შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელეთ-მელეთი(სრულად)


4-03-2017, 23:28
ავტორი Duci
ნანახია 2 827

ძილი,აი ჩემი სუსტი წერტილი. ეს არის ის რაც არასდროს არ მყოფნის,დრო და საშუალება რომ მქონდეს მთელი კვირა გადაბმულად ვიძინებდი. რა ჯობია დაღლილი ჯერ გრილ შხაპს რომ მიიღებ,შემდეგ შენ გემრიელ ფუმფულა ბალიშზე მიესვენები და იძინებ მანამ, სანამ არ მოგბეზრდება ძილი.

ამის ფუფუნება რომ გქონდეს ან მარტო უნდა ცხოვრობდე ან იმდენად უზრუნველი ცხოვრება უნდა გქონდეს რომ ყველა და ყველაფერი ფეხებზე გეკიდოს.

დღევანდელ დღეს იშვიათად თუ გვაქვს ამისი ფუფუნება.
ზოგს სკოლა გვიხმობს დილით,ზოგს სამსახური,ზოგს უნივერსიტეტი.


აი ახლაც ეს საშინელი მაღვიძარა რეკავს,ვთიშავ და ძილს ვაგრძელებ.
მაგრამ ვინ გაცდის,დედა იპარება ოთახში და მისი ტკბილი ტუჩები მაღვიძებენ.
-ცოტაც მაცადე და ავდგები გთხოვ-თვალებს არ ვახელ ისე ვეხვევი დედას და საწოლში ვექაჩები ისიც გვერდით მიწვება,თავზე მეფერება და ჩურჩულებს
-სალი ადექი დე,დღეს მნიშვნელოვანი დღეა საკითარ ქორწილში დაგაგვიანდება.
ამისი თქმა და ჩემი თვალების დაჩყეტა ერთია,ვაიმე ქორწილი მაქვს, თავში ზარივით მესმის ჩემივე სიტყვები და გიჟივით ვხტები საწოლიდან.
-მაკა ყავა გამიკეთე რაა
-მამა გიმზადებს მანამდე გაცუნცულდი ვანაში.
რაც შემიძლია სწრაფად ვიღებ შხაპს, აბაზანიდან გამოსულს ყავით ხელში მხვდება მამა,ყავას მაწვდის და შუბლზე მკოცნის.ცდილობს არ შეიმჩნიოს მაგრამ მე ვგრძნობ რომ ღელავს და მის თვალებში სევდასაც ვატყობ.
ვიცი როგორ უჭირს ჩემი გაშვება,მუდამ ასე იყო,როცა საზღვარგარეთ მივდიოდი,იცოდა მალე დავბრუნდებოდი მაგრამ ვერ მელეოდა,რამდენჯერ სკაიპით საუბრისას ერთად გვიტირია,მონატრება გვაგიჟებდა,მაგრამ არცერთხელ მამაჩემის ცრემლი მის სისუსტედ არ ჩამითვლია,პირიქით ყველაზე ძლიერი ადამიანია ვინც კი მინახავს,რადგან თავისი ემოციების გამოხატვა არასდროს მორიდებია.თუმცა მე მისი ერთი ცრემლიც კი ძალიან მზაფრავდა და გული უფრო მეტად მიჩუყდებოდა,ამის გამო ბევრჯერ გამითიშავს სკაიპი,ვითომ ინტერნეტი გაითიშა,მე კი ვიჯექი და სახის დასიებამდე ვტიროდი.

ვტიროდი მანამ, სანამ ჩემი მეგობრები სახლში დაბრუნდებოდნენ და არ დამტუქსავდნენ ამის გამო.

ახლაც ვატყობ მამის თვალებს ცრემლებს და გული მეკუმშება,როცა მეხუტება ისე თითქოს ეს ბოლო იყოს.
-მამ,გეყოფა თორე აღარ გავთხოვდები
-არ გათხოვდე მა,სულ ჩემთან იყავი რაა-მეუბნება სანდრო და კიდევ უფრო მეტად მიკრავს გულში.
-სანდრო ბავშვს დაანებე თავი ნუ ანერვიულებ ისედაც ბევრი საქმე გვაქვს დროს ნუ კარგავთ-ქოთქოთებს მაკა.


ჩემს საძინებელში გავრბივარ ვუყურებ ჩემს ოთახს და ბავშვობა მახსენდება.
28წელი გავატარე აქ.
მთელი ჩემი ცხოვრება და არ მეთმობა ეს მოგონებები,ეს საწოლი ურბილესი და უფუფმფულესი,ეს კარადა,რომელიც ტანსაცმელებით გატენილი არასდროს ყოფილა,მაგრამ ყოველთვის მოწესრიგებული იყო.კედლები რომლებმაც გაუძლეს ჩემს ბავშვობასაც და გარდატეხის ასაკსაც,როცა ყოველ დღე ახალ-ახალი მინაწერი თუ ნახატი ემატებოდა.(მერე უფრო რომ გავიზარდე გადამიღებეს ყველაფერი და მახსოვს ძალიან დამწყდა გული)
ტუმბო,რომელზეც მუდამ მედო წიგნი.
რამდენჯერ გამითენებია აქ ღამე ჩემ დაქალებთან ერთად ჭორაობაში.

ვუყურებ ჩემოდნებს და ვცდილობ გონებამდე არ მივუშვა ეს ემოციები რომ მართლა არ გადავიფიქრო გათხოვება.

ტელეფონზე ზარია,ვპასუხობ ისე რომ ნომერს არც ვუყურებ
-გისმენთ
-რა მშვიდი ხმა გაქ?-მესმის ჩემი ბიძაშვილის ხმა
-მარ,რას ელოდი აბა როგორი ხმა უნდა მქონოდა
-რა ვიცი,რა ქენი ადექი?
-ხო ახლა და ელზასთან(ჩემი სტილისტი) მაგვიანდება მომკლავს ალბათ
-ნუ გეშინია არ მოგკლავს,ვიცოდი დაგეძინებოდა,გამოვუარე სალონში და 10წუთში შენთან ვართ მთელი შემადგენლობით
-აუ რა გოგო მყავხარ მარ,მიყვარხარ
-მეც სალ- მიდი ყავა გაგვიმზადეო მეუბნება და მითიშავს ტელეს.

ოთახიდან გამივდივარ ჩემების გასაფრთხილებლად რომ სახლში მოდიან ჩემი სტილისტები,მაგრამ ისეთი ხმაურია გული მიწუხდება.

დედაჩემი ადგას თავზე ჩემ მამიდაშვილებს,დეიდაშვილებს და დაქალებს და აწყობენ სახლს ბუშტებით და სადღესასწაულო მორთულობებით,
აქეთ მამაჩემი სასმელებით დარბის,ბებიაჩემი ბრძანებებს აძლევს ოჯახის დამხმარე ქალს და ისეთი აურზაურია მიკვირს ჩემ გიჟ ძმებს როგორ სძინავთ ასე ტკბილად.

მათ ოთახში ვიპარები და ჯერ ერთს ვახტები თავზე და ვაღვიძებ,მერე მეორეს
-აი ეხლა ესაა 28წლის თითქმის გათხოვილი და სერიოზული გოგო და მე ვარ 24წლის ცანცარა??-ბუზღუნებს ჩემი უმცროსი ძმა-ნიკა და მიღუტუნებს
-ნიკა გეყოფა-სიცილისგან ძლივს ვსუნთქავ და საწოლიდან ვხტები
-ადექით ახლა, გისრულდებათ ნატვრა ვთხოვდები და გიხაროდეთ დაგასვენებთ-ამისი თქმა და ლუკას საწოლიდან წამოვარდნა ერთია.ხელში მიტაცებს და ოთახიდან გავყავარ თან მღერის
-ვისიააა ვისიაააა ქალიიი ლამაზიი ჰეეე ჰეეეეე
-ლუკა დამსვიი
-არა დღეს დიდი დღეა ძლივს გვეღირსა ეს დღე და ხელის გულზე უნდა გატარო რო არაფერი მოგივიდეს ქორწილამდე,უკან რო არ მოგაბრუნონ მერე-ხუმრობს ჩემი ძმა და ვიცი ამ ხუმრობის და სიცილის უკან სევდა რომ დგას და არცერთმათგანს სინამდვილეში არც უნდათ ჩემი გათხოვება.


ამასობაში მარიც მოსულა და ეხმარებიდა სხვებს სახლის მორთვაში.
ელზა და მისი გოგოები ოთახში შემყავს,ნინი ფრჩხილების გაკეთებას იწყებს ელზა თმას მიშრობს.ორსაათ ნახევრის შემდეგ მზად ვარ,ამ დროს ჩემი მეჯვარეც მოდის ნატუკა და მის გალამაზებას იწყებს ელზა.

ნატუკა უნივერსიტეტში გავიცანი და მეგონა ჩემი მეორე მე აღმოვაჩინე,უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის,საოცარი ნიჭი ჰქონდა,რაც არ უნდა განერვიულებული ვყოფილიყავი მუდამ შეეძლო დავემშვიდებინე.

როგორც იქნა ტელეფონზე სანატრელი ზარი გაისმა
-ხო გუუგ-ვპასუხობ ჩემს მომავალ მეუღლეს
-რას შვები სალ?-უზომო სითბოს ვგრძნობ მის ყველა სიტყვაში
-მე და ნატუკა მზად ვართ,დედა და გოგოებიც ერთ საათში მზად იქნებიან თქვენ რას შვებით?
-მე ეხლა ავდექი,აუ ჩემთან რა ხდება ვერ აგიღწერ
- ჩემთან უნდა ნახო შენ-მეცინება რო ვუყურებ ჩემებს
-მიდი სალ და მოვალთ ერთ საათში,გკოცნი. მეცთქო ვეუბნები და ვუთიშავ ტელეფონს.

ნატუკას ვექაჩები და მეორე ოთახში შემყავს კაბის ჩაცმაში რომ დამეხმაროს.
უზარმაზარია კაბა.
ძალიან დიდია.
ქათქათა თეთრია.
და მიუხედავად მისი სიდიდდისა საოცრად ნაზი და სადა კაბაა.

საერთოდ არ მინდოდა ამხელა ქორწილი,მაგრამ გუგას უნდოდა და დავთანხმდი,კაბა ერთად ავარჩიეთ.მხოლოდ მე და ის ვიყავით საყიდლად.
ვიცი ამბობენ არ შეიძლებაო მეუღლემ ქორწილამდე ნახოსო კაბაო, ისო ესო,მაგრამ მე ცრუ რწმენების არ მჯერა,თან ვიცოდი გუგა არ დაიღლებოდა ჩემი წუწუნის მოსმენით და არც ბევრი სიარულით.ბოლომდე გმირულად გამიძლო იმ დღეს და ბოლოს ძლივს ვნახე კაბა ისეთი რომელიც ძალიან მომეწონა და ნაკლი ვერ ვუპოვე.



ძლივს ძლივობით ჩამაცვა ნატამ,სუნამო მივიპკურე და ოთახიდან გამოვედი,ყველა შოკში იყო.
გაოცებულები მიყურებდნენ.
დედამ ცრემლები ვერ შეიკავა,
ვერც ბებომ,
ვერც სხვებმა,
ულამაზესი ხარო მეუბნებიდნენ(ულამაზესი ნამდვილად არ ვიყავი მაგრამ ცუდადაც არ გამოვიყურებოდი)

უამრავი ფოტო გადამიღეს გოგოებმა.
სახლი ნელ-ნელა ივსებოდა სტუმრებით.
როგორც იქნა ეზოში მანქანების სიგნალის ხმაც გაისმა,გული ამიფრიალდა,ხელები ამიკანკალდა,როცა ვიგრძენი გუგა მოვიდა.
თავში ისევ ის აზრი მიტრიალებდა როცა გუგამ ხელი მთხოვა და ვუპასუხე არ ღირსთქო,მაგრამ იმ წუთასვე უკუვაგდე ჩემი ფიქრები როცა მისი სახე დავინახე.

არასდრის დამავიწყდება ის წამები, როცა სახლში შემოვიდა და დამინახა: გაოცება,სიყვარული,სინაზე და უზომო ბედნიერება გამოსჭვიოდა მისი თვალებიდან.ამ გამოხედვით ვიგრძენი რომ კიდევ უფრო მეტად შევუყვარდი.
მამას გადაეხვია,ჩემ ძმებსაც,დედას და ბებოს ხელზე ეამბორა,გოგოები გადაკოცნა და ჩემამდე ძლივს მოაღწია. შუბლზე მაკოცა და გულში ჩამიკრა.

ხუთი წუთი..
ზუსტად ხუთი წუთი ვიდექით ასე და ვერავინ ვერაფერს ამბობდა.
მინდოდა სულ ასე ვყოფილიყავით.
უბრალოდ დრო გაჩერებულიყო.
მინდოდა მისი განწყობა და სიყვარული მეც გადმომდებოდა.მინდოდა მეც ისე შემეხედა მისთვის,როგორც ის მიყურებს და ელეთ-მელეთი მემართება როცა მის მზერას ვიჭერ,რომელშიც ვნებას და სიყვარულს ერთად ვხედავ.

-სიძე გეყოფა, ახლა სულ შენ გეყოლება ეგ სახლში, გაგვიანდებათ-ნიკას ხმა გვაფხიზლებს.
რეალობას ვუბრუნდებით და მიღიმის მისი მომაჯადოებელი ღიმილით.

მერე როგორც ხდება..
შუშხუნა ღვინო ჩამოასხეს ჭიქებში,მოგვილოცეს,გზა დაგვილოცეს და სახლიდანაც გამოვედით.

ისე ვღელავდი ყველაფერზე არ მახსოვს ეკლესიამდე როგორ მივედით.
ჯვარი დავიწერეთ ქაშუეთში.
საოცრება იყო.
რაღაც მაგიური ვიგრძენი ჯვრისწერისას.
გული ლამის საგულედან ამომოხტა ისე მიცემდა.

უნებურად ისევ ის დღე გამახსენდა როცა ხელი მთხოვა.
მე და გუგა კურსელები ვიყავით.
მუდამ ვგრძნობდი მის რაღაცნაირ გამოხედვას,მე ერთი ქარაფშუტა გოგო ვიყვი და არ ვაქცევდი ყურადღებას,რადგან ვიცოდი სიმპატიები ჰქონდა ჩემ მიმართ მაგრამ არ ვუყვარდი.
არც მინდოდა შევყვარებოდი.
ძალიან განსხვავებულები ვიყავით ერთმანეთისგან.მეგონა არ შევეფერებოდით ერთმანეთს.
ის დუმდა,არაფერს მეუბნებოდა,მაგრამ ვგრძნობდი რომ მუდამ ჩემ სიახლოვეს ტრიალებდა.
ისე დავამთავრეთ უნივერსიტეტი გრძნობებზე სიტყვა არ დაუძრავს ჩემთან.
ალბათ გრძნობდა ჩემ სიცივეს მის მიმართ.


ხუთი წლის შემდეგ მთხოვა ხელი ჩვენი კურსის ერთ-ერთი შეხვედრისას.
ამ დროს ყველა დაოჯახებული იყო.ზოგს უკვე ორი ან სამი შვილიც ჰყავდათ.
მხოლოდ ჩვენ ვიყავით დაუოჯახებელი.
იმ დღეს ყველა მაგას მეკითხებოდა რას შვებით აქამდე ვის ელოდები რო ვერ გათხოვდიო.
რა მეპასუხა,უბრალოდ არც არავინ გამოჩენილათქო და თემა სხვა რამეზე გადამქონდა.
იმ დღეს ბევრი დავლიე,გუგამაც.
ბევრიც ვიცეკვეთ.
დაღლილი მოსაწევად ვერანდაზე გავედი.
გუგაც გამომყვა.
ტუჩებთან მიტანილი სიგარეტი გამომართვა მეგონა თვითონ უნდა მოეწია, მაგრამ მოულოდნელად მაკოცა.

იმდენად მოულოდნელი იყო ვერც მივხვდი რა მოხდა,ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში, რაღაც სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა,შეწინააღმდეგებაც არ მომსვლია აზრად.
როცა გავიაზრე ყველაფერი და პირი გავაღე მეთქვა ხო არ შეიშალეთქო დამასწრო და მითხრა
-სალ,ვიცი რომ არ მქონდა ამის უფლება უბრალოდ ვეღარ მოვითმინე,ვიცი არ გიყვარვარ,უბრალოდ თავი ვეღარ მოვთოკე,ისეთი ლამაზი ხარ,ისეთი განსხვავებული ყველასგან,მგონია რომ მარტო ჩემთვის ხარ შექმნილი.ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდა ჩემი ცოლი გახდე.

ამ სიტყვებმა გამაგიჟა,გამაცოფა,რა უფლებით ბედავდა ამდენს
-რეებს ლაპარაკობ თუ ხვდები?საერთოდ არ უნდა დაგელია. ასეთი არ მახსოვხარ,რაღაცები გეშლება მემგონი ვინ გგონივარ,არ უფიქრდები რას აკეთებ?
-სალ-ისე ნაზად ამბობდა ჩემ სახელს გული მეკუმშებოდა-მიყვარხარ მართლა,ვიცი არ ვარ ღირსი შენისთანა გოგოს ვუყვარდე კი არა მოვწონდე მაინც,მაგრამ იქნებ გეცადა და სხვანაირად შემოგეხედა ჩემზე
-გუგა,პირიქით მე ვფიქრიბ შენ ჩემზე ბევრად უკეთეს გოგოს იმსახურებ,ისეთს რომელსაც მართლა ეყვარები-მაოცებდა ეს ბიჭი დღეს,სულ სხვანაირს ვხედავდი ამდენი სიტყვა კი არა გადაბმულად მხოლოდ ერთი წინადადებაც არ მქონდა მოსმენილი მისგან.
-მე მხოლოდ შენ მიყვარხარ,ან შენთან ერთად ვიქნები ან არავისთან
-ეხლა ნუ სულელობ და პატარა ბავშვივით ნუ აიკვიატებ რაღაცას.არ მიყვარხარ და არ გამოვა ჩვენ შორის არაფერი.
-გთხოვ ნება მომეცი თავი შეგაყვარო,თუ არ გამოვა არაფერი,დასაკარგი რა გაქვს არაფერი ისე არ იქნება შენ რომ არ გენდომება-ვგრძნობდი როგორ უჭირდა საუბარი
-გუგა მე უბრალოდ არ მინდა გული გატკინო
-ერთხელ მაინც მეცეკვე,გთხოვ.
კარგითქო დავთანხმდი.

ცეკვისას ხელები კისერზე შემოვხვიე,როგორც კი წელზე შემეხო მისი თითები თითქოს დავდნი,რომ არ დავეჭირე ალბათ ჩავიკეცებოდი კიდეც.თავი გულზე დავადე.მესმოდა როგორ გამალებით უცემდა გული,ჩემიც მისას აყვა,როცა საფეთქელზე მისი ტუჩები ვიგრძენი.
კანზე ბუსუსებმა დამაყარა,მას ჩაეცინა.ავხედე და მის თვალებს გადავეყარე.
მივხვდი კვდებოდა ჩემი კოცნის სურვილით.
არ ვიცი რამ მომიარა,ჩემსკენ მოვქაჩე და ვაკოცე.
ვიგრძენი როგორ დაეჭიმა სხეული.ხელები უფრო მომიჭირა წელზე.
რა მინდოდა?,რატომ ვაკოცე?
ალბათ საკუთარ გრძნობებში მინდოდა დარწმუნება.იმედი მქონდა რომ ეს კოცნა არაფერს ნიშნავდა ჩემთვის.
თურმე ნიშნავდა.რაღაც უცნაური გრძნობა გამჩენია,რომელსაც სახელს ვერ ვარქმევდი.
გუგასი მომერიდა,თავი ჩავხარე და მუსიკის დასრულებას დაველოდე.

მორალურად მოვემზადე,ვიცოდი მილიონ კითხვებს დაგვაყრიდნენ სხვები.
ხელი ჩამკიდა გუგამ და მაგიდისკენ წავედით.
მე თავჩახრილი,ის გაბრწყინებული და ბედნიერი სახით.
კურსელების დაკითხვა რომ ამეცილებინა,თუნდაც დილამდე გადამეწია ეს საქმე,დაღლა მოვიმიზეზე უნდა წავიდეთქო.რა თქმა უნდა გუგა ჯენტლმენმა მარტო არ გამიშვა და მან წამომიყვანა სახლში.
სახლთან მოსული გადმოსვლას არ ვჩქარობდი.
-გუგა
-ჩუ,ნურაფერს ნუ მეტყვი,უბრალოდ დაივიწყე სხვებსაც ნუ აუხსნი უბრალოდ თქვი სიმთვრალის ბრალი იყოო
-გუგა გთხოვ მაპატიე
-სალ წადი თორემ თავს ვეღარ შევიკავებ
-მადლობა მოყვანისთვის-კარის გასაღებად მოვბრუნდი რომ ისევ მისწვდა ჩემს სმენას მისი სიტყვები
-სულ ცოტა შანსიც არ მაქვს?
-ცოტაზე მეტიც გაქვს-წამომცდა ჩემდა უნებურად და არც მინანია ეს სიტყვები, როცა მის თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები დავინახე
-გამომყვები ცოლად?-ეს იმ კოცნაზე მოულოდნელი იყო,
-ეს უკვე ზედმეტია,ამდენი შანსიც არ გაქვს-ვეცადე ხუმრობაში გამეტარებინა
-არაფერს დავიშურებ ყველაზე ბედბიერი რომ იყო,შენ ოღონდაც დამთანხმდი და მე გაგაბედნიერებ.ისედაც ამდენი დრო დავკარგე,აღარ მინდა უშენოდ არც ერთი დღე გავატარო.
-გუგა სისულელეა,რად გინდა ცოლი,რომელსაც არ ეყვარები
არ ღირს ამდენ დროის კარგვად,არ მინდა გული გეტკინოს
-გთხოვ,უბრალოდ დამთანხმდი ნუ მიპასუხებ სიყვარულით,უბრალიდ ვიციდე რომ ოდნავ მაინც გინდა ჩემთან ერთად ყოფნა,რომ ცდილიბ მაინც ჩემ შეყვარებას და გპირდები არასდროს მეტკინება გული.
-მოდი სხვა დროს ვილაპარაკოთ ამაზე,ახლა ნასვამი ხარ
-არა ახლა მიპასუხე ან ჰო ან არა-რა უნდა მეპასუხა,მართლა მომწონდა მარა გათხოვება ისეთი თემაა ნაჩქარევად ვერ გადავწყვეტდი ამას
-ცოტა დრო მაინც მომეცი
-ნუ მაწვალებ ისედაც ამდენი ხანია მინდა გამოგიტყდე გრძნობებში,დღეს ძლივს გავბედე და ნუღარ მაცდევინებ
-კარგი თანახმა ვარ მაგრამ ქირწილი შემოდგომაზე დავნიშნოთ-ვერ გეტყვით რატო დავთანხმდი,უბრალოდ სიამივნებას მანიჭებდა მის თვალებში სიხარულს რომ ვხედავდი,ვგრძნიბდი რომ ვუყვარდი და ვიცოდი არასდრის მაწყენინებდა,გულს არ გამიტეხავდა.


მოგონებებმა უფრო ამაღელვა.
ხელზე ხელი დამადო გუგამ თითქოს ცდილობდა ჩემი ნერვიული კანკალი დაეფარა.
თვალებში ჩავხედე.
მის უძიროდ შავ თვალებში..
მაგრძნობინებდა რომ მისი სიყვარული ორივეს გვეყოფოდა,რომ მუდამ ესე ძლიერად ვეყვარებოდი და სანერვიულო არ მქონდა არაფერი.

ცოტა დავმშვიდდი,შევეცადე გამეღიმა.
მისი ხათრით გამეღიმა.
მიუხედავად იმისა რომ,იცოდა არ მიყვარდა არ მინდოდა ჩემ თვალებში ეს დაენახა.
არ მინდოდა ეს ყველაფერი უბრალო ფორმალობას დამსგავსებოდა.
მე მისი სიხარულით სავსე თვალები მაბედნიერებდა.
ქორწილმა მშვუდად ჩაიარა,ხელი სასტუმროს ეზოში მოვაწერეთ,ყველაფერი სხვა ტრადიციულად იყო.

ძალიან დავიღალე,გუგას ვთხოვე წავიდეთქო და გამოვიპარეთ რესტორნიდან.

წყნეთში ავედით,ჩვენ სახლში.
ჩემი და გუგას ახალ სახლში.
ძალიან ვღელავდი.
ვატყობდი გუგაც ძალიან ღელავდა.
ვთხოვე მანქანიდან ჩემი ჩემოდანი ამოეტანა.
რის ვაი ვაგლახით გამოვძვერი კაბიდან.
იქვე დაკიდებული გუგას ხალათი მოვიცვი და ვერანდაზე გავედი,სიგარეტს მოვუკიდე,
გუგაც გამოვიდა,
პერანგი შეხსნილი ჰქინდა.
მისმა დაკუნთულმა სხეულმა სუნთქვა შემიკრა.
ჩემთან მოვიდა ხელები მომხვია.
იქვე მდგარი სავარძლესკენ წამიყვანა და კალთაში ჩამიჯინა.
-იმ დღიდან მიყვარხარ და იმ წამიდან პირველად რომ დაგინახე,მიყვარდი არც შენი სილამაზის და არც ფულის გამო,მიყვარდი რადგან ვგრძნიბდი შენ უნდა ყოფილიყავი ჩემი შვილების დედა,უბრალოდ შენ ისეთი თავდაჭერილი იყავი მუდამ,ვერ ვბედავდი გრძნიბები გამემხილა შენთვის,ვერ გავძლებდი რომ საერთოდ გაგეწყვიტა ურთიერთობა ჩემთან.
იმ დღესაც ხელი რომ გთხოვე ვიცოდი ფიქრის საშუალებას თუ მოგცემდი, აუცილებკად უარს მეტყოდი და სამუდამოდ დაგკარგავდი.
ამას ვერ დავუშვებდი.ახლა აქ რომ ხარ ჩემზე ბედნიერი თუ ვინმეა ქვეყანაზე არ მგონია-ცრემლები მდიოდა სახეზე ამ სიტყვებს რომ ვისმენდი
ვტიროდი რადგან ვიცოდი რომ ამ წუთას მე ის მართლა ძალიან მიყვარდა,მივხვდი რომ მე ის დიდი ხანია მიყვარს და რომ ეს ყველაფერი უბრალოდ არ მომხდარა.
-მიყვარხარ-როგორც იქნა ამოვისუნითქე და ვუთხარი-არაფერი უთქვამს მაკოცა ისე ნაზად თითქოს არც უკოცნიაო,ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა.
ისე ნაზად მკოცნიდა ვფიქრობდი ნამდვილად მკოცნის თუ მეჩვენებათქო.

და კიდევ აი ისევ ეს საშინელი მაღვიძარას ხმა.
ღმერთო რა უდროო დროს რეკავს ხოლმე..
ნეტა არ არსებობდეს.
თვალების გაუხელად ვთიშავ.
ვცდილობ ძილი შევიბრუნო მაგრამ ვინ გაცდის.
თვალებზე და ცხვირზე კოცნას ვგრძნობ.
ხელებს ვხვევ და მხოლოდ მერე ვკადრულობ თვალების გახელას როცა ხელში გრძელი თმა მხვდება და გუგას ნაცვლად დედა მეფერება.


ჯანდაბა, ისევ ეს საშინელი სიზმარი.
რით ვერ მოვიშორე და ვერ დავიდა ჩემ ქვეცნობიერამდე რომ ვარ უკვე შინაბერა,თანაც ექიმი და სამსახურში დამაგვიანდება თუ მაღვიძარას გამოვრთავ და საერთოდ გუგას სხვა ოჯახი ჰყავს დიდი ხანია.

დედას ვკოცნი და საწოლიდან ვდგები,ისევ ამ საშინელ რუტინულ ცხოვრებას რომ დავუბრუნდე.



№1 სტუმარი Guest dadu

კარგი რა.რა იყო ბოლოში cივი წყალი რო გადამასხი

 


№2  offline წევრი Duci

Guest dadu
კარგი რა.რა იყო ბოლოში cივი წყალი რო გადამასხი

მაპატიე თუ იმედები გაგიცრუე :(

 


№3 სტუმარი Guest dadu

კარგი დადასრული მერჩივნა თუმცა ესეც ძალიან კარგი იყო.წარმატებებს გისურვებ

 


№4  offline წევრი Duci

Guest dadu
კარგი დადასრული მერჩივნა თუმცა ესეც ძალიან კარგი იყო.წარმატებებს გისურვებ

მადლობა:)

 


№5  offline წევრი ლილიტიი

ძალიან კარგი იყო
ნამდვილი და გრძნობებით დატვირთული
დასასრულიც ისეთი ჰქონდა, როგორიც 21 საუკუნის უმრავლეს ქალებს ემართებათ.
ძალიან კარგი გოგო ხარ, რომ ესე კულტურად შეეხე ამ თემას
მე მომეწონა

 


№6  offline წევრი Duci

ლილიტიი
ძალიან კარგი იყო
ნამდვილი და გრძნობებით დატვირთული
დასასრულიც ისეთი ჰქონდა, როგორიც 21 საუკუნის უმრავლეს ქალებს ემართებათ.
ძალიან კარგი გოგო ხარ, რომ ესე კულტურად შეეხე ამ თემას
მე მომეწონა

ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამეხარდა შენი კომენტარი.უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის

 


№7  offline წევრი magdamargia

ძალიან მაგარი იყო <3

 


№8  offline წევრი Duci

magdamargia
ძალიან მაგარი იყო <3

მადლობა დიდი❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent