შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარწყვის სურნელი


5-03-2017, 00:18
ავტორი ანა ბალზაკი
ნანახია 4 454

ტკივილი ?!
ტკივილი რა მოსატანია იმ გრძნობასთან რასაც მე და დედა მამის გარდაცვალების შემდეგ განვიცდიდით.სიკვდილი, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, სინანული ჩემთვის ის უცხო ხილი იყო რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ კი არ გავსინჯე, არამედ მთლიანად, ერთიანად გადავყლაპე.
ვუფიქრდები და ვერ ვხვდები მიზეზს თუ რატომ უნდა ვეძებდე საკუთარ მამას ვიდეოს ფრაგმენტებში ან რატომ უნდა ვაპაუზებდე წუთში სამოცჯერ ჩაწერილ ხმას რომ სადმე მამიკოს საუბარს მოვკრა ყური.
საიდან დავიწყო ან როგორ დავამთავრებ მეც არვიცი..
ალბად სამუდამო შიშისათვის და შეუძლებლად დასავიწყებელი მწარე მოგონების ზურგით სატარებლად ვარ განწირული მას მერე რაც გაყინულ, წვიმით დანამულ მამის სახეს ბოლოჯერ შევეხე ჩემი დაფლეთილი ( და მისი ნაფერები ხელებით ). მაშინ ამიდუღდა სხეულში სისხლი და ვიგრძენი ტკივილი რომელიც უდრიდა .. როგორ გითხრათ, ვერაფერს ვადარებ. ალბად იმიტომ რომ მამის დაკარგვას სხვა ტკივილი მოჰყვება, სხვა შიში და სხვა ემოცია.. მამისებური. 1 წლის წინ საშინელმა ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა მამაჩემი და ამ ერთადერთმა მიზეზმა აიძულა ჩვენი სამარადჟამოდ მოტოვება..
მას შემდეგაა მე და დედა ცხოვრებისთვის ვიბრძვით და ხელი-ხელ ჩაკიდებული მივუყვებით აჩქარებული ქალაქის დროის დინებას, ხან სწრაფი ხან კი ნელი ნაბიჯებით.
საშინელი ერთი წელი გავიდა .. და ჩვენი ცხოვრებაც კატასტროფულად შეიცვალა. ზუსტად მაშინ დავკარგე მამა.. ჩემი მამიკო, როდესაც ყველაზე ძლიერ მჭირდებოდა მისი გვერდში დგომა, მაგრამ რას ვიზამთ დროის დინებას ჩვენნაირი მოკვდავი ვერ დაიმორჩილებს, ამიტომ უნდა დაივიწყო ყველაფერი, მორჩე წარსულზე ქვითინს და ალღო აუღო ახალ დასაბამს..
ასეა დღეს.
უნივერსიტეტის პირველი დღე მაქვს და ნერვიულობამ უკვე პიკს მიაღწია. დედა ? ყველაფერს მაძლევს რაც მჭირდება, მაგრამ რას არ დავთმობდი ახლა მამა ჩემს გვერდით რომ იყოს..
ფიქრებში გართულს და მთელი ღამე უძილარს ისე ჩამეძინა სულ არ მახსოვდა რომ უკვე სტუდენტი ვარ.
მაგრამ სად გაექცევი დედას ? ვერსად.
- ჯენი! გაიღვიძე, სწრაფად პირველ დღესვე ხომ არ დაიგვიანებ
როგორც ყოველთვის ოთახში ბუზღუნით შემოვიდა ჩემი ქალის ეტალონი, დედაჩემი და კარებიდანვე დაიწყო იატაკზე მიყრილი ნივთების აკრეფა
- გასაგებია. ისევ მამა..
ჩუმად მისთვის გასაგებად ჩაილაპარაკა, მაგრამ სამწუხაროდ თუ საუბედუროდ მეც გავიგონე
- მხოლოდ ხუთი წუთი
შემავედრებელი მზერა მივაპყრე დედას ჯერ კიდევ გაუხელელი თვალებით და განწირულივით დავახეთქე თავი ბალიშს
- არავითარ შემთხვევაში
საბანს ხელი მოჰკიდა და კისკისით გადამაძრო
- დედაა
- გისმენ ?
ისე შემომხედა თითქოს წამის წინ მე გადავაძრე საბანი
- არ დგები ?
ხელები გადაიჯვარედინა და საწოლოს თავთან დამიდგა.
როგორც კი მოახლოებული საშიშროება ვიგრძენი ფეთიანივით წამოვხტი და აბანოში შევიკეტე, შემდეგ იქედან დავიწყე
- ქალბატონო მაო დედიკო, სრულებით არ ვსაჭიროებ ცივი წყლის გადავლებას საწოლში რადგან უკვე აბანოში ვარ
- ამას მეც ვხედავ..
გადაიკისკისა და ოთახი დატოვა.
სწრაფად მოვწესრიგდი, ხალათი მოვიცვი და ინტერესიანი მზერა მივაპყრე ტანსაცმლის კარადს. რამოდენიმე წუთიანი უშედეგო ბოდიალის შემდეგ მივხვდი რომ ასე არაფელი გამოვიდოდა და დედა ვიხმე
- მაოოოო
- გისმენ ჯენი
- შენი დახმარება მჭირდებაა
- რით შემიძლია.
- ისეთი ოფიციალური ტონით თქვა სიცილი ძლივს შვიკავე
- ტანსაცმელიიიიიი
ბოლო ასო სასაცილოდ გავწელე და უკანალის მიხვრა-მოხვრით წავედი სამზარეულოსკენ, დედა ოთახში დავტოვე.
სამზარეულოში დატრიალებულმა სურნელმა ჩაძინებული გოგო გონს მომიყვანა და წამსვე გამიფართოვდა თვალები.. დედას უკვე მზად ჰქონდა ყველაფერი წასახემსებლად. მაოს არჩევანს თვალდახუჭული ვენდობი, ამიტომ უდარდელად დავიწყე ჭამა. მალევე მოვრჩი და ოთახში გავედი, მაოს უკვე აერჩია ჩემთვის შავი წელის შარვალი, თეთრი ბადისებური გრძელმკლავიანი ზედატანი და შავი გამჭირვალე ყელიანი დაბლები და ჩემს შესვლას ელოდა..
- მგონი კარგია, არაა ?
- რათქმაუნდა
გავუღიმე მაოს და მისკენ წავედი
- დედა, რამეხელა გავიზარდე არა ?
- ჩემთვის სულ პატარა იქნები..
საჩვენებელი თითი ცხვირზე დამკრა
- კარგი ავდექი, უნდა მოვემზადო
- მიდი ჩემო გოგო
მალევე ჩავიცვი ტანსაცმელი, თმა მოვიწესრიგე, ხელჩანთა ავიღე და წასასვლელად გავემზადე
- დედა მივდივარ
- უფალმა დაგლოცოს ჩემო გოგო..
- მადლობა
სწრაფად ჩავიარე ჩემი ბინის ვეებერთელა კიბე და მანქანისკენ დავიძარი..
მალევე მივედი უნივერსიტეტში, რადგანაც მოძრაობა არ იყო გადატვირთული, ავტოსადგომზე გავაჩერე ”ჩემი გოგო” და შენობისკენ დავიძარი.
”რაღაცის დასასრული რაღაცის დასაწყისია” ვფიქრობ რომ ეს მომენატია ახლა ჩემს ცხოვრებაში.. თეატრალურზე ჩაბარება არც ისე იოლია მაგრამ ” რაც უფრო ძნელია მიზნის მიღწევა, მით უფრო ტკბილია დასასრული ” . შენობაში შევედი და სასწავლო ოთისკენ დავიძარი.. უხალისოდ ჩაიარა ყველა რიტუალმა რომელსაც საჭიროება მოითხოვს, უნივერსიტეტის პირველ დღეს.
ღმერთო ჩემო ! ”ვაის გავეყარე უის შევეყარე ” დამემართა, საშინლად დამღლელი დღის შემდეგ დაპროგრამებულივით მივედი მანქანამდე და ნელ-ნელა გავუყევი თბილისის ფართო ქუჩებს..
- რა შარში ხარ ჯენი.
საკუთარ თავს შემოვძახე და მანქანა ბინასთან გავაჩერე.. სწრაფად ავიარე სამი სართული და ახალი შემართებით შევედი სახლში, დედა სამსახურში იყო ჯერ კიდევ, ამიტომ პირდაპირ სააბაზანოსკენ ავიღე გეზი. როგორც მჩვევია კარებიდანვე დავიწყე ტანსაცმლის გახდა და როგორც შემოდგომის ფოთლები ეფარებიან გაცრეცილ ტროტუალს ისე მოვაფინე სახლში ყველაფერი.. რისი ნიჭიც მაქვს იმას ვაკეთებ, შევძახე ჩემს თავს და აბაზანაში შევიკეტე..
არაფელია ცხელ შხაპზე დიდი ნეტარება, და მასზე დიდი სიამოვნება. მით უმეტეს დამღლელი დღის შემდეგ. არვიცი რამდენი ხნით ვიყავი ჯაკუზში, ალბათ 2 საათით მაინც, და არაფელია ჩემთვის მასზე კარგი დამხმარე დაღლილობის მოსახსნელად.
შიშველ სხეულს, სამოთხის ბაღის ფოთლებივით შემოვახვიე ხალათი და ოთახში გავედი.
- საწოლი ისეთი მაცდური თვალებით მიყურებს და ისე ლამაზად გამოიყურება რომ არ დავწვე არ შემიძლია.
12 : 00
სიმხურვალემ და ბლანტმა სითხემ ერთიანად დაიკავა ჩემი სხეული და ურჩად გაბატონდნენ მასზე. შიში კი უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა, ვგრძნობდი ტკივილს, მონატრებას, ყველაფერს ერთიანად და ცალ-ცალკე თუმცა სამაგიეროდ ვერაფელს ვუშავებდი მათ.. ხელებს უგზოუკლოდ ვაცეცებდი აქეთ იქეთ და ვითხოვდი ჩემთვის არ წაერთმიათ.
განწირულმა კივილმა მოიცვა ჩემი ოთახის ყოველივე წერტილი და საშილად სწრადად გავრცელდა ჩემში პირველყოფილი შიში .. ისევ ერთი და იგივე, ისევ მამის გასვენება და მასზე მიწის მიყრის კადრები არ მანებებენ თავს და მახსენებენ რა უძლური ვარ ყველაფერთან რაც კი არსებობს.. ბუნებასთან, ამინდთან, მოვლენებთან, რადგან არ შემიძლია ახლა მამის კალთაში მეძინოს..
ძალაგამოცლილს ისევ ჩამეძინა.
ჯენიი
ისევ ის ხმა რომელიც ძალიან მსიამოვნებს მაგრამ ამავდროულად ნერვებს მაგლეჯს
5 წუთიც რა
ჯენი
კარგი, ხომ ვდგები
სწრაფად ავდექი რადგან ნახევარ საათში ყველაფერი უნდა მომესწრო..
აბაზანა მივიღე მოვწესრიგდი და კარისაკენ დავიძარი, როდესაც გამახსენდა რომ სრულიად მშიერი ვიყავი და თუ ეხლა არ მოვასწრებდი დანაყრებას გარეთ კვება მომიწევდა რაც ჩემში ძალიან არა სასიამოვნო შეგრძნებებს აღვიძებდა, ამიტომ მალევე შვებრუნდი სამზარეულოში სწრაფად ვისაუზმე დედას ვაკოცე და უნივერსიტეტისაკენ დავიძარი ..
აბა შენი იცი
გავამხნევე ჩემი თავი და თან დავამატე
იქნებ ზუსტად, ამ შენობაში იპოვო შენი სიყვარული
მიზეზი იმისა თუ რატომ არ მყავს მეორე ნახევარი არის ის, რომ ჩემს წარმოსახვაში შექმნილ პიროვნებას ჯერ-ჯერობით ვერსად მივაგენი.

ვეძებ ადამიანს რომელსაც შეუძლია აიტანოს ჩემი გაუთავებელი წუწუნი და ბოლოს ღიმილით მითხრას რომ სულაც არ ვაბეზრებ ამით თავს.
მინდა ჩემი სიხარული და მწუხარება ისევე ძლიერად განიცადოს როგორც მე.
ვეძებ ადამიანს რომელიც ერთ დღეს მომკიდებს ხელს და წამიყვანს სადმე.. ეს შეიძლება არ იყოს იტალია ან რიო, მაგრამ რეალობას ცოტახნით მაინც მომაშორებს.
მჭირდება ადამიანი, რომელიც შეეცდება ნებისმიერ სიტუაციაში გამიგოს, არაა აუცილებელი მამართლებდეს და ჩემს ყველა საქციელს სწორად თვლიდეს. მთავარია მითხრას: "მე მესმის შენი" ოღონდ ისე, რომ ეს სიტყვები არ იყოს მოვალეობის მოხდის მიზნით ნათქვამი.
ვეძებ ადამიანს- რომელსაც არასდროს მობეზრდება ჩემთან ერთად სეირნობა და სიცილი.
მე მჭირდება ადამიანი- რომელიც არასდროს მიაწერს ჩემს ცრემლებს ზედმეტად ემოციურობას ან პანიკიორობას.
ვეძებ ადამიანს- რომელიც არასდროს მეტყვის რომ შტერი ან სულელი ვარ, მაშინაც კი თუ ძალიან სულელურ რაღაცას ვიტყვი.
საშინლად მჭირდება ადამიანი, რომელიც თვალებში ჩამხედავს და მეტყვის რომ ძლიერივარ, რომ ყველაფერს შევძლებ.
მე ვეძებ ადამიანს - რომელიც არ გამიმეორებს წარამარა ჩემს დაშვებულ შეცდომებს და არ მეტყვის "ეს როგორ გააკეთეო"
მჭირდება ვიღაც, ვისაც შევხედავ და მივხვდები რომ მარტო არ ვარ.
არვიცი ადამიანს ვეძებ თუ ჩაიდანში გამომწყვდეულ ჯინს, მაგრამ მე მართლა მჭირდება ასეთი ვიღაც!.. ვფიქრობ დიდხანს დამაგვიანდება ასე!
ჩემს ფიქრებზე თვითონვე მეცინებოდა..
შესასვლთან ლექტორი შემხვდა, ძალიან სასიამოვნო ქალბატონი ეკატერინე თაბაგარი, ქალი სილამაზე, ქალი რომელსაც ვიცნობდი მანამ სანამ ლექტორის ამპლუაში შემხვდებოდა, იგი ყოველთვის მისაბაძი პიროვნება იყო და არის ჩემთვის ..
- ქალბატონო ეკატერინე
- ნუთი ასეთი დამთხვევა შეიძლება
გაკვირვებული მზერა მალევე სასიამოვნო ღიმილით დაფარა და ფრთხილად მომეხვია
- დიახ, შესაძლებელია.. გუშინ გავიგე რომ თქვენ ბრძანდებით ჩემი მთავარი ლექტორი და სიმართლე გითხრათ ძალზედ გამიხარდა
ემოციებს ვეევმალავდი ისე მიხაროდა ქალბატონი ეკატერინეს ნახვა
- ჩემო გოგონავ, მეც ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. რამ გადაგაწყვეტინა გეატრალურზე გესწავლა ?
- სიმართლე გითხრათ ბავშვობიდან ამაზე არ ვოცნებობდი მაგრამ, ვფიქრობ რომ ეს პროფესია ჩემთვის იდიალურია.წარმოიდგინეთ ქალბატონო ეკატერინე.. მთავრდება თეატრი და აბლოდისმენტები არ წყდება, შემდგომ კი გამოაცხადებენ ჩემს სახელ და გვარს და დააატებენ რომ დიდი ღვაწლი მიმკძღვის თეატრის მრავალფეროვნებაში და მე სიხარულის ცრემლებად დავიღვრები სცენაზე.. ნუ როგორც არის, ვფიქრობ გამომივა. თქვენ როგორ გგონიათ ?
ვიკითხე დიდი ინტერესით
- გამოგივა ჩემო გოგო, ყველაფერი გამოგივა, თან როგორ..
- მადლობა ქალბატონო ეკატერინე
- ეხლა წავიდეთ თორემ ლექციაზე დაგვაგვიანდება ძვირფასო
- რათქმაუნდა..
. არასახალისოდ გაიარა დღემ როდესაც არავის ვიცნობდი უნივერსიტეტში.. ლექციები დამიმრთავდა ამიტომ სახლისაკენ ავიღე გეზი ..
სწავლის დღეები იმაზე მოსაწყენი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი მანამ სანამ არ გაიჟღერა სიტყვებმა ” შეგიძლიათ მზადებას შეუდგეთ, სამ დღეში გასტროლზე მივემგზავრებით.. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ ლექტორმა დიდი სიხარულიით დაამატა რომ ლონდონში შეფგებოდა ჩვენი არდადეგები ..
სამმა დღემ თვალის დახამხამებაში განვლო... და დადგა გამგზავრების დღეც.
სამი დღე გაუთავებლად ვისმენდი მაოს მითითებებს და ყველაფერს ვიმახსოვრებდი .. სწორად კვებისა და ძილის საათებს. მაომ ბავშვიბიდან მიმაჩვია ამ ყველაფერს, რადგანაც მისი ერთადერთი შვილი ვიყავი ცდილობდა რომ ყველანაირად სწორი და ჩემზე ორგებული გარემო შეექმნა ირგვლივ.. მე კი ოღონდ დედის სახე დავინახო გაღიმებული და მისგამო ყველა ამოსუნთქვას დავთმობ ..
- ჯენი მზად ხარ ? აგვიანებ
- კი დედა ..
- მისმინე დედიკო, არდაგავიწყდეს ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია ამიტომ გაუფრთხილდი შენს ორგანიზმს.. უფალი გფარავდეს ყოველ შენს ნაბიჯზე
- მადლობა დედიკო.. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ
- აბა კეთილი მგზავრობა, გაიქეცი არ დაიგვიანო
მალევე მივედი აეროპორტში, ”ჩემი გოგო” ავტოსადგომზე დავტოვე, ავტორიზაცია გავიარე და თვითმრინავისკენ დავიძარი.
თვიფრინავი მთლიანად კურსელებით იყო დაკავებული, მათში მალევე ამოვიცანი ჩემი ახალად გაცნობილი კურსელი გოგონა რომელსაც დავუხალოვდი ამ დღეების განმავლობაში..
- ელენე როგორ ხარ ?
- კარგად ჯენი, შენ როგორ ხარ ?
- არამიშავს, ცოტას ვნერვიულობ..
- პირვალად მგზავრობ თვითმფრინავით ?
- ხო.. აქამდე არასდროს მიმგზავრია
- არაუშავს პირველად ხდება ყველაფერი, სანერვიულო არაფერია
გავუღიმე და ფანჯარაში დავიწყე ყურება
- ვაიმე ჯენიიი..
- რამოხდა ?
- ჯენი, უნდა დამეხარო
- რით შემიძლია ელენე, ხომ მშვიდობაა ?
- მშვიდობაა ? მშვიდობაა თან როგორი
- ნუ მაშინებ
- აი ის ბიჭი, ხედავ ? გთხოვ ჩემთამ დასვი
- ხო მაგრამ
- ძალიან დიდი მადლობა, ნამდვილი მეგობარი ხარ ..
გამიღიმა და ბიჭს ხელი დაუქნია
. რა უნდა მექნა თავისუფალი ადგილის ძებნა დავიწყე. ჩემს ბედს რომ ძაღლი არ დაუყეფს სრულიად უცნობი ” კურსელის ” რომელიც ლექციებს არ ესწრება, მის გვერდითაა მხოლო დავისუფალი
- შეიძლება ? ვკითხე და დასაჯდოად მოვეზადე
- არა. მკაცრად თქვა მაგრამ შემდეგ ღიმილით დააყოლა
- რათქმაუნდა შეძლება
ცოტაარიყოს არ მესიამოვნა ” უცნობი კურსელისგან ” ასეთი ხუმრობა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, ზურგჩანთა შევინახე და ადგილზე მოვთავსდი ..
ფანჯარასთან ძალიან მინდოდა ჯდომა რადგან პირველად ვმგზავრობდი მაგრამ ჩემმა ახალმა მეგობარმა მარტოობისთვის გამწირა..
ნელნელა წამოვდექი გვერდულად და ფანჯრისკენ დავიძარი როცა გვერდზე მჯდომს გამოეღვიძა და ცხვირით, მთელი ძალით შემეჯახა სახეზე ..
- ვაიმეე
ორივემ ერთად წამოვიძახეთ და შედეგ პირზე ხელი მივიფარეთ რომ ხალხი არ გაგვეღვიძებია
- შენ რა ჩემი კოცნა გინდოდა ?
ცინიზმით დაიწყო ჩვენი საუბარი
- შენს კოცნას ცხენს ვაკოცო მირჩევნია ..
არც მე დავაკელი
- არადა ოცნებობ რო ერთხელ მაინც შეგეხო
- ნამდვილი იდიოტი ხარ
- აჰამ ესეიგი უკვე მოგწონვარ
- შემხვევით ხომ არ მიყვარხარ
ახლა უკვე გულიანად გამეცინა
- სავსებით შესაძლებელია
- იუმორის გრძნობა კარგია, მაგრამ ზომიერი
- იუმორს ფარგლები არააქვს
- იმშემთხვევაში თუ არ დააწესებენ
- მერედა ვინ დამიწესა
- მე
- როდის
- ახლა
- შენ არაფერი არ გითქვას
- ახლა გეტყვი
- აბა გითხარიო
- შეგიხლია დაიძინო
- დამარცხდი
- რაში ?
- საუბარში
- არც იოცნებო
- ოცნება რა საჭიროა
- შენთან არასოდეს დავმარცხდები
- არასოდეს თქვა არასოდეს
- ხომ, მაგრამ.. როდესაც ამბობ რომ ” არასოდეს თქვა არასოდეს ” გამოდის რომ უკვე აბობ ” არასოდეს ” - ს, და მაშინ აზრი ეკარგება ფრაზას..
- შემართება მომწონს მაგრამ, რაღაც გაკლია
- მე არაფერი, აი შენ კი ნამდვილად გაკლია რაღაც
- მაინც რა ?
- მაინც, ტვინი
- რატომ მფიქრობ
- ადგილს გამიცვლი ?
- არ გასწავლეს რომ კითხვა უპასუხოდ არ უნდა დატოვო ?
- მასწავლეს მაგრამ, ცხოვრებაში რაღაცები არასწორადაც უნდა გააკეთო
- ამას შენ ფიქრობ თუ ვინმე ბერძენი ფილოსოფოსი
- გამიცვლი ადგილს
- თუ მაკოცებ კი
- მგონი რაღაც გეშლება
- კოცნა არ მეშლებაა
- არა საუბარი გეშლებათ ბატონო
- თ ?
- დიახ თ . საგრძნობლად ავწითლდი სახეზე, მანაც შეამჩნია
- არ მითხრა რომ არავისთვის გიკოცნია
ნელ-ნელა უმატებდა სიცილს
- რა შენი საქმეა
- გუკა, გუკა წიკლაური
ხელი გამომიწოდა
- არმიკითხავს
- ნუ კაპასობ
- ალბათ არიცი გაკაპასებული როგორი ვარ
- არც მაინტერესებს
- გირჩევნიათ შემეშვათ
- რატომ შეყვარებულთან ჩამიშვებ
- დიახ
ვფიქრობ ეს პირველი ტყუილი არიქნება
- როგორ მეშინია, ნახე ვკანკალებ
ახლა უკვე ღიმილმა გაუპო სპეტაკი სახე და ვარდისფერი ტუჩები ქათქათა კბილებზე გადაშალა ..
თავი დავხარე და მთელი გზა ხმა არ გამიღია, აწურული ვიჯექი სავარძელში და ისე ვიწეოდი საპირისპირო მხარეს რომ არა დასაყრდნობი, ძირს გავიშოტებოდი ..
როგორც იქნა ჩავფრინდით დანიშნულების ადგილას. სულ დამავიწყდა რომ დამცავი ღვედი მეკეთა, ამიტომ თავისუფლად წამოვდექი სავარძლიდან, მაგრამ უკანვე დავებერტყე
- ღმერთო ჩემო, სულელი ხარ ?
ისევ ცინიზმი
- რაშენი საქმექა
გაბრაზებულმა მივახალე და სწრაფად გავედი
აეროპრტში შეგვატყიბინეს რომ სპეციალურად ჩვენთვის გამოიყო ავტობუსი რომელიც ლონდონში ყოფნის დროს მოგვემსახურებოდა .
პირველი დღე მხოლოდ ოთახებში გადანაწილებაში და დალაგებაში გავიდა. მე და ელენე ერთ ოთახში მოვხვდით რამაც დამამშვიდა რადგან აპირებდნენ სხვა ოთახში მეცხოვრა..
დღის რეჟიმი დაგვირიგეს მეორე დღეს რომლის დარღვევის შემთხვევაში იქნებოდა ფიზიკური ჯარიმები, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი რომ ყველაფერი ზედმიწევნით შემესრულებინა. მიუხედავად იმისა რომ ელენე ძალიან ზარმაცია ისიც ავიყოლიე და ნელ-ნელა ფეხს ვუწყობდით დღის რეჟიმს..
- ელენე, ადექი რა დავისჯებით
- არშემიძლია
- ხო არაა ? იმედია ჯარიმების შესრულება არ დაგეზარება
- ღმერთო ჩემო
დენდარტყმულივით წამოხტა ფეხზე და წამში მოემზადა
. დილა გამამხნევებითი ვარჯიშით დავიწყეთ სპორტ დარბაზში ხოლო შემდეგ საუზმეზე გავედით
- ვაიმეეე..
- რა გაყვირებს ელენე
- ნახე იქქვინზის
- ვინ ?
- ჩემი პრინცი
- დღესაც მარტო მტოვებ ?
- გთხოვვ.. ბოლოა
- კარგი მაგრამ სად წავიდე
ოთახს თვალი მოავლო და ბოლოსკენ ერთი ადგილისკენ მიმითითა
- გამორიცხე ელენე, გა მო რი ცხე. მე იმ ტირანთან არ დავჯდები
- გუკაზე ამბობ ?
- დიახ
- მოიცა, უკვე მოასწარი გაცნობა ?
- თვითონ გამეცნო, რაიყო ასე რატომ იცინი
- ფრთხილად იყავი მაგ ბიჭთან
- თვითონ იყოს ჩემთან ფრთხილად
- კარგი, როგორც გინდა ოღონდ ამერთხელ დამეხმარე..
- ელენეე
- ჯენიიიიი
- რა დავაშავე
საცოდავი თვალები დავატრიალე და მაგიდისკენ წავედი.. ისე დავჯექი ზედაც არ შემიხედავს იმ არსებისათვის, არც იმას გამოუჩენია ყურადღება .. შუა საუზმობის დროს ვიღაცამ დაურეკა და დაიწყო სასიყვარულო ამბები..
ადგომას ვაპირებდი უკვე ამდენი პირადი ცხოვრების თითქმის მთელი ნაწილის მოსმენის შემდეგ, ხელი ჩამავლო იდაყვში და უკან დამაბრუნა
- შენ.. რასაკეთებ?! ხელი გამიშვი
- რატომ?
- რასქვია რატომ
უკვე გაბრაზებამ პიკს მიაღწია
- კარგი უბრალოდ საუბარი მინდა
- ეს შენ გინდა მე ხომ არა ?
- მთავარია მე მინდოდეს
- მაგ შენი ” კანონი” ნებისმიერზე შეგიძლია გამოიყენო, ოღონდ ჩემზე გამორიცხე.. არასოდეს გავაკეთებ ისეთ რამეს რაც არმინდა
- დარწმუნებული ხარ ?
- სრულებით
- კარგი. აუზში ცურვა გინდა ?
- არვაპირებ გიპასუხო
ისევ წამოდგომა დავაპირე მაგრამ უკანვე დამაბრუნა ისევ
- გამიშვი ახლავე
ხელი ჩემს ხელზე ისე ჰქონდა ჩაკიდებული უკვე ტკივილს ვგრძნობდი
- ჯერ მიპასუხე
მშვიდ ტონს არ კარგავდა
- შენ საერთოდ რა ადამიანიხარ ?
გაბრაზებულმა მივახალე.
- გინდა აუზში ცურვა
ისევ გამიმიორა
- რათქმაუნდა არა
- ძალიან კარგი, დღეს იმას გავაკეთებთ რაც არრგინდა
ერთი მოქნევით შემომიგდო ზურგზე ტომარასავით და აუზისკენ დაიძრა, მე კი როგორც კი მოახლოებული შიში ვიგრძენი ხელები დავუშინე ზურგზე მაგრამ ჩემს ბედზე უგრძნობი აღმოჩნდა ბატონი გუკა, კურსელები გაკვირვებულები გვიყურებდნენ მე კი ყვირილს არ ვწყვეტდი
- დამსვი ამას არ შეგარჩენ
- ნუ მემუქრებიი
- გაფრთხილებ ძვირფასოო
- კარგი ძვირფასოო მოემზადე.. ერთი ორი და საააა



№1  offline წევრი sally7

Dzalian momewona ^_^ veli shemdeg tavs ^_^ :)

 


№2 სტუმარი Guest სალომე

კარგია. მომეწონა

 


№3  offline მოდერი Maiaabuladze

დადამ... გაგრძელებას ველოდები ❤

 


№4  offline წევრი Nina13

Daamate male gtxov :(( <3

 


№5  offline წევრი ანა ბალზაკი

sally7
Dzalian momewona ^_^ veli shemdeg tavs ^_^ :)

დავამატებ დღეს <3

Guest სალომე
კარგია. მომეწონა

მადლობა :*

Maiaabuladze
დადამ... გაგრძელებას ველოდები ❤

დღეს დავდებ მეორე თავს

Nina13
Daamate male gtxov :(( <3

დავდებ დღეს

 


№6  offline წევრი marikuna (1)

მძიმეს და წერტილს მიაქციე ყურადღება მაგალითად რაც -ის წინ იწერება მძიმე რომლის წინაც იწერება . საინტერესოა მაგრმ მე ვფიქრობ რომ რაღაც აკლია ცოტა მეტი ჯნტრიგა ჩააქსოვე ხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent