შეგეჩვიე VII
ღმერთო თავი როგორ მისკდება. რა უბედურება ტრიალებს ნეტა ჩემს თავს. პირი როგორ მიშრება. ხელებიც შეკრული მაქვს. ძლივს გავახილე თავლები. ეს რა ადგილია? ფარდულს გავს. აქ რატომ ვარ? ან ის მეორე ვინ იყო. ამ ფიქრებში ვიყავი კარის ხმა რომ გავიგონე და ფარდულში კაპიუშონიანი შემოვიდა. თუმცა ამჯერად მის სახეს გარკვევით ვხედა. მისი გარეგნობა ძალიან მაბნევს. ლოლიტაა ოღონს მოკლე თმით და საპირისპირო სქესით. ალბათ ტყუპები არიან. –ჩვენი დაუპატიჟებელი სტუმარი გამოფხიზლებულა. – ხელები სკამის კიდეზე ჩამოადო რომელზეც დაბმული ვიყავი და ირონიულად გამოღიმა. ჩემსკენ ახლოს მოიწია. თავი გვერძე გავწიე რომ არ შემხებოდა. ყურში ჩამჩურჩულა. –კარგი გემოვნება აქვს იმ დამპალს. – რათქმაუნდა დამპალში იოანეს გულისხმობდა. –არ შემეხოთ, თორემ ვიკივლებ. –რა ბანალურობაა, – ჩაიცინა.– მაგას ხომ იცი როგორ პასუხობენ. რამდენიც გინდა იკივლე აქ არავინაა. და არამგონია იმხელა ხმის ტემბრი გქონდეს რომ შენი ხმა იოანეს თბილიში მისწვდეს. –სადაც არ უნდა იყოს მიპოვის. –კარგია თავს რომ იიმედებ მაგრამ მე თუ არ მოვინდომე დამერწმუნე ვერ გიპოვნის. –ამას რატომ აკეთებთ. რა დაგიშავათ იოანემ ასეთი. –სჯობს არ იცოდე ლამაზე თორემ იოანეს შეიძულებ. –იქნებ მძულს კიდეც უკვე. –ოჰოო, ეს საინტერესოა. კი მაგრამ შენ ხომ მისი ცოლი ხარ. –დიახ ვარ. –ხო და ეგეც საკმარისია. ჭკვიანად თუ მოიქცევი ცოტა ხანში საჭმელს და წყალს მოგიტან.–ეს მომაძახა და გავიდა. ფეხის ხმამ ჩემს თავზე გადაინაცვლა. ანუ სარდაფში ვარ. იქაურობის დათვალიერებას ვიწყებ. თითქმის სიცარიელეა. მხოლოდ ერთ კუთხეში დაყრილი ძველი ავეჯი და რაღაც ნივთებია. არა მაინც რას ფიქრობდი ამ ჯურღმულში რომ გამოყევი იმ გოგოს. კატამ თხარა თხარაო ის მიიღე რასაც ეძებდი. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. უცებ თვითგვემას შევეშვი და იმ კადრების აღდგენა დავიწყე გონებაში რაც გონების დაკარგვამდე შევხედე. კედელზე მიდგმულ საწოლში ვიღაც იწვა. სამწუხაროოდ სახის დანახვა ვერ მოვასწარი. სუნთქვით აპარატზე იყო მიერთებული და გვერდით აპარატი იყო რომელზეც მისი გულისცემის ამსახველ კლაკნილ ხაზებს მოვკარი თვალი. გვერდით პატარა სამედიცინო მაგიდა იდგა. ზედ უამრავი წამალი ეწყო. ნეტა ვინ არის. ან ამ მდგომარეობაში სახლში რატომ ყავთ. თანაც ასეთ ადგილზე. ისე ვიყავი ჩაფიქრებული ვერც კი შევამჩნიე როგორ შემოვიდა ლოლიტა. –გამარჯობა თებეა. –ამას რატომ აკეთებთ? –იმიტომ რომ შენმა იოანემ გაიგოს როგორია საყვარელი ადამიანის დაკარგვა საკუთარი ეგოიზმის გამო. –დავიღალე ამ მიკიბ–მოკიბული საუბრით, ნორმალურად რომ მითხრათ არ შეიძლება? –როცა დრო მოვა გაიგებ ყველაფერს. ახლა კითხვების დასმა შეწყვიტე და ჭამე. – პირთან კოვზი მომიტანა. –ესეც მოწამლულია? –ანუ მიხვდი? –იმაზე ჭკვიანი ვარ ვიდრე შენ გგონია. –არც ისეთი თორემ ახლა აქ არ იქნებოდი. –თავიდანვე არ მომეწონე. –დიდი ამბავი. არც მჭირდებოდა რომ მოგწონებოდი. შეწამ ბოლო ბოლო? –არა გმადლობთ. ჯერ სიკვდილისთვის ახალგაზრდა ვარ. – მივხვდი ჩემმმა სიტყვებმა გააღიზიანა. –ხო და კიდე დიდხანს იქნები მშიერი. – ადგა და გასასვლელისსკენ წავიდა. შეჩერდა და მომიტრიალდა. –ისე რომ იცოდე იოანე არც კი გეძებს. –რა? – ჩემდაუნებურად ამომხდა და ლამის გული ამოვაყოლე. კამაყოფილმა ჩაიცინა და გავიდა. ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით გადამომივარდა თვალებიდან. ნუთუ მართალია რაც მითხარა და იოანესთვის სულერთია.არა მაინც რატომ მიკვირს. სანამ მასთან ვიყავი მაშინაც არ ვადარდებდი და ახლა მითუმეტეს ნანატრი თავისუფლება აქვს. მაგრამ ნატუკა და დაჩი მომძებნიან. მათ ხომ მაინც ვუყვარვარ. თავს ვიმშვიდებდი. ... მეორე დღეა თებეას სესახებ არაფერი ვიცი. სად წავიდა, როგორ არის. თანდათან მემატება ნერვიულობა. უკვე მერამდენედ ვიყავი მისი მშობლების საფლავზე იმ იმედით რომ იქ მაინც მივიდოდა. ნატუკამაც ყველა შესაძლო ადგილი ნახა სადაც შეიზლებოდა ყოფილიყო. მეოთხე კრუგს ვურტყამ ქალაქს იმედი თვალს მოვკრავ სადმე. ფიქრებში წასულმა ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი და მკვეთრად დავამუხრუჭე, უკანა ხედვის სარკეში გავიხედე და ნამდვილად არ მეშლება, ეს ხომ ლევანია, ლოლიტას ტყუპისცალი და დიანას ძმა. საქართველოში რატომაა, ლოლიტამ ხომ მითხრა იტალიაში გადავედითო. არც ის უხსენებია ჩამოსვლას თუ აპირებდა. მანქანიდან გადმოვედი მინდოდა მივსალმებოდი მაგრამ, მგონი დამინახა და თავი მარიდა ზურგი მაქცია და წავიდა. რა ხდება, ასე რატომ მოიქცა. კარგი იოანე, რა იდიოტი ხარ. მიზეზი კარგად იცი. ხელი ჩავიქნიე და სახლში წავედი. ლოლიტა სახლში დამხვდა. სამზარეულოში რაღაცას ამზადებდა. –როგრო ხარ იოანე. თებეაზე ხომ არაფერი გაგიგია? –არა ლოლიტა ჯერ ვერაფერი გავარკვიე. –ნუ ღელავ კარგად იქნება. –ლოლიტა რატომ არ მითხარი ლევანი თუ ჩამოსული იყოო. –რაა? ვინ? – დაბენულობა შეეტყო. –არა რა სისულელა ლევანს აქ რა უნდა. –ხო მაგრამ ქუჩაში დავინახე. –გამორიცხულია იოანე. ალბათ უბრალოდ ვიღაცას ძალიან მიამსგავსე. –არ ვიცი, შეიძლება. ძალიან დავიღალე.წავალ ცოტა ხნით წამოვწვები.– ვუთხარი და ოთახისკენ წავედი. მოულოდნელად მაჯაში ჩამავლო ლოლიტამ ხელი. მისკენ მიმიზიდა და კისეზე მომხვია ხელები. მოულოდნელობისგან აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი ისე დამეტაკა ტუჩებზე და გახელებით და ვნებიანად დამიწყო კოცნა. სასწრაფოდ მოვიშორე. –რას აკეთებ გაგიჟდი? –იმას რაც დიდიხანია მონდოდა რომ გამეკეთებინა. – ისევ გამოიწია საკოცნელად. –არა, ეს სიგიჟეა ხომ იცი. –რატომაა სიგიჟე. შენ ახალგაზრდა ხარ ვნებიანი მამაკაცი და მგონი მეც საკმაოდ სექსუალური ვარ. – თეძოებზე გამომწვევად აისრიალა თითები. –სიგიჟეა. შენ დიანს და ხარ. –კარგი რა. დიანა 6 წლის წინ მოკვდა. –არ აქვს მნიშვნელობა ეგ რამდენი ხნის წინ მოხდა შენ ყოველთვის მისი და იქნები. თანაც ცოლი მყავს. –კარგი რაა. ახლა მაინც ნუ მატყუებ. მერამდენე კვირაა თქვენთან ვცოვრობ და ერთხელაც არ დამინახავს რომ ერთმანეთს კოცნიდეთ, სექსზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. –ეგ შენ არ გეხება ლოლიტა და არ ვაპირებ ჩემი და თებეას ურთიერთობის შენთან განხილვას. –კარგი როგორც გინდა მაგრამ ახლა ხომ აქ არ არის. ვისარგებლოთ და გავერთოთ. – არ ნებდებოდა. –არამეთი გასაგებად გეუბნები. – გავეცალე, ოთახში შევედი და კარი გადავკეტე. არა მაინც რამ აფიქრებინა რომ სეთი რამის გამკეთებელი ვიყავი. ან მისი საქციელი რას გავს. ... (ავტორისგან) –აბა როგორი ვიყავი? გადაიღე ყველაფერი? –კი ლო ყველაფერი კარგად გამოვიდა. აბა ვნახოთ ახლა როგორ ექნება თავისი ბიჭის იმედი ქალბატონ თებეას. – სიცილის ხმა გაისმა ყურმილის მეორე მხრიდან. –მიდი სწრაფად ამობეჭდე და აჩვენე. ... მაჯები როგორ მტკივა. რა ცხოველები არიან ასე ძალიან როგორ მომიჭირეს. სათვალავი ამერია მაგრამ ალბათ უკვე მეორე დღე მაინც იქნება რაც აქ ვარ. საშველი კი არ ჩანს. ნუთუ არცერთს აღარ ვადარდებ. აი მოდიან. ნეტა რომელმა დამდო სტუმრობის პატივი. –სამწუხარო ამბავი უნდა შეგატყობინოთ ძვირფასო. და ტირილი თუ მოგინდეთ ჩემი მხარი თქვენს სამსახურშია. – გაიკრიჭა ბიჭი და ჯობიდან რაღაც ამოიღო. რაღაც სურათებია. სახეში ამაფარა. – ნახე შენი ქმარუკა როგორ ერთობა შენს არ ყოფნაში. – ეს რა ჯანდაბაა. სურათზე ერთმანეთზე ტუჩებით ვნებიანად ჩაფრენილი იოანე და ლოლიტა დავინახე. მუხლები ამიკანკალდა. ისე მონდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. არა იოანე შენ ამას არ იზამდი. რაც დავქორწინდით ჩემთვის არ უღალატია. ახლა არ გამიკეთებდა ამას. –ტყუილია, ტყუილია. –ხმამაღლა დავიწყე ძახილი. თან ცრემლებმა ნაკადულივით იწყეს დენა თვალებიდა. მლაშე გემო ტუჩებზე მრჩებოდა. –რა სამწუხაროა საყვარელო მაგრამ არ არის. ძალიან კარგად გაერთვნენ. თუ გინდა სხვა კადრებსაც განახებ. –არა არა ძალიან გთხოვ არ გინდა. – ტირილს ვუმატე. –გენიალური აზრი მომივიდა თავში. გინდა სამაგიერო გადავუხადოთ და ჩვენც გავერთოოთ. ჰაა რას იტყვი. – წარბები აათამაშა და თითები ფეღზე ამაყოლა. –არ გაბედო ნაგავო და არ შემეხო. მომაშორე შენი ბინძური ხელები. –კარგი საყვარელო დამშვიდდი. – მომიახლოვდა და ყურზე ენა ამისვა. ღმერთო რა ამაზრზენია.– როგორ მიყვარს ველური ფისოები. – ჩამიჩურჩულა. თავი სასწრაფოდ გადავაქნიე და სკამს დავეჯაჯგურე იქნებ ხელები გამენთავისუფლებინა ან ცოტათი დისტანცია მაინც რომ დამეცვა მისგან. ისე ძალიან დავანჯღრიე სკამი რომ გადავყირავდი. საშინლად დავარტყი მხარი ძირს. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მომიახლოვდა და ხელები გამიხნა და წამიმაყენა. იქვე დაგდებული ძველი მატრასი გაასწორა და ზედ დამაგდო. –არა, არ გაბედო არ შემეხო. – ხელების და ფეეხების ქნევა დავიწყე, ფეხში ხელი ჩამავლო ცდილობდა გავეჩერებინე. მეორე ფეხი მოვუქნიე და სახეში ჩავარტი. გვერდით გადავრდა. რომ მობრუნდა შევხედე რომ ტუჩიდან სისხლი დიოდა. ენით მოიწმინდა. მომვარდა და სახეში გამარტყა. –შე კახპა. ღირსი ხარ საკადრისი პასუხი გაგცე მაგრამ მაგის დროც მოვა. იქვე დაგდებული ჯაჭვით კედელში გაყვანილ მილზე ცალი ხელით მიმაბა. მეორეს დაბმას აზრი არ ქონდა იმიტომ რომ ჯაჭვი სახრახნისით დააბა და მის გაწყვეტას ნამდვილად ვერ შევძლებდი. წასვლისას კიდე ერთხელ მომიღერა ხელი დასარტამად, მაგრამ გუჩიდან მანქანის ხმა მოიმა. მე თავი დამანება და გარეთ გავიდა. სანამ კარს მიიხურავდა დავინახე რომ ლოლიტა მოვიდა. სახლში შევიდნენ და მათი საუბარი ცამწვდა ყურში. ამჯერად ეს ვერ გათვალენ. ისეთ ადგილზე ვიყავი ისმოდა მათი ხმა. კარგად მივაყურადე რომ გამეგო რაზე ლაპარაკობდნენ. –არა ასეთი დაუკვირვებელი როგორ ხარ? ხომ გითხარი გარეთ არ გამოხვიდე თუ რამე გინდოდეს მითხარი მე მოვიტანთქო. –რა იყო რა მოხდა. –ის მოხდა რომ იოანემ დაგინახა და დაკითხვა მომიწყო რატომ არ მითხარი თუ ჩამოვიდაო. როგორღაც მოვახერხე თავის დაძვრენა მაგრამ მეორედ ასეთი სისულელე აღარ ჩაიდინო. –კარგი ხო უფრო ყურადღებით ვიქნები. –რა ქენი აჩვენე სურათები? –კიი, და ლამის ცრემლებად დაიღვარა.– ორივემ სიცილი დაიწყეს. გული ზიზღით გამევსო. –ანუ დაიჯერა. ძალიან კარგი. –რაო დაიჯერაო? ანუ დამონტაჟებული იყო. ვიცოდი რომ იოანე ასე არ მოიქცეოდა. –კი დაიჯერა და იცი რა ვიფიქრე. მსგავსი რამ იოანესთვისაც ხომ არ გაგვეგზავნა? –აი რა კარგად აზროვნებ თუ მოინდომებ. ისე ეგ მე როგორ ვერ მოვიფიქრე. –იდეა მოუწონა ლოლიტას. –ჰმ. ჩემში ეჭვი ნუ გეპარებათქო ხომ გითხარი ძვირფასო დაიკო. –კარგი ახლა, თავში ნუ აგივარდება. პატარა როგორ არის? –ისევ ისე, დღეს ძალიან შეუსუტდა გულისცემა და ადრენალინის მოსატანად მომიხდა სახლიდან გამოსვლა. –ალბათ იოანემაც მაგ დროს დაგინახა. –შესაძლოა. წამო ახლა გეგმა სისრულეში მოვიყვანოთ. მივხვდი ჩემთან მოდიოდნენ. არ მინდოდა ის მომხდარიყო რასაც გეგმავდნენ მაგრამ ის მამშვიდებდა რომ ნამდვილად არაფერს დამისავებდნენ და ეს ფარსი იყო. მაგრამ ახლა მეორე საკითხზე დავიწყე ფიქრი. იოანე რას იფიქრებდა როდესაც ამ კადრებს ნახავდა. დაიჯერებდა თუ არა. რაიმე უნდა მოვიფიქრო იქნებ რაიმე მესიჯის გაგზავნა მოვახერხო, რომ მიხვდეს რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. იაზროვნე თებეა, შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ. თვალების ცეცება დავიწყე. ძირსა დაგდებული სურსმანი დავინახე. ევრიკა არის იდეა. სასწრაფოდ ავიღე და ჩემს უკან რაც შეიძლებოდა ჩქარა ამოვკაწრე. „იოანე მიშველე“ ვცდილობდი ღრმად ჩამესო რომ კარგად დამჩნეოდა. კარის ხმა გავიგონე და სასწრაფოდ დავაგდე ლურსმანი და კუთხეში მივიყუჟე რომ არაფერი ეეჭვად. წინ ბიჭი მოდიოდა უკან ლოლიტა მოყვებოდა. ისე აქამდე მისი სახელი როგორ არ ვიცი. თითქოს ლოლიტამ ჩემი ფიქრები ამოიკითხა. –ლევან მზად ხარ? –როგროც ყოველთვის. – ჩაიცინა და პერენგი გაიხადა. –კარგი, მოემზადეთ. Action - რა ამაზრზენები არიან ორივე და ძმა. ჩემსკენ აიღო ლევანმა გეზი. ფეხებში ჩამავლო და თავისკენ მიმწია. ისტერიკა ჩავრთე, საეჭვო რომ არაფერი ყოფილიყო . რაც შემეძლო ვიქნევდი ფეხებს და ხელებს. ყვირილსაც ვაპირებდი მაგრამ ტუჩებზე ხელი ამაფრა და ჩემს კისერში ჩარგო თავი. როგორ მერევა გული მის თითოეულ შეხებაზე. შარვლის გაძრობას ცდილობს მეტი დამაჯერებლობისთვის. კიდევ ერთხელ ვუთავაზე წიხლი ამჯერად მხარზე მოხვდა. ლოლიტას გაეცინა და ლევანმა ზიზღით სავსე თვალებით გახედა. –კარგი ბოდიში არ მინდოდა. –და ფხუკუნი აუტყდა მაინც. ლევანმა ახლა მე გამომხედა ჩასისხლიანებული თვალებით და კიდევ ერთხელ მითავაზა სილა. ისე მეწვოდა ლოყა, თან ისე ძლიერად გამარტყა მისთვის წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ მქონდა მანაც ამით ისარგებლა და გეგმა სისრულეში მოიყვანა. სასურველი ფოტოები მიიღეს. ჩემი მის კისერზე შემოხვეული ხელები და მისი შიშველი სხეული ჩემსაზე დაკონილი. ცუდად ვარ, სუნთქვა მეკვრის. კიდევ კარგი მომშორდა თორემ ალბათ მოვკვდებოდი. გვერდით დაგდებული ჩემი ნაფლეთებად ქცეული შარვალი აიღო და სახეში მესროლა. სწრაფად ჩავებღაუჭე მივიხუტე და ისევ კუთხეში ავიტუზე. ლევანმა ლოლიტას ხელი გადახვია და სიცილით გავიდნენ. ვცდილობ შარვალი ჩავიცვა, უფრო სწორედ ის რაც შარვლიდან დარჩა. ახლა ისღა დამრჩენია იმედი ვიქონიო რომ იოანე ჩემს ნაწერს შენიშნავს ფოტოზე. –ფოტოებს რომ ნახავს ნამდვილად აღარ ენდომება შენთან ყოფნა შენს საყვარელ მეუღლეს. – მახარა დილიდანვე ლევანმა. –ლევან ძალიან გთხოვ ხელი გამიხსენი ზალიან მტკივა. –ახლა ლევანი გავხდი, დამპალი და ნაგავი აღარ ვარ? თუ გუშინ რომ გეფერებოდი გესიამოვნა? – როგორ მეზიზღება ეს ცინიკოსი. –არა, მე, მე უბრალოდ ძალიან მტკივა ხელი. –გამოძრომა ვცადე რომ კიდევ რაიმე გიჟური აზრი არ მოუვიდეს თავში ამ დეგენერატს. –კარგი ცოტა ხნით მოგხსნი ბორკილს მაგრამ სისულელე არაფერი გააკეთო თორემ მოგხვდება ხომ იცი. –კარგი. მადლობა. – მომიახლოვდა. და ჯაჭვისკენ წაიღო ხელი მოსახსნელად რომ უცებ გაჩერდა. ოღონდ ეგ არა ღმერთო გთხოვ ოღონდ ეგ არა. მეგონა კედელზე ნაწერი დაინახა. –უუ. რა ცუდი სუნი აგდის. – უფ გადავრჩი. არც ისაა სასიამოვნო რაც მითხრა მაგრამ იმას სჯობს რასაც მე ველოდი. –აბა რა გგონია. სამი დღეა არ მიბანავია და არც თქვენ მამყოფებთ ვარდის სურნელით გაჭღენთილ ადგილას. –მწარე ენა გქონია ტკბილო. –თან ხელი გამიხსნა თან განაგრძობს ჩემთან საუბარს. –რადგან ჩემმა სუნმა თქვენც შეგაწუხათ, შეიძლება ვიბანავო? –კარგი ხოო. ნამდვილად არ მინდა ტილები დაგესიოს. როგორც იქნა მგონი ვუბრუნდები ადამიანურ ცხოვრებას. წამომაყენა, ხელები ზურგს უკან გამიკრა და სარდაფის კარი გამოაღო. მზის შუქმა თვალი მომჭრა. რამდენი ხანი დღის სინათლეზე აღარ ვყოფილვარ. ასე მგონია საუკუნე გავიდა. სახლის კიბეები ამატარა და ვცდილობდი ყველაფერი დამეთვალიერებინა. იმ ოთახს რომ მივუახლოვდით სადაც იმ დღეს შევიხედე, თვალები კარგად ვჭყიტე რომ დამენახა რა ხდებოდა. მაგრამ ლევანმა შემატყო მოზღვავებული ინტერესი და სანამ რაიმეს დავინახავდი კარი გამოხურა. სააბაზანომდე მიმაცილა, შიგნით შემაგდო და კარი გარედან ჩაკეტა. –რაც დაგჭირდება ყველაფერი მანდაა. გაქცევას ტყულად ნუშეეცდები მაინც ვეერ მოახეხებ. სანამ დაძებნი მე გეტყვი. ზემოთ პატარა სარკმელია მაგრამ შიგნით ვერ გაეტები. არც ბასრი და ბლაგვი საგნებია სადმე. არამგონია, შამფუნით ან საპონით კიდე რომ მომერიო. ასე რომ სწრაფად იბანავე და გამოდი. –ჩამოარაკრაკა და მივხვდი რომ რაიმეს ძებნას მართლაც არ ქონდა აზრი. ამაზეც მადლობელი უნდა ვიყო ბანაობის ნება რომ მომცა და იოანეს მოსვლას დაველოდო. ... თვალებს ვახელ და გული მტკივა. კიდევ ერთი დღე დაიწყო და თებეას შესახებ არაფერი ვიცი. ნუთუ კიდევ ერთხელ უნდა გადავიტანო ის ტკივილი. რატომ მსჯი ან მცდი ღმერთო ასე. კარზე კაკუნია და შემდეგ სახელურიც დაიწია. –იოანე გღვიძავს? – ლოლიტა იყო. –ახლავე ლოლიტა. –კარი რატომ ჩაკეტე, შეგეშინდა არ გამეუპატიურებინე? –არა, რა სისულელა, უბრალოდ ინტიქტურად ცავკეტე. – ვუთხარი და თავი უხერხულად მოვიფხანე. –არაუშავს. ეს კონვერტი კურიერმა მოიტანა. –მადლობა. – გარედან მხოლოდ წარწერა აქვს. იოანე ლომიძეს და ჩემი მისამართი გამომგზავნის მისამართი ამძვრალი აქვს. რა უცნაურია, ნეტა ვის უნდა გამოეგზავნა. სასწრაფოდ გავხსენი. ენა ჩამივარდა. ამას რას ვხედავ. ეს ხომ თებეაა. ეს ისაა რასაც ვფიქრობ? ნუთუ? არა საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებ. ვის ეფერება თებეა. ის ხომ ასეთი არაა. მუხლები მომეკვეთა და ლოგინს დავეყრდენი. ატასი აზრი მიტრიალებდა თავში. გამორიცხულია ამას ვერ დავიჯერებ. ბავშვებს უნდა დაველაპარაკო მხოლოდ ესღა მოვიფიქრე. სასწრაფოდ დავავლე გასაღებს ხელი, არც კი გამომიცვლია ისე გავვარდი დაჩისთან. გზაში ნატუკას დავურეკე რომ დაჩისთან მოსულიყო. –რა იყო რა მოხდა ასეთი, ამ დილა ადრიან რომ სეგვკრიბე. –ამ დილით კურიერმა აი ეს მომიტანა. –ვთქვი და მაგიდაზე ფოტოები დავყარე. –ეს რა არის? – ინეტრესით დააშტერდნენ ორივეს. –არაა ეს რაღაც სიგიჟეა, ამას ვერ დავიჯერებ. –იყვირა ნატუკამ –თებეა? გამორიცხულია. იოანე. არ მითხრა რომ შენ ეს საშინელება დაიჯერე. –არ ვიცი დაჩი არაფერი არ ვიცი, შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას. –არა იოანე ყველაფერი მაგრამ ამას ვერ დავიჯერებ. ჩვენ ხომ კარგად ვიცნობთ თებეას. პირი ავაღე რაღაცის სათქმელად რომ ნატუკამ უეცრად შეყვირა სიხარულისგან თან ცრემლები წამოსცვივდა. –ვიცოდი რომ ჩემი თებეა ამას არ იზამდა. ის შველას გვთხოვს. ჩემო ლამაზო გოგო ეს რა დღეში ხარ– იძახის თან ფოტოზე თებეას სახეს ეფერება. –რას ლაპარაკობ ნატუკა, რა არის ამ ფოტოში ასეთი?– ხელიდან გამოგლიჯა დაჩიმ ფოტო. –მარჯჯვენა კუთხეში კედელს დააკვირდით. –არ არსეებობს. – ცაილაპარაკა დაჩიმ და სახეზე ნერვიულად ჩამოისვა ხელი. –რა წერია? –ვიკითხე და ახლა მე ავიღე ფოტო. – გაოგნებისგან ყელი გამიშრა და ძლივს ამოვთქვი. –„იოანე მიშველე“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.