ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (13)
ძილი ვცადე მაგრამ ისეთი აფორიაქებული და აჟიტირებული ვიყავი ვერაფრით მოვხუჭე თვალი. წამოვდექი და ისევ ფანჯარასთან მივედი, ყველაფერი გავიხსენე რაც ჩემი მშობლების სიკვდილის დღიდან მოხდა დღემდე. ყველაფერს ერთმანეთშ ვერ ვუკავშირებ, დავიწყე ფიქრი სულ თავიდან როცა იოანე გავიცანი, მეცხრე კლასში ქეთა და ის ერთად გადმოვიდნენ ჩემთან სასწავლად, მერე დავმეგობრდით და სამი განუყრელი მეგობარი გავხდით, იო ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი მეპყრობოდა, მიუხედავად იმისა რომ ქეთაც სიგიჟემდე უყვარს, ჩემთან უფრო ყურადღებიანი იყო, ჩემი მშობლების ამბის შემდეგ ხომ მითუმეტეს, სულ ჩემს გვერდით იყო. რა დამავიწყებს მის თვალებს როცა საკანში მყოფს მომაძახა არ მჯერა იმის რომ შენ მოკალი მშობლებიო. არ ჰგავდა მისი საქციელი ხელოვნურს მისი თვალები არ ტყუოდნენ, ამის ახსნა მხოლოდ იმით შეიძლება რომ ალექსმა არაფერი უთხრა ალბათ ბუნებრივი რეაქცია რომ ჰქონოდა. მერე იყო ალისიასთან შეხვედრა და მისი შანტაჟი იოს და ჩემი ძის მიმართ, რა სულელი ვიყავი ღმერთო როგორ დავუჯერე, მაგრამ არ ვამტყუნებ ჩემს თავს, რანაირად უნდა მცოდნონდა წინ რა მელოდა, როგორი იმედგაცრუება. აქ მოსვლის დღეც კარგად გავიხსენე, მაშინ პირველად ვნახე ალექსი, მან გამომიყვანა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან, მერე იყო ისევ ალისიასთან საუბარი და აქაურობის გაცნობა, ბოლოს კი აი სადამდე მოვედი საცდელ ვირთხად ვიქეცი ან უფრო ცხოველად რომელზეც ნადირობაა გამოცხადებული, მერე უცობის სიტყვებზე დავფიქრდი ჩემი გული უნდათ, მემგონი კარდიოგრამის გადაღება არ მაწყენს იქნება და ოქროს გული მაქვს, ჩემივე სულელურ ფიქრებზე გამეცინა, საბოლოო ჯამშ ვერფაერი დავუკავშრე ერთმანეთს, თითოეული დეტალი მაბნევდა, არაფერი იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, მგონი სჯობს ალისია მოვიტაცო და ვაწამო სანამ სიმართლეს არ მეტყვის, ეს აზრი საკმაოდ კარგია მაგრამ მგონია რომ ალისიას უკან კიდევ ვინმე დგას, ვიღაც უფრო გავლენიანი და საშიში, ბოლობოლო საშიშ ფილმებში ხომ სულ იმალებიან მთავარი დამნაშავეები და სწორედ კულმინაციურ მომენტში ჩნდებიან, ნეტა როდის დადგება ეს მომენტი, თავი ხომ არმოვიკლა? კარგი რა რაზე ფიქრობ ვიქტორია აქამდე მოხვედი და ახლა უნდა მოიკრიბო ძალა და ყველას აჩვენო რომ შეგიძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება. ასეთი შემართებით ვიყავი თავზე რომ დამათენდა, გამთენიისას შევწექი ლოგინში და ამჯერად არ გამჭირვებია ძილისთვის კარის გაღება... ................... მეორე დილით სრულიად კარგ ხასიათზე გავიღვიძე მიუხედავად წუხანდელი დაულაგებელი ფიქრებისა მაინც მჯეროდა გულის სიღრმეში რომ ყველაფერი მოგვარდებოდა, რასაც მოთმინებით და მშვიდად დაველოდებოდი. ზლაზვნით წამოვდექი საწოლიდან, რატომღაც ისევ ფანჯარასთან მივედი, თავი უკმაყოფილოდ მოვიქექე და წამიერად გამიელვა აზრმა რომ მინდოდა გარეთ მესეირნა, მხოლოდ მე სრულიად მარტო. გამახსენდა როცა სკოლიდან ან უნივერსიტეტიდან ვბრუნდებოდი, როგორ ჩავუყვებოდი ხოლმე გზას და ხალხს ვათვალიერებდი, ან იოანესთან და ქეთასთან ერთად რამდენს ვიცინოდი და უზაროდ დავბოდიალობდი...... საშხაპის კაბინაში შევედი და ცხელი წყალი მოვუშვი, აქაც გიჟურმა აზრმა გამიელვა, როგორ შემეძლო მოკვდავ ადამიანს ჭრილობების შეხორცება, ნეტავი დამწვრობებსაც თუ გავუძლებდი? წყალი 80გრადუსზე დავაყენე, კაბინა მაშინვე ორთქლით გაივსო, ჯერ თითი მივუშვიე ადუღებულ წყალს, მერე მთლიანად ხელი და ვიგრძენი ჩემში შემოსული ლავა როგორ მიწვავდა გულ მუცელს, სიმწრის ცრემლები მომდიოდა მაგრა ხელს ჯიუტად უკან არ ვწევდი, კბილებქვეშ მოვიქციე ქვედა ტუჩი რომ არ მეკივლა, კანი გაწითლდა და ნელნელა გადამძვრა, საოცარი სანახავი იყო თითქოს გველი ვიყავი და ტყავს ვიცვლიდი, გაოცებით ვაკვირდებოდი და დაახლოებით მაშინ როცა უკვე ლიმფური ქსოვილები დავინახე ხელზე უკან გამოვწიე მაჯა და ცოტახანს დავაცქერდი, წყალი ისევ 40გრადუსზე დავარეგულირე და ხელს დავხედე, ისევ წითლად მქონდა, რამდენჯერმე მუჭი შევკარი და გავხსენი მაგრამ არანაირი რეაქცია, მეწვოდა ისე რომ სულის შებერვითაც ვერ ვწყნარდებოდი, ვეღარ მოვითმინე და ცივ წყალს მივუშვირე ონკანში, მესიამოვნა და ტანში სასიამოვნოდ გამცრა, თვალები დავხუჭე რამდენიმე წამი და გახელისას სრულიად პირვანდელ მდგომარეობაში მქონდა თითებიც და მთლიანად ხელის მტევანი. გაოცებისგან ერთი შევსტვინე და თვალები გავაფართოვე, რამდენჯერმე აქეთ-იქით ავაქნიე ხელი და არანაირი ტკივილი ან წვა. საბოლოოდ დავასკვენი რომ ცივი წყალი ჩემზე ისე მოქმედებდა როგორც სავსე მთვარე მიქცევა-მოქცევაზე, შეიძლება სულელური შედარებაა მაგრამ დარწმუნებული მაინც არ ვარ რომ ზუსტად ცივი წყლის დამსახურებაა ჩემი კანის აღდგენის პროცესი........ .................... აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ ტანსაცმელი ჩავიცვი და გარეთ გავედი, აქაურობა კარგად არ მქონდა შესწავლილი, თან მინდოდა სადმე ალექსს გადავწყდომოდი, მისგან მაინც უნდა გამეგო რაღაც..... წინა შენობას ნამდვილად სჯობდა ახალი „თავშესაფარი“, უფრო ნათელი, ლამაზი და კარგადმოწყობილი იყო. დერეფანში ანდრეას მოვკარი თვალი, ყავის სმით მოდიოდა და ისევ მომაჯადოებლად იღიმოდა -ჰეი ლამაზო როგორ ხარ? გადამკოცნა და ძალიან თბილი მეჩვენა, ეს ბიჭი ჩემს ძმას მახსენებდა და მისი შემყურე დადებითი ემოციებით ვივსებოდი -ანდრუშ შენ როგორ ხარ? -არ მეტყობა? კუნთები დამანახა და გაიკრიჭა საყვარლად -ოჰოო კარგად გიმუშავია, თბილად გავუღიმე და მკლავებზე წავეთამაშე -ეხლა სად მიდიხარ? ისეთი დაბნეული სახე გაქ მგონი პირველად გამოხვედი ხო, დამცინა ბიჭმა თავის ჭკუაში -ვაღიარო? სახე დავმანჭე -წამო წამო ვჭამოთ, ხელი გადამხვია და მარცხნივ მეორე დერეფანში გავედით -ანდრე აქედან გასვლაზე არ გიფიქრია? მოულოდნელად ვკითხე. დასერიოზულდა და ძალიან ნაღვლიანად შემომხედა -იცი ვიკი, აქაურობას ისე მივეჩვიე არც მგონია სადმე წასვლის უფლება გვქონდეს -შენ გინდა? ახლა მე ავხედე ნაღვლიანად, ერთი ამოიოხრა და თავი შეუმჩნევლად დამიქნია. ამასობაში კაფეტერიაში შევედით, იქ კი სარა და დემე დაგვხვდნენ -ვაუ ამას ვის ვხედავთ, სარა ჩემკენ წამოვიდა და გულთბილად გადამეხვია, მეც ხელები შემოვხიე და ჩავეხუტე -მე არ ჩამეხუტები? ტუჩის კუთხე ჩატეხა დემემ და ხელები ბავშვურად გაშალა. მიუხედავად მისი ირონიისა მაინც არ იყო ცუდი ბიჭი,-მოდი აქ-ნელნელა წავედი მისკენ, თმა ავუჩეჩე და ჩავეხუტე. -ჰეი რას შეჭამთ? იკითხა ანდრეამ -მმმ, ტუჩები მოვილოკე-მე რამე სალათა და ბურგერი მინდა, კიდევ ნატურალური წვენი და ფრიც წამომიღე, სკამზე გავსწორდი და გავეკრიჭე -რაიყო გოგო დაბმული იყავი? ხუმრობით მითხრა დემემ მაგრამ ორი დღის მშიერი ვიყავი, იმ ამბების შემდეგ არც მიჭამია -შეიძლება ასეც ითქვას, ჩავიჩურჩულე -მე ტორტს შევჭამდი, წამოიკივლა სარამ და ეშმაკურად გაიღიმა -ტორტი რატო, მობეზრებულად ჰკითხა დემემ და ანდრეას მაგივრად მომაწოდა ბურგერი. სარა წამოდგა, ანდრეას წინ დადგა და ჯიბიდან კულონის მსგავსი ყელსაბამი ამოიღო, მერე ანდრეას გაუსროდა და უთხრა -ანდრეა ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ აქაური ბიჭებიდან,-მერე დემეს გადმოხედა „არ გეწყინოს“ მზერით-რაც აქ მოვედი დავახლოვდით და ძმის მაგივრობას მიწევ, ხოდაა დაბადების დღეს გილოცავ ჩემო საყვარელო, ბოლო ფრაზა დაიკივლა და ყელზე ჩამოეკიდა გაოცებულ ანდრეას -აუ როგრო გამისწორდა რაა, მაინც გახსოვდა გოგო, ებუტბუტებიდა ანდრეაც და გულში იკრავდა. მერე მე და დემეც წამოვდექით და მივულოცეთ. კაფეტერიიდან უფრო მეტი საკვები ავიღეთ და ჩვენი ჩკუით ანდრეს დაბადების დღე გადავუხადეთ, ერთადერთი ნათელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში მას შე,დეგ რაც აქ მოვედი, ბევრი ვიმხიარულე, დემე სულაც არ აღმოჩნდა ირონიის მეფე, ალბათ პირველადი შთაბეჭდილება ასეთი იყო, მათი შემყურე გული სითბოთი მევსებოდა. ისე დაღამდა ვერც კი შევამჩნიეთ, არ გვინდოდა დაშა მაგრამ კაფეტერიაში უკვე სიტუაცია ირეოდა, ლუკა და მისი დამქაშები გამოჩნდნენ და დღე რომ არ ჩაგვშხამებოდა გამოვეცალეთ. ყველა თავის ოთახში დაბინავდა, არცისე იყო ჩვენი ოთახები ახლომახლო, ანდრეასი მეხუთე სართულზე, სარასი მეათეზე, დემეტრე და მე მეცამეტე-მეჩვიდმეტე სართულებზე. .................... დასაწოლად ვემზადებოდი და დღევანდელზე ვფიქრობდი, სასიამოვნოდ გავატარე დღე, ვგრძნობ რომ მათთან ცოტახნით ძველი ვიკა ვხდები და მომწონს, ჩემშ სილაღე და სიხალასე რა ჩაუკლავთ. მიაკის გახდას ვაპირებდი როცა თავში გენიალურმა იდეამ გამიელვა, თუმცა გენიალური არ იყო უფრო ექსტრემალური და სარისკო მაგრამ მაინც გადავწყვიტე გარისკვა. ჯერ ფანჯარასთნ მივედი და მეორე ბინასთნ დამაკავშირებელ ძალიან დიდ სადენებს გავხედე მერე კი ჩუმად გავედი ჩემი ოთახიდა და ანდრეას სამყოფელომდე ფეხაკრეფით მივაღწიე,. კარზე დავაკაკუნე და წელსზემოთ შიშველმა გამიღო კარი -რა ხდება? მშვიდობაა? -ჩუუ, მიდი ჩიცვი და გამომყევი -მიტაცებ? ღიმილი შეეპარა -დაახლოებით, თვალი ჩავუკარი. სწრაფად გადაიცვა მაისური და ამედევნა. ჩემს ოთახშო შევედით. ფანჯარა გავაღე, კარადიდან ძალიან სქელი პლედი გამოვიღე და სადენებზე გადავკიდე. რათქმაუნდა ცეცხლი მოეკიდებოდა მაგრამ სადენებს გარედან რკინის მაგვარი რაღც ჰქონდა გადაკრული და მაიტომაც გავრისკე. -ანდრე ხელი შემომხვიე -რა ? გაოგნებული მიყურებდა -ხომ გინდოდა გარეთ გასვლა, წარბები ავზიდე და შევხედე -კი მაგრამ საშიშა, აქედან რომ ჩავვარდეთ ვერ გადავრჩებით -არ ჩავვარდებით, გავჯიუტდი, ფანჯრის რაფაზე ავხტი და ხელი გავუწოდე, მანაც შემომაგება თავისი ძლიერი ხელი და წელზე შემომხვია -მენდობი? გამომცდელად და ღიმილშეპარვით ვკითხე -რომარ გენდობოდე აქ არ ვიდგებოდი, მესიამოვნა მისი პასუხი. ჩემი საკუთარი ძმასავით შემიყვარდა იმ მომენტში და მისთვის მზად ვიყავი სიცოცხლეც კი გამეწირა. -დაბადების დღეს გილოცავ, ყურში ჩავჩურჩულე და გადავხტით. ღმერთო რა ადრენალინი იყო, ჰაერის ნაკადი მომაწვა და ძლივს ვსუნთქავდი, ღიმილისგან კინაღამ პირი გამეხა, გული გამალებით მიცემდა და გახარებული ვიყავი, ანდრეას სწრაფ სუნთქვას ვგრძნობდი, და მიხაროდა. თავი ცოცხლად ვიგრძენი, ყველაფერი ღირდა ამ წამად. ჩიტივით თავისუფლად ვიგრძენი თავი როცა მოპირდაპირე კორპუსის სახურავზე აღმოვჩნდით -გიჟი ხარ ვიკი, აქოშინებულმა მითხრა და გულზე ხელი მიიდო. მთელი ღამით ამ შენობის თავზე წრიულად დავრბოდით, ვხარხარებდით, ერთმანეთს დავდევდით და ლაღად ვგრძნობდით თავებს. ........................ ოთახში უბედნიერესი დავბრუნდი, სულ გადამავიწყდა ჩემი პრობლემები, ცოტა ხნით ბედნიერების უფლება მივეცი თავს და იმით უფრო გავბედნიერდი რომ ანდრეა გავახარე, მისი აციმციმებული თვალები და ბედნიერი სახე ჩემი დამსახურება იყო, ამ ყველაფრის შემყურე კი ტანსაცმლიანად გადავეშვი საწოლში და თვალები დავხუჭე -ასე ცანცარი საშიშია შენთვის! გაისმა მკაცრი და ცივი ხმა, გველნაკბენივით წამოვხტი და აქეთ-იქით დაფეთებულმა დავიწყე ყურება. ისევ ეს ღია ფანჯარა, საშინლად გავბრაზდი და ფანჯარა ბრახუნით დავკეტე -მშიშარა, როგორ იმალება სიბნელეში, კრეტინი იდიოტი, მის ლანძღვას მოვყევი. საწოლი გადავშალე და ბალიშზე თეთრი ფურცელი ეგდო, სწრაფად დავწვდი და გადავშალე, მასზე კი წარწერა იყო: „ იგივე ხრიკებით ამჯერად გვერძე“ ბოლოში კი სისხლისფრად ეწერა “DEVIL HUNTER”……… ჩემო ძვირფასებო, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამახარეთ წინა თავის კომენტარებით, რამხელა სტიმული და სიახარული ჩემთვის ნეტა იცოდეთ. ვერ ვახერხებდი დღეს დადებას მაგრამ როგროღაც ჩემი ერთგული მკითხველისთვის შევძელი. მოკლედ მიყვარხართ და მაბედნიერებთ <3 პ.ს. ამ თავში ვეცადე დაგენახათ ვიკას გვერდშ მდგომი ადამინები, რადგან შემდეგ თავებში ისინი გადამწყვეტ როლს შეასრულებენ <3 ველი თქვენს ზრებს <3 პ.ს.ს. სურათზე ანდრეა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.