შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალ წლამდე მარტო (2 თავი)


7-03-2017, 21:19
ავტორი უჟმური გოგო
ნანახია 1 380

5 წუთი ვუცდიდი, მერე ავდექი ვიფიქრე ვნახავ რას აკეთებს მეთქი, ჩუმად მივიწევდი იქითკენ საითკენაც ის წავიდა, მერე უცებ კარი გაიღო და ისე შემეშინდა ვიკივლე, ჩემ კივილზე ალბატ ძაან შეეშინდა რადგან უკან შეხტა და ამის შემდეგ რაღაცის მსხვრევის ხმა გავიგე იმ ოთახში შევვარდი საიდანაც ხმა მოისმა და დავინახე ძირს გაწოლილი ლუკა, გვერდზე კიდე დამსხვრეულუ ბოთლი ეგდო ცოტა გამეცინა კიდეც ისე უცნაურად იყო გართხმული იატაკზე ძაან სასაცილოც იყო, მაგრამ მალევე შევიკავე თავი და შემეშინდა რამე არ დაშავებოდა. ადგომაში მივეხმარე ისე სასაცილოდ იყო გაწუწული ჩუმად ვიცინოდი. იმედია ვერ გაიგო, თან ბოდიშებს ვუხდიდი.
-არაფერია- მითხრა მან და ძლივს წამოდგა
-იტკინე რამე?-უცებ შევშინდი
-ცოტა, მაგრამ ეხლა უფრო დიდი პრობლემა გვაქვს?- თქვა და შეწუხებულმა გამომხედაა
-რა პრობლემა?
-ეს ბოლო ბოთლი ღვინო იყო
-ბოდიში მე უკვე მივდივარ და შენთვის ხვალ გამოგიგზავნი
-უკვე მიდიხარ? -გაიკვირვა ლუკამ- ახალი წელია, დარჩი და კინოს ვუყუროთ მერე გაგაცილებ
-არა იყოს, აქ წესით არ უნდა ვიყო -ვუპასუხე და წასვლა დავაპირე
-სახლში გელოდებიან?
-არა მაგრამ....-ხმა ვეღარ ამოვიღე
-მაშინ დარჩი - ეს სიტყვები ისე თქვა თითქოს უკვე გადაწყვეტილი ყოფილიყოს, მეც რაღა უნდა მექნა დავდე ადგილას ჩემი ქუდი და ისევ ბუხარს მივუახლოვდი ლუკამ კიდე ლეპტოპი მოიტანა და დივანზე დაჯდა.
-ელეე-დაიყვირა უცებ მე კიდე მალევე მივიხდე მისკენ- მოდი და ავარჩიოთ რამე
აღარაფერი მითქვამს მივუახლოვდი დივანს და დავჯექი. მერე ჩავრთეთ თეთრი გოგონები, მე ავარჩიე ეს იმიტომ, რომ რომანტიკის ყურდბა არ მინდოდა მასთან ერთად, არც საშინელების მერე ძაან შემეშინდებოდა და სახლში ვეღარ წავიდოდი, უარეს შემთხვევაში მივეკვრებოდი პატარა ბავშვივით და ვეღარავინ მომაშორებდა მას, ამიტომ გადავწყვიტე კომედია.
ვუყურეთ. ახალ წელსაც შევხვდით ერთად. ბოლოს კიდე სანამ კინო დამთავრდებოდა ლუკას ჩაეძინა, მე კიდე უნდა წავსულიყავი, აღარ გავაღვიძე და მარტო წავედი სახლში, საკმაოდ მეშინოდა ამიტომ გზაში აღარაფერს ვაკვირდებოდი. უკვე 2 საათი იქნებოდა. ბოლოს ძლივს მივუახლოვდი სახლს და ჰოპ... რაღაც უცნაური შევამჩნიე სინათლე ენთო სახლში. თავიდან ვიფიქე მე ხომ არ დამრჩათქო, მაგრამ მერე ზუსტად გამახსენდა როგორ ჩავაქრე შუქი და გამოვედი სახლიდან, შეწუხებულმა ამოვიოხრე და გულში ვფიქრობდი "ოღონდ ეს არათქო" ეზოს კარი შევაღე და კატის კნავილი შემომსმა ახლა უკვე ნერვები საშინლად მომეშალა მივიხედე იქით საიდანაც ეს ხმა ისმოდა და ჩემი საყვარელი კატა ემილი დავინახე "ხო ის არის რასაც მე ვფიქრობ მას ხომ ასე ძაან სძულდა ემილი" მივედი ფისუნიასთან და ხელში ავიყვანე. აქ კიდე გაიღვიძა ჩემში მონსტრმა და კატას ვუთხარი
- ნუ გეშინია ემილი ვაზღვევინებ ამას-ეს სიტყვები გაბრაზებულმა წარმოვთქვი და გავემართე სახლისაკენ. გზაში იმას ვფიქრობდი რა სიტყვებით დამეწყო ჩხუბი?თუ პირდაპირ მეგინებინა მაგრამ მე ხომ გოგო ვარ? ემილის გამო მეჩხუბა თუ ჩემს გამო საერთოდ იმაზე ხომ არ მეჩხუბა რომ ჩემს სახლში შევიდა ან ძველი გამეხსენებინა რამე მოკლედ შევედი სახლში გაბრაზებული სახით და პირდაპირ დავიყვირე
-მაქს, მაქსიმე-მერე ძებნა დავუწყე პირველ სართულზე არ იყო მეორეზე ავედი და ვლოცულობდი ჩემს ოთახში არ დამხვედროდა,მაგრამ მე ხომ უიღბლო გავჩნდი. სწორედაც იქ იყო შესული, ჩემი სარკის წინ იდგა, ჩემს ნივთევში იქექებოდა და სიგაეტს ეწეოდა.
-მაქს-მკაცრად ვუთხარი და ჩემს ფისოს შევხედე -შენ რატომ ხარ ჩემს სახლში და ემოლი გარეთ?
-უი ეგ კიდე ცოცხალია? მეკიდე მეგონა სანამ მოხვიდოდი მოკვდებოდა- დებილივით გაიღიმა და დაამატა- ბედი არ მაქ აშკარად- აქ კიდე უკვე მივხვდი რომ საშინლად მთვრალი იყო, იმიტომ კი არა რომ ჩემს ფისოზე ესენი თქვა, არა, ის ისედაც ასე ლაპარაკობდა უბრალოდ თვალებზე ეტყობოდა ყველაფერი.
-შენ რა მთვრალი ხარ? -ვყვიროდი უკვე
- ცოტა დავლიე - თქვა და ხელით მაჩვენა წინ წამოვიდა და ლამის სკამიდან გადმოვარდა დიდი სიამოვნებით ვნახავდი ამ სცენას, მაგრამ დებილი, რომ ვარ მე თვითონ მივახველე ხელი
-აქამდე როგორ მოხვედი მთვრალი ვინმეს კიდე უნდა ველოდო ჩემს სახლში?- ისევ გაბრაზევულმა დავუყვირე
-შენ წარმოიდგინე და არა -ისევ დებილივით გაიღიმა -აქ დავლიე - მითხრა და მარჯვენა ხელი აწია, რომელშიც ჩემი ღვინის ბოთლი ეჭირა
მოვკვდები, რას მიკეთებს ახლა ამის თავი სად მაქვს. თან მთვრალს გარეთაც ვერ გავაგდებ, გაცივდება და მოკვდება. მე კიდე მკვლელობა არ მინდ,ა რაც არ უნდა მძულდეს ვერ მოვკლავ, ამიტომ მოვკიდე ხელი, ძლივს გავიყვანე ჩემი ოთახიდან და ერთ ოთახში შევათრიე. კარი ჩავკეტე და გამარჯვებული ღიმილით გამოვბრუნი. მთელი ღამე მშვენივრად გავატარე. ყავა დავლიე, წიგნი წავიკითხე და საერთოდ არ მომძინებია დილისკენ ჩამეძინა მხოლოდ მაგრამ რათ გინდა იმ იდიოტის ხმამ გამაღვიძა. ისევ მიყვიროდა ლელეო. უკვე შემძულდა ეს სახელი. ვეღარ ვიტანდი.
--------------------- -------------------- -------------------- --------------------




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent