სიგიჟე გადამდებია. (2)
აუ! ეხლა უროს მოვიტან და თავში ვუბრაგუნებ ამ ბაღანას რა! რაც შემეძლო სწერვულად ვუთხარი მეტი რაღა ჯანდაბა და დოზანა ვქნა?! -ქეთა მეცეკვე რა!-ყელზე ხელი მიიდო. ნეტავ იცოდეს რა დიდი სიამოვნებით გავუსვამდი ამ ყელში დანას...მმმმ. -თუ ამის მერე დაოკდები კაი.-თვალები გადავატრიალე. -ძლივს რა! აუღებელი ციხე-სიმაგრე ხარ! -კაი ერთი, მართლა? დედას გაფიცებ!-შევიცხადე უცებ. -შენ ხასიათს ხო ვერაფერი ეშველა რა! -აუ გიგა დავაი რა!-წამოვდექი და საცეკვაოდ გავყევი ამ მოზვინულ არსებას. არა, განა მახინჯია ან რამე? პროსტა არ მევასება რა ეს ვითომ სვეცკი და ამ დროს როგორც მე ვუწოდებ "კურდღელი" ბიჭები. ძველ ბიჭური გარჩევების დროს ჩაისახა თუ რა უბედურებაა ვახ! ეს ვითომ ბაბნიკობა ხომ სულ მიხუთავს. -ხვალ საღამოს გცალია? -ისევ ეს გაცვეთილი ფრაზები , ვახ! -ქეთა, რა დაგიშავე? -რას გულისხმობ? -ყველას მოვწონვარ და შენ რა ჯანდაბა გჭირს? -მეე? მე არ მევასება ეს ძალით ბაბულიკი ბიჭები და ვისაც ევასები ის "ყველა" რო დაკერო და გაისწორო შენი არა? ეხლა არ მითხრა მაგდენი ვერ მოვტვინეო. -აუუ , კაროჩე რა! რა აღარ გავაკეთე და აზრი აქვს? -რომ არ აქვს მაგას ვამბობ მეც , ვახ! არ აქვს აზრი , აააარაააა! რა ხარ ასეთი გაუგებარი არსება ვერ გავიგე ვახ! შენ სხვანაირად აგიხსნა თუ? -მაინც გავიტან ჩემსას. -იცი რაა? სვანი და ხისთავიანი კი ხარ , მაგრამ მე შენზე უფრო ხისთავიანი ვარ, რომ იცოდე . -თვალი ჩავუკარი და ჩემი ადგილისკენ დავიძარი. აი ამ დროს თუ ვიცოდე რა უნდა ვაკეთო ხოლმე, ოხ ამდგარა ნინა საქალბატონე და ეცეკვება იმ ვაჟბატონს წეღან , რომ ვთქვი სიმპაწიურია და დააშტერდა თქვა, გიორგი ალბათ გასკდება მალე. ოხ, კაია იქნებ გავმხიარულდე. როგორც ყოველთვის როდესაც რაღაც ისე ვერ არის როგორც მინდა ტელეფონში ვიწყებ ჩხირკედლაობას. ახლაც არ ვღალატობ "ქეთათოს სტიქიას" და როგორც ყოველთვის ვძვრები ტელეფონში. სოციალურ ქსელს ვზვერავ FBI-ს აგენტივით , როდესაც ჩემი თანამშრომლის მესიჯი მომდის მესენჯერში. "გუგა". ხოო, აი გუგა ალბათ ყველაზე მხიარული ადამიანია ვისაც ვიცნობ. და-ძმასავით ვართ და სულ ერთად ვმოძრაობთ. გუგას ჩვენი თანამშრომელი ნატა უყვარს , მაგრამ დაადგა საშველი? ნწ. "ras shvreba sakalbatone ketato?"-მეცინება ამ მაიმუნზე. სულ შეუძლია ჩემი გამხიარულება . სულ, რომ ბოლო ხმაზე ვბღაოდე და რევოლუციას ვიწყებდე ეს მაინც გამამხიარულებს ისეთია. ნინა და გუგაც კარგად არიან ერთმანეთთან , მაგრამ როგორც ჩემთან გუგა ისე არავისთან არ არის. ძაან საყვარელია, მართლა. სულ პოზიტიურია და როგორ ახერხებს ვერ გეტყვით. მშვენიერი ექიმია მოკლედ რა. პასუხის მიწერას ვაპირებდი განწირული ღრიალი, რომ გაისმა გარედან. "ექიმი, ექიმიო" ღრიალებდნენ ბოლო ხმაზე. მაშინვე გავვარდი არავისთვის მიმიქცევია ყურადღება. ქალი მამაკაცთან იყო დახრილი რომელიც ვერ სუნთქავდა. აი ახლა ვიცი რისი გაკეთებაც შემიძლია ამ შემთხვევაში. ყველა მე გამომყვა და ყველა თავზე , რომ გადგას ეს ისეთი ცუდი შეგრძნებაა...როდესაც იცი , რომ ყველაფერი შენს ერთ ნაბიჯზეა დამოკიდებული. -თავზე ნუ მადგახართ, უკან გაიწიეთ.-დავიღრიალე , რომ ბრბოს როგორმე გაეგო ჩემი ხმა მე კი მამაკაცთან დავიხარე და ქალს მოვთხოვე ცოტა უკან დაეხია. გულზე დავადე თავი. პულსი არ არის. ხელით მთელი ძალით დავაჭირე , პულსი არ არის. ხელოვნური სუნთქვა გავუკეთე, პულსი არ არის. ამ შემთხვევაში პაციენტი , რომ არ დავკარგო საჭიროა.....დანა! ყელი უნდა გავუჭრა და სუნთქვას შეძლებს. -უკან მეთქი! და დანა მომეცით სასწრაფოდ თორემ გაუჩერდა გული და მერე აზრი აღარ აქვს! კიდევ სასწრაფოში დარეკეთ გადაყვანა აუცილებელია!-ისევ ვიყვირე. დანა იმ სიმპატიურმა მომაწოდა და მეც ძალიან ნაზად მივუტანე ყელთან და გადავუჭერი. გულზე დავაწექი და....პულსი არის! სუნთქავს! სასწრაფოს ხმაც გაისმა. მე იქვე დავჯექი კაცის წინ და ხელები დავიდე თავზე. სასწრაფოდან ნელიკო და ნუგზარი გადმოვიდნენ(ჩვენი საავადმყოფოდან არიან) -ქეთა აქ რას აკეთებ ?-გაუკვირდა ნელიკოს. -დაბადების დღეზე ვიყავი ნელ. სუნთქვა უჭრიდა და ყელი გადავუჭერი ეხლა აუცილებელია გადაყვანა თორემ შეიძლება სიტუაცია გამწვავდეს.-ვთქვი და ნუგზარმა ხელი გამომიწოდა.-დღეს გუგა არის ხო მორიგე? -კიი, გუგაა. ქეთა კარგად ხარ?-ვერ ვსუნთქავ და ალბათ იმიტომ მკითხა. -კი ნუგზარ კარგად ვარ. მეც მოვდივარ დღეს გუგასთან ერთად დავრჩები მორიგედ და ხვალ ლევანთან ერთად. -ქეთა არ ხარ ვალდებული.-შეეცადა ნელიკო. -ნელიკო მოვდივარ! ოღონდ თქვენ წადით მე სახლში უნდა გავიდე, ფორმას ავიღებ და წამოვალ პირდაპირ საავადმყოფოში. -ეს დღეც ჩაგიშხამეთ, მოკლედ რა ! ხომ არ გეღირსა დასვენება.-ქოთქოთებდნენ და თან პაციენტს აწვენდნენ. გავუშვი ისინი. ყველა მე მიყურებდა. აუ , ეხლა დღევანდელი საღამოს გმირი ვარ? ოპააააა!!!!!!! ის ქალი სანამ სასწრაფოში ავიდოდა გამომძახა: -გაიხარე ჩემო კარგო! ბევრი შენნაირი ახალგაზრდა და ლამაზი დაბადებულიყოს . დიდი მადლობა ჩემო კარგო.-არ მიყვარდა მადლობას , რომ მიხდიდნენ ახლაც უბრალოდ თავის დაკვრით შემოვიფარგლე. ახლაღა შევამჩნიე , რომ მთლიანად ვცახცახებ. -ჰე , რას მიყურებთ შედით და გააგრძელეთ გართობა!-ვუთხარი ხალხს და ნინასკენ წავედი.-ნინა მე ტაქსს გავაჩერებ და წავალ რა. გუგასთან ერთად ვიქნები დღეს მორიგე. -მეც მოვდივარ.-ტაქსს ვაჩერებდით, მაგრამ ის ბიჭი მოგვიახლოვდა ნინას, რომ ეცეკვა და უთხრა ჩვენ გაგიყვანთო. ხო, არ მოგესმათ ჩვენო. ის სიმპაწიურიც იქ იყო. მანქანაში თან შეტყობინებას ვწერდი გუგას, ვერც შევამჩნიე წინ , რომ გამომიღეს კარი. "guga , pacienti gamogigzavne,xoda movdivar exla mec magas dakvirveba daschirdeba da eg pacienti chemia icode! shen ankas shexede ra sanam moval rame xom ar chirdeba."-ანკა ჩემი პაციენტი იყო. მე ხომ მთავარი ქირურგი ვარ და ბევრი პაციენტიც მყავს. -უი შენთვის გაცნობა დამავიწყდა ქეთ, ეს სანდროა.-მიმანიშნა მის გვერდზე მჯდომ ბიჭზე , რომელიც მოეწონა ნინას.-ეს კი ანდრეა.-ახლა იმაზე მიმანიშნა გულის "ფანცქალი" , რომ დამაწყებინა. -დიდი ხანია ექიმი ხარ?-სანდრო. -უჰ, კი.-პასუხიც გასცა ჩემს მაგივრად გოგომ! -ექთანი ხარ მთავარი ექიმი თუუ....?-სანდრო. -მთავარი ქირურგი.-ისევ ნინა, ღმერთო ამ გოგოს ენას ამოვგლეჯ! -ანუ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული? -მე და ჩემს ასისტენტზე , თუმცა არც ის ჩამომრჩება რამით, ამიტომ ჩვენ ორზეა დამოკიდებული ყველაფერი.-ამჯერად არ ვაცადე ნინას პასუხის გაცემა , თორემ დაიწყებდა ჩემს ქებას და უსმინე მერე. სანდრომ და ნინამ დაიწყეს ჭუკჭუკი და ვიღას ვახსოვდით ჩვენ. -უჰ, რას ჟღურტულებენ.-მოვედი ცინიკოსობის ხასიათზე ისევ და ისევ. -გეამა ხო?-ანდრეა. -ნუ იტყვი, თურმე სულ არ არის ზაფხული საჭირო ჟღურტულის მოსასმენად. -ისე , ყოჩაღ შენ! სწრაფი რეაგირება მოახდინე.-ანდრია. -იმდენი ხანია ამ საქმეს ვაკეთებ უკვე დაპროგრამებულივით ვარ და თუ ვხედავ ვინმეს ცუდ მდგომარეობაში არც ვფიქრობ ისე მივქრივარ. შენ რას საქმიანობ? -ბიზნესმენი ვარ. -ჰმ...კაია.-ნინას და სანდროს გავხედე.-ნინა ხომ არ დაგიტოვოთ?-ვუთხარი როდესაც სახლს მივუახლოვდი. -არა, იყოს წაიღე.-ანდრია.-ისე შენ დარჩი თუ გინდა. -კრეტინი.-ჩავილაპარაკე ჩუმად. -გავიგეეე.-მომაძახა მანქანიდან გადასულს. -მადარდე რა! -ენაც როგორი მოსწრებული გქონია. -უხ , ნუ იტყვი. ეს პირველ შეხვედრაზე ვარ ასეთი ნაზი თორემ აი ესენი , რომ დაწყვილდებიან და , რომ გაშინაურდები მერე ნახე შენ ენამოსწრებულობა.-თვალები ავაფახულე.-აუ ტელეფონი დამრჩაააა.-უკან მივბრუნდი და გადმოვიღე. სანდრო და ნინა ისევ ჟღურტულებენ.-ისადა ხელს ხომ არ გიშლით? არა, თუ გინდათ წავალ მე უბრალოდ გასაღები ნინას აქვს, მე ფორმა მჭირდება და მერე სულ კარგად იყავით! -გუგა გველოდება და დიდ გულზე ვართოო?-გაბრაზდა ნინა. -აუ ნატაც , რომ იყოს მორიგე მაგას და გუგას გავუჩალიჩებდი რაცხას ,მაგრამ აბა რანაირად? -ვერც ვერანაირად.-ენა გამომიყო და გადმოხტა მანქანიდან. მეც მის კვალს დავადექი. -ქეთა, აიღე ფორმა და გაგიყვანთ საავადმყოფოში ბარემ. -კაიი.-აღარ დამიწყია არმინდა და რაცხაები მინდა ეხლა მეზარება ტაქსით სიარული და. -რა მალე დამთანხმდი რა იყო, შენ არ იცი ბიჭს უნდა ალოდინო ერთი ორი წელიო? -დედას გაფიცებ, მართლააა? უიმე კი არ ვიცოდი!-შევიცხადე უცბად. მერე მივუახლოვდი ანდრიას ძალიან ახლოს და ისე ვუთხარი მხოლოდ მას, რომ გაეგო.-ისე მინა აწიე თორე ჩვენი მეზობელი უშანგის ცოლი მაკრინე ყველას მოსდებს ამბავს , რომ ღამე ვიღაც ბიჭებმა მოგვიყვანეს სახლში და მერე გამოიტანენ დასკვნას , რომ ჩვენ ბო*ები ვართ. მე მაგრად არ მაინტერესებს , მაგრამ ნინაზეც ვიფიქროთ და.-დანანებით ვუთხარი და წამოვედი. სანამ კიბეებზე ავიდოდი მაღლები გავიხადე და ხელში დავიჭირე. მიყვარს ფეხშიშველი , რომ დავდივარ. ფორმას დავავლე ხელი. გადავიცვი ცისფერი "მაისური" და შარვალი , უფრო სწორედ "შლაქსი" ექიმებს ხომ გასაოცარი ფორმა გვაქვს. შემდეგ შემოვიცვი თეთრი ხალათი და აი ეხლა კი გავხდი ნამდვილი ექიმი. ქერა თმა მაღლა ავიწიე ასე უფრო კომფორტული იქნება. სანამ გავიდოდი ნინამ მომაძახა "დაყარეთ ფარხმალი და დამნებდით ყველა-უთხარი პაციენტებს არ დაგავიწყდესო" რა ცანცარუშკა მყავს რა. ჩავედი ქვემოთ და ჩავხტი მანქანაში. -ექიმის ფორმაში უფრო სექსუალური ხარ ვაღიარებ.-ანდრია.-ხელები ამიწევია. -მნებდები ხო?-ამას თუ გონია ნერვებს მომიშლის აი აქ მწარედ შეცდა. მე ქეთა აბაშიძეს ვერავინ მომიშლის ნერვებს. -გნებდები რომელია. ყველაფრისთვის მზადა ვარ. -ოოო, მაცდური წინადადებაა ასისტენტი და პაციენტებით გაჭედილი საავადმყოფო , რომ არ მელოდებოდეს. -ისე სხვა დროს თანახმა ხარ? -სადაც გინდა.-არც მე ჩამოვრჩი თამაშში. -ისა რაქვია , მე პატარა ვარ ჯერ და ნუ მასმენინებთ ასეთ რაღაცეებს რა.-სანდრო. -ნინას მეორედაც თუ შევხდი გასწავლის არ ინერვიულო.-თვალი ჩავუკარი სანდროს. -ნინაც შენნაირი გიჟია თუ...?-ანდრეა. -იცი სამსახურში რას მეძახიან?-მივეყუდე სავარძელს. -რას ბომბას? -ნწ , ვერ გაარტყი. გიჟ ექიმს. გიჟ ექიმს იმიტომ მეძახიან , რომ სამსახურშიც ისევე გიჟი ვარ , როგორც ზოგადად ვარ. ნინაც გიჟია ნამდვილად , მაგრამ მთლად ჩემ დონემდე ვერ აღწევს მე რაღაც განსაკუთრებული სიგიჟის შნო მდევს დედიშობილობიდანა.-დავამთავრე მონოლოგი საკუთარი თავით კმაყოფილმა. -ვახ, ჩემი! დრო და ადგილი თქვი და მე ვიყო თუ არ მოვიდე.-ანდრეა. -ჰორმონები დაიმშვიდე რა ცუნცულ. -კაი , ფისო. -ვაა, რა აღვირახსნილი სახელია არა სანდრო? -ძააან. იმენა ზეგზუალურია.-დამეთანხმა ცერა თითის აწევით. -ისევე, როგორც.... -მეე ხო?-ანდრეა. -შენ ვანგას ბიძაშვილი ხარ ხო? -ნაჰ...თითქმის გაარტყი ფისო. -კაი ეხლა პანტერავ გეყოფა თორემ ამიდუღდა ჰორმონები.-საავადმყოფომდე ცოტაღა გვაქვს დარჩენილი. -გეუბნები დრო და ადგილი მითხარი თქო. -სადაც და როდესაც გინდა. ნუ იმ დროს თუ არა როდესაც სიმსივნეთი დაავადებულ ადამიანს ან ბავშვს შემომიყვანენ. -კაი ფისოვ. -მმ...პანტერავ.-მივედით და გადმოვედი მანქანიდან. გუგა დავინახე მე მელოდებოდა. რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა: -ქეთათო , ხომ იცი როგორ მიყვარხარ? -რა გინდა შე გველო? -შენ პაციენტს მიხედე და მეტს აღარაფერს გთხოვ! -ასისტენტიც ასეთი უნდა რა!-ავბუზღუნდი.-ჩანთა დამიჭირე შენ!-მივაჩეჩე ჩანთა და ანდრეას მივუბრუნდი.-დრო და ადგილი მომწერე. უფსსს, ჩემი ნომერი არ იცი ხო? -ნინა და ეს,რომ იჟღურტულებენ შემდეგში გავიგებ. -თვალი ჩამიკრა. -აბა კარგად სანდრო, პანტერავ აბა შენიცი მოემაზადე ცეცხლოვანი ქარის უღელტეხილისათვის.~ -სახელიც მოუფიქრებია და მერე მე ვერ ვიოკებ ჰორმონებს თურმე!-სანდროს გადახედა. გუგა ამ დროს იდგა და გაოცებული გვიყურებდა. კი იცოდა გიჟი , რომ ვიყავი , მაგრამ ბიჭს ასე ცეცხლოვანად ვესაუბრებოდე არ გაუგონია. -მანამდე ვინმე სხვასთან დაიოკე შენი მოზღვავებული ჰორმონები ოკ? -ანუ უფლებას მაძლევ ხო? -აბა რააა. მე იმეებს კი არ ვგავარ , რომ ამბობენ ჩემს გარდა სხვას გაეკარები და კოჭებს დაგიხვრეტოო. არააა, ისე კარგად თუ მოიქცევი მერე ცოლადაც მოგიყვან. ხელის თხოვნასაც რამე ოთხიჯინალურს მოვიფიქრებ და.-აკაკივით მივიტანე ხელი ნიკაპთან და ჩავფიქრდი თითქოს. -რა მოიცდის შენთან შეხვედრამდე ფისო. ისე ხელის თხოვნის დროს გაითვალისწინე , რომ შამპანურის ჭიქაში არ ჩამიგდო ბეჭედი თორემ გადავყლაპავ, შენ ფულს დაკარგავ მე ჯანმრთელობას, ანუ ამას იმიტომ ვამბობ , რომ მერე ისევ შენი სამკურნალო გავხდები და. -მაგ ღიმილს ძალიან მალე მოგაშლევინებ. მოიცა მოგიყვანო ცოლად. ეხლა გაქუსლე აქედან შავ რაშზე ამხედრებულო პრინცო თორემ თავში გირტყავ რამეს.-თვალი ჩავუკარი , გუგას ჩანთა გამოვართვი და გზას გავუყევი. მისი დაძახებული სიტყვები მაინც მომესმა: -შეხვედრამდე ფისოვ. -შეხვედრამდე პანტერავ.-დავუძახე და ჰოპ,გაქრა აი ამოსაწყევტი.-გუგა რა ჯანდაბა გჭირს? -ეს ანდრია ნაკაშიძე იყო? -ნაკაშიძეა ვაჟბატონი გვარად. ნაჰჰჰ.....ლამაზი გვარია. შენ საიდან იცნობ? -ღადაობ ხო? ვინ არ იცნობს ანდრეას? -მეე.-ხელი ავიწიე.-ისე სვანი მეგონა ისეთი ხისთავიანია აი ბაღანა. -ეხ, ქეთა, შენ ვისთან ხარ? -შენთან გუგსონ.-თვალი ჩავუკარი და გზა განვაგრძეთ. ეხლა დავფიქრდი და...ყველაფერი ეხლა იწყება. აი ყველაფერში იცით რას ვგულისხმობ? ნინას love story-იებს. კიდევ ჩემი ნერვების მოწამლვა დაიწყო დღეიდან და მე ამას ხელი შევუწყვე. არა, მგონი მაკლია. მგონი რა , აბა რომელი ნორმალური ადამიანი შეუწყობდა ხელს ვიღაც ბიჭს იმაში , რომ მის ნერვებზე ეთამაშა? რაღათქმაუნდა ქეთათო! ყოჩაღ ქეთა! ვამაყობ შენით! მაგარი ხარ! უჰუუუ . ტანცი შმანცი...ეჰ წავედი ანკას მივხედო. ანდრეა რეალობაშიც მეყოფა ფიქრებშიც ეგღა მაკლია რა. მე და გუგა ჰოლში გავედით. -ქეთ, ყავაზე ჩავალ მე. -მიდი გუგსონ.-გავისტუმრე და ანკასთან შევედი. ეს გოგო გადამრევს რა! რა უკმაყოფილო სახით ზის, არაფერს ჭამს ისედაც ჩხირია! -ანკა, ჭამე სასწრაფოდ ასე არ შეიძლება! -არა!-ჩემი კეთილგანწყობით და ტკბილი ხასიათით სარგებლობ ხო შე თახსირო? ხოდა, მაცალე! -აბა ეხლა კარგად მომისმინე, ახლავე თუ არ შეჭამ საჭმელს მაშინ კიდევ 1 თვე აქ დაგტოვებ რამე მიზეზს მოვიფიქრებ თუ არადა , რომ არ ჭამ და დაიმართებ რამეს იმ მიზეზით დაგტოვებ და ისე გავაჭიანურებ შენს აქ ყოფნას მცირე დაავადების გამო, თითქოს შავი ჭირი იყოს. ტყუილად ფიქრობ , რომ სულ კარგ ხასიათზე ვარ! იმის გამო, რომ შენ გუგა ექიმს მიბრაზებ მომიწია დაბადების დღიდან წამოსვლა! სულ ტკბილი არ გეგონო შენ! აბა რას იზამ? დიაგნოზი დაგისვა თუ შეჭამ და სულ რაღაც 1 კვირაში მშვიდად გახვალ საავადმყოფოდან?-ნიშნისმოგებით ავუწიე წარბი გაოცებულ ანკას. აბა , ამას რა ჰგონია? კი, აბა რააა, სულ ამის ჭკუაზე ვივლი ბიჯოს! -შენ...მართლა ქეთა ექიმი ხარ?-აბლუკუნდა გოგო! ჰაჰ! ვსო ტრუპია. -დიახ და გვეყოფა რაც აქამდე შენ ჭკუაზე ვიარე! აწი შენ ივლი ჩემ ჭკუაზე.-თვალი ჩავუკარი-შენთან კარგმა მოპყრობამ რადგან არ გაჭრა სხვა გზას არ მიტოვებ.-თავი დანანებით გავაქნიე. -კარგი ხო, შევჭამ ოღონდ შენ დაბრუნდი რა. -აი ისევ ქეთათო ვარ.-ტაში შემოვკარი.-უბრალოდ არ გამაბრაზო და არ გავხდები მეც მონსტრი. ეხლა დაგტოვებ კარგი? ცოტახანში შემოგივლი. -კარგი. გავედი და გუგასთან ერთად ვიცინე მთელი ღამე ძლივს გათენდა, მაგრამ რა მიხარია დღესაც მორიგე ვარ! ფუ შენი! ბარემ აღარც წავალ სახლში აზრი? არა, არ მითხრათ ვიცი მაინც არ აქვს აზრი. ნინას მაინც დავურეკო გავაფრთხილებ ფისოს: -ნინექს , არ მოვდივარ დღეს სახლში. -ნახევარი საათითაც კიიი? -კაი ნახევარი საათით მოვალ.-გამეცინა.-გამოვალ ტაქსით და ფეხზე გამოვიცვლი რა თორე მოვკვდი კაკუნით.-გუშინ მაღლების გახდა დამავიწყდა ჩემი ცალტვინობის გამო და... -გელოდები ლომო.. -გრრრრ....-შევუღრინე და გავუთიშე. ისევ ჩემი ასისტენტის ძებნა დავიწყე: -გუუუგააააა. გუგააააააააააა.-იცით როგორ ვიძახდი ჰოლში? აი შუა ქალაქში ის გოგო, რომ ეძახდა იმ საწყალ გუგას. ჩემივე ფიქრებზე გამეცინა და გამოჩნდა ძლივს ეს ვაჟბატონიც: -ოჰ, ვინებეთ გაგონებააა? ნატაზე ფიქრობდი და ჩაგეძინა გვრიტო? -ნუ სისინებ , დღეს ზედმეტი დოზა მოგივა. -კაი, ეხლა , ხომ იცი ჩემთვის სისინი ზედმეტი არასდროსაა.-თვალი ჩავუკარი და განვაგრძე.-სახლში მივდივარ მე ამ ჯანდაბა ფეხსაცმელს გამოვიცვლი და მოვალ. ამის გამომგონებლის დედაც რა! ჩაიცვი კედები!-შევიკურთხე და ტაქსში ჩავხტი. მისამართი ვუთხარი და ჰერი, ჰერი სახლისაკენ , მაგრამ ამ ჰერი ჰერის რა ვუთხარი მე! ტფუიიი! შევაბიჯე სახლში და კარი გაღებული არ მქონდა , რომ ნინას დავუძახე: -ჩემო მერცხალო, ბეღურა და ჩიტო მე დავბრუნდი რათა ეს ბული გადაგიშალო-ოსტატურად ვუთხარი და განვაგრძე . ნინა არ ჩანდა.-ხოდა გამოეთრიე ეხლა თორემ უშანგას და მაკრინეს მოვიყვან და არქეოლოგიურ გათხრებს ჩავატარებთ აქ.-კიდე განვაგრძობდი , რომ არა მისაღებში დახვედრილი ანდრია , სანდრო და ჩაბჟირებული ნინა. არ შევიმჩნიე არაფერი და განვაგრძე-ოხ , მეგობრებს ვახლავარ. ისა , რა ქვია... -მე თუ გაბნევ გავალ არაა პრობლემა.-უი ეს მოზვერი ანდრია! -ხმამაღლა მოგდის ოცნება ჩიტო. აუ ნინა , მეზარება... -კიდევ კარგი დაიწყე წუწუნი თორემ ვერ გცნობდი. -შეეენც ბრუტუს?-ოთახში შევკუსკუსდი. ავიღე ჩემი ფეხსაცმელი და კარისკენ წავედი. მანამდე შევძახე: -არივედეჩი, ძუკნებო.-შევძახე და პასუხს არც დაველოდე ისე გავვარდი გარეთ. კომენტარები მჭირდება, რომ გავიგო თქვენი აზრი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.