- ძალიან კარგი, პირდაპირ ჩემთან ამოდი...
- აუ, ბასეინზე მივდივარ – არ დავფიქრდი, ისე მოგატყუე მე
- ბასეინზე ხვალ წადი, სულ მარტო ვართ მე და ნუცა.. დათო 3 დღით ბათუმში წავიდა სამსახურიდან, მიდი რა..
ისეთი ხმით მთხოვე, უარი ვეღარ გითხარი, უფრო ნუცას ხათრით, თორემ, შენ 23 წელია გიყურებ და უკვე ვეღარ გიტან... თან ზუსტად ვიცი, რა დღეშიც უნდა ჩამაგდო... ასე იცი ყველაფერზე, საკმარისია, რამე აიჩემო .. კარი ისეთ ფორმაში გამიღე, რომ გამეცინა..ნუცას ფაფა გესვა სახეზე, ფეხებზე, თმებზე..
- რას ვგავარ არა? – მკითხე და გაგეცინა..
- ძალიან მომწონხარ , ფაფა განსაკუთრებულ ხაზს უსმევს შენს გარეგნობას..
- ეკაიფე, იცი ვიის? ორივეს გაგვეცინანუცას ისე გაუხარდა ჩემი დანახვა, სიხარულით კინაღამ ფაფა თეფშიანად გადასანსლა …..
- ადრე ვერ მოხვედი? – მკითხა გადაღლილმა ანკამ – 2საათია ყირაზე ვდგავარ,ორი ლუკმა რომ შეჭამოს..
- ბავშვთან ურთიერთობა უნდა იცოდე.. ! – ვთქვი ამაყად .
- შენ ხომ ძიძად ხარ დაბადებული, რა ! – გამეხუმრე შენნუცა ლოგინში ჩავსვით , სათამაშოები ჩავუყარეთ და მაგიდას მივუჯექით..
- მომისმინე.. – დაიწყე შენ – მართლა ძალიან კარგი ბიჭია.. ლადუკასთან მეგობრობს დიდი ხანია.. ქორწილიც თვითონ გადაუხადა და პარიზშიც მან გაუშვა .. მოკლედ რა, როგორ არ გახსოვს, სიმპათიურია, შავგვრემანი, კარგად ჩაცმული, ქორწილში გვიან რომ მოვიდა.. მუქი ლურჟი პიჯაკი ეცვა, "დაზაგრული"....
- არ მახსოვს..
- იმას ახსოვხარ და ძალიან უნდა შენი გაცნობა...
- ვიღაც იქნება , ხომ ვიცი.. - გითხარი სიცილით – ქორწილის დისკი ნახა და მოვეწონე , უეჭველი...
- ქორწილიდან ახსოვხარ, დეგენერატო, რა დისკი , რის დისკი ?.. ძალიან მაგარი ბიჭია, საზღვარგარეთ ცხოვრებს დიდი ხანია .. არ დაგღალა ქართულმა გოიმობამ და მარიაჟობამ ?
- რა ჰქვია? – გკითხე გულგრილად
- ძიმკა .
- " ძიმკა " რა სახელია... – ცხვირი ავიბზუე მე
- რა გინდაააა? – აღშფოთდი შენ..
- რა გვარია?
- ძიმკა "გრუზინსკის" ეძახიან.. გვარი არ ვიცი..
- ხო გითხარი, ვიღაც იქნება-თქო - ისევ გამეცინა მე – მე იქ სიმპათიური არავინ არ მახსოვს.
- რა გემახსოვრება, გუგა ვერ მოიშორე მთელი საღამო... – დამცინე შენ
მთვრალი გუგას გახსენებაზე, გამაჟრიალა...
- აბააა, რა დღე იყო.. – გამეღიმა მეც.. - მაგიდის ქვეშ ვემალებოდი ბოლოს.. გადამრია.. წელში გადამამტვრია იმდენი მაცეკვა..
ისეთი ისტერული სიცილი აგვიტყდა ორივეს, ნუცას შეეშინდა და ტირილი დაიწყო....
- მოკლედ არ წამოხვალ, ხომ ?
- სად? – გკითხე გაკვირვებულმა და ყავის ჭიქა დავაყირავე.
- ნინისთან..
- არა – ვთქვი ამაყად, - ძალიან მეზარება, ამ გაცნობებს ვერ ვიტან, ცოტა მეგოიმება .. ეგრე, შენ ზუკას მეგობარსაც ასე აქებდი და მერე აღმოჩნდა, რომ ისე აპათოლოგებდა, საკუთარ დედას ესროდა იარაღს,
- კაი რა, დაუჯერე ნინის – გეწყინა შენ
- ეგრეა ხო.. – არ ვწყნარდებოდი მე – ესეც ვიღაც მანიაკი აღმოჩნდება და მერე ყელგამოჭრილს მიპოვნით სადმე, კანაოში..
ანკას სახე მოეღრიცა ამ სურათის წარმოდგენით..
- არ გგონია, რომ ფანტასტიკების ყურებას თავი უნდა დაანებო? სულ გადაირიე, ხომ ხედავ – მითხრა შეშფოთებულმა
- მორჩა, წავედი, აღარ მცალია..
- გეუბნები, წავიდეთ და თუ არ მოგეწონება, ცხოვრებაში აღარავიზე აღარ შეგჭამ..
- შენთავს ვფიცავარ , ძალიან მეზარება , მართლა, მოიკითხე ჩემგან ეგ "ალ კაპონე" და სხვა დროს გნახავს, ეხლა არ სცალია-თქო – გადაეცი..
- საშინელი გოგო ხარ, ძალიან კარგი თუ არ მოდიხარ, მაინც არ მოეწონები ეგეთი აუტანელი ხასიათის პატრონი.. მარტო ერთი მათრახი შენს ჭკუაზე მოყვანას უნდა ..
- კაი, მეც მიყვარხარ, - გაგიღიმე , ნუცა ჩავკოცნე და კარი გავიკეტე..
ქუჩაში ისეთი სითბო იყო, ცოტა ბოდიალი მომინდა...Aახლა ყველაზე ძალიან მინდა, რომ მეცვას რამე Qჭრელი სარაფანი, მეკეთოს დიდი შავი სათვალეები, მეხუროს მწვანე ლამაზი ქუდი , ვიყო აეროპორტში , მქონდეს ორი დიდი ჩემოდანი 3 - 4 მილიონით, და ერთი გზის ბილეთს ვყიდულობდე ნიცამდე , ბოდიალი შენ მერე უნდა ნახო.. ოღონდ, მინდა სულ მარტო წავიდე, აი, ესე, უპატრონოდ... პრინციპში, რაღა პატრონი მინდა 3 – 4 მილიონის პატრონს : )აუუუუ, მართლა ძალიან მინდა : )))))) მარტო წასვლას სხვა მუღამი აქვს.წარმოვიდგინე, მარტო რას ჩავატარებ ნიცაში და სულელივით გამეცინა.. სამსახურიდან მივლინებით ბათუმში მიშვებენ.. ხო, მაგარია? ნიცაზე ფიქრის მერე აჭარა .. თან მაისში...
საოცარია ეს ცხოვრება რა.. წარმოუდგენელი ამბები ხდება..ვგიჟდები მივლინებებზე, მაგრამ – საზღვარგარეთ..ბათუმი, ისიც გაზაფხულზე, ცოტა მოსაწყენია..თან ისე წამოვედი თბილისიდან , გუგას გამოვეპარე..ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მშობლიური ენა არ ესმით.. ზიხარ და წლების მანძილზე ელაპარაკები, მაგრამ.. მაინც არ იშლიან თავისას ... აი, ასეთი ადამიანების კატეგორიას ეკუთვნის გუგა..პიროვნება, რომელსაც 29 წლის მიუხედავად, 3 წლის ბავშვივით უნდა ესაუბრო, რამე რომ შეაგნებინო….. მე, პირადად, ვალოკორდინის 30 წვეთიან ხსნარს ვსვავ, წყობიდან რომ არ გამოვიდე და ისტერიკა არ დავიმართო..გუგა ისეთი ბიჭია, რომელსაც სიტყვა "არა" არ ესმის.. ბავშვობიდან ჩემიუბნელია და , სიმართლე გითხრა , ატანა აღარ მაქვს მისი, ისე მაბეზრებს თავს..მოკლედ.. რა დროს გუგაა.. : )
.... ყველაფერი, როგორც ყოველთვის იქიდან დაიწყო, რომ ძალიან მშიოდა.. უფრო სწორედ , როგორც ყოველთვის კი არ მშიოდა... როგორც ყოველთვის იწყება ხოლმე, ისე დაიწყო...
ერთი ჩვეულებრივი Dდღე იყო, ან არ იყო ჩვეულებრივი დღე და მე ვიყავი ჩვეულებრივ ხასიათზე ... : ) მოკლედ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.. ვატარებდი მივლინების ნაცრისფერ დღეებს ბათუმში.. არ ვპასუხობდი გუგას ზარებს, ვცხოვრობდი ძალიან ლამაზ სასტუმროში და ვითვლიდი დღეებს თბილისში წასვლამდე.. უფრო გამიხარდებოდა, ბათუმში დასასვენებლად რომ წავსულიყავი, თუნდაც ისევ მარტო და თუნდაც ისევ მაისშიოღონდ 12 უცხოელი (ესტონელი) არ შემოეტენა ჩემს უფროსს, თორმეტი ორმოც წელს გადაცილებული დათორმეტივე ქალი! ღმერთო..ალბათ წარმოგიდგენია, რა დღეში ვიყავი.. საუზმე, სადილი, შეხვედრა,საუზმე, შეხვედრა სადილი.. და ასე დაუსრულებლად…..
ჩვენი სასტუმროს ფოიეში 3 დღეა ერთსა და იმავე დროს, ანუ მე რომ ნომრიდან ჩამოვდივარ იმ დროს - ერთი ბიჭი მხვდება, ყავის ჭიქით და მზის სათვალით ხელში..ძალიან მომწონს, რატომ არ ვიცი..დიდი არაფერი ბიჭია, მაგრამ არის მასში რაღაც,. ზუსტად არ ვიცი რა , მაგრამ რაღაც, რაც მიზიდავს….. ან არც მიზიდავს, მაგრამ მაიძულებს თვალი არ მოვაშორო.. ყველაზე მეტად მისი სხეული მომწონს….. ძალიან ლამაზი სხეული აქვს..ჭკუა მეკეტება კაცის მხრებზე..ლამაზ, ნავარჯიშებ მხრებზე…..ზუსტად ასეთი მხრები აქვს ამ ბიჭს და ..აცვია ყოველთვის თავისუფლად, არც გამოპრანჭულია, არც სპორტული .. რაღაც შუაშია ,..კეტები, ღია ფერის პერანგი და ჩვეულებრივი ლევისის მუქი ლურჯი ჯინსი..უფრო იმიტომ ვაქცევ ყურადღებას, რომ თვითონ აბსოლუტურ იგნორს მიკეთებს.. :)არ ვიცი, ალბათ პიდარასტია... თორემ როგორ შეიძლება მე ყურადღება არ მომაქციო.. : ) ?ვიღაც ბიძასთან ერთად ვხედავ სულ.. ის ბიძა ინვალიდია, სავარაუდოდ ხერხემლის პრობლემა აქვს და ინვალიდის სკამით დაჰყავს ამ პიდარასტს.. :) არ ვიცი, ასე რა ახარებთ.. რამდენჯერაც ვნახე, იმდენჯერ იგუდებიან სიცილით,
ძალიან მშურს რომ ვუყურებ... ისე გამოვშტერდი ჩემი უმარილო თორმეტი უცხოელის ყურებით .. და დევნით.. , რომ... ხოდა, როგორც ვამბობდი, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომღამე ცუდად მეძინა.. დილის 8საათზე გამეღვიძა , ძალიან მშიოდა, ვიფიქრე ჩავალ და ადამიანურად შევჭამ-თქო.. თმა არც დამივარცხნია.... პირდაპირ სველი შევიკარი და ლიმნისფერი ხალათი შემოვიხვიე.. .. სასტუმროს რესტორანი ცარილი იყო,...ფანჯრების მხარეს მაგიდანს მივუჯექი... რძიანი ყავა , კარამელის ნამცხვარი შევუკვეთე და სიგარეტს მოვუკიდე... ნაფაზი დავარტყი და კინაღამ გადამცდა სიგარეტი.. როცა ინვალიდის სკამი და ჩემი კეტებიანი ბიჭი დავინახე..
" მოკლედ რა..ერთადერთხელ ვარ ჩვეულებრივ ფორმაში და მაინც და მაინც ეხლა..."მენიუú ავიფარე სახეზე და შევეცადე სერიოზული სახე მიმეღო... "ბედი არ მაქვს ,ზუსტად ჩემს წინ მაგიდას მიუსხდნენ...ოდესმე სახიდან ხომ მოვიხსნი ამ მენიუს ? ასე როდემდე ვიჯდები... " ? ოფიციანტმა ყავა მომიტანა და მენიუ ამაცალა..….. ჩემს წინ ვხედავ მარტო კეტებიანი ბიჭი ზის და ეწევა.. ინვალიდი არსად არ ჩანს... ეს კი ისეა გართული, რომ არც მიყურებს.. როგორც ყოველთვის,…..ხოდა ძალიან კარგი.. მითუმეტეს.. იქნებ ვერც შემამჩნიოს...კეტებიანმა სიგარეტის კოლოფიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა... და მშვიდად გააგრძელა მოწევა.. მეც მშვიდად ვაგრძელებ მოწევას.. ის მე მიყურებს..მე ზღვას..
: )დრო გადის..მე ზღვის ყურება მბეზრდება...კეტებიანს ჩემი – არა :)შემოვბრუნდი და მზერა გავუსწორე... მზერა ჰქონდა რაღაცნაირი, .... უცნაურად სასიამოვნო :)გამეღიმა...კეტებიანსაც გაეღიმა :
- კარგად გამოიყურები!
- ბატონო ? – ყურებს არ დავუჯერე მე
- ესეთი უფრო საინტერესო ხარ..
- "ესეთი", როგორი? – ინსტიქტურად გამეცინა მე
- სადა – მითხრა მან და ღრმა ნაფაზი დაარტყა..
- მადლობთ – დავიმორცხვე მე და უხერხულობისგან ხალათი გავისწორე..
- არაფრის – გაეღიმა მას.. – სად არიან შენი ქალები?
- ჯერ სძინავთ და მე დრო ვიხელთე.. - გავიღიმე უფრო მოკრძალებულად
- კარგი გიქნია.. მეც ცოტა ვისვენებ.. შემჭამა ამ კაცმა..
არ ვიცი, რა ვუთხრა და ისევ ვიღიმი..
- ყველგან შეიძლება დავყვებოდე?- - აღშფოთებით განაგრძო მან
- ვინაა ის კაცი თქვენი? – ვერ დავმალე ცნობისმოყვარეობა მე
- მე მისი მომვლელი ვარ..
ყავა გადამცდა და ხველება ამიტყდა.. " მამაჩემმა რომ გაიგოს, პიდარასტ ბეიბისიტერ-ბიჭთან დავიწყე სიარული, თავისი ხელით დამაღრჩობს" –გავიფიქრე ჩემთვის
- ხო, შვილივით ვუყვარვარ და არ მიშორებს გვერდიდან უკვე 5 წელია..
- მართლა ? – ვიკითხე მე სინანულით
- ხო, მაგრამ რა იზამ, ვერ ვტოვებ..
- წარმომიდგენია...
- შენ? დიდი ხანია აქ ხარ ? – იკითხა მან
- არა.. 4Dდღეა.. სემინარები ტარდება ,... და ..
- მოსაწყენზე მოსაწყენი სიტუაცია.. – მითანაგრძო კეტებიანმა
- ხო.. გადამრიეს.. – გავიღიმე მე
- მგონი ცოტა უხერხულია ამ მაგიდიდან მაგ მაგიდაზე რომ გესაუბრები და ჩემს მაგიდაზე რომ გადმოხვიდე, ხომ შეიძლება? – მკითხა ზრდილობიანად მან..
მე – "რა პრობლემაა "- მეთქი ვუთხარი და ჩემი სიგარეტითა და ყავით გადავედი..
- პროფესიით რა ხარ? – დაინტერესდა კეტებიანი
- თარჯიმანი..
- მე ექიმი..
- კაი ! ? – არ დავიჯერე მე
- მართლა, ქირურგი ვარ.
- არადა, არ გეტყობა – არ დავმალე მე
- როგორ უნდა მეტყობოდეს ? მაინცდამაინც თეთრი ხალათით და ლანცეტით უნდა ვიარო?
ოროვეს გაგვეცინა
- შენ როდემდე რჩები აქ ? – ვკითხე მე
- ჩვენ ალბათ ხვალ წავალთ.
- ასე მალე? – წამომცდა უნებურად
- მალე ? – ჩამეკითხა ის – რას ამბობ, ერთი თვეა აქ ვარ.. თან ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა..
- აააა – ვთქვი სინანულით
- საღამოს რას აკეთებ? – მკითხა მოულოდნელად..
- ისეთს არაფერს.. – დავიბენი მე
- ასეთს ? - გაეცინა მას
- ბოლო შეხვედრა 9საათზეა და ალბათ .. 10საათის მერე არაფერს..
- დალევა გიყვარს?
- ბატონო? –სითამამემ გამაოცა.
- დღეს უნდა დავლიოთ – გადამიწყვიტა მან.
- კაი – დაბნეულად ვუპასუხე მე.
- კაი, მაშინ 10 საათზე, ისევ აქ, ამ მაგიდასთან დაგელოდები.
- კარგი, ნახვამდის..
- დროებით – გამიღიმა კეტებიანმა, სიგარეტს მოუკიდა და სერიოზული სახით გავიდა რესტორნიდან..
" მგონი ცოტას აფრენს ეს კეტებიანი.. – გავიფიქრე ჩემთვის – რა ქირურგი, რის დალევა, რა მომვლელი?...ან რა უნდა ჩავიცვა რა საინტერესოა....ანკა გადამერევა რომ გაიგოს , ვიღაც მორიგი სულელი გადავიკიდე....
ღამის 10 საათია და მაინც ცხელა, ან მე მცხელა...მთელი კვირაა თვალი მიშტერდება რომ ვხედავ და ის საერთოდ არ მიმჩნევს ეხლა მოვეწონე? ...გამოაშტერა იმ ინვალიდმა ... სულ იმასთან ერთად დადის და ირგვლივ აღარ იყურება... ალბათ ცოტას დავაგვიანებ, როგორც ქალებს გვჩვევია.. იყოს და მელოდოს.. თავხედი.. მოინდომა ეგრევე, " გადმოჯექი, დავლიოთ.."ეხლა იჯდეს და უყუროს საათს…….. "
11-ის ნახევარზე არანორმალურად გამოპრანჭული და სუნამო მიპკურებული დავეშვი ლიფტით სასტუმროს რესტორანში... სიხარულისგან სახე მიბრწყინავდა იმაზე ფიქრით, რომ დიდხანს ვალოდინე და გავაწვალე,..სახე მომერყა, როდესაც რესტორანი ცარიელი დამხვდა..ჩვენს მაგიდაზე , პატარა ლურჯი სანთლიდან , მოუსვენრად ხტოდა წითელი ალი..მაგიდას მივუჯექი და სიბრაზისგან ისეთი სიჩქარით მოვწიე სიგარეტი, თავბრუ დამეხვა...
გავიდა 10 წუთი ... "საინტერესოა, რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი?"
15 წუთი….. "თავი ასეთი სულელი არასდროს, არ მგონებია ."..
20 წუთი.. " სად მოვედი…, რა მინდოდა….. " ?
30 წუთი...მეტი ლოდინი უკვე შეურაცხყოფა იყო.. ჩანთა ავიღე და გამოვედი რესტორნიდან, კუთხეში ისეთი სიძლიერით შევასკდი ვიღაცას, თვალებიდან ნაპერწკლები გავყარე.. წავბარბაცდი და რომ არ წავქცეულიყავი,, კედელს მივეყრდნე.. გონზე მოსულს , თავიდან მომინდა გონების დაკარგვა, როდესაც კეტებიანი შემრჩა ხელში...
- შენ თარჯიმანი კი არა, მგონი მორბენალი ხარ, თან სერიოზული. – მითხრა მან და ნატკენ შუბლზე ხელი მოისვა – ასეთი სისწრაფით სად მიქროდი, რა საინტერესოა? – მკითხა ღიმილით.. - მგონი ცოტა დამაგვიანდა.. ხო ?
- ცოტა არა .. – წავისისინე მე
- მართლა? – იკითხა გაოცებით კეტებიანმა და საათს დახედა – უი, რა დრო გასულა..
- მართლაც – წარბი შევკარი მე...
- სულ გადამავიწყდა რომ უნდა დაგველია… .. ნომერში ვიყავი და ჩამეძინა.. ცოტახნის წინ გავიღვიძე და გამახსენდა, რომ დალევას ვაპირებდი ვიღაცასთან ერთად...მერე მომაგონდა, რომ ის ვიღაც შენ იყავი, ხოდა, ვიფიქრე მაინც დააგვიანებს-თქო და ძილი გავაგრძელე….. მერე , როგორც იქნა ავდექი და გამოვედი…- დაამთავრა სიცილით კეტებიანმა – ხომ არ დაიღალე ლოდინით?? მე ამ ისტორიამ ისეთ ისტერიკაში ჩამაგდო, რომ აღშფოთებისგან პასუხის გაცემაც გამიძნელდა..
- ცოტა დავიღალე ..
- კაი , რაა.. შენც დააგვიანებდი, ზუსტად ვიცი.. სულ ასე იცით ქალებმა, მე კი ამის ატანა არ მაქვს, ამიტომ ყველგან დაგვიანებით მივდივარ, ნერვები რომ არ დამაწყდეს .. ასე რომ ბარი-ბარში ვართ – ღიმილით დაამთავრა კეტებიანმა და მაგიდას მხიარულად მიუჯდა….. – დაბრძანდი, თუ შეიძლება..სიბრაზისგან მოკრძალებით გამეღიმა და სკამზე გრაციოზულად დავეშვი .
- ესეც ასე.. აბა, რას დალევ ?.. მე ვისკი მინდა ორმაგი ყინულით, შენ ?
- ჩაი, ლიმნით..კეტებიანმა გაოცებით შემომხედა
- რას ლაპარაკობ, რა დროს ჩაია….. არანაირი ჩაი.. – მენიუს თვალი გადაავლო და ომახიანად დაიწყო მან – არაყს ხომ სვამ? , - სვამ და დავლევთ ბოლომდე... კარგი... "მოხიტო", კიდევ "რედბული" , არაყი, თხილი, ნაბეღლავი და ჯერ-ჯერობით საკმარისია...
- მარტო მე და შენ ვსვამთ? – ვიკითხე ამდენი სასმელის დანახვაზე შეშფოთებლმა,
- ხო, რა იყო, არ გვეყოფა? არაა პრობლემა, კიდევ დავამატებ..კეტებიანის სითავხედემ გამაოცა და ისევ გამეცინა..
- ამ წამს რაზე ფიქრობ? – მკითხა მან და ვისკით სავსე ჭიქაში ჩაყო თავი..
- ამინდზე…- ვუთხარი დაუფიქრებლად..
- იტყუები! – მითხრა სიცილით
- მართლა ….. – ვუთხარი სერიოზელად მე
- წესით ჩემზე უნდა ფიქრობდე – მითხრა მან და მეორე ჭიქაც მოიყუდა " ლოთია, უეჭველი " – გავიფიქრე ჩემთვის
- შენზე რატომ უნდა ვფიქრობდე? – ვკითხე სიცილით
- რატო, ცუდი ბიჭი ვარ? – იკითხა სერიოზულად
- რა შუაშია ? – გამეცინა მე
- ააა, ანუ შენ სხვანაირი ბიჭები მოგწონს? – მკითხა გამომწვევად
- სხვანაირი, როგორი?
- რაღაცნაირი – მითხრა მან და სიცილისგან ჩაბჟირდა..
" მგონი მართლა აფრენს, ის დროა, მალე გავიპარო აქედან " - გავიფიქრე და ისევ სულელივით გამეცინა.
- არა, მაინც, როგორი ბიჭები მოგწონს ? – არ შემეშვა კეტებიანი
- კაცური – ვთქვი ამაყად
- კაი?!!! რას მეუბნები! "შვარცნეიგერები" და "სტალონეები" გევასება ? – მითხრა და ისევ ისტერიული სიცილი აუტყდა.
- "სტალონე" რა შუაშია – გადავირიე მე
- რა ვიცი, კაცურია.. არა?
- არა, ქაჯურია.. – შევიცხადე ისევ
- კაი ეხლა, არ თქვა , რომ არ გევასებოდა ბავშვობაში..
- რა სისულელეა – აღვშფოთდი მე..
- კი, კი!
- არა! – მეც ამიტყდა სიცილი...
- მოდი, ამ ჭიქით "სტალონეს" გაუმარჯოს – თქვა აღფრთოვანებით კეტებიანმა – ოღონდ ბოლომდე სვამ, იცოდე!
- კაი – ვთქვი და სავსე არყის ჭიქა მოვიყუდე..
- ყოჩაღ, სმა ნამდვილად გცოდნია.
- და რა არ ვიცი ? – გამიკვირდა მე
- სირბილი – გაეცინა კეტებიანს
- აფრენ..
- ვაფრენ ! – დამეთანხმა ის და ისევ გაეცინა..
- რამდენი წლის ხარ? – გრადუსმა გამათამამა : )
- შენ რამდენის გგონივარ ? – მკითხა გამომწვევად და თვალები მოჭუტა..
- შეენ ? – გამომცდელად შევხედე მე.. - იქნები ასე ორმოცამდე..
- ასე მეტყობა ასაკი ? – შეშფოთდა კეტებიანი
- კიი!
- არა, მართლა ?
- მართლა.. დედასვფიცავარ, რა იყო, რა ქალივით შეიცხადე?
- უბრალოდ ოცდაათის ვხდები მალე .. მეტის არა..
- არ მჯერა.. – ვიუარე მე
- გეუბნები!
- არ გეტყობა !
- გინდა გითხრა, შენ რამდენის ხარ ? – მკითხა კეტებიანმა და მე-9 Eჭიქა მოიყუდა.
- აბა ?
- ოცდათორმეტის – მითხრა და გადაიხარხარა
- ოცდათორმეტის არა, სამოცდაორის – სერიოზულად მეწყინა მე
- რა იყო, რა ქალივით შეიცხადე ? – გამიმეორა ჩემივე კითხვა და ისევ მოკვდა სიცილით.
- შენა და.. ცუდად ხომ არ ხარ? – ვკითხე მისი ზედმეტი სიხალისით შეშფოთებულმა
- კი, როგორ არა, მეორე ბოთლის სმას ვიწყებ.. მეტყობა რამე ცუდად ყოფნის?
- არაფერი ! - ვთქვი და ორივე ჩავბჟირდით სიცილით..
ოფიცინტებს სახეზე გაოცება დაეტყოთ..
"რაღაც იმაზე მეტად გამითამამდა , ვიდრე წარმომედგინა.."
- კიდევ რა გაინტერესებს ? – მკითხა კეტებიანმა
- არ ვიცი – მხრები ავიჩეჩე მე..
- კაი, მაშინ მე გკითხავ.. ოღონდ ჯერ ეგ დალიე ბოლომდე.
- კაი – დავემორჩილე მე
- სულელი გგონოვარ, ხომ?
- კი არ მგონია, უკვე ზუსტად ვიცი, რომ აფრენ – ვთქვი გულღიად
- მაგარი გოგო ხარ ძალიან, - მოვეწონე კეტებიანს
- მადლობთ – დავიმორცხვე მე
- ერთი პრობლემაა მარტო , ძალიან უჟასი სუნამო გასხია.
ყურებს არ დავუჯერე ჩემი ასეთი მიწასთან გასწორება
- შე თავხედო, "შანელია!" – ისეთი სახით ვუთხარი , კეტებიანი გამოშტერდა..
- კაი რაა, ეგ რა მითხარი..
- მართლა...
- ვერ ვიტან მძაფრ სუნებს.. – თავი გაიმართლა კეტებიანმა
- მე ვგიჟდები..
- მე არა..
- ძალიან მიყვარს…..
- კაი,, მაშინ.. ეხლა, მოდი "შანელს" გაუმარჯოს..
- მე მეტი აღარ შემიძლია.. – მივხვდი, რომ უკვე ნამეტანი მომდიოდა.. ერთბაშად ამდენი სასმელი…..
- გამორიცხულია! ბოლომდე ვსვამთ, სანამ არ დაგვეძინება, იქამდე!
- გიჟი ხარ!
- ვარ! თან ცოტა მთვრალი!
- მაგარი მთვრალი – შევუსწორე მე
- თუ გგონია, შენ ფხიზელი ხარ , ძალიან ცდები – მოკვდა სიცილით კეტებიანი..
სიცილი ამიტყდა მეც
- რაღაც მშია.. არ გშია?
- არა..
- კაროჩე რა, შენ "არა" - უნდა დაგარქვა
ორივეს გაგვეცინა.
მე "ცეზარის " სალათი ავიღე, მან - "სტეიკი"..
- ჩემი უფრო გემრიელია! – მითხრა კეტებიანმა
- ვერ ვიტან "სტეიკსს"
=------------
ისტორია დაწერილი მაქვს უკვე წინაზე სრულად დავდევი მაგრამ შეცდომების გამო წაიშალა,ახლა ორად გავანაწილე რადგან შეცდომა დიდი იყო და დიდი დრო სჭირდება მის გასწორებას, ეს პირველი თავია შემიფასეთ როგორია მოგწონთ თუ არა გამაგებინეთ,და თუ მოგწონთ მეორე თავს 12 ის მერე დავდებ.რაც შეეხება ჩემს ისტორიას„საბედისწერო რომანი„ცოტა შეაგვიანდებ მუზა გაქრა და ვეცდებო მალე დავდო ახლა კი ეს შემიფასეთ



№1 სტუმარი Guest Nina

Es ar aris sheni istoria... amas 2 bileti nicashi hqvia.. araa kargi sxvisi istoriis misakutreba. Vfiqrob administraciam es unda gaitvaliswinos....

 


№2  offline წევრი ვიპნი

მართალია,ეს ისტორია ადრე მაქვს წანაკითხი "ორი ბილეთი ნიცაში",სირცხივილია ასე,რომ იტყუები:(

 


№3  offline წევრი anastasia.vardo

ვიპნი
მართალია,ეს ისტორია ადრე მაქვს წანაკითხი "ორი ბილეთი ნიცაში",სირცხივილია ასე,რომ იტყუები:(

დიახაც ვაღიარებ რომ ეს არარის ჩემი ისტორია მაგრამ ისიც არ მეგონა ამ საიტზე თუ იქნებოდა დაწერილი,ესშემთხვევით ერთ-ერთ საიტზე აღმოვაჩინე და მეც აქ დავწერე ამიტომ ბოდიშს გიხდით არასწორად მოვიქეცი ვიცი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent