ყველაფერი უფერულდება #2
-პრასნისსს ი პოიიიი. - გატეხილი რუსული აქცენტით მივარდება დილით ჩემი და, და მაღვიძებს.ხმას რომ არ ვცემ შემდეგ მოქმედებაზე გადადის, რაც ჩემი რამდენიმე ნეკნის ჩატყდომას იწვევს. -აუ აეთრიეე ანაა, მეტკინა.-ვზმუი და ვცდილობ ლოგინიდან გადავაგდო. -ლანა ადექი, უნივერსიტეტში გაგვიანდება. -კარგი რამდენიმე წუთიც მაცადე და ავდგები. -ვიცი მე ეგ რამდენიმე წუთი რამდენი საათიცაა, დროზე ადექი.- ჯანდაბა. იცის რომ ვატყუებ. მოიცა სიცივეს რატომ ვგრძნობ? ჯანდაბა უკვე დაიწყო. -დამიბრუნე საბანი. გავიყინე, გავცივდები და ისევ შენი მოსავლელი ვიქნები. -ლანა სამამდე ვითვლი. თუ არ ადგები იცი რასაც გავაკეთებ. -ოღონდ ეგ არა, ანა არ გაბედო. იცოდე ვერ გადამირჩები.- უკვე გვიანია. იწყებს. -გეძახი გამიღე კარი სანაამ მენატრებიი. - ვაიმე დამაყრუა ამ გოგომ, ჩავცხებ ახლა რაღაცას. -ყრუუუ. - ფუ მაინც არ ჩერდება.უცბად ვწვდები ჩემს ლასტს და თავში ვუმიზნებ. ხვდება, ვაიმე მემგონი ცოტა მწარე იყო, მისი ყროყინის შეწყვეტა ამის მიმანიშნებელია. ვხედავ როგორ წყინს და ოთახიდან გადის. ფუ ჯანდაბა მაინც უნდა ამაყენოს, ჯანდაბას ოღონდ ეს შემოვირიგო და მთელი დღე როჟები არ მიკეროს, და თუ გინდა ღმერთო მეტს აღარც დავიძინებ. -ანა მოიცადე. ბოდიში მწარედ მომივიდა, არ მინდოდა. - უკან დავყვები და დასჯილი ბავშვივით ვებოდიშები. ის კიდევ არც მისმენს, სამზარეულოში შედის. არც მიყურებს, მემგონი არ ვარ ხო აქ? წყალს ისხამს ფინჯანში და ჩემსკენ ბრუნდება. ისევ ბოდიშის მოხდა უნდა დავიწყო რომ უცებ წყლის წვეთებით დასველებული ყბა ჰაერში მიშეშდება. -აწი იგივეს რომ გაიმეორებ, მდუღარეს გადაგასხამ. - სწერვულად მიკრავს თვალს და ოთახიდან გადის. ფუ როგორ დამავიწყდა როგორი მსახიობია, ყველაფერში მე როგორ მგავს თუ პირიქით. -ჯანდაბა ანაააა. - გავკივი მთელ სახლში და ბუზღუნს ვიწყებ. სააბაზანოში შევდივარ და ჩემს ანარეკლს ვუყურებ, ხო აშკარად ვერ გამოვიძინე კარგად. უცბად ვივლებ, თმებს ვიშრობ, ვიცმევ და ქვემოთ ჩავდივარ. -გავდივარ მე.- ვყვირი -არ შეჭამ? -ვერ ვასწრე, უნივერსიტეტში ვიზამ რამეს. -კარგი. - სახლის კარს ვიხურავ და უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზას მივუყვები. შუქნიშანთან ვჩერდები და როგორც ყოველთვის მწვანეს ველოდები. მწვანეც ინთება და შემდეგ ქუჩაზე გადასვლას ვაპირებ, როდესაც იმ ვირის მოტოციკლეტს ვხედავ, არა აშკარად თვალი არ მატყუებს, თუმცა ისე თითქოს არც დამინახავ ქუჩის გადაკვეთას წარმატებით ვასრულებ. ვგრძნო ვიღაცის მწვლელ მზერას, აშკარად ისაა, ფუ ვის გადავეკიდე ახლა ეს მინდოდა? არა კი იყო სიმპატიური, კარგი თვალებით და სექსუალური აღნაგობით მაგრამ.. „ლანა რეებზე ფიქრობ.“ - მეკამათება ჩემი ქვეცნობიერი და ღრუბლებიდან ქვემოთ არც ისე ნაზად მაგდებს. ბოლოს უნივერსიტეტშიც ვდგამ ფეხს და ვმშვიდდები. ამ დროს ჩემი ტელეფონის ზუზუნსაც ვგრძნობ, უცბად შიშისგან ვხტები და ხელი გულთან მიმაქვს, უცბად ვპასუხობ: -რაშვება ჩემი გულის და სულის კოკორი? - როგორც ყოველთვის ისეთივე შემართებით მელაპარაკება ქეთა როგორც მაშინ როცა გავიცანი. -შენი გულის და სულის კოკორი ამ წუთას უნივერსიტეტში იმყოფება, და შენ ვერ გხედავს. -რა სამწუხაროა, თუმცა მე ვხედავ. - უცად მითიშავს, და ვგრძნობ უკან ვიღაც რომ მახტება. ჰო ეს აშკარად ქეთაა. -გადარეულო ჩამოხტი. -რომ არა? - გამომწვევად მეკითხება -შენთვითონაც იცი რომ არას პასუხი. - და ისიც იმწამსვე ჩემს წინ ჩნდება. მეცინება, ისევ ახსოვს ის დღე. -აბა პირველი ლექცია? -არ იკითხო. - შეწუხებული სახით ვეუბნები და გზას ვაგრძელებთ. -ასე ცუდადაა საქმე? -დიახ დიახ. ის ალქაჯი მყავს. -შენ მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნო, ყელში არ სწვდე და არ მოკლა. -შევეცდები ყველანაირად. - სიცილით ვეუბნები და ვემშვიდობები. დრო მალე გადის, ვამთავრებ ლექციებს, ის ისაა უნდა გამოვდგა ფეხი ამ ჯოჯოხეთიდან ნინი რომ მაჩერებს, ვაიმე ძალიან საყვარელია ეს გოგო, მაგრამ ამ წუთას ყველაზე მეტად მისი ტკტიკის მოსმენის თავი მაქვს. ხო კარგი მოვუსმენ ჯანდაბას. ვბრუნდები და ღიმილით ვკოცნი: -რა შეგაწუხია ნინ? -გოგო დღეს კურსელები მივდივარ კლუბში. წამოხვალ ხო? - იმედიანი სახით მავლებს თვალს. -რამეს ავღნიშნავთ? -ახალი კურსელის შემოერთებას ჩვენს ჯგუბში. -რომელი ახალი კლასელის? -დღეს არ მოსულა. იქ იქნება და ყველა გაიცნობთ. ხომ წამოხვალ. მიდი რა ნუ გეზარება. თან ქეთაც მოდის. -ხო კარგი, კარგი. ოღონდ მითხარი სად და როდის. - ვეუბნები ღიმილით და ისიც უცბად მაწერინებს მისამართს. სახლში მისვლისას ანა არ მხვდება, ალბათ სამსახურში დაიბარეს. მაინც ვამოწმებ და ვურეკავ: -ან სად ხარ? -სამსახურში, მაგრამ ლან დღეს ვერ მოვალ ლიზასთან ვრჩები. და ხოარ გეშინია მარტო დარჩენის? - ბოლოს მაინც ირონიულ ხმით მეკითხება. -ანა შენსგან განსხვავებით, მარტო სახლში მეხუთე კლასიდან ვრჩები. - ნაგურად ვუწრი და ვუთიშავ. მშვენიერია დღეს მარტო ვარ, როგორ მიყვარს მარტო ყოფნააა. -ურაააააა. - მთელ ხმაზე ვკივი და საწოლზე ვებერტყები. ნახევარი საათი მაინც ვარ ასე, ბოლოს საცეკვაო სიმღერას ვრთავ და ცეკვასაც ვიწყებ. ხან ლოგინზე ვხტუნავ, ხან დივანზე. ბოლოს ცეკვისგან დაღლილს მახსენდება რომ დღეს კლუბში უნდა წავიდე. აუ ნინის რომ არ დავპირებოდი არც წავიდოდი. ჯანდაბა, ვივლებ და ვიცმევ. როგორც ყოველთვის შავ მაღალწელიან შარვალს, ნაცრისფერ სპორტულ შარვალს და ბოტასებს ვიცმევ. თმას ვივარცხნი, ვიშლი და გავდივარ. გარეთ თბილა, ამიტომაც თამამად დავაბიჯებ. მალე ვნახულობ კლუბს და შევდივარ. შესვლისას საზიზღარი თამბაქოს და სასმლის სუნი ირევა, და უკვე თავი მტკივდება. აქეთ-იქეთ ვიხედები იმის იმედით რომ რომელიმე ჩემ კუურსელს თვალს მოვკრავ. და აი ჩემი გადამრჩენელიც წინ მეჯგიმება და ლოყას მიშვერს. ვაიმე ანდრეა არა და არ იზრდება. სულ რომ არ იცანცაროს ისე როგორ. მეც ვკოცნი და ვეხვები. მასაც ბავშვებთან მივყავარ და ახალ კურსელ მაცნობს. თვალში ცუდად მხვდება მისი მზერა, საერთოდ არ მომწონს ეს ბიჭი, მისი ქედმაღლური გამოხედვით, გეგონება ახლავე კისერზე უნდა ჩამოვეკიდე მისი სიმპატიოურობით. იდიოტი ვიღაც. ყალბად ვუღიმი და ჩემ კუთვნილ ადგილს ქეთას გვერდით ვიკავებ. ისიც მკოცნის და რაღაცეების მოყოლას იწყებს. მეც გულდასმით ვუსმენ და უკვე სიცილსაც ვერ ვიკავებ, მის დღევანდელ ისტორიაზე, რომელსაც თვითონ დიდი ემოციით და აღფრთოვანებით მიყვება. მიმტანიც მოდის, ყველა რაღაცას უკვეთავს მე კიდე დალევის თავიც არ მაქვს. -ლანკა შენ რას შეუკვეთავ? - ანდრეა ღიმილიანი სახით მეკითხება, იმის იმედით რომ დღეს შევთვრები მაგრამ იმედებს ვუცრუებ. -ანანასის წვენს.- ღიმილით ვეუბნები მიმტანს და ისივ უცბად ქრება ჩემი თვალთახედვიდან. -აუ ლანკა კაი რა, შენ რომ იცი ისე გაგვისწორე ახლა ბიჭებს. - მებუზღუნება ანდრეა. და ისე მეძახის ზუსტად როგორ ბავშვობაში. -აუ ლანა მიდი რა. - ერეკლეც თავს უბამს. -ბიჭებო არ მინდა დღეს დალევა, მითუმეტეს აქ ერთი გოგო ხომარ ვარ, სხვებსაც შესთავაზეთ. -ოოო. შენ თვითონაც კარგად იცი, ამათ რანაირი სიმთვრალე აქვთ. არცერთის სახლის დადების თავი არ გვაქ დღეს ბიჭებს. - ისევ ბუზღუნს აგრძელებს ანდრეა. -ანდრიუშ და რა გარანტა გაქვთ რომ ჩემი დადება არ მოგიწევთ სახლში? - ეშმაკურად ვუღიმი ბიჭებს და მეღიმება. -ვითომ არ იცი რომ ყველაზე კარგი სიმთვრალე შენ გაქვს. კაცი ვერ მიხვდება ნასვამი ხარ ფხიზელი. - მიცინის და ყელს ხელით წევს ხვეწნის იმიტიციის გასაკეთებლად. -მიდი რა ლანკა. გთხოვ, გადაკარი ჩვენთან ერთად. - ვაიმე ამას ხომ ვერ მოიშორებ. -კარგი ჯანდაბას თქვენ თავს, მაგრამ მხოლო ერთი მეტი არა. - მკაცრი მზერით ვავლებ თვალს ანდრეას და გამაფრთხილებლად თითს ვუქნევ. ეცინება, ჩემთან მოდის ლოყაზე მკოცნის და როგორც ყოველთვის იცის მხარზე თავს მადებს. -იცოდე ანდრიუშ, თუ ჩემი დათრობა გაქვს დღეს გადაწყვეტილი, გირჩევ სხვა დროს გადადო. - მკაცრად ვუცქერ, და ისიც ბავშვივით მიღიმის. -რამდეჯენ მითქვამს ეგრე ნუ მიძახი მეთქი. - ვითომ გაბრაზებული მაჩხუბება. -არ დაგათრობ. მხოლოდ ორი ჭიქა რას დაგათრობს. - მაპარებს -ერთი. -ორი -ერთი -სამი. -ჯანდაბას ორი. - მაიმუნი ბავშვი ეს. სწრაფად მოაქვთ სასმელი და მეც რაღას ველოდო, ეგრევე ვსვამ. მეორესაც უცებ ვაყოლებ და გამარჯვებული სახეებით ვუყურებ ანდრეას. -ვსო დღეს გეყოთ. - თითს ვუწევ ბიჭებს და ისევ ქეთასკენ ვბრუნდები დიალოგის გასაგრძელებლად. თუმცა ის ა*ვარი თვალს ა მაშორებს, რა უნდა ახლა ყბაში მოვდო, თუ პირდაპირ იმპოტენტი გავხადო. არც ვიმჩნევ მის მზერას, მაგრამ საშინლად ვღიზიანდები. ვერვიტან ასეთ ტიპებს. ნახევარი საათის შემდეგ ანდრო ისევ ჩემსკენ მოემართება. ვიცი რაც უნდა და ახლა მოვკლავ. -არა. - მაშინვე ვპასუხობ სანამ რამეს შემეკითხება ან მთხოვს. -ჯერ არაფერი მითქვამს. -არა, მეტს არ დავლევ. -აუ ლანკა დღეს გაგვისწორე რა. ბოლომდე დალიე რა. - უცბად ვფიქრდები მის სიტყვებზე. რა მაქვს დასაკარგი? ხვალ ლექციები არ მაქვს. სახლში მარტო ვარ და ანას ლაპარაკ ყვირილადაც არ მომეჩვენება. მშვენიერია. -კარგი, დავლევ. - ვუღიმი თვალებ გაბრწყინებულს და სმას ვაგრძელებთ. სათვალავი არასდროს მერევა, ყოველთვის ვიცი რამდენი დავლიე. ამიტომ საკუთარ თავს ისევ და ისევ ვაძლევ დალევის საშუალებას. უკვე ვხვდები როდის უნდა შევწყვიტო დალევა და ვდგები. -აბა ჰე აა ჰო. კარგი იყო, გაასწორა, მაგრამ მე მეყო მეტის დალევას არ ვაპირებ. - ვუღიმი ბავშვებს და დამშვიდობების ნიშნად ხელს ვუქნევ. -აუ ლანკა ახლა ასე მარტო უნდა წახვიდე? - ანდრეა წუწუნებს. -მეტყობა რამე შიშის ან სიმთვრალის? - ნაგლურად ვუჭრი და გასვლას ვაპირებ იმ საზიზღარის ხმა მესმის, რომელსაც გეგონება მთელი საღამო ბოქლომი ქონდა დაკიდბული ენაზე. - მე გაგიყვან. მანქანით ვარ. - მიღიმის მაგრამ სულ ტყუილად -არა, გმადლობ, ფეხით გასეირნება მირჩევნია. - ვუჭრი და გავდივარ. სუფთა ჰაერი მაფხიზლებს და სახლისკენ მიმავალ გზას მივუყვები. უკან ის მომყვება, ვაიმე ახლა ამას გადავატეხ რაღაცას თავზე. ვბრუნდები და ვჩერდები: -ტყუილად მომყვები. -უბრალოდ -არ მაინტერესებს. შენ გზაზე წადი. -გაგი -არა მეთქი. - ვბრაზდები -ოხ გაბრაზებაც გიხდება. - ირონიულად მეუბნება. ჰო შენ კდევ არ იცი რა კარგი გაბაზება ვიცი, სულ სიცილით წახვალ ტრამვატოლოგიურში. იდიოტი. -იცი დღეს მომეწონე. -ხო მეც მომწონს ჩემი თავი. - ნაგურად ვუღიმი და გზას ვაგრძელებ. -უბრალოდ გაბრუნდი და წადი. არ მინდა ვინმე დამყვებოდეს უკან. -რომ არა? -ყოველთვის რატომ ხართ ასეთები ბიჭები? რატომ გინდა მანდამაინც იმ გოგოსთან რომელსაც კიდიხართ. - გაბრაზებული ვახლი. - კაი რა მოგივა რომ გამოგყვე? - ხო რაღაც თუ არ ვუთხარი ამას არგუმენტირებული აშკარაა რომ თავს არ დამანებებს. -ჩემი შეყვარებული იეჭვიანებს. - ბოლოს ენაზე აც მომადგა ვუთხარი. -და ვინ არის შენი შეყვარებული? -მე. - უცბად ჩნდება მოტოძე ჩემი „პრინცი“ . ხო ახლა ჩემი ვთქვიი? ხო ნამდვილად არ ვარ კარგად. ჩაფხუტს იძრობს და ჩემს წინ უდგება გიორგის. -რამე პრობლემაა? - ვაიმე სიამოვნებით ავხარხარდებოდი ახლა, გიორგი როჟის დანახვისას. ვაიმე როგორ დაფრთხა. აი როგორც იქნა გამოჩნდა მისი თაგვური სახე. -არა არფერი. უბრალოდ -უბრალოდ გინდოდა ჩემი შეყვარებული შეგება არა? - ირონიოულად და ამსთან ერთდ ამისმომასწავლებელად ეკითხება „ პრინცი“ . -თავისუფალი მეგონა. - უტიფრად ეუბნება და ამაზე უკვე მე ვბრაზდები. -ხოდა აწი როდესაც გადაწყვეტ თავისუფალი გოგო შეაბა. დარწმუნდი რომ თავისუფალია. გასაგებია? - საშინლად მკაცრი ხმით ეუბნება, თან ვხედავ როგორ ებერება ვენები. მოიცა ესეთი კარგი მსახიობია ეს? -კარგი. - მიდი და მის ავტომანქანაში ჯდება. „პრინცი“ კი ელოდება როდის წავა და ბოლოს მ მიბრუნება. ჯანდაბა რანაირას მიყურებს, ახლა მადლობა ელოდეა? ხო კარგი მადლობის ღირსია, მაგრამ არ მინდა, ამის მადლიერი ვიყო, ფუუ, რა ვქნა ახლა. ეს კიდვ თვალს არ მაშორებს. რა ვუთხა ახლა ამას? -მადლობის გადახდა საჭირო არარის. -მადლობაც უნდა გითხრა?- ვითომდა გაკვირვებული ვეკითხები. -უკაცრავად? - ვითომ ვერ გაიგო თუ უფრო რატო მიახლოვდეება ჰა? და რატო ვდუღვარ? და მისი სიახლოვე რატო მწვავს? ჯანდაბა. ახლა ლანა რამეს თუ ვერ მოიფიქრებ წაგებული იქნები. და რავიცი თუარ დადნები უფრო კაი იქნება. ჩემი ქვეცნობიერი ისევ განაგრძობს ჩემთან ჩხუბს, რომელიც რავიცი აბა არ მშველის. -ასე ოცნებებში შეჭრაც არ გინდოდა. - ნიშნისმოგებით ვეუბნები. -აჰ ესეიგი. შენ გგონია უფროსწორად გინდა რომ ასე იყო არა? რომ ვითომ შენი შეყვარებულობა მინდოდა. - მიღიმის და ისევ ჩემსკენ მოემართება. ჯანდაბა სიმხურვალე ისევ არ ცხრება ჩემს სხეულში. უკან უკან ვიხევ და მის თვალებს ვერ ვწყტები. მაინც და მაინც ახლა ვიგრძენი სიმთვარელი მთლი ჩემი ცხოვრების მაინძილზე. -რაო ქალბატონო ლანა? გამოგველია პასუხები? - ირონიულად ეღიმება. მოიცა ჩემი სახელი საიდან იცის? -სახელი. -რა? -ჩემი სახელი საიდან იცი? - ახლა უკვე მე ვჩერდები და ვუახლოვდები. -გავიგონე. - როგორ არ ეხერხება ტყუილი. არადა კარგი მსახიობი მეგონა. -სად? როცა მოხვედი ჩემი სახელი არავის უხსენებია. - ისევ ვუახლოვდები. -ხო. - ისიც მოიწევს და..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.